დრელი დრელი დრემელი
მოკლედ ბევრს ვჩალიჩობდი ამ ფირმის ნაწარმის დათრევაზე. ამაზონზე Dremel-ის ბურღებს (ბორ-მანქანებს) კაი ხანია ვუტრიალებ, ხან რომელ მოდელს ხან რომელს, მაგრამ ვერაფრით ვერ გადავწყვიტე მისი შეძენა. ძირითადი შემაფერხებელი მომენტი იყო და არის კვების წყარო. ჩვენ ვიყენებთ 220 ვოლტს ამერიკაში კი 120 ვოლტს. შესაბამისად იქაურ დენზე გათვლილი აქ ვერ იმუშავებდა.
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=725 გამოიკვეთა რომ ელექტრო ხელსაწყო საჭიროა, პრაქტიკულად აუცილებელია. რა თქმა უნდა ხელითაც კეთდება ყველაფერი და ბოლოს და ბოლოს სასურველი ფორმის სასხლეტიც გაკეთდა, მაგრამ ელ-მოწყობილობით გაცილებით ჩქარა, მარტივად და უფრო ზუსტად იქნებოდა ყველაფერი გაკეთებული.
მოკლედ ასე თუ ისე გადავწყვიტე ეს აპარატი რამენაირად მეყიდა საუბარია Dremel 300-ზე, მიუხედავად იმისა რომ არსებობს 400 და 4000 ვერსიები პლიუს სხვადასხვა მოდიფიკაციები, პლიუს აკუმულატორზე მომუშავე ვერსიები, 300-იანი ვერსია ყველაზე მეტ დამატებით მოწყობილობაზე ერთდება, რაც საკმაოდ მოსახერხებელია. მოკლედ ამაზონი და ამერიკა გადაიდო, ერთი პერიოდი სერიოზულად განიხილებოდა უკრაინაში ვინმე დამხმარე პიროვნების მეშვეობით შეძენა და გადმოგზავნა, შემდეგ გამახსენდა რომ უფრო მოხერხებული მოსკოვიდან, რადგან ნათლული იქ ცხოვრობს, მაგრამ შეწუხება არ მინდოდა.
ალტერნატივად განვიხილავდი ერთერთ ბრიტანულ საიტსაც რომელზეც მხოლოდ ბორ-მანქანა 32 ფუნტ სტერლინგი ღირდა და აერო გადმოგზავნა საქართველოში 40 ფუნტი, ანუ სულ 72 ფუნტი რაც ლარებში სადღაც 190 ლარს უკაკუნებდა. ამერიკული ვარიანტივით იაფი არ გამოდიოდა, რადგან ამაზონზე შეძენისას გამოდიოდა 56-58$ ბორ-ნამქანა, მისი შიდა ტრანსპორტირება უფასო იყო და გადამზიდავებით ჩამოტანა სადღაც 20-23$ გამოდიოდა (ბორ მანქანა 1 კილომდე იწონის, მაგრამ კოლოფი დიდია, ამიტომ მოცულობითი წონით იანგარიშება წონა, მოცულობით კი მთელი 2,5 კილო გამოდის). ანუ სადღაც 76-80$ გამოდის ამერიკიდან ჩამოტანა, ლარებში ეს გამოდის 130-135 ლარი, მაგრამ კიდევ საჭირო იქნება დენის კონვერტორი, რომელიც სადღაც 50-60 ლარი ჯდება, ანუ სულ ბორ მანქანა ისევ გამოდის 180-190 ლარი.
ამ ფიქრებში ვარ და ჩნდება ინფორმაცია რომ Dremel-ის ინსტრუმენტები ჰიპერმარკეტ ”გუდვილში” იყიდება, გავედი ვნახე და აღმოჩნდა რომ აღარ იყიდება.... ვსინჯე Shtern-ის საწყობში მოძიება, მითხრეს რომ სადრაც 100 ლარამდე რაღაც მაგდაგცვარი ჰქონდათ და თებერვლის ბოლოსთვის შეიძლება ჩამოიტანონ. ეს მე არ მაწყობდა.
