ვიყიდე გუშინ 30 დეკემბერს ბავშვისთვის Weihrauch HW80 +ოპტიკა baueroptics 4-9х32 l4 წითელი წერტილით. საწმენდის კრებული ზეთით -beretta და barracuda ტყვიები. გადავიხადე 1300ლარი ყველაფერში . გავყიდი 1150 ლარად ან გავცვლი Weihrauch HW50 , რადგან ბავშვმა ვერ აწია ოთხ კილოიანი თოფი პლიუს და პლიუს 300 გრამიანი ოპტიკა . იტირა მოწონს და ვერ ერევა. ამიტომ თუ გავყიდი 1150ლარი ბოლოა. და თუ გავცვლი მხოლოდ Weihrauch HW50 სხვაში არაფერში- რათქმაუნდა ფასის შესაბამისად.
ყველაფერი არის ზეთში პარკში ყუთში! თუ არადა დავიტოვებ მაგის დედაცვატირე მწოლიარე მაინც ისვრიან ბავშვები ჯერ
გუშინ ვიყიდე Weihrauch HW80 .ღამე როცა ბავშვებს ეძინა და არ ენახათ საახალწლო საჩუქარი ჩუმად პარკიდან ამოვიღე დავუყენე ოპტიკა ბაუეროპტიკს 3-9/32 ლ4 წითელ წერტილიანი ავიღე ერთი ცალი ბარაკუდას ტყვია მატჩ პალეტი და ...აბა რა გული გამიძლებდა გავედი გარეთ. გვიანი ღამეა მეზობელი გოგობიჭები ბირჟაობდნენ ახალი წლის მოლოდინში , რო დამინახეს სიცილი დამიწყეს -ეგ რა თოფითდადიხარო ჯერ ახალი წელი არ არიო, ბავშვს ვუყიდე საახალწლოდ ტირის თოფითქო ვუპასუხე მე. და აი სახლთან არის ტყესავით.
დავდეთ ნახევარლიტრიანი სავსე პლასმასის ბოთლი. გადავთვალე 70 ნაბიჯი. ოპტიკის ზუმში -7 ბოთლი ძლივს ჩანდა მშველიდა წითელი წერტილი . არ დაიჯერებთ შუაში მოხვდა გახვრიტა უკან ნახევარ მეტრში ხის ღობეში შევიდა. ყველანი სახტად დავრჩით.
და ეს პირველი და ერთი გასროლით. არც თოფისთვის და არც ოპტიკისთვის ხელი არ მიხლია როგორც პარკებიდან ამოვიღე ისე გავისროლე.
მიხომიტო
რამდენი წლისაა ბავშვი?
პირველ რიგში გილოცავ შესანიშნავ პრემიუმ კლასის პნევმატური შაშხანის შეძენას.
რაც შეეხება ტირის თოფს - ჩვენ სნობებს ტერმინები "კისტის/ტირის თოფი" არ გვსიამოვნებს, ნიტოდ ჟღერს, იმიტომ რომ საბჭოთა გადმონაშტია ფაქტიურად. ის თოფი რაც სენ გაქვს, არც კისტის თოფია და არც ტირში იყენებენ მასეთ ხარისხიან, ზუსტ და მძლავრ იარაღს
ეგ თოფი ვაირაუხია, გერმანულია. სუკეთესო ლულით, სასხლეტით და დამუშავებით. რატქმაუნდა მაგ მანძილზე ზუსტია, მარა მე ის გამიკვირდა, რომ გასწორება არ დასჭირდა თოფს... ალბათ იმის ბრალია, რომ ოპტიკა, მისი რინგები და რელსები იდეალურადაა გაკეთებული და პირდაპირ აჯდება, ან უბრალოდ დიდი დამთხვევაა (მე მეორესაკენ ვიხრები )
nihontoman
იცი რა მიკვირს? პირდაპირ მაგ მანძილზე რომ დაიწყო სროლა მე ჯერ 5 მეტრაში ვესროლე გვრიტს მერე 10 ში ბოთლს და ასე შემდეგ
ისე კარგი შენაძენია და კარგი საჩუქარია ნამდვილად. მე ძალიან მაინტერესებს მისი სიმძლავრე
ReMiNgToN
მეც გამიკვირდა და აღარ დავწერე. მგონი ეს 70 მეტრი რაღაც უნივერსალური მანზილია, მსოფლიო კანონზომიერება რომელიც პირველად მე აღმოვაჩინე
შვიდის. ეს მთელი ისტორიაამე და ჩემი შვილი საჩუქრების ყიდვაში გართული გადავეყარეთ ვაირაუხებს. მანამდე ვაკის პარკში ისროდა ხოლმე ბავშვი. ხოდა თოფის დანახვაზე ; ეგ მინდაო თოვლის ბაბუამ რო მოიტანოსო. მეც იქვე 50 მოდელი დავაჭერინე და საკმაოდ იოლად ატრიალა. მაგრამ საბოლოოდ უკეთესის დევნაში შესთომაში შევედი დათითქმის კილონახევრით მეტი ავიღე
დიდი მადლობა მეგობრებო გამოხმაურებისთვის :
არა არა 70 მეტრი რათქმაუნდა არ იყო 70 ნაბიჯი ღამე სიცივეში ოღრო ჩოღროზე ალბათ იქნებოდა 35 მეტრი მაქსიმუმ 40. კი მეც გეთანხმებით რომ გამიმართლა , მაგრამ იმ მომენტში ეგ იყო აუღწერელი სიამოვნება და შეყვარება ვაირაუხის მიმართ.
