სწორად გაკეთებული ლულის კვეთის "ფასკა", ცეცხლსასროლი თუ პნევმატური იარაღი იქნება, არის ზუსტი გასროლის 80%, დანარჩენი კი 10-10% არის ტყვიის ხარისხი და მსროლელის გამოცდილება. ცეცხლსასროლ იარაღს როგორც წესი უკვე აქვს, ნორმალური ლულის კვეთის "ფასკა"
და მაგის უმაღლეს ხარისხს აქცევენ ყურადღებას მხოლოდ ზეზუსტი სროლის შაშხანებზე.
პნევმატურ იარაღში კი, თუ ეს არ არის ძვირად ღირებული ევროპული ბრენდი, ძირითადად საშინელი "ფასკებია". არა და იქედან გამომდინარე რომ პნევმატიკას აქვს დაბალი ენერგეტიკა და ასე ვთქვათ ტყვიის ქვე-ბგერის სიჩქარე, ლულის კვეთის ფასკა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ტყვიის სტაბილურობაზე.
ამ თემაში მინდა გავაკეთო ვრცელი, ასე ვთქვათ, მანუალი, თუ როგორ გავაკეტოთ ლულის კვეთის "ფასკა" პნევმატური შაშხანას ლულაზე.
არსებობს უამრავი მეთოდი. ჩვენ კი გავჩერდებით ყველაზე მარტივ, და ხელმისაწვდომ მეთოდზე, რომლისთვის არ დაგვჭირდება სპეციალური ხელსაწყოები და დაზგები. ყველა სამუშაოს, ჩატარება თავისუფლად შესაძლებელია სახლის პირობებში, ელემენტალური ინსტრუმენტის გამოყენებით.
ჯერ სურათებს დავდებ როგორი არის ხოლმე ქარხნული "ფასკა", და როგორი უნდა გავხადოთ იგი. 3-4 დღეში იქნება თვითონ მანუალი.
ქარხნული "ფასკა"
მანუალი:
პირველ რიგში, ლულის ბოლოდან უნდა მოვხსნათ პლასტმასის, ეგრეწოდებული "ნადულნიკი". ძვრება ძალიან მარტივად. მძლავრად და მკვეთრათ დავარტყათ და ის მოძვრება, თუ ძალიან მაგრად არის დაპრესილი, ადუღებულ წყალში ჩაუშვათ 1 წუთით და ძალიან ადვილად უნდა მოძვრეს.
შემდეგი ეტაპი ლულის კვეთის ინსპექტირება და დეტალური დათვალიერება. ზემოთ პირველ სურათში კარგად ჩანს რომ ღარები ძალიან არა თანაბარია. ეს ძალიან ხშირად ხდება, განსაკუთრებით თურქულ ლულებზე. ამიტომ შემოწმებისას უნდა ვნახოთ თუ ღარები იყოს მკვეთრი და თანაბრად მოდიოდეს და მთავრდებოდეს ლულის კვეთამდე. მაგალითად პირველ სურათზე ღარები იყო ცუდი, ამიტომ ფასკის გაგეთების წინ ლულის კვეთიდან უნდა მოიჭრას 2 - 2,5 სანტიმეტრი, როგორც წესია ეს საკმარისია.
შემდეგ კი უნდა დავამუშაოთ ლულას კვეთი ჯერ ჩვეულებრივი, მერე კი ძალიან პატარა შკურკით. მოკლედ უნდა გამოიყურებოდეს ასე.
აი კიდევ ერთი მეთოდი ლულის კვეთის ფასკის გასაკეთებლად , და საერთოდ ეს საიტი საკმაოდ საინტერესოა მემგონი , ნახეთ რა დაზგები აქვთ
http://anotherairgunblog.blogspot.com/2008/05/ok-i-felt-guilty-phantom-crowning-part.html
მადლობა, ფანტომზე ვფიქრობდი კაკრას გუშინ მოდერის გაკეთებას და პლასტმასის მოხსნა შემეშინდა-არ გატყდეს და ჩამმა ძმამ არ ამიკლოს მეთქი. ახლა ვიცი როგორ მოვაძრო...
ფასკაზე ალბათ ვიჩალიჩებ, მარა ხელით ძნელი არ იქნება?
ისა რა მაინტერესებს, აქ გამომავალ ფასკაზეა საუბარი თუ შემავალზე???
bazuka
გამომავალზე
შემავალსაც ფასკა ქვია ოღონდ რაღაც სხვა სახელი
nihontoman
ხელით ვერ გააკეთებ
nihontoman
ჰოდა დიდი ხანი რომ დაჭირდება ძალიან მაგიტომ გითხარი ვერ გააკეთებ მეთქი და სიმეტრიული მაინც არ გამო და აზრიც არ ექნება
კარგიოთ რა, ჯერ უნდა უბრალო შარაშკით ოდნავ ამოღება და ბოლოს უნდა დრელში რაიმე ღერძის გარჭობა რომელსაც თავზე შარიკი ექნება. მიადებ ამ შარიკს ლულას (მანამდე რაიმე გასაპრიალებელს წაუშვავ) და სადრაც 1-2 წუთი ტრიალის მერე გაპრიალებული და ყველა მხრიდან ერთნაირი ამოჭრილი იქნება. ეგეც თქვენი ფასკის ჩალიჩი.
ფასკის დანუშნულება ერთია, გამოსვლისას ტყვია ერთიანად ყველა ხრახნს და ყველა მხრიდან ერთ მომენტში მოწყდეს, თუ ფასკა ზემოთ ქვემოთ ან მარცხნივ, მარჯვნივ არის ამოღრუტნული, შესაბამისად მაგ ადგილზე ტყვია ლულის ჭრილს ადრე ტოვებს და გამპარული ფაერი კაბაში ურტყავს, გამოდის რეაქტიური ძრავის ეფექტი და ტყვია არასწორი ამოჭრის საწინააღმდეგო მხარეს მიდის. ვსიო მაგის გასასწორებლადაა ფასკა საჭირო.
მემგონი ამ სურათით ნათქვამია ყველაფერი
თავი დაანებე მაგთოფს ძაან კაი ფასკა აქ დაშლილი მაქ მაგის ბიძაშვილი :|
ხო არ იცით ვინმემ ვის გავაკეთო ჩემ ოლიმპიელის ლულაზე ფასკა, ორივე მხარეს მინდა გავაკეთო
ლულის ბოლოში ისედაც ჩანს რო ცუდი ფასკაა და გაკეთება უნდა და შემავალც რატომღაც მგონია დასჭირდება შელამაზება.
მეთვითონაც ვიჩალიჩებდი მაგრამ ამისწინ სიზმარში მოლა ნასრედინი გამომეცხადა და მითხრა:
შენ არ ეჩალიჩო თორემ გააფუჭებო და არ მინდა გული დავწყვიტო
მოკლედ ვინმემ თუ იცით ისეთი ადამიანი ვინც ამ საშვილიშვილო საქმეს გამიკეთებს გამაგებინეთ
ochopintre
ოხ მოკელდ ეს ახალგაზრდობა რა და რა დავწერო ახლა?
მეც მინდა მაგის გაკეთება მემგონი კეთილი ჯაჯა ბიძია უნდა ამ საქმეს
რა მშუაშლიადა რეინჯფაინდერი ჩამოიდაააააა , აწი უკვე 100 იარდზე გადავალ
norica_dragon
მანძილ მზომი ჩამოუვიდა კაცსსა.გილოცავვვვ
norica_dragon
დაგვანახე ერთი რაფერია შენი მანძილფაინდერი.
აჰა წავიდა გაჯაზება არა, ნორიკ წამოიღე თუ წავედით გავზომოთ ის ტირი საინტერესოა რამდენზეა.
giga_st
მექანიკური რეინჯფაინდერით არ გაგიზომიათ .
თემის სათაურში სადმე წერია "მშუაშლიადა რეინჯფაინდერის" განხილვა?
ვინმემ თუ იცით სად მოვაჭრევინო ფასკა დაწერეტ თუ არადა ნაბიჯით იარ "ფლეიმისკენ"
ochopintre
ჯა_ჯა-სთან, ჯა_ჯა-სთან, ხომ დაწერა თვითონაც წინა გვერდზე das stanok-ით ბრწინვალე ფასკები გამოდის
ნებისმიერი ტოკარნი სტანოკი რომელსაც ცენტროვკა აქ გააკეთებს ნუ ჯაჯას კაი სტანოკიაქ მაგ ამბავში
norica_dragon
ე მეც ხომ არ წამოვიდე ჰა უი ნორიკ ქრონი წამაიღე რა ახალი ტყვიები უნდა გავატარო სანამ თქვენ ფასკებს მიალამაზებთ
citadel
მართალ
geojorjika
ვთქვათ ვიღაცას მაინც დაეზარა ან არ მოხსნა რაღაც მიზეზის გამო ნუ ეგ თავის საქმეა. ხომ არის ჩარხის ტისკები რეზეცი სადაც დგება იმ დაროშკაზე რო დააყენო თვითონ ჩარხზე და შიგ თუ გინდა მთლიანად დაუშლელი თოფი ჩააყენე იმ მარტივი მიზეზის გამო რომ არ იტრიალებს ეს ერთი, მეორე
კონკრეთულად რაც მანდაა აღწერილი ეგ არ მიგულისხმია საუკეთესო ვარიანტში ჩარხზე ფასკის ამოღება ვიგულისხმე, ისე კი მართალი ხარ რო მოეხსნა ჯობდა. ეტყობა ფოტოებზე კაი მოშნი ჩარხია (გაასწორებდა ისე )
მანდ რაღაც ლატუნისგან რომ გამოჩარხა პირველ ფოტოზე როა, მაგის საშუალებით ლულის კვეთი გაასწორა ხო ცენთრში და არა ლულის გარეთა დიამეტრი?
გამარჯობათ. ეხლა დამაინტერესა და ჩემს თოფს ფასკა საერთოდ არ აქვს და რატომ??
dushura
რა თოფი გაქვს?
dushura
სიზუსტის პრობლემა აქვს(ქონდა თავიდანვე), თუ უბრალოდ დაგაინტერესა?
