გუშინ დავდე პატარა მიმოხილვა იმის შესახებ თუ შაბათს როგორ მოვახერხეთ მე ჯორჯიკამ და დავითმა გასვლა და გარკვეული ტესტირებების ჩატარება. შეგპირდით რომ კროსმანის 1377-ის სრულ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებდით შესაბამისი აირგან რეპორტერის ვიდეოებით.
ვაღიაროთ დრო დადგა დავწეროთ ამ ფიშტოს მიმოხილვა. თავიდანვე უნდა ვთქვათ ამ დატუნინგებული იარაღის მფლობელი არის JAH-ი ანუ ჩვენი ფორუმის ადმინისტრატორი, ფიშტო სადღაც ღირს 50$ - 60$, მაგრამ აურაცხელი ფულის დახარჯვის შედმეგ ვიღებთ ფანტასტიურ იარაღს, რომელიც თავისი ვიზუალური ფორმებით ნებისმიერ აირგანერს დორბლებს გადმოაყრევინებს.
ცოტა წინ გაუსწრებ მიმოხილვას და აქვე დავძენ, სილამაზესთან ერთად საკმაოდ მოსახერხებელი რაღაცაა, მშვენივრად ზის ხელში, არ დარბის სამიზნე ხელში ჭერის დროსაც კი, ასე რომ სიამოვნება გარანტირებული გაქვთ, მთავარია ყველაფერი სწორედ გათვალოთ და ... თუმცა მოდი დავუბრუნდეთ სათავეებს და ყველაფერი ნელნელა განვიხილოთ.
მოკლედ თითონ http://\\\\\\\"http://www.pyramydair.com/p/crosman-1377-pump-pistol.shtml\\\\\\\", სურათებით რომ არ გადავტვირთოთ აქაურობა ლინკს დავდებ სადაც მისი ფასიც და სხვა პარამეტრებიც არის ნახსენები.
როგორც ზემოთ მოყვანილი ლინკიდან ირკვევა იარაღი შედარიბით იაფი ღირს, ზოგიერთ ჩვენს იარაღთან შედარებით კაპიკები გამოდის, მაგრამ იმისათვის რომ პირველ სურათში მოყვანილი ფიშტო მივიღოთ საჭიროა საკმაოდ სერიოზული ფინანსური გადასხმები.
თავდაპირველად იარაღი არის მულტი კომპრესიული, ანუ იმისათვის რომ ერთი გასროლა გააკეთოთ საჭიროა რამდენჯერმე გადატენოთ ლულის ქვეშ მოქცეული ხელის მოსაკიდი. ნორმალური გასროლისთვის მინიმუმ 5-6 გადატენვაა საჭირო, ხოლო მართლაც კარგი გასროლისთვის სადღაც 15-20 გადატენვაა საჭირო. იდეაში პომპა არის პატარა ნასოსი რომელიც თითო გადატენვაზე პატარა რეზერვუარში ჰაერს ჭირხნავს, შემდეგ გასროლისას ერთიანად ანთავისუფლებს რეზერვუარს და....
ჯორჯიკა საბრძოლოდ ემზადება
რა თქმა უნდა ეს მეთოდი საკმაოდ მოუხერხებელია, მაგრამ იარაღი იძლევა გადაკეთების აურაცხელ ვარიანტს. ასე მაგალითად შეიძლება დაუყენო რეზერვუარი, რითაც მულტიკოპრესიული უცებ გადადის PCP კლასში, კიდევ ფულის დახარჯვა და შეიძლება უკეთესი ლულის კოლოფის შეძენა რომელსაც კლიპის ჩადგმის საშუალება აქვს (ანუ მჭიდზე ვსაუბროდ, თუ ტანკში ზიხართ, რკინის ჩაფხუტი გახურავთ და ვერ მოხვდით რაზეა საუბარი... აბოიმა იცით რა არის?? ჰოდა მაგას ვამბობ მეც ზუსტად), ასევე საჭიროა მოდერი, რადგან მოკლელულიანი ძლიერი PCP, საშინელ ხმას გამოსცემს, და ყველაფერ ამას სჭირდება ნორმალური ბეჭზე მისაბრჯენი კონდახი. ყველაფერი ეს სიამოვნება კი მგონი 500-600$-ს უკაკუნებს. ზუსტ ციფრებს ალბათ JAH -ი გვეტყვის თუ საჭიროს ჩათვლის.
კონკრეტულად ამ მოდელს გადაკეთებული აქვს ბევრი საინტერესო დეტალი, შედეგად ერთდამტენიანი პისტოლეტი გახდა 16 ტყვიანი მრავალ დამტენიანი პისტოლეტი. ბევრს სწორედ ეს შესაძლებლობა მოსვენებას არ აძლევს, მაგალითად მე და ჯორჯიკას. ჩვენი დისკოს გადაკეთება გვინდა ისე, რომ ჩვენც გვქონდეს შესაძლებლობა კლიპი გამოვიყენოთ, მაგრამ მხოლოდ JAH-ის მიერ დადებული სურათებით ვერაფერს ვიგებდით.
საქმე იმაშია რომ ჩახმახის უკან დაწევისას ხდება ტყვიის ავტომატური მიწოდება ლულაში და ჩახმახის ჩაკეტვისას ხდება ლულაში ტყვიის მოთავსება, შედეგად მარტივი მოძრაობის ხარჯზე რომელსაც ჩახმახი აკეთებს (გაწიე უკან და ისევ გაწიე წინ) შეგილძლია ახალი გასროლისთვის იყო მზად. უნდა ვაღიაროთ საკმაოდ მოსახერხებელია. მოდი ვნახოთ აირგან რეპორტერის მეშვეობით როგორ მუშაობს ჩახმახი რომ ჩავწვდეთ მუშაობის პირველ პრინციპს.
ჰო მართლა აირგანერს ალბათ იცნობთ ასე რომ მოვემზადეთ და....
