სალამი აირგანელებო
დაგიბრუნდით თქვენი დაკარგული წევრი... ჩემი აღარ გამოჩენის ძირითადი მიზეზი არის ახალი სახლი (მშენებლობა არ არის დასრულებული, რის გამოც ინტერნეტი არ მქონდა)... ფანტომიც გავყიდე. მხოლოდ იმ პირობით შეველიე ჩემს პირველ თოფს, რომ ოდნავ უკეთესს მაინც ვიყიდდი უახლოეს მომავალში. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო გეტყვით რომ დაგიბრუნდით ახალი თოფით, რომლის მცირე მიმოხილვასაც ამ თემაში შემოგთავაზებთ.
დღევანდელი განხილვის საგანი გახლავთ ჩვენთვის (და არამხოლოდ) კარგად ცნობილი ფირმის Crosman-ის მიერ წარმოებული Nitro Venom. სანამ უშუალოდ ჩემი ახალი შენაძენის განხილვას დავიწყებდეთ, თვალი გადავავლოთ მწარმოებლის მონაცემებს:
• მწარმოებელი - Crosman
• მოდელის ნომერი - CVW1K77NP
• ტყვიის სიჩქარე - 335 მ/წ
• მსუბუქი (alloy) - 365 მ/წ (მწარმოებლის მონაცემებს ტყვიის სიჩქარის შესახებ რა თქმა უნდა ვატარებთ... )
• წონა - 3.56 კგ
• სიგრძე - 113 სმ
• დატენვის მექანიზმი - გადასატეხი ლულა
• ენერგიის წყარო - შეკუმშული აზოტი
• კალიბრი - 4.5მმ
• ოპტიკის სამაგრი რელსი - Picatinny Style
• ოპტიკა - ცენტრ პოინტი 3-9x32
• სასხლეტის ჩამკეტი - ბერკეტი
• კონდახი - ხე (წიფელი)
თოფი მწარმოებლის საიტზე:
http://www.crosman.com/airguns/rifles/break-barrel/CVW1K77NP
ინსტრუქცია მფლობელებისთვის შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://www.crosman.com/pdf/manuals/CVDA515%20(2)%20%20Venom%20Series.pdf
ხოლო დაშლილ მდგომარეობაში (exploded view) და ნაწილების ნომრები კი აქ:
http://www.crosman.com/pdf/manuals/CVW1K77NP%20EVP%20&%20PL.pdf
თოფის შეძენა საქართველოში შესაძლებელია აქ:
http://iaragi.ge/nitrovenom-in-geo.html
ახლა კი გადავიდეთ ჩემი ახალი შენაძენის განხილვაზე...
ყუთი რომელშიც თოფია მოთავსებული ასე გამოიყურება
გავხსნათ ყუთი და ჩავიხედოთ რა ხდება შიგნით...
ყუთში ასევე მოთავსებულია თოფის, ოპტიკის, ლულის გადატეხვისა და Artillery Hold-ის ინსტრუქციები
(მათთვის ვინც არ იცის რა არის artillery hold- მოკლედ გეტყვით, რომ ეს არის ზდპ-ს ხელში დაჭეროს მეთოდი, რა დროსაც თოფი თავისუფლად გიჭირავს ხელში და ყველა გასროლაზე შესაძლებლობა ეძლევა თავისუფლად იმოძრაოს. http://www.pyramydair.com/article/The_artillery_hold_June_2009/63)
პოინტის 3-9X32 ოპტიკური სამიზნე. ლინზის გასაწმენდი ნაჭერი ისეთი საშინელებაა რომ მგონი ლინზას რომ მოუსვა დაკაწრავს გაცილებით რბილი და კარგი ხარისხის მოყვა ჩემი წინა თოფის ფანტომის 4x32 ოპტიკას, რამაც ცოტა არ იყოს გამაკვირვა...
კიდევ ერთხელ (როგორც ფანტომზე) გამიმართლა და ოპტიკის ბადე შემხვდა კვლავ მილდოტი
გავხსნათ ცელოფანი, ამოვაძვრინოთ თოფი და აი ისიც:
კონდახზე მონტეკარლო აქვს ორივე მხარეს, ხე საკმაოდ კარგად არის დამუშავებული, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა... ლულა სადაც მოძრაობს გადატენვის დროს ეგ ადგილები შიგნიდან ისეთი ხაოიანია, მგონი საერთოდ ხელუხლებელია სასხლეტის დამცავი პლასმასია.
ლულაზე აქვს რეზინის მოდერი (?), რომელიც მოდერის გარდა მგონი ყველაფერია რამდენად ასრულებს მის ფუნქციას ვერ გეტყვით, არ მომიხსნია, მაგრამ როგორც გარედან ჩანს რეზინის შიგნით მთელ სიგრძეზე ლულა უნდა იყოს მოთავსებული.
