მოკლედ გადავხედე ფორუმს და რატომღაც ჩავთვალე რომ პერსპექტიული თემაა და ასევე უცხოურ ფორუმებზე დაყრდნობითაც შემიძლია ვთქვა რომ ლულის პოლირება აუცილებელიც კი არის ზოგი მწარმოებლის შემთხვევაში.
პირადად მე ჩემი თოფის ლულაც დავაპოლირე საგულდაგულოდ და პირველივე ტესტირებისას მოლოდინების გამართლების შემთხვევაში პოლირების მეთოდს გაგაცნობთ.
პირველ რიგში ის უნდა აღინიშნოს რომ ზოგიერთი მწარმოებლის შემთხვევაში პოლირებამ შესაძლოა ლულის გეომეტრიაზე და დიამეტზრეც კი მოახდინოს გავლენა, ასეთი პოლირება მრავალ ეტაპიანია და ძირითადად უკიდურესად უხარისხო ლულებს ესაჭიროებათ. ჩემს შემთხვევაში რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით მხოლოდ ბოლო ეტაპის ანუ მხოლოდ პოლირების პასტით გავაპრიალე ხრახნები და საკმაოდ ეფექტურადაც, ამაზე დეტალურად დავწერ მხოლოდ პირველი ტესტირების შემდეგ. ვფიქრობ ცნობილი და ავტორიტეტული მწარმოებლების შემთხვევაში უმცირესი ნაწილაკებისგან შემდგარი პასტით პოლირება საკმაოდ მიზანშეწონილია და წინ გადადგმული ნაბიჯი
დანარჩენი ინფორმაცია თქვენ დაამატეთ
საინტერესო თემაა, ეგ მინდოდა ეხლა მე . ისე მაინც არამგონია, რომ თვითნებურად უკეთეს შედეგს მივაღწიოთ, ქარხნულ ვარიანტში უდავოდ კარგი იქნება
giga2010
ბოლო ეტაპი არ არის სარისკო. თუ გადაწყვეტ არ დაგზარდები
giga2010
არა სამწუხაროდ, ჯერ ოპტიკა მაქვს საყიდელი
დღეს ესეთი შედეგი მივიღე, სიჩქარე 232-234 მწ. ჯსბ0,67-ით. გასაკვირია, მაგრამ 0,67-ით, საერთოდ ვერ ვაკეთებდი ჯგუფს. 25 მეტრზე მქონდა 3სმ ჯგუფები. საერთოდ ვერ ვისროდი ჯსბ-ით და როგორც გახსოვთ მხოლოდ ჰნ-0,56 ფილდ ტარგეტ ტროფს ვისროდი. ლულა საკმაოდ ვაპრიალე, მაგრამ არავის ვურჩევ რომ გააკეთოს ეს. მე ექსპერიმენტის სახით ვცადე და მგონი გაამართლა. ესეც შედეგი
http://radikal.ru
0.67ze progresi ashkaraaa, sxva tyvia agar gicdia ?
არა, არ მიცდია. ვნახავ ამ დღეებში
giga2010
სიჩქარის მომატებამ ხომ არ იმოქმედა?
giga2010
მშვენიერია, ეხლა ჩემი თოფი დარჩა გასატესტი.
ესეიგი როგორც ჩანს თურკიშებს საკმაოდ სტრანნი ნარეზები აქვს და ხაოები ლულაში პრობლემებს ქმნის....
P.S. კიმაგრამ დიდ ლულაზე რომ არ გაამართლა?
ja_ja
ჯერ არ ვიცით პრაქტიკაში, მე გავუკეთე პოლირება ჩემს ლულას და შემდეგ გიგას გავუზიარე მეთოდი ისე რომ შედეგიც არ იყო ჩემთვის ცნობილი. თუმცა გიგამ მისივე ინიციატივით და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებით გარისკა და როგორც ვხედავთ შამპანიურიც დალია.
ნუ კარგი ლულის შემთხვევაშიც უნდა იყოს წესით შედეგი ალბათ იმ შემთხვევაში თუ ფასკას არ დააზიანებ და ლულის გეომეტრიაზე არ მოახდენ უარყოფით გავლენას. ზოგი ინტერნეტ სივრცეში აზრის დაფიქირებისას მხოლოდ საკუთარი არასწორი პოლირების შედეგებით ხელმძღვანელობს და ხალხი შეცდომაში შეჰყავს.