იცანით ქართველი პოლ კაპელო ხომ ნუ როგორც ამ კლიპის რეჟისორმა და პროდუსერმა ბოლო მომენტში გადავწყვიტე რომ ინგლისურ იტალიური აქცენტის მქონე წამყვანი არ გამოგვადგებოდა, ამიტომ ეროვნულ წამყვანს ვთხოვე გადაცემას ჩადგომოდა სატავეებში
რამდენი ელოდით ალბათ ვერაზე ამოსულ პოლ კაპელოს ჰა მომიტევეთ არ შემეძლო არ მეშაყირა, რაღაც ისეთი გაჩერებული იყო ფორუმი რაცხა გამოსაცოცხლებელი იყო მოსაფიქრებელი და....
კლიპში ალბათ დააფიქსირეთ თოფის ხმაც, მოდერი თავის საქმეს აკეთებს, გახსოვთ ალბათ პირველი გასვლისას როგორ ღმუოდა ეს თოფი, ყველას გვეგონა ზედმეტ გჰაერს უშვებდა ლულაში, შეიძლება ასეც იყო, მაგრამ მთელს სიგრძეზე ჩამოცმულმა მოდერმა, ეგრეთწოდებულმა შრაუდერმა, თავისი საქმე ხუთიანზე გააკეთა. სამწუხაროდ უნდა ავღნიშნო, მიუხედავად სიჩუმისა ამ მოდერის მუშაობა ახლოს ვერ მიდის ჩემი დისკოს მოდერთან, რომელიც ბაზუკამ ჩამოიტანა. რაც არ უნდა საოცარი იყოს უფრო დიდი თოფის პატარა მოდერი უფრო კარგად მუშოაბს, ვიდრე პატარა თოფის დიდი მოდერი.
კაი დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს, გავიგეთ როგორც მუშაობს ჩახმახი, ცოტა ძნელი დასანახი იყო მაგრამ ალბათ შესძელით დაგეფიქსირებინათ თუ როგორ ხდება ტყვიის ავტომატური მიწოდება დასატენად, მართლა მაგარი იდეაა, მაგრამ მისი მუშაობის პრინციპი მაინც გაუგებარია, გარეგნულად არც კლიპს და არც თოფს არ აღენიშნებათ რაიმე მექანიზმი რომელიც კლიპში არსებული ბარაბნის მოტრიალებას უზრუნველყოფდა.
იმისათვის რომ გავიგოთ როგორ ხდება ტყვიის მიწოდება ჩახმახის მოძრაობისას ჯობია კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ჩვენს აირგან რეპორტერს ვიდეოს მეშვეობით გვიჩვენოს რა როგორ მუშაობს
როგორც ვიდეომასალიდან ირკვევა ტყვიის მიწოდების მექანიზმი ძალიან მარტივად და ამასობაში გენიალურად არის მოფიქრებული. თვითონ კლიპში არის პატარა ზამბარა, რომელიც უზრუნველყოფს ტყვიის მიწოდებას. პირველი ტყვია რომელიც ლულაში მისაწოდებლადაა გამზადებული, ცალი კედლით ეჯახება კლიპის კედელს და აჩერებს მის უკან მდგომ ტყვიებს რიგში.
ჩახმახს თუ დააკვირდით აქვს ორი საფეხური, პირველი წვრილი და მეორე ცოტა სქელი სადღაც 4.5 მილიმეტრი. პირველი წვრილი ნაწილი აწვება ტყვიას და მიათრევს ლულაში, შემდეგ მას მიყვება ცოტა სქელი ნაწილი რომელიც კლიპში გადის დაიკავებს ტყვიის ადგილს, ამით იგი არ აძლევს საშუალებას დანარჩენ ტყვიებს ჩამოვიდნენ ძირს. ამასობაში თუ დააკვირდით ჩახმახს არ გააჩნის რეზინის რგოლი რომლითაც მოხდებოდა ლულიდან ჰაერის გამოპარვის თავის არიდება. ეს იმიტომ არის ასე რომ რეზინის სქელი რგოლი კლიპში ვერ გაივლიდა და გზაში გაეჭედებოდა, მაგრამ რაღაცნაირად ლულის ჰერმეტიზაცია ხომ უნდა ხდებოდეს?
ჰოო ჰერმეტიზაციაც მშვენივრადაა მოფიქრებული თვითონ ლულაშია ჩაშენებული რეზინის რგოლი, რომელიც გარეთ არ გამოდის და ჩახმახის სქელი ნაწილი ლულაში შესვლისას ზუსტად ამ რგოლს ედება შედეგად ჰერმეტიზაცია მიიღება და გასროლისას ჰაერი უკან არ იპარება. როგორც იტყვიან ხოლმე ყველაფერი გენიალური მარტივია.
ახლა განვიხილოთ თუ როგორ შედეგებს გვაძლევს აღნიშნული თოფი. ამდენი ფული ჩაყარა მფლობელმა და საინტერესოა რისი მიღება შეიძლება. მიუხედავად იმისა რომ გასვლისას თან გვქონდა დისკოს ნასოსი, თან არ გვქონდა 1377-ის რეზერვუარის დასატენი პორტი, შედეგად JAH-ის მიერ წინასწარ დატენილი რეზერვუარით მოგვიწია სარგებლობა. JAH-ის თქმით ეს რეზერვუარი უნდა გვყოფნოდა 5-6 კლიპზე რაც საკმარისზე მეტია.
რადგან თან გვქონდა რამდენიმე ტიპის ტყვია არ დავიზარეთ და ყველა შესაძლო ტყვია გავისროლეთ, ვნახოთ ეს ყველაფერი ვიდეო რეპორტში:
ჰო პატარა შეცდომა მოგვივიდა, დაგვეზარა ქრონის ბოლომდე აწყობა და შედეგად ქრონმა ჩვენ დაგვიკიდა პატარა შესვენების შემდეგ ვაგრძელებთ ქრონვას.