თოფი ძაან მძიმეა მასიური(დიდი) ერთი შეხედვით კარაბინს გავს. დახვეწილია რასაც ქვია გერმანული(სტროგი) ხარისხით.
ერთი მილიმეტრი ზედმეტი არააქ.
სხვათაშორის რომ მოვკურცხლე 70 ნაბიჯზე მეზობლებს გაუკვირდათ ეგ სად მიდისო..
ერთი რამ მაინტერესებდა მეკითხა. საჭიროა თუ არა ახალი ვაირაუხის დაშლა გაწმენდა?... ვითომდა რამე არ მოუვიდესო ზამბარას.? ასე წერენ და იძახიან
დამდეგ შობა ახალწელს გილოცავთ ყველას ღმერთმა ბედნიერები და ჯამრთელები გამყოფოთ
მიხომიტო
კი ეგ აუცილებელია, "დაშლა" არაფერ ცუდს არ გულისხმობს და დაშლილი იარაღი (ნუ თუ ჩაქუჩით არაა დაშლილი და მერე ტალახში არ აფორთხიალე) დაუშლელს ჯობს , რადგან დასაშლელი იარაღი უმეტეს შემთხვევაში არაა დაზეთილი, ანუ წარმოიდგინე მანქანის ძრავა ზეთის გარეშე იგივე პონტია. რა თქმა უნდა უნდა დაშალო და გაწმინო ძველი უვარგისი ტაოტისაგან და შემდეგ წაუსვა პარკერის ტაოტი, რომელსაც თუ მოიკითხავ ფორუმზე აუცილებლად იშოვი ამით შენც დაცული იქნები და შენი თოფიც (მანჟეტი,პრუჟინა) . დაშლა არაფერს შეცვლის უკუმიმართულებით , პირიქით , მთავარია არ შეგეშინდეს და ნაწილები არ დაკარგო, ეცადე დასლილი ნაწილები ერთად მოაქუჩო და სასხლეტს არ ეჩალიჩო,გერმანელების დაყენებულ სასხლეტს ხელისხლება არ დასჭირდება წესით
შენც გილოცავ, გაიხარე
გმადლობთ. დავშლი ძაან ფრთხილად ვინმესაც დავიხმარიებ, ოღონდ თუ არ გავყიდე ამაზე გაყიდვებში დავწერე დაწვრილებით ეს მიზეზი. (მარა ვნახოთ)
კიდევ ერთი რამ ძალიან მაინტერესება ეს კითხვა ხშირადაა აქ ალბათ. თოფის ჩამოსაკიდი ქამარი. რადგან გუშინ მაქსიმუმ საათი მეჭირა და ხელები მომწყდა. მაგის ხელით ტარება გამორიცხულია.
ვაირაუხს ინტერნეტში რო ვათვალიერებდი ერთთოფს ლულის დასაწყისში და კონდახზე ქონდა (შემოხვეულად ) მემგონი ქარხნული ქამარი . ეგეთი რამ აქ თუ არსებობს?
მიხომიტო
ისევ გუდვილში გეკითხა იქნებ გადაგიცვალონ? რა იცი რა ხდება ახალი წელია და იქნებ კაი ხასიათზე დაგხვდნენ და გცენ პატივი
მაგნუმში ჰქონდათ 15 ლარი ღირდა მგონი მარტო სამაგრები და უნდა იკითხო კიდე აქვთ თუ არა
ეჰჰ გათენდა თუ არა მანდ გავვარდი მაგრამ 300 ლარის სხვაობა სხვა რამე წაიღეო. რა წამეღო ?? ეხლა კი ვფიქრობ მართლები იყვნენ. აბა გავყიდი მე ამას თუნდაც ასი დოლარის სხვაობაში? იქ მისვლაც ამდენი ხნის მერე თან მესამედ უკვე გამორიცხულია., როგოტც იტყვიან ადამიანი თავის შეცდომებზე სწავლობს. ვიჩქარე ბოდიში (ღორო....ან) ვითომ ყველაზე საუკეთესოს ვუყიდითქო და აი გული მიკვდება ხელში ძლივს იჭერს . მაგრამ არაუშავს გაიყიდა გაიცვლება არ მადარდებს მოვა ზაფხული და ვისიამუვნებთ სოფელში
მიხომიტო - მაგ თოფს არუნდა დაშლა,ეგ თურქული ან სხვა დაბალი დონე კიარარის.ცისფერსისხლიანი გერმანელია და ყველაფერი ისე აქვს შიგ როგორც უნდა.ჩვენს თანაფორუმელს ქონდა Weihrauch HW50 და პირდაპირ სროლაზე გადავიდა.ერთხელაც არ ქონია დიზელი.ეგ შენი თოფის შეურაცჰყოფა იქნება ერთადერთი სილიკონის სმაზკა გინდა რომელსაც დროთადრო 3-4 წვეთს ჩააწვეთებ იმ დირკაში საიდანაც ჰაერი მიეწოდება ლულას და ეგარი მეტი არაფერი.
არ გინდა დაშლა, დაანებე თავი, ისროლე როგორც არის...
sekurifa
გადამშვებში სილიკონის სმასკის ჩაწვეთება არ შეიძლება. ეს მაგნუმ კლასის ზ.დ.პ-ეა და გაცილებით დიდი წნევებია. დიზელი ექნება ისეთი, რომ მანჟეტს დაასამარებს...
nihontoman - ჩაწვეთების დროს დგუში რომ ამოძრაო ზემოთ-ქვემოთ სმაზკა განაწილდება თანაბრად და დიზელი აღარ ექნება.აი პირდაპირ სროლა არ შეიძლება. 3-4 წვეთი არაა ისეთი საგანგაშო.ნუ თავიდან შეიძლება ერთი-ორი დიზელი მიცეს ცოტა მარა გაუა ეგეც.აბა მაგ თოფის დაშლა საცოდაობა არაა?
და რომ დაშალოს რამეს დააზიანებს თუ ზედმეტი მოუვა პარკერის ტაოტი? რა იცი როგორი ნამგზავრია, გემით მოდის და არავინ არ იცის შიგნით რა ხდება, დასლით კი არაფერი შავდება, ბოლოს და ბოლოს ნორიკამ AA დაშალა ბოლომდე და ხელახლა ააწყო და მიიღო კიდეც შედეგი
2012 გილოცავთ!
ინტერნეტში ვნახე ვაირაუხის 80 -ის სქემა დაშლილ მდგომარეობაში ვინტებამდე და იუთუბზეც აწყობენ დეტალურად.
გაყიდვებში გამიქრა ვაირაუხი 80 , ხომ არაფერი დავაშავე?
მიხომიტო
7 წლის ბავშვს საერთოდ რად უდა პმევმატური შაშხანა?
მიხომიტო
არაუშავს ზაფხულში სოფელში ყველანი გავერთობით
ისე მაგ ასაკის ბავშვისთვის ძალიან საბრთხილოა მასეთი იარაღი. იარაღი თქო იმიტომ ვწერ რომ ყველამ კარგათ ვიცით რა შეუძლია მასეთ თოფს!
თუ სროლა უყვარს ჯობია უყიდო crosman raven-ი და მერე მაგ ვაინრაუხს გამოიყენებს. მე მაქვს და გართობისთვის მშვენიერია...
კი დროის დადებითაც ძველია აქ , იქ კი ახლახან შევცვალე. დიახ რაც ამ ასე ვთქვათ არასასიამოვნო გაყიდვის ბიზნეს შეეხება კი გახდა 1100 და ეგ თანხა ასე იქნება იმ დაბრუნებულ შეფუთვაში შაშხანასთან ერთად ივნისამდე მაინც სანამ სოფელში წავალთ. ჯობია ასე იყოს ან გავკაწრო ან კიდე უარესი.....არადა მეყიდა ვარია 50. 800ლარი დამიჯდებოდა ოპტიკით, და რაც მთავარია ბავშვს თავისუფლად ეჭირა. მისი სოფლელი ბიჭებიც ხოშიანად გაერთობოდნენ ჭალეში. ვენდობი მათ. მარა ვარია 80 ეს უკვე ნამეტნავია. დღეს ერთ უცხოურ ფორუმზე წავიკითხე , რომ ვაირაუხები საშვილთაშვილო ყოფილა რათქმაუნდა თუ მოუვლი და ერთს ფოტოები უდევს ვაირახუ 80 ნანადირევი ხოხობი 70 მეტროში . შევეცდები ახლა დავდო ფოტო.
პნევმატური თოფი მაღაზიებში სანთლით საძებარია. რამე სხვა თოფი უყიდე იაფიანი და მსუბუქი. ისწავლის სროლას, გაიზრდება და მერე ამ ვარიათი ისვრის.
წერენ რომ აუცილებლად უნდა დიაშალოს გაიწმინდოს და თავიდან გაიზეთოს, როგორც აქ მირჩიეს სპეციალური ზეთით. მხოლოდ თუ ეს დიდი სიამოვნება ჩავატარე მაშინ ეს შაშხანა სამუდამოდ ჩემთან დარჩება...
ბოდიშით ფოტო როგორ ჩავსვა?
www.radikal.ru
შედი და ატვირთე ფოტო. მერე გაგიხსნის გვერდს და ჩამოთვლილი იქნება 1,2,3,4,5,6,7,8,9,10 და 11. მერვეს კოპს გაუკეთებ და აქ დადებ.
ფოტო ჩავაგდე იქ და რვაც ავღნიშნე და აქ როგორ დავდო
უნდა დააკოპირო და აქ ჩასვა
ვაირახუ 80-ით მოინადირა 70 მეტრზე ხოხობი
http://www.radikal.ru
თვითონ და თავისი ვაირაუხი 80 . წერს უზარმაზარი რესურდი აქვს შაშხანასო.
http://www.radikal.ru
ეს მაყუჩი დავუყენეო მაღალი ხმა აქვსო. ეგ მეც შევამჩნიე
http://www.radikal.ru
gregory
80 მეტრზე დიდი არაფერია მაგ ფასიანი იარაღისთვის, ჩემი ქუესტით არანაკლები ტრიუკები მიტარებია
კი მარა რა ენერგია აქვს ესეთი რო 70 მეტრში ამხელა რაღაცა ჩამოაგდო??
ალბათ სტანდარტული 20 ჯოული აქვს, რაც 70 მეტრში ძაან შემცირდება... ეგ ეტყობა თვალში გაარტყა
norica_dragon
ზუსტად 70 მეტრაში ჩემი ქუესტით )16 ჯოული მოვკალი ყვავი, მწვანე კოდალა 60 მეტრაში და რავი კაროჩე რა გაიხსენებს მასეთებს იმდენია
რავი რაც მე ქედანი და ყვავი გამქცევია....
norica_dragon
:D კაცოუ განა 10 დან 10 ვარდებოდა მეთქი, 70 მეტრზე არც ვესროდი ხოლმე , ვცდილობდი მივპარულიყავი თორე ხშირად აზრი არ ჰქონდა, იქნებ იმიტომაც გაგგქცევია რომ დიდ ენერგიას გაუხვრეტია
ბოლოჯერ გაწუხებთ რათქმაუნდა თუ გამეყიდა შაშხანა.
ვაირახუს პატრონმა მოკლა (ტეტერევი) 70 მეტრში პირველივე გასროლიდან. ტყვია მოურტყია მარცხენა ფრთის ქვეშ, დაუყენებია 34 ვიტოკიანი ზამბარა GH 1250 რომელიც იძლევა 27-29 ჯოულს. ასე წერს.
კიდევ ერთხელ ბედნიერ შობა ახალწელს გილოცავთ.
ეს ისევ თვითონ წერს შაშხანის სიმძიმის გამო სროლის დროსსულ მისაყრდენსვეძებო და ხან რას ვეყუდები და ხან რასაო
http://www.radikal.ru
მიხომიტო
geojorjika
შენ წარმოიდგინე და ნორმალურად გადაჭრის შემთხვევაში დაჟე დარტყმის მხრივ უფრო კარგი ხდება თურმე, რადგან უფრო სწრაფად სრულდება ციკლი, ოდნავ ძლიერი, მარა სწრაფი.
