ის რაც ბევრს სურდა...
РСР პისტოლეტის ნახაზები. სრულად.
ეგრევე ვიტყვი. კონსტრუქციის ნაწილი აღებულია სხვისი ნამუშევრებიდან, ნაწილი გამომუშავებულია ჩემს მიერ.
პისტოლეტი საკმაოდ რთულია ასაწყობად, მაგრამ ვინც დაიწყებს, ცაუღრმავდება და გაიგებს. ამ პროექტში არის შეცდომები და ზოგი არასწორი სვლა.... მაგრამ ყველაფერ ამასთან, ის იდეალურად არეგულირებს ყვავების რაოდენობას ტან საკმაოდ ზუსტად...
ამ ნახაზების აქ გამოქვეყნებისას, მე მესმის რომ ვიღაცამ შეიძლება არ მიყვეს ზუსტად მასალებს და ზომებს, რომლებიც ნაჩვენებია ნახაზებში. თან მაღალი წნევის რეზერვუარის გადაპრესვის გარეშე, დაიწყოს პისტოლეტის ხმარება და მიიღოს წინა საცობით თავში...
ამ შემთხვევებზე და ფაქტებზე მე არავითარ პასუხს არ ვაგებ, და პრეტენზიებს არ ვითვალისწინებ!!!
ამ ნახაზების მიხედვით შესაძლებელია საკმაოდ საბიუჯეტო, საწყისი დონის, PCP პისტოლეტის აწყობა
დავიწყოთ!
რიგრიგობით ვამაგრებ აქ სურათებს. ყველა ნახაზს აქვს თავისი ნომერი და ყველაფერი რაც საჭიროა. სურათები არ არის შეკუმშული, ასე რომ საკმაოდ კარგი ხარისხის ამობეჭდვაც შეიძლება.
ამ იარაღის დონორი - იჟ 53
ნახაზების შემდეგ, დავწერ მითითებებს და განმარტებებს, თუ რა უნდა შეიცვალოს, ამა თუ იმ ნახაზში...
დიიიიდი მადლობა Jah, მოიცა მეც მაქვ რაღაცეები და დავყრი , ეს არის იჟ-60-ის PCP-თ გადასაკეტებელი ნახაზები , ნახაზები არის AUTO CAD 2009-ის ფორმატში (.dwg) არქივში მოყვება ამ ფორმატის წამკითხველი (უფასო, AUTO CAD-ის დაინტალირება რომ არ დაგჭირდეთ ამ ფაილების სანახავად )
http://www.link.ge/file/225750/IZ-60.rar.html
ნახე ეს წვრილთვალება სასტავი რეებს ჩალიჩობს უბრალოს სტანოკებით
http://hobbiesforum.proboards.com/index.cgi?board=pcptechtopics&action=print&thread=267
ოეე... CO2-თი რას ურახუნებს 19 გრენიან პელეტებს
მდაააააა... ნუ ახლა დავწერდი რაცხას მარააა
სტანოკი კი არის უბრალო,მაგრამ ნახე რა გრძელ მასალებს ამუშავებს.
ეს ლულაც ლატუნისგან ხომ არარის, პირველად ვხედა თუ ასეა.
tengo
კი ლატუნია
tengo
ja_ja
ზარზა , რაც გთხოვე ის გააკეთე?
geojorjika
ja_ja
+10000
ლატუნის საუკეთესო ლულები აქვს რუსულ псрм -ს. და ეგ ფიშტო მაიმარკეტზე იყიდება 100 ლარად ეხლა.
რეზერვუასთვის ტიტანი არ წავა? თუ მაინდამაინც ალუმინი უნდა იყოს დ16ტ? რეზერვუარს კი გავჩარხავდი სამსახურში მარა აი იმ კლაპნებს რა ვუყო არ ვიცი რაა თორე რეზერვუარი და ბუდე არაფერია არ იყიდება ნეტა სადმე გამზადებული კლაპნები და დამრტყმელი?
o.cho
არადა პრობლემა პირიქითაა, კლაპნები საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია და რეზიკი კი რთული
o.cho
geojorjika
ბალვანკა მაქვს გაჭირვებაში გაიჩარხება 2ომმ იანია დიამეტრში
o.cho
20 მმ დიამეტრი ნამეტანი პატარაა , თან როგორ უნდა გაჩარხო 50-70 სმ სიგრძის დეტალი? როგორ წარმოგიდგენია მაგის ვთქვათ 14 მმ ხვერლოთი გახვრეტა მთელს სირგძეზე?
ისე არ გააფუჭო ეგ ბალვანკა გამოდგება კეთილ საქმეში
geojorjika
ხოო შეიძლება გადავუცვალო უფრო სქელშიც მარა მამენტ შეიძლება იმის გახვრეტაც ცოტა რთულია მარა კი შეიძლება არა ჯერ არც ვიჩალიჩებ მსალად დავიტოვებ ამის გაფუჭება ტყუილად და გაუმიზნავად მართლა არ მინდა
o.cho
რეზიკისთვის იყენებენს სქელკედლია, შოვის გარეშე ტრუბას, რომლის ზუსტი მარკაც იცი
კიი მაა ეგ მასალა აქ ვერ ვიშოვნე და სადაც ვნახე უცხოურ საიტებზე ყველგან ოპტომ იყიდება ტონობით
მოკლედ ჯაჯა შენ რო არ გამეცანი ალბათ საქმა კარგად ვერ მექნებოდა რა : )რამდენჯერ გადამარჩინე უკვე..
ესეც ჩემი ნამუშევარი : )
gocha311
ჩემთან არ ჩანს ვიდეო წაშლილია ალბათ, იქნებ ჩაასწოროთ.
რავიიცი თითქოს ყველაფერი კარგად არის,,, ეს მეხანიზმია ზუსტად.
gocha311
ვიდეოსთვის იუტუბზე მითითებული გაქვს პრივატი (Private), ანუ პირადი მოხმარების სხვამ რომ ვერ ნახოს, უნდა ჩაურთო პრივატის მაგივრად Public და მერე გამოჩნდება ვიდეო ყველასათვის.
ჯაჯა ერთი თხოვნა მაქ ,გადავწყვიტე რო ერთხელ კიდე შევებრძოლო ამ ოხერ რედუკტორს და თუ იცი თბილისში თუ არის ეგეთი მაღაზია სადაც ამ დეტალისთვის სალნიკებს მოვარგებDი,,იტოგში პატარა ზომის სალნიკები რო იყიდებოდეს რა??
- გადიხარ ელიავაზე
- მიდიხარ მნქანების რიგში
-ნახულო ტიპებს რომლებიც ყიდია რეზინების კომპლექტებს
- არჩევ სასურველს და მოდიხარ ბედნიერეი
პროსტა არჩევანი დიდი არაა ასე რომ რეზინებს შენ უნდა მოერგო ნუ კიდევ ელიავაზე არის ერთი ბუდკა მანქანის დაშლილი ნაწიების რიგებში ზემოდან მეორე რიგში, შუაში, მანდ ტიპს აქვს რეზინების ბუდკა და ნუ შედარებით ბევრი რეზინა აქვს ზომებში, მანდაც შეიძლება ამორჩევა, პროსტა მაგარი მეძვირეა
P.S. ისე ჩემი გადასახედიდან რკინისგან მაგ კოჭის გამზადება პრაქტიკული არაა, აქვს რამდენიმე უარყოფითი მომენტი:
1) ძნელია სუფთა ზედაპირის მიღება
2) აქვს მიდრეკილება დაჟანგვისკენ
3) მყარი მასალაა და სიტყვაზე ალუმინის კორპუსში თუ იქნება გაცილებით ჩქარა გაცვითავს კორპუსს მიუხედავად იმისა რომ რეზინებზე იანება ძირითადად შეხება. თუ კორპუსსაც რკინისას გააკეთებ პროსტა არაპრაქტიკული იქნება, მძიმეა, უხეშია, იჟანგება... მოკელდ PCP-ში მიეჩვიე დურალის და ბრინჯაოს გამოყენებას, ასწლეულებია გამოცდილია და არანაირი რკინა საჭირო არაა, პლიუს მსუბუქია დურალი, ნაკლებად ჟანგვადია, იოლია სუფთა სარკისებური ზედაპირის მიღება სწორი დამუსავებისას
კი კი ჯაჯა ეს ისე დავდე რო ადვილი მისახვედრი ყოფილიყო,,,,,,გაიხარე დიდი მადლობა,მართლა მაგარი ხარ რა მაგრად მეხმარები,,იარაღის ნაწილები დეტალები თითქმის ყველაფერი გავაკეთე ოღონდ თითქმის ყველაფერი ჯერ ვერა აწყობა უნდა ეხლა და ეს რედუკტორი დამრჩება,, ,,,სოფელში ვიყავი და ლატუნის სამასალე კაი ნაჭერი ვიპოვე რა და გადავწყვიტე ერთხელ კიდე ვცადო ამ ოხერი რედუკტორის აწყობა
აი ესეთი რედუკტორი მინდა ავაწყო,16 დჯოილის დაახლოებით თუ გამომივა მერე 28-ანსაც ავაწყობ ხო არაფერს მირჩევდი ხო გამოდგება ესთი რამე ჩემ გამოგონებას
gocha311
ნუ ლატუნი გაგაწვალებს, ამიტომაცაა მთელი პლანეტა გადასული ბრინჯაოზე. მესმის ელივაზე ყველაფერს ძვირად ყიდიან, მარა ვიცი რაც არის ლატუნი და რა საზიზღარი სათლელიცაა. განსაკუთრებით წვრილი სვერლოთი ხვრელის დადება,იმენნა სვერლოების მტერია ოდნავ მომენტში გაცხელდება, ეგრევა ფართოვდება, მოუჭერს დეტალი სვერლოდ და თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ ტკაპ და გაფუჭდა მთელი დეტალი ჩატეხილი სვერლოიანად.
რაც შეეხება დადებულ სურათს, მანდანე კანკრაზ ბრონზაა მასალად გამოყენებული და აგია ვალტერ დომინატორის რედუქტორი, მაგ ფორმას სანამ დაიწყებ დამიჯერე ჯობია ჯერ თუნდაც ქაღალდზე პასტით პაწუა ნახაზუშკა გააკეთო, თუ გძალუძს კომპზე სრულფასოვანი ნახაზის გაკეთება ეგ უფრო დაგეხმარება.
და ბოლოს მგონი რაცხას ნიტოს ფიქრობ შენ რედუქტორებზე ჯერ 16 ჯოულიანს რომ აკეთებ... როდის აქეთ იყო რომ მხოლოდ რედუქტორი განსაზღვრავდა ჯოულებს , ნუ კაი ვთქვთ რაღაც კონკრეტულ წნევაზე აყენებ და მაგია 16 ჯოულის მომცემი, მერე რაღაც ფიქრობ რომ კიდევ ცალკე სხვა გააკეთო 28 ჯოულიანი?
შენ გგონია რაიმე განსხვავებაა მაგათ შორის? პროსტა ერთი სიტყვაზე მუშოაბს 80-100 ატმოსფეროზე (ნუ სპორტული ეგზემპლარები მაგალითად), და მეორე იმუსავებს სიტყვაზე 120-130 ატმოსფეროზე. რა გიშლის ხელს პირველივე დაარეგულირო მეტ ატმოსფეროზე ერთად-ერთი ვინტი გექნება მოსაშვები ი ვსიო. კოჭის სვლა უნდა იყოს მეტი და აჰა შენი მეტი წნევაც, თან მე შენ გეტყვი და 15-20 აბაროტი იქნება განსხვავება... ჰა-ჰა მესამედი, ან ნახევარი ბრუნი იქნება ვინტის და ქე მიიღებ 80 ატმოსფეროს მაგივრად 120 ატმოსფეროს.
არა ბაზარი არაა 2 რედუქტორიც შეიძლება გააკეთო, მარა რავიცი ასე ზონებად დაყოფა....
აი ამ ზომების მიხედვით მივყვები ჯაჯა ,,ვაახ ეს პრობლემები არ ილევა რა გახარებული ვიყავი ლატუნი მეგონა ყველაზე კარგი იყო ,,,პრინციპში მე მაინც ლატუნისას გავაკეტებ გარეთა კორპუსი უნდა გამოვიდეს წესით ნორმალური და პორშინი თუ არ გამოვიდა მერე ბრონზას ვიყიდი რა,,ამ ჯოულებზე სიმართლე გითხრა ცოტა იუთუბმა ამაბნია ხო იცი მანდ ათასი რამეა ეგ კი არა ადრე ისე გადამრია ამ იუთუბმა თრიალეთის მთებზე ოქროს ვეძებდი
ესეც ჩემი მომავალი სუპერ იარაღის ზატვორიიიი
gocha311
ცოტა გაუგებარი შტუკაა და იქნებ აგვიხსნა
ან ნორმალური სურათი დადო სხვა და სხვა რაკურსებით მაინც
სადღაც აი ესეთი იარაღი გამოდის ,,ზატვორს რო გაწევ უკან თან ბაევოკიც ფეხზე დგება რედუკტორის დამრტყმელი რა,,,რედუკტორი და ბაევოკი დაბლითა მილშია რედუკტორიდან ჰაერი მაგისტრალით ლულაში წავა და გაისვრის.....
ყველაფერი მესმის მარა მოდი ცოტა უფრო მაღტებული სიტყვები გამოვიყენოთ, მაგალითად
gocha311
ხო ჯაჯა მე ცოტა გლეხურად ვხსნი ,როგორც შემიძლია და სხვა რაღაცა რატოა ჯაჯა ცოტა ამაბნიე ჩაქუჩმა ხო უნდა დაარტყას რედუკტორს რო კლაპანი გაიხსნას??,,ვიზუალურად კიდე მერე გალამაზდება
აი ამ სისტემით ვაკეთებ რა
მე ვერ ვხედავ რაღაცას თუ....