მოკლედ აგერაა თემა და მე თვითონაც კარგ შედეგს თუ მივიღებ მერე ალბათ თხოვნით მოგმართავ რომ თემის პირველი პოსტი ჩამისწორო, ჯერჯერობით მაინც თავს ვიზღვევდი ხალხი შეცდომაში რომ არ შემეყვანა, თუმცა გიგას მაგალითზე და დაბალი ხარისხის ლულების შემთხვევაში უკვე თამამად შეიძლება ითქვას რომ შედეგიანია ჩემი მეთოდი.
და აი ესეც ჩემი პირველი შედეგები ლულის პოლირების შემდეგ, მართალია რეზერვოარი უშვებს პრაკოლიანი ველოსიპედის პაკრიშკასავით, მაგრამ ლულამ მაინც თავისას შვება.
შვიდივე ჯგუფი არის თანმიმდევრობით ნასროლი შერჩევის გარეშე, რვიანის და მოდერის მოხსნის შემდეგ.
აგრეგატი: WEIHRAUCH HW100T
ოპტიკა: WALTHER FT 8-32X56
ტყვია: JSB 0.669 გრამი
მანძილი : 50 მეტრი
ქარი: 0 მეტრი წამში
რვიანი მოვხსენი, იმირომ რომ ლულას ცალი მხრიდან აწვება და შედეგებს აუარესებს
მოდერიც მოვხსენი
http://radikal.ru
http://radikal.ru
http://radikal.ru
http://radikal.ru
http://radikal.ru
http://radikal.ru
http://radikal.ru
http://radikal.ru
http://radikal.ru
http://radikal.ru
ძაან კაი შედეგებია , დახურული ტირი მაინც სულ სხვაა. მეც დახურულში ვისვრი ხოლმე მარა ეგეთ შედეგებს ვერ ვიღებ ჯერჯერობით.
gregory
ერთერთ გასვლაზე ჩვენმა თანაფორუმელმა, giga2010-მა გამოთქვა ვარაუდი რომ ჩემი თოფი ზედმეტად ძლიერად ისროდა, რაც მოგვიანებით ქრონმა დაადასტურა, ანუ 275-280-დან 310-მდე სიჩქარის გაზრდა რამ უნდა გამოიწვიოს მაშინ როდესაც არც ზამბარისთვის და არც რედუქტორისთვის ხელი არ მაქვს მონაკიდები?
ერთადერთი, ლულა დავაპოლირე და ზამბარა დავატაოტე და ვითომ შესაძლებელია ამ ორი მიზეზიდან ერთერთს ან ორივეს ერთად ამხელა სხვაობა მოეცა სიჩქარეში ?
აქვე იმასაც დავწერ რომ თუ ეს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზით არის გამოწვეული გამოდის, რომ უფრო დაბალი ნასტროიკებით მივიღებ ჩემთვის საკმარის სიჩქარეს, ანუ საერთო ჯამში ჩემთვის სასურველ სიჩქარეს ვიღებ რედუქტორში უფრო ნაკლები წნევით რაც ლულის რხევის მეტ გასროლასთან ერთად ლულის რხევის ამპლიტუდასაც შეცვლის უკეთესობისკენ, თუმცა პრაქტიკაში ეს რამდენად შესამჩნევი იქნება მაგას უკვე პრაქტიკული ტესტი გვიჩვენებს ტირში.
მოკლეს ეს ყველაფერი ვარაუდია, გარდა იმ ფაქტისა რომ სიჩქარე, რედუქტორზე და დამრტყმელზე ხულუხლებლად გაიზარდა.
მოკლედ თქვენი აზრიც მაინტეერსებს რამდენად დაემთხვევა ჩემს ვარაუდებს. ბევრნი ხართ ისეთები ვისაც გაცილებით ხშირი შეხება გაქვთ რესივერთან
okela84
ჩემი რო დავაპალიროვკეთ, სიჩქარე მოემატა ჩემთანაც ოღონდ ზამბარა შენსავით ერთ ადგილზე არ მეყენა.
პოლირებამდე მაქსიმალური სიჩქარე იყო რამდენიც არ უნდა მეტრიალებინა ზამბარა 283. პოლირების შემდეგ 290 დავაფიქსირეთ.