ელიავა გამოირიცხა, მართალია 40-65 ლარად იყიდება რამდენიმე ჩინური ბორ-მანქანა, მაგრამ მათ არ აქვთ საშუალება დამატებით მოწყობილობებზე მიერთდნენ, თუმცა შეიძლება მიერთების სტანდარტი ერთია, მაგრამ ჩინური რაღაც მთლად პატივისცემას ვერ იმსახურებდა.
ალტერნატივად განვიხილე ყაზბეგის ქუჩაზე არსებული მინი ელექტრონიკის მაღაზია, მანდაც არის ხოლმე სხვადასხვა ინსტრუმენტები. აღმოვაჩინე 35 ლარად რაღაც პატარა სუსტი ბორ-მანქანა, მფლობელმა მითხრა რომ ადრე რაღაც 100 ლარად ჰქონდათ, მაგრამ სახელი Dremel-ი საერთოდ უცნობი იყო მისთვის, სამაგიეროდ მშვენიერი იდეა მომაწოდა, აგერ მიცკევიჩის და ტაშკენტის გადაკვეთაზე არის Bosh-ის მაღაზიაო, ნუ უფროსწორედ Bosh-ის მაღაზია კი არის მაგრამ სხვა რაღაცეებიც აქვთ და იქ ნახეო.
მახსოვდა რომ ერთერთი ჩვენი ფორუმელიც მიცკევიჩის ქუჩას ახსენებდა, ჩავირბინეთ და..... არის ასრულდა ოცნება
ბოვშია ბოვში!!!!
პირველ დღეს ვერ მივასწარი, დაკეტვის პირას მივედი, თან ფულიც არ მქონდა და სასურველი Dremel 300 დამიფასა 210 ლარი, მაგრამ მეორე დღეს მივედი ადრე და ფულით ხელში, ჯიბეზე რაღაც თანხა მქონდა, ბანკომატიდან 190 ლარიც ავიღე და....
მოდი ჯერ მაღაზია ავღწეროთ, მდებარეობს მიცკევიჩის 24-ში, როდესაც გამსახურდიადან შედიხართ უნდა დაიჭიროთ მარცხენა მხარე, შეიძლება ზოგიერთმა იცით ”ყაზტრანსგაზის” ოფისი, მაგ ქუჩაზე, აი მაგას უნდა გასცდეთ და.... და დაინახავთ მინის დიდი ვიტრინას, შეაღებთ და მარცხენა მხარეს....
ესეიგი მე რაც ვნახე არის, Dremel-ი საკმაოდ ფართო არჩევანი, არის ბურღები, სადუღებელი, სილიკონის წებოს მანქანა, ხერხები და....
მოკლედ დიდი არჩევანია, აგერ რამდენიმე სურათი კომენტარებით
Dremel 300-ის ვარიანტი კერძოდ კი Dremel 300-1/55 ანუ მოყვება 55 ბურღი და ხელის სამოძრაო მოქნილი შლანგი თუ რავიცი რა დავარქვა, ფასი არ მახსოვს მაგრამ 350 ლარზე მეტი იყო
Dremel 300-25-ის ვარიანტი ანუ მხოლოდ ბორ მანქანა და 25 ბურღი (ღირს 210 ლარი, ყველაზე მინიმალური ფასი ესაა), მარვხნივ დევს Dremel 10.8v-60 ანუ აკუმულატორიანი ვარიანტი და 60 ბურღი
სხვადასხვა ბურღების ნაკრები (ფასები მერყეობს 45 ლარიდან 180 ლარამდე) და სხვადასხვა დამატებითი პლაგინები, ხან ხის ფრეზი ხდება დრემელი ხან კანტების გასაკეთებელი.