ვერაფრით ვერ მივხვდი მაგ სურათს სადაც FX-ის კოლოფია დაშლილი რა საერთო ქვს ზევით დადებულ სურათთან?
ის თეთრი მილები რა მასალაა? ლულა თუ არ მეშლება მილია ჩვეულებრივი არა?
gocha311
თეთრი მილები უბრალოდ ჩვეულებრივი წლის მაღალი წნევის მილებია მარა პრინციპში აქ დიდი როლი არაფერი აქ უბრალოდ გარეთა კორპუსია,,შიგნით არის მოთავსებული ჩაქუჩი და ზატვორი,ჩაქუჩიც და ზატვორიც თავის ბუდეებშია მოთავსებული,ტოკარს გავაჩარხინე ეს ყველაფერი,,ანუ ზატვორის გადატენაზე ჩაქუჩიც Fეხზე დგება რა,,,ლულა ჩვეულებრივი კისტის ლულაა ,უბრალოდ სილამაზისთვის თხელ ალუმინის მილში ჩავპრესე ცოტა უფრო სილამაზისთვის რა ,, სულ ეს არის
გაიხარე იკა კეთილი სიტყვებისთვის და დარიგებისთვის,,ისე დაახლოებით ესეთ კონდახს მოუწყობ როგორც ამ იარაღს აქვს და დალშე ვნახოთ))
ჯაჯას ვენაცვალე რას ამბობ რა უნდა მეწყინოს რჩევა დარიგება რომ მჭირდება ზუსტად იმიტო გეკითხებით,რასაც მარიგებ ყველაფერს ასიანს მეუბნები,შენი რჩევა რომ არ გამეთვალისწინებინა წნევის ამბავზე ,მე ცოტა იოლად უყურებდი მაგ საკითხს ,თურმე რა საშიში ყოფილა,ეხლა შეიძლება კოსმოსშიც დავფრინავდე,,,,მე როგორც ნაკლებად განათლებული ადამიანი ვერ ავხსენი ნორმალურად,უბრაოდ მე ამ ყველაფერს რომელიც პირველ ფოტოზეა რედუკტორს ვეძახი ,აქ არის რედუკტორიც ,დარედუკტორებული ჰაერიც, და კლაპანიც ყველაფერი ერთად,,კლაპანს დაარტყავს ჩაქუჩი კლაპანი გაიხსნება და დარედუკტირებული ჰაერი ავარდება ლულაში,შემდეგ რედუკტორი ახლიდან დაარედუკტირებს ჰაერს და აასე შემდეგ,,გასაგებლარია ჯაჯა გაიხარე კიდევ ამ კარგი და საჭირო იმფორმაციისთვის,ის თემა საკუთარი ძალებით და ხელებით ვაბშე მაგარია ეხლა გულიანად გადავიკითხავ ყველაფერ მადლობა
ისე ლულასთან რაც უფრო ახლოს არის ოპტიკა უფრო უკეთესია ხო ვერტიკალის კორექტირებისთვის ?
მივიწევ ნელ ნელა წინ ლულაც მოვარგე ,,ვიცი რო ცუდ ვიდზეა ეხლა ,გაიშკურკება მერე გაიკრასკება და დალშე ვნახოთ,,
gocha311
გაფიცებ საიდან მოგაქვს ხოლმე ასეთი ახლად გამომცხვარი სიტყვები , შანსი არაა სადმე რომელიმე სახელმძღვანელოში ესეთი რამე, სადმე ეწეროს
იმ ვიდეოს უყურე ჯაჯა ლინკი რომ გამომიგზავნე,იარაღს რომ აწყობს მაღალ დონეზე მარა სიმართლე გითხრა ამ პოსტზე ვფიქრობდი ეხლა რომ მომწერე,თითქოს კედლები ჩამოენგრა სახლს ისეთი შეგრძნება მომეცა,,სანიკიძის წიგნი გექნება შენ წაკითხული ,მანდ ერთი მომენტია ბიზანტიელებმა ერთ ერთი ქართველი მეფე მოკლეს,ხოდა გამოვიდა ქართველი ხალხი შურისძიება უნდოდათ ,, გამოვიდა სიტყვით ვიღაც ქართველი , ულამაზესი და ბრძნული სიტყვებით მიმართა ხალხს რომ თურქებს უნდა შეერთებოდნენ და შური ეძიათ და ისე ლამაზათ და ბრძნულად გადმოსცა ეს აზრი რომ ხალხი ამ აზრს ასე ლამაზად ნათქვამს ოვაციით შეხვდა ,,მარა გამოვიდა ამის შემდეგ კიდევ სხვა ქართველი და აუხსნა ხალხს რომ თუ თურქებს შეუერთდებოდნენ სარწმუნოებას და დროთა განმავლობაში მთლიანად ქვეყანას დაკარგავდნენ და ხალხიც მიხვდა რომ სხვა ხერXით უნდა ეძიათ შური,და ის ბიზანტიელები ვინ ის ქართველი მეფე მოკლეს ყველა სიკვდილით დასაჯეს,,,,,,,,
ეხლა შენ ისე ლამაზად და აზრიანად მომწერე ეგ პოსტი რომ ხელები გამიბუჟდა და ერთი ნახევარი საათი ვფიქრობდი ნაგავში ხომ არ გადამეყარა ეს ყველაფერი რაზეც ამდენი ხანია ვწვალობ,ვიქნებოდი მართალი საკუთარი თავის წინაშე შუაგზიდან რომ ზადნი მივცე??იზვინი ჟარგონებს ვერ ვიშლი,,ჩვეულება რჯულზე უარესიაო ვიცი არ გამოვა ის ულამაზესი იარაღი რომელსაც ხშირად ვახსენებ მარა რაც გამოვა ჩემი ხელებით ნაშრომი იქნება და მე მაინც ვისიამოვნებ ვის მოეწონება და ვის არა ეგ ძაან არ მადარდებს,მე ამას არც ვისტავკაზე გავიტან და არც ბაგაჟნიკში დავმალავ როცა რაღაც ერთობლიოვი გასვლა იქნება,,,,
არ იფიქრო რომ რამე ვერ გაგიგე ვიცი შენ გინდა რომ უკეთესი და უკეთესი გამოვიდეს შენ ხელოსანის თვალით უყურებ და ხედავ უამრავ ნაკლს, და იმიტომ მომწერე ეხლა ესეთი პოსტი ესე ძაან რო დამაფიქრედა გულით რო გითხრა მაგარ მყრალ ხასიათზე დამაყენე,ის მიმწოდებელი და კიდევ სხვა დეტალები თხელ დანიკელებულ ბუდეში ჩაჯდება და სხვანაირი ვიდი მიეცემა
ნუ ერთი მხრივ რომ დაგაფიქრე მაგი კაია, უკვე სწორი გზისკენ იღებ კურსს. ის რომ გადაყარო... არა ეგ არასდროს არ გააკეთო რაც არ უნდა სუპერ ჯღანი იყოს, გავა დრო და მუზეუმივით გექნება საიდან დაიწყე და სადამდე მიხვედი დამიჯერე შენ თვითონ მაგარი გაგისწორდება საკუთარი თავის ევოლუცია, მე ეგრე რეები მაქვს შემონახული ჩემს მტერს
რაც შეეხება ტექსტს
მდააა ვკითხულობ ჯაჯა შენ პოსტებს და ვგიჟდები შენ ან ძაან ნასწავლი და განათლებული ადამიანი ხარ ან კიდე არ ვიცი,,,ყველაფერს როგორ მეუბნები ისე რომ თავ გზას მიბნევ,წინა პოსტი რომ მომწერე ისე გავბრაზდი რომ სიმართლე გითხრა კედელზე მინდოდა შემომენარცხა ეს ამდენი ნაწვალები მარა ვერ გავიმეტე ,ის ვიდეოებიც წავშალე,მართალი რომ მითხარი ალბათ იმიტო გავბრაზდი არანაირი ნახაზი არ მქონია უბრალოდ მივყვები დინებას ,,ეს შეცდომაა ვიცი და უკვე ბევრ პრობლემას მივადექი ,სულ სხვანაირად წარმომედგინა და სულ სხვა რამე გამოდის ისიც ვიფიქრე ისე სიმართლე რო გითხრა მასხარად არავინ ამიგდოს მეთქი ბოლოს,მითუმეტეს მთელი საახლობლო მბალევშიკობს და ოხ ოხ...როგორც პირი უჩანს ამ ნაშრომს ისე რა ჩემთვის თუ ავაწყობ და შევინახავ ,წარსულის ნამუშევარს რო უყურებ ხომ ყოველთვის რაღაც სიამოვნებას გაძლევს წარსულს გახსენებს,ბავშვობას ,ახლგაზრდობას და ასე შემდეგ)))მითუმეტეს თუ იარაღი გიყვარს ...... შეცდომა იქნებოდა შენი მხრიდან და აფერისტობა თუ ისე მოტყუებით მეტყოდი ვაა რა მაგარი რაღაცას აკეთებო და მეც ხო მეცოდინებოდა რაც არის ის ჩემი ნაჩხირკიდილავებელი და საერთოდ შთაბეჭდილება დამეკარგებოდა შენზე ,ვიტყოდი რა არიფი კაცია მეთქი პატივისცემას იმსახურებ შენ ჩემგან და ყველა იმ ჩემნაირი ჩხირკედელა ადამიანისაგან ვისაც შენ დაეხმარე შეგნებული ადამიანი გაგიგებს და შეუგნებლისაგან ნურც შენ გეწყინება ნურაფერი,,ეს რაკი ავიწყე დავასრულებ მაინც და მერე ვიფიქრებ დავხაზავ და გავაკეთებ ისე რო აღარ დავიმსახურო შენგან საყვედური.დავხაზავ და გაგაცნობ ვიცი რომ დამეხმარები , შეცდომებსაც შემისწორებ,,,,,ჯორჯიკას სახელოსნო ვნახე ფოტოებში მე მგონი მაგ სახელოსნოში არ იქნება რამე დეტალის გაკეთება პრობლემა??
gocha311
არც ნახაზების გამზადებაში დაგზარდება არავინ, არც ჟორჯიკა დაგზარდება, არც სხვა ფორუმელი, თუ ყველაფერი მიმდევრობით და ეტაპობრივად იქნება გაკეთებული, გარწმუნებ ყველა შეგიძლია ამ ფორუმზე შენს გვერდით იგულო, ოღონდ რავარც ვთქვით ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი, გაზომილ მოფიქრებული უნდა იყოს. მაგ მოფიქრებაში კიდევ ნუ უკვე ნამეტანი მომაბეზრებელი გამომდის, მარა რა ვქნა ისევ და ისევ ეს შობელძაღლი ნახაზია
მოკლედ თუ კომპზე დახაზვა არ გამოგდის არაა ეგ პრობლემა, შენ სიტყვაზე დახაზე ქარალდზე უხეშად მიაწერე ზომები (ნუ ზომები თუ არ იცი საერთო ფორმა დადე და ჩვენ ერთად ვიტყვით რა და როგორ უნდა იყოს), მერე მე შემოვალ თუ სხვა... დაგეხმარებით კომპში გადავიტანოთ ეგ ყველაფერი და ვნახოთ რეალში რაფრაა საქმე, იქ მე ვიტყვი ჩემსას, იქ სხვა ჩააგდებს თავის სიტყვას და ნელნელა დაიძრება მატარებელი.
როდესაც რაღაც ნახაზი უკვე გვექნება აი მერე უკვე შეგიძლია დაიწყო გაკეთებაზე ჩალიჩი, და გარწმუნებ ძალიან ძალიან საინტერესოც და ძალიან კარგი, მუშა და რავი ყველაფერი ძალიან ძალიან იქნება
პროსტა როგორც ადრე მოგწერე - გულს ნუ გაიტეხ ბაჩუკი.
P.S. ისე მართლა მალადეც რომ დასძლიე ქართული სიამაყე და არ გადავეშვით უაზრო კინკლაობაში, მიიღე შენიშვნა და სწორი გზისკენ აიღე ორიენტაცია. მიხარია რომ ჩვენი აზრის მქონე კაცი იჩითები, ნელ-ნელა ყველაფერს დაამუღემებ მთავარია არ მოეშვა ძირითად იდეას.