უბრალოთ დამაინტერესა. არანაირი სიზუსტის პრობლემა არ აქვს ერთი ეგ არის ოპტიკას ვერ ვუყენებ ლულის უკანა მხარეს ანუ სავაზნე ადგილსა და უკან კედელს შორის შატკა გაუჩნდა და ლულას მაღლა პრიხავს როცა ლულის რეზინკა ცვდება.
dushura
შენ რასაც წერი რომ ძველიაო, ნუ იდეაში სულ მინიმუმ აქტიური მოხმარების პირობებში მინი ფასკა ნებისმიერ თოფს გაუჩნდებოდა
ისე კი დააკვირდი ლულის კვეთას, არამგონი რომ არ ჰქონდეს. ანუ წარმოიდგილე შენი ლულა რომ უბრალოდ რკინის ღერძი იყოს და ბალგარკით გადაჭრა, ხომ წარმოგიდგენია უხეშად რა ზედაპირი იქნება (ხაოიან ზედაპირს არ ვგულისხმობ, ანუ 90 გრადუსით სწორად ჩათლილი ზედაპირი რომ იქნება), ეგეთი სუფთა ჩანათალი თუ გაქვს, მაშინ ფასკა არ გაქვს. ხოლო თუ ლულის ჭრილზე, წინა მხრიდან სადაც ხვრელია, ოდნავ მომრგვალებული ფორმები მაინც არის, ნუ მაშინ ეგ უკვე ფასკაა.
ფასკის გარეშე აქამდე მხოლოდ ტორუნ მაგნუმი მქონდა მე ნანასი, ხაჩიკებს შეიძლება მოედავო რომ სწორი ფასკა არ ექნება, მაგრამ სულ რომ არ ჰქონდეს... რავიცი, რავიცი...
ხო რ ავიცი ეხლა მიკავია ხელში თოფის ლულა და ვაკვირდები არანაირი ფასკა არ მოჩანს პირდაპირ ისე კი ნახვრეტის გარშემო რკალების პინტში დასდევს ზოლები დასდევს მაგრამ ზემოთ აღნიშნული ქარხნული ფასკებისგან განსხვავდება საერთოდ ანუ შემოთლილი არ არის არც გაფართოვებულია. მეც მიკვირს ძალიან.სურათების დადება მინდა და ამ ჩემს ტელეფონს რაგაც დაეტაკა კომპი ვერ ხსნის გავასწორებ და დავდებ სურათებს
დისკოზე მინდა ლულის კვეთის ფასკის (გაკაწრულია) განახლება...
ვისაც შესაბამისი ინსტრუმენტები, გამოცდილება, დრო და სურავილი გაგაჩნიათ, იქნებ გამაკეთებინოთ plz?...
Kukusha
შენი თემა გადმოტანილია, შემდეგში დიდი თხოვნაა გამოიყენე ძებნა და ყოველ ახალ კითხვაზე ახალ ახალ თემებს ნუ შექმნი.
ფაქტია ფორუმზე იგივე დასახელების თემა ერთი უკვე გვაქვს მეორე საჭირო ნამდვილად არაა
ეს თემა კი ვნახე, მაგრამ ზოგად ინფორმატიული მეგონა.... აწი გავითვალისწინებ...
სალამი ყველას გავუკეთე ჩემს ვინტაჟს ლულის კვეთის ფასკები
1) ლულის წინა მხარეს ტყვიის გამოსასვლელი
http://pix.ge/
http://pix.ge/
ესეც უკანა მხარე
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
და ესეც ტყვია შომპოლით გავატარე ფასკებამდე არ ქონდა ასეთი კაი დაკბილვები ლულაში გატარებისას.
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
სურათები ცუდი ხარისხისაა ტელეფონით არის გადაღებული და კარგად არ ჩანს სამწუხაროდ
რითი გააკეთე და გოგორ ეგეც დაწერე, საინტერესოა.
o.cho
ეგ ყველაფერი ძალიან კარგი მაგრამ
ის ღია სამიძნე თუ არ მოხსენი ვერ გააკეთებ ნორმალურ ფასკას
კიდებ ღარები ტყვიაზე არაფერ შუაში არ არის ფასკასთან , ფასკა უზრუნველყობს ტყვიის მოწყვეტას ლულის ღარებიდან ერთროულად და სიმეტრიულად, რომ არ გამოიწვის მისი გადახრა რომელიმე მხარეს
ikaaa
უკანა მხარეს გავუკეთე სამსახურში ვიპოვე შაროშკა არ ვიცი ამას ქართულად როგორ ქვია და იმითი გავაკეთე მერე რეზინის კონუსური საცობი წამოვაგე წვრილ სახრახნისზე და ცვრილად დაფხვნილი სალესი ქვის ფხვნილით რომელიც წყალში იყო მოზელილი თხელი ტალახის მდგომარეობამდე და ბოლოს ნულოვანი შკურკით და ქეჩით გავაპრიალე.
ხოლო წინა მხარეს იმ შAროშკის და შკურჯკის გარდა დანარჩენი ყველაფერი იგივე ვუქენი
geojorjika
კი ვიცი გიო რო ვერ გავაკეთებდი მარა სხვანაირად ვერ გავრისკე წინა სამიზნის მოხსნა ვაითუ მერე სწორედ ვერ მივაყენო მეთქი. მარა ეხლა ნარეზი როგორც თვალით ვუყურებ ერთნაირადაა ზუსტად ერთ სიმაღლეზე და ერთდროულად მთავრდება ალბათ მთავარი მიზანი ფასკისაც ესაათქო ასე ვიფიქრე
o.cho
საინტერესოა რა სხვაობას მოგცემს
iorama
კი მეც ძალიან მაინტერესებს მარა ტყვია აშკარად ბევრად კარგად გამოწურა ეხლა ვიდრე თავიდან იმიტომ რომ თავიდან რომ ვატარებდი ტყვიას ლულაში ნარეზი სოგან კარგად აჩნდა ზოგან წაშლილივით იყო ან სუსტად ეტYობოდა და ახლა ერთნაირია ყველგან
o.cho
შესადარებლად გააქვს ძველი ნასროლები?
iorama
სამწუხაროდ არა მარტო გირჩი რომელიც კურპუსის უკან ხეზე კიდია : D
iorama
კიდია მარა ცხვირი აქვს მოგლეჯილი ეხლა ამ დღეებში შევამოწმებ ძირფესვიანად მიზანში და ისედაც
ჯგუფები გააკეთე 25-30 მეტრზე და შედეგები ფორუმზე დადე.
ikaaa
კი აუცილებლად ეგრე ვიზავ ერთი სული მაქვს მეც როდის გავალ და გავსინჯავ
ტყვია საიდანაც იდება . მანდ როგორი კონფიგურაციის გააკეთე . როგორც მე ვიცი ცეცხლსასროლში ნალნელა გადადის ტყვია ხრახნებზე მახვილი კუთხით. პატრნიკის გასაკეთებელი რაიბერებია . . პნევმატიკაში როგორ არი ეს ამბავი საინტერესოა იცით ვინმემ . რაც მე ლულები დავატვალიერე ბევრს ეგრევე ეწყება ხრახნები .ან ოდნავ დაცერევებით. ეჭვი მაქვს ესე ხრახნის დაწყებამ ჩაპრესვის მაგივრად აათალის ტყვიას რაღაცას . ან დააზიანოს რავიცი ჩადების დროს რადგან ძალას მოითხოვს .
მიახლოებით ცეცხლსასროლისნაირი ეგრეთწოდებული პულნიი ვხოდი. რუსულ ძველ თოფზე ვნახე მოდელი ვერ გავარჩიე ლატუნის ნარეზი რო აქვს იმაზე .
zax ara
მე პირადად გავუკეთე ძალიან მცირე კუთხური კონუსისებრი აი სულ ოდნავაა რა ეგრევე ნარეზმა რომ არ კაწროს ტვია სულ ოდნავაა ნარესი და მერე უფრო იზრდება ანუ ჩასასვლელი მოვუშლიფოვკე სულ ოდნავ თავიდანვე რომ უხეში ნარეზი არ იყოს ტყვია კი ჯდება ნარეზზე და საკმაოდ მჭიდროდაც მარაპირველივე მილიმეტრიდან მთლიანი უხეში ნარეზის დაბოლოვება არ ააქვს
ეხლა ვესროლე სქელ ჟურნალს ორი თოფიდან. ჰატსან 80 სას და ვინტაჟიდან და ჰაცანმა გაიტანა 220 გვერდი და გახევით დააზიანა სულ ერთიანობაში 267 გვერდი. და კროსმანმა გაიტანა ანუ ტყვია გამოვიღე 328 გვერდიდან და დახევით დააზიანა 357 გვერდი
ხო ტყვიები იყო კროსმან დესტროიერ 7.9 გრანი
zax ara
o.cho
ისე გიყურებთ და ორივე აქტიურობთ და რამე რომ იყოს ავატარის დაყენება არცერთს არ გინდათ??? რაცხა ნაცრისფერი სილუეტი რომ ახატია თქვენს ექაუნთებს....
ja_ja
როგორ ჩავსვა ავატარი არ ვიცი
o.cho
akhieli
კი ჩვეულებრივ ხელის დრელში მარა სახრახნისთან ძალიან სიფრთხილეა საჭირო დაწოლა არ უნდა რომ რეზინის კონუსი არ გამოხიოს თორემ ლულას გაკაწრავს
akhieli
o.cho
აი ასეთი რაღაცეები იყიდება მაგისათვის. ზოგი მრგვალთავიან ლატუნის შურუპს იყენებს(უცხოურ ფორუმებზე რაც მაქვს გადაკითხული)
http://pix.ge/
ja_ja
ეგ კი,მაგრამ იმის ალბათობა ძალიან დიდია,რომ ხელის დრელით გააფუჭო ფასკა. მაგას სტანოკი და გამოცდილი ადამიანი სჯობს ვისაც გაუკეთებია და იცის. მოგეხსენება ცენტრის დაჭერაა მანდ მთავარი რასაც ხელის დრელით ან შურუპავიორტით ზუსტათ ვერიზამ. რისკია მაინც ამისი თქმა მინდა.
ja_ja
კი მართალი სახ საბედნიეროდ დრელი რომელიც მე ვიხმარე იყო დაბალ ბრუნიანი და მერე რაც მაგრად დააჭერ ღილაკს მით უფრო უჩქარებდა ასე რომ დაბალ ბრუნზე და ზალიან ფრთხილად გავაკეთე.
akhieli
კი ვიცი ესენი ნუ ფასკა ბევრჯერ ამიღია მართალია ლულაზე არა მაგრამ სამსახურში ბევრ რამეზე ამიღია ფასკა დრელის ხმარებაც კარგად ვიცი და ამიტომ გავრისკე და გავაკეთე რავი ჩემი აზრით ნორმალური გამოვიდა
akhieli
კიი მართალი ხარ მარა იმდენად ნაწყვეტ ნაწყვეტ ვაკეტებდი ხან სამსახურიდან რო გამოვიდოდი შესვენებაზე და ხან როცა მოვიცლიდი რომ ვერ მოვახერხე
zax ara
არ ჩანს ჩემთან სურათი
zax ara
ნუ პირველ რიგში დაამუღამე სურათის ჩასმა
არასწორად გქონდა ლინკი ჩასმული, ანუ შენ გქონდა ჩასმული
ცეცხლსასროლზე ამნაირი ინსტრუმენტით გამიკეთებია . ხელით უნდა დაატრიალო ნელა . დრელი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება . ვერ მიზომავ და რავი რა მოხდება .