ჰოო ჩვენი აირგანერის ბოლო სიტყვები სახარბიელო არაა დაგვიბრაკა ვირთხმინატორი, თუმცა აქვე უნდა ვთქვათ შემდეგი გარემოებები, საცოდავ კროსმანს ზამბარა აქვს დამჯდარი. ბოლომდე მოჭერილ მდგომარეობაში დიდი ხნით დატოვება არცერთ ზამბარას არ უხდება. აქედან მორალი საჭიროა გამძლე ძლიერი ზამბარა. სხვათაშორის JAH-მა თქვა რომ ზამბარა მთლად ჯანზე ვერ იყო და ახლა ელოდება ახალ ზამბარებს. იმედი ვიქონიოთ რომ ეს მშვენიერი ეგზემპლარი მინიმუმ 200 მეტრ წამს მიაღწევს. თუმცა ამ 160 მეტრ წამითაც თავის საქმე მშვენივრად გააკეთა ამ თოფმა (ფაქტები დახურულ განყოფილებაში დევს, ვინც დახურულ განყოფილებაში ვერ შედიხართ მოგიწევთ სიტყვებზე დაჯერება).
ბოლოს განვიხილოთ კონდახი. http://\\\\\\\"http://www.pyramydair.com/s/a/Crosman_1399_Custom_Shoulder_Stock/198\\\\\\\", მაგრამ ის კონდახი ისეთი ლამაზი არაა როგორიც ამ კონკრეტულ მოდელს აქვს. საქმე იმაშაი რომ ეს არის სპეციალურად ამ მოდელის იარაღისთვის ჩამოსხმული კონდახი, რეგულირებადი ლოყით.
კონდახი ჩამოსხმულია რუსეთში, მაგრამ ჩამოსხმის ხარისხი შესაშური არ არის. მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად კარგად გამოიყურება (ვერანაირად ვერ მოედავები), ვინტის მოსაჭერ ადგილში ემჩნევა რომ ზემოდან კონდახი უბრალოდ გადაღებილია, შიგნით კი რაღაც საბჭოთა რადიო პლატების დამზადებისთვის რომ გამოიყენებოდა ისეთი მასალა ჩანს.
დასკვნები
იარაღი თავისებურობით გამოირჩევა, მიუხედავად იმისა რომ ჩვენმა აირგან რეპორტერმა თავისი დიაგნოზი დასვა, ვიტყოდი რომ იარაღი საოცრად ლამაზია. იმ დღეს კიდევ რამდენიმე მეგობართან გვქონდა შეხვედრა, მათშორის ისეთებთანაც ვისაც პნევმატიკა დღემდე \\\\\\\"კისტის\\\\\\\" თოფად მიაჩნიათ, მაგრამ ამ ვირთხმინატორის დანახვის და ხელში დაჭერის შემდეგ სადღაც 2-3 წუთში სერიოზულად ეცვლებოდათ წარმოდგენა პნევმატიკაზე. ასე რომ იარაღი ახალბედებზე მომენტალურ ეფექტს ახდენს. ეფექტი ეფექტად, ზოგოერთს უჩნდებოდა პრაქტიკული კითხვები, რამდენ გასროლაზე ყოფნის რეზერვუარი, შეიძლება თუ არა შოვნა, რა ტყვიებს ისვრის და ასე შემდეგ.
რაც შეეხება მიზანში მორტყმას, თავიდან ძალიან გაგვიჭირდა მიზანში მორტყმა, ეს საუბარია სადღაც 15-20 მეტრიან დისტანციაზე. ტყვია ხან ზევით ხან ქვევით მიდიოდა, მაგრამ როდესაც რეპორტაჟის ჩაწერა მოვრჩით და ხელში იარაღი დავიჭირე, დავიწყე 40-60 მეტრზე სროლა. იცით საინტერესო რა იყო? ამ დისტანციაზე მაქსიმუმ 3-4 სანტიმეტრის რგოლში ჯდებოდა ტყვიები. აქედან დასკვნა, იარაღს დაბალი ტყვიის სიჩქარის გამო აქვს ძალიან მოხრილი ტყვიის ტრაექტორია (ეგრეთწოდებული ნაღმტყორცნის ”ნავესნოი” ტრაექტორია), რის გამოც 15-25 მეტრი ხვდება მკვდარ ზონაში, სასროლი ზონა კი გამოდის ორი 10 მეტრთან და 30 -50 მეტრთან ამას მოგვიანებით სქემატურად გამოვსახავ და უფრო იოლი აღსაქმელი იქნება.
არის მინუსებიც. მაგალითად ფასი, ფასი ძალიან მაღალია ამ ტიპის იარაღისთვის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ აქ არ კეთდება არცერთი დეტალი, საზღვარგარეთ დაკვეთა და ტრანსპორტირება კი იაფი არ ჯდება.
საეჭვოა გამოყენების სფერო. თავდაპირველად შექმნილია იარაღი ყვავებზე სანადიროდ, მაგრამ ჩვენთან ყვავები ისედაც იშვიათობაა, პლიუს საკმაოდ მფრთხალი ცხოველია, მაგალითად იმავე დღეს ლისზე ასვლისას დავაფიქსირეთ 5-6 ყვავი, მაგრამ სანამ ჯორჯიკა 50 მეტრზე მიუახლოვდა, ყვავებმა რაღაც არასასიამოვნო იგრძნეს და....
მოკლედ მოვრჩეთ დღევანდელ მიმოხილვას. მაგრამ რაღაც უნდა ვთქვათ ღირს თუ არ ღირს ამდენ წვალებად ეს იარაღი?
როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი და არა ბილ გეიცის შივილი, შემიძლია ვთქვა რომ არ ღირს, მთელი შიგნეულობა იძახის ძვირია, ძვირია, მაგრამ როგორც სუფთა აირგანერი, ალბათ მაინც ვიტყვი ღირს. კაი რაღაცაა ეს მამაძაღლი. თან თუ ხარჯებს დროში გაჭიმავ და დიდ დარტყმად არ მოგხვდება ხომ საერთოდ გადასარევი იქნება. მოკლედ მიუხედავად ჩემი აზრებისა დასკვნები იმის შესახებ გჭირდებათ თუ არა ასეთი ფიშტო მაინც თქვენ უნდა გააკეთოთ, მე პირადად მშურს JAh-ის შემართებისა რომ 56$-იანი ფინტიკლუშკა ამ დონის PCP იარაღამდე აიყვანა. მე ჩემი დისკოსთვის დღემდე ლულის კოლოფი ვერ შევარჩიე ვის და სად გავაკეთებინო JAH-მა კი გარისკა და....
P.S. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა JAH-ს რომ მოგვცა საშაულება ხელში დაგვეჭირა ეს იარაღი, ვისიამოვნეთ ინფორმაციაც მივიღეთ გამოცდილებაც და რაც მთავარია ეს სტატიაც დაიწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ძველებურად იქნებოდა და ვერავინ ვერაფერს ვერ გავიგებდით კიდევ დიდიხნის მანძილზე.
P.S. p.s. ჰო მართლა რეპორტმა დაიგვიანა ვიდეოების გამო, სადღაც 1,5 გიგა იყო ასატვირთი, არ დავიწყე კომპრესიები და უაზრობები, მინდოდა რომ HD ხარისხითაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი. მგონი გამოვიდა ჩანაფიქრი, დანარჩენ კომენატრებს კი თქვენგან ველი.
______________________________________________________________________________
ბონუსი
ვანმატებ ბონუსსსახით ვიდეო ფაილს სადაც ჩანს თუ რა ძალა აქვს დისკოს და ვირთხმინატორს. რათქმაუნდა აქ საქმე სიჩქარეშაია და არა იარაღის ფორმაში, დისკოც დავირთხაც ისვრიან CUM 10.5 გრანიანს, ოღონდ დისკოს აქვს სიჩქარე 265 მეტრი წამში, ხოლო ვირთხას 150 მეტრი წამში.შედეგებს ვიდეოზე თქვენთვითონ ნახავთ.
ამჯერად მართლა დამთავრდა ყველა მასალა
ნუ მოკლედ სიტყვები არ მყოფნის იქ ვიყავი და ეს რომ წავიკითხე დავფიქრდი ნეტა რამე ხომ არ გამომრჩა მეთქი (ანუ იქ ყოფაში რამე ხომ არ გამომეპარათქო) ნადვილი სიტყვის ოსტატი ხარ ჯაჯ . დიდი მადლობა გაიხარე
რაც შეეხება ჩემს დასკვნას , მე გამოვდივარ იქიდან რომ 800$-ად და მეტად მე მაგ ფიშტოს არ ვიყიდი ჩემი დღევანდელი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე , თორემ ისე რაც აუცილებლად აღსანიშნავია ხელშI ჯდება იდეალურად ძალიან გამიკვირდა თუ ესე აწყობის შაშხანას ესეთი კარგი ბალანსი ექნებოდა , მომწონს მაგრამ ძვირია , რადგან ძვირია ესეიგი აღარ მომწონს , მარტივი ლოგიკაა , არ ვიცი შეიძლება მე ვცდები მაგრამ იგივე ფასად მემგონი ბრენდსაც იყიდის კაცი
Evanix Renegade Take Down Rifle 530$
ან
Air Arms TDR ფასი როგორც ჩვეულებრისვ AA S 400/410-თს
საქმე იმაშია რომ წესით და კანონით ეს ყველაფერი, თავისი დონორით ანუ 1337-ით უნდა დამჯდარიყო მაქსიმუმ 550-600$
მაგრამ... იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ...-ში თავისი გადაგზავნა გამოგზავნებით, ყველაფერი დაჯდა ბევრად ძვირი
მარტო 1337, გაგეცინებათ მაგრამ 55$-ის მაგივრად დამიჯდა 150$ დანარჩენ სატიუნინგო ნაწილებზე ხო საერთოდ...
მოკლედ ვეცდები გავიხსენო და დავწერო დეტალურად რა და რამდენი დაჯდა.
რაც შეეხება ზემოდ ხსენებულ იარაღს... ევანიქსი რომც მაჩუქონ არ მინდა აი Air Arms TDR საკმაოდ სერიოზული აგრეგატია
დავამატე ბოლო ბონუს ვიდეო. სადაც ნაჩვენების დისკოს და 1377-ის ძალა. თუმცა ეს ტესტი შეიძლება შემდგომ გასამეორებელი იყოს, რადგან 1377-ის ზამბარა პრაქტიკულად დამჯდარია და ახალი ზამბარისშედმეგ ხელახლა იქნება ყველაფერი სანახავი.
ძალიან კარგი ნამუშევარია.
უფრო ძვირიც რომ დამჯდარიყო ჩემი აზრით მაინც ღირდა. ყიდვის შემთხვევაში შეიძლება ისეთ სიამოვნება ვერ მიიღო რასაც აწყობის
პროცესში განიცდი.
nihontoman
ყოჩაღ ბიჭებო, ყოჩაღ! მშვენიერი რეპორტია
Jah-საც ვულოცავ კიდევ ერთხელ, მშვენიერი ფიშტო გამოსულა კროსმან 1377-დან
მშვენიერი ფიშტოა სროლაც მაგრად ასწორებს მაგ იარაღიდან
მმმაგარია ბიჭებო! საღოლ ჯაჯას და პოლ კაპელოს ანუ ჯორჯიკას
Jah
nihontoman
Jah
მერს-ი არანალებ დაკუთულია
გუშინ ვნახე ეს იარაღი სოხას ხელში და ძალიან მომეწონა, ხმა ჩუმი, ნაკეთობა ულამაზესი, ყვავებზე სანადიროდაც მშვენიერია. მოკლედ კაი რამეა
ნეტა 1377-ის გადაკეთება რა დაჯდება?
