•დატენვის მექანიზმი: ლულის გადაწევა
•კალიბრი: 4,5 მმ.
•ტყვიის სიჩქარე: 305 მ/წმ (თუ მეტი არა :D:D)
•მჭიდის ტევადობა: 1
•კონდახი: გალაქული კაკლის ხე
•სიგრძე: 117 სმ.
•წონა: 3.5 კგ.
•ოპტიკა: 3-9X40 CENTER
(––POINT
რეგულირებადი სასხლეტი
ფირმა
მოდელი
მოდერატორი
ოპტიკა 3-9X40 CENTER
(––POINT
ასევე შესაძლებელია ღია სამიზნის დაყენება
გაფორმება
გაფორმება
აქვს აგრეთვე დასაკიდი, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ნადირობისას
ეხლა რა ხდება აქ, სურათებით ყველაფერი ჩანს, მოდერი აქვს ჩემს მიერ გაკეთებული რაც დამიჯდა მხოლოდ და მხოლოდ 3 ლარი, ვინაიდან და რადგანაც: პულივიზატორში მივეცი 3 ლარი მხოლოდ, დანარჩენი ყველაფერი მქონდა. ვიცით რომ მოდერი პნევმატიკაზე ხმის შეშაშთანთქად აფსურდია, მხოლოდ პატარა რაოდენობით თუ ახრშობს ხმას.
ეს მოდერი შედგება: რეზინისაგან, რათა არ დაცურდეს ლულაზე, ხის დახვრეტილი ფირფიტათაგან ლულაზე რომ დაჯდეს, ალუმინის 4 სანტიმეტრიანი მილისაგან, რომელიც დახვრეტილია, რათა ჰაერი გავიდეს ნახვრეტებში და ცოტათი მაინც ჩაიშთანთქოს ხმა, რამაც მინდა ავღნიშნო გაამართლა კიდეც. სწორედ ამან მოუმატა სიგრძე იარაღს, ამ მოდერის გარეშე მისი სიგრძეა 113 სანტიმეტრი.
ეს თვითონ მოდერი არის პლასტმასის რადგან ვერ ვიშოვე ალუმინისა, ესეთი ზომებით, თან უფრო მსუბუია და ლულას ძალიან არ ამძიმებს, დახვრეტილ ალუმინის მილს უკან ჩაფენილი აქვს ნაჭერი, რადგან თავიდან ვცადე ისე და რო გავისროლე მილის კედელს რო შეეხო ჰაერი გამოტყორცნისას, მიტყეპების ხმა ჰქონდა და ამავე ფორუმიდან წავიკითხე ნაჭერი უნდა ჩაუფინოთო, ამიტომ ჩავუფინე (კედლებს მივაწებე) და ეგ პრობლემაც გადაიჭრა. მინდა გითხრათ გაამართლა, მართალია ცოტა, მაგრამ მაინც და ხმა ცოტა რაოდენობით შთანთქა და ისეთი ხმაურიანიც აღარ არის.
ხ.მ.ე.ლ.ო
მიზანი როგორი აქვს? ამ მოდერის დაყენებამ ხო არაფერი შეცვალა(ხმის გარდა)
აშკარად სიმპიტაურად გამოიყურება ეს ბუკაჩი. ვიზუალუად მომწონს მართლაც. შენ მოდერი იმიტომ დაუყენე რო სიგრძე მომატეოდა ესეიგი, ანუ ტრუხაზე სანადიროთ სიარულისას ისე მაგრა შეგიშლის ხელს გრძელი ლულა, და რადგან ამ სტილის იარაღებს ძირითადად დგუშის მოძრაობის ხმა აქვთ შესაბამისად მოდერი არანაირ ეფეკტს არ ახდენს. უმოდეროდ გამოცემული ხმა რო დაგიფრთხობს 100 მეტრში ფრინველს, მოდერიტაც იგივე მოხდება. სადმე რო წახვალ მოხსენი ჩაიდე ჯიბეში და თუ ვინმე გადაგეყრება დაუყენე და გაიმარიაჯე
მე მომწონს ეს იარაღი. ალბათ ღირს ამაში ნიტრო ზამბარის ჩადება. პროფესორებმა უკეთ იციან
დიზაინი ნამდვილად მომწონს,კარგი სახმარი იქნება ნადირობისას.აი შიგნეულობის სურათებიც რომ იყოს კარგი იქნება.როგორი სასხლეტია,როგორი დგუში.თუარ დაიზარებს ავტორი ამ სურათების გადაღებას კარგი იქნება.ეს მხოლოდ ზედაპირული განხილვაა.აი შიგნით რა ხდება შიგნით?მარტო ასე იტყვის კაცი რომ ლამაზია და მორჩა.