დღეს რო იტყვიან დიდი მონდოებით დავადექი მეც ჩემი თოფის ლულის ფასკას. მარა ისეა გაპრიალებული ნაკლი ვერ უპოვე .
ხოდა სანამ ეს მონდომება გადამივლიდა , ადექი და თვითონ ლულა გავაპრიალე შიგნიდან ოღონდ ცოტა ლაითად . ცოტა რბილი მგონია მე პნევმატიკის ფოლადი
რავიცი ლიონელზე ვიყიდე მე მიახლოებიტ ეგეტები ოგონდ წინ გლუვი წვერი აქვს ტან პლასმასივის რარაციტ დაფარული რო ტრიალის დროს ნარეზებში შედის და რო არ დააზიანოს . პახოდუ ცენტრს იჭერს . ულან კიდო სარეგულირებო რო გრმად არ ჩავიდეს . სპეციალურად მაგისტვისააო . ლინკს ვიპოვი და დავდებ
ja_ja
აი ზუსტად ეგეთი შაროშკით მეორე რომ არის აი მაგითი გავაკეთე მე
და თან არის პაბედიტის
zax ara
http://pix.ge/
აი ასეტი მაქვს ოგონდ წინ რაღაც მაგარი პლასმასივითა აქვს . ბრინჯაის ნაცვლად . რა მაინტერესებს ფასკის კუტხე ცეცხლსასროლში და პნევმატიკაში სხვადასხვაა.
შაროშკას რათქმაუნდა დრელი ან შურუპავერტი უნდა , პროსტო მე ასეტი ინსტრუმენტის ჩაყენება დრელში ვიგულისხმე როგორ იმუშავებს რავი. ტოკარნი დაზგაზე ალბათ გაამართლებს .
აქ ვიყიდე მე ადრე .http://www.brownells.com/search/index.htm?k=MUZZLE+CROWNING+CUTTER&ksubmit=y
http://pix.ge/
ბარემ აქვე დავდებ . ამ მეტოდით გავაპრიალე ლულა . მსუბუქ პოლირებაში იტვლებაო . მარა მაგრად დამღალა.
ჯბ ის პოლირების პასტა გამოვიყენე ფინიში . მგონი რაღაც გაუგებრობა დავმართე ლულას . აქამდე ჯსბ 10. 34 მოსწონდა თოფს . ეხლა კიდე ცპ ზე ჩაიციკლა მაგრა მოეწონა . რისი ბრალი უნდა იყოს ვერ მივხვდი
zax ara
ერთი დიდი კითხვა მაქვს თხოვნასთან ერთად რატომ დებ ასე კუსოკ კუსოკ ინფოებს? რა მუღამი აქვს? ერტად რომ დადო ერთ პოსტად რაიმე გრეხია თუ სუპერ ჩანაფიქრია რასაც ჩემი გონება ვერ ჩაწვდა
მეც შევატყვე ეგ ჩემ პოსტებს . ამ ეშმაკის მანქანასთან ურთიერთობას ეხლა ვითვისებ . კომპიუტერი მაქვს მხედველობაში. სმაილებს ვაბშე ვერაფერი გაუგე . სად მჭედელი სად კომპიუტერი.
მომენტ ეგეც მართალია რო ცოტა მოგანივრდა ლულა . მარა ეხლა ვფიქრობ ჯერ ერტი ასი ტყვია ცპ ვისროლე და ეგრევე მივაყოლე ჯსბ მგონი უნდა გამეწმინდა ლულა . ტყვია რო შევცვალე.
ერთი კითხვა მქონდა ,ესეიგი იმ შემთხვევაში თუ ლულის გამომავალი ფასკა არასწორია ტყვია ერთი მიმართულებით არასოდეს წავა ხომ ??და ყოველ გასროლაზე მოგცემს პატარა თუ დიდ ცვალებადობას მაღლა დაბლა??
მადლობათ წინასწარ
უმეტეს წილად თუ ფასკა სწორი არაა ტოველ გასროლაზე სხვადასხვანაირ უკუ დარტყმას მიირებს ტყვია ლულის ჭრილის დატოვებისას, შედეგად ხან იქეთ მოუხმემს ხან აქეთ
ლულის ფასკაზე კი არის მიღებული მაღალ დონედ გაპრიალება ისე რომ მზის სხივს ირეკლავდეს სარკეზე მოშნად, მაგრამ რეალში იდეა დაიყვანება შემდეგამდე, არ უნდა ჰქონდეს გადახრები და ლულის ჭრილი უნდა იყოს სწორი და არ უნდა იყოს დახრილი, პლიუს ნარეზების ბოლოები მკვეთრად რომ თავდებოდეს სასურველია ცოტათი კონუსური ფორმა ჰქონდეს. ნუ არის ბევრნაირი კონუსი, იქ სპორტული იქ სანადირო, იქ კომბინირებული, მაგრამ ძირითადი შინაარსი ერთია სწორედ დამთავრდეს ლულა და ლულის სწორ ჩამონაჭერზე ხრახნებს არ ფქონდეს ნაწიბურები.
ჩემ დისკოს ლულას ქონდა "ფასკაზე" იაღლიში ვინც იცით დავითუსის თოფი მაქვს ანუ თან მოყოლილი დეფექტია - გადავწყვიტე გავასწორებ მეთქი, აღმოჩნდა რომ ის იარაღები რაც მქონდა ვერ ყოფილა ამისთვის ზედგამოჭრილი და მგონი უარესი ვქენი - "ნარეზსაც მივწვდი... ვინმე ღვთისნიერი იქნებ დამეხმაროთ და გაუკეთოთ ჩემს ლულას proper "ფასკა"??
Kukusha
თუ არ გეზარება გამოიტანე ჩემთან და დაგეხმარები
Kukusha
მთელი დღე არა მოკლედ შემეხმიანე და შევთანხმდეთ
ბიჭებო ნარეზს რა უკეთებს ლულას შეგიძლიან მანახოთ სურათი ?
SVD
SVD ან ეს
SVD
კითხვა სწორად გავიგე? ანუ გაინტერესებს რითი უკეთებენ ლულის ზაგატოვკში ხრახნს?
Kii kiii da me ro gamiviwero es chwmit vergavaketeb an xelosans ro wavugo??
SVD საქართველოში,რამდენადაც მე ვიცი,არავის გაუკეთებია მასეთი რამ და....ვიდეოებს უყურე?
SVD
მდაა ყოველთვის მაინტერესებდა, ლულაში ნარეზები როგორ კეთდება და აჰა ბატონო
ja_ja
რა ნერვები გაქვს რა . ეხლა ამათზე კი ვილაპარაკებდი პირისპრ მაგრამ ნაღდად არ დავწერდი რა , ისე რამდენი რამე აქცს ხალხს სასწავლი ტიტუუ
უბრალოდ ცოტას განვავრცობ მეთოდებზე
არსებობს ე.წ. single point cut rifling 0ანუ ამდგროს ხდება ერთი კონკრეტული ღარის ამოჭრა ლულაშI , შემდეგ გარკვეული გრადუსით ტრიალდება ლულა და ისევ იჭრება ღარი და ასე შემდე სანამ ყველა ღარი არ გაკეთდება, დაახლოვებით ასეთუ შტუკით იშრება, ტოკარნიკის მსგავს სტანოჯზე, ზემოთ ვიდეოებიც დევს
არის კიდევ broached rifling- პრინციპი იგივე ამაგრამ ამ დოს ყველა ღარი ერთდროულად იჭრება აი ამ ინსტრუმენტით
არის კიდევ button rifling- ამ დროს ხდება ე.წ. button-ის გატარება ლულაში მიწოლით (სხვათაშორის ერთხელ ვნახე ვიდეო ამოპრესვის მეთოდით აკეთებდნენ სადღაც მგონი ესპანეთში)
კიდევ არის hammer forging მეთოდი , ანუ რაც ჯაჯამ ახსენა , ჭედვის მეთოდით დამზადება
და კიდევ არის მსგავსი მეთოდი rifling by flow forming , არ ვიცი ქართულად სწორედ როგორ იქნება რაღაც დავკის მსგავსი მოქმედება, დაწნეხვით ან ლეგირებით ალბათ რავიცი, აი სურათით უფრო მიხვდებით
მოკლედ რა ჩამორჩენილი ქვეყანა ვართ რა ბაბუაჩემის დროინდელი იარაღებია სულ და ისიც კალისბრის შეზღუდვით
მიზეზი მაინტერესებს რატომ არის აკრძალული 4.5 ზევით?
SVD
ფანტომს თუ დაჭირდება ფასკა?რა ღირს მაგის გაკეთება და ვინ აკეთებს თბილისში?მიზანს არ ვემდურები,თუმცა უკეთესი მიზანი არ აწყენდა ჩემ ფანტომს
mishka23
ფანტომი რა ყოფილა რომ არ სჭირდებოდეს?