ოღონდ ორივე შემთხვევაში ეგ მაქსიმალური სიჩქარეები არ იყო სტაბილური. 3-4 გასროლის შემდეგ ეცემოდა, ალბათ ტყვია წყდებოდა ნარეზებიდან, ოღონდ აღარც ვჩერდებოდი მაგ სიჩქარეზე იმიტო რო უკეთესს ჯგუფს ვწძებდი. ისე ზოგადად 265 ით ისროდა ყველაზე ზუსტად, პოლირების შემდეგ 268_ზე დაჯდა. 3 დიდი არაფერი მაგრამ ნუ ჩემი აზრით ეგაც მიუნიშნებს სიჩქარის მატებას.
okela84
ძნელია დაზუსტებით რამეს დავაბრალოთ. შეიძლება კლაპნის ზამბარა დასუსტდა, როგორც ვიცი დიდიხანია არ გისვრია. პოლირებაც მოუმატებდა სიჩქარეს.
თუ ნაკლები ძალით დამრტყმელი მოგცემს სასურველ სიჩქარეს, ჩემი აზრით უკეთესია. როგორც თავად შენ აღნიშნე ნაკლები რყევები და ვიბრაცია გექნება
giga2010
გიგა მეგობარო, პოლირების დიდი გამოცდილება გაქვს და რამინდა გკითხო: როგორ ატყობ ჭირდება თუარა ლულას პოლირება? ანუ ვთქვათ ყველანაირ სიჩქარესზე ცდი და დამაკმაყოფილებელ ჰგუფებს თუვერ მიიღებ რაღაც განსაზღვრულ დისტანციაზე მაშინ უკვე პოლირებაა საჭირო თუ ისეც არაწყენს შიგადაშიგ გამოპრიალება?
aleqsa
ალექსას გაუმარჯოს!!!
მე რაც მაშინ გავუკეთე კრალის ლულას, მაგას ვერ დავარქმევ პოლირებას. გიოც გეტყოდა, მაგრამ სასიკეთო შედეგები კი მოგვცა. ჩემი აზრით უფრო დასტაბილურდა და აღარ ქონდა მოწყვეტები.
მიჭირს რამე გირჩიო, თუ დარწმუნებული ხარ რომ პრობლემა ლულაშია, მაშინ შეიძლება ვსინჯოთ
ლულაში ნარეზის პოლირებას როგორ აკეთებთ და რა საშვალებებით?
მემგონი გარკვეულ წილად ცოტა რისკის გრძნობაც გაქვს როცა პოლირებას დაუპირებ ლულას.
ჩემი აზრით პოლირება უნდა გაუკეთო მაშინ როცა სიტყვაზე მეტი შედეგი გინდა, ან კიდევ არც ისე დამაკმაყოფილებელი შედეგი გაქვს შენი ხედვით და პოლირება თუ უფრო გააუარესებს სიტუაციას დასაკარგიც არ გაქვს არაფერი. მე მიღირდა აფსოლიტურად და შედეგიც გამოიღო.
გონივრულად გაკეთებულ პოლირებაზე არამგონია საზიანო ოყოს რამე.
თუ თოფი სტაბილურად 3 სმ_ის ფარგლებშია, ნუ ვთქვათ ცოტა მეტი ცოტა ნაკლები 50 მეტრზე მაშინ კი უნდა გიღირდეს კაცს ალბათ გაკეთება. ეგ 2.8 და 3 სმ სანადირო ჯგუფია, მეტი ვერაფერში გამოიყენებ, 50 მეტრზე 2.8_ს გაგიკეთებს თუ 3.5 სმ_ს პოლირების შემდეგ მემგონი დიდი აზრი არ აქვს.
ჩემი მეთოდი არის მინიმალური რისკების შემცველი და გათვლილია საშულო და საშულოზე მაღალი ხარისხის ლულებზე. ეს იმიტომ რომ მე ვიყინებ ეგრედ წოდებულ ბოლო პირს, რომელიც ლულის შიდა დიამტრზე და გეომეტრიაზე არსებით გავლენას არ ახდენს.
ნებისმიერი სხვა მეთოდი რომელიც ფაქტიურად ლულის გაშკურკვას გულისხმობს რამდენიმე ეტაპად და ბოლო ეტაპზე უმცირესი ნაწილაკებით პოლირებას, აქ უკვე რისკები მაღალია და ზოგ შემთხვევაში 4.51 ან შესაძლოა 4.52-ზეც ავიდეს კალიბრი, თუმცა ასეთი ტყვიებიც არსებობს და იმ შემთხვევაში რომელიც ზემოთ დაიწერა, (დასაკარგი როცა არაფერია) შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ ლულაში ახალი გვირაბის გათხრას
ნუ მასეთი პოლირების მომხრე პირადად მე არ ვარ. იმიტომ რომ დიდი ალბათობით ლულაში გააჩენთ მინიმუმ მილიმეტრის მეათედებიან ტალღებს, რაც საბოლოო ჯამში მოგცემთ ჭაში ვედრის კედელკედელ მიხეთქებით ვარდნის ეფექტს.
აქვე დავწერ რომ პრემიუმ ხარისხის ლულებში ეს ტალღები შეადგენს + - 2 მიკრონს, რაც უდრის მილიმეტრის ორმეათასედს.
მტააკ კაიხანია არ შემოვსულვარ საქმეების გადამკიდე და აშკარად ჩნდება საჭიროება ცავერთო....
ესეიგი მე რაღაც ყურიც მოვკარი რომ ერთი ორმა დრელის მეშვეობით გააკეთა პოლირება, რაც არანაირად რეკომენდირებული არაა, რადგან დრელით მუსაობისას ხდება წრიული მოძრაობები, რაც იწვევს ლულაში არსებული ხრახნების ეგრეთწოდებულ "ზავალ"-ს ანუ ადგილი აქვს ჩავარდნას უხეში თარგმანით.
პოლირება ყოველთვის ხდება ლულის მიმართულებით წინ და უკან მოძრაობით, აუცილებლად შომპოლით და შომპოლზე წამოცმული ქეჩით, შომპოლს აქვს კიდევ ერთი დიდი პრივილეგია, როგორც წესი ღერძი არის თავისუფალ მოძრაობაშ რაც ქეჩის ტარებისას იწვევს იმას რომ ქეჩა ხრახნებზე დასრიუალებს და შესაბამის ბრუნს აკეთებს ხრახნების მიმართულებით. შედეგად არანაირი ჩავარდნა ხრახნის არ ხდება, და პრიალდება როგორც ხრახნი ასევე მისი მინდვრები და შესაბამისი შიდა კუთხე მინდორსა და ხრახნს შორის. სწორედ მაგ კუთხე არ პრიალდება დრელის გამოყენებისას....
მოკლედ აქ არის სტანდარტული პროცესი, და ნუ შეეხდებით რაიმენაირად სხვა გამართლება მოუძებნოთ ტქვენებულ მეთოდებს, ეს არის მრავალათწლეულებით მიღებული გამოცდილება და სტანდარტული პროცესი....
ანუ ჯერ თავიდან ბოლომდე მინიმუმ 50-ჯერ გაატარებ შომპოლს (პერიოდულად შეიძლება საპრიალო პასტის დამატება დაგჭირდეს), მერე ლულის კვეთის 5-10 სანტიმეტრამდე არ მისული 100-ჯერ გაატარებ შომპოლს (ნუ რაღაც მეტკა დაადე შომპოლს რომ ბოლო 5-10 სანტიმეტრამდე არარ შეიყვანო შომპოლი, იასნია შომპოლი უკანა მხრიდან უნდა შეიყვანო), მერე პირობითად 3 ნაწილად დაყავი ლულის სიგრძე და ბოლო 2 მესამედი კიდევ 100-ჯერ გაატარე და სულ ბოლოს ბოლო მესამედზე კიდევ 100-ჯერ...
სხვა ალტერნატივა არ არსებობს, მიუხედავად იმისა რომ რაღაც უფრო ხელმისაწვდომად ან მართებულად შეიძლება მიგაჩნდეთ.
ja_ja
ტყულად ვერჩოდი რედუქტორს.
კოლოფი მთლიანად დავშალე, ყველა მოძრავი ადგილი 2000-ნი შკურკით და ზილიონკით დავამუშავე მსუბუქად, სილიკონის ტაოტი წავუსვი სადაც საჭირო იყო და კოლოფი ამუშავდა ისევ შვეიცარული საათვით
ვისროლე ერთი კლიპი ჯსბ 0.67
მშვენიერუს,
რო ამბობდი გამაბრაზაო, ხო მოგწერე ისევ ის ჩემპიონი თოფი იქნება მეთქი.
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services