მოგესალმებით ფორუმელებო,
ახლავე მინდა ერთი შენიშვნა გავაკეთო: ეს არ არის თოფის სრული რეპორტი, ეს არის პირველი შთაბეჭდილება... სრულ რეპორტს გპირდებით, ცოტა ხანში დავდებ, როცა ყველა იმ აპგრეიდს გაუკეთებ, რაც ჩაფიქრებული მაქვს.
ასევე გადვწყვიტე ახალი თემის გახსნა, რადგან კი არის აქ AF Talon-ის სრულზე სრული განხილვა, მაგრამ განხილული Talon-ი საკმაოდ ადრინდელი მოდელია, მას მერე თოფში რაღაც-რაღაცეები შეცვალა მწარმოებელმა და თანაც ეს Condor-ია და არა Talon-ი.
დავიწყებ იმით, თუ რატომ მაინც და მაინც Condor-ი?
გემოვნებაზე როგორც მოგეხსენებათ არ დაობენ, (თუმცა ზოგი ამბობს, რომ დაობენ), ამ თოფში პირველ რიგში მომხიბლა მინიმალისტურმა დიზაინმა და აპგრეიდის პრაქტიკულად უსასრულო შესაძლებლობამ. დიზაინიდან გამომდინარე, თავიდან ცოტა ეჭვს იწვევდა თუ რაოდენ კომფორტული იქნებოდა სროლის დროს, მაგრამ გარწმუნებთ, ხელში დავიჭირე თუ არა მაშინვე მივხვდი, რომ ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ ჰქონდა.
ოპტიკიანად თოფს პრაქტიკულად იდეალური ბალანსი აქვს, სიმძიმის ცენტრი განლაგებულია ზუსტად სასხლეტის დამცავის წინ, რაც ისედაც მსუბუქ თოფზე უფრო მსუბუქის შეგრძნებას ტოვებს.
თუმცა, მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ...
თოფი შეუკვეთე პირამიდაზე, ოპტიკა HAWKE SIDEWINDER 30 6x24-56 ამაზონზე, ასევე პირამიდაზე შეუკვეთე აქსესუარები , რომლებიც ფოტოზე ჩანს (ოპტიკის ასამაღლებელი რელსი და ბიპოდის დასამაგრებელი პიკატინი)
სამი დღის უკან ჩამომივიდა მთელი კომპლექტი უპრობლემოდ, წამოვიღე სახლში, გავხსენი და დამხვდა ეს:
(ხო, ფერი სპეციალურად ეგეთი შევარჩიე, ჯერ ერთი ნაღდ იარაღს არ გავს, ზედმეტი კითხვების თავიდან ასცილებლად და მეორეც, შავი მომბეზრდა უკვე, თან ჩემი მარადაც შავია, ასე რომ, რაღაც განსხვავებული მომინდა.)
შეფუთული იყო ასე, თუმცა ეჭვი მაქ ჩვენმა მებაჟეებმა აფათურეს მანდ ხელი...რადგან ამას გარე ყუთიც უნდა ჰქონოდა, კარდონისფერი...
http://pix.ge/
ესეც შიგთავსი, როგორც ხედავთ Talon-ივით ე.წ. აქაფებულ რეზინაში არ დევს, არამედ, უბრალო კარდონში ( აირ ფორსმა ეტყობა ყუთზე ეკონომიის გაკეთება გადაწყვიტა)
http://pix.ge/
ესეც ოპტიკა. რავი მარადაზეც Hawke მიყენია და ძაან კმაყოფილი ვარ, ასე, რომ ახალ ფიშტოზეც იგივე ბრენდის ოპტიკის დაყენება გადავწყვიტე.
http://pix.ge/
http://pix.ge/
მოკლედ გავხსენი და დავიწყე აწყობა
http://pix.ge/
http://pix.ge/
და საბოლოო ჯამში მივიღე ეს გადარეული ( თუ რატოა გადარეული, ამას მოგვიანებით მოგახსენებთ)
http://pix.ge/
http://pix.ge/
ეხლა რაც შეეხება განსხვავებებს ზველ და ახალ ვერსიებს შორის
პირველ რიდში ეს არის რეზერვუარის მანომეტრი და სწრაფი დატენვის პორტი, რომლებიც ძველ ვერსიაზე არ იყო და საკმაოდ ბევრ გულისწყრომას და შენიშვნას იმსახურებდა აირფორსის მიმართ. ეხლა რეზერვუარის დასატენად აღარ არის საჭირო მისი მოხსნა.
http://pix.ge/
ესეც მანომეტრი, მინდა გითხრათ, რომ AirForce-ის მანომეტრი მარადასგან განსხვავებით ძალიან ზუსტია, პრაქტიკულად იგივე წნევას აჩვენებს რასაც ხელის ტუმბოს მანომეტრი, რამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა
http://pix.ge/
კიდევ ერთი სიახლე, ეს არის ე.წ. spin-lock sistem რომელიც საშუალებას გვაძლევს რეზერვუარი ტრიალის გარეშე მივამაგროთ თოფზე , ამისთვის მოყვება სპეციალური ხელსაწყო
http://pix.ge/
http://pix.ge/
როგორც მოგეხსენებათ ადრინდელი condor-ები და talon-ები რბილად რომ ვთქვათ სიჩუმით არ გამოირჩეოდნენ, ახალი თაობის კონდორის ყველაზე დიდი ინოვაცია ჩემი აზრით არის ე.წ. sound lock სისტემა, რომელმაც მართლაც გამაკვირვა, ასეთ რამეს არ მოველოდი...
ყველას მოგეხსენებათ თუ რაოდენ ჩუმია მარადა, მაგრამ გასროლისას მაინც რაღაც ჰაერის ხმა ისმის, ახალი კონდორი 240-310 მ/წმ დიპაზონში პრაქტიკულად უხმოა, ისმის მხოლოდ ე.წ. დამრტყმელის ხმა და მერე ტყვიის მიზანში მოხვედრის ხმა, ეგაა და ეგ, და არამც და არამც არ ვაზვიადებ...
და ეს ყველაფერი sound lock წყალობით.
http://pix.ge/
http://pix.ge/
თუმცა, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ გადასცდება თუ არა ტყვიის სიჩქარე ბგერისას, ანუ 330მ/წმ-ს უკვე არავითარი sound lock სისტემა აღარ შველის და ხმა აქ კაი გეკოსავით, თუ მეტი არა...
ეხლა გადავიდეთ სროლაზე, კერძოდ სიჩქარის დასარეგულირებელზე, სროლების რაოდენობაზე, წნევაზე და ა.შ. და აქ მიხვდებით თუ რატოა ეს თოფი გადარეული და რას ვაპირებ მის გასახედნად
ესე იგი თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ მიზანში სროლა რასაც ჰქვია, არ მისვრია, უბრალოდ დავკიდე სამიზნეები, რომ ამდენი რტყვია ტყუილა ჰაერში არ მესროლა, თან ქარიც მიშლიდა ხელს და თან მაინცდამაინც დიდი მონდომებით არ უმიზნებდი, დღეს სხვა რამე მაინტერესებდა და მიზანში სროლის რეპორტს მოგვიანებით დავდებ, როცა დრო და ამინდი შემიწყობს ხელს.
და მაინტერესებდა კერძოდ რა? რა და სიჩქარეების დიაპაზონი და რამდენ ასე თუ ისე ნორმალურ გასროლას ეყოფოდა ერთი დატენვა.
მაშ ასე, დავიწყეთ
ნაშუადღევს ჩავალაგე ბარგი-ბარხანა და ავედი ზღვაზე, უფრო სწორად ზღვის მაღლა მთაში.
გავაწყვე თოფი,ქრონი და შეუდექი საქმეს. სიმძლავრის დასაყენებელი დავაყენე მინიმალურ ნიშნულზე, ანი 1-ზე, რადგან გუშინ როდესაც სახლში გავაკეთე რამოდენიმე საცდელი გასროლა 5 ნიშნულზე, ბოლომდე დატენილი ბალონით 10.34 გრანიანი JSB-ით, მომცა 353 მ/წმ, და ბალონში წნევის ვარდნისას, მოგეხსენებათ სიჩქარეც იმატებს, რასაც ქვევით მოყვანილ ცხრილში იხილავთ.
ეხლა წარმოდგენაც მიჭირს რა სიჩქარეს მომცემს 2400-2500 psi-ზე, რომელიც ამ კონკრეტული თოფის მაქსიმალური სიმძლავრის წნევაა, და თანაც კიდე თუ სიჩქარის, სიმძლავრის) მარეგულირებელს მაქსიმუმზე, ანუ 13-ზე დავაყენებ. (აი რატომაცაა გადარეული).