მე შემიძლია მაგის მკურნალობა
geojorjika
ცუდი ფასკის შემთხვევაში ერთიდაიგივე ტყვიაზე რომ "გავასწორო" მიზანი და სხვა ტყვიები არ ვიხმარო, ავიცილებ ფასკის კეთების წვალებას? ანუ, ერთიდაიგივე ტყვიები ცუდი ფასკიდან ერთნაირი გადახრით მოსწყდება თუ მაინც სხვადასხვანაირად. ღირებული იქნება პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე დასკვნა, ან ლინკი რომ მიმითითოთ.
gigi30
წესიერი ფასკა აუცილებელია და ვერ ასცდები მაგის დამუშავებას.
ზოგ იარაღს სჭირდება, ზოგს კი ისედაც ნორმალური აქვს.
ცუდი ფასკის შემთხვევაში, ერთი და იგივე ტიპის ტყვიებსაც სხვადასხვა მხარეს გაქცევები აქვს.
mishka23
არ ვიცი ვნახავ თუ მაქვს
ნიმერი და ადგილი დაგიპიემე
gigi30
gigi30 ფასკა იყო ერთ იარაღზე სწორად მოჭრილი,მაგრამ შიგნიდან ქონდა ოდნავ ზაუსენცები დარჩენილი.შენ წარმოიდგინე,სანამ ის ხაოიანი ადგილი არ მოვაცილე ერთიორი ნულოვკა შკურკის გასმით,ვერ ვასროლინე იარაღს. P.S. მეც მასე მეგონა,რომ ყველა ტყვია ერთ ადგილში უნდა ესროლა მაინც,მაგრამ ვერა.
ლოგიკასაც მანდამდე მივყავართ,რომ რაცარუნდა მაგარი ფასკა იყოს,მაინც იარაღს თავისი გაფანტვა აქვს,ანუ ჯგუფი. ცუდი ფასკით ხო უარესი ექნება მაშ.? მოკლედ,ძაან გამიგრძელდა
SCORPIONS, გასაგებია, ხავსს ვეჭიდებოდი მაინც. ანუ მომიწევს დაშლა და ფასკის კეთება, მაგრამ მუზას უნდა დაველოდო. მუზა კი სანადირო სეზონის დახურვამდე არ მოვა, დავუცდი. დავაექსპერიმენტებდი, მაგრამ 1377-ის გირაგში მოქცევა კიდე ჰო, მაგრამ მერე მისი წნეხვა შეუძლებელი იქნება.
ჯაჯა ამ კითხვის პირველი ადრესატი ხარ შენ და გვაინტერესებს, ამ ორი ფოტოს მიხედვით ფასკის პრობლემებზე თუ შეგვიძლია საუბარი ?
http://radikal.ru/big/4834b4ba503648e3be9459dec2f37e58
http://radikal.ru/big/31991ba6e5ab434aab3321d67c45a9f3
ზუსტად 16 ტყვიისგან შემდგარი ჯგუფია
http://radikal.ru/big/045b476a36404f9eac5bc0f94cdd230c
მოკლედ გვაინტერესებს დაზიანებული ფასკით შესაძლებელია თუ არა ასეთი შედეგის მიღება ?
გამოგრჩა ეს ჯგუფი 40 მეტრზეა გაკეთებული
რას ერჩით მაგ ფასკას ვერ ვხვდები რა
okela84
და სად ხედავ ამ სურათზე დაზიანებულ ფასკას???
დავიწყოთ გარე შრედან...
ყვითელი - ეგ ვაბშეტა რეზბის კონუსის ადგილია და ფასკასთან საერთოდ კავშირი არ აქვს, ასე რომ მაგ ზონაში არსებული დაჭეჭყვები უფრო მოდერის ჩამოხრახვნაზე იქონიებს გავლენას ვიდრე თვითონ მოდერზე, ფასკაზე ან ჯგუფებზე, მოკლედ დაიკიდე პონტია
წითელი - შენ ეტყობა წითლად შერებილ ზონებს აქცევ ყურადღებას... ნუ მამენტ სერიოზულად დასაფიქრებელია ეგეთი ნაჩაქუჩები რაფერ გაუჩალიჩე ლულის თავს, მაგრამ ეგ ისევ და ისევ საერთოდ არაა ლულის ფასკა, არამედ ლულის წინა მხარისა და მოდერის გარე რეზბის დასაწყისის ნაწილია
ლურჯი - შეიძლება ეგ მიგაჩნია ფასკად... ვაბშეტა ეგეც არაა ფასკა, ეგ არის ლულის დაბოლოება, ჩამონათალი, ჩამონაჭერი, რავიცი რაც გინდა დაარქვი, მანდ სულ რომ კრივა კოსად იყოს მოჭრილი ნაწიბურები იუყოს და ასე შედეგ... ვიზუალურად იქნება მაგარი დისკომფორტი, მაგრამ რეალობაში ეგ არც ფასკაა და არც გავლენას ახდენს სროლაზე, რატომღაც რუსებს უყვართ ხოლმე მაგ ადგილის რაღაც არაადეკვატურად გაპრიალება, მთელი მეთოდიკების აღწერა და შემდეგ, ნერწყვების წლაპვით და დორბლების ჩამოწუწვით კივილი რომ აი მეც მინდა და რაფერ გავალეთოო, არადა რეალობაში ეგ ადგილი თუ გინდა ნაჟობკით იყოს კრივად ჩამოჭრილი ვაბშე არაფერია სუფთა ფსიქოლოგიური ვიზუალურა და როდესაც ხელოსნისგან გადის ლულა, პროსტა იმის იმიჯია რომ ზედაპირი მაქსიმალურად სუფთა იყოს რომ კლიენტი აღფრთოვანდეს
მწვანე - ვაბშეტა ეს ჩაღრმავება ბევრის აზრით არის ფასკა... ნუ მამენტ ამას აქვს გარკვეული შეხება ფასკასთან და სწორედ მისი მეშვებით ფორმირდება ფასკა, მაგრამ ეს უფრო არის ფასკის დამცავი კანაო, პლიუს მაგ კონუსის მოჭრის გარეშე ნუ უბრალოდ არ გამოდის ფასკა
შავი - შავი იდეაში უკვე ლულის ხვრელია, მაგრამ ამასაც პირდაპირი შეხება აქვს ფასკასთან, თუმცა ახსნა მიჭირს, ზოგი უკუღმართულად გაიგებს. მოკელდ ფასკა არის შემდეგ პუნქტში აღწერილი
რეალური ფასკა - ნუ ვაბშეტა ფასკა არის მწვანისა და შავის გადაკვეთის ადგილი, ანუ ის წვრილი კანტი რომელიც მაგ ორი ადგილის შეხებისას იჩითება, ეგ ადგილი უნდა იყოს სწორი, სუფთა, არ უნდა ჰქონდეს გადახრები, ყველა ნარეზი სუფთად უნდა ჩანდეს, ყველა მინდორი სწორედ უნდა იყოს ისევე როგორც ნარეზი (ნარეზი არის ჩაღრმავება, ხოლო მინდორი არის, ის ადგილი რომელიც თვალის მიერ აღიქმება ამოღრმავებად, რეალში კი უბრალოდ ლულის ხვრელის საბაზისო დიამტრია) ანუ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ადგილზე შავის გარდა შესაძლებელია იყოს ნარტყამი, ჟანგი, ნაკაწრი და სხვა უბედურება, მაგრამ მთავარია შავისა და მწვანე ზონის შეხების ადგილი იყოს სწორე, სუფთა და ზედმეტი ნაკაწრების თუ ექსესების გარეშე, უნდა იყოს ლულის მიმართ ზუსტად 90 გრადუსის მქონე, ყველა მხრიდან რომ ყველა მინდორი და ნარეზი ერთნაირად თავდებოდეს ტყვიის გადმოსახედიდან...
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ გადახედე აბა შენს ლულას და ნახე, სადმე ფასკაზე რაიმე ხარვეზს ხედავ??? მე პირადად ვერაფერს ვხედავ, ან ისეთი კუთხით გაქვს გადაღებული სადაც არაფერი ჩანს , მოკლედ ეგ წითელი ჩაჭჭყილი ზონები დაიკიდე და დაივიწყე, თუ ვიზუალურ დისკომფორტს გაყენებს ამოაცუნცულე ჩემთან და მივასუფთავებ, მაგრამ რეალურად დიდი საჭიროება არ არის...
ჩვენში დარჩეს და მშვენიერი ღრმა ფასკა გაქვს რომელსაც სანადირო ვერსიას ეძახიან, ანუ ლულის კვეთიდან ჩაწეულია რამდენიმე მილიმეტრით რომ იქამდე ვერ აღწევდეს რაიმე ზედაპირული შეხების წერტილები...
okela84
ვაბშე არ გეკითხა არ გერჩივნა?
ჩემით წავედი
ja_ja
ჯაჯა მადლობელი ვარ ამომწურავი პასუხისთვის თუმცა ჩვენ უფრო სხვა რამეზე ვკამათობდით გუშინ, ანუ ფასკის დანიშნულებაზე და ადგილზე კი არ ვდაობდით არამედ ფასკის მდგომარეობაზე
ჰო ეხლა გადავიდეთ მთავარ კითხვაზე და შენ გვითხარი შესაძლებელია თუ არა რომ შეუიარაღებელი თვალით დანახულმა ფასკის დეფექტმა ასე ისროლოს ?
okela84
ja_ja
რა სიჩქართ ისვრის ეგ ფიშტო ჯსბ-ს?
40 მეტრი შედეგი არაა! 50 მეტრზე ისროლე და მერე ვილაპარაკოთ.
40 მეტრზე გაფანტვას არ იწყებს.
ilariona
okela84
რამდენ გასროლა აქვს 200დან 125მდე?
და ისე ინფოსთვის, ფასკა ჯაჯას გაკეთებულია
ilariona
ვიცი მითხრა ირაკლიმ, მშვენივრად გაუკეთებია მე კმაყოფილი ვარ
მე იმით არ მომწონს ეს ფასკა, რომ ბოლოში ნარაზები გაცრეცილია და სიმკვეთრე არა აქვს, სურათზეც ჩანს.
ikaaa
მე ლაივში რო ვნახე ჭუჭყს არ გავს, აშკარად ჩანს რო თითქოს ბოლოში ნარეზები ასევთქვათ ნანეტზე მიდის და მკვეთრი დასასრული არა აქ.