ესეც ჩემი ვაჟკაცი თავისივე ოპტიკით
პლიუს მინუსების ჩამოწერისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ ერთი-ორჯერ გავისროლე, მაგრამ დავწერ პირველ შთაბეჭდილებებს თოფის ხელში დაჭერის შემდეგ: საბოლოო ჯამში, თუ ფასს გავითვალისწინებთ, ნამდვილად ღირს... მშვენიერი შესრულებულია... ფანტომზე მძიმე არის, მაგრამ მისგან განსხვავებით ბალანსი შესანიშნავი აქვს. ვეღარ ვითმენ, მოდი ერთხელ ვისვრი... ჩავირბინე პადვალში, გავამზადე სქელი ფიცარი, ჩავკეტე სასხლეტი, გადავტეხე ლულა, ჩავდე შემორჩენილი მსუბუქი ჯსბ, დავუბრუნე საწყის პოზიციას ლულა, გავწიე ბერკეტი წინ, გამოვკარი სასხლეტს და.....
აი აქ განიცადა ფიასკო ჩემმა ოცნებებმა და იმედებმა თოფის სიჩუმისა და იმის შესახებ, რომ არცერთ ჰაერის ზამბარიან თოფს დეკონსერვაცია არ სჭირდება... ხმა იყო რაღაც გამაყრუებელი... დავხედე ფიცარს და სადაც ტყვია მოხვდა 1 სმ რადიუსში გაშავებული იყო. გადავტეხე ლულა, შევუბერე სული და რა თქმა უნდა კვამლიც გამოვიდა ლულიდან... ნუ ბევრი ამბობს იმას, რომ რამდენიმე გასროლის შემდეგ გაუვლის დიზელი, მაგრამ ასეთ პირობებში არამგონია მანჟეტმა დიდხანს გაძლოს. მოკლედ გარდაუვლად მიმაჩნია დეკონსერვაცია... ფანტომზე უკვე ისე ვიყავი მიჩვეული, აღარ წარმოადგენდა სირთულეს ჩემთვის მარტო მისი დაშლა-აწყობა და იმედია ვენომზეც არ გამიჭირდება...
მოგვიანებით როდესაც დავშლი თოფს, დავწერ დეკონსერვაციის ინსტრუქციას სურათებითურთ. ასევე შევეცდები სხვა საინტერესო რაღაცებიც შემოგთავაზოთ ახლო მომავალში... ჯერ-ჯერობით კი მხოლოდ ამ პატარა მიმოხილვით შემოვიფარგლები, რადგან რამდენიმე დღის წინ პატარა მარიამი შემეძინა და რა თქმა უნდა, მთლიანად დამისაკუთრა ამ პაწაწინა ანგელოზმა...
EnDeL
პირველ რიგში პატარას დაბადებას გილოცავ, ღმერთმა გაგიზრდოს ჯანმრთელი და იღბლიანი ) აი ახლა კი ვენომს მოგოლოცავ ) მოკლედ აქ ვიკრიბებით ყველა ნიტროს მფლობელბი, განსკუთრებით ვენომელები და ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს ჩვენი იარაღის შესახებ : ))) მე ხვალ ჩამომდის ჩემი ვენომა და შემოვაგდებ ერთ რეპორტს )))
ინსტრუქციაში უწერია პირველი 100 გასროლა ზამბარის დასამუშავებლად სჭირდებაო,
ხოდა უტკაცუნე რამე მოძულებულია ტყვიები თუ გაქვს შემორჩენილი.
იმედია მერე ხმა საგრძნობლად შემცირდება.
gela
უღრმესი მადლობა გაიხარეთ
ilo
ხმა სწორედ დიზელის ეფექტის გამო აქვს... 100 ჯერ ტყუილად გადატენას და სროლას მართლა მირჩევნია დავშალო, გავწმინდო გულიანად და სილიკონის ტაოტი წავუსვა... მეტ დროს და ენერგიას დეკონსერვაციაც არ წაიღებს. თან მშვიდადაც ვიქნები და მანჟეტიც შეინახება...
EnDeL გილოცავ ბავშვის შეძენას ღმერთმა ჯამრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს, რაც სეეხება თოფს კარგი შენაძენია და სულ ათიანებში მოგერტყას ნელენა მრავლდებით ზდპ-ს პატრონები და შეჯიბრშიც მიიღეთ მონაწილეობა
dawiti
EnDeL
გილოცავ პატარა გოგონას შეძენას ! ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს...
თოფსაც გილოცავ მართლაც რომ კარგი რამეა
პირველ რიგში გილოცავთ პატარა ანგელოზის შეძენას.თქვენ ბედნიერ მამობას გისურვებთ,პატარას კი უღრუბლო მომავალს.მინდა გაგაფრთხილოთ,რომ ნიტრო ზამბარაზე შაშხანის დაშლა(დეკონსერვაციისთვის) არ შეიძლება ზამბარიანი შაშხანის დაშლის მეთოდით,საკუთარი ძალის ან წონის იმედით.საჭიროა სპეციალური მოწყობილობა,არის ინტერნეტში ბევრი კონსტრუქცია.პირდაპირ დაშლა საშიშია თქვენთვისაც და ნიტრო ზამბარისთვისაც.მიკვირს აქამდე რატომ არ გაგაფრთხილეს გამოცდილმა ფორუმელებმა.და ბოლოს გილოცავთ შენაძენს,გისურვებთ სასურველი მიზნების მოხსნას.