მოკლედ რავარც ვთქვი, ჯერ მოიფიქრე უხეში იდეა, დადე მონახაზი, იგვე მე რა ლინკიც და ვიდეოც მოგეცი ეგენიც შეგიძლია საწყისად გამოიყენო (ან სხვა იდეები შეიძლება ინტერნეტში ნახო), თუ ზომები არ იცი, უხეშად აგიხსნით რა მასალა როგორი უნდა იყოს, რა წომები რა ფორმები (შენ ასევთქვათ ძირითადი ფორმა მაინც დადე და ნახაზებს ჩვენ აგიწყობთ ყველა ერთად, ზომებსაც მიგიწერ ვიზუალშიც გამოჩნდება ყველაფერი და რავი....), ჩამოვყრით ფორმულებსაც და ყველაფერსაც... მოკლედ ჩვენ მზად ვართ ამ ფორუმზე ყოველთვის, ახლა ველით შენ რით დაიწყენ მეორე მოდელზე ჩალიჩს
gocha311
მოლკედ ჯაჯამ ბევრი რამე გირჩია, თუ რამეში შემიძლია დაგეხმარო დაგეხმარები
რჩევა რაც შემიძლია მოგცე არის შემდეგი:
1)ნუ დაიწყებ დათვლას რამდენს დახარჯავ (მერე გული რომ არ დაგწყდეს )
2)ნუ მიასკდები პირდაპირ იარაღის ნოლიდან გაკეთებას აიღე უკვე აპრობირებული მექანიზმი და გადააკოპირე ზუსტად ან მცირედი ცვლილებებით
3)აუცილებლად იყიდე პატარა სახრატო დაზგა ან გაიჩინე მეგობარი რომელიც ახლოს იქნება შენთან ტერიტორიულად და ექნება დაზგები
4) დახაზე სანამ გააკეთებ, თორემ ისეთ შეცდომას დაუშვებ რომ შეიძლება ბოლოში მიყვანილი დეტალი გადასაგდები გაგიხდეს
მე გირჩევდი რომ გეყიდა მაგალითად Benjamin Discovery-ის რეზერვუარი და წინა დამტენი პორტი (მაინც რეზბებია დ ამაღალი წნევაა) ასევე სასხლეტი მექანიზმიც (იაფი ღირს და მაგის გაკეთებაზე ჩალიჩი სისულელეა) და დაგეწო მისი აწყობა - გააკეთებდი დამრტყმელს, კლაპანს, კოლოფს, ლულად დაუყენე რაც გინდა ის, გაუკეთებდი მოდერს, მანომეტრის გადამყვანს, მიმწოდებელს, ბოლტს და ათას წვეილმანს, თითქოს არაფერია მაგრამ რომ დადგე და აკეთო ნელ ნელა ყველაფერი ერთი 3-4 თვის საქმეა ისე როგორც არაფერი თან მითუმეტეს თუ ნორმალური ნახაზებით დაიწყებ
გაიხარეთ კეთილო ხალხო ,ეხლა მე არ გავჩერდები და ამ ჩემ ნაჩხირკიდილავებს დავასრულებ ბოლომდე ,რომ არც თქვენზე დამრჩეს ცუდი შთაბეჭდილება და არც ჩემ თავზე რომ შუა გზაში გამაჩერეს მეთქი მერე კი მივხედავ ცოტა სხვანაირად ისე როგორც თქვენ მირჩევთ ამ საქმეს...
ჯაჯა აი ესეთ რედუკტორს ვაკეთებ,კომპზე ხაზვა არ ვიცი და მამა პაპურად მივყვები ცხოვრებას.,,იმედია კიდე არაფერს მეტყვი ისეთს შენებურად რომ იცი რედუკტორის მიღმა სივრცე რამდენი უნდა იყოს მოცულობით რამდენი კუბი სანტიმეტრი ???
მოკლედ ახლა გადავიტანე შენი იდეა კომპში.
პლიუს მოდი გავარკვიოთ რაცხაები....
1) რატომ მაინცა და მაინც 22 მილიმეტრი გარედან?
2) მასალა რისგან უნდა იყოს ეს ბედნიერება გაკეთებული?
3) ნუ შენს ნახაზში რაცხა იდეები არ მომწონს, ცოტახანში ჩემი გადასახედიდან გაუმჯობესებულ ნახაზს შემოგთავაზებ თუ იდეა მოგეწონება მერე ზომებსაც მივაწერ და სრულ ნახაზს ჩაგაბარებ
4) რედუქტორის უკან ცოტა არ იყოს ძნელია ტქმა რა მოცულობა უნდა იყოს. ეგ დამოკიდებული ტყვიაზე, წნევაზე და ასე შედმეგ. ძირითადად არის 8-10 კუბიკი.
გამომდინარე იქედან რომ 10 კუბიკია უხეშად საჭირო, გამოვიყენე ცილინდრის მოცულობის ფორმულა და შენ ამ მომენტისთვის რაც გაქვს მოფიქრებული იმ მოცულობაში უხესად ეტევა 3.3 კუბიკი... ნუ ახლა თუ სპორტულ პისტოლეტს აკეთებ ოლიმპიური 10 მეტრიანი დისტანციისთვის, და 90-დან 110 მეტრ წამამდე სიჩქარით, მაშინ სავსებით საკმარისია, მაგრამ თუ ცოტა მეტზე აპირებ და თან მიახლოებით 10 კუბიკამდე მაშIნ მინიმუმ რედუქტორის უკან შენი ზომების მიხედვით ... კაროჩე სიგრძე უნდა დაამატო მთელი 10 სანტიმეტრი.
მოკლედ უხეშად ჯერ აი ესაა შენი ვარიანტი და რა გამოვა 10 კუბური სანტიემტრი მოცულობის გაკეთების შემთხვევაში
მოკლედ შენს იდეაში ჯერ არ ჩანს შემდეგი მომენტები:
1) კლაპანი
2) კლაპნის ხუფის ობტურაცია
3) რედუქტორის ხუფის ობტურაცია
4) კლაპნის ბუდე
5) გადამშვები
ნუ ეს კაკ მინიმუმ, ახლა ჩავუჯდები და ვნახოთ რა გამომივა, ოღონდ შენის ნებართვით მე ავიღებ ასე 30-32 მილიმეტრიანი დეტალს, უფრო მეტი სივრცე მექნება სამუშაოდ, და ამის ხარჯზე იმედი მაქვს რომ სიგრძეში მოვიგებ, განსაკუთრებით რედუქტორს მიღმა მოცულობის შემთხვევაში
მოკლედ რაცხა ვიჩხერკედელავე....
გამომდინარე იქედან რომ უმეტესობა პნევმატიკის იარაღის რეზერვუარი არის 32-დან 40 მილიმეტრამდე.... მოკლედ ავირჩიე სამუშაოდ 32 მილიემტრი, შენს მეირ ნახაზში მოყვანილი 22 მილიემტრი აქვს მხოლოდ Benjamin Discovery-ს და მაინცა და მაინც მაგ შეკვეცილ ვარიანტზე ორიენტირება საკმაოდ გაუმართლებელია, მითუმეტეს რომ პატარა მოცულობა ნამეტანი მინიატურული შტუკების გაკეთებას გულისხმობს, ეგ კი იწვევს სიგრძეში გაზრდას.
ამასობაში სავარაუდოდ გამოიყენებ იმ შენს Co2-ის ბალონს, რომელსაც თუ არავცდები გარედან აქვს 50 მილიმეტრი, შესაბამისად რაღაცზე ვიწვალოთ?
მოკელდ აგერაა 2 ნაწილისგან შედგენილი რედუქტორ კლაპნის შტუკა, თუმცა ჩემი გადასახედიდან ამ ნახაზში ჯერ არ ჩანს კლაპნის მიმწოლი ზამბარა, მაგი მოსაფიქრებელია როგორ გაკეთდება , ნუ იდეაში მაქვს 2-3 იდეა, პროსტა რომელი ჯობიას პონტია რა
გარდა ამისა გამომრჩა ატმოსფეროსთან დამაკავშირებელი ხვრელის მიხატვა, ანუ იქ სადაც დისკებია აუცილებლად უნდა იყოს კავშირი ატმოსფეროსთან, წინააღმდეგ შემთხვევაში რედუქტორი არ იმუშავებს
ესეიგი რედუქტორში კოჭის უკან გასაჩერებლად მე გამოვიყენებდი შიდა რკალის რგოლს თუ რავიცი რა ჭირი და დოზანა ჰქვია, მოკელდ აგერაა ნახაზზე და იმედია იდეას მიხვდები რასაც ვამბობ, მაგ რგოლის ჩასასმელად კოჭის უკან მიხატული მაქვს პატარა ამოჭრები, იდეაში 1 მილიემტრი მაგ ადგილს ყოფნის,
ამით ადგილსაც ვიგებ, კოჭსაც ვაჩერებ რომ არ გადმოვარდეს და რავი, საკმაოდ მოხერხებულია რა მგონი, მე ყოველთვსი ეგრე ვაკეთებ ხოლმე, და ვაბშე პლანეტაზე ეგრე აკეთებს ყველა
იმის გამო რომ ავიღე 32 მილიემტრიანი ცილინდრო, შევძელი და კედლისთვსი დავტოვე 4-4 მილიმეტრი, რაც სავსებით საკმარისია, დურალუმინის გამოყენების შემხთვევაში, დაჟე შემცირება შეიძლება 3 მილიმეტრამდე პროსტა დურალის სწორი არკა გინდა, მარა აქ სად იშოვი არ ვიცი თუმცა მაინც არ გირჩევ 3 მილიმეტრამდე რაყვანას იმის გამო რომ რეზბა გამოიყენება და რეზბისთვსი კედელში რაღაც ხორცი საჭიროა
მოკლედ შიგნით მრჩება 24 მილიმეტრი ადგილი, ეგ კი იმდენად კაია რომ რავიცი მოკელდ სასურველი 10 კუბიკისთვის საკმარისია 22-23 მილიმეტრის სიგრძე, საერთო ჯამში უხეშად პირველად ნახაზში შენს მიერ გათვლილი დეტალთან შედარებით კოლოსალური ეკონომია მივიღე
ნუ რავი გადახედე აბა რას იტყვი....
გენიოსი ხარ ძმაო ,,მოკლედ დღეს ის რაც ნახაზზე მაქ სახლში მე თვითონ გამოვჩარხე ,მხოლოდ დამრტყმელი კლაპანი მაქვს დარჩენილი ,მარა თუ მაგდენი მოცულობა უნდოდა წნევას მართლა ვერ წარმოვიდგენდი,,კი შეიძლება პრინციპში გადამყვანით დავამატებ კიდე სიგძეს მარა რაღაც უხეირო იქნება და მე მგონი არც იმუშავებს ,თან კედელი ძაან შემიმცირდა ერთი ორ ადგილას,ცოტა საშიშად მომეჩვენა,,, ეხლა შენი ვარიანტი რომ ვნახე აზროვნება სუმთლად შემეცვალა ჯერ ერთი ადგილი სადაც რედუქტორი დაყენდება 32 მილიმეტრია ,ანუ იმ მილის დიამეტრი ეგრეა და კაკრაზ ყველაფერი ხუთიანზე ჩაეტევა,,მოკლედ ეგეთ რედუქტორს გავაკეთებ,,მე ვფიქრობ ლატუნისაგან გავაკეთო ,კედელს ცოტა მეტს დაუტოვებ ჩემი ნება არ არისმოკლედ მაგრად მომეწონა შენი მოწოდებული აზრი ერთი თხოვნა მექნებოდა ჯაჯა ზომები რომ მომცე და იმის მიხედვით ავაწყობ თორე მე კიდე რაღაც ახალს მოვიგონებ და არ იმუშავებს ,,კლაპანზე ხუფის ობტურაციაზე ვიფიქრე ინტერნეტზეც ვეძებე მარა ვერაფერი ვნახე და იქნებ დამეხმარო გამარკვიო თუ როგორ მოუწყო,,,,იმ რკალს ხარატი ამოიღებს ჩვეულებრივ ჩარხზე თუ სპეციალუ რამე ჩარხი ფრეზი ჭირდება??
პორშინი უკვე გაკეთებული მაქვს ჯაჯა ამ პორშინზე ყველაზე ბევრი ვიწვლალე და ამის მიხედვით ავაწყობ რა,
gocha311
პორშIნზე რომ იწვალე გსაგებია, მაგრამ ზომები რაც მითითებული გაქვს 12 მმ სქელი ნაწილი და 7 მმ ვიწრო ნაწილი.... დისკები ეტევა მაგ ზომებში? მე რაც შემხვედრია დისკები უმეტესობა არის 12.5 მილიმეტრი გარედან და შიგნიდან 6.2 მილიმეტრი ხვრელი. ასე რომ გამომდინარე მაქედან ვაკეთებ ხოლმე 12.7-13 მილიმეტრიან კოჭის სქელ ნაწილს და 6 მილიმეტრიან ვიწრო ნაწილს რომ დისკებში თავისუფლად მოძრაობდეს კოჭი. ტაკ ჩტო ასე ნა აბუმ ზომები ცოტა არ იყოს მაშინებს ასე რომ შენს გახარებას, კარგად გაზომე რა.
თუ შტანგელი არ გაქვს ერთი დისკი გაიტანე ელიავაზე, აიღე სვერლო 7 მილიმეტრიანი და შეეცარე ხვრელში გატარებას, თუ თავისუფლად გაეტია და სვერლო დაჟე ყანყალებს შიგნით ეგ კაია, მარა თუ ვერ გაეტია ან ძლივს ჩადის, მაშIნ ნაკლები ზომის სვერლო დაატოლე და ასე შედმეგ...
იგივე ქენი გარე დიამეტრთან დაკავშირებით, ან ბოლო ბოლო ელიავაზე ყოველ მეორეს აქვს შტანგელი და იმით გაზომე., ასევე გაზომე თითო დისკის სისქე და მთლიანად პაკეტშI რამდენი დისკი გექნება და მათი სისქე რამდენია თორემ ამ საცოდავი კოჭის სიგრძეს ისე ბედნიერად უთითებ 50 მილიმეტრს რომ რავიცი, რეალშI კიდევ მაგდენი ვააბშე არაა საჭირო
მოკელდ ეგ ზომები მითხარი და მოგაწვდი ჩემს მიერ დახაზული იდეის ზუსტ ზომებს. ნუ პახოდუ მოვიფიქრებ კლაპნის უკან ზამბარა რაფერ დავაყენოთ რომ მიჭერილი იყოს ხოლმე კლაპანი
)))))))))))))))) მაგრად გამაცინე ,,,,,,,,,,,,,,,,
ჯაჯა ქრისტე აღსდგა გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მარავალს დაესწარი შენთან ერთად ოლოცავ ყველა ქრისტიანს,წუხელ რომ დავწერე პოსტი ცოტა აზარტში ვიყავი და არც კი გამახსენდა რომ უკვე 12 საათს იყო გადაცილებული,,
სულსწრაფი ადამიანი ვარ გეფიცები ეხლა მეოთხე რედუკტორის აწყობა უნდა დავიწყო სამჯერ კრახი განვიცადედა ეხლა ყველაფერი ასჯერ უნდა გავზომო და ერთხელ გავჭრა,,ჩემი ძალიან თავდაჯერებულობა მღუპავს ყოველთვის მარა რა უყო ეგეთი ვარ რათანაც რაჭველი,,,,,
ამ რედუქტორის აწყობა ჩემით შეუძლებელი ყოფილა ბოლო ბოლო მივხვდი ამას ეს ძალიან ურთულესი რამე ყოფილა მარა ამას მე ავაწყობ ჯაჯა შენი დახმარებით მხოლოდ,,,,ამას ნაღდად მივხვდი,,,ეხლა რაც შეეხება ზომებს ეს კოჭა ხარატმა გაჩარხა ზომები: მთლიანი სიგრძე 50მილიმეტრი ,,ვიწრო ნაწილზე 7 მილიმეტრი მქონდა მითითებული ,,სქელ ნაწილზე კი ცამეტი,მარა მერე მე სქელი ნაწილი ცოტა გავშკურკე და 12-ზე დავიყვანე რადგან სალნიკის ბუდე იყო ძალიან ღრმად ამოღებული და სალნიკი შიგ იმალებოდა,,,,
ისე ეგრე იოლად ნუ მიყურებ სვერლოების ნაბორები მაქ შტანდელიც მაქ და კიდე ათასნაირი იარაღებიცესე რო ეს ზომებია ზუსტად ეხლა კიდე გადავამოწმე,,,ამ კოჭის ვიწრო ნაწილის ბოლოში კაპრონის პლასმასი ჩავპრესე 3 მილიმეტრის სისქის ისე რო ასი წელი იმუშავებს,,მე ვფიქრობდი აი ესეთ რამეს როგორც ამ ნახაზზე მაქ მარა თუ შევცვლით სისტემას პრობლემა არ უნდა იყოს არანაირი რადგან კოჭის ფორმა უცვლელია .მთლიანი სიგრძე 50 მილიმეტრი შეგვიშლის რამეში ხელს???
პირველი თხოვნა, მოდი ერთ აბზაცად ნუ დაწერ ხოლმე მთელს ტექსტს ძალიან ძნელია მერე ერთიანი ტექსტის კითხვა, რეალში არ გაქვს 2 ხაზი წაკითხული და ქვეცნობიერად გგქონია რომ კილომეტრები წაიკითხე, შედეგად დალშე მაგრა გეზარება წაკითხვა
ამიტომაც ჯობია პატარა სექციებად დაყო ტექსტი, არც მკითხველი დაიღლება და ვიზუალურადაც უკეთესად ჩანს ტექსტი. პლიუს ქვეცნობიერი ბარიერია, აქედან აქამდე გადავლახე, კაია გავიგე, ახლა მეორე პორცია და ასე შედმეგ...
ისე მალადეც შენ რაჭველი და ასეთი ჩქარი სა გარბიხარ დაგვიცადე კაცო
კაი ახლა რაც შეეხება რეალურად დეტალებს:
1) ნუ 13 და 7 კაი იყოს ეგრე, მაგრამ მირჩევნია დისკების ზომა მითხარი შიდა ხვრელის დიამეტრი და გარე დიამეტრი, თუ შტანგელი გაქვს მთლად კარგი და გადასარევი. გარდა მაგისა დაალაგე დიკები წყობით როგორც გეგმავ მათ განლაგებას რედოქტორის შიგნით და გაზომე სიმაღლეში რამდენი გამოვა, მეეჭვება სიმაღლეში მთელი პაკეტი 13-18 მილიმეტრზე მეტი გამოვიდეს და ეგეც იმ შემთხვევაში თუ იყენებ 12-დან 15 დისკამდე, ჩემი გამოცდილებით 12 დისკი სავსებით საკმარისია, ზოგიერთ სისტემაში მეტია გამოყენებული ზოგან ნაკლები, მაგრამ 12 ოპტიმალურია
2) რაც შეეხება 50 მილიმეტრს, ნუ მე პირადად ხელს არაფერში მიშლის, მარა შესაბამისად წარმოიდგინე დისკების პაკეტი არის 15 მილიმეტრი, უკანა მხარე ვთქვათ 6 მილიმეტრი, წინ რავარც დაწერე 3 მილიმეტრი პლასტმასი, იქ ხვრელისთვის ადგილი ვთქვათ კიდევ 3 მილიმეტრი, რეზინა ვთქვათ ეგეც 3 მილიმეტრი, ჯანდაბას დავამრგვალოთ 10 მილიმეტრამდე შედეგად გამოგვდის 15+6+10=31 მილიმეტრი, ნუ ჰა კიდევ 4-5 მილიმეტრი მივამატოთ, ვიღებთ მაქსიმუმ 36 მილიმეტრს....
რაღასთვის გინდა დამატებითი 14 მილიმეტრი? ტყუილა არის წვრილი ნაწილი გარჭობილი ხვრელში, აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იქნება რეზინა ღრმულში 2-3 მილიმეტრით შესული თუ 20 მილიმეტრით, მაინც იგივე საქმეს გააკეთებს შედეგად ტყუილა კარგავ ზომას. ბოლოს კი იღებ ზედმეტად გაბარიტულ დეტალს.
3) რაც შეხეება 13 იყო 12-ზე დაიყვანე რეზინების გამო.... მოკლედ ჩვენთან რეზინებია ხოლმე საერთოდ დიდი პრობლემა, გვიწევს მაგაზე მორგება, ამიტომაც მოდი ეგეც მითხარი რა ზომის რეზინები გაქვს და ვინც დაგიმზადებს დეტალებს იმას რეზინაც უნდა მიუტანო, რომ სიღრმე აკონტროლოს, თორემ მერე პოსტ ფაქტუმ დეტალების პადგონკა არ გაამართლებს. მერე რომ აღმოჩნდეს რომ დისკიც 12 მილიმეტრია და კოჭიც... დისკი თავისუფლად ვერ იმოძრავებს ხვრელი კიდევ 13 მილიმეტრიანია, შედეგად კოჭს "პერეკოსი" ექნება და ყოველთვის გააპარებს ჰაერს...
მოკლედ რედუქტორი არ არის ის დეტალი რომელიც გაპატიებს თუნდაც 1 მილიმეტრიან აცდომებს, მანდ თამაში მიდის კაკ მინიმუმ მეათედებზე ანუ 0.1 მილიმეტრის სიზუსტეზე. იქ 13 იყო და 12-ზე პრაიზვოლნად დაიყვანე ეგ რედუქტორისთვის არის კატასტროფა. არ ვიცნობ შენს ტოკარს მაგრამ ან უნდა სთხოვო რომ მეტად სუფთად იმუშაოს, ან წინასწარ ზომები უნდა მისცე, ან რავი რაღაცნაირად უნდა მოილაპარაკოთ.
დალშე რეზინა არ შეიძლება რომ ძალიან იყო ამოყოფილი ზედაპირიდან, ვთქვათ რეზინის კედლის სისქეა 1.5 მილიმეტრი, მაშინ ღრმული რეზინისთვის უნდა იყოს 1.2 ან 1.3 მილმიეტრი, ზემოთ ამოშვერილი უნდა დატოვო 0.2-0.3 მილიმეტრი, ეგ სავსებით საკმარისია, უმჯობესია 0.2 მილიმეტრისკენ მიისწრაფოდე, მაგ დროს ცვეთა ნაკლებია, გადახრები არ არსებობს, და წნევის ზეწოლის გამო რეზინა იმდენად ღრმად არის ჩამჯდარი რომ ბუდიდან არ ამოხტება.
მაღალი წნევის დროს რეზინა გამთბარი პლასტენილივით იქცევა და სითხის თვისებებს იძენს, გაძვრება ნებისმიერ ზედმეტ ხვრელში, დამიჯერე არაერთი მწარე გამოცდილება მაქვს მიღებული
4) რაც შეეხება ჩემს დახმარებას, მე ნახაზებშიდ ა იდეებში უფასოდ დაგეხმარები, მაგრამ თუ საქმე დეტალის დამზადებაზე მიდგა მანდ უკვე დიდ ბოდიშს მოვიხდი წინასწარ, მაგრამ მასეთ საქმეს მე უფასოდ ვერ გავაკეთებ, კონკრეტულად რედუქტორებს ვაკეთებ, მაგრამ ჩემი რედუქტორები 100$ ჯდება პლიუს 1-2 კვირა დრო (ვიცი რომ ძვირია ფასი, მაგრამ დამიჯერე ეგრეა, ჩემი გაკეთებული რედუქტორი თუ ყოველდღე არ იქნება დაშლილ აწყობილი გადაწყობილი, იქ ნესტში არ იმუშავებს და მტვერთან არ ექნება საქმე წლობით მუშაობს, 3 წლიან პრაქტიკაში მხოლოდ 2 კაცის რედუქტორი მაქვს პრობლემური და იქაც ჩემი მინუსი ნომინალურია, რაფერ მოხერხდა იმ თოფებში ნესტის შესვლა ისე რომ მთელი მექანიზმი გაჭედილიყო და რეზინები დახლეჩილიყო ვერაფრით ვერ გავარკვიეთ). ეს პირობები თუ მისაღებია, კიბატონო, მოვილაპარაკოთ საბოლოო ფორმებზე და გავაკეთებ, მაგრამ გაითვალისწინე იქ რაღაც ვერ გათვალე და პატარა რამეა გადასაკეთებელი ... ნუ ეგ პლიუს თანხა იქნება. ასე რომ ჩემს ხელში 4 რედუქტორის გაკეთება დამღუპველი იქნება ფინანსური მხრიდან, ამიტომაც კარგად აწონ დაწონე ყველაფერი.
ja_ja
ჯაჯა სანამ ამ ოხერი რედუქტორის აწყობას დავიწყებდი მთელი ინტერნეტი გადავჩხრიკე გადავთხარე რა მოკლედ მარა 100 ევროზე ნაკლებად 28 ჯოულის სიმძლავრის რედუქტორი ვერ ვნახე ესეც ერთადერთ საითზე ,პლიუს დაზაკაზება 20- 30 დოლარიდან,, ფრე შიპინგით ვერცერთი ვერ ვნახე და პლიუს ამას დაუზაკაზებ ვთქვათ ჩამოვიდა და ერთ თვეში გაფუჭდა ხომ შეიძლება ეგრეც მოხდეს და 120 ევროც ჩაილურის წყალშიც გამისვრიაა,შენ კი 100 დოლარს აფასებ დაროგორც მივხვდი გარანტიასაც იძლევი,,,, ეს საუკეთესო ვარიანტია მე მგონი მარტო ჩვენ თბილისში არა მთელ საქართველოში,რადგან ამ ფასში მთელი მსოფლოი რო შემოიარო ამ სიმძლავრის რედუქტორს ვერ ნახავ .
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მე ეხლა ჯაჯა კოჭა და კოჭის ბუდე გაკეთებული მაქ კოჭა ერთიანი სვერლოთი გავხვრიტე და მზად არის ზომები როგორც მიწერია წინა ფოტოზე ეგრეა,,ნახაზიც გავაკეთე გთხოვ აბა გადახედე და თუ რამე შეცდომა მაქ შემისწორე,,,, ჯერჯერობით ისევ მე ვეცდები ავაწყო
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
gocha311
ეეე ჩვენ ასე წინ ვერ წავიწევთ
1) რამდენჯერ გთხოვე გაზომე დისკები და ზომები მომეცი რომ ნორმლაური ნახაზი გავაკეთო ზომებით, დისკის გარე დიამეტრი, დისკის შუა ხვრელის დიამეტრი, მთლიანი პაკეტის ზომა (რამდენი დისკიც არის და წყობის გათვალისწინებით).
მომაწოდე ეს ინფორმაცია თორემ ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნით მე-3 დღეა
2) მწვანე ფერით რაც გაქვს აღნიNშული მაგას შიგნიდან რამდენი აქვს დიამეტრი შენს ნახაზში? ნ გარედან ვხედავ 32 მილიმეტრია, შიდა ზომა არ ჩანს, ვიხელმძღვანელებ რედუქტორის ზომით სადაც მიწერილი გაქვს 20 მმ, ანუ მაგ დიამეტრივე გიხატია მწვანე ნაწილში რაც არის, მანდ კი რეზბა გაქვს მიხატული, შედეგად M20 რეზბა რომ მოიჭრას ვთქვათ 1.5 ბიჯით (ანუ შაგ 1.5), მაშინ გამოდის 20 მილიმეტრს მინუს 1.5 მილიმეტრი და მივიღეთ შიდა დიამეტრი 18.5 მილიემტრი.
შემდეგ გავაგრძლოთ მათემატიკა გარე დიამეტრი 32მმ შიდა 18.5, გამოვაკლოთ ერთმანეტს მივიღეთ 13.5 მილიმეტრი, ანუ კედლის სისქე რომ გავიგოთ უნდა გავყოთ 2-ზე და გამოვიდა 6.75 მმ, თითქმის 7 მილიმეტრი. წინა პოსტებში დაწერე რომ ნიტო ბრინჯაო, ნიტო ლატუნის გამოყენებას აპირებდი, მაგ შემXთვევაში კი:
- ა) ძალიან მძიმე იქნება სქელი კედლის გამო, გაითვალისწინე მტელი თოფი უნდა გამოვიდეს 3-4 კილო და მხოლოდ ეგ ნაწილი გამოგივა 1 კილოზე მეტი
- ბ) ასეთი სქელი კედელი ლატუნისთვის ან ბრინჯაოსთვის საჭირო არაა მითუმეტეს რომ ეგ არის დაბალი წნევის ტერიტორია და არა 150-ან 200 ატმოსფეროს ტერიტორია, პლიუს დიამეტრია პატარა შედეგად კედლებზე ზეწოლა ნაკლებია... კაროჩე ტყუილა კარგავ მოცულობას, ლატუნს კი არა დურალს არ სჭირდება მაგსისქე კედელი. მანდ რეალურად თუ იშოვი Д16т მარკის დურალს 3 მილიმეტრი კედელი ყელში ამოგივა ანუ გამოვა რომ 32-3-3= იქნება 26 მილიმეტრი, ანუ რედუქტორის უკან არსებული სივრცისთვის გაცილებით მეტი მოცულობა გრჩება. ზატო სიგრძეში მოიგებ
3) კლაპნის ზამბარისთვის მეც იგივე კონსტრუქციას ვფიქრობდ, მაგრამ შემეშინდა ძნელი იქნება გასაკეთებლად მეთქი და იმიტომაც ეგ ფორმა არ დამიხაზია, რაიმე უკეთეს იდეას ვეძებ ჯერ ჯინაზე არ მოდის არაფერი, მაგრამ არ ვჩქარობდი, რადგან ჯერ სხვა ყველაფერი გასათვლელ დასახაზია და მაგის მოსაფიქრებელი დრო არის მეთქი.
4) კაი ეს კლაპან რედუქტორის სისტემას ნელნელა ვღეჭავთ და ალბათ 1-2 დღეში ბოლოშI გავალთ, შენ ახლა ის მითხარი რესერვუარი რაფრა უერთდება ამ შენს კონსტრუქციას წინიდან? რედუქტორს თავზე ექნება რეზბა როგროც მე დავხაზე და ბალონს ჩამოახრახნი თუ რაიმე სხვა იდეა გაქვს ჩაფიქრებული?
5) უკვე დროა უკანა მხარეზე ფიქრიც დავიწყოთ, ანუ დამრტყმელი და ზამბარა, პლიუს ეს ყველაფერი რაში იქნება მოთავსებული და შენს და ჩემს მიერ დახაზული კლაპანი რაფრა ჩამაგრდება მანდანე?
მართლა გავიჭედეერთადგილზე და ვბუქსაობა ხოდა თუ ცოტა არ წამეშველე ამ იამიდან ვეღარ ამოვალ
მთლიანობაში ჯაჯა შენ უფრო ზუსტად დაწერე ამ ნახაზის ზომები
----------------------------------------------------------------------------------
როგორც გითხარი კოჭა და კოჭის ბუდე გაკეთებული მაქ და ამის მიხედვით მივყევი სიტუაციას. კოჭის ბუდეზე გარედან რეზბა მ20 და 1.5 ბიჯით არის მოჭრილი და აქედან გამომდინარე რედუქტორს მიღმა მოცულობის შიდა დიამეტრი იქნება 18,5 და მოცულობა რედუქტორს მიღმა ჩემი ნახაზის მიხედვით გამოდის 92,5 ანუ 10 კბ სანტიმეტრი არ გამოდის მარა მე ვფიქრობ იმისთვის რასაც მე ვაწყობ სრულიად საკმარისი უნდა იყოს ეს მოცულობა რომ ნორმალური გასროლა გააკეთოს.(92.5).
რაც შეეხება კედლის სისქეს გამოდის 7.3 ,, რავიცი ცოტა უსაფრთხოებაზე ვიზრუნე მარა თუ არ არის მაგხელა კედელი საჭირო შეიძლება ცოტა შემცირება,,ადგილი სადაც მთლიანად აწყობილი რედუქტორი ჯდება დიამეტრი 33მილიმეტრია ,და ადგილი მაქვს,,ან კოლიცოებს ან რამე ამ დაგვარს დაუმატებ რომ მკვრივად ჩაჯდეს აქედან გამომდინარე მთლიანად გარეთა დიამეტრს ავიღებ 26 მილიმეტრს და წონაშიც დაიკლებს და ეს პრობლემაც მოგვარდება.მასალას შევეცდები რომ დურალი Д16т ვნახო, შეიძლება ამ ხარატსაც ქონდეს დიდი ცეხია და ქვეყნის მასალა უყრიათ.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რესერვუარი ბალონი მაქვს მონაცემებით 124ბარ.1800პსი 9 ოზ . აი ამ გადამყვანს დაუზაკაზებ
და შემდეგ კიდე გადამყვანით შევაერთებ რედუქტორთან ,ის რეზბა რომ ჩანს ჩემ ნახაზზე რედუქტორის ბოლოში ზუსტად იქ.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
უკანა მხრიდან ზამბარა და ჩაქუჩი უკვე აწყობილი მაქ ჯაჯა ,ესეიგი ჩაქუჩის გარე დიამეტრია 15 მმ,სიგრძე 20მმ, ,ზამბარის სიგრძეა 90მმ,,ზამბარა და ჩაქუჩი ერთმანეთზეა მიმაგრებული ნუ რომ ჩაქუჩმა თავის ნებაზე არ იმოძრაოს , ეს ყველაფერი ბუდეში ზის.ის ვიდეო თუ გახსოვს ,ჩაქუჩი საკმაოდ მაგრად ურტყავს და იდეაში უნდა გაამართლოს.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კლაპანზე არ ვიცი შენი იმედი მაქ რომ სწორ გზაზე დამაყენო ,,,წინა კლაპნები რამდენიც ავაწყე ზოგს ჰაერი გაზდიოდა ზოოგი კლაპანის სალნიკს გლეჯავდა ,მოკლედ ეს არ ვიცი როგორ გავაკეთო,ჩემი იდეა კი ამ ნახაზშია მარა ეს მხოლოდ იდეაა ამას ცოტა მეტი ზიზუსტე უნდა და შენ უნდა დამეხმარო ნახაზში რომ სწორი ზომებით ავაწყო .......
ერთი შენს გახარებას ეს ხაზები რაღა უბედურებაა შუა ტექსტში? აბზაცად გამოყოფა რაიმე სხვას აკეთებს?
1) ესეიგი მე-4 Dრეა ვიხვერწები დისკების ზომები დადე მეთქი, გაქვს დისკები თუ არა ? თუ გაქვს დადე თუ არა და რას გვაწვალებ შენთვისვე მინდა ხომ, ჩემთვის ხომ არა, ყველაფერზე წერ ყველაფერს მპასუხობ, ახალ იდეებს წერ და ამ დედა აფეთქებული დისკების ზომებს ცოცხალი ტავით არ დებ... რა ხდება მშვიდობაა?
2) კოჭი და კოჭის ბუდე გაქვს გაკეთებული??? ახლა გადამრევ, შენ არ წერდი კოჭი 13 მილიმეტრი იყო და დავიყვანე 12-ზეა? თუ ბუდე უკვე 13 მილიმეტრისთვისაა გაჩარხული შეგიძLია ორივე ან ერთერთი გადააგდო. ღრეშო 1 მილიმეტრზე არ გაპატიებს არაფერს და არ იმუშავებს რედუქტორი, ან გააკეთებს 1-2 გასროლას და რეზინას გამაოგდებს გარეთ.
3) 7 მილიმეტრი კედელი უსაფრთხოება კი არა უაზრო წონაა, დურალისთვსი 4 მილიემტრი არის აი სუპერ პუპერ თავის დაზღვევა, და შენ თუ ლატონს ან ბრონზას უყურებ უკვე სვერხ წონაა და არა დაზღვევა.
4) ბალონი მგონი შენ co2-ის გქონდა, თუ ეგ გაქვს კიდევ ჯობია ახლავე დაივიწყო, ვიზაუბრეთ ჩვენ უკვე მაგაზე რომ co2-ის ბალონი მაღალ წნევასთან ნამეტანი აპასნია.
5) აი ეგ გადამყვანი რომ გაქვს დადებული თუ იცი მაინცა რა არის? ეგ არის პეინტბოლის რედუქტორი. აქედანვე მიჩნდება კითხვა თუ მაგას უკვეთავ რაღა ჭირად გინდა მაშინ იმ რაცხა გაუგებარ რედუქტორს რომ ეჩალიჩები? სხვა კი არაფერს ვამბობ როდესაც ვამბობ ჯერ ნახაზი და მოფიქრება მეთქი, ანუ ახლა გამოდის მაგ რედუქტორს უყურებ, შედეგად უკვე ჩასასმელი ბუდე, სხვა არის მოსაფიქრებელი, შენი ძველი რედუქტორი პროსტა ეგრევე გადასაგდებია, მაგ ახალი რედუქტორის ჩასმის ადგილზე მოსაფიქრებელი გაქვს მაგის გახსნის კლაპანი, რომ ჩახრახვნის მერე გაიხსნას ეგ რედუქტორი წინააღმდეგ შემთXევვაში დაკეტილია და ჰაერს არ უშლებს....
მოკლედ აი ესაა შიგნიდან მაგ ეგრეთწოდებულ "გადამყვანში"
ანუ ნომერი 1 გასაგებია მანმეტრია, ბანძი არაზუსტი, მაგრამ მაინც რაცხა ნა პადობიე მანომეტრია. არაზუსტს იმიტომ ვეძახი რომ სპეციფიკაციებით +-10% უწერია და ეგრეც მუშოაბს, ანუ შეიძLება რეალურად წნევა იუოს 200 ატმოსფერო, მაგრამ, შეიძლება გიჩვენოს 220 ან 180 ატმოსფერო და ეგ მიზაღები ცდომილებაა , გასათვალისწინებელი გექნება ნომერი 2 კლაპანი, ეგ არის დამცავი კლაპანი ზედმეტი წნევა რომ შევიდეს ეგ გაიხევა და ჰჯაერს გამოუშვებს რომ რედუქტორს არაფერი დაემართოს. აი მესამე დეტალი კი ტვინს მოგიხნავს, იმიტომ რომ ეგ კეტავს ბალონში ჰაერს და არ უშვებს გარეთ, შენ თუ მაგას ჩააყენებ შენს თოფში მაშინ მოსაფიქრებელი გექნება რა მიაწვება მაგ ნომერ 3 დეტალს რომ შეიწიოს შიგნით და გაიხსნას თორემ ჰაერს არ გამოუშვებს! გარდა მაგისა დისკების მიმდევრობაა გასათვალისწინებელი, უმეტესობა მაგ რედუქტორებისა გათვლილია ოპპეინტბოლის წნევაზე ანუ 55 ატმოსფეროზე.
ახლა მითხარი რით განსხვავდება კონსტრუქციულად შენს მიერ ნაწვალები რედუქტორისგან? და რომ დაწერე, ამ გადამყვანს ჩემს რედუქტორზე მივაერთებო ესეიგი რას მიიღებ რედუქტორიდან რედუქტორზე გადასვლას? მდაა
პროსტა ეგაა რომ ცოტა გრუბია და ნაკლებად ზუსტია (პეინტბოლში მეტი სიზუსტე საჭირო არაა), თან გაითვალისწინე შეიძლება გადასაწყობ გადმოსაწყობ დასარეგულირებელი გახდეს, ასე რომ ლინკი მაინც დადე რას აპირებ რომ გამოიწერო, თუ რა თქმა უნდა უკვე გამოწერილი არ გაქვს
5) კლაპანს როგორ აკეთებ ამიხსენი? წინა კლაპნები არ მუშაობდაო და რაში იყო პრობლემა? მანდ გაქვს რამდენიმე ძირითადი საკითხი გასათვლელი:
- სუფთა და სწორი ზედაპირი რომ ზედმეტ ნაჩხაპნებში და ნაკაწრებში ჰაერი არ იპარებოდეს
- სუფთა და სწორი ხვრელი სადაც კლაპანი იმოძრავებს, წინააღმდეგ შემთXევვაში ბორძიკობის და გადახრების გამო შეიძLება გვიან გაიხსნას ან ვერ გაიხსნას, ან გაეჭედოს და ვერ დაიკეტოს
- კლაპნის თავი, უნდა იყოს თან რბილი თან მყარი პლასტიკატი. სწორედ ეგ პლასტიკატი უნდა შეეხოს კლაპნის ბუდის სუფთა გაპრიალებულ ზედაპირს, იასნია ეგ პლასტმასიც სარკესავით სუფთა და სწორი უნდა იყოს თორემ ჰაერი ისევ გამოიპარება.
კლაპანი ვიზუალურად გამოიყურება აი ასე
ანუ ფოლადის ღერძი კაპრონში. სწორედ ეგ კაპრონის თავი ედება ზედაპირს და კეტავს ჰაერს. შენ კიდევ ნახაზებში ვეჩნა სადღაც შუაწელშI გაქვს ხოლმე რეზინები მიხატული, არანაირი რეზინა საჭირო მანდ არაა. სუფთე ზუსტი ხვრელი, სუფთა რედაპირი და სწორი ცაკეტვა ი ვსიო....
6) ნუ დამრტყმელი და ზამბარა თუ გაქვს ეგეც დახაზ მიხაზ მოხაზე და სურათიც გადაუღე რა რაფერ გამოიყურება თორემ რავარც ვხედავ შენ ჯერ ძალიან ბევრი რამე არ გესმის რა რაფრა მუშობს და ჩათვალე ბაყბაყდევს დაეჭიდე და რატომღაც გგონია რომ ძალიან მარტივი საქმეა პნევმატიკის გაკეთება , მოკლედ ნახაზი და რეალური სურათი მოიტა რომ გადავხედოთ რა რაფრაა თორემ სადღაც ბოლოშI გამოძვრება კიდევ რაიმე მამაძაღლობა
7) რედუქტორის დიკების ზომები მოიტა ან რა რედუქტორს უკვეთავ თორემ გაეჩხირები აი http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2937, ნახე ადამიანს რამდენი რაღაცის ყიდვა დასჭირდა რომ აზრზე მოეყვანა ეგ რედუქტორი და ბოლოს გაყიდა იმიტომ რომ აზრი არ ჰქონდა, ასე რომ კარგად აწონ დაწონე ყველაფერი.
8) ნახაზს კი რაც შეეხება უკვე არარ ვიცი რა დავხაზო აქამდე დისკების ზომას ვითხოვდი და თურმე საერთოდ ყევლაფერი იცვლება
ჯაჯა სამწუხაროდ დიკები საერთოდ არა მაქ და იმიტოც ვარ ამ თემაზე ცოტა ჩუმად ,ისე აი ეს ზამბარა მაქ
ზომებია სიგრძე:12.1 სიგანე 11.9ძალიან ძალიან ძლიერია ოგონდ არ ვიცი რამდენ კილოზე იკუმშება ,ვFიქრობ დავაყენებ თუ იმუშავა ხო კაი თუ არადა ან ებაიზე ან ამაზონზე დაუზაკაზებ.
ჯაჯა მართალი ხარ იმ ნახაზზე ცოტა დამაბნეველად მაქ დაწერილი ზომა ,ხომ იცი ნახაზებში ცოტა სლაბი ვარ ,, ,,,12 -იანი სვერლო ვიყიდე და იმით გავხვრიტე ,მერე აკურატნათ ნულავოი შკურკით ამოვაპრიალე,,,კოჭა კი 12.1 -ია
ბალონი ის მაქ ნამდვილად 124ბარი ანუ 120ატმოსფერო ,ჯაჯა ვნახავ ,ავაწყობ ამ იარაღს ჯერ სიმართლე გითხრა ბოლომდე არ ვიცი რა გამოვა და თუ იმუშავა და კაი გამოვიდა ბალონი სად გამექცევა მერე შევცვლი რა.
ეს გადამყვანი კი არა რაღაც ხლაფორთობა ყოფილა ნამდვილად არ ვიცოდი სპასიბა რომ გამარკვიე ,არც დამიზაკაზებია ხელფასი არ მაქ ჯერ აღებული,ეს ნამდვილად არ მჭირდება მე უბრალო გადამყვანი მინდა ბალონიდან გამომავალი სადაც იქნება მანომეტრი და ჩასატუმბი კლაპანი საიდანაც ცო2-ს შეუშვებ,ამის შემდეგ კიდე ერთი უბრალო გადამყვანი რომელიც რედუქტორზე შეერთდება...azzy -უს დაშვებული შეცდომა წავიკითხე ჯაჯა , მეც არ მინდა იგივე გავიმეორო როგორც მივხვდი შენც შეგიძლია რომ გააკეთო ასეთი რამე , შეძლებ ხომ შენ რომ გაჩარხო ამ დაგვარი რამე ?? ესეიგი რომ ქონდეს მანომეტრი და ჩასატუმბი კლაპანი .
დამრტყმელს და ზამბარას დავხაზავ ეხლა და დავდებ ფოტოს
gocha311
რავი რაც შევძელი დავხაზე,მთლიანი სიგრძე 140 მმ-ია პრინციპს მიხვდები შენ ჯაჯა,მიმწოდებელთან ერთად ჩაქუჩიც მიყვება .
gocha311
მანდანე რაცხა ნიტო ხატია
ის მრგვალი ლურჯი ყავისფერი გარსით თუ დამრტყმელია მაშინ კითხვა მაქვს:
- ეგ რომ მთლიან დიამეტრს იკავებს მიმწოდებელი ტავისი შახტიდან არ ვარდება? პლიუს ცოტა არ იყოს სტაბილური მოძრაობა იკარგება მრგვალი ფორმის გამო , ნუ მე ეგრე მგონია... კაი მაგასაც რაცხა ნახაზში გადავიტან და ვნახოთ მერე ერთად რა და როგორაა
ჯაჯა ჩემი შტანგელით ამ ზამბარის შიდა ზომას ვერ ვიგებ ისე რომ ჩავსვავ ზუსტად ჯდება ძალიან მჭიდროდ არ არის მარა თავისუფლად მოძრაობს,
ზამბარაზე არის გადაბმული და ბუდიდან არ ხტება უკანვე ბრუნდება თAვის ადგილზე პლიუს ამას ჯაჯა ეხლა მე ვერ დავხაზავ ეს ჩაქუჩი ზის კიდე თხელ მილში რომელიც რაღაც მცირრე მანძილზე ზამბარაზეც არის გადასული ხომ ხვდები ესეიგი დამრტყმელი და თხელი მილი ერთმანეთზე ჩაწებებულია ნუ ვინტით და შემდეგ დამუშავებული ისე რომ ვინტი არ ჩანს რომ ხელი არ შეუშალოს მოძრაობაში, ისე მართლა მაგარი ხარ როგორ უცებ მიხვდი მე უბრალოდ ვერ მოვიფიქრე როგორ დამეხაზა ეგ
ესეთი რაიმე ცხოვრებაში არ მინდახია, ნელ ნელა ფარდა ეხდება საიდუმლოებას
შეკაცო თუ რამე გაქვს გამზადებული დადე რა ერთიანად და ერთად ვისმჯელებთ რა როგორ რას უნდა მოერგოს, ხან ერთი რაღაც გვანახე, ხან მეორე, ხან მესამე დავიტანჟე ვერ ვბედავ რამე დავწერო , მერე უკვე გაკეთებული რომ გქონდეს სხვანაირი და სხვა ზომების აზრი?
პ.ს.
ეგ ზამბარა სად იშოვე?
ეს ზამბარა ჟორა ნავთლუხის ბაზრის მოპირდაპირედ რომ შეხვალ ბოლოში ათასნაირი ხარახურა იყიდება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ,ცოტა ესეთი ალკაშები ყიდიან რა მარა 100დოლარიანი დეტალი,ნივთი შეიძლება 1 ლარი ღირდეს და ან პირიქით 1 ლარიანი 100 დოლარი)))
ზალიან მაგარია და ვცდი თუ იმუშავა კაი თუარადა მერე რაღაცას ვიზავ,,,,,,, ისე თუ იცით წნევის დაწოლა კილოგრამებზე რომ გადავიყვანოთ რამდენი მილიმეტრი უნდა შეიკუმშოს ნორმალური ზამბარა ან დისკები რედუქტორში ვთქვათ 10 კუბი სმ მოცულობიდან ,100 ატმოსფეროს ჩატვირთვაზე????
კაცო ამ დამრტყმელ მეხანიზმს თუ ეგრე ძაან ძირფესვიანად დააკვირდებოდა ჯაჯა არ მეგონა ,შეიძლება ცოტა ჯაჯა გაბრაზებულიც იყოს რომ თავიდანვე არ უთხარი რომ დამრტყმრლი კიდევ სხვა თხელ ბუდეში ზის , ,ეს იმიტომ რომ მიმწოდებელის და პარალელურად დამრტყმელის უკან გაწევისას სასხლეტის კბილი არ მოედოს ზამბარას
ჟორა პრინციპში ამას რასაც ვაკეთებ ნაღდად არ ვიცი ბოლოში რა გამოვა ვიცი მეც რომ ხარისხი დაბალია მარა მე მაინტერესებს ერთი რამე თუ გამომივიდა ბოლო ბოლო ეს იარაღი და იმუშავა მაშინ არანაირი პრობლემა არ იქნება რომ ზოგი რამ დაკოპირდეს ამ იარაღიდან ზოგიც უფრო გაუმჯობესდეს და შემდეგ გამოიჩარხოს ისეთი რომ არც ბაგაჟნიკიდან გამიტყდება ამოღება გასვლებზე და არც სანადიროდ მარა მთავარია რომ იმუშავოს ვიცი რომ ბაყბაყდევს ვეჭიდავები ცარიელა ხელებით და პატარა შანსი მაქ ძალიან გამარჯვების მარა მე მაინც ვცდი რომ ბოლომდე მივიყვანო ეს საქქმე.
gocha311
მაგ ადგილს აბრახლოვა ქვია და ვიცით კაი ხანია
ესეიგი სამსახურში და სახლში საგიჟეთი მქონდა 2 დღე, ამიტომაც მაგარი გამიხარდა დღეს რომ 1 საათი სამსახურში მოვიპარე და მოვასწარი რაცხაების მოხაზვა.
ესეიგი ახლა რომ მოვხაზე რაცხაები თავი იჩინე კაკ მინიმუმ ერთმა პრობლემამ, გადახედე აბა ნახაზს და განსაკუთრებით რედუქტორის მხარეს ცხვირს....
მანდანე შიგნიდან არის 7 მილიმეტრი ხვრელი, ის პატარა დეტალი რომ რამენაირად გაჩერდეს მივახატე 8 მილიმეტრიანი რეზბა 1 მილიმეტრიანი ბიჯით, ანუ M8x1
მარა ახლა დააკვირდი რა კატასტროფა იჩითება, გარედან მაგი უბედურება არის 12 მილიმეტრიანი (ღია მწვანე რომაა), ჰოდა მაგაზე რამენაირად ბალონი ხომ უნდა ჩამოჯდეს! და რაფრა რა ვუყო? გარედან M12 რეზბა რომ მოვჭრათ ვაი დედა იქნება, 1.5 მილიმეტრის მოთლი და შიგნიდან რეზბას 8 მილიმეტრი აქვს მოთლილი, შედეგად დარცა კედელი 2.5 მილიმეტრი, გავყოთ 2-ზე და მივიღეთ ცალი მხრიდან კედლის სისქე 1.25 მილმეტრი, პრაქტიკუალდ სიფრიფანა კედელია და გატყდება.
მოკელდ მგონი ეგ ღია მწვანე ფერის დეტალი ახალია გასაკეთებელი, მოიფიქრე ზომები და მითხარი, მე კი შევეცდები რეალური ბალონის ზომებიდან გამომდინარე ახალი ვარიანტი მოვხაზო.
აი დააკვირდი ბალონის რეზბასთან შედარებით რამოდენა ღრეჩოა...
რაიმე გადამყვანი რომ გამოჩარხო მაგ შემხთვევაშიც კი ნამეტან წვრილ კედელს მიირებ რედუქტორის კისერზე.
ტვიტონ რედუქტორის კისერიც უნდა გასქელდეს ეგრე თხლად არ უნდა გადაიცჰარხოს და მერე გადამყვანით ბალონზე უნდა დაჯდეს
ja_ja
ერთი ეს გამაგებინეთ, მე ვარ ტუგადუნი თუ უბრალოდ კვანძებს ხელოვნურად ზრდით?
ამ 2 დეტალს რატომ აცალკევებთ? ერთიანი რომ იყოს რა დაშავდება? და წესით კი რამდენადაც მე ვიცი ერთI ბალბანკისგან უნდა იყოს
geojorjika
ja_ja
მართალია ყველა ვარიანტში საჩალიჩოა თუ დიდხანს უნდა რომ იმუშავოს მაგ კონსტრუქციამ. ან ის მაინც ყველა ვარიანტში ეს სტაფილოსფერი დეტალი ახლიდანაა გასაჩარხი . ესე ძალიან ტხელკედლიანი გამოდის და მუშაობას რომ თავი დავანებოთ რეზერვუარმა შეილება ტყვიას გაასწროს
მე მაქვს გაკეთებული რედუქტორის კოჭის სქელი მხარე რაშიც ჯდება,,პრინციპში ყველაფერი გაკეთებული მაქვს,დარჩენილი მაქ მეორე მხარე ანუ ვიწრო მხარე კისერი ეს დატალიც მაქვს მარა სამწუხაროდ ჟერ ერთი 12-იანია და არ გამოდგება ,მერე კიდე ხარატმა ცენტრი არ დაუჭირა და კოჭის ვიწრო მხარე არ ერგება,მხოლოდ შემპირდა რომ თუ არ წავიდოდა ამ დეტალს უფასოდ გაჩარხავს
,ჩემი აზრით უნდა გაიჩარხოს 12-იანით კი არა 15 -ნით და რეზბას მოვჭრი M14 1.5 ამ შემთხვევაში კედელიც სქელი იქნება და არც საშიში იქნება,
ერთ შეცდომას კიდე ამაცილეთ
ეხლა მივდივარ ხარატთან გავაჩარხინებ ამ დეტალსაც და საღამომდე მე მგონი ავაწყობ მთლიანად და Fოტოსაც დავდებ წესით ყველაფერი წესრიგშია და უნდა იმუშაოს..
gocha311
ძალიან დიდი თხოვნა მაქვს სანამ შემდეგში აი ასეთ ჰაერიდან მოტანილ გამოთვლებს მოიტან კარგად დაფიქრდე.
ვაიმე ეს რა შარში ვარ გაჩხერილი აღარ ვიცი რა ვქნა, დღეს ეს დეტალიც გავაჩარხინე კოჭის ვიწრო მხარე რაშიც ჯდება ,ხარატმა რეალურად ზუსტად გახვრიტა ცენტრში
შიგნიდან რეზბა მე მოვჭერი M8 1.0 ...მთლიანობაში ასეთი რამ გამოდის
მაგრამ სამწუხაროდ რაც არუნდა მაგარი ხარატი იყოს ეს სულ სხვა საქმეა და თუ ადამიანს ამ საქმეში გამოცდილება არა აქვს ტყუილი წვალებაა ყველაფერი,ჯერ ერთი როდინდელი ჩარხებია ნუ უმეტესობა ხომ კომუნისტების დროინდელია მოდი და ეხლა სთხოვე მაგათ რომ მეასედებში რამე დასვან)
მაგრამ უზარმაზარ პრობლემას მივადექი ამ ბუდეების გადაბმის შემდეგ კოჭა იჭედება შიგნით რაღა არ ვეცადე კოჭის ფართო მხრის გარეთ ვცადე ამოვშკურკე მარა მაინც ჭედავს,თითქოს ყველაფერი ზუსტად არის მარა მაინც ჭედავს,კიდე რომ ამოვშკურკო უკვე არანაირი სალნიკი არ გაუძლებს გამოაგდებს ,სუმთლად გავიჭედე .ცხოვრების ყველაზე საშინელი მომენტია წავაგე და ვერ ვიჟერებ ყველაფერი ახლიდან გასაკეთებელია ,აქ არანაირი გადაბმა არ გამოვა ,რაც არ უნდა სიზუსტიდ იყოს გაკეთებული რადგან რეზბაზე გადაყვანის შემდეგ ცენტროვკის მეასედები ირევა და კოჭა იჭედება(((((((((((((((((((( მართალი ხარ შენ ეს დეტალი რაშიც კოჭა ზის აუცილებლად ერთი მთლიანი უნდა იყოს .
ეს ჯინიანობა და თავდაჯერებულობა ერთხელაც სადღაც ხევში გადამაგდებს.ეხლა ლამის ყბა მომეღრიჯოის ისე ვწერ ამ სიტყვებს მარა ეს დედა აფეთქებული კოჭაც და ეს ბუდეც ახლიდან არის გასაკეთებელი.......
.მე ამას ვერასოდეს ვერ გავაკეთებ სულ აეთი პრობლემები მექნება აქ ერთი გამოსვალია რა ჯაჯა შენ უნდა დამეხმარო,ამას შენს მეტი მე მგონი ვერავინ ვერ გააკეთებს .....ესეიგი მხოლოდ კოჭა და კოჩის ბუდე რომ გააკეთო შენ რა თანხა დამიჯდება??
ეს სულ სხვა საქმეა ყოფილა და თუ ადამიანს ამ საქმეში გამოცდილება არა აქვს ჯაჯა ტყუილი წვალებაა ყველაფერი,მივხვდი ბოლო ბოლო მეც ამას ..........................
ჯაჯა ჩემი იდეა ასეთია რომ ესეიგი ჯერ იქნება წნევის რეზერვუარი ან ბალონი,შემდეგ გადამყვანი რაზეც იქნება მანომეტრი და დასატუმბი კლაპანი და შემდეგ რედუქტორი,შემდეგ კლაპანი და ბოლოს დამრტყმელი ,ყველაფერი მილში იქნება მოთავსებული და დამონტაჟებული გამაგრებული ესე რომ იმ რეზბას შენ რომ მითხარი რედუქტორის გადამყვანზე პრინციპში არანაირი ძალა არ დააწვება ..........
ჯაჯა კონდახს მიწაზე დავათრევდი ხოლმე ბავშვობაში მამაჩემმა ორლულიანი ჩახმახიანი თოფი მაჩუქა არ მახსოვს რამდენი წლისა ვიქნებოდიბევრი წლები გავიდა მას შემდეგ,იქიდან ვნადირობ და ვაფასებ როგორც ნადირობას ისე იარაღს,იარაღი მიყვარს და პატივს ვცემ ნებისმიერ ნახელავს ქარხნული იქნება თუ თვითნაკეთი,ამჯერად ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის რომ გავიდე ფინიშზე და დავრწმუნდე იმუშავებს თუ არა ეს ჩემი ნაჩხირკიდილავები იარაღი და თუ იმუშავა მაშინ აღარც ფული დაგენანება კაცს ,დააკოპირებ გააუმჯობესებ და საუკეთესო ჩარხებზე გააჩარხინებ საუკეთესო ხელოსნებს ისეთ იარაღას ,, რომელიც ნამდვილად უზარმაზარ ყურადღებას და პატივისცემას დაიმსახურებს აი ეს არის ჩემი იდეა ძმაო.
gocha311
ეხლა ერთ კარგა რამეს გირჩევ , ადექი და http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=334&view=findpost&p=122405 სულ 100$ ღის ჩამოტანიანიად ალია ბალია 200-210 ლარი გამოვიდეს , მაგას რეზერვუარიც ექნება, ლულაც, სასხლეტიც, კონდახიც და ყველაფერი, დაშალე და ნახე რა როგორ არის , და დაიწყე მერე მაგის ბაზაზე აწყობა ახლის ან მაგისვე გადაკეთება გაცილებით გაგადვილდება ყველაფერი, ჯერ ერთი პცპ კონსტრუქციის თავისებურებეს დაამუღამებ, მერე თავად გათვლი უკვე რეალურად რა რამხელა და როგორი ფორმის გააკეთო და ბოლო ვოლო იარაღი დაგრჩება რა 210 ლარად პცპ არის ზღაპარი
მდაააა ცოტა არ იყოს დამაფიქრე
ჰოოო ერთიმხრივ ცუდია, მარა მეორემხრივ, ნუ რაც ვიცოდი ის მოხდა... სამწუხაროა, მაგრამ ასეთ საქმეში სიჩქარე... კაი არარ გავაგრძელებ
იმედია არ მიწყენ ერთი რაცხა უნდა დაგანახო, ახლახანს გარაჟშI ვიპოვე ერთი ზედმეტი დარჩენილი კოჭი დააკვირდი აბა ზომებს
რაც შეეხება ჟორას მიერ შემოთავაზებულ იდეას, მშვენიერი რამეა საერთო პრინციპების გასაგებად, ალღოს ასაღებად, მერე მაგის გადაკეთებაში ხელს გაიწაფავ და ბოლოს ნოლიდანაც გააკეთებ რაცხას...
ჯაჯა ყელში ამომივიდა ეს რედუკტორი მე მაგის ამწყობი არა ვარ ასი წელი ,,შენ მართალი მითხარი მაშინ უნდა დამეჯერა ის ბალონი რომელიც მაქვს 120 ატმოსფეროზეა და რაღად უნდა რედუკტორი . ეგ კი არა შენ პოსტებს რო ვკითხულობდი ვგიჟდებოდი ასე ზუსტად რომ მეუბნებოდი ყველაფერს ,თითქოს გვერდიდან აკვირდებოდი რასაც ვაკეთებდი))))))))))))))))))))......მოკლედ შევეშვი რა ამ რედუკტორს და მაგის გარეშე ავაწყობ .
მშვენიერი აზრი მომაწოდა ჟორამ იმ იარაღზე თან რა იაფია მე უფრო მაგან გამაკვირვა 100$
ხო მართლა ვიცი რომ ვიდეო ცოტა ბნელია მარა აქ მთავარი ეგ არ არის
ვაა ე რამოდება ბალონი გიშოვია
მამენტ კი მუშოაბს ყველაფერი, პროსტა გაბარიტულია.
კაროჩე რავი შენ მაშის იმ თოფზე იჩალIჩე, მეც აქ ნახაზებს მოგაყრი სანამ ეგ ჩმოვა, პახოდუ ყველაფერი ერთად თავში დაღვინდება და მერე ასევთქვათ ვერსია 2-ს შეუდგები
ჰო მართლა, კარგია რომ შენით მიხვედი მაგ აზრზე რომ რედუქტორის გადაგდება ჯობია, ვსმისლე სისტემიდან საერთოდ ამოღება, ჯერ ჯობია მარტივი კონსტრუქცია შექმნა ხელი გაიწაფო, მერე მეორე ვერსია, მესამე, უფრო ნავაროჩენი და ასე შედმეგ, უკვე გეცოდინება სად რა როგორ და ასე შემდეგ....
P.S. კსტატი პატარა საიდუმლო ფაქტი, შენ თუ co2-ს გამოიყენებ, მაშინ ეგ აირი იქნება შენთვის რედუქტორის ექვივალენტი.
ანუ co2-ის მუშაობის პრინციპი შემდეგია
1) ბალონში არის, თხევადი co2-ი და არის ნაწილი თავისუფალი სივრცე რომელიც სითხეს არ უკავია
2) თხევადი co2-ი ჩვეულებრივ ოთავის ტემპერატურაზე და ჩვეულებრივ წნევაზე იწყებს დუღილს და აირად მდგომარეობაში გადადის
3) რა მოცულობაც ბალონშI არ ეკავა სითხეს ის ივსება აირადი co2-ით. და ვთქვათ გარეთ არის 25-30 გრადუსი, მაშIნ თხევადი co2-ი ღირს და გადადის აირად მდგომარეობაში მანამდე სანამ სითხისგან თავისუფალ სივრცეში არ იქნება მიღწეული ვთქვათ წნევა ასე 60 ატმოსფერო.
4) მიღწეულ 60 ატმოსფეროზე co2-ი ღუღილს წყვეტს და თანაბრდება შედეგად დანარჩენი თხევადი სუბსტანცია აირად მდგომარეობაში არ გადადის
5) გასროლისას დაიხარჯება რაღაც მოცულობა აირი, წნევა ბალონში ვარდება, მომენტალურად იწყებს co2-ი Dუღილს და ნაწილი თხევადი სუბსტანცია გადადის აირად მდგომარეობაშI სანამ ისევ არ მიაღწევს 60 ატმოსფეროს და ისევ წყვეტს დუღილს
6) ეს პროცესი მეორდება მანამდე სანამ ბალონში თუნდაც 1 წვეთი თხევადი co2-ი რჩება. შედეგად გამოგდის იგივე რედუქტორის მუშაობის პრინციპი.
მინუსები ამ პროცესს აქვს რამდენიმე:
1) ნუ რაც ვიდეოში გაქვს მაგხელა ბალონს კომპაქტურ ვერსიად ვერ ჩათვლი და მარტივად ხელში ვერ დაიჭერ, ამიტომაც პატარა ბალონია საჭირო, ვთქვათ იგივე ის პატარა ბალონი რაც შენ გქონდა თავიდან
2) ჩქარი გასროლისას ფიზიკის კანონი მუშოაბს და ბალონში ნივთიერების მოცლობის შემცირების გამო იწყება ბალონის გაციება, შედეგად ყოველ ჯერზე უფრო ნაკლებ და ნაკლებ ტემპერატურაზე დგება ბალონი და აქედან გამომდინარე უფრო ნაკლებ და ნაკლებ წნევაზე ჩერდება თხევადი co2-ის დუღილი (საერთოდ co2 ძალიან მგრძნობიარე ტემპერატურის მიმართ, მაგალიტად 0 გრადუსზე მხოლოდ 20 ატმოსფეროს წარმოქმნის, ხოლო 30 გრადუსზე სადღაც 65 ატმოსფეროს)
ის ბალონი მაქვს 9 ოზ რო ააწერია ,მარა ის რომ დავამონტაჟო რაღაც სტრანნი რეზბა აქ და გადამყვანი მჭირდება,ძმაკაცი შემპირდა მაქვსო მაგის გადამყვანი და გაჩუქებო.
, ჯაჯა მადლობა ეს მართლა გამიხარდა ,,ისე მეც შევატყე რომ ერთი და იგივე გასროლას აკეთებს ,ესეიგი ონკანს რომ დაუკეტავდი ბალონს, კლაპანში ჩარჩენილი ცო2 გასროლისას რამდენჯერმე ზუსტად ერთი და იგივე ხმას გამოსცემს,და ცოტა გამიკვირდა კიდეც.
ლულაც მოვარგე ოღონდ დროებით,ნორმალურად ისვრის ,ფიცარში საკაიფოდ შედის სიღრმეზე.,,
რამდენჯერმე რომ ვისროლე ზედიზედ ცო2 გაიყინა ,კლაპანთან შემსვლელი 0,8 ნახვრეტია და მე მგონი იქ იყო გაყინული. რაღAც დროის შემდეგ ისევ ამუშავდა.
gocha311
და რატომაა 0.8 მმ?
რავი ისე რა ) ვიფიქრე ცოტა ნელა რომ შევიდეს ცო2 .
ეგ ძალია წვრილია IMHO
gocha311
მანეტანი წვრილი ხვრელი გაგიკეთებია, მაგზელა ხვრელი აქვს პისტალეტებს, შენ კიდევ თოფს აკეთებ, ნამეტანი პატარა აგიღია, თან იმოდენა ბალონი მიაერთე და ურახუნებ გასროლებს, იასნია გაჭედავდა
მტააკ, აი საწყისისთვის რაცხა სტანდარტულ საკონსტრუქციო ვარიანტს გთავაზობ...
გაითვალისწინე აქ ჯერ ბევრი წვრილმანი მაინც გასათვლელი და დასაზუსტებელია, ზომები ჯერ არ მივაწერე, იმიტომ რომ უმეტესობა მიახლოებითი მონაცემებია აღებული, მაგრამ ძირითადი კონსტრუქციული იდეა მგონი გასაგებად ჩანს
სურათის თავზე შავი ხაზი რომ ჩანს მაგაზე დააჭირე და დიდი ზომით გამოჩნდება სურათი
ამოვაძრე ის წვრილ ნახვრეტა დამტანჯა ეგრევე იყინებოდა ,,
ჯაჯა ეგ ნახაზი კი კაია მარა მე მინდოდა ბალონის შემდეგ სანამ რედუქტორზე მივაერთებთ,დაემატოს გადამყვანი ,სადაც იქნება ცო2-ის ჩასატუმბი კლაპანი და კლაპნის საწინააღმდეგო მხარეს მანომეტრი,ეს იმისთვის რომ ბალონის მოხსნა დაყენება აღარ დამჭირდება.
ამ ბალონიდან გადამყვანი მაქვს რკინის არის უბრალოდ რეზბები უნდა ამოვჭრა გვერდებზე,მანომეტრისთვის და კლაპნისთვის ,,
მანომეტრის შოვნა პრობლემა არ არის მარა აი ჰაერის ჩასატუმბი კლაპანი არ ვიიცი როგორი და რანაირი უნდა დავაყენო, ან სად ვნახო ,გაზის აპარატურას რომ ყიდიან მაგათ ექნებათ დაახლოებით ამ დაგვარი რამე??
gocha311
მგონი ესაა და არცერთი ზომა არ გამომრჩა, მარა ჯობია მაინც ჯერ ნასოსის ან ბალონის თავი ითრიო რომ იმას მიატოლო
ესეც განახლებული მაკეტი (ჯერ სიტყვა ნახაზს თავი ავარიდოთ დაპროექტების სტადიაზე ვართ)
ნუ ახლა პორტი მოვახატე ქვემოდან, მეორე მხრიდან მანომეტრი იქნება, ეს ქვემოდან რომ არის მიხატული იასნია შეჰიძლია სინამდვილეშI გვერდიდან გააკეთო, ნუ კაროჩე მიახლოებითი ადგილია რა მიხატული ახლა კვეთაში ვერ დაგიხატავ პორტსაც და მანოემტრსაც
წუხელ სამსახურში კი ვნახე ჯაჯა ეს ნახაზი მარა პოსტი ვერ დავწერე,,
ეს ძალიან სერიოზნი ვეშია ჯაჯა ,ესეთი ნახაზი რომ ხარატს მიუტანო გული წაუვა ,ეს ცოტა ძვირი სიამოვნება ჩანს)თან ამ კლაპანს ხომ მეორე ნახევარიც უნდა ...
იქიდან გამომდინარე რო საბოლოო ჯამში არ ვიცი რა გამოვა ჩემი ნაშრომი იმუშავებს არ იმუშავებს ცოტა თავს შევიკავებ ეს ნახაზი რაც მთავარია აქ დევს დამადლობის მეტი არაფერი მეთქმის დახმარებისთვის,,,,,,,,
დღეს ვასმოი პოლკის ბაზარს რომ ეძახიან იქ ჩავედი და აი ესეთი უბრალო კლაპანი ვნახე თუმნად,იტალიურია
ნუ იმ ჩემი წითელი ბალონიდან რომ ჩავტუმბო პირდაპირ იარაღის ბალონში, გადამყვანს , ხარატი გაჩარხავს დღეს და ხვალისთვის მზად მექნება,,,როგორც გაზის აპარატურაზე უდგათ მანქანებში ხომ ხვდები
მანომეტრიც აი ესეთი ძველი სავეტსკი გამოშვება ვიშოვე ესეც თუმნად,ოღონდ არ შემიმოწმებია როგორ მუშაობს
წესით თუ არაფერმა შემიშალა ხელი ხვალ საღამოთი უნდა დავასრულო და შინაურებში პრეზენტაცია მოვაწყო))))))))))))))))))))
ეხლა კი ვიცი ჯაჯა მეტყვი ეს არ უვარგაო ის არ უვარგაო მარა დამიჯერე, სახლში არანაირი დაზგა არანაირი ჩარხი ,ყველაფერი შიშველა ხელებით, მხოლოდ დრელე ბალგარკა და პლოსტკო კლუცით ამის გაკეთება ნამდვილად იგივეა რაც ბაყბაყდევს შეეჭიდო მარტოკა : )))))))))))
ჯერ კიდე რაღაც რაღაცეები დარჩა გასაკეთებელი ,სრულიად რომ დასრულდეს და მერე ვნახოთ რა იდეა მომივა თავში
gocha311
ja_ja
ბარემ "პაჩიბნიკი"-ის და მის მსგავსი ტერმინების ახსნა-განმარტებები აგეტვირთთა ვიკიზე
ისვრის?
ისე ვიფიქრე ვიფიქრე და პაჩებნიკი როგორ არის ქართულად ვერ მოვიფიქრე )
75 ატმოსფეროზე დავტენე ,ბალონში მეტი აღარ არის ცო2 ,,,სიმართლე გითხრად მაგრად გამიკვირდა იმხელა სიმძლავრით ისვრის და 120 ატმოსფეროზე მემ მგონი ძაან მაგარი რამე უნდა იყოს ,,,გეოჟორჟიკამ მასწავლა სადაც ტენიან ცო2-ს წერეთელზე.
gocha311
ოპტიკის სამაგრი მინდა გავაკეთო, აი ესეთი ნახაზი ვნახე და რას იტყვით გამოდგება ???????
გამოდგება რატომაც არა....
პროსტა ეს არის პიკატინის, იგივე ვივერის პლანკა, ეგ კი ნიშნავს აი იმ დამატებით ჩანაჭრებს ზემოდან სავარცხელივით რომ აქვს.
ნუ სამხედრო საქმეში მაგას თავისი დანიNშულება აქვს მაგრამ პნევმატიკაშI აფსოლუტურად გამოუდეგარი და გამოუყენებადია, ასე რომ რავი რჩევას თუ მიიღებ ჯობია მაგ ჭრილების და დაცილებების გარეშე გააკეთო გაცილებით მარტივი იქნება
ასევე გაითვალისწინე კიდევ ერთი ფაქტორი, პნევმატიკაში უმეტესწილად გამოიყენება ეგრეთწოდებული მერცხლისკუდი 11 მილიმეტრიანი. ზემოთ მოყვანილი სამაგრი კი არის სამხედრო ვერსია და არის 22 მილიმეტრიანი. ასე რომ მანდაც წინასწარ გათვალე რა ტიპის რინგები გაქვს ოპტიკისთვის რომ ტყუილა არ ჩაგეყაროს შრომა წყალში
და ბოლოს სანამ მაგას გააკეთებ გარჰგად აწონ დაწონე ფინანსური მხარე, იმიტომ რომ გამზადებულს ითრევ http://www.amazon.com/Sports-12-Inch-0-31-Inch-Uncut-Small/dp/B006LQ9UNU/ref=sr_1_19?s=sporting-goods&ie=UTF8&qid=1399574785&sr=1-19... რა თქმა უნდა არსებობს კიდევ თვითონ ჩალIჩის მუღამი და მანდ არანაირ ფინანსულ მხარეს აზრი არ აქვს, ეგ სუფთაწყლის ადრენალინი და სიამოვნებაა როცა რაღაცის გაკეთების ჭია გაქვს შემჯდარი, მაგრამ თუ პრაქტიკული კუთხით გადახედავ ამაზონზე გამზადებულები სხვადასხვა სიგრძის იყიდება 4$-დან 16$-მდე დიაპაზონში
gocha311
სწორად გირჩია ჯაჯამ, სისულელეა მაგის ჩარხვა, თან CNC-ი უნდა მაგას რომ ზუსტი დეტალი მიიღო
გამზადებული იყიდე პირდაპირ ჯობი მგონი 3 ცალში ეგეთში 15 $ მივეცი ამაზონზე
კი ვიფიქრე მეც რომ ეგ სამაგრის დამეზაკაზა მარა მერე გადავწყვიტე რომ ეგეც მე თვითონ გავაკეთო ხვალე ალუმინის რამე ნაჭერს ვნახავ აბრახლოვაში შევალ მანდ ყველაფერი ხო იცით
აი ეს ოპტიკა მაქ დაზაკაზებული ,სამაგრი თვითონ მოყვება პლანკის გარდა,დაბლა მონაცემებში უწერია 20 მმ პლანკა და ეს ნახაზი წესით ხომ უნდა გამოადგეს?????
თემას კი არ შეესაბამება მარა, მაგ ადგილს სადაც ბევრი რაგაცეებია,ნავთლუხის ბაზარშიცაა და აბრახლოვა ქვია თუ ბარახლოვკა
gocha311
ისე არ გინდა ცოტა წეს ჩვეულება შეიცვალო და სანამ რაღაცას გააკეთებ ან იყიდი ხოლმე რომ იკითხო ხოლმე???
რათ გინდოდა ეგ ოპტიკა გაფიცებ მითხარი? რამ მოგხიბლა? ფასმა, ჯერადობამ, ფერადმა ბადემ, თუ დოხრენა ხაზებმა ბაზეზე????
6-24 გამოუყენებადი ჯერადობაა არაერთხელ დამტკიცდა, არაერთი შენნაირი ახლად გზას დამდგარი უყურებდა ზეციურ ხსნად ეგეთ ჯერადობას, მეც მაქვს ეგ ეტაპი გავლილი და ვიცი რა აზრებიც ტრიალებს თავში, მაგრამ მეც გავყიდე სხვამაც და შენც მოგიწევს გაყიდვა.
ეგეთი ჯერადობა მისაღებია მხოლოდ მყარ მაგიდასთან რომ ზიხარ და რომ ესვრი ქაღალდის სამიზნეს ასე 25-35 მეტრის მანძილზე. სატარებლად და სანადიროდ არის კოშმარი რამე, მძიმეა მოუხერხებელია, აწევ მაგ წყეულ 24 ჯერადობაზე და ვერ ნახულობ სამიზნეს, 5-10 წუთი ეძებ რა გქონდა შეუიარაღებელი თვალით დანახული და რატომ არ ჩანს ოპტიკაში და ასე შემდეგ
წონა... როგორც წესი კოშმარულია 1-2 კილოგრამს უკაკუნებს კაკ მინიმუმ ყველა ეგეთი ოპტიკა, მოუხერხებელი ზანტი მოუქნელი არსებაა, იმენნა ნერვებზე აგწევს
ფერად ფერადი განათება - გამოუდეგარია სრულიად, არაერთს გვქონდა ეგეთი განათებული ბადე და ვიცი რასაც ვამბობ, ბოლოს ერთერთ ჩემს სამიზნეში დაჯდა ელემენტი და იმის მერე რამდენიმე წელი გავიდა არც გამომიცვლია, იცი რატომ? რეალურად გამოუდეგარია... კი კაი თეორიაა რომ იქ შებინდებისას გამოიყენებ, იქ შავი ჯვარი რომ არ ჩანს შავ ფორნზე მწვალეს ან წითელს გამოიყენებ, მაგრამ რეალში აფსოლუტურად გამოუდეგარი რამეა, 2=3-ჯერ ჰა 10-20-ჯერ გამოიყენებ და მორჩა დალშე მხოლოდ საქმეში ჩაუხედავი ხალხის თვალში მარკის დასაწერად გექნება, აჩვენებ და გაიგებ ჩაფიქრებულ ხმას - ვაააააა, ვააააა
და ბოლოს თვითონ ბადე... შენ რაც იყიდე მაგას აქვს ეგრეთწოდებული სამხედრო ბადე რომელიც გეხმარება საორიენტაციო მანძილის გამოთვლაში ოღონდ ეგეც ცვალებადი იდეაა ჯერადობიდან გამომდინარე, პნევმატიკაში კი არაერთგზის დამტკიცებულა გვჭირდება და გამოყენებადია მხოლოდ Mil-DOT ბადე, ნუ შეიძლება EXTENDED Mil-DOT, ან დამატებით Half- Mil-Dot ბადე, რომელიც გაძლევს ტყვიის ვარდნის კომპენსირების გამოთვლის შესაძლებლობას....
ანუ აი ასეთი ბადე
ეს არის კლასიკური 5 წერტილიანი ბადე, მაგრამ თუ ტყვიის ვარდნა ძლიერია შეიძლება მოისურვო Extended Mil-dot-ი რომ ქვევით ვარდნის გამოსათვლელად მეტი წერტილები გქონდეს, ვთქვათ არის 9-10 წერტილიანი მილდოტ ბადეები
არის კიდევ უფრო გაძლიერებული ბადეები ეგრეთწოდებული ნახევარ მილდოტები რომ წერტილიდან წერტილამდე კი არ გქონდეს "პაპრავკები" არამედ მათ შუაშიც გქონდეს ორიენტირის აღების საშუალება, აი ასეთი ვარიანტი
მაგრამ ეგეთი ბადეები ჯერადობით ძვირიან ოპტიკებზეა და 100$-მდე ოპტიკაში პრაქტიკულად არ იჩითება.
შენ კი ადექი და ითრიე ეგრეთწოდებული Range Finder-ი ოპტიკა, ანუ მანძილ მზომიანი, ოღონდ არ გეგონოს რომ რაიმეს ზომავდეს
ეს კი არ ზომავს რამეს არამედ გათვლილია ადამიანის სიმაღლეზე, ან რკინის ჩაფხუტზე და იმის მიხედვით რამდენჯერ ჩაეტევა ადამიანის ფიგურა ან ჩაფხუტი სეტკაში, მაგის მიხედვით პლიუს სპეც ფორმულის გამოყენებით იღებ საორიენტაციო მანძილს...
შენს შემთხვევაში პრობლემა ისაა რომ ბუნებაში ჩაფხუტი არაფერს ახურავს, არც ქაღალდზეა ეგეთი სამიზნეები დატანილი , ადამიანს როგორც წესი არ ვუმიზნებთ და ისევ ასათვლელი წერტილი არაფერი გაქვს, და ბოლოს ყველა ეგეთი ოპტიკის ბადე რეალურად მუშაობას იწყებს 100 მეტრის ზევით, ანუ იქ 200-300 მეტრზე რომ ჩანს ადამიანის ფიგურა და გარკვეული ზომა აქვს აი იმის მიხედვით ხდება ფორმულაში გამოთვლა. შენ კიდევ პნევმო უნდა ისროლო სამუშაო მანძილით 30-50 მეტრი... აი რაში უნდა გამოგადგეს ეგ ბადე?
მოკლედ ვეებერთელა თხოვნაა სანამ რაიმეს გააკეთებ დაწერე ხოლმე რა, შემოხვედი ფორუმზე სადაც ხალხმა რაღაც მაინც იცის და შეუძლია რჩევა, არ იყენებ მაგ ფუნქციას
P.S. შემდეგში გთხოვ დააკვირდე თემის სათაურს და ამ თემაში ვილაპარაკოთ მხოლოდ ხელნაკეთ PCP-ებზე, ხოლო ოპტიკა იქნება ტყვია, ჩანთა, ქამარი თუ ფეხსაცმელი ეგ თემები უნდა იყოს ნახსენები სხვა შესაბამის თემებში. თუ ეგეთ თემას ვერ მონახავ მერე უნდა გახსნა ოღონდ შესაბამის განყოფილებაში და არა იქ სადაც მოგინდება.
უხეიროდ დამბურძგლა ,რას წარმოვიდგენდი თუ მაგხელა ხლაფორთობა იქნებოდა,,,,,,
დახმარებით ჯაჯა სიმართლე გითხრა მე ხელი მქონდა ჩაქნეული ,აღარ ვაპირებდი ამის აწყობას ,მხოლოდ თქვენი დახმარებით ავაწყე და თუ ეს ოპტიკა არ მომეწონა იაფად მაქ დათრეული სანერვიულო არაფერია,, როგორც ვიყიდე ისე გავყიდი ......ისე კი რა თქმა უნდა ჯობდა რომ მეკითხა და რჩევა მიმეღო მარა ეხლა გვიანია.
ოპტიკაზე ჩანთაზე და ქამარზე საყვედური მიღებულია.
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services