რადგანაც ასეთი სიჩქარეები არაფრად გვჭირდება დავაყენე მარეგულირებელი მინიმუმზე, ანუ 1-ზე, და აი რა მივიღე
http://pix.ge/
AirForce Condor ss 18' 0.177 PW-1 (min)
1. 241 3000 PSI
2. 245
3. 245
4. 244
5. 243
6. 244
7. 246
8. 243
9. 245
10. 241
11. 243
12. 242
13. 249
14. 244
15. 245
16. 249
17. 247
18. 244
19. 245
20. 246
21. 247
22. 254
23. 248
24. 251
25. 252
26. 251
27. 256
28. 255
29. 253
30. 257
31. 254
32. 256
33. 256
34. 258
35. 259
36. 259
37. 258
38. 262
39. 262
40. 260
41. 266
42. 260
43. 265
44. 268
45. 270
46. 262
47. 262
48. 274
49. 266
50. 265
51. 271
52. 278
53. 272
54. 285 ***
55. 280
56. 276
57. 284
58. 287
59. 287
60. 287
61. 291
62. 287
63. 288
64. 296
65. 287
66. 290
67. 288
68. 293
69. 284
70. 294
71. 300
72. 305
73. 310
74. 303
75. 309
76. 306
77. 294
78. 310
79. 306
80. 309 2300 PSI
მიაქციეთ ყურადღება, 80 გასროლა აღმავალი სიჩქარით და შევჩერდი თოფის ოპტიმალურ წნევაზე, რადგან უკვე არც ტყვიების ხარჯვა მინდოდა(მითუმეტეს პირამიდაზეც დეფიციტი გახდა 10.34 გრანიანი JSB, წინასწარი შეკვეთა გაუკეთე ერთი კვირის უკან, და 9 მარტს იქნება მხოლოდ სტოკში სავარაუდოდ ) და რისი გაგებაც მინდოდა გავიდე, ანუ ასეთი პარამეტრებით დარეგულირებული ეგ თოფი კიდევ მინიმუმ 100 გასროლას გააკეთებს, ეს იქიდან მოვიტანე, რომ გუშინ სახლში რო ვტესტავდი, 1500 psi-ზე თოფი ჯერ კიდევ 275-280 მ/წმ-ით ისროდა.
აი რას ნიშნავს 490 კუბიკიანი რეზერვუარი, თუმცა ამას მეორე მხარეც აქვს, როცა ცარიელი რეზიკის დატუმბვა დავიწყე დაახლოებით 450 ბუქნის გაკეთება მომიწია, გამწყვიტა წელში , აქვე ავღნიშნავ, რომ 2300-იდან 3000 psi-მდე დატუმბვას დაახლოებით 120-130 ბუქნი სჭირდება, მაშინ, როდესაც მარადას დასატუმბათ 1600-დან 3000 psi-მდე 110-120 ბუქნი სჭირდება.
ეხლა ყველაზე საინტერესო, ანუ რა აპგრეიდის გაკეთებას ვაპირებ.
პირველ რიგში, რომ მოვთოკო ეს არაადეკვატური ენერგია ვაყენებ ALTAROS რედუქტორს, რომელსაც დავარეგულირებ ისე, რომ მომცეს 290-295 მ/წმ, ეს ყველაზე ადეკვატური სიჩქარეა ჩემი აზრით, ეს კიდე მომცემს პრაქტიკულად ''უსასრულო'' გასროლების რაოდენობას, რედუქტორი გზაშია და იმედია მაქსიმუმ 2 კვირაში ჩამოვა
http://pix.ge/
პლიუს ამას გადამშვები კლაპნის სპეციალური თავი, რომელსაც აქვს 3 კვეთა: დიდი, საშუალო და მცირე (გზაშია)
მართალია ეს თოფი არის 0.177 კალიბრში, თუმცა თუ გახსოვთ დასაწყისში მოგახსენეთ, რომ მას აქვს აპგრეიდის უზარმაზარი საშუალება, ასე რომ ვიყურებით წინ, მომავალში
http://pix.ge/
ერთ-ერთი რაც არ მომეწონა ეს არის ე.წ. პისტოლეტის სახელურის ფორმა-ზომა, ჩემი ხელისთვის საკმაოდ ვიწროა და მიწევს სასხლეტზე თითის ლამის მეორე ფალანგით დაჭერა, რაც დამეთანხმებით არც თუ ისე მოსახერხებელია. ამიტომ ვცვლით სტოკ სახელურს აი ამაზე: (გზაშია)
http://pix.ge/
მეორე რაც ჩემი აზრით რბილად რომ ვთქვათ, არც ისე მოსახერხებელია, არის ე.წ. კონდახი, ანუ იგივე ჰაერის რეზერვუარი, ამიტომ ვამატებთ ამას (გზაშია):
http://pix.ge/
და მესამე, რაც ჩემი შეხედვით არც თუ მთლად ჯდება თოფის დიზაინში არის სასხლეტის დამცავი, ამიტომ ისიც შეიცვლება ამით (გზაშია):
http://pix.ge/
მოკლედ ეს იყო რაც მინდოდა გამეზიარებინა ამ ეტაპზე, უახლოეს მომავალში, როცა ჩამომივა ყველა ის ნაწილი რაც ჩამოგითვალეთ და მიუსადაგებ ჩემს გემოზე, კიდევ მოგახსენებთ შედეგებს, პლუს დავტესტავ სხვადასხვა ტყვიებზე და მანძილებზე.
უჰ, რამდენი დამიწერია, იმედია თავი არ მოგაბეზრეთ.
კიდევ ერთხელ გილოცავ, ძალიან კარგი ფიშტო ჩანს, რეალშიც მაინტერესებს ისე როგორია
ოპტიკა კიდევ უკეთესი
გილოცავ, 10-იანებში სულ!
ნამდვილად საინტერესო ფიშტოა და საინტერესოა ძალიან საბოლოოდ რა შედეგებს მიიღებ
P.S. მაგის დატენვას ბალონი უნდა 100%
geojorjika
Power_VANO
დიდი მადლობა ბიჭებო, მეც მაინტერესებს საბოლოოდ რა გამოვა
მშვიდობაში. ძAლიან მაგარი პნევმოა
გილოცავ მშვენიერი შენაძენია. 290 მ/წ რამდენ გასროლას გაკეთებს უფრო ზუსტად არ შეგიძლია მითხრა?
ბაიკერი
მადლობა, გაიხარე
archi_daili
მშვიდობაში , სასურველი მიზნების მოხსნაში
გილოცავ შენაძენს , სულ სასურველი მიზნები მოგეხსნას
ვაა გილოცავ კაი შენაძენია, და კაი გასართობიცაა
აი საიდვაიდერს ცალკე გილოცავ ეგეც კაი სათამაშოა... ტყუილა არ იძახიან კაცები არასდროს არ გამოდიან ბავშობის ასაკიდან, მხოლოდ მათი სათამაშოების ფასი იზრდებაო
გაიხარე კარგი რეპორტისთვის, ძლივს არ შემოგვემატა ადამიანი რომელსაც კლავიატურასთან მეგობრობა არ ეზარება. რესფექტ!
შენაძენს გილოცავ, ფერზე კარგი მოგიფიქრებია, ჩვენნაირ განუვითარებელ ქვეყანაში, კაცმა არ იცის მებაჟეს თავში რა მოუფრენს. შეფერხების გარეშე ჩამოტანის ინფოც სასიამოვნოა.
ერგონომიულობის თვალსაზრისით მე ეაფორსის ფიშტოები ძალიანაც მომწონს, ხელშიც კარგად ჯდება და ბალანსიც იდეალური აქვს, ერთადერთი მინუსი ჩემთვის არის "აბოიმის" არ ქონა და ასევე გადატენვის მექანიზმი, რაღაცნაირად მოუხერხებელია, ნუ ფუტურისტული დიზაინი მართლა გემოვნების საკითხია, მაგრამ რაღაც მომენტში ასწორებს.
გილოცავ მართლა კაი რამეა, ოღონდ ბალონი გინდა ახლა აუცილებლად
cz80
mister_io
გაიხარეთ, მადლობა, თქვენთვისაც მომელოცოს სასურველი ფიშტოები...
ja_ja
მადლობა მოლოცვისთვის
pilotina
გილოცავ! ძალიან მომწონს შენი არჩევანი. მაგარი სიმატიურია.
pilotina
გილოცავ, მაგარია, რა გინდა მჭიდი გინდა დაუყენო ?
ისე მიზანი საინტერესოა როგორი აქ
Multi-Tool
koknar
მადლობა, მოლოცვისთვის, გაიხარეთ
pilotina
FX revolution. პოლუავტომატია ძალიან მაგარი პუშკა მარა მარტო 22 ში გამოდის
pilotina
გილოცავ. მადლობა რეპორტისათვის. ძალიან კარგი ფერია - იმდენად ფერადი რომ ვინმეს ცუდად თვალში არ მოხვდეს (უფრო სწორედ მოხვდეს და რაღაც "არასერიოზულის შთაბეჭდილება დაუტოვოს) და ამავდროულად არც ძალიან მყვირალაა (თუმცა მე პირადად Neon Green გამისწორდებოდა
pilotina
გილოცავ ძაან მაგარია!
თუ საიდუმლო არაა რა თანხებთანაა დაკავშირებული ეგ სიამოვნება?
nihontoman
გაიხარე, მადლობა მოლოცვისთვის
maqsimusa
მადლობა
თანხას ნუ მკითხავ, მე თვითონ შემეშინდა, რო დავაჯამე ყველაფერი... , მარა საკუთარი სიამოვნებისთვის რას არ იზამს კაცი...
pilotina
Davitus
აუ ახლა ნუ აკაკუნებთ სად აქვს მოუხერხებელი გადატენვა? მე დაჟე რაღაც პონტში მისწორებს მაგ ფიშტოების გადატენვა, ნიტოშტო არღაც არასტანდარტულობის გამო არამედ რაღაც პონტში საკაიფოდ მოფიქრებულია და დაჟე რაღაც მომენტებში გადმართლებული და მოსახერხებელიც....
უი რა მსუბუქია, ოპტიკა რამდენი გრამია ?
გილოცავ, bullseye ბში,მაგრამ ეგ ტყვიები მსუბუქი არ არის მაგისთვის?
Ex3
ტყვიები მძიმეა კაკრას, თოფია გადარეული ეგ რომ ცოტა კარგად დარეგულირდეს ნორმალური სიჩქარის დიაპაზონში, ალბათ იმდენ გასროლას მისცმეს რომ ერთ გასვლაზე მეტი არც დატენოს
ხოშიანი თოფია, მშვიდობაში
Ex3
gela
მადლობა, გაიხარეთ
pilotina გილოცავ! სიმართლე გითხრა,თავიდან,რომ დავინახე,მეგონა წყალქვეშა თევზაობისთვის რომაა შექმნილი ,,гарпун,,-ი,მაგი მეგონა..აი თურმე რა ყოფილა
SCORPIONS
pilotina
გილოცავ, მართლაც კაი რამაა, მაგის პატარა ძმა მყავს (მაქვს) და ფერი მეც განსხვავებული მინდოდა, მაგრამ სადაა
bazuka
pilotina
რას იწონის ეს მხეცი? (მთლიანი ეკიპირებით)
archi_daili
pilotina ძალიან მაინტერესებს, მაგას ჰაერის გადამყვანი ანუ პერეპუსკი 177 კალიბრში რა დიამეტრისა აქვს?
Multi-Tool
pilotina მადლობა, მაგრამ ეგ შიდა დიამეტრია?
Multi-Tool
თემა გასუფთავებულია, 2 კაცი მივლინებიდან დაბრუნებული თუ ასევე გააგრძელებთ დღესვე გაგიშვებთ ახალ მივლინებაში მთაში.
თოფი პირდაპირ გეუბნება, მაგარი რაღაც ვარო
JSB-ს თუ გატესტავ ამ იარაღით, ცხადია შედეგებს გვაჩვენებ ხო?
ძალიან მაინტერესებს 50 მეტრზე სროლის შედეგები და უფრო შორსაც თუ შეუძლია...
P.S. მშვიდობაში...
ხ.მ.ე.ლ.ო
მადლობა
რა თქმა უნდა გავტესტავ და შედეგებსაც დავდებ 25, 50, 75, 100 მეტრიან დისტანციებზე...
pilotina
ერთი სამნაირი ტყვია მაინც გაისროლე, საინტერესო იქნება
რატო ჩაკვდა ეს თემა სიზუსტის შედეგები დაიდოს და კიდევ ქრონის შედეგები
არ ჩამკვდარა, რედუქტორს ველოდები... რაღაც იგვიანებს ძააან... 21 თებერვალს გამოაგზავნეს ჩეხეთიდან და ჯერაც არ შემოსულა საქართველოში..
სახვა რაღაცეები, რაზეც დავწერე ჩამოვიდა და მიუყენე უკვე, მაგრამ ნაწილ-ნაწილ დადება არ მინდა ინფოსი, ყველაფერს ერთად რო მოუყრი თავს, ტესტირების შედეგებიც დაიდება.
pilotina გილოცავ მოგვიანებით. კარგი იარაღი შეგირჩევია და ერთერთი საუკეთესო ოპტიკა. Hawke მაგარი ბრენდია. ;-)
dawiti
მადლობა, გაიხარე
მოკლედ ვიფიქრე დღეს გავტესტავ თქო და ავედი ნაკვეთში, მარა ჩემი ფეხები, არაფერი გამომივიდა, ისეთი კაი ნიავი უბერავდა, რომ ჯგუფებზე ლაპარაკს აზრი არა აქ...
ქარი ხან მარჯვნიდან უბერავდა ხან მარცხნიდან და ხან ჩემკენ, შესაბამისად ტყვიებიც ხან მარცხნივ მიქონდა ხან მარჯვნივ და ხან ქვემოთ..
ისე მარადაც მქონდა წაღებული და რამხელა განსხვავება მომცა ქარის მიმართ სტაბილურობაში აირ ფორსთან შედარებით, მე თვითონ გამიკვირდა... წარმომიდგენია 0.0000რა იქნება, ტიტუუუუუ....
pilotina
SCORPIONS
pilotina მაინც ვერ გავიგე,რა 0.0000 ,რა ქარი? მარადა უფრო ყოჩაღობდა დღეს,თუ ვერ გავიგე სწორად? ისე,მე რო დავპოსტე იმდღეს,26მეტრზე მიფანტავსთქო,ნიავი კიარა და ქარი ქროდა,მაგრამ 26 მეტრზე,ქარმა,დიდი როლი არ უნდა ითამაშოს ჯგუფზე,მითუმეტეს,20მეტრზე.
maqsimusa მეთქვი,მარტო მე ვერ გავიგეე..არსი ისეთი გამოვიტანე,რომ მარადა უფრო უმკლავდებოდა ქარს..აი 0.0000 რო ყოფილიყოვო.....ეგ კი ნაღდად ვერ გავიგე რა ატამი,რი ატამი
რა ვერ გაიგეთ კაცოუუუ...
ქარი იყო მეთქი და .177 კონდორი ფანტავდა მეთქი, მერე მარადა ვისროლე მეთქი და მარადა მასე არ ფანტავდა იმიტომ რომ.... ნუ მოკლედ იმიტომ...
და ის დასკვნა გამოვიტანე, რომ .177- ზე ქარი მაგრად მოქმედებს მეთქი...
და .00000 რო მქონოდა თქო ის ვაფშემც არ გაფანტავდა თქო
SCORPIONS
სადაა მოდერი, მიხედეთ აქაურობას
pilotina გასაგებია! გმადლობ..მეთქი რა 0.0000 რამდენი მეტრი წამით ისვრის 0.68 გრამს კონდორი?
SCORPIONS
pilotina გმადლობ. ჩემი ვარია კი 0.54 გრამიანებს,ისვრის 295მ.წ.-ით მიჭირს გამოთვლა,თუ რამდენით გაისვრის 0.68 გრამიანებს.
SCORPIONS
pilotina მაიცა,მაიცა, ჩემთვის გამოთვალე? გმადლობ! ე.ი. ჩემი ვარია 263 მ.წ.-ით ისვრის 10.5 გრეინს.?
datka25 არა დავით,მაგის ბედი ვინ მომცა.? ჟორჟიკამ მომცა ეგ ინფო,თორე მე რავი რამდენით რას ერევა.
SCORPIONS
maqsimusa
აუ ამას ქვია გაყინული მოზგები რა , აი რუსეთში რომ ვიყო პიტრდაპირ გეტყოდით "ნე პაშოლ ბი ია ს ვამი ვ რაზვეტკუ" ბლინ ასეთი რთულია რაიმე ეგეთის წარმოსახვა? რას ააჭრელეთ მთელი თემა???? ეეეეხ... ნოუ კომენტ რა....
ja_ja 2x2 ვიცი რო ორია და 0.0000 გრამიანი ტყვია,ვერ მივხვდი და რაღა ვქნა? ეგეთი მსუბუქი ტყვია,არ მინახავს.
SCORPIONS
გრამი არაა
სხვა სიტყვაა , მის სახელს არ ამბობენ ხოლმე(ვოლდემორი არაა) მასეთ რიცხვებთან , .000, 0.000, ანუ 000.5 და 0000.5 თან )
ახლა ხომ მიხვდი?
Ex3
Ex3
SCORPIONS
ე ბიჯო თუ აკვირდებით მაინცა რომ დაგსდევთ და ყოველ თქვენს პოსტშ ციფრებს ვასწორებ?! დავიჯერო ვერ ხვდებით რატომ? ან რატომ დავწერე ეგ ყველაფერი??!!
და შეეშვით კოსმოსული მასშტაბის მსჯელობებს იმაზე რაც თემას არ ეხება!
ja_ja ოკ
შემოისეირნებს მერე აქ ვინმე ბიდზია ''კუკარაჩა'' და მსჰვიდობით ბედნიერო ცხოვრება
მოგესალმებით ყველას.
როგორც იქნა, ორი თვის ლოდინის (საქართველოს ფოსტის გადამკიდე) შემდეგ ჩამოვიდა კონდორის რედუქტორი და მეც გადავწყვიტე პატარა აპდეითი გაუკეთო ამ თემას.
ესე იგი, როგორც თემის დასწყისში მქონდა აღნიშნული, კონდორისთვის გამოწერილი მქონდა სხვადასხვა დამატებითი ნაწილები ტუნინგისთვის (იხ.სურათები), რედუქტორის ჩამოსვლის შემდეგ, ყველა ზემოაღნიშნული ნაწილი უკვე ხელთა მქონდა და გთავაზობთ იმას, რაც საბოლოო ჯამში გამოვიდა.
ეს არის talontunes.com - იდან გამოწერილი ჰაერის გადამშვები ცვლადი შიდა დიამეტრებით. მას ვიყენებ მხოლოდ JSB 10.34 გრ. ტყვიებზე, რათა შევამცირო გასროლის სიჩქარე ადეკვატურ მნიშვნელობამდე.
თუკი ვიყენებ JSB 25.39 გრ. ტყვიებს, მაშინ ჰაერის გადამშვების შიდა დიამეტრის შემცირება არ მჭირდება, შესაბამისად რჩება გადამშვები მაქსიმალური (5.4 მმ) კვეთით.
http://pix.ge/
ეს არის AR-15 -ის სახელური, რომელიც დამეთანხმებით გაცილებით ერგონომიულია კონდორის ქარხნულ სახელურთან შედარებით. პატარა ხელის შევლება დასჭირდა და დადგა თოფზე იდეალურად. მაგრამ ეს სახელური დაგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასთან ერთად დააყენებთ იგივე talontune-ს ე.წ. rtigger guard-ს
ეს სახელური
http://pix.ge/
ესეც rtigger guard-ი
http://pix.ge/
როგორც ადრე ავღნიშნე კონდორის კონდახი რბილად რომ ვთქვათ, მაინც და მაინც მოხერხებული ვერ არის, ამიტომ ამის გამოსწორებაში დამეხმარა აი ეს
http://pix.ge/
საერთო ჯამში ეს ნაწილები ასე გამოიყურება
http://pix.ge/
კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც მართალია საერთოდ არ მჭირდება როცა 10.34 გრ-იან ტყვიებს ვისვრი, რადგან კონდორის თავისი ინტეგრირებული შრაუდერი იდეალურად ახშობს ხმას, მაგრამ მჭირდება როცა 25.39 გრ-იან ტყვიებზე გადავდივარ,რადგან ამ შემთხვევაში ხმა საკმაოდ იმატებს, ამ დამატებითი საუნდმოდერტორით კი ხმა თითქმის 10.34 გრ-იანი ტყვიების დონეზე დაიყვანება.
http://pix.ge/
http://pix.ge/
და ბოლოს ALTAROS რედუქტორი. მართალი გითხრათ თავიდან ცოტა ეჭვები გამიჩნდა რედუქტორის ზომებიდან გამომდინარე, რამდენად ეფექტური იქნებოდა. ეს ეჭვები ჯა-ჯა -მაც გააღრმავა, როცა რედუქტორი ნახა, რადგან რედუქტორის უკან მოცულობა ცოტა არ იყოს პატარად მოგვეჩვენა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დატესტვის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
რედუქტორი დაყენებული აღმოჩნდა 1900 psi გამომავალ წნევაზე, ჰოდა 3000 psi-დან 1900 psi-მდე 25.39 გრ-იანი JSB-ით გამოვიდა 53 გასროლა საშუალო სიჩქარით 263 მ/წმ.
ცხრილს დაბლა დავდებ, აქ ფიშტოს საერთო ხედი
ეს რედუქტორი( ორი მანომეტრი გამოვიდა, ერთი მიჩვენებს რეზერვუარის წნევას, მეორე კი რედუქტორის შემდეგ წნევას)
http://pix.ge/
ეს კონდახი
http://pix.ge/
ეს AR-15-ის სახელური და talontun-ის სასხლეტის მცველი(trigger guard)
http://pix.ge/
და ესეც საერთო ხედი
http://pix.ge/
ქვემოთ წარმოდგენილია ქრონზე დატესტვის შედეგები. JSB 25.39 გრანი.
1. 263
2. 264
3. 264
4. 263
5. 262
6. 262
7. 262
8. 262
9. 263
10. 262
11. 262
12. 262
13. 262
14. 264
15. 264
16. 263
17. 265
18. 266
19. 265
20. 264
21. 264
22. 264
23. 264
24. 265
25. 264
26. 264
27. 264
28. 263
29. 264
30. 264
31. 265
32. 265
33. 263
34. 263
35. 263
36. 265
37. 263
38. 263
39. 263
40. 264
41. 263
42. 262
43. 264
44. 265
45. 266
46. 265
47. 264
48. 262
49. 264
50. 263
51. 263
52. 261
53. 262 აქ რედუქტორმა დაამთავრა თავის საქმე და თოფი გადავიდა პირდაპირ წნევაზე 1900 psi
54. 260
55. 257
56. 257
57. 256
58. 257
59. 257
60. 255
61. 254
62. 252
63. 251 1600 psi
მაშ ასე 53 გასროლა რედუქტორზე 5 მ/წმ დიაპაზონში და 63 საერთო ე.წ. გამოყენებადი გასროლა. მე მგონი არაა ცუდი შედეგი.
ჩემი აზრით 10.34 გრ-იანი ტყვიებით მინიმუმ ორჯერ მეტ გასროლას მივიღებ რედუქტორზე. ნუ მაგას მერე დავტესტავ.
რაც შეეხება მიზანში სროლას და ჯგუფებს, სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ვერ მოვაბი თავი, ხან ამინდმა შემიშალა ხელი, ხან სამსახური და ა.შ.
იმედია უახლოეს მომავალში, როგორც კი ამინდები გამოვა, სიზუსტეზე სროლის შედეგებსაც მოგახსენებთ. თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ 15 მეტრზე ორივე ტყვიით შეიძლება ითქვას,რომ დიამეტრის ზომის ხვრელს აკეთებს, მარა რა თქმა უნდა მესმის, რო 15 მეტრი მანძილი არაა კონდორისთვის, მარა ეს ისე მოვიტანე სათქმელად...
აფიგეწ , როგორ ვიყიდო ეგ ფიშტო?
geojorjika
ოოოოოო მაგ ფიშტოში იმდენი ფული და ნერვები მაქ ჩაყრილი, რომ ღმერთმა ნუ გამიხადოს ისე საქმე,რომ ოდესმე გავყიდო...
pilotina
გილოცავ, გილოცავ და კიდევ ერთხელ გილოცავ, 25 გრანის ამბები საიდან მოაგვარე?
pilotina რა უნდა გაყიდო,მაიტა მაჩუქე და მე გავყიდი..იმ ფულით კი ვარია 100-იც მომივა
ეხლა მთავარია შედეგები, 50,70, 100 ,150მეტრზე
geojorjika
Multi-Tool
მადლობა გოჩა, გაიხარე.
ისე მეჟდუ პროჩიმ, სანამ რედუქტორს დავაყენებდი დამაინტერესა რა სიჩქარეს მომცემდა სიმძლავრის დასაყენებელი ბორბლის მაქსიმალურ მნიშვნელობაზე.
ვისროლე ზემოთ მოყვანილი ტყვიები და მივიღე 1044 fps ანუ 318 მ/წმ.
pilotina
ეგ შეშას დიდ ნაჭრებად დაჭრილს 250მ/წმ ით მაინც გაისვრის
გილოცავ ძალიან მაგარი თოფია. გაემართლებინოს რისთვისაც იყიდე
Multi-Tool
ლოს კაიფოს და გადასარევოს, პროსტა შენს გახარებას მოარიდე ეგ სილამაზე ჩვენს ჭკუა მოგრეხილ სამართალდამცავებს თორემ ფერი არ უშველის მაგ საყვარლობას, მაგის შარში გახვევა კიდევ შენზე არანაკლებად მეწყინება ისე გადასარევად გამოიყურება ეგ მამაძაღლი
ja_ja
კი, ვარიდებ შეძლებისდაგვარად უკეთესი მომავლის იმედით.
ვააახ მართლა ხელოვნების ნიმუშია ,რა ლამაზია თვალი მძლივსღა მოვაშორე.ეგეთი იარაღის უბრალოდ ხელში დაჭერა სიცოცხლის წუთების გახანგრძლივებას ნიშნავს.
gocha311
maqsimusa
ოკ. მაგარი ის იყო,პირველ დანახვაზე,რო წყალქვეშ სანადირო თოფი მეგონა:-) მოკლედ, კარგი რამაა და კარგი ფასიც აქვს!
pilotina
მეც გილოცავ, მშვენიერი შედეგები მიგიღია, იმედია ჯგუფებიც შესაბამისი იქნება
Power_VANO
მადლობა, გაიხარე.
ხო, რავი ვერ მოვაბი თავი ჯერ ჯგუფობანას. შეიძლება კვირას გამოვიდეს, თუ ამინდამა შემიწყო ხელი.
pilotina
ჰოო, თან კანონის გადამკიდე გარეთ საშიშია, სახლში კიდევ 50 მეტრიანი პრიამიკი ვის აქვს აბა
Power_VANO
ბიძინას და მისნაირთ
pilotina ლულას ნუ აცივებ არსად გიჯგუფავია.?
SCORPIONS
pilotina
ყველაზე მაგარი სამუშაო გაქვს
ბაიკერი
ბაიკერი
ყველაფრის სიყვარული არსებობს. მანქანა, თოფი,სახლი დ ასე შემდეგ....
მოტოციკლეტებისაც.
მოკლედ მოვიდა დრო თემას პატარა, მარა მნიშვნელოვანი აფდეიტი გაუკეთო
აფდეიტი ეხება მიზანში სროლას. როგორც იქნა მოვაბი თავი ამ საქმეს, თუმცა როგორც Crosman 1720T - თემაში დავწერე კონდორს არ გაუმართლა იმ მხრივ,რომ სროლა კროსმანით დავიწყე და როცა კონდორის ჯერი დადგა კაი ქარიც, ასე 5-7 მ/წმ ამოვარდა. აგერ ვიდეოს დავდებ ჯერ, სადაც ეს მომენტი დავაფიქსირე
ნუ, მაინც გადავწყვიტე სროლა, აბა ტყუილა ხო არ ვათრიე ამხელა თოფი
მანძილი 50 მეტრი, ტყვია JSB 25.39 გრანი, ქარი არამდგრადი, სხვადასხვა მიმართულების.
http://pix.ge/
ეს ჯგუფი გარგად დაიწყო, მარა ბოლოს ორმა ტყვიამ გააფუჭა
http://pix.ge/
აი იმ ორი ტყვიის გარეშე, ფაქტიურად 3 ტყვია ტყვიაში ჩაჯდა
http://pix.ge/
ბოლის გადავწყვიტე ბარაკუდები დამეტესტა 31.02 გრანიანი. თუმცა JSB-ის მერე ლულა არ გამიწმენდია და ეგრევე ვატაკე ბარაკუდა. შედეგმაც არ დააყოვნა
http://pix.ge/
იმედია, უფრო კაი ამინდშიც გავტესტავ და ვნახავ რისი თავი აქ.
მაგი ქარი,5-7 მეტრს არ გავს რაცხა! ისე კი 50 მეტრზე,ძალიან კარგი შედეგია ჯსბ-ით! ქარის ბრალია დანარჩენი. მოკლედ,მაგარია რა
P.S. სულ მარცხენა მხარეს როა ტყვიები,ნახე? ან ქარი იყო,მაგ მიმართულებით და ან..-ნუ,ეგ შენც კარგად იცი რაშიცაა საქმე
pilotina
მომილოცავს ოქრო იარაღია ოქრო შედეგებით ! ქარალდზე სროლა არმიყვარს მაგრამ ეხლა დამაინტერესა რას იზავს Green Mountain-ის ლულა ჩემ მარადაზე . ანუ რამდენად ჩამორჩება სიზუსტეში შენ მხეცს.
shotexa7
მადლობა მოლოცვისთვის.
არა მგონია GM-ის ლულა ძაან ჩამოუვარდებოდეს ვალტერს
ქარის კვალობაზე უმაგრესი შედეგია, ვალტერი მართლა გლიჯავს, მითუმეტეს ჯსბ-თი
datka25
ციტირებაში ავირიე Green Mountain-ის ლულა მაინტერესებს, საიდან იწერება. . .
datka25
ოოოო, ეგ არ ვიცი
http://www.midwayusa.com/product/117741/green-mountain-barrel-blank-25-20-wcf-106-diameter-1-in-14-twist-25-chrome-moly-in-the-white?cm_vc=ProductFinding
geojorjika
მაგ ჩათლახ საიტზე ვიყიდე ადრე ოპტიკა, 2 კვირის მერე მომწერეს რომ უცხოურ ბარათებს არ ვიღებთო და გამიუქმეს შეკვეთა
geojorjika
მაგ საიტიდან შარშანწინ ვიყიდე რაღაცეები,
ხოოდა მეორედ რომ დავაპირე..ესაო ისაო მაგრამ თქვენს მიერ მითითებული მისამართი გადამზიდი კომპანიააო და კაროჩე იუესეის საზღვრებს გარეთ არ ვაგზავნითო..
სხვადასხვა გადამზიდის მისამართებიც ვცადე, სხვადახვა იუზერით მივწერე, მარა გაშიფრულ;ი ჰქონდათ უჟე და არაოო.. ვოტ
19მმ-ნი ჯგუფი როა, მაგ ტყვიით რამდენჯერმე რო გეცადა უკვე ნათლად გამოჩნდებოდა მაგ თოფის რეალური შესაძლებლობები, ეგ ჯგუფი თუ პირველივე ცდაზე დასვა არაა გამორიცხული 15-მდეც ჩამოხვიდე, ანუ 5 ცდიდან 2 15მმ-ში მოაქციო. ქარს რაც შეეხება გეტყვი, რომ მაგ თოფს არ ჭირდება ძაან იდიალური ამინდი
cz80
მეც იგივე სიტუაცია შემემთხვა. არადა ხან მაგარი სეილები აქვთ
ბაიკერი
pilotina
ეს მაგარი ფიშტო შეგიძენია, გილოცავ.
tengo
მადლობა
pilotina
მშვენიერი შენაძენი და მშვენიერი შედეგი.
იმედია გაგიცნობთ თქვენ და თქვენს ფიშტოს.
geojorjika
შენა ვინა ხარ ჰა? თემა ვერ წავიკითხე სადაც ვაჭრობა არ გაქვს გამართული
აქაც ყიდვა მომინდომა!!!
ქშა აქედან
ilariona
pilotina
27-ი სექტემბრის თემას თუ გადაავლეთ თვალი?
აჰა, აქაც, როგორც კროსმანის თემაში, დავდებ ასე ვთქვათ Long Range სროლის შედეგებს.
ტყვია JSB 25.39 gr, მანძილი 105 მეტრი... ქარი პრაქტიკულად არ იყო. უბრალოდ დამაინტერესა ამ მანძილზე რას იზავდა...
როგორც კროსმანის თემაში დავწერე, მსროლელის შეცდომები ბლომად იყო, მარა როგორც რუსები იტყვიან для начала пойдет....
http://pix.ge/
http://pix.ge/
pilotina
რა ლამაზი ციფრებია, მოკლედ გულს აფართხალებს რა
Multi-Tool
ხო, დამავიწყდა დამეწერა, ეს ზემოთმოცემული შედეგი სტანოკიდან არ მისვრია, ბიპოდიდან ვისროლე....
pilotina
შენა კონდახზე ფეხი არ გიყენია ხო?
Multi-Tool
pilotina კარგით რია,105 მეტრზე რიაღა გინდათ ახლა? მშვენიერი შედეგია რა.
მოკლედ, როგორც მოგეხსენებათ ჩემი კინდორი გადავიყვანე 10.34 გრნიან JSB ტყვიებზე და გადავწყვიტე დამეტესტა სიზუსტეში. ავედი ჩემს ფაზენდაზე, სამიზნე დავაყენე 50 მეტრზე და დავიწყე სროლა. სიჩქარე 276 მ/წმ, ქარი არამდგრადი სხვადასხა მიმართულების.
ეგრევე ვიტყვი, რომ არაფერი გამომივიდა, ნორმალური ჯგუფი ვერ დავსვი. აუწიე მერე სიჩქარე 315 მ/წმ-მდე, მაინც ვერაფერი ჯგუფი გამომივიდა.
აი ამ სურათზეა ერთ-ერთი ამ ჯგუფთაგანი
http://pix.ge/
მერე გადავწყვიტე უფრო მძიმე ტყვიები მეცადა, მითუმეტეს ქარში მაინტერესებდა რამდენად სტაბილურები იქნებოდნენ 10.34 გრანიანებთან შედარებით.
დავტენე ეს JSB 16.2 gr, სიჩქარე 266 მ/წმ, მანძილი იგივე 50 მეტრი
http://pix.ge/
და შედეგმა მართლაც გამაკვირვა,
http://pix.ge/
როგორც ხედავთ ეს ტყვიები მოეწონა ყველაზე მეტად. 37 ჯოულს ურახუნებს ამ სიჩქარეზე.
კროსმანიც ვისროლე,მარა ამ ქარში 50 მეტრზე სროლას აზრი არ ჰქონდა და 25 მეტრზე ვისროლე. შედეგები კროსმანის თემაში.
pilotina მძიმე უყვარს და შეეკითხე თუ გინდა.... მაგის საქმეც ისეა რა,ბერი ბოლშე,კიდაი დალშე ი პო ტოჩნეე
ხუმრობა იქეთ და 50 მეტრისთვის,მართლაც მაგარია!
ეს მამაძაღლი ქარი რო არ ყოფილიყო.........
pilotina
მართლაც მშვენიერი შედეგია და თანაც ამხელა ენერგეტიკა...
მთავარია სტაბილურად დადოს ასეთი შედეგი
gregory
SCORPIONS
სამწუხაროდ სულაც არაა ასე,შეიძლება სწორედ არამდგრადმა ქარმა მოუყარა თავი ამ ჯგუფს.აი მშვიდ გარემოში 5 ჯგუფი მაინც თუ გაკეთდა მისაღები შედეგით ესეიგი უკვე მართლა მოსწონს ეგ ტყვია.
kaka8079
დღევანდელი სროლა ისევ
მანძილი 35 მ, ტყვია JSB 16,2 gr, სიჩქარე 267 მ/წმ, ქარი არა. ადგილი- ისევ ტარასას ტირი
ორივე ჯგუფზე ერთი ტყვი გაიქცა, რამაც საგრძნობლად გაზარდა ჯგუფი. ამ გაქცეულების გარეშე შედეგით კმაყოფილი ვარ. უნდა ვეცადო ეს ''ატრივები'' არმოვფხრა. ტყვიების აწონვა და ერთგვაროვანი მასის მიხედვით დახარისხებამ შეიძლება უშველოს, ვნახოთ...
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
გუთ გუთ
ზდპ თი ყველაზე კაი ჯგუფი რამდენი მმ ა და რა მანძილძე?ეჭვი მაქვს 20 მმ მეც გავაკეთებ ჩემი ვანტაჯით
SVD
10მმ 25 მეტრზე ზდპ ესთვის კარგია.
P.ს. სად დაინახე აქ 20მმ?
pilotina
მშვენიერია, ეხლა უკვე თავისულად შეიძლება ითქვას რო კარგად ისვრის, ერთი და თუნდაც ორი ჯგუფით მართლა ძნელია დასკვნის გაკეთება
მესიჯებს არ ნახულობ?
მსუქანი ლულის სიგრძე რამდენია?
geojorjika
geojorjika
pilotina
ja_ja
რედუქტორი მაინტერესებს მაგ ფიშტოსი
geojorjika
pilotina
ეგენი ნანახი მაქვს კაცო, მე თვითონ უნდა გავაჟეთო და პროსტა ახლოდან მაინტერესებდა რაღაც დეტალები
geojorjika
პატარა აფდეიტი ჩემი კონდორის.
შევიძინე და დავაყენე (შევცვალე) სასხლეტის მექანიზმში აი ეს დეტალიები (მარჯვენა სქემაზე როა ნაჩვენები) :
http://pix.ge/
შედეგად მივიღე სასხლეტის უფრო მკვეთრად გამოხატული ორი საფეხური და მეორე საფეხურის სიმძიმე გაზდა 50-60 გრამი, მოკლედ თითის დადება და გასროლა ერთია.
რომ მოვიცლი დავტესტავ სროლაში.
pilotina ანუ ვან ტაუჩი? გილოცამ ძმა,მაგრამ ჩემი ვარია 40 გრამია და ჰენელი კი 30
P.S. სადაა ბბ?
კიდო რაა იცი? ეხლა თითქოს,გაგიჭირდება,მაგრამ 20-30 გასროლაში უცბად აუღებ ალღოს....მე,რომ ვარია 40 გრამამდე დავამსუბუქე,ძალიან მეუცხოვა,ვერ ვასწრებდი სასხლეტს,ეხლა კი მივეჩვიე და მაგარი პონტია რია
მევასება ეს კანდარა მაგრად. პროსტა ძAან დიდია
დღეს გადავწყვიტე ფაზენდაზე ავსულიყავი და კონდორი დამეტესტა, როგორც ზემოთ ავღნიშნე, კონდორის სასხლეტში გაუმჯობესების შეტანის შემდეგ სასხლეტის წონა გახდა 50 გრამი. მინდოდა ასე ვთქვათ საველე პირობებში მეგრძნო განსხვავება ,
ასევე დღეს ისევ გუსუქე კონდორს ლულა და შესაბამისად ოპტიკაც უნდა გამესწორებინა. ამინდი მშვენიერი იყო, ქარი პრაქტიკულად არ იყო.
ჯერ ვისროლე ქაღალდზე 50 მეტრზე, შემდეგ კი გადავწყვიტე 103 მეტრზე 12 კალიბრის სანადირო გილზებისთვის მესროლა.
ჯერ ვითომ ოპტიკაზე დამაგრებული კამერის მეშვეობით მინდოდა სროლა, მარა არაფერი გამომივიდა. როცა კამერა მაღალი სიჩქარით ჩაწერაზე დავაყენე ( 480 fps ), დისპლეიზე გამოსახულება ისე შემცირდა, რომ ნორმალური დამიზნების საშუალება არ მქონდა, ჰოდა მოვხსენი ისევ კამერა და ჩვეულებრივად გავაგრძელე სროლა. ასე რომ გილზებზე სროლა ვერ ჩავიწერე, ამიტომ სიტყვაზე უნდა მენდოთ : 103 მეტრზე ლუდის ბოთლი პირველივე გასროლით მივლეწე, ხოლო გილზები ერთი 10 ცალი მქონდა დალაგებული და 3-4 სროლა დამჭირდა, რომ დამიზნების წერტილი მეპოვა და შემდეგ უკვე 5 გილზა ზედიზედ მოვხსენი, დანარჩენებიც ერთი-ორი აცელის მერე.
ეხლა ფოტო ვიდეო მასალა
ეს 50 მეტრზე ნასროლი 5 ტყვია
ეს კიდო იგივე 50 მეტრი, ოღონდ ნასროლია უკვე 10 ტყვია
ესეც ვითომ კამერის მეშვეობით სროლის ცდა, იმხელა ბოთლს ავაცილე
pilotina
მაგარი შედეგია 100 მეტრისთვის. ეტყობა იარაღსაც მოეწონა სასხლეტის სიმსუბუქე.
ისა და100 მეტრაზე, გაფანტვა უფრო ნაკლები რატო გააკეთა ვიდრა 50 ზე?
კამერაში გამოსახულების რწევა ალბათ აპარატის ოპტიკური სტაბილიზატორის ბრალია.
ოფციაში თუ ეგიძება, გაუთიშე და ეგრე სცადე.
ხალხი მაღალ სიჩქარიან გადაღებისას როგორ უმიზნებს, თუ ეგრე აპატარავებს. მაქ სხვ რამეში იქნება საქმე,
ისევ ოფციებში იქნება საჭირო ბოდიალი
pilotina
მშვენიერი! არა და სულ რაღაც 2 წლის წინ ყველა აძაგებდა ამ თოფს
ძალიან კარგი შედეგია
Multi-Tool
ilariona
Multi-Tool
pilotina
მაგარი შედეგია
ყვარლისკენ თუ მოხვდები გამოაყოლე და ჩემს მსუქანას შევაჯიბროთ თან ნადირობაშიც გამოვცადოთ . . .
pilotina
ყოჩაღ შენ, მაგარია იარაღია კონდორი.
აუუუ მეც მინდა მარადიორი პატარა და მსუქანა ...
datka25
pilotina
ვაა მაგარი შედეგია ორივე, 10 ტყვიიდან არცერთი რო არ გავიდა 22-დან. სასხლეტს რო მიეჩვევი დიდი ალბათობით შესამჩნევად გააუმჯობესებ შედეგს.
okela84
pilotina
ეს დღევანდელი ქაღალდზე სროლის საუკეთესო ჯგუფი. ერთმა მოწყვეტილმა გააფუჭა საერთო სურათი.
ტყვია JSB 10.34gr, სიჩქარე 286 მ/წმ, მანძილი 50 მეტრი.
http://pix.ge/
ეს უკვე სერიუზულია . ერთის გაქცევა შეძლება ტყვიასაც დავაბრალოთ და აგრეთვე შენს ემოციებს
pilotina
პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა ამ თემის გახსნისთვის, ბევრი გამოსადეგი ინფოა პრაქტიკიდან გამომდინარე.
კითხვა მაქვს ფასებთან დაკავშირებით, ეს ფასები ნორმალურია? ვიყიდი ამაზე იაფად სადმე?
https://ibb.co/bOTt3G
კიდევ რას მირჩევთ "ნასოსზე" (ბენჯამენის როგორ მოერგო) და ოპტიკურ სამიზნეზე?
სამაგრები დოვეთაილ მინდა ხომ?
მოკლედ თუ ვინმეს აქვს რამე რჩევები თუნდაც ორი სიტყვით ამ იარაღთან დაკავშირებით წინასწარ დიდი მადლობა.
FX Streamline თუ ჰქონია ვინმეს, მისი თემა ვერ ვიპოვნე, ამ იარღზეც მაინტერებს გამოცდილება.
და კიდევ, ინგლისურენოვან რესურსებს სულ სპონსორობის სუნი უდით და იქნებ მიმასწავლოთ საიმედო მიუკერძოებელი საიტი ან ფორუმი?
დიდი მადლობა
giga2010
giga2010
chefo
პირველ რიგში კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ფორუმზე. ეხლა რაც შეეხება შეკითხვებს.
1. თავად თოფის ფასი ნორმალურია ახლისთვის, მეც მაგ ფასად ვიყიდე, უფრო იაფად არვიცი სად იშოვი, ნუ შეიძლება რეფაბრიშდ იყოს ან მეორადი გაყიდოს ვინმემ.
2. ოპტიკა დამწყებისთვის ნორმალურზე უკეთესია, მეც Hawke მაქვს და სავსებით კმაყოფილი ვარ.
3. რაც შეეხება ნასოსს, აქ სწორად გირჩიეს, ეგ ფასი ნამეტანი ძვირია, ჩვენს ფორუმელს გრეგორს აქვს ახლები უფრო ხარისხიანი და უფრო იაფად. უბრალოდ რამდენად გაუძლებ 0.5 ლიტრიანი რეზერვუარის ნასოსით ტენვას სხვა საკითხია.
4. სასმაგრები დოვეთაილი აქვს კი.
5. FX Streamline - ს რაც შეეხება, რამდენადაც მე ვიცი აქ არავის აქვს ამ ბრენდის თოფი, შეიძლება ვცდები...
6. ინგლისურენოვანი ფორუმები თუ არ მოგწონს შეგიძლია youtube-ზე მოიძიო, უამრავი ინფოა პრაქტიკულად ნებისმიერ თოფზე.
pilotina
მადლობა გამოხმაურებისთვის.
ჩემთვის პირველ პცპ-ს ვარჩევ, უამრავი ფორუმი, ვიდეო განხილვა მაქვს ნანახი და მგონია, რომ პირველისთვის ძალიან დიდ დანახარჯს ვწევ.
რას მირჩევთ, ხომ არ დავიწყო მაგალითად Benjamin Maximus-ით, გაქვთ გამოცდილება ამ იარაღთან? მინდა ძირითადად ვირთხებთან ბრძოლისთვის (10-15 მეტრი), ასევე 30-50 მეტრამდე მიზანში სროლისთვის.
უბრალოდ 1500$ მდე უეჭველი მომიწევს პლუს ბალონს თუ გადავწყვეტ, ეს კი ზედმეტი მგონია ამ მიზნებისთვის.
chefo
pilotina
pilotina
ja_ja
1500$ დავითვალე კონდორის ჩამოტანა თავისი ბალონით და ნორმალური ოპტიკით. 750+350+220+გზა+18%, ეგ კიდევ მეტია 1500-ზე.
მოკლედ მომავალი სეზონისთვის კონდორს ჩამოვიტან თავისი ბალონით, ან ბალონს აქ ვიყიდი... ახლა ვერ ვქაჩავ და ისეთის ყიდვა არ მინდა რომ გული დამწყდეს.
პ.ს. iaragi.ge - ზე ბალონები ვერ ვნახე.
chefo
მართალია, საიტზე ჯერ არ ატვირთულა
ისე 300$ ღირს . https://www.mymarket.ge/ka/product/view/10101584/
gregory
ერთჯერადად მისი დატენვა რა დაჯდება და მარაუდერის რამდენ დატენვას ეყოფა?
მადლობა
chefo
დატენვა ჯაჯასთან ხდება. ფასი 20-25 ლარია.
მარადას სადღაც 50+ დატენის
chefo
pilotina
ვაკომპლექტებ კონდორს და კითხვები რომ მექნება მოგმართავთ ხოლმე.
1. ბალონიდან გადამყვენი ალბათ დამჭირდება და რომელი რომ მირჩიოთ? ალბათ ეს: https://www.airgundepot.com/afu1009.html. ბალონს ალბათ https://www.mymarket.ge/ka/product/view/10101584/ ავიღებ.
2. ოპტიკის სამაგრები რა სიმაღლის დავაყენო? ან საერთოდ ამ კომპლექტაციაზე რას ფიქრობთ? https://www.airgundepot.com/hawke-optics-vantage-ir-6-24x50-ao-rifle-scope.html, https://www.airgundepot.com/hawke-mount-hm6146.html
3. რაც შეეხება აპგრეიდს, როცა შევიძენ და ჩამოვა მერე შეგაწუხებთ.
მადლობა
პ.ს. კონდორ ტალონის რეპორტი ვერსად ვნახე და იქნებ დამილინკოთ ან 2 სიტყვით ძირითადი განსხვავებები მითხრათ.
chefo
ja_ja
chefo
ja_ja
რაც მე გამოვიკვლიე იარაღის რეპორტებიდან აქ, 4.5 მმ იანისთვის კონდორი ცოტა ზარბაზანს გავს, ანუ არ გჭირდება 400 მ/წ, ოპტიმალური ტყვიის სიჩქარე 280-300 მ/წ, რასაც ტალონიც უზრუნველყობს. გამონაკლისი არის ის შემთქხვევა თუ კანონი შეიცვალა და ზედა კალიბრები დაუშვეს, აპგრეიდი ორივეზე შესაძლოა მაგრამ კონდორი სიძლიერის გამო უფრო კარგად იმუშავებს მაგალითად 5 მმ ზე. სამაგიეროდ ტალონი 130$ ით იაფია.
კონდორზეც და ტალონზეც შეგიძლია სიძქარის რეგულირება, მაგრამ ეს საკმარისია? კონდორის შემთქხვევაში აუცილებლად გვჭირდება ესა: http://www.altaros.cz/en/gunpower/17-regulator-gunpower-airforce-condor#/|demoTab5? ეს კითხვა ალბათ უფრო pilotina-ს ეკუთვნის...
მომიტევეთ ხოლმე ჩაინიკური კითვები, ცეცხსასროლი ასე-თუ ისე მესმის, აქ ჩაინიკი ვარ, ჯერ ჯერობით ის მივხვდი, რომ ტყვიის სიზუსტეზე ძალიან ბევრი რამ მოქმედებს, და თითქმის ყველა პნევმატურს სჭირდება ეგრედწოდებული "ჭკუაზე მოყვანა" რომელშიც თქვენი დახმარების იმედი მაქვს გამოცდილებო.
პ.ს. თუ შეიკრიბებით მომავალში და თქვენი "სათამაშოებიც" თან გექნებათ სიამოვნებით დაგეწვევით.
chefo
chefo
არა მთლად სწორედ ვერ გაიგე... ტალონი კი არის იაფი და მოკლე, მაგრამ ლულასაც დააკვირდი 12 დუიმიანი აქვს, ანუ 30 სანტიემტრიანი ლულაა.... კარგად აწონ დაწონე ეგ გინდა თუ არა.
ხოლო რაც შეეხება კონსტრუირებას, შემდგომში გინდა ბალონი შეცვალე და გინდა ლულა, აფსოლუტურად ურთიერთ შეცვლადია ყველაფერი, ანუ შეგიძლია იყიდო მაქსიმალური კონდორი და სურვილის შემთXვევაში ჩამოიყვანო მინიმლაურ ტალონამდე, ან პირიქით, იყიდო მინიმალური ტალონი და მერე აიყვანო მაქსიმალურ კონდორამდე....
ერთადერთი განსხვავება იქნება ჩარჩოში, კონდორს ტავიდანვე უფრო წაგრძელებული რელსი ადევს თავზე... ასე რომ თუ შემდეგში შეცვლა გაზრდას ფიქრობ, მაშინ ეხლა ფულის გადაყრა შეიძლება მართებული არ იყოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ მაგ თოფის ორიგინალი ბალონები და ლულები ძალიან ძალიან ძვირია (პრაქტიკულად არაადეკვატური ფასი ადევს), შეიძლება უფრო ლოგიკური იყოს თავიდან ასბორილს ცოტა მეტი დაახარჯო და იყო შენთვის, მერე ასევთქვათ ზამბარის ძალის დარეგულირების ჩამოწიო ძირს ი ვსიო....
მოკლედ ძალიან რთულია კონკრეტული რამის თქმა იმდენად შესაძლებელია ყველანაირ ვარიაციაში განხილვა, ცოტა ისე გამომდის თითქოს და გაბნევ და მარტო გტოვებ არჩევანის წინაშე, მაგრამ ისიც არ მინდა გავაკეთო რომ მე ხელი რომელიმე ვარიანტს დავადო და მერე შენ გულში პატარა ეკალი ჩაგრჩეს, - აი ის რომ მეყიდა უკეთესი ხომ არ იქნებოდაო....
ამიოტმაც ვცდილობ მაქსიმუმ ინფო მოგცე და არჩევანი კი უკვე შენ გააკეთე.
რაც შეეხება ALTAROS-ის რედუქტორს, ნუ აი მომკალით და არ მესმის Talon-ზე ან Condor-ზე მაგ კაცის რედუქტორის დაყენებისა, ნუ არის სხვა თოფები რომლებსაც ეგეთი რედუქტორები გამოადგება, მაგრამ აი ტონობით ყრია სხვა გაცილებით უკეთესი ფორმის და იდეის რედუქტორები, ალტაროსის რედუქტორი მაგ თოფისთვის აი ძალიან ძველი კონსტრუქციაა სადღაც 8-9 წლის წინანდელი იდეაა, ტექნოლოგიებში კი ამდენი წელი ნამეტანი დიდი უფსკრულია.
მაგალითისთვის
აგერ კლასიკური და დატუნინგებული
დამტენი პორტი, პლიუს 2 მანომეტრი რომელიც გაჩვენებს ბალონის წნევასაც და დარეგულირებულ წნევასაც
--------------------------------------------------------------------------------
არის ეგრეთწოდებული Z Stყle -იც რომელიც ტან ბალონს ძირს დაწევს და არ დაგჭირდება დამატებით ოპტიკის ასაწევად რელსის ყიდვა
ამასაც აქვს ყველაფერი, თავის კლაპნიან, დამტენიანად და 2 მანომეტრით
--------------------------------------------------------------------------------
არის რეგულირებადი ვერსიებიც
გარდა იმისა რომ დამტენი პორტიც აქვს და თან 2 მანომეტრიც, ანუ შემავალ წნევასაც გიჩვენებს და გამომავალ წნევასაც, ასევე ქვემოდან აქვს წნევის რეგულატორი, ანუ თუ მოგინდება წნევის აწევა ან დაწევა უცებ დაარეგულირებ მაგას და მერე თხრი ბალონში. (როოგრც წესი ტავისი პატარა ხუფი მოყვება და არ დაგჭირდება მთლიანი ბალონის დატენვა და დაცლა)
--------------------------------------------------------------------------------
არის ისეთი რომელიც ონლაინ რეჟიმში რეგულირედება ბალონიდან მოხსნა დაყენების გარეშე
ისევ აქვს დამტენიც, 2 მანომეტრიც და პლიუს ყვიტელი ექვსკუთხედი რომ ჩანს გარედანვე არეგულირებს წნევას აწევ დაწევით...
--------------------------------------------------------------------------------
მოკლედ ვერსიები ძალიან ბევრია და რატომ აქვს ამ ალტაროსს ასეთი აურა რომ არიქა და ეგაა სამყაროს მაშველი არ ვიცი. მაგ კაცი მაგალიტად იმით მაკვირვებს რომ Styer-ის რედუქოტრს აკეტებს რეზერვუარში ჩასაყენებელს, რომელიც წესით შტაირს არ სჭირდება, ისედაც აქვს რედუქტორი, და რეზერვუარში რატომ უნდა დაკა5რგო კიდევ მოცულობა? კაროჩე წოტა ავბუინდი მარა იმედია შინაარსი გასაგებია
ja_ja
pilotina
gregory
დიდი მადლობა დახმარებისთვის, საბოლოოდ გადავწყვიტე კონდორი, როდესაც ჩამოვიტან შეგაწუხებთ
სალამი ფორუმს. ერთი ჩემი მეგობარია დაინტერესებული AirForce-ით. გაყიდვით აქ როგორც ვიცი არავინ ყიდის. ალიექსპრესიდან რომ გამოვიწეროთ ნაწილები, კორპუსი, კლაპანი და ა.შ. ლულის გარდა გამოდის სადღაც 400$. ვერ მოვძებნე სასხლეტი მექანიზმი. მაინტერესებს რამდენად გამოდგება ჩინური რეპლიკა, ან ვინმეს ხომ არ ქონია შეხება?
ამ თემას არ ეხება და ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ, შემთხვევით ვნახე კრალის კატალოგი, სადაც კლონია AirForce-სის, საინტერესოა რა ფასი აქვს
http://radikal.ru
600$ დაახლოებით( აქ თბილისში)
gregory
ისე მაგის ბალონის და უკანა კონდახის პლასტმასის ფასის გარკვევა შეიძლება?
მამენტ ლულებსაც თუ გამოკითხავ თავისი აქვთ თუ ვალტერის?
P.S> ჯერ იყო და კორეელების კლონების გამოშვებას მიჰყვეს ხელი ეხლაა და აირფორსს მიადგნენ თავისას რამეს გააკეთებენ?
ვათვალიერებდი თურქულ საიტებს და იქ ფასი აქვს პუნჩერ ბრეიკერზე ნაკლები https://www.aksuav.com.tr/default.asp?git=17&altkategori1=489
600$ კი ცოტა ძვირია, თუ არ აქვს ვალტერის ლულა
თავიდან რომ გამოუშვეს ეგ მოდელი. ეგრევე დაბრაკეს და შეაჩერეს წარმოება
ეხლა მითხრეს რომ ხარვეზები გამოსწორებულიაო. ვალტერის ლულა არამგონია რომ ქონდეს. ჯერ ზაფხულში აპირებდნენ ვალტერზე გადასვლას, მერე ახალი წლის მერეო...
ალბათ ზაფხულისთვის გადავლენ თუ საერთოდ გადავლენ.
2-3 დღეში ჩამოდის კრალების ახალი პარტია, მაგრამ სამწუხაროდ ეს მოდელი არ შემიკვეთავს.
სამაგიეროდ ნახევრადავტომატი იქნება
კონდახის და პლასტმასის ფასებსაც ვიკითხავ. უბრალო ჯერჯერობით ახალი შეკვეთა როდის იქნება ეგ ნაღდად არ ვიცი.
gregory
პოლუავტამატის ფასი რა იქნება ბატონო?
ეგ საინტერესო ჩანს კაი სიახლეა
მოკლედ გავუკეთე ჩემს თავს საჩუქარი - შევუკვეთე კონდორი, ვნახოთ რა იქნება.
ოპტიკა ჯერ ვერ, ფული აღარ მეყო.
კაი ოპტიკა მინდა, მაქვს სუსტი და მას გამოვიყენებ თავიდან.
მოკლედ წინასწარ გილოცავთ დამდეგს, ყველას მადლობა
კარგი გადაწყვეტილებაა, მშვიდობაში.
გილოცავ
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services