მეგობრებო დღეს გამოვიტანე ნიტრო ვენომი ბესტექსიდან და ვინჩესტერის ჰოლოვ პოინტები. სადღაც 18 ნაბიჯში გავასწორე მიზანი. გამაოცა მისმა სიზუსტემ და ძალამ. თითქმის ყველა ტყვია ტყვიაში ჩაჯდა. სამ სანტიმეტრიანი ფიცარი ისე გახვრიტა რომ უკანა მხრიდან გამოაგლიჯა. კარგი ექსპანსიურობა გამოავლინა ვინჩის ტყვიებმა. სანადიროდ საკაიფი იქნება როგორც ჩანს . ცოტა ხანში ფიტოებსაც მოგაშველებთ
gregory
უღრმესი მადლობა ბატონო გრიგოლ მაზლ ბრეიქთან დაკავშირებით მათალი ბრძანდებით...
soso66
თქვენც დიდი მადლობა გაიხარეთ. რაც შეეხება ჰაერის ზამბარას- უკვე მოფიქრებული მაქვს მარტივი კონსტრუქცია რაც გამიადვილებს მის უკან მოთავსებას. მაგრამ ჯერ ელიავაზე ჩასვლის დრო არ მაქვს...
gela
გილოცავთ, ბევრი უკეთესი შეგეძინოთ და მიზანს არ აგეცილებინოთ
EnDeL
ცხოველ! რა უნდა ვთქვა აბა? ჰო კინაღამ არ დამავიწყდა, გილოცავ. კარგი იარაღია.
20 ან 30 მეტრიანი ჯგუფები დადეთ რაა, 2-ს გაქვთ უკვე და არცერთი არ დებთ
okela84
Nitro Venom Dusk - ის შეძენა მინდა და მაინტერესებს ამ ორ მოდელს შორის განსხვავება მარტო კონდახშია ხო?
okela84
მე ჯერ მაგისთვის ნამდვილად არ მცალია, დეკონსერვაციაც კი ვერ გავუკეთე, ისევ ყუთში დევს ხელუხლებლად... მიზეზი კი მიწერია პირველი პოსტის ბოლოში თან კორპუსში 30 მეტრი სივცე ნამდვილად არ მაქვს როცა სადმე გავალ რა თქმა უნდა თავისი სურათებითურთ იქნება რეპორტი
მოკლედ დღეს მე და იორამამ გავტესტეთ ჩემი ფიშტო, მართალია ჯგუფებზე ვერ შევამოწმეთ, ქარი იყო, მაგრამ შორ დისტანციაზე ( სავარაუდოდ 80 მეტრზე) ისე ზუსტად მიჰქონდა და ისეთი სიძლიერით რომ მე პირადად კმაყოფილი დავრჩი ამ თოფით, ლაშაც შემოვა ამ თემაში და ალბათ ისიც იტყვის ერთ ორ სიტყვას ნიტრო ვენომის შესახებ : ))
სახლში სახაზავი ვერ გავჩითე (( მაინც დავდებ დღეს არის ნასროლი 32 ნაბიჯი დისტანცია ალბათ 30 მეტრია ქარი იყო მარა მაინც ვისროლე საყრდენი მყარი ტყვიები crosman destroyer 7.9 გრაინიანი
azzy
56 მმ ვიანგარიშე მე, აბა გადაამოწმე
azzy
შენ გული არ გაიტეხო. არა საჯგუფე ტყვიებით ისროდი და კიდევ კარგად გამოგივიდა მე თუ მკითხავ.
როგორც გელამ დაწერა გუშინ ერთად ვარახუნეთ ეგ თოფი. გელას ხათრით არ ვიძახი ნაღდად რო მაგ ფასის თოფმა თავის შესაძლებლობები რაც გუშინ გვანახა დაგლიჯა ძმაო. იმ ამნიდში და იმ მანძილებზე რაც ჩვენ ვისროდით არა მგონია სხვა ზდპ-მ მასეთი შედეგი ანახოს. ვისროდით მინიმუმ 80 მ-ზე და იმის იქითაც საშინელ ქარში. ფრინველებისთვის არ გვისვრია იმის გამო რო ვერ ავიღებდით და მავნებლობა აღარ ვიკადრეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეყოფოდა ძალა გასანადგურებლად ცოცხალი სამიზნის.
ყველაზე დიდი საჭიროება აქვს სასხლეტის შეცვლა. ძალიან უხეშია და სროლის სიზუსტეზე აშკარად მოქმედებს. სასხლეტის პრობლემა რო მაგვარდეს მაგ ფასში ხოშიანი რამე დადგება
azzy
როგორც ფორუმელები ამბობენ მე მქონდა მაგასთან შედარებით უარესი ნიტრო და მაგასთან შედარებით გაცილებით უკეთეს შედეგს იძლეოდა ზუსტად მახსოვს.
შენ თან ქარში ისროდი და თან მსუბუქი ტყვიებით და რა შედეგი უნდა მიგეღო. კარგ შემთXვევაში 25 30 მმ-საც გააკეთებს და წესით 35-ს არ უნდა გაექცეს ეგეთ პატარა მანძილზე კარგად თუ ისვრი შენთვითონაც
EnDeL
gela
არ ვიცი რასთან გაქვს შედარება....
ნუ მე ახლა მხოლოდ იდეას გამოვთქვავ და არა ფაქტს....
წესით საკმარისია ღერძს რამდენიმე მილიმეტრით და გრადუსით შეუცვალო ადგილი რომ მხარის ეფექტმა გაცილებით უფრო ნაკლები ენერგიის დახარჯვა მოითხოვოს... როგორც ვთქვი მე აზრზე არ ვარ რასტან შედარებაზეა საუბარი, მაგრამ ალბათ ღერძის წერტილია გადაადგილებული და მაგის ხარჯზე იგებენ.
ja_ja
ეჭვი მაქვს ეგ სასხლეტი იმდენად არ რბილდება რამდენადაც ორსაფეხურიანი ხდება და ეს იძლევა თითქოს რაღაც განსხვავებულის ეფექტს, ნუ რათქმაუნდა მხარის ეფექტიც იმუშავებს, მაგრამ როგორ კი ნორმალური მწარმოებლის სასხლეტს შეადარებთ მიხვდებით რომ ეგ არ არის პანაცეა ეს რათქმაუნდა ჩმა , და ეს ჩმა სხვა და სხვა ფორუმებზე კითხვით არის ჩამოყალიბებული თორემ მე არ მქონია ეგ
რადგან ამ ტემაში დავწეროთო ნიტროს ფლობელებმა მაშინ აქ დავწერ მეც. დღესშევიძინე titan nitro, ერთხელ გავისროლე გეგორისთან და დიზელის ეფექტი ძალიან მკაფიოა. არვიცი როგორ ხდება დეკონვერსაცია ნიტროზე. ისე ზუსტად ვენომია, პროსტო კონდახშია სხვაობა და ოპტიკაში მე ესეთი დიზაინი უფრო მომეწონა.
smekosmeko
არ კეთდება ნიტროზე დეკონსერვაცია, მწარმოებელთან და ტომ ტეილორთან მქონდა მიოწერა, კაროჩე დაიკიდეთ თუ თავიდან კვამლი გამოდისო, 20-30 გასროლაში გაქრება და არანაირი დიზელი არ იქრსებებსო.
ნუ მაგას ამბობენ იმიტომ რომ ნიტროს ჩასმა ცოტა ძნელია დაშლის შემთXვევაში.
კერძოდ ნიტრო ზამბარა მოფამფალებულად არ უნდა იყოს ჩასმული უნდა იყოს ცოტათი სადღაც 5-7 მილიმეტრით მიჭიმული ანუ გარკვეული კომპრესია უნდა ჰქონდეს თავიდანვე.
იმის გამო რომ ეგრე მაგ ზამბარის ჩასმა ძალიან ძნელია სახლის პირობებში, იცის ეგ ამბავი მწარმოებელმა და ისე აქვს ყოლიფერი გათვლილი რომ დაშლა თოფს არ სჭირდება. ის ნომინალური ზეთი რაც შიგნითაა ამოიწვება რამდენიმე გასროლაშI და ისეა ყოლიფერი გათვლილი რომ დგუშI არ გაფუჭდებაო... ნუ რავი მე ასე მომწერა მწარმოებელმა და რაც ვნახე უცხოური ფორუმები ყველა ეგრე ამბობს რომ 10-20 გასროლაში დიზელი ქრებაო, მაქსიმუმ ძლიერ მაგნუმ კლასის პნევმოში შეიძLება კვამლი დარჩესო, მაგრამ ეგ არაფერიაო, იმიტომ რომ აფეთქება (აალება) არ ხდება, უბრალოდ გასროლისას აირი თვბება და იასნია დგუში მშრალში ვერ ივლის ცილინდრშI, ამიტომაც ზეთის მინი რაოდენობაც თბება და ბოლვას იწყებს, მაგრამ აალებამდე და იმენნა დიზელამდე არ მიდის, ასე რომ დაჟე მაგნუმ კლასის ნიტროებს არ სჭირდებათ დეკონსევრაცია.
ისე სასხლეტი სახარბიელო არ აქვს და მცველი ხო საერთოდ. ძაან დარბის აქეთ-იქეთ მცველი, მე მეგონა მყარი იქნებოდა, გადასატკაცუნებელი. მოშლილივითაა, ყველა მოდელზე ესე იყო. ნუ ეგ საგანგაშო არაფერი, პროსტო თითზე ცუდად მოქმედებს უხარისხობის პონტში.
მე დავშალე ჩემი ვენომი... სამწუხაროდ სურათების გადაღება ვერ მოვახერხე, მაგრამ მეორედაც დასაშლელი მაქვს თან აპარატიც დავიბრუნე და ვიდეოს დავდებ მგონი აჯობებს დასურათებულ ინსტრუქციას... (ჩემდა გასაკვირად გამჭვირვალე სილიკონის ტაოტმა რომელსაც სამუშაო ტემპერატურა -30 + 230 C აწერია დიზელის ეფექტი მაინც მომცა მეორე და მესამე გასროლაზე... ცოტა ხანს დაველოდები და თუ არ გაუვლის მომიწევს ხელახლა დაშლა)
მოკლედ დავშალე თოფი და ყბა ჩამომივარდა შიგნით დამხვდა საკმაო რაოდენობით ჟანგისფერი ზეთი და კედლებზე კარგად მიმცხვარი ფხვნილი იმავე ფერის (ნალექიანი ყავა რომ შერჩება ჭიქის კედლებზე დაახლოებით ისე) - კომპრესორის კედლებზე, დგუშის შიგნითა კედლებზე, დგუშის გარშემო, და იმ ნაწილში გაზის ზამბარის უკანა მხარე რაშიცაა ჩასმული 5. back spring guide. რის გამოც ზამბარის მაგ ნაწილზე შავი კრასკა აფხეკილი დამხვდა... ეს ნაწილი ყველაზე რთულად გასუფთავდა... დიდხანს მომიწია ჩალიჩი რომ ფაქიზად გამომესუფთავებინა შიგნეულობა... საბედნიეროდ მანჟეტიც მთელი დამხვდა.
ნუ რისი თქმა მინდოდა ეხლა ამით კი მიხვდებოდით... კარგი, რამდენიმე გასროლის შემდეგ ზეთი ამოიწვება კომპრესორშიც და ლულაც გამოიწმინდება, შეიძლება მანჟეტმაც გაუძლოს, (რაც მე პირადად მეეჭვება) მაგრამ არამგონია იმ კედლებზე მიმცხვარ ფხვნილს კარგი შედეგი მოეტანა თოფისთვის...
ეხლა კიდევ ერთი შეკითხვა დამებადა... რატომ მიიჩნევს ყველა გარდაუვლად ფანტომის და მისთანების (ზამბარიანების) დეკონსერვაციას გარდაუვლად (მანჟეტის და ზამბარის შესანარჩუნებლად) და რატომ მიაჩნიათ დასაშვებად ნიტრო სისტემის დაუშლელად სროლა, როდესაც ორივე ახალი თოფი მქონია და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დაშლისას ორივე შემთხვევაშI ანალოგიური სიტუაცია დამხვედრია შიგნით... თუ ფანტომის მანჟეტს შეიძლება შეექმნას საფრთხე, რატომ არ შეიძლება იგივე განმეორდეს ნიტროს შემთხვევაში?
smekosmeko
გილოცავ თოფს! იმედია შენ მაინც არ დაიზარებ და რეპორტებს მოგვაწვდი ხოლმე ნანადირევზე.
foxi გაიხარე. აქეთ არ ვიცი ადილები და სად წავიდე, თან ტრანსპორტიც არ მყავს თორე ძაან მაგრად მინდა ნადირობა, ყოველდრე ვივლიდი სიამოვნებით.
დეკონვერსაცია ჩავუტარე დღეს, არიყო ძაან რთული პროცესი (მადლობა EnDeL-ს) . შიგნით ძაან არეულობა არ დამხვედრია... გავწმინდე რაც იყო, მივუსვი სილიკონის ზეთი და დავხურე. როგორია არ ვიცი რადგან არ მცალია გასასინჯად და ტყვიებიც არ მაქვს. არც ვიცი როდის მეცლება... მგონი დასადებად ვიყიდე თუ პიპიიანი გამოჩნდება ვინმე სიამოვნებით გავყვები გასატესტად ან სანადიროდ ან რავი...
დღესაც მივწრე ქროსმანს და არ უნდა დეკონსერვაციაო და რავი აბა
EnDeL
EnDeL
მაგენის მეტი რა იყიდება ელიავაზე 5 ლარიდან დაწყებული მიდის ზევით ფასები 25 ლარამდე ზომების მიხედვით
geojorjika
არ გადამრიო ახლა... 25 ლარი ის ჯართი დამიჯდა ელიავაზე რო ავაწყვე... 2 ბალვანკა რკინის 50 სმ - 5 ლარი, რეზბის მოჭრა 30 სანტიმეტრი ორივეზე 15 ლარი (ამახია ვიღაც ბაბუმ იქვე თან ფასი ბოლოს ვკითხე და ქე მივიღე რისი ღირსიც ვიყავი... ) და 6-6 შაიბა და ბოლტიც (ოციანები) 5 ლარი... როგორ მეტყობა ელიავა კარგად რო არ ვიცი
EnDeL
ნასოსზე ერთი დეტალი რომ გამიტყდა ადრე ეგ ელიავაზე 60 ლარი დამიფასეს გაკეთება თან სეიძლება ზუსტად არ დააჯდებო. მერე დასავლეთში მომიწია წასვლა და სამტრედიაში 10 ლარად გამიკეთა ტოკარმა ტან გერმიელად მომემსახურა სულ ხუმრობებით. აქ ყველა იღრინება ბლიად თითქოს ვალი გვქონდეს მაგათი. სულ ერთ ადგილას მკიდია მაგათი სტრესული მდგომარეობა. გაუზრდელდა ხალხი, რაიმე რომ შეეკითხო უნდა გეშინოდეს ბლიად.
ja_ja
ისე რო რამე ვენომას პლასტიკის კონდახი ტიტან ნიტოზე ხომ წავა?
gregory მეც მაგას ვეკითხები ჩემ თავს : D მოკლედ ამაზე მერე შეგეხმიანები სანამ ახალ დაკვეთას დააპირებ.
TARASICHA
ამხელა პოსტს ნუ აკოპირებ ხოლმე კითხვის დასმისას ან ციტირებისას.
ან პატარა ნაწილის ციტირება გააკეთე ხოლმე, ან მიუთიტე ლინკით რომ აი იქ რომ დაწერე ესა და ეს ეგებ ასე და ასეც გააკეთოთქვა
კარგი ბატონო
და მაგ ნიტრო ვენომებს სასხლეტი როგორები აქვტ რბილი??
bachana
სასხლეტი აქვს გრუბი თუმცა რეგულირდება და შესაძლებელია დაამუღამო და შენთვის უკეთესი მდგომარეობა მოძებნო
მასალა უფრო რბილია ვიდრე სასხლეტის გამოშლა მე არ მომწონს, უხეშია, მაგრამ ეშველება.
მოკლედ დგეს ვისროლე ჩემი ვენომი 25 მეტრში, მძიმე ჯიესბი, ხოოდა ხან ტყვია ტყვიაში ჯდბოდა და ხან ჩორტ ეგო ზნაიეტ რა ეტაკებოდა, არ ეამა ეს პარტია მძიმე ეგზაკატები ახლა მძიმე პრემიერები მინდა მოვსინჯო. ვითომ ტყვიების პარტია გამოდგა ცუდი? წინა ტყვიებმა კარგად მაკაიფა არა და... ვერააფერიც ვერ გავიგე. არა და ქარიც არ იყო, კაი 5 სანტიმეტრზე კი გაშალა
ისე შეიძლება სისულელეს ვამბობ მარა ლულის გაწმენდა არ ითვლება?
ტყვიებს რაიმე დეფექტი ეტყობა? იქნებ ახალი პარტია სხვა ზომა ტყვიებია.
gela
თავიდან გავიფიქრე დიზელის ეფექტი ხომ არ მოქმედებდა ტყვიის სიჩქარეზეთქო, მაგრამ თუკი ამდენი ისროლეთ, რაღა დროს დიზელია...
თუ წინა 500ცალიანი შეკვრით კმაყოფილი იყავით, ვფიქრობ ახალ პარტიაში უნდა ეძებოთ მიზეზი... ტყვიების გადახარისხება არ გიცდიათ?
სხვა ტყვია ხომ არ შეგირევიათ? მე ფანტომით სულ მსუბუქ ექზაკტებს ვისროდი, მაგრამ რამდენიმე დასახელების ტყვია მედო ჯიბეში... მივიდოდა ვიღაც, არც დახედავდა რომელს დებდა, გაისროდა და როგორც კი სხვა ტყვია გაივლიდა ლულაში, ჩემს საყვარელ ექზაკტებს რამდენიმე გასროლა საკმაოდ ფანტავდა... მჭირდებოდა 20-25 გასროლა მაინც რომ ჭკუაზე მოსულიყო ისევ...
EnDeL
2 დღეა მთელი ვაგზალი მოვიარე თავისი საკანცელარიოებით და ბავშვთა სამყაროთი, მაგრამ დიდი პლასტელინები ვერსად ვიშოვე... საღამოს მოლში ვიყავი და ვიფიქრე იქნებ კარფურში ვიშოვოთქო, მაგრამ აქაც ანალოგიური სიტუაცია დამხვდა - პატარა ყუთები 12 ფერიანი.. დავიღალე უაზრო ძებნით და ავიღე 2 შეკვრა... მოვიტანე სახლში, ჩავუჯექი, დავჭერი, გავათბე და დავიწყე გადაზელვა... ისეთი მკვრივი გამოვიდა, რომ ორივე ხელით მთელი ძალით ძლივს მოვახერხე საბოლოო ფორმის მიცემა... ცოტა ეჭვი შემეპარა: ასეთ მყარ მასაზე არამგონია ტყვიამ ექსპანსიურობის გამოჩენა და დიდი ხვრელის დატოვება შეძლოს პოტენციური მსხვერპლისთვისთქო...
როგორც იქნა მივაღებინე სასურველი ფორმა პლასტელინს, ჩავდე ლულაში პირველი ტყვია (მსუბუქი ჯსბ ექზაკტი) და ვესროლე დაახლოებით 15 სანტიმეტრიდან (ასე ახლოდან იმიტომ ვესროლე, რომ ოპტიკა დაყენებული არ მაქვს თოფზე. გაყიდვა მინდა ამის, მეორე კი ქუთაისში ელოდება ვენომს )
აქვე ჩემთვის სასიამოვნო ფაქტი მინდა ავღნიშნო, ხმა ბევრად შეუმცირდა თოფს და აღარც დიზელის ეფექტი აწუხებს
მოკლედ ჩაეხუტა ზემოაღნიშნული ჯსბ ჩვენს პლასტელინს და შედეგმა გაამართლა ზემოაღნიშნული ეჭვები... ცხელ გულზე სურათების გადაღება დამავიწყდა, თან ცუდად გავჭერი პლასტელინი. (ნუ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს) ხვრელის დიამეტრი ლამის კალიბრის ზომა იყო მაქსიმუმ 5-6მმ შეღწევა კი 7 სანტიმეტრზე მოახერხა...
ესეც დეფორმირებული ტყვია 8.4gr. ჯსბ ექზაკტი:
მარად გამიცრუვდა იმედები ჯსბ-ზე. კი ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ტყვიები ძალიან რბილია, პლასტელინი კი საკმაოდ მაგარი იყო, მაგრამ გაცილებით უკეთეს დეფორმაციას ველოდი... მერე ვიფიქრე რამე შედარებით მძიმე ტყვიას ვცდითქო და გამახსენდა რომ უჯრაში რამდენიმე ცალი ბარაკუდა ჰანტერი მეგულებოდა... გადავზილე პლასტელინი, დავტენე ფიშტო, ვესროლე იმავე მანძილიდან და
ტყვია 3,5 სანტიმეტრში გაჩერდა... ოო, ეგ კარგია... როგორც ხედავთ კვლავ ვერ ახერხებს ტყვია ფართე კვალის დატოვებას, მაგრამ ნახეთ რა ფორმას იღებს...
ვფიქრობ, შედარებით რბილი მასა რომ ყოფილიყო, ასე დეფორმირებული ჰანტერი საკმაოდ ფართე კვალს დატოვებდა მსხვერპლში, მაგრამ მიიღებდა კი ასეთ დეფორმაციას?
კიდევ ვაპირებდი ქროუ მაგნუმების და პრედატორის გატესტვას, მაგრამ ხვალამდე გადამედო ეგ ამბავი...
ესეც ბოლოს ორივე ტყვია ერთი როგორი იყო თავიდან და რა გახდა... დღეს ჯერჯერობით ჰანტერმა მოიგო ჩემი გული მეორე ტესტი სიზუსტეზე ელის ამ ტყვიას... ვნახოთ შემდეგში რა მოხდება...
P.s სურათების ზომისთვის ნუ დამჭიპავთ მობილურითაა გადაღებული მაკრო რეჟიმში და ისედაც არ არის კარგი ხარისხის...
.
კარგი ტესტია, მარამ პლასტელინი როდის ვარგა სასროლად? როდესაც გადაზილავ და დააცდი კაერგად გაციებას? (გამაგრებას) ამას დიდი მნიშვნელობა ექნება. ჰუნტერებმა მგონი უნდა მიუიღოს მასეთუ დეფორმირება დაჯე უარესიც, ეგ ტყვია ხომ იშლება მოხვედრისას. მაგ ტყვიით მონადირებულ ობიექტებს ძაან განიერი ჭრილობა ედოთ ხოლმე.
EnDeL
ნიტროს მფლობელების თემა ჩაძირულა...
ვაგრძელებ ტყვიების ტესტს ჩემი ნიტრო ვენომით. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ვეძებ ვენომისთვის შესაფერის ტყვიას სანადიროდ. წინა ტესტში შეცდომა მქონდა დაშვებული - პლასტელინი იმდენად მაგარი იყო, რომ ტყვია ვერ ახერხებდა ექსპანსიურობის გამოჩენას... დიდხანს ზელვა კიდე დამეზარა და შედეგად კი მივიღე ის რაც ზევით წერია...
მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დღეს ცოტა თავისუფალი დრო გამომიჩნდა და გადავწყვიტე ხელახლა ჩამეტარებინა ტესტი და წინა შეცდომაც გამეთვალისწინებინა...
ავიღე პლასტელინი გავჭერი ოთხად და მივუშვირე დენის გამათბობელს დაახლოებით 10 წუთი
შედეგად რა თქმა უნდა პლასტელინი ბევრად დარბილდა... გადავზილე, მივაღებინე სასურველი ფორმა და მსხვერპლს პირველი ჭრილობა მივაყენე ბარაკუდა ჰანტერით (0.67 g-10.34 gr )
როგორც ხედავთ ხვრელი წინა ტესტისგან ბევრად განსხვავდება დავითრიე სახაზავი და დავიწყე ჭრილობის გაზომვა...
ტყვიამ შეაღწია 6სმ-ზე და აქედან დასაწყისში 3.5 სანტიმეტრზე საკმაო დარტყმის მიყენება შეძლო
რაც შეეხება დეფორმაციას... პლასტელინიდან ამოღებული ტყვია ასე გამოიყურებოდა
ჰანტერი ბევრად ფორმაშეცვლილი გვინახავს, მაგრამ ჩემი ფიშტო ამ წონის ტყვიებს დაახლოებით 255-260 მ/წმ სიჩქარით ისვრის. (მე ქრონოგრაფი არ მაქვს, იუტუბში ვნახე ვიღაც ტიპი ქრონში ატარებდა ქროსმანის 10.5 გრეინიან ტყვიას)
წინა ტესტისგან განსხვავებით ამ ტყვიით ბევრად კმაყოფილი ვარ
შემდეგი იყო პრედატორი (8gr)
ამ ტყვიამ ჰანტერის მსგავსი კვალის დატოვება ვერ მოახერხა პლასტელინში, მაგრამ გაიყო სამ ნაწილად...
თავი (წითელი) სადღაც ჩაიკარგა, სამწუხაროდ ვერ ვიპოვე, (ბევრიც არ მიძებნია) მაგრამ ამოვიღე დარჩენილი ორი ნაწილი
ტესტის მესამე მონაწილე გახლდათ მსუბუქი ჯსბ ექზაკტი. ეს უკანასკნელი ჩემს ფანტომს ისე ძალიან მოსწონდა, რომ ლულაში სხვა ტყვიას არ იკარებდა შესაძლოა ქროსმანის ტყვიებიც მოსწონებოდა მსუბუქები, მაგრამ იმდენად დაღლილი ვიყავი სასურველი ტყვიის შერჩევისგან, რომ როგორც კი სასურველი შედეგი მივიღე სხვა ტყვიებს აღარ გავკარებივარ...
მოკლედ ვესროლე ეს ტყვიაც პლასტელინს... პირველი შეხედვისთანავე ჩანს რომ იგივე დიამეტრის ხვრელი გააკეთა, როგორიც პრედატორმა
ესეც შეღწევის მანძილი
მსხვერპლის განსაკუთრებულ დაზიანებას როგორც ხედავთ ადგილი არ ქონია
ეს კი თავად დეფორმირებული ტყვია
სიმართლე გითხრათ ამ ტყვიისგან გაცილებით მეტს მოველოდი... sad.gif
დღევნდელი ტესტის ბოლო, მეოთხე მონაწილე იყო H&N-ის Crow Magnum .,57g 8.80 gr. მგონი ამ ტყვიის შესახებ ფორუმზე მხოლოდ ზედაპირული საუბარი გვქონდა, ან მე გამომრჩა...
დავტენე ფიშტო და ჩავახუტე პლასტელინს ზემოაღნიშნული ტყვია... არ დაგიმალავთ და ესეთ შედეგს არ ველოდი, არ ვიცი რატომ...
როგორც ხედავთ საკმაოდ განიერი ხვრელია პლასტელინის მეორე მხარეს ხელი რაღაცაზე მომიხვდა... მმდა ტყვიის თავი...
გავჭრათ პლასტელინი და ჩავიხედოთ შიგნით...
მშვენიერია... ალბათ დაგაინტერესებთ რა მოუვიდა ტყვიას.
ტყვიის ფრთა ბოლო ნაწილში გაჩერდა, ხოლო თავი კი გამოვიდა გარეთ...
ეს კი ჩვენი დანაწევრებული ტყვია. ნახეთ ტყვიის თავმა როგორი ფორმა მიიღო...
ტყვიამ ექსპანსიურობაც გამოიჩინა და ამის შემდეგ თავმა ფორმა შეიცვალა და მთელი ენერგია გადავიდა მასზე (შედარებისთვის მაგალითად მოვიყვან პრედატორებს, იდენტური პრინციპია მოქმედების)...
დღევანდელი შედეგებიდან გამომდინარე H&N-ის ტყვიებმა ჰანტერმა და ქროუ მაგნუმმა მოიგო ჩემი გული... როცა თავისუფალ დროს გამოვნახავ აუცილებლად გავტესტავ ქროსმანის ტყვიებსაც. ვფიქრობ არანაკლებ საინტერესო იქნება... შემდეგ უკვე გადავინაცვლებ ღია სივრცეში და დავიწყებ შორ დისტანციებზე ქაღალდზე სროლას...
დღეს კი სულ ეს იყო. მომიტევეთ თუ თავი შეგაწყინეთ...
საღო კარგიო ტესტია, მე რატომღაც მიმაჩნია რომ ჰანტერები სანადიროდაც კარგია და სიზუსტეშიც, რამეთუ პრემიერებით ყველა ფრინველი მიფრინავდა მაინც. (რბილში მოხვედრის შემდეგ) ჰანტერებით კი ადგილზე რჩებოდა ყველა. ანუ მე გამოვიყენებ ჰანტერებს ყოველგვარი ტესტის გარეშე საყიდლადაც უფრო კომფორტულია 200 ცალიანები.
smekosmeko
გაიხარე. ჰანტერის შედეგი მეც მომეწონა თან წონაც კარგი აქვს, მაგრამ გასატესტია ქაღალდზე... ფანტომი საშინლად ფანტავდა და თუ იგივე განმეორდება ვენომის შემთხვევაშიც, მაშინ აუცილებლად მომიწევს ახალი გზების ძიება...
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services