Hellados
tengo
ვისაც მსგავსი აგრეგატი გინდათ ოღონდ ისეთი, რომ კროსმანისაც იყოს რამე დარცენილი, თქვენთვისაა მარადას პისტოლეტი. გამოუშვებენ .177 კალიბრში როცა იქნება და ეგაა.
ეს კონკრეტულუი კი, ისეა, რა, ონონიზმის პონტში.
nihontoman
tengo
ეე თენგო კაი რა ახლა ტყუილა ვაოფებთ ამ თემას სიტყვების სხვადასხვა კუთხით შეხედვას განვიხილავთ.
იტოგში მე ვირთხას მსგავსი თოფი ძალიან მიჯდება ჭკუაში, მანქანიდანაც მსოახერხებელია სროლა, წონაც მშვენიერი, ვიზუალურად ძალიან ლამაზი... სიძლიერესაც არ უჩივის. მოკლედ ის თოფია რაც მე მინდა, ხოდა აგერ ხალხმა თქვა მარადას პისტოლეტი იქნება მალეო და დაველოდები და ვნახოთ რა იქნება.. პირადად მე4-5კგ-იანი თოფის ტარებას ასეთი მსუბუქი თოფის ტარება მირჩევნია, კანფეტ სუში
სავარაუდოთმაგ პისტოლეტის ფასი იქნება არანაკლები ვიდრე მარადიორის... ნახავთ თუ არა.
იმ კუკუ კოლიმატორის გულისთვის მაგის ლოდინი ნაღდად არ ღირს.
ასე რომ ლოდინს ჯობია მარადიორი იყიდო კაცმა და გადაჭრა რეზიკი და დაამოკლო ლულა, და ან ბულპაპი გააკეთო ან 1377-ის ტარი დაუყენო, მიდის იდეალურად იგივე ადგილას აქვს ნახვრეტები...
nihontoman
ja_ja
bazuka
ja_ja
bazuka
bazuka
ბაზუკ სლიუში, მე JAH-ს მივმართავდი მეთი ადრე მარადიორის ყიდვას აპირებდი და გადაკეთებასთქვა და კიდევ ხომ არ აპირებთქვა. მახსოვს კონდახის გაყიდვა უნდოდა, მე კი ახლა ამენთო და ყიდვა მინდა
შენ კიდო ნიხოს ტისკავ...
ja_ja
უპს ესლა გადავხედე და ....
მეგონა ნიხოს ეკითხებოდი
nihontoman
არ გავაგდძელოთ ეს თემა?
ხომ მივივიწყეთ ყველამ მოშნადა, მოშნადა კაი ბატონო როგორც აღმოჩნდა ამ აგრეგატს მთლად მარტივი ბედი არ ჰქონია მფლობელის გამოცვლისა და საველე პირობებში მუშოაბის შემდეგ, ახალ მფლობელს გარკვეული სურვილები გაუჩნდა, გარკვეული პრობლემებისა თუ მიზეზების გამო.
მოკლედ მიუხედავად იმისა რომ ეს ფიშტო თავის დროზე ხელში მოშნად ვატრიალე, მან ჯერ კიდევ პირველი მფლობელის ხელში ბევრი დამატებითი მოდიფიკაციები გაიარა, მე კი ეს თოფი არ დამიშლია, რადგანაც სხვა ადამიანის საკუთრება იყო და ჩამბარდა გასატესტად და არა დასაშლელ მოსაშლელად. ასე რომ შიგნეულობა როგორ იყო რეალისებული არ ვიცოდი.
ახალ პატრონს კი პრობლემად მიაჩნდა ის ფაქტი რომ გასროლისას აშკარად იგრძნობოდა რომ ჰაერი იპარებოდა ლულის მიდამოებში. ნანახი ჰქონდა ალბათ ჩემს მიერ აღწერილი დისკოს ლულის გადაკეთება და ... გასაგებია რომ იდეა მოეწონა, ამიტომაც თავდაპირველად სურვილი იყო იგივენაირად გაკეთებულიყო ვირთხაზეც ლულის ამბავი. ამასობაში მე ვიცოდი რომ ვირთხაში ლულა სწორედაც რომ მარადიორის პრინციპით იყო რეალიზებული, მაგრამ თურმე სადა ბანაობ.
დავშალეთ მე და სოხამ ფიშტო, ამოვიღეთ ლულა და ვნახეთ რომ ლულის ობტურაცია ცოტა არ იყოს და სტრანნად არის რეალიზებული, ადრე ამ ფიშტოს KIT-ის მწარმოებლის პოსტებში წაკითხული მაქვს რომ კლიენტებისთვის იოლი გადაკეთების მიზნით ლულის დაჯდომა რეალიზებული ჰქონდა დამატებით დეტალზე, ანუ ლატუნის ცილინდრი იყო გაკეთებული რომელშიც ჩამჯდარი უნდა ყოფილიყო მიმწოდებლის რეზინის რგოლი და იმისათვის რომ ნებისმიერს უმტკივნეულოდ ჩაესვა ლულა ზედმეტი გადაკეთების გარეშე ამ დეტალს წინიდანაც ჰქონდა ზერინის რგოლი რომელზეც ჯდებოდა ლულა.
ნუ ვერ შეედავები, გლობალური გადაკეთებისას და მასიური გაყიდვისას მისაღები მეთოდია, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ვინც KIT-ს იყიდის თავისი ლულით უნდა მიადგეს იდეის ავტორს და ლულა უნდა გადააკეთებინოს, ასე კი ყველას შეუძლია საშინაო პირობებში შეცვალოს ლულა, თან დააყენოს ნებისმიერი ფირმის ლულა.