ისევ წაშლის ესკაცი თემას როგორც ვატყოფ
არა რა შუაშია წაშლა უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ თოფი სრულად უნდა განიხილოს ბოლო ჭანჭიკამდე ასე ვთქვათ.სასურველია რომ ყველა ის მოდელი რაც იყიდება საქართველოში იყოს განხილული თავისი პლიუსებით და მინუსებით.მართალია თოფის დაშლა ზოგისთვის ძნელია და ზოგი საერთოდ ვერ ახერხებს დაშლას,ნუ ასეთ შემთხვევაში ვერ დააძალებ ვინმეს ამის გაკეთებას.თუ მოინდომებს კაცი გუგლში ინფორმაციის მეტი რაარი მარა აქაური რომ თვითონ გაგანდობს თავის თოფზე შთაბეჭდილებას სულ სხვაა.
მდააა...
ფირმა
მოდელი
მოდერატორი....
... მდააააა ოხ მოკლედ, ოხ მოკლედ....
ja_ja
დეტალური ინსტრუქციაა საჭირო ბატონო ჯა-ჯა
ხო მართლა, ჯგუფების გაკეთებას რაც შეეხება, ამ ახალ წელს მემგონი სოფელში ჩავიტან და იქ ვიჩალიჩებ, აბა აქ ქალაქში რა გავაკეთო, კორპუსიდან ხო არ დავიწყებ სროლას :D რამდენჯერმე კი მაქ გატანილი და ნანადირევი მარა 2 კაჭკაჭი მოვკალი ესე 35 მეტრის დაშორებით და ერთი კიდე............... არ დავწერ, ეს მოდერატორებმა იციან :D:D ხო და .............. კაროჩე უნდა მოიცადოთ რა :D:D:D:DD:D:
გილოცავ. ძალიან მაგრად მომეწონა....
მაგარი ლამაზია მოდერით.
ხ.მ.ე.ლ.ო
მეც მომეწონა, გილოცავ
ის მხარზე გადასაკიდი ქამარი შენ დაუმაგრე, თუ რომ იყიდე ქონდა?
აჰა ესეც თავის ღია პრიცელი ყოველი შემთხვევისთვის :D:D
შედეგი თუ აქვს მაგ მოდერის გაკეთებას?
ბალანსი არ დაირღვა თოფის?
შედეგის შესახებ ზემოთ წერია, ანუ ცოტა ჩაახშო თქო ხმა, არც ველოდი მეტს, რადგან პვევმატიკაზე მოდერს აზრი არ აქვს. და ბალანსს რაც შეეხება არ დარღვეულა.
ისადა მოდერი მთლიანად რამდენია სიგრძეში და ლულაზე რამდენთ არის წამოგებული?როგორც გავიგე 4 სანტიმეტრია ის კამერა რაც ხმას აღშობს?თუ ვცდები?
კი 4 ია, არ ცდები და მეტი იმიტომ არ გავზარდე რომ მერე ლულა ძაან გრძელდებოდა და ულამაზოდ ჯდებოდა.. სუ მისი სიგრძეა 20 სმ ანუ 16 სმ ა წამოგებული
მგონი პირიქით უფრო კაი შედეგს მოგცემდა.თუ ხმის ჩახშობა გინდა კამერა რაც უფრო დიდია მით უფრო ახშობს ხმას.თუ მომავალში რამის შეცვლას აპირებ გაუკეთე მცირე ზომის ნადულნიკი ლულას რომელსაც თავზე რეზბა ექნება და საჭიროების შემთხვევაში უცებ წამოაგებ მოდერს.მე მასე მაქვს და ძალიან მოსახერხებელია სიმართლე გითხრა.ახლა სილიკონის პლასმასის რეზერვუარიდან მინდა მოდერის გაკეთება (ხომ წარმოიდგინე რამხელა იქნება) მარა შედეგს კარგს მომცემს ვიცი
ვიცი რო უფრო ცაახშობდ ამაგრამ, მე უფრო სილამაძისთვის დავამზადე, ეგ არ მაინტერესებდა ხმას ჩაახშობდა თუ არა და რაც შედეგი მომცა ხმის ჩახშობისა ეგეც მეყოფა თან იმდენი მაწვალა, მეზარება კიდე რამე ვიჩალიჩო.....
ისიც გაითვალისწინე რომ ნადულნიკი სიზუსტეზეც მოქმედებს რადგან ლულის ვიბრაციას ამცირებს გასროლისას.თანას ნახე როგორ დახატა თოფი
http://imageshack.us/photo/my-images/831/samit.jpg/
მოიცა რისი თქმა გინდა, ჩემმა ნადულნიკმა არ დახატა თოფი? :D:D
სიჩუმისთვის არ გამიკეთებია თქო ხო ავღნიშნე ბევრჯერ, სიზუსტეც არ დაუკარგავს , კმაყოფლი ვარ
აი ხალხნო, რომ დაგპირდით ჯგუფებს გავაკეთებ მეთქი, ავასრულე დანაპირები, სოფელში გავასეირრნე ჩემი პნევმო და შედეგებიც სახეზეა...
ეს გახლავთ ზუსტად 50 მეტრის სიშორეზე გაკეთებული ჯგუფები, მანძილი გადავზომე რულეტკით.... ხო მართლა, ეს ჯგუფები გაკეთებულია 3 ლარიანი უბრალო ტყვიებით...
რავიცი აბა, შეაფასეთ რა
ეს კიდევ ცოტა გავინავარდე და გავერთე რა
ხ.მ.ე.ლ.ო
ერთი ვერ გავიდე: შუაში რომაა მორტყმული სხვანაირად რატომ გამოიყურება, და დვერდზე გასულები სხვანაირად?
საერთოდ ჯობს 5 ტყვიიანი ჯგუფები აკეთო ხოლმე
ჩემი რჩევაა მოაშორო ეგ 3ლარიანი ტყვიები!!!...
ეს იმიტომ რო დაახლოებით 2,5 სანტიმეტრი სისქის ხეზე მქონდა ეგ ფურცელი მიკრული და შუაში რომ ხვდებოდა იმდენად არ ატყობდა ტყვია კარგად იწურებოდა ფურცელზე და ისე ხის გარეთ რაც მოხვდა გააფლეთინა, ეგრე ქნა რა
იმ ძვირიანების ყიდვა არ შემიძლია
თორე მოშორებას რაღა უნდა
ნუ 40მმ 3 ლარიანი ტყვიებით მშვენიერია! ისე პოზიციაც მიაწერე ხოლმე
სკამზე ვიჯექი და იაშიკზე მქონდა ჩამოყრდნობილი, ის იაშიკი კი ქანაობდა და ნერვებს მიშლიდა მარა არა უშავს, მე მაინც ყმაყოფილი ვარ
ეს ჩიტებიც რო დევს სურათზე, სუ ყველა შორ მანძილზე მყავს დახოპცილი ესე 30 35 მეტრზე... რავი რავი რავი.... მე მომწონს და ...
ხ.მ.ე.ლ.ო
ენთუზიაზმი კარგია მაგრამ,საჭიროა გარკვეული ცოდნა თუ როგორ მოგვაწოდო ინფორმაცია. ასე მაგალითად: ჯგუფების საჩვენებლად სახაზავი უნდა დადო, ასე უფრო გასაგები იქნება რა ზომის ჯგუფზეა საუბარი.ეს 50 მეტრი დოგმა კი არა არი,გააკეთე 10 მეტრზე 25 მეტრზე ჯგუფები.აქედან დაიწყე, დამიჯერე უფრო შეგიყვარდება შენი ქუესტი.
p.s. ბეღურები მიირთვი თუ გადაყარე?!
ჯობია 10მეტრიდან დაიწყო. ოღონდ ლულისთვის ჯობია წესიერი ტყვიები.!!!
ფოქსი
ბეღურა იჭმევა???
არა ამათი ხორცი ვჭამე კაცო, რატო გადავყრიდი... ფოხი ეხლა ქალაქსჰი ვარ და 10 მეტრიდან როგორგა გავაკეთო ჯგუფები? უჯრიან ფურცელზე ტყვილად კი არ ვიმიზნავე? ტვალსაჩინოდ რო ჩანს რა ზომის ჯგუფებია იმიტომ აღარ დავადე სახაზავი თორემ კი არ მეზარებოდა
ხო მარტლა რატო არაა ბეღურების ხოცვა გამარტლებული, ქვეყანანი არიან, ყველაზე ბევრნი მემგონი ეგენი არიან, და რატომ არ მარტლდება? არ ვიცი და იქნებ დამეხმარო, ან რის მოკვლაგაა გამართლებული? ვიცი რომ შაშვის მოკვლაც არ შეიძლება
ხ.მ.ე.ლ.ო ბეღურას თუ ესვრი დედლები აარჩიე,უფრო ქონიანი და გემრიელია.გარჩევაც ადვილია დედალ-მამლის. დედალს ღია ფერის კისერი აქვს,მამალს შავი
რაც მე მაგენი მაქვს ნაჭამი შენს თოფს რაც შეეხება ის მაინტერესებს,ფურცელს რომ ესროდი ლულა გქონდა ჩამოყრდნობილი თუ კონდახი? ეს პოზიციები ორივე განსხვავებულ შედეგებს იძლევა.(ზ.დ.პ.-ები მაქვს მხედველობაში)
ბეღურეებიუს გარჩევა ბვიცი კაცო :D: რას მეკაიფებიტ... რა მქონდა ჩამოყრდნობილი და ზამბარა სადაც ზის იმ ადგილზე მდებარე კონდახი, ანუ ხელს სადაც კიდებ ის რა
ხ.მ.ე.ლ.ო - სულაც არ გეკაიფები. თუარ გჯერა ეგ შენი საქმეა. გეუბნები თუ ბეღურებს კლავ და მერე მიირთმევ ჯობია დედალი მოკლა ვიდრე მამალი.(უფრო გემრიელია)
შენი თოფით მოდერის გარეშე ხომარ გისვრია კიდე?ესეც გვაინტერესებს.
ნწ, არააა, სულ ეკეთა, არ მომიხსნია ესე უფრო სიმპატიურია
კი ვიცი, მაგრამ ეხლა ეს ცუდი სჰედეგია 5ო მეტრზე? :D ბეგურებს 30 35 მეტრზე სულ კისრებში და თავებში ვურტყი :D: ესაა ცუდი? :D:D
50 მეტრზე კაცო
ზემოთ რა დავჯგაბნე?
რაც შეეხება თურქულ ტყვიებს 10 დან 5 ამართლებს. ახედე ცას, გაისროლე და დააკვირდი ტყვიას რა ტრიუკებს აკეთებს ჰაერში,გაგაოცებს.მე მაგალითად რომ ვისვრი თურქულს სპირალისებურ მოძრაობას აკეთებს ჰაერში.ასე რომ მაგ შემთხვევაში თოფი არ დაადანაშაულო არასდროს.
ოკ
რახან აქ მაქვს დაწერილი ჩემი პნევმოს შესახებ ყველაფერი, ბარემ აქ გავაგრძელებ და სხვა თემას არ გავხსნი
ესეიგი რა ხდება: გავაკეთე ახალი მოდერი ჩემი ქროსმანასთვის, რომლის მილის სიგრძეა 24 სანტიმეტრი და ამ მილის დიამეტრი კი 2.8 სმ თავის კედლებიანად.
დავამზადე იმ რეცეპტით ასე ვთქვათ, როგორც სინამდვილეში მზადდება, პ.ს. ბევრი რომ არ მეწვალა ის ძველი დავშალე და იმის ნაწილები დავუმატე, ოღონდ ლულის ტუჩიდან უფრო დავაშორე დიდ რეზერვუარში რომ იმოძრაოს შედარებით ჰაერმა, დახვრეტილი ალუმინის მილის უკან ჩაფენილი აქვს ნაჭერი, რათა ჰაერიის კედლებთან შეხებამ ხმა არ გამოიწვიოს. აი ეს არის რა
და აი ესე მოუხდა
ხო მართლა, იმ ძველთან შედარებით უფრო გრძელიცაა და უფრო განიერიც და კიდევ ამჯერად გადავღებე ისეთი ფერით, რომელიც არ პრიალებს, რაც ძალიან კარგად დააჯდა იარაღს...
პ.ს. სეკურიფ რო დაგპირდი აგე შევასრულე
მდა...
სერიოზული აგრეგატი გაგიკეთებია
შენით გააკეთე? ალუმინისაა? რითი შეღებე? ძაან მძიმე ხომ არაა?...
მარტო ჩემით გავაკეთე, ალუმინისაა, შეღებილია პულივიზატორით, ძალიან მძიმეც არაა, ესეთი მინდოდა ჩემი პნევმოსთვის, სიზუსტესაც მოუმატებს თან უფრო... კი არ ვუჩივი, მაგრამ მაინც
პ.ს. გრეგორ ეხლა ოპტიკას ველოდები და რო ცამოვა მერე დავაწვეთ სანადიროდ თუ თანახმა იქნები და ყველას გვეცლება, შევთანხმდებით და რეალშიც განახებ ამ პნევმოს.. ჩემს ნაჩალიჩარს
ცოტა არ იყოს მემგონი ნამეტანი დიდი შტუკა წამოაცვი თოფს.
შენი ახსნიდან არ ჩანს რაფერაა დამაგრებული ლულაზე (საერთოდ ახსნაზე და აზრის გადმოცემაზე ზალაინ ბევრი სამუშაო გაქვს ჩასატარებელი), მოკელდ თუ უბრალოდ ეგ მოდერი ლულის ბოლოზეა წამოცმული, ნამეტანი ვავა დღეში ხარ. ერთხელაც ან რაიმეს წასდებ, ან ხელით შემთხვევით შენ ან მეგობარი წაეპოტინევით მოდერს გადასატენად და ვავა მოხდება კერძოდ ცენტრიდან გადაიხრება და მიზანს აგირევს
თუ ლულას კარგა ღრმად ეცმევა და სადღაც მოდერის შუაშია ის ადგილი რომელიც ლულის ბოლოში არსებულ რეზბაზე ჯდება, მაშინ კარგადაა საქმე, იმიტომ რომ ხელი რომც წაგიცდეს დიდი არაფერი მოხდება, ყოელ შემთხვევაში ისე იოლად არ გამოვა მწყობრიდან როგროც პირველ შემთხვევაში, თან გრძელი ბერკეტი გამოდის და შეგიმსუბუქებს თოფის გადატენვის პროცესს.
ახლა თქვი რა მეთოდით გაქვს ლულაზე მოდერი დამაგრებული
P.S. ისე მაინც ნამეტანი დიდი ბალაყანაა და კანონ დამცავებს მგონი უაზრო ეჭვებს და კითხვებს გაუჩენს.
ეგ როგორ დამავიწყდაააა
ესეიგი რა ხდება: ჯაჯა სიდიდეს რაც შეეხება, ესეთი მინდოდა რა, უფრო ლამაზია ხომ ხვდები ხო უხდება ეხლა მაგრად მოდერები მაქვს ნანახიი იმხელები რო თოფი აღარ ჩანს
რაც შეეხება მის ლულაზე დასმას, სადღაც მოდერის შუაში არ არის ის ადგილი რომელიც ლულის ბოლოში არსებულ რეზბაზე ჯდება, არამედ უფრო დიდი ადგილი ჯდება თვითონ ლულაზე, ლულის ტუჩიდან მოდერი მხოლოდ სულ რაღაც 5 სანტიმეტრითაა დაშორებული.. ამიტომ შესაბამისად იარაღს უმატებს მხოლოდ 5 სანტიმეტრს, შეგახსენებთ რომ ეს მოდერი იარაღის სიგრძის გასაზრდელად არ გამიკეთებია, მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალისთვის და ცოტა ხმის შესამცირებლად, რაც წარმატებით აისახა.. მინდა ავღნიშნო
რაც შეეხება დამაგრებას, კარგად მაგრდება რადგან ბოლოში 1 სანტიმეტრი სისქის გამოჭრილი რეზინა აქვს და ლულაზე ისე ჯდება რომ არ ცურავს, მის შემდეგ იგივე ლულის სისქის ნახვრეტისოდენა ფიცარი მაქვს ჩასმული რომ მოდერმა გვერდიდან გვერდამდე მოძრაობა ვერ განახორციელოს, ესეც 1 სანტიმეტრისაა და სულ რომ შევკრიბოთ ბოლოში მოდერს იკავებს 2 სანტიმეტრი. ხოლო მოდერის თავის ქალას ( )რაც შეეხება, იქაც 1 სანტიმეტრის სისქის ფიცარი მაქვს გახრეტილი და ეს ფიცარი უკვე თვითონ ლულის რეზბაზეა გახვრეტილი და იქ ჯდება მყარად.
ასე რომ შემიძლია დიდი სიამაყით ვათხოვო ჩემს მეგობრებს პნევმო
ისე გიყვარს შენი თოფი, სულა რაღაცას უკირკიტებ. ბოლო მონაცემებით საკმად კარგი შედეგები გქონდა.ვითომ გიღირდა მაგის მერე კიდევ რამის გადაკეთება? ჯაჯას ვეთანხმები იმ აზრში რომ,მოდერი ლულის ხრახნის შუამდე მაინც უნდა იყოს, რომ არ გადაიღუნოს
გადატენვის დროს. ხმის ამბავი როგორაა ეგეც დაწერე როცა გამოცდას გაატარებ.
კი კი დავწერ აუცილებლად, არა მგონია დიდად რამე შეცვალოს, ცუდისკენ არა ყოველი შემთხვევისთვის, აი მერე გავიტან და გამოვცდი რა, ჯერ ოპტიკას ველოდები და თან მაგრად ცივა, ეხლა რა გამიყვანს მაგისთვის გარეთ?
მართლაც ბევრს ვუკირკიტებ ხოლმე, მართლა მიყვარს: ნუ მარტო ეს არა, საერთოდ იარაღები მაგრად მიზიდავს... და ნადირობა ჩემი ჰობია
ხო მართლა სულ დამავიწყდა ერთი ნიუანსი ამ თოფთან დაკავშირებით რამაც მე ძალიან გამაკვირვა. შეიძლება ვცდები და თუ ასეა შემისწორებენ აქ სხვები.საქმე ის არის რომ ამ თოფს არააქვს ფასკა.ანუ როცა ვნახე გამომავალი მხარე, იქ იყო ცილინდრისებური ნახვრეტი ნარეზების გარეშე სიღრმით სადღაც 5-6მმ და თანაც 4,5მმ ზე ცოტა ფართე დიამეტრის.ანუ გამოდის ის რომ ტყვია გასროლისას როცა გაიწურება და ნარეზებს მოსცდება მერე უნდა გაიაროს ის 5მმ სიგრძის ცილინდრისებური დერეფანი და მერე გამოვა გარეთ.
ეს ქარხნულად აქვს ასე თუ ფასკის მოჭრა დაავიწყდათ? მგონი როცა ტყვია ნარეზებს დატოვებს მერე ჰაერის ნაკადი მას ცოტა ტრაექტორიას შეუცვლის სანამ საბოლოოდ გარეთ გამოვა თუ რამე მეშლება მითხარით და თუ არა მაშინ ხმელოს ახალი ფასკის მოჭრა მოუწევს
გეშლება სეკურიფ, ზუსტად აღარ გახსოვს
ხო კიდე ნახავ და მერე დააკვირდი
ცალკე თემა გავხსენი ჩემს ოპტიკასთან დაკავშირებით, აქ კი კიდევ სხვა ცვლილებებთან ერთად ვიტყვი რომ, აი როგორ გაალამაზა ჩემმა შექმნილმა მოდერმა და ჩემმა ლამაზმა ოპტიკამ ჩემი რემინგტონი (სიტყვა "ჩემი" ტავტოლოგიაა, მაგრამ არა უშავს ) ...........
და ბოლოს. პ.ს. ესეც მე
აქ იმიტომ დავწერე ეს პოსტი რომ ცოტა ხანში ნადირობის სურათებსაც ავტვირთავ... პასუხს ველოდები და
პ.ს. სანშაიერით იმდენად გრძელდებოდა ოპტიკა რომ ლულის გადატეხას უშლიდა ხელს და არ გამიკეთებია
როცა დავაყენე ოპტიკა, იმ დღეს შემომაღამდა, ამიტომ ვეღარ მოვითმინე და მეორე დღესვე ბალკონში გავიტანე და 5-ე სართულიდან წავინადირე "ბალკონში"-სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ გარეთ გასვლა-გატანა დამეზარა... სულ მოვინარიდე 5 ცალი გვრიტი, მეტი ვერ გავიმეტე, ესეც წანადირების შედეგები:
რაც შეეხება ტერიტორიებს თუ სად მოვინადირე და რა მანძილზე:
წითელი ცოლორით არის მონიშნული სად ისხდნენ ეგ გვრიტები. პირველ ფოტოზე 3 ცალი მოვინადირე : აქედან 2 ცალი 20 მეტრის სიშორეზე პირდაპირ მჯდარი და 1-ი კიდევ 25 მეტრის სიშორეზე ზემოდან დაბლა 45% იანი კუთხის დაქანებით.
ამ ფოტოზე ერთი ცალი მოვინადირე 18 მეტრის სიშორეზე, ზემოდან დაბლა 180 % იანი დაქანებით ანუ ბალკონიდან ეზოში პირდაპირ ქვემოთ ჩაშვერილი ლულით
ამ ფოტოზე კი მინდა ავღნიშნო ჩემთვის ძალიან გასახარი შედეგი. 60 მეტრის სიშორეზე მჯდარი ტყვიის მოხვედრისთანავე გაშეშდა
ტყვიებს რაც შეეხება ვისვროდი 10.65 გრანიან ბარაკუდებს...
ამ ყველაფრის შემდეგ, გაპუტვამდე და მწვადების შეწვამდე შენობის (კორპუსის) სახურავზე ავედი და ცოტა წავიფოტოგენურე, ასე ვთქვათ
ვაუ ხმელო მალადეც რა ჰანტინგი მოგიწყვია ყველაფერი კარგია,თოფიც მაგარ ვიდზე გაქვს მარა აივნიდან ნადირობას მოერიდე თორე ერთ მშვენიერ დღეს მოგიკაკუნებენ კარებზე და შენი თოფი დაასრულებს სიცოცხლეს რაიონული განყოფილების შემნახველი საკნის თაროზე
გიჩივლებს ვიღაც და პრობლემები შეგექმნება.გარეთ მაინც არ გადიოდე მაგ ფიშტოთი.ვინმემ რომ შეგხედოს ცეცხლსასროლი ეგონება.
კარგი რჩევაა, გავითვალისწინებ
ხ.მ.ე.ლ.ო
4- ადგილზე ტექსტი ჩაგისტორე, თუ რა ტექსტი ჩაგისწორე ეგ უკვე PM-ში მოგწერე, კიდევ ერთხელ რაღაც ასეთს დავინახავ და ახსნა განმარტების გარეშე ბანს ჩაგახუტებ, გამოვტოვებ ვირნებს და სხვა სისულეებს. დაიოკე ემოციები და დაუკვირდი ტექსტებს.
ხ.მ.ე.ლ.ო
აქ ხალხი რასაც გირჩევს, წყენად ნუ მიიღებ, პირიქით გამოგადგება...
ფოტოპოზირება კარგია, მაგრამ სასხლეტზე საჩვენებელი თითის დადებით იარაღის ჭერას ნუ მიეჩვევი, თუ იარაღთან ურთიერთობას გააგრძელებ, მავნე ჩვევად გადაგექცევა და საბოლოოდ შეიძლება ცუდი შედეგით დაგიმთავრდეს...
საჩვენებელი თითი, სასხლეტს უნდა ეხებოდეს, უშუალოდ სროლის მომენტში, ოქროს წესია ეს!
დანარჩენი რაც შენიშვნა მოგცეს, მაგის გარდა, კარგი ბიჭი ხარ რომ ცუდი რაღაცეებით არ ერთობი და ცხოვრების ჯანმრთელ წესს მიყვები
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services