იმიტო უთხარი ოკელას აქ რაღაც ისე არაათქო.
okela84
4 კლიპი იყო ჩემ დროს, 265მწ-ზე მქონდა დარეგულირებული.
ilariona
ესეიგი შემეშალა და ეხლაც 4-ს ისვრის იმიტომ რომ არაფერი შემიცვლია გარდა ტყვიებისა, უფრო სწორად მწარმოებელი შევცვალე წონა იგივე დავტოვე
ჩემი 2 ისროდა. მერე დავწიე ქვემოთ სიჩქარე და მაქსიმუმ 4-5 გასროლა მოემატა. 280ზე დავაყენე მსუბუქებით.
ბაიკერი
გააჩნია ლულა რა გაქვენ? მოკლე ლულიანებზე 2-3 კლიპზე მეტს არ ისვრის, ან ეგრეთწოდებულ FSB ლულიანებზე, რომელსაც შრაუდერი აქვს და შიგნით მოკლე ლულაა
კაროჩე გადახარჯვით მუშოაბს ეგეთი ვერსიები
ja_ja
ყველაძზე გრძელი ისროდა 2 კლიპს ახალი. მერე ცოტა რო დავწიე სიჩქარე ოდნავ მოიმატა რა. მაგის მერე კრიკეტი არის ბრილიანტი. 70 მაინც ისვრის. დავზბორო ოპტიკით და დავთვლი
მოგესალმებიტ ჰაცან 135 მინდა ფასკის გაკეტება.მაინტერესებს ლულა უნდა მოვჭრა ცოტა და მერე გავაკეტო ტუ ისედაც შეიძლება კარგი გამოვიდეს? ტუ უნდა მოვჭრა რამდენი სანტიმეტრი უნდა მოვაჭრა?დამეხმარეთ როგორ გავაკეტო?
giorgi80
giorgi80
სალამი მეგობრებო. ესეთ რამე შევამჩნიე ჩემი ფიშტოს ლულაზე. გავატარე ტყვია ლულაში შომპოლით და იმ ადგილას სადაც ჰაერის გადამშვებია, ტყვიის კაბას აზიანებს. ამის გამოსწორება შესაძლებელია? და რა გზით? მინდა გითხრათ ასევე, რომ სწრაფი გადატენვის დროს, ეს დაზიანება არ შეენიშნება ტყვიას. მხოლოდ ნელა, შომპოლით გადატენვის დროს აკეთებს.
შომპოლით გადამშვების მხრიდან გაატარე ტყვია?
კი, შომპოლით გავატარე. გადამშვებიდან
გამადიდებლით და ფანრით დააკვირდი შიგნით? ნაწიბური აქვს სავარაუდოდ და გადასწორება უნდა. მაგისთვის საუკეთესო ვარიანტი ბორმანქანაა სპეციალური შარიკიანი ნასადკუთ მაგრამ ეგ არ გექნება ხელზე.
რამდენითაა ლულის კვეთიდან გადამშვები?
giga2010
გიგა მე მაქვს ბორმანქანაც და მგონი შესაბამისი პირიც უნდა მქონდეს, თუ გინდა გათხოვებ და შენ ქენი და თუ გინდა ერთად გავაკეთოთ
sekurifa
aleqsa
მადლობა ბიჭებო. გასაკვირია ის, რომ მაინც ნორმალურად ისროდა და ისვრის. ბორმანქანა კი მაქვს, მაგრამ მაინც დავაკვირდები კიდევ. მიმწოდებლით არანაირი ნაწიბური არ ეტყობა ტყვიას.
aleqsa
giga2010
sekurifa
შეეშვით თეორიებს სულ სხვა პროცესია ხელით ტყვიის ჩატენვისას და სულ სხვა პროცესია როდესაც მიმწოდებელი ლუაში მიაქანებს ტყვიას
როდესაც თოფის მიმწოდებელი ლულას მიაქანებს წინ, მაშინ ტყვია ჯერ სწორდება რეზინის პირზე რომელიც ლულაშია გათხრილი, შემდეგ მიმწოდებელი აწვება მას, ტყვია მილიწამით ჩერდება, ამასობაში უკნიდან ძალა ემატება, რეზინა ფართოვდება და უცებ იმ ზომაზე იზრდება რომ ტყვია გაეტიოს, ამ დროს ტყვია რაკეტასავით წინ მირბის და იმ ხვრელს ასევთქვათ "ნივიჟუს" ურტყავს, როგორც კი ტყვიის თავი მაგ ხვრელს გადასცდება მერე იუბკა საერთოდ უმტკივნეულოდ გადადის მაგ ხვრელზე (მამენტ ესეც თეორიაა, რადგან ლუაში მე არასდროს არ ჩავმჯდარვარ, მაგისთვის ნამეტანი დიდი ვირი ვარ და შენელებული კადრებით ფაქტები ვიდეოზე არ გადამიღია , მაგრამ შედეგების გამო ეს თეორია უფრო მართებულად მიამჩნია).
თუ რეალურად გინდათ შემოწმება ხდება თუ არა გასროლის წინ ტყვიის წაკვნეტა, შეეშვით შომპოლით გატარებას. მაგ დროს ცენტრირება ჭირს და ტყვიის შეტენისას იქეთ აქეთ იხრება ტყვია შედეგად წაკვეთაც იჩითება.
იმისათვის რომ დარწმუნდეთ არის მთელი ტყვია ლულაში თუ წაკვნეტილია, უბრალოდ გადატენეთ თოფი, ჩვეულებრივად თავისი მიმწოდებლით და კლიპით. შემდეგ გასროლის გარეშე მოხსენით ლულა თოფს (ზოგს მარტივად სძვრება, ზოგს კი ლამის მთელი თოფის დაშლა დასჭირდება) და აი მერე მიაწექით შომპოლით ტყვიას. არავითარ შემთხვევაში უკან არ გამოიტანოთ ტყვია, პირიქით წინ ბოლომდე გაიყვანეთ. გადმოაგდეთ ლულიდან (საიდანაც სროლიას უნდა დატოვოს ლულა ტყვიამ) და აი მერე უყურეთ ლუპით და ნათურით ხელში... აი თუ მაგ დროს წაკვნეტილი არის, მაშინ ბორმანქანა იქნება საჭირო თუ სხვა რამ არ ვიცი, მაგრამ ლულა მისახედია, ხოლო თუ ტყვიას არაფერი სჭირს, მაშინ შეეშვით არაკონდიციურ პირობებში მიღებულ შედეგებით დასკვნების გამოტანას
---------------
არაერთი მოსულა ჩემთან ეგეთი თხოვნით რომ აი ტყვია იკვნიტება და ვაი ვუი, ნუ მეც თავიდან ვაკეთებ და ვამოწმებ, არაფერი არ იკვნიტება, ვატან კლიენტს და ისევ იძახის იკვნიტებაო, ერთხელაც დავდექი და თავი მოვიფხანე ეგ როგორ, გავიმეორე ყველაფერი რაც კლიენტმა მითხრა და ჰოი საოცრებავ იკვნიტება პროსტა ეგაა რომ მიმწოდებელი ჩვენი ხელის კანკალით და დამიხნებით არ ჩალიჩობს ტყვიის ლულაშI ჩადებას, როგორც კი თოფს მიანდობ მაგ საქმეს, რატომღაც ყველანაირი წაკვნეტის სიმპტომები ქრება და სამკურნალოც აღარაფერია ხოლმე
ja_ja
მადლობა ყურადღებისთვის.
გუშინ სწორედ ესეთი რამ გავაკეთე. ლულა მოვათავსე კოლოფში, გადავტენე და მიმწოდებლით ტყვია შევიდა ლულაში. შემდგომ მოვხსენი ლულა და შომპოლით გავატარე. არანაირი დაზიანება არ ქონდა ტყვიას. მეც თავი დავანებე
ნუ მეც მოტო დავწერე შეიძლება მიმწოდებელი იუბკას ზემოთ წევს მეთქი რომ ცალტყვიანი ვერსია წაროვიდგინე უცებ რაც ჩემ ჰაცანს ქონდა და იქ რეზინას არ გადის ტყვია, რეზინა მიმწოდებელზეა. სავარაუდოდ კი ტყვია ირიბად მიდის ოდნავ ასეთ დროს ვიდრე კლიპიან ვერსიაზე.
საერთოდ კი გამიკვირდა რომ იუბკა მოჭრა თუნდაც შომპოლითაც. ნარეზებამდე კანალი ხო უფრო განიერია და არუნდა მოედოს. მე იჟზე მქონდა ეგეთი მომენტი რომ მიმწოდებლით გრამიანი ტყვია მივაწოდე რომელიც პლოტნად წავიდა და აათალა ცოტა გადამშვებმა. ნუ იჟი რაცარის ყველამ იცით და არც მიკვირს თუმცა ზოგმა თურქულმაც შეიძლება გაჭედილად წასული ტყვია მოჭრას მიმწოდებლით.
chicho
გაიხარეთ
ეს ჩემი პუნჩერის ფასკაა, მოდერი მოვხსენი და ამ ფოტოებით თუ შეიძლება რამის თქმა ფასკაზე როგორია?
შენი ნახელავია? არ მგონია ქარხნულს ეგეთი ფასკა ქონდეს. ჩემი აზრით, მაგ ლულას ფასკის გაკეთება ჭირდება
ბოლო სურათში აშკა5რად ჩანს რომ გვერდულადაა მოჭრილი ფასკა, მაგრამ პროსტა გვერდულად თუ არის ჯანდაბას, მთავარია ცალ მხარეს შესაბამისად უფრო ჩაღრმავებული არ იყოს, თუ ჩაღრმავებულია, მაშინ უკვე იასნია რომ გასაკეთებელია ფასკა....