სამწუხაროდ აქ თავდება კარგი იდეა. რეალობაში ნუ ეს დეტალი რა თქმა უნდა არის, მაგრამ რეალიზება..... განსაკუთრებით გატეხა დისკოს ტიპის გადამშვებმა უცნაური აბტურაციით. მოკლედ დავიწყოთ.
კოლოფში ზის ეს დეტალი და ამ დეტალზე მჭიდროდ უნდა იყოს მიდებული ლულა
შესაბამისად ამ მრგვალ დეტალშია მოთავსებული მიმწოდებლის ჩამკეტი რეზინა და ჰაერის გადამშვებიც მას უერთდება, მაგრამ საოცრად, ანუ ლითონი ლითონზე, თან ლითონის ზედაპირის სისუფთავე ისეთი არაა რომ აღტაცება გამოხატო.
მდაა რუსები ხანდახან მაგრა ასწორებენ ხოლმე კოლოფი საკმაოდ მაღალ დონეზეა გაკეთებული, თუნდაც ის ლულის ადტურატორი და მიმწოდებლის შესასვლელი ხვრელი, მაგრამ ეს გადამშვები რამ მოაფიქრათ
ნუ უფრო ნათელი რომ იყოს ნახაზსგაჩვენებთ:
აბტურაციისთვის კი აქვს გადამშვებს რეზინები, მაგრამ აკავებს თუ ამაგდებს კოლოფის თავს, ანუ რეზერვუარიდან ამოსასვლელი ხვრელი რეზინაზეა, ეგ კარგია, შემდეგ კოლოფში რომ შედის გადამშვები იმის მაგივრად ლულაში ასევთქვათ უზრუნველყოს ჰაერის დანაკარგის გარეშე გადაშვება, ჰაერის არ გაპარებას იცავს იმისგან რომ ჰაერი არ გაიპაროს კოლოფსა და გადამშვებს შორის (მაგარი ტექსტი დავწერე, ტაფტოლოგია ზეიმობს ალბათ ). არა იდეაში ცუდი არაა, მანდაც დაიცვას მაგრამ რისთვის???
სამაგიეროდ ლულასა და გადამშვებს შორის რეზინის ნატამალი არაა, ახლოდან სქემააზე გამოიყურება.
ვერ დავუკარგავ კონსტრუქტორს იმ გადასარევ იდეას რომ ლატულის გილზის ჩაყენებით მომხმარებელი ააცილა თავისასატკივებელ სამუშაოს, მართალია ძნელია, რეზინა და ლულა ისე მიაჭირო ერთმანეთს რომ...., მაგრამ შესაძლებელია, ერთერთ TOP გერმანელში ზუსტად ეგრეა ლულის აბტურაცია მოფიქრებული რამდენადაც ვიცი, ასე რომ სქემა მუშაობს, მაგრამ ეს გადამშვები....
საინტერესო კიდევ ერთი ფაქტი იყო, მართალია აბტურაცია პრაქტიკუალდ არ არსებობს ამ შემთხვევაში, მაგრამ სამაგიეროდ არსებობს ის მოქმედება რომლითაც სოხამგამაოცა , უბრალოდ მოუშვა ლულის ზემოთ არსებული ვინტები და ლულა გამოაძრო კოლოფიდან გავშრი, რაღაც სხვანაირ დამაგრებას ველოდი, ნუ იდეაში რაღაც აქ მოყვანილი სქემის ვარიანტია HW100-ში უზრუნველყოფილი, ოღონდ გერმანელში ლულაშია რეზინა ჩასმული და არა გილზაში, მაგრამ მაგით დიდი არაფერი იცვლება.
რა თქმა უნდა შეიძლებოდა გილზაშივე ამოღრუტნულიყო რეზინის ხვრელი მარადიორის პრინციპით, მაგრამ სოხამ მთხოვა ლულაშივე ყოფილიყო. როგორც მივხვდი ბატონ სოხას ხშირად უყვარს ლულის მოშვება და მერე ლულის რეზინაზე მიჭერა ავიწყდება ხოლმე
მოკლედ იყო და არა იყო რა, ახალი გადამშვები გამოიჩარხა, ახალი რეზინები დაყენდა და გადამშვებიც ამოიღრუტნა.
ნუ რადგანაც რეზინის ადგილი ამოსაღები იყო და უკანა ფასკაც გასასწორებელი იყო, მივადექი და ცოტა ძველი საჭრელით მივათალე ნაწილი ადგილი. ლულაზე ჩანს კვალი მთლად სუფთა რომ არაა. უბრალოდ ლეგენდებს აავყევი ვიცოდი რომ IJ-ის ლულა მაგარი ფოლადია და ვაი ვუი... ერთი ფეხებია ტყუილა მოვჟმოტე საჭრელი ნუ ჯანდაბას საჭრელის კვალი იმ ადგილზე ჩანს რომელიც კოლოფში იმალება.
ნუ ახალი სქემით გასაგებლარია რაც გამოვიდა, ანუ:
ნუ თან ზედა ნახაზს თუ დააკვირდებით ლულის ვიწრო ნაწილი კოლოფს სცდებოდა და უშნოდ ჩანდა, ახლა კი ზუსტად კოლოფის პირამდეა მითლილი და ვიზუალურად მომგებიანად გამოიყურება. თუმცა აქვე ვაღიარებ ერთი შტუკა მღრღნის შიგნიდან.სოხას არ დაუტოვებია კლიპი, შედეგად რამდენად სწორედ დავწოვე ადგილი ლულაზე კლიპის ჩამოსაჯდომად სულ მაგაზე ვფიქრობ.... თუ აღმოჩნდა რომ ბევრი დავტოვე ვავა მომიწევს წაჭრა და თავიდან ყველაფრის გაკეთება, რადგანაც რეზინა საკმაოდ ახლოს არის ჭრილთან განთავსებული და ჩამოთლის შემთXვევაში ადგილი არ დარჩება.