დრემელის გლუგანი, ანუ სილიკონის გამაცხელებელი და მიმწეპებელი ინსტრუმენტი (ღირს 35 ლარი) და გაზის შესადუღებელი (პაიალნიკი - ღირს 120 ალრი), კაი რაღაცაა, ველურ ტემპერატურამდე ცხელდება. პლიუს სურათზე არის სხვადასხვა ბურღების ნაკრები
პრაქტიკულად იგივე რაც ზემოთ ვახსენე
ეს კი საოცრებათა სტენდი აქ არის პრაქტიკულად Dremel-ის ყველა ბურღი, ოღონდ არა ნაკრებში არამედ სათითაოდ შეფუთული თუ კონკრეტულად რომელიმე გჭირდებათ, ფასები მერყეობს 20 ლარიდან 25 ლარამდე
ეს კი სხვადასხვა ცხვირზე წამოსაცმელი პლაგინები ფასები მერყეობს 35 ლარიდან 150 ლარამდე (თუ არავცდები რა თქმა უნდა), ძირს კი ჩანს ვეებერთელა ხის საჭრელი ხერხი, არ ვიცი ვის დასჭირდება, მაგრამ რავიცი იქნებ და გაინტერესებთ
ესეც დრემელის პლასტმაცის ჩანთა, და სხვადასხვა მოსაჭერები, რაღაც გირაგის ვარიანტია, ოღონდ პლასტმასის
აქ კი ჩანს, დრემელის ჩამოსაკიდი სამაგრი და ხორთუმი, ეს ხორთუმი ამაზონზე ღირს 20-25$ აქ კი 125 ლარი , ჰოო ძვირია.
მოკლედ მე ჩემი ყურადღება შევაჩერე Dremel 300-25-ზე იდეაში მარტო ბურღიც მაწყობდა, მაგრამ არ იყო. მოკლედ როგორც ვთქვი დამიფასეს ეს სიამოვნება 210 ლარი. ძალიან კარგი მეთქი, მაგრამ იქვე შევთავაზე:
- რამე რომ იყოს საახალწლო ვარაინტში ფასდაკლება არ იქნება მეთქი???
- ნუუუუ, მაქსიმუმ დაგიკლებ და 190 ლარში მოგცემო (იდეაში აქ მივქარე თორემ მე რომ კიდევ შემეთავაზებინა 180 და წავიღებ მეთქი დამთანხმდებოდა).
- კაი შემიხვიე მეთქი და ბანკომატიდან გამოტანილი ტკიცინა 3 ცალი 50 ლარიანი და 4 ცალი 10 ლარიანი დავუდე.
ასე ვიყიდე ჩემი დრემელი 190 ლარად, ანუ პრაქტიკულად იმავე ფასში რაც დამიჯდებოდა ბრიტანული საიტის მეშვეობით ყიდვა და გადმოგზავნა, ან ამაზონზე შეძენა და შემდეგ დენის კონვერტორის დათრევა. ჩავთვალე რომ მშვენიერ ფასად გამოვედი.
ჩემი შენაძენი
ახლა ვნახოთ მე რა შემხვდა , ჩემი შენაძენი გარეგნულად გამოიყურება აი ასე
მუყაოს კოლოფში დევს აი ასეთი პლასტიკატის კოლოფი და სარეკლამო ბროშურა
ეს კი დამამტკიცებელი საბუთი რომ მართლაც 190 ლარად შევიძინე
პლასტმასის კოლოფის გახსნისას გვხვდება აი ასეთი სურათი
ჩანთა მომეწონა იმით რომ შიგნით უკვე გამზადებულის დამატებითი ინსტრუმენტების ჩასადები ადგილები, ანუ ხორთუმის ფრეზის და ბურღების. მოკელდ იყიდე დამატებით და ჩადე ჩანთაში თავის განყოფილებაში. ეტყობა ჩანთა ყველა მოდელს ერთი მოყვება, რაც საკმაოდ ჭკვიანურია და სასიხარულო.
ესეც ბურღების ნაკრები, მაინცა და მაინც 25 ცალს ნუ ეძებთ, სარეკლამო ტრიუკია, 25 ცალში იგულისხმება რამდენიმე ბურღი და შემდეგ ზუმფარის რამდენიმე ქაღალდი, ასევე საჭრელი დისკები, ჰო მართლა პოლირებისთვის მოყვება 2 ქეჩა და სპეციალური მალამოც!
ინსტრუქცია სრული სისულელეა, იდეაში ამერიკელებისთვისაა წერია რომ არ შეიძლება ჩართული აპარატის ხელში ტაკება, ხელისკენ მიშვერა, წყალში ჩაგდება და ასე შემდეგ. მხოლოდ ბოლო ფურცელზეა რამდენიმე საჭირო ინფო, კერძოდ ის რომ აქვს ამ აპარატს სიჩქარის 10 დანაყოფი, და თითო დანაყოფი რა ბრუნვების რაოდენობას უზრუნველყოფს, ასევე პატარა ცხრილი თუ რომელი მასალის რა ბურღით და რა სიჩქარით დამუშავებაა მართებული.
ჰო კიდევ უწერია და დავიცავი ეს წესი, რომ თავიდან ბურღი დენში უნდა ჩართო და 4-5 წუთი უნდა ამუშაო, იმისათვის რომ ელექტრო ნახშირები მოცვდეს შესაბამის ზომაზე, ამის შემდეგ მათი მუშაობა უფრო ხანგრძლივი დროით იქნება შესაძლებელი.
იდეაში სულ ესაა, უბრალოდ დღესვე ვსინჯე ჩემი სასხლეტის ზედაპირის დამუშავება დრემელით, სქელმა ზუმფარის კასრისებურმა ზუმფარის ქაღალდმა საოცარი რამ გააკეთა, თუ აქამდე ქლიბით მუშაობის გამო პატარაზე ბორცვაკები კიდევ იგრძნობოდა თითის მოსადებზე უმალ გაასწორა და ოვალური ფორმა მისცა, უბრალოდ წვრილმა დისკურმა ზუმფარის ქაღალდმა არ გაამართლა, სასხლეტის ფორმაზე ვერ დაჯდა (ნუ თვითონ დისკის ფორმა აქვს სასხლეტს კი ოვალური და ვერაფრით ვერ ჩავაჯინე, ზედაპირულად გადავლა კი ერთგვაროვნად ვერ უვლის კაკვის ხედაპირს, თუმცა სწორ ადგილებზე მშვენივრად მუშაობს) და კარგად ვერ დავამუშავე, აი პოლირებამ კი მშვენიერი საქმე გააკეთა, ბრწყინვა დააწყებინა სასხლეტს
აი ასე ბატონო, მე კმაყოფილი ვარ და თუ ვინმეს გაინტერესებთ სანამ დროა მიდით და თუნდაც ის 20-30 ლარიანი ფასდაკლება გააკეთებინეთ (ჯერ ვაჭრობა არა აქვთ და ყველა თანხაზე თანახმა არიან), მერე აიწყვიტავენ და ვეღარ დააკლებინებთ ფასს
ხარისხი როგორია, არადა ამაზონზე ზუსტად ეგეთებია მარა სურათის მიხედვით ჩინური გეგონება არადა ზუსტად ეგეთებია
მაგის გამო ავიღე B&D ფირმის თუმცა გარანტირებულად 110 ვოლტიანი.
ისე კი დანარჩენი ყველაფერი ამაზონზე ყრია, თანაც კაპიკებში
ჯაჯ ჩასამაგრებელ ჩარჩოებს რა ფასი ჰონდა
უი სულ დამავიწყდა გილოცავ !!!
ჰო აქვე დავძენ, მე ძირითადად 220 ვოლტიანის გამო ვიყიდე აქვე ეგ დრემელი, დანარჩენ ნასადკებს და ბურღებს ამაზონიდან ვიყიდი.
იდეაში ყველაზე მეტად მომწონს და მინდა http://www.amazon.com/Dremel-220-01-Rotary-Tool-Station/dp/B00068P48O/ref=pd_bxgy_hi_img_c
თავიდან 40$ ღირდა, ამ ახალ წლებზე 33$ ღირდა ახლა გააძვირეს და ისევ 40 გახდა
http://www.amazon.com/Dremel-225-01-Flex-Shaft-Attachment/dp/B0000302Y8/ref=acc_glance_tool_ai_-2, ჩვენთან 125 ლარი ღირს, ამაზონზე კი 27$
http://www.amazon.com/Dremel-697-06-150-Piece-Super-Accessory-Assortment/dp/B0000C6DZ6/ref=pd_sim_hi_5 რომელიც ამაზონზე 20$ ღირს, ჩვენთან კი 160 ლარი
მოკლედ ამ სამი რაღაცის დაკვეთა ღირს, კაი დანამატია.
bazuka
გილოცავ შენაძენს საკმაოდ კარგი ნივთია მაგრად მომეწონა
აი მეორე პოსტში რომ დადე სურათი, მაგაზე ვიძახდი რავი სახელი არვიცი რაქვია.