თუ მეორე სურათში გამოსახულება კუთხისა და ჩრდილის გამო არაა დეფორმირებული, მაშინ მანდ ნუ აი 150%-ით ჩანს რომ ცალი მხარე ჩავარდნილია რაც კარგი არაა, ანუ კაკრაზ ცალი მხრიდან ადრე თავდება ლულა, ეგ იწვევს ჰაერის გამოტყორცნას და ტყვიისთვის ცალი მხრიდან წკლიპურტის წარტყმას შედეგად ვავა
და ბოლოს პირველ და მეორე სურათზე თვითონ ფასკას რომ ტავი დავანებოთ ლულაში კოშმარი ჩანს ერთი ისაა ცუდი რომ აშკარად ცუდი დამზადების კვალი ემჩნევა და სულ ნახაზებითაა მორთული ლულა, აშკარად გახვრეტის და სვერლოს კვალი ემჩნევა, ეგ კი ნიშნავს უსწორმასწორობას და მაგ პატარა ნაკაწრებში ტყვიის ნარჩენების ჩაწეპებას, მერე დაგროვებას, პატარა მუწუკების წარმოქმნას, შედეგად ყოველი შემდეგი და შემდეგი ტყვია კიდევ ტოვებს ნადებს და ბოლოს ტყვია ასევთქვათ გრუნტიან ოფროუდ გზაზე დადის, ალაგალეგ ექვეთება კაბა და ბოლოს ლულიდან კაი ნაცემი და დეფორმირებული გამოდს, ეგ კი სიზუსტეზე კარგად არ იმოქმედებს
ამ სიტყვების დადასტურება შეიძლება მეორე სურათით, რომელშიც სადღაც 9 საათის ექვივალენტზე ჩანს 2 ცალი მოჟანგო ფერის ნადები, კაკრაზ ზემოთ აღწერილი პროცესია წასული . გამოსავალი:
1) ჯერესერთი უნდა მაგას ამოწმენდა, შესაბამისი ზეთებით, ბრინჯაოს ჩოთქებით და ასე შემდეგ, როდესაც ტყვიის ნადები მოცილდება მერე უნდა გადახვიდე მეორე პროცესზე
2) მეორე პროცესი არის, ლულის პოლირება, უნდა დაიადო პოლირების პასტა და უნდა ეჩალIჩო ლულას, ახლავე ვამბობ პროცესი მაგარი დამღლელი და მოსაწყენია, რადგან მონოტონური სამუშაოა საკეთებელი.
ესეიგი იღებ შომპოლს (არანაირი ჩხირები, შნუროკი, ლესკა და სხვა იაფიანი გამოსავალი, არ ღირს შომპოლი ძვირი, მგონი 12 ლარი ღირს 4.5-იანი შომპოლი, პლიუს 15-20 ლარი ნასადკების კომპლექტი), ჩამოაცმევ რბილ ნასატკას, აზილავ ზედ საპრიალებელ პასატას და ჩააყოფინებ ლულაში თავს, დალშე მიახლოებით ზონებად დაყავი ლულა და მიყები ამ სურათზე ნაჩვენებ რაოდენობებს...
http://pix.ge/
ანუ ჯერ თავიდან ბოლომდე მინიმუმ 50-ჯერ გაატარებ შომპოლს (პერიოდულად შეიძლება საპრიალო პასტის დამატება დაგჭირდეს), მერე ლულის კვეთის 5-10 სანტიმეტრამდე არ მისული 100-ჯერ გაატარებ შომპოლს (ნუ რაღაც მეტკა დაადე შომპოლს რომ ბოლო 5-10 სანტიმეტრამდე არარ შეიყვანო შომპოლი, იასნია შომპოლი უკანა მხრიდან უნდა შეიყვანო), მერე პირობითად 3 ნაწილად დაყავი ლულის სიგრძე და ბოლო 2 მესამედი კიდევ 100-ჯერ გაატარე და სულ ბოლოს ბოლო მესამედზე კიდევ 100-ჯერ...
პერიოდულად აკონტროლე რომ ნამეტანი არ მოგივიდეს გაპრიალება და ნარეზები არ გააქრო საერთოდ, ისე კი ჩემის აზრით შენ ლალრას ლულის ბოლოში ისეთი ხაზები გიჩანს რომ შეიძლება 50 წინ და უკან გატარება არ გეყოს, მარა დააკვირდი აბა...
P.S. ფასკის გასწორება თუ მოგინდება შეგიძლია ჩემთან ამოიტანო და იქვე გაგიკეთება მაქსიმუმ 20 წუთში და დაგიჯდება 15 ლარი, მაგრამ აი გაპრიალებას შენს გარდა ვინ მოკიდებს ხელს ნამდვილად ვერ გეტყვი. დროის და ნერვების ვებერთელა დანაკარგია და ფასს კიდევ მაგ საქმეში ვერ მოითხოვ დიდს, შედეგად ყველა არიდებს დროის ხარჯვას თავს ასე რომ მემგონი შენ მოგიწევს მაგის გაკეთება
ja_ja მადლობა, ჯერ შტუცერის პრობლემას მოვაგვარებ დამერე ვიფიქრებ მაგაზე, ყველაფერი ერთმანეთს გადაება, პლიუსმაგას რეზიკზე ბარომეტრი აღარ მუშაობს და ჯერ არც ვეძებ მაგის მოგვარებას :D კაროჩე უკვე ისე ვარ ვფიქრობ რამე კაი ზდპში ხომ არ გადავცვალო თუ გამიცვლიან
chicho
chicho
ანუ აღარ ზომავს წნევას სტუკი აქვს ? თუ გვიან აჩვენებს , ? და ეს ყველაფერი ფაქტიურად ახლა თოფს რამდენხანში დაემართა?
არამგონია მანომეტრის ბრალი იყოს.
სავარაუდოდ "პრაკლადკაა" დეფორმირებული და ძაან ვიწრო ხვრელით ეწოდება ჰაერი
საშინელი ფასკა აქვს და ნარეზზეც წყვეტილი ხაზები ჩანს, ანუ როგორც ჩანს ტყვია მუდმივ კონტაქტში არაა ნარეზთან.
ეგ ლულა კარგად რო დამუშავდეს, შესაძლოა 4.6 მმ-მდე ავიდეს დიამეტრი.
chicho
პალიროვკას თუ გინდა მე ავიღებ ჩემს თავზე თანხას არ გამოგართმევ, დრელი დამჭირდება და კიდევ ორი რაღაც, სადღაც 10 ლარის თემაა მაქსიმუმ
ეს ჩემი გაკეთებული ფასკააა დიდი არაფერი მარა ქარხნული არ მოწონდა 30 მეტრაში მაგრად ფანდავდა 13 გრანიენებს ჯიესბის,
ხოდა რაც ფასკა გაუკეთე, 30 მეტრზე რავვი 20 თეთრიანის ვადებ და ნასროლები იფარება, ნორმალური ჯგუფია მგონნი
პოლირება უნდა მწვანე ქვით
ხო უნდა, ეგ მწვანე ქვა ვერ ვნახე არდა სახლში სუ მხვდებოდა თვალში როცა გინდა მაშინ ვერ ნახავ ვერაფერს
დაიკიდე ეგ მწვანე ქვაც და პოლირებაც.... ეგ პოლირება უფრო ვიზუალური მხარეა ვიდრე რეალურად საჭირო და რაიმე სარგებლის მომტანი
გვირგვინი თავდება იქ სადაც ხრახნები თავდება. ხოლო კონუსი რომელიც ხრახნებამდე ჩადის და უმეტესწილად მაგას აპრიალებენ ხოლმე, ვააბშე არ მონაწილეობს საქმეში, მთავარია რომ ლულის ჩამონაჭერი იყოს ლულის ღერძის მიმართ 90 გრადუსით და ასევე კონუსი რომელიც ამოჭრილი გაქვს 90 გრადუსიან კუთხეს ქმნიდეს ხრახნებსა და ლულის ღერძს მიმართ, ასევე ხრახნები ყველა უნდა იყოს სწორე და იგივე 90 გრადუსს უნდა ქმნიდეს ლულის ღერძის მიმართ...
ანუ მთავარი შინაარსი არის ხრახნები ყველა ერთად თავდებოდეს და როდესაც ტყვია გამოძვრება ლულიდან რომელიმე მხარეს ხრახნები ადრე არ დამთავრდეს რომ ტყვიას გადახრა არ მისცეს, ჰაერის შებერვით ან ლულის პირზე წამოდებით....
დალშე ის კონუსი, კატლავანი თუ რაც არის, იქნება გაპრიალებული თუ არა, აი ვაბშემც ახატია ტყვიას ეგ სუფთა შენი ვიზუალია, თუ თვალს გინდა ასიამოვნო სხვა საქმეა, მაგრამ ტყვიის სუზუსტეს ეგ არ გაზრდის
p.s. ნუ პოლირება ერთადერთი შეიძლება სასარგებლო იყოს იმ შემთხვევაში თუ გვირგვინის გაკეთებისას ლულის ხრახნების ბოლოზე პატარა ნაწიბურები წარმოიქმნა, თუ მაგ ნაწიბირებს ადგილი არ აქვს, მაშინ პოლირებას რავი დიდი განსაკუთრეუბლი აზრი არ აქვს....
ისე როგორი დამუშავებულია ნორმალური თუ ისე რა, სურათზე როგორ ატყობ? რავი 30მ მომცა შედეგი, რო მივადე ცერა თითის და 20 თეთრიანით იფარება,
თავიდან ცივი ჩაის თავსახურისხელა ჯგუფს აკეთებდა
ცოტა ოპტიკის სიმძიმე ქმნის დისკომფორტს ხელიდან სროლის დროს, ჯერადობა 12X გავასწორე,
ხო დამავიწყდა, ტისკში ჩამაგრებული და ჩამოდებითაც, აი ხელით კი უკვე ვეღარ ვღებულობ მაგ შედეგს, თუმცა თავისუფლად ვარტყავ ერთი გასროლითკოკაკოლის თავსაფარს
chicho
ყურის ჩხირია ან ბამბა.
მაგას იმიტომ დებენ რომ ლულის მეორე მხრიდან სინათლე არ ანატებდეს და გადაღებისას გამოსახულებას არ აფუჭებდეს
https://www.youtube.com/watch?v=9MOlxPdnbww
https://www.youtube.com/watch?v=962CVd1DQ7s
საინტერესო ინსტრუმენტია
chicho
გამარჯობათ. პირველ რიგში მადლობა დამატებისთვის.
თითქმის ყველა გვერდი გადავიკითხე ამ თემის მაგრამ ჩემთვის საჭირო ინფოს ვერ მივაგენი. იქნებ დამეხმაროთ.
მაქვს GAMO Varmint 1250 FPS ზამბარაზე. 4x32 თავისივე ოპტიკით. აქვს მიზნის პრობლემა , არ ვიცი ოპტიკას დავაბრალო თუ ტყვიას , ვისვრი ჯიესბის 0,47 იან მრგვალთავა ტყვიას. თითქმის ყველა გასროლა სხვადასხვა ტრაექტორიით მიდის როცა თითონ თოფი დაფიქსირებულია.
მაინტერესებს ფასკა რომ გავუკეთო რა შედეგს მომცემს და რამდენად რეკომენდირებულია ზამბარიან თოფზე მისი გაკეთება?
giga2010 მადლობა.
0,54 და 0,67 იანიც ვცადე მაგრამ შედეგი იგივეა.
mikheil marekhashvili
რა ჯგუფი გამოდის და რა დისტანციაზე?
giga2010
ზუსტად მაგიტო ვკითხულობ ფასკის გაკეთება რაიმე შედეგს თუ მომცემს ? ან რაიმეს ხო არ დავაზიანებ მისი გაკეთებით? რათქმაუნდა გამომსვლელ მხარეს ვგულისხმობ
ნუ პირველი იმას ვიტყოდი რომ შესამოქმებელია
1) ლულის შიდა ხვრელი,
2) აუცილებლად სიჩქარე რა სიჩქარით ისვრის რეალში, ყუთზე დაწერილი 1250 არაფერს არ ამბობს, კაცმა არ იცის რა ტყვიაზეა ეგ სიჩქარე
3) ხომ არ არის ლულა მოყანყალებული ბუდეში, ანუ გასროლისას რომ არ ყანყალებს რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეგეთი გაფანტვა
4) დგუში წესრიგშია? ხომ არ არის დაზიანებული რის გამოც ნორმლაურიად ჰაერს ვერ აწვდის და პირიქით ლულის ქედელს უმოწყალოდ ურახუნებს
5) ლულის ჩაკეტვის ადგილზე რეზინა მტელია?
მოკელდ ბევრი საკითხია გასავლელი ფასკამდე, თვითონ ფასკას რაც შეეხება დიდად ძვირად ღირებული პროცედურა ეგ არაა, მაგრამ ძნელია ზდპ პნევმოს ლულის დაზგაში ჩადება თავისი უკანა ნაწილისა და რიჩაგის გამო, ან გრძელი ლულა უნდა იყოს (რომ თუნდაც პატარა დაზგაში ჩაჯდეს უკნიდან და წინიდან თავის გამოყოფის შესაძლებლობა ჰქონდეს), ან სტანოკი უნდ აიყოს რაღაც ვეებერთელა რომ ჩაეტიოს მაგხელა კონსტრუქცია.
კიდევ ერთი კაი გამოსავალი არის ლულაში ჩადე ყურის საწმენდი ბამბები, ასე 3-4 მილიმეტრით ჩააყვინთინე ლულაში და გადაუღე სურათი, ეგ სურათები აქ დადე რომ ვნახოთ რაიმე განსაკუთრებული დარღვევა ჩანს თუ არა ფასკაზე. http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=33&view=findpost&p=152330 აქვს დადებული ჩიკოს, ბამბის ჩხირები საჭიროა იმისათვის რომ ფოტოაპარატმა ფოკუსირება მოახდინოს და შუქი უსასრულო ხვრელში არ დაიკარგოს....
mikheil marekhashvili
კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ფორუმზე.
გამო ვარმინტი გადასატეხ ლულიანია, ყოველი შემდეგი გასროლისთვის ლულა უნდა ჩამოწიოთ ძლიერად ამიტომ შესაძლოა თოფი იცვლის პოზიციას. რაში გაქვთ დაფიქსირებული?
ja_ja
გამარჯობა. პირველ რიგში მადლობა გამოხმაურებისთვის. რათქმაუნდა მაგ ყველა ფაქტორს გავითვალისწინებ, უბრალოდ ერთი ის არის რუმ სულ ახალი ვიყიდე და ალბათ 1 ყუთI ტყვია თუ მაქვს გასროლილი და მეეჭვება რაიმე სერიოზული პრობლემა ქონეს. უდერადაც აშკარად არ ვეპყრობი. რეზინა თავის ადგილზეა. საპოხი მასალაც არ აკლია. რაც მაეჭვებს არასწორი სიმძიმის ტყვია ან და ოპტიკა. ოპტიკის თემასაც მოვაგვარებ ამ დღეებში და შედეგს დავწერ აუცილებლად. რაც შეეხება ბამბის ამბავს აუცილებლად გადავუღებ სურათს და დავდებ. ფასკის ამოსაჭრელად ყველანაირი ხელსაწყო მაქვს და მგონი არც ეგ გამიჭირდება უბრალოდ ვერ გავარკვიე ჯერ რამდენად საჭიროა ჩემი თოფისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ
koba1973
მართალი ხართ ნამდვილად ეგრეა. არც მაგ ვერსიას გამოვრიცხავ თუმცაღა უნდა დავრწმუნდე. ფიქსირებას რაც შეეხება ხელნაკეთი პოდია და პოზიციას არ იცვლის გასროლისას ამიტო მგონია სხვა მიზეზი უნდა ვეძებო.
mikheil marekhashvili
სხვა მწარმოებლის ტყვიაც მოსინჯეთ. არის ზოგიერთი მწარმოებლის ლულები, რომლებიც ვერ ისვრიან ჯსბ-ს. ბარაკუდა ან ჰნ-ს ფილდ ტარგეტი მოსინჯეთ. არის მცირე რაოდენობის კოლოფები, 200 ცალი დევს
mikheil marekhashvili
ზამბარ დგუშიანებს დაფიქსირება არ უყვართ, ჩამოდე კონდახით რამეზე, ისე რომ ლულა არ ეხებოდეს არაფერს და მიეცი თოფს საშუალება გასროლისას ცოტა გამოძრავდეს :)
ანუ თავისით ცოტას რავ გადაგიხტუნებს დარტმა არ შეეწინააღმდეგო :)
Youtub-ზე airgun ან springer artilery hold ჩაწერე და უკეთესადაა ახსნილი და ნაჩვენები :)
.54 ან .67 ჯსბ ისროლე ან ბარაკუდა მატჩი
mikheil marekhashvili
მოგესალმები და წარმატებებს გისურვებ მომავალში, იმედია შევძლებთ დაგეხმაროთ და შენი შედგები გააუმჯობესო,
შედეგებიკი მართლაც არასახარბიელო გქონია.
ჩემი რჩევაა პირველ რიგში ოპტიკა გადაამოწმე, რაც წავიკითხე ჯიესბის თითქმის ყველა წონა გიცდია და მაგხელა გაშლა ტყვიების ცოტაარიყოს და ძალიან ბერია.
ღია სამიზნე თუ გააჩნიე თქვენს თოფს აბა მაგით სცადეთ და თუარადა სხვა ოპტიკა მოსინჯეთ...
კიდევ ერთხელ წარმატებები
ჩემზე ადრე ოპტიკა ურევდა, ახალზე, ოპტიკით 20 მეტრზე 4 სმ_ს აკეთებდა. მოვხსენი ოპტიკა და 10 თეთრიანს არ სცდებოდა ღია სამიზნით. კინაღამ გავყიდე ისე მომშალა ნერვებზე. არადა თურმე რა კარგათ ისროდა.
mikheil marekhashvili
pilotina
კი აქვს ცოტა ბოლი მაგრამ არა ყოველთვის. დეკონსერვაციას რაას გულისხმობ?
aleqsa
სამწუხაროდ ღია სამიზნე არ აქვს ამიტომაც ვწვალობ ესე. მადლობა
კ.ვ.ა.დ.რ.ო
გავითვალისწინებ აუცილებლად. მადლობა
ესე გამოიყურება ჩემი თოფის ფისკა
https://radikal.ru
https://radikal.ru
mikheil marekhashvili
mikheil marekhashvili
MonSoon
https://radikal.ru
ნუ, რასაც ვხედავ ამას ფასკა არ ჰქვია. თანაც ზედა მხარეს რაღაც ნაწიბურებივით ჩანს მგონი.
mikheil marekhashvili
აი ამას შეადარე ეხლა
https://radikal.ru
mikheil marekhashvili
გამოს ლულებს "ფასკა" არ აქვთ დამუშავებული ქარხნულად? ამ სურათზე რასაც ვხედავ საერთოდ ხელშეუხებელია.
http://www.radikal.ru
ძალიან დიდი სხვაობა მომცა. ვისროდი 0.54 იან ჯსბ ს. 35 მეტრიდან. პოდით. დეკონსერვაცია ნამდვილად არ ჭირდება მაგას კი მივხვდი. ერთი ის მაინტერესბს ფასკა რამდენად საჭირია ჩემთვისნზედა სურათით თუ ვიმსჯელებთ? ოპტიკას რომ თავი დავანებოთ? ერათი რასაც დავაკვირდი 1 გასროლას ზუსტად ისვრის დანარჩენს სხვაობას მაძლევს გასწორების შემდგომ.
ბოლი თავიდან ქონდა . ბოლო 30-40 გასროლა აღარ შემიმჩნევია.
mikheil marekhashvili
mikheil marekhashvili
მაინც არ პასუხობ რასაც ვკითხულობ. მგონია თავს არიდებ და გგონია ვინე გაგკიცხავს თუ იტყვი რო კი ვზეთავ დგუშს ან რაიმეს ვაწვეთებ ან მსგავსს რომ სულ ზეთში იყოს ან მეტი სიჩქარე ჰქონდესო.
თუ თავს არიდებ მაშინ გეტყვი რო ძააან დიდი ალბათობით ზედმეტი ზეთი დგუშში 1-2 ან მეტი პრობლემის თავი შეილება იყოს, უფრო მეტი დამნაშავე ვიდრე ფასკა, უფრო მეტი დამნაშავე ვიდრე ის რაც გგონია.
ჯაჯამ ახსენა ის რისი ტქმაც მინდა.
საიდან ვასკვნი რო "თავს არიდებ" ?
MonSoon
არა მეგობარო ნამდვილად არ ვარიდებ თავს მაგ კითხვას უბრალოდ ვთვლი რომ არ ღირს მაგაზე ყურადღების გამახვილება რადგან ლულა შევპოხე რამოდენიმეჯერ მსუბუქათ და ე.წ ცევიო (დამრტყმელი მექანიზმი) პატარა სალნიკი სადაც დგას, პლიუს გადამხსნელი მექანიზმი დაშლითაც კი არ დამიშლია მხოლოდ ზედაპირულ შეზეთვაზე მაქვს საუბარი, შეიძლება ამ ყველაფერს ჩემი უცოდინრობის გამო ვაკეთებ თუმცაღა ფაქტი ისაა რომ უკვე აღარ აქვს ბოლი და შესაბამისად აღარ მივიჩნიე ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება საჭიროდ, მაპატიეთ თუ ვცდები
დღევანდელი ტესტიდან გამომდინარე დავწერე ზემოთა პოსტიც. ჩემი მთავარი პრობლემა ისაა რომ ახლო მანძილზე ზედმეტად დიდი გაშლა აქვს ამიტომ მინდა გავარკვიო თუ რისი ბრალეულობაა. ოპტიკის, ტყვიის თუ თვითონ თოფის. იქიდან გამომდინარე რომ კარგი ოპტიკა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ამიტომ ვფიქრობ ყველაზე მარტივით დავიწყო. როგორც ახალბედა ამ საკითხში თითოეული თქვენთაგანის რჩევა ჩემთვის მნიშვნელოვანია ამიტომ ყველა საკითხს ზედმიწევნით გავითვალისწინებ.
mikheil marekhashvili
ვფირობ რომ ჯერ მაინც ოპტიკა უნდა გამორიცხოთ. კარგი იქნებოდა რომ ქონოდა ღია სამიზნე, მაგრამ ნეტუ . ზოგადად არაა გამართლებული ზამბარ დგუშიანზე ოპტიკის დაყენება, ადრე თუ გვიან მაინც დააზიანებს. ბაზრობის ოპტიკა მაქვს, ვიცი რომ მუშაობს და არ აქვს პრობლემა, შემიძლია გათხოვო და დატესტე
mikheil marekhashvili
გიგამ რაც გითხრა მეც ეგ უფრო მგომია, ოპტიკიდან დაიწყე, თუ დარწმუნდი რომ ოპტიკა არაფერშუაშია ფასკებზე შემდეგ იფიქრე, მოკლედ გამორიცხვის მეთოდით უნდა მიყვე და იპოვი "დამნაშავეს"
ხო კიდევ ლულის შეზეთვას არგირჩევ, მხოლოდ გამოწმინდე და რაც შეიძლება ბოლომდე გამოამშრალე, ლულაში ზეთი იგივე დიზელირებაა, დიზელირება კი ზედმეტი სიმძლავრე და აცა-ბაცა გაფრენილი ტყვიებია!!
giga2010
კარგი მეგობარო აუცილებლად ვნახავ ოპტიკის თემას, მეორე თოფიც მაქვს თურქული ზამბარიანი და იქიდან გადმოვაყენებ ან ჩამოვიტან, რამოდენიმე დღით საზღვარგარეთ ვიქნები და იქნებ იქ ვიშოვო რამე ნორმალური თუ ძაან ძვირი არ ღირდა. მადლობა დახმარებისთვის.
ერთი კითხვა მაქვს : ზოგადად ყველა ზამბარიანი ეგრე მოქმედებს ყველა ოპტიკაზე თუ ოპტიკის ხარისხზეა დამოკიდებული რამდენად მდგრადი იქნება ზამბარიანი თოფის მიმართ?
mikheil marekhashvili
ზამბარ დგუშიანი პნევმატიკაზე, ოპტიკის დაყენება ჩემი აზრით არაა გამართლებული. ცოტა ადრე რომ შემოსულიყავით გირჩევდით რომ აუცილებლად შეგეძინათ ღია სამიზნით და გეყიდათ ნიტრო პისტონზე. თავად ზამბარდგუშიანს არ აქვს ის სიზუტე რომ ოპტიკით სროლით ისიამოვნოთ.
ხარისხიანი ოპტიკა კი ხშირად თოფზე ძვირია, რამდენად გიღირთ მაგ თოფზე დააყენოთ, ეგ თქვენი გადასაწყვეტია.
თუ ზუსტი სროლა გიტაცებთ, აჯობებს შეცვალოთ პნევმატიკიკის სისტემა და გადახვიდეთ პცპ-ზე.
მოკლედ ბიჭებო დავშალე ჩემი ოპტიკა და მივაგენი კიდეც მიზეზს მგონი. ე.წ ჯვარის მექანიზმის შემდგომ მოდის ერთი ლინზა და მერე მეორე რომელშიც უშუალოდ ვიხედებით. ორივე ლინზას ქონდა საკმაოდ დიდი ე.წ შატკა. შესაბამისად ლოგიკურია ყოველი გასროლის შემდგომ ჯვარის პოზიცია იცვლებოდა ლინზასთან მიმართებაში ამიტომაც ვფქირომ მქონდა ყოველ ჯერზე სხვადასხვა შედეგი.
ორივე ლინზა მყარად დავაფიქსირე რათა გასროლისას პოზიცია არ შეიცვალოს. შედეგიც სახეზეა გასწორებიდან 4 გასროლა გავაკეთე და 15 მეტრის მანძილზე 5 თეთრიანის ზომა მოხვედრის არეალი მივიღე. ბოდიშით რო სურათს ვერ ვდებ სტოლბას ვესროდი ფიქსირებისთვის გამოვიყენე ლინზის დიამეტრის მქონდა სალნიკი მინიმალური სისქით.
ძალიან დამეხმარა ეს ვიდეო და ვისაც გამოგადგებათ აგერ ლინკიც
ამ დღეებში შორ მანძილზეც გავტესტავ და შედეგებს აუცილებლად გაგიზიარებთ რამდენად გაამართლა.
ძალიან დიდი მადლობა ყველას დახმარებისთვის და რჩევებისთვის.
mikheil marekhashvili
ძალიან კარგი, ჩვენც გაგვეხარდა რომ შეძელით და მიაგენით პრობლემას. ასევე სასიხარულოა, რომ ფორუმის მიმართაც ყურადღებით ხართ. მადლობა!!!
იმედი მაქვს კიდევ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მოგვაწვდით, ან თქვენ შედეგებსაც გაგვიზიარებთ.
წარმატებები, სულ ათიანებში!!!
რაცხა ვიდეო ჩემთან არ ჩანს...
P.S. ანუ ოპტიკა დასალე მე როგორც გავიგე... და ამ წვიმიან ამინდებშI როგორ ააწყვე? ნესტი იქნება შიგნით და ზაფხულის ცხელ დღეებში კონდენსატი გაგეჩითება ლინზებზე
რავიცი, რავიცი, ღმერთი შენსკენ
ფასკებზეა საუბარი და ბარემ აქვე დავდებ
აი ასეთი ქარხნული ფასკებიც არსებობს ზოგიერთ თოფზე
რამდენად საყვარლად გამოიყურება შეგიძლია დატკბეთ, იიგვე მოდელის თოფზე სხვა მომხმარებლის ფასკაც...
თუმცა არის საოცრებაც და იგივე მოდელის თოფზე შეიLძება კარგი ფასკაც შეგხვდეთ
ნუ ფასკას კი უნდ აგაპრიალება და ლულაც მგონი გამოსაწმენდია შიგნიდან, მაგრამ თვითონ ქარხნული ფასკა ასე თუ ისე მისაღებია....
მე რაც შემხვდა და გავასწორეhttp://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1089&view=findpost&p=158304, დანარჩენებს თვითონ დაწერს ალბათ ხალხი
P.S. ეს ყველაფერი ხდება აქინე, ანუ საქართველოში, არი არის ეს საიდანღაც მოტანილი სურათები
სალამი ხალხო! ჩემმა ძმამ შეიძინა არტემისის მ25, მშვენიერი ფიშტოა უოველ მხრივ, გარდა ლულის კვეთისა - რაღაცა დაუცენტრავი ღრმა კონუსია.
შედეგად მივიღეთ ის, რომ 45 მეტრზე ჯგუფები არ გამოდის. 0.67-იანი ჯსბ-ც კი, 7-8 სმ-ია მინიმუმ....
სამწუხაროდ არ მაქვს შესაბამისი დაზგა/დანადგარები, რომ მივხედოთ, ნებისმიერ ტოკარიან ტიპთქნ მისვლაც არ მინდა, სხვა რამეს გააფუჭებენ და თქვენი დახმარება მჭირდება ბიძიებო :დ
და არ იცი აქ ვინა აკეტებს ეგეთ რაღაცეებს?
ja_ja
კი მოგწერე პირადში, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ინბოქსზე ლიმიტი გვაქვს, ამიტომ აქაც დავწერ ბარემ - რაიმე დასაკონტაქტებელი საშუალება ჩამიგდე რა შენი ჯაჯა ბატონო, ტელეფონი, ფეისბუქი, რავი რამე, რომ დაგიკავშირდე
მადლობები წინასწარ
ჯაჯაა, გადმომხედე რა
პატარა აფდეითი - ბატონი ჯაჯას დახმარებით, გამოსწორდა არტემის მ25-ზე ლულის კვეთა. მანამდე კოშმარი იყო სასწაული, სოტყვით გადმოცემა შეუძლებელია, სადღაც ლულის ბოლო 3სმ-ზე ჩათხრილი და დატრიალებული იყო დრელი. ახალი კვეთის მოჭრის შემდეგ, დაჟე თურქულ სლაგებსაც კი გადაზომილ 53 მეტრზე ისვტის იდეალურად, რა კენჭსაც დავუმიზნე გავარტყი. სამწუხაროდ ჯგუფების გაკეთება ვერ მივახერხე, თუმცა აუცილებლად ვეცდები!
მადლობა ჯაჯას
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services