ნუ ბარემ რადგანაც ყველაფერი აწყობილი და გამზადებული იყო, გადავწყვიტე გამესინჯა ფიშტოს შესაძლებლობები, გასროლისას თითქოსდა ჰაერს არ აპარებს, მაგრამ ეგ მაინც მფლობელმა უნდა შეაფასოს, ვდრუგ და არ მოეწონოს სიტუაცია. რავიცი რავიცი
კაი ბატონო ძველ მფლობელთან გავარკვიე ადრე თოფი რა სიჩქარით ისროდა, როგორც ირკვევა მძიმე 10.5 CP-თი ისროდა 230 მეტრ წამით, ჰოდა მეთქი ბარემ შაბამოწმოთ, უცებ აივანზე ქრონი და:
1) JSB 10.2 გრანი - გაფრინდა 248.9 მეტრ წამით
2) JSB 8.4. გრანი - გაფრინდა 274.7 მეტრ წამით
3) CP 10.5 გრანი - გაფრინდა 242.4 მეტრ წამით
4) JSB Monster 13.4 გრანი - გაფრინდა 217.4 მეტრ წამით.
გასროლა მოხდა სულ 4 ცალი და სადღაც 1 მეტრის მანძილიდან 3 სანტიმეტრიანი ფიცარი ოთხივე ტყვიამ გახვრიტა. რეზერვუარი დატენილი იყო 3000 PSI-ზე ნუ სადღაც 2900-ზე.
ნუ იდეაში რაცხა სიჩქარე მოემატასავით, დამრტყმელის და სასხლეტის პარამეტრები არ შეცვლილა, რამდენადაც მახსოვს ეს ფიშტო ლამის 5 მეტრ წამიანი დერეფანით ისროდა, შესაბამისად სიჩქარეები ეგეთი დერეფნით უნდა დარჩეს +- 2.5 მეტრ წამი.სამწუხაროდ სამსახურის გადამკიდე სრული სიჩქარეების დიაპაზონი და გასროლების რაოდენობის დათვლის დრო არ მქონდა
P.S. აუ ისე გადატენვა მაგარი მურტალი აქვს რა ამ ვირთხას , დროებით ჩახმახი მარჯვენა ხელზე გადავაკეთე თორემ ჩემი ნერვები და ძალები გადატენვას არ ყოფნიდა.
ja_ja
გაიხარე გიო, მაგარი ხარ რა, ბევრიც გიწვალია ამ უდროობაში. არც ველოდი თუ ასე მალე გააკეთებდი
soxa
მეც აღარ გამხსენებია კლიპის დატოვება, ხვალ ქალაქში არ ვიქნები და პარასკევს შეგეხმიანები
soxa
ცოტა დავწყნარდი
ja_ja
კი გერმანელშიც ეგრეა, უბრალოდ ის ვინტი რომელიც იჭერს, ასევე მიმჭიმის ფუნქციასაც ასრულებს
ერთხელ არასწორად გავაკეთე და მიმჭიმი ვინტი ბოლომდე არ დაეჭირა, რის გამოც რეზიკი აღარ დაეჭირა
ანუ გერმანელში ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული.
უხხხ, ისე კი მაგრად მინდა რამე პატარა რაა
bazuka
bazuka
იასნა, ეგრეც ვიფიქრე. იდეაში ყველაფერი გენიალური მარტივია, პროსტა გადალახვა უნდა შიშებს ჰოდა მთავარი პლიუსი HW-ს ლულაში ამ შემთხვევაში არის სისქე!, კროსმანის 11 მილიმეტრზე მაგხელა ღიობს ვერ უზრუნველყოფ. ნუ რაღაცას კი იზამ, მარა....
სურათები რატომ არ ჩანს?
მოკლედ ახლა დავარეგისტრირე მაგათთან, ვნახოთ რა და როგორ იქნება.
მაინტერესებს სურათები გამოჩნდა თუ არა?? ჩემთან ჩანს, მაგრამ მაინც მაინტერესებს. ვინმემ დაწერეთ კი ან არა
კი, ჩემთანაც გამოჩნდა. არგო წამალმა.
giorgi-RW1k77X2
კაია, მაშIნ დაველოდები ერთი ორ გამოხმაურებას და მერე გავწმინდავ თემას ოფებისგან
ჩემთანაც გამოჩნდა გასწორდაააა
რა ღირს ეს თოფი?
Crosman 1377 200 თუ 220 ლარი
დაუჯათ გადაკეთება ძალიან ბევრი და გაყიდა 500$
ja-ja
არ ვიცოდი შენ თუ იყიდე
ჰმმმმ, მეც არ ვიცოდი სად მაქვს აბა???
რომელ ზეთს იყენებთ მგონი ეს წავა
http://www.amazon.com/gp/product/B0002IL6M6/ref=ox_sc_act_title_1?ie=UTF8&psc=1&smid=ATVPDKIKX0DER
BlackBaron
ja_ja
საკუთარ კითხვას კიარ ვცემ პასუხს ვკითხულობ 1377-ის თემაში რომელ ზეთს იყენებთ ამ იარაღზე. რადგან ამას არ იყენებთ აბა რომელს იყენებთ 1377ისთვის?
დაძებნე Crosman Silicone Chamber Oil
http://www.ebay.com/itm/Crosman-Factory-OEM-Hammer-Spring-2240-2250-2260-1377-1322-2289-/231030428021?pt=LH_DefaultDomain_0&var=&hash=item35ca7c9175
ამ ზამბარის შეცვლით რა შედეგიაქვს ხომარ იცით?