ჩამოიტანე, მერე ვნახავ ჩემსაზე თუ წავა ეგ დამაგრძელებელი ნასადკა და ეგ "ჩარჩო" მეც დავითრევ მერე ეგეთს
ja_ja
გილოცავ! მშვიდობაში...
ja_ja
გილოცავ, მშვიდობაში.
დღეს ვერ მოვახერხე წასვლა მანდ... მაგრამ შენი,შესანიშნავი როგორც ყოველთვის, რეპორტის შემდეგ,
გადავწყვიტე, ამაზონზე ყიდვა.
Jah
Jah
კაი რაღაცაა, მარა წონის ფასიც დაამატე, პლიუს კონვერტორი.
300-350$ გახვალ.
bazuka
კაი რამე ჩანს, ის მომეწონა განსაკუთრებით, რომ შეგიძლია რაღაც ნაწილები დაამატო და უსასრულობამდე გაზარდო შესაძლებლობა. ის მაგიდასავით რაღაც მეც მომეწონა, პატარა ფრეზივით გამოდის. მე გამიომადგებოდა...
გილოცავ და სულ კაი კაი რაღაცეების გაკეთებაში გაგეცვითოს ნასადკები
გილოცავ ჯაჯ შესანიშნავი შენაძენია მაგრამ ეგ ლითOნზე როგორ მუშაობს? მე რაც ვნახე სულ ხეზე სამუშაო ნასადკებია
გილოცავ ჯა_ჯ, მშვენიერი შენაძენია, მშვიდობაში.
ბურღაობაში გაცვითე სულ
ისე, მაგ დალოცვილებს, ამხელა ფასიან მოწყობილობას აკეთებენ და რა გახდა, 110-240 ვოლტ შუალედში მუშა კვების წყარო ჩაედგან შიგნით?
გილოცავ მაგარი რამეა
geojorjika
ja_ja
აი ამ სურათიდან რამაც მომხიბლა ყველაზე ძაან ესაა 125w. ძაან მაგარია ძაან. 500 ვატიანი გადამყვანი მაქვს სახში და ....
აუ ნეტა ეს მოდელი დამეთრია რაა, ამისთვის ყრია ნასადკები და დაფები.
ხალხნო ასეთი რამ თუ გინახიათ?
http://www.amazon.com/Proxxon-27100-Micro-Compound-Table/dp/B000S81MHY/ref=sr_1_4?ie=UTF8&m=AMVEDE5WH6QZS&s=generic&qid=1262886638&sr=1-4 94$ + 6$ შიპინგის, ანუ 100$ რა.
ეს რომ დამაგრდეს დრემელის მაგიდაზე, იქნება x და y რერძებზე მოძრაობის საშუალება, ანუ უხეშად იჩითება.... იჩითება ფრეზის ვარიანტი.
რა ტქმა უნდა ქაჯური, მარტივი, ალბათ მიკრონების სიზუსტით ვერ იმუშავებს, მაგრამ..... პირველი ხანებისთვის....
ანუ აი ასეთი რაღაც გამოვა რა, ოღონდ დრემელის ბორ-მანქანით:
http://www.amazon.com/Proxxon-37110-Micro-Mill-MF/dp/B0017PTAHG/ref=sr_1_9?ie=UTF8&s=hi&qid=1262886949&sr=8-9 359.00$ , და წონაც დიდი აქვს (10 კილოსთან) რომ ჩამოიტანოს კაცმა. პლიუს ფასის გამო განბაჟებაში ხვდება
მომწონს მომწონს, აი საქმე ბატონო, მივიდა, ნახა, მოეწონა, იყიდა
გილოცავ ჯაჯ
Davitus
ვინი, ვიდი, ვიცე
ja_ja
ვა აი ეს ბოლო მამეწონა , კომბო არ არის მაგაზე თან რომ ტიკარნი სტანოკიც იყოს? თუ ყიდვაა ბარემ ეგეთი უნდა იყიდო და ერთი 20სმ რომ მაინც დაამუშავო სიგრძეში ისეთი , ანუ მთავარი ღეძის პარალელურად საჭრისი 20 სმ-ი რომ გადაადგილდებოდეს , ლულის კოლოფის გასაკეთებლად ეგ საკმარისი იქნება და კიდევ ბევრი რამისთვისაც , ნუ ეხლა მთლად რეზერვუარს ვერ გამოთლი ერთი რკინის ბლოკისგან მაგრამ ტრუბა თუ გექნება ცალკე პრობკების გაკეთებაც შაიძლება
ja_ja
bazuka
ja_ja
http://www.jettools.com/us/manufacturing/en/products.html?node=303&category=303
http://www.amazon.com/Milling-Drilling-Machine-Enclosed-350045/dp/B000K2CWFY/ref=sr_1_2?ie=UTF8&s=hi&qid=1262891082&sr=1-2
იფფ კაია ფასის მიხედვით
bazuka
მ,ანდ წერის მარტო სტენდიო
geojorjika
ხო ვიცი რო დავდე მალევე მივხვდი, რომ დასაგამი მაგიდა იყო :lol:
გაუმარჯოს ყველას ერთი შეკითხვა მაქვს http://www.amazon.com/gp/product/B000MUSLCC/ref=ox_sc_act_title_5?ie=UTF8&m=ATVPDKIKX0DER ხელსაწყო თუ ვინმეს აქვს და როგორი კმაყოფილია? დრემელის პონტია იგივე მარა იყთუბზე რო ვნახე საიმედოობის პონტშ ამას უფრო აქებდნენ კომენტარებში
და აი ეს ნაბორი ერთად ურიგო არ უნდა იყოს
http://www.amazon.com/gp/product/B003B4QSRQ/ref=ox_sc_act_image_6?ie=UTF8&m=ATVPDKIKX0DER
გაგიმარჯოთ!
დრემელ 4000 რა ღირს? ძირითადად მეტალის დასამუშვებლად მინდა,შედუღბული პატარა წერტილების ლამაზად მოსაშორებლად.
ბრუნის გადამცემი (სადენი) როგორი ხარისხისაა?
nern
იმენნა დრემელს თუ იყიდი, ხარისხი მაგარია, უბრალოდ პრობლემაა აქ ყიდვა. მაღაზიებიდან აქვს "რჩეულს" rcheuli.com
მაგრამ ფასი იაფი არ იქნება.
ალტერნატივა გაქვს ჩამოიტანო ამაზონიდან, მაგრამ დაგჭირდება მაგისთვის 110 -დან 220 ვოლტზე კონვერტორი.
დრემელ 4000 ამაზონზე 80$-დან იწყება მოდიფიკაციების და კომპლექტაციის მიხედვIთ.
nern
დრემელის ხარისხის განხილვა არ არსებობს, სახელი ყველაფერს ამბობს, თუ ეგ ვერ უძლებს რაიმეს, მაშIნ სხვა ეგეთი შტუკები 10 ცალი დაიბრიდება სანამ ერთი დრემელი გაფშიკავს ფეხებს.
აი კონკრეტული მოდელი რა ღირს, ეგ უკვე მწარმოებელს უნდა ჰკითხო, ან მის ლოკალურ წარმოამდგენელს (მაღაზია "რჩეულს"), ანა ამაზონზე უნდა დაჭებნო, მაგრამ იქ 110 ვოლტიანი ვერსიებია!
nern
ის პატრონა კაკრაზ არის,ცანგებს მაინც არ დავუწუნებ
მაგარ რანეს მივაგენი
geojorjika
ეჰ იყო დრო ოცნებების, ვარდისფერის და ცისფერის მარა ....
მოკლედ ჩაბარდა ისრტორიას
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services