ისე თავისუფლადაც იყიდება გერმანულ საიტებზე გაცილებით ძლიერი გერმანული. კერძოდ დიანას ზამბარები. მართალია ფასი იკბინება, 37 ევროდან იწყება,მაგრამ მაგ თოფისთვის ძალიან მაგარი იქნება.
ეხლა პატარა რისერჩი გავაკეთე ამ თოფზე, მე ძალიან მომწონს hw97 და მაგის რევიუს რო უყურებდი იქვე იყო ამ თოფის რევიუც, მოკლედ ეს თოფი 7.9 გრეინიან ტყვიას საშუალოდ ისვრის 251მ/წ-ით, რაც 35 მეტრში გვაძლევს 10.65 ჯოულ ენერგიას, 75 მეტრში კი ეს ენერგია ჩამოდის 6.6 ჯოულამდე, სადღაც მოსმენილი მაქვს იუთუბზე რომ რაზეც ნადირობ იმის წონა უნდა გაამრავლო 2 და მაგდენი ფუტპაუნდი ენერგია უნდა ქონდეს თოფს რომ ამ ზომის ნადირზე თუ ფრინველზე წარმატებულად ინადირო!
მამალი "გლუხარის წონა" არის 6.5 კილოგრამი რაც არის 14.52 ფუნტი ასე რომ ამ ფრინველზე რომ ზემოთ ნახსენებ მანძილზე წარმატებით ინადირო მინიმუმი საჭირო ენერგია არის 29 ფუთპაუნდი რაც არის 39-40 ჯოული , რისი მოცემაც ამ თოფს ფიზიკურად არ შეუძლია არანაირი ტყვიით, ასე რომ როგორც ზევით ბიჭებმა დაწერეს ასეთი თოფით ხარზეც შეგიძლია სანადიროთ წახვიდე მაგრამ რა ხეირი რო?
კარგი მოარტყი ვთქვათ იმ გლუხარს 70-80 მეტრში ამ თოფით, თუ თავში მოარტყი გაგიმართლა და მემგონი ასეთ გამართლებას აქვს ზევით წარმოდგენილ სურათებში ადგილი, აი თუ არ გაგიმართლა და სადმე ტანში მოხვდა ტყვია, გავრინდება და ტყვიასაც თან წაიღებს მერე შეიძლება სადმე მოკვდეს ან საერთოდაც არ მოკვდეს, თუ მოკვდა დამიჯერეთ მოკვდება წვალებით ან მელას და ტურის საჯიჯგნი გახდება, ასე რომ ის ტიპები მაგ სურათებში რომ არიან მინიმუმ უპასუხისმგებლო მონადირეები არიან.
ესაა ჩემი კომენტარი
მე იარაღში არ ვერკვევი განსაკუთრებით პნევმატიურში, უბრალოდ რადგან ეს მოდელი ევიძინე უცაბედად დავიწყე ინფორმაციის მოძიება.
და იმ კაცმა კი ხაზი გაუსვა შაშხანის გაძლიერებაზე და პირველივე იღბლიან 70 მეტრის ნანადირევზე...
http://talks.guns.ru/forummessage/96/179783.html
მიხომიტო
და ამდენ მარჩიელობას არ გირჩევნია გახვიდე ბუნებაში, დადო 80 მეტრზე (არა 80 ნაბიჯზე) შუშის ბოთლი და ესროლო ზუსტად მიხვდები რასაც წერენ აქ გამოცდილი მსროლელები.
80 მეტრზე ნადირობა პნევმატურით ცოტა რთულია, მითუმეტეს როდესაც საუბარია ზ.დ.პ-ზე.
არის შანსი, რომ მოინადირო მაგრამ უფრო დიდი შანსია, რომ
მასეც მოვიქცევი, უბრალოდ რახან ვყიდი არ ვეხები.
შაბათს გამოვცდი აუცილებლად ფოტოებსაც გადავიღებ. . და კიდე ერთი რჩევა მინდა გთხოვოთ , როგორ გსვასწორო ოპტიკა აი ეს ვიპოვე აქ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1079 ანუ აი ის იდეალური წერტილი ცენტრი.
ოპტიკა დავაყენე.
30-50მეტრში დავდებ ა4-ზე დაბეჭდილ მიზანს .
ვესვრი. მერე რას ვაკეთებ? წერტილი როგორ დავსვა ათიანში.
ზედა და გვერდითა ოპტიკის გასასწორებელი საით და როგორ დავალეგულირო?
ან მიმითითეთ სად წავიკითხო და ვისწავლო შაბათისთვის
თემა გავასუფთავე და გთხოვთ ნუღარ გააოფებთ ასე მწარედ.
დღეს როგორც შეკპირდით ოღონდ დაგვიანებით (რისთვისაც ვიხდი ბოდიშს) გავედით ბუნებაში მე ჩემი შვილი და ვაირაუხი 80. წავიღეთ ორი სამიზნე აოთხზე ერთზე რკალი 5სმ რადიუსი მეორე 20 თეთრიანი. დისტანცია ზუსტად 50 მეტრი. 5სმ სამიზნეს ვესროლეთ 10-ჯერ . ჯსბ-8გრანიანი 3 შიგნით 3 ახლოს 2-3 სანტიმეტრში ქვემოდან და 4 6-7 სანტიმატრში ქვემოდან. მერე დავდევით 20 თეთრიანი სამიზნე ისევ 50 მეტრი , სანამ ვისროლე ისრების მიმართულებით გადავწიე სამიზნე ნახევრით ზედაც და გვერდითაც. ჩემი ჭკუით მიზანს ავწევ. შაშხანა იდო ძირს (სპალნიკზე) ვესროლეთ 20-ჯერ ტყვიები თითქმის ჯგუფურად ჯდებოდნენ ზევით მარჯნივ 5,7,10 სანტიმეტრში 20 თეთრიანისგა . მოკლედ მერე შებინდდა ცოტა. ჩავრთე წითელი წერტილი. ერთი ტყვია მიზანში მოხვდა, უბრალოდ გამიმართლა რადგან დანარჩენები ჯიუტად უკვე 8-10 სანტ. ხვდებოდნენ ხან ზემოთ ხან ქვემოთ. ყინვამ და ბინდმა სულ დაგვღალა და გადავდევით ოპტიკის გასწორება ხვალინდალ დღეზე.
ოპტიკის გასწორებაზე წავიკითხე უცხოურ ფორუმებზე, მაგრამ ეგება აქ ვინმემ მარტივად ამიხსნას -ისრის მიმართულებით ან საწინააღმდეგოდ ტრიალის დროს საით მოძრაობს წერტილი.
აი ასეთი
http://www.radikal.ru
ვერტიკალი გავიგე, ისრის მიმართულებით ქვევით ჩადის და ჰორიზონტალური ისრის მიმართულებით საით გადაადგილდაბა , მარცხნივ?
მიხომიტო - ოპტიკა უნდა გაასცორო მაგიდასთან დამჯდარი.მაგიდაზე დადე რამე შემაღლებული ( აგურები,წიგნები ან რამე მკვრივი სხვა)ჩაყარე პატარა ნაჭრის ტომარაში გრეჩიხა ოღონდ ისე რომ არ გაივსოს ბოლომდე და დადე მაგ შემაღლებულზე ზემოდან,ტომარაზე კი კონდახი ჩამოადე ისე რომ უკანა კონდახი მაგიდაზე ჩამოდო.შემაღლება დაარეგულირე შენით უკანა კონდახთან ისე რომ თოფი ჰორინზოტალურად იყოს.სროლისას მარცხენა ხელით კონდახის უკანა მხარე გაამაგრე ბეჭთან.ასე თოფს უკეთ გააშეშებ.გაისროლე ორჯერ ზედიზედ,შეხედე სად დაჯდება ტყვიები მერე გაიხედე ოპტიკაში ისევ ისე როგორც უმიზნებდი და დაატრიალე ნელნელა სარეგულიროები და მიიყვანე ნასროლ ტყვიებთან ჯვარი.ეცადე ჯვრის გადაადგილებისას თოფი კარგად გააშეშო.
აი ესაა რაც წერია ჩემი ოპტიკა და ფოტო რატომღაც არაა
http://www.uk.baueroptics.com/zielfernrohre/hjb-zielfernrohre---die-preiswerte-alternative/hjb-3-9x32-l4.html
მადლობა დახმარებისთვის ხვალ გამოვჩდი
კოპიო 3.9.50ია ოღონდ 32
მიხომიტო - როგორც ჩანს შენს ოპტიკას დანაყოფები არააქვს ასე რომ იმ მანძილზე გაასწორე ჯვარი რომელსაც ყველაზე ხშირად იხმარ.
ველოდები ამინდებს ,მზიანს, ეს დღეები ცოტა ცივა.
ხვალ გავდივარ ოპტიკის გასასწორებლად ჩემს ვარიაზე იმედია არ გავიყინები
გავასწორე ოპტიკა დღეს დილით. მანძილი ზუსტად 40 მეტრი. ტყვიები ჯეესბე და ბარაკუდა. ჩემი აზრით ჯეეზბე ბევრად ჯობს ბარაკუდას, მიზანი იყო მიმაგრებული ახალ წყალ გამძლე (დეესპეზე) ბარაკუდა 40 მეტრზე შევიდა 5მმ ჯეესბე კი 8-9მმ.
ბოლო სამი გასროლა ზედიზედ წითელი ათიანი ჯეესბე 40 მეტრი. ორი ნატყვიარევი ჩანს მესამე გასროლა ტყვია ტყვიას დააჯდა
http://www.radikal.ru
რაღაც ვერ მივხვდი ჯგუფების განლაგებას. ის ბრონზისფერი რგოლები რა არის? რამდენი ტყვია ისროლე? აწი ჯგუფს რომ გააკეტებ, გააკეტე 5 ტყვიიანი ჯგუფები, ერტი და იგივე ფირმის ყვიებზე (მაგალიტად ჯსბ) და არ ცვალო ტყვიები, ტორე სიზუსტეს არ მოგცემს...
ეს შავი მგვალი (ნაკლეიკებია) ვაწეპებდი რომ არ ამრეოდა ნასროლი, მე ხომ ყოველ გასროლაზე 80 მეტრს დავრბოდი ამ ყინვაში. 11 მაქვს გასროლილი. თან ვატრიალებდი ვერტიკალს და მერე ჰორიზონტს.
ქვედა სამი ბარაკუდაა არ ჩავთვალოთ დანარჩენი ზედები ჯსბ. ამ ვარიას ტყვია ჯსბ ყოფილა. ბარაკუდა არც მე და არც შაშხანას არ მოგვეწონა. ძაან დაძალებით ისროდა.
მიხომიტო
ცუდი ვარიანტი გაგიკეტებია. ზ.დ.პ.-დან კარგი ჯგუფების გაკეტება ისედაც ზნელია და შენ თუ ყველა გასროლაზე მირბოდი სამიზნესთან და ნიშნავდი, მასე აზრი არ აქვს. აიღე რამდენიმე სამიზნე და ერთს ესროლე 5 ტყვია, სირბილის და მონიშვნის გარეშე. მერე მეორე ჯგუფი გააკეთე სხვაგან და ა.შ. შენ რაც გააკეტე არაა პრაქტიკული და შედეგიც სახეზეა - მაგხელა გაფანტვა არ უნდა მოეცა... აღარ გავიმეორებ სხვადასხვა ტყვიებზე.
მოკელდ ჩემი მხრიდან რჩევა ასეთი იქნება - აიღე ჯსბ და იმითი გააკეთე ჯგუფები სირბილს გარეშე. 5 ტყვიიანი სტანდარტია ასე ვთქვათ არაფერს მონიშვნა არ უნდა.
რაც ბრძანე ზუსტად მასე მოხდა ყველაფერი: იყო საათი 10 -4 გრადუსი. თოვლზე გავშალე ნატოს ჯარის (სპალნიკი) და მასე ვისროდი. მიზანი იყო მხოლოდ ოპტიკის გასწორება საჩქაროდ, რადგან მაზეგ შაშხანას ვუგზავნი მამაჩემს სოფელში. თუმცა ხვალ ან ზეგ არის ვარიანტი გავცვალო ვარია ორ ლულიანში ტოზ-54. ვნახოთ!
თქვენი თქმის არიყოს ზუსტი ფიშტოა და უზუსტესი. თან ვჩქარობდი, ამ ყინვაში და სირბილში მწოლიარე როცა გულუ გამოვარდნაზეა დაღლილობისგან და ყელი გაყინული მართლაც მაგარი მიზანი ქონია ვარიას. ბოლო სამი გასროლა ძაან სწრაფად მოხდა რადგან გავიყინე და დავიღალე და შაშხანამ გამაკვირვა 40 მეტრი! გავზომე 50 მეტრიანი საზომით. ბოლო სამი გასროლის შემდეგ რო ვნახე ორ გასროლის შორის ლამის მილიმეტრია და მესამე გასროლა მეორე განასროლის ტყვიას დააჯდა თავზე სასწრაფოდ სახლში გავიქეცი გასათბობად გაფიქრებით აქ აღარაფერი მესაქმება სახლში შაშხანა ისე დაორთქლდა რო გუბე დააყენა.
ვფიქრობ ზეგ გავიმეორო ისევ თუ მოვახერხე ჯსბეთი , მაგნუმში უნდა ვიყიდო.
მიხომიტო
მასეთი ზუსტი ზ.დ.პ.-ს გაცვლა რაღაც ბანალურ ტოზში რავი, არ მიმაჩნია სწორად ჩემი გადმოსახედიდან
ისე, მართლა კარგს იზავ თუ ჯსბ-თი ჯგუფებს გააკეთებ. აქ მგონი ბევრს პცპ-თი არ გამოდის მასეთი ჯგუფები, მართლაც ძალიან შთამბეჭდავი იქნება თუ მაგის გამეორებას მოახერხებთ
მხოლოდ ხვალ დილით მაქვს დრო სასროლად, ხვალვე შუადღე ვაგზავნი სოფელში. აი იქ უკვე მთელი ზაფხული ჩემს ხელში იქნება.
რაც ეხება გაცვლას 99 პროცენტი ალბათ ვერ გავცვლი თოფი მამაჩემს უნდა ძალიან. თანაც ხვალ ვარიას ვაგზავნი. დღეს ალბათ : ჩამოვალო რაიონიდან .. ასეთ თქვა ტოზის მფლობელმა. ეს ყველაფერი შეიძლება არც მოესწროს დღეს. თოფი კი ახალივით უნდა იყოს რომც გავცვალო.
თოფი ორჯერ ძვირიც რომ იყოს ვარიაზე მე ვერ გამოვიყენებ , რადგან ნადირობის (სასტიკი) წინააღმდეგი ვარ მიზანში სასროლად კი პნევმატიური ნებისმიერ თოფს მირჩევნია. მითუმეტეს არც ხმა აქვს და არც გაფორმებას საჭიროებს გონივრულად გამოყენების თვალსაზრისით
გუშინ დილით ვიყიდე თუ არა ჯეესბე ეგზაკტ ჰეავი 670 გრამიანი (წინა იყო 500 რაღაცა გრან) ერთი სიტყვით. რამოდენიმეჯერ ვისროლე ნაჩქარევად , რადგან კაცი მელოდებოდა უკვე მანქანაში დასავლეთში წასაღებად. ბევრი გასწორება არ დამჭირვებია ოპტიკის რომ გადამეყვანა 500იანი 670 ოდნავ მძიმე კია სროლის ხმაზეც ეტყობა. და ნაკლებად ზუსტი ან ძაან რომ ვჩქარობდი იმის ბრალია.
ერთი სიტყვით თუ 500გრან რკინის ერთ ლარიანში 40მეტრზე ჯდებოდა ტყვია-ტყვიაში, 670გრანიანი 40 მეტრზე დამიჯდა ერთ ლარიანში სანტიმეტრის დაშორებებით, ...ფოტო ვერ გადავიღე , ..
მიხომიტო
ნუ ახლა ამჯერად კი ვხვდებით რაზე წერ, მაგრამ შემდეგში თხოვნა იქნება გრანებს (ბრიტანული წონის ერთეული) და გრამებს (მეტრული წონის ერთეული) ერთმანეთში ეგრე ნუ აურევ.
მძიმე JSB ატვ 670 გრამიანია და არც 670 გრანიანი , პირველ შემთხვევაში გამოდის ნახევარ კილოზე მეტი (მაგას გაუბიციდან თუ გაისვრი ორემ ჩვენი თოფები 1 მილიმეტრითაც ვერ დაძრავს) და მეორე შემთხვევაში 670 გრანი გამოდის 43 გრამი მეტრულ სისტემაში , მოკეედ შემდეგისთვის გაითვალისწინე JSB Exact Heavy არის 0.67 გრამი, ანუ 1 გრამზე ნაკლები, ან ბრიტანულ სისტემაში თუ ვსაუბრობთ ეგ გამოვა 10.2 გრაინი (გრეინი, გრანი, ხრენ ივო ზნაიტ, სიტყვა კი გაქვს ჩვენებულ გრამს, მაგრამ 1-2 სიმბოლოა განსხვავებული, რის გამოც 1 ჩვენებური გრამი უდრის 15.43 გრაინს).
შემდეგში რომ არ აიბნე, გამოიყენე http://www.airgun.ge/Airgun_Convertor.htm, ძალიან ბევრ რაღაცაში გამოგადგება
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services