BlackBaron
ის ნავთლუღში გაიარო და შენით აარჩიო ეგეთი ზამბარები გირჩევნია 50 თეთრი ღირს ცალი
დგუშისა და ჰაერის დამაგროვებლის გადაკეთების შემდეგ შესაძლებელი ხდება დამაგროვებელში მეტი წნევის დაგროვება. ამ შემთხვევაში დამრტყმელი ვეღარ ხსნის საბრძოლო სარქველს საკმარისი დროით,ამიტომაც არის საჭირო უფრო ძლიერი ზამბარა,რათა დამრტყმელი უფრო მეტი ენერგიით დაეჯახოს სარქველს და გახსნას დამაგროვებლის დასაცლელად სამყოფი დროით.სხვანაირათ რომ ვთქვათ ერთი ძლიერი გასროლის მაგივრად გამოვა ორი სუსტი,თუ ზამბარა არ შეუცვალეთ უფრო ძლიერით.
სადღაც ასეთი ბაასი უკვე მაქვს წაკითხული, შედეგი მიდის მერე თოვლის გორგალივით:
1) ირდება წნევა, ვეღარ იხსნება კლაპანი
2) იცვლება ზამბარა რომელიც ბოლომდე ხსნის კლაპანს
3) უფრო იზრდება წნევა
4) უფრო ძლიერი ზამბარა ყენდება
5) .....
6)....
7) ბოლოს იმ დონეზე მივდივართ რომ გადატენვა ნი ტო შტო არაკომფორტული, ლამის შეუძლებელი ხდება
რას ერთით ამ საცოდავ 1377-ს? :0 რა უნდა გახადოთ?
თუ რაიმე გლობალური გადაკეთება გინდა ეგრევე PCP-ხაზის მიხედვით უნდა წახვიდე, თუ მულტიპამპი გინდა, მაშინ ჯობია რაც არის ის დატოვო და ტყუილა ზედმეტი ტანხები არ დახარჯო, 10 და მაქსიმუმ 20 მეტრ წამი მაინც არაფერ განსაკუთრებულ ვლილებას არ მოგცემს....
ასეთი გადაკეთება მართლა არ მქონდა ნანახი.
http://www.youtube.com/watch?v=Z20jk_0VLwo
ძალიან კუსტარული რამეა
Ex3
მე მაქვს ჩატარებული ჩემ მულტიპამპზე მთლიანი ტუნინგი, თუ რამე კეთდება ყველაფერი, იქ სიგრძეში რეგულირებადი ბრინჯაოს დგუშიო, იქ უკუმშვადი ჰაერის რაოდენობის შემცირებაო ე.წ.( მიორტვი ზონა ) იქ მიმწოდებლის სიგრძის შერჩევა თავისი ჰერმეტიზაციით, იქ ზამბარების შეცვლაო, ჰაერის დამგროვებელში უფრო სუსტი ზამბარა ჩავაყენე, ხოლო დამრტყმელის ზამბარა უფრო ძლიერი დგას, მარა შედეგი 185 მ-წმ jsb მძიმეებით 10 დამუხტვაზე, ხოლო 20 დამუხტვაზე 210 მ-წმ იგივე ტყვიებით.
მორჩა ამისგან მეტს არ უნდა ელოდე.
ikaaa
შენი კიდევ გრძელ ლულიანი იყო, ესა კიდე მოკლე ლულიანია...
ikaa
მზიმე რომელი 14 გრანიანი?
ja_ja
Ex3
ja_ja
ოკ ) შაბათ კვირას დავტესტავ და დავდებ , ისე არ დავკვირებივარ cat ის თემა მეგონა ეს
სალამი ყველას,ალბათ იცით იარაღის გარეშე რომ ვარ (რა სისულელე გავაკეთე)ეხლა ზაფხულში აუცილებლად უნდა ვიყიდო 1377 გასართობად,ხო და მინდა გავუკეთო უპ,ანუ რა მინდა დავწერ,
1.კონდახი ჩვეულებრივი იარაღივით რომ ისროლო და არა ისე როგორ პისტოლეტი
2.ოპტიკა რომ დავამგრო რამე რელსი თუ უნდა მოკლედ ეგ
3.სტანდარტული მაგ.7 ჯოულიდან რომ გამოვიდეს 12 + და დარჩეს პუმპი
4.მოდერი აუცილებლად
მიახლოებით რა დაჯდება ეს ყველაფერი,ნუ პირვერ ეტაპზე აუცილებელია მოდერი, ოპტიკა რომ დავაყენო და ძალა ცოტა მეტი სტანდარტულზე ნუ +5 ჯოული.რა მოდიფიკაციები დაჭირდება? ვინ გააკეთებ ამ ყველაფერს და მიახლოებით რა ფასი ექნება?
1) გრიშასთან იკითხე ფასი სტანდარტული კონდახის თუ კგიშას არ აქვს http://www.ebay.com/itm/Crosman-1399-BLACK-CARBINE-SHOULDER-STOCK-PC77-1377-1322-2240-2300-1740-2400-etc-/290905273468?hash=item43bb4e347c:g:3NYAAMXQhuVRWqM4და უპრობლემოდ ჩამოდის (ოღონდ Usa2Georgia არ დაანახო მაგ ტავარს, არ ჩამოგიტანენ და იქეთ მოგედავებიან)
2) ნუ მანდ გაქვს 3 გამოსავალი, ა) ან 1377-ის ოპტიკის დასამაგრებელი იყიდო და ლულაზე დაამაგრო (გრიშასთან იკითხე ან http://www.ebay.com/itm/Crosman-459MT-3-8-Dovetail-Intermount-System-1377-1322-2240-2250-2260-2289-/330862109502?hash=item4d08eb233e:m:mqV6GvAPDN9UhqDj_B8K8VQ), ბ) ან უნდა გამოუცვალო პლასტმასის კოლოფი და იყიდო ქარხნული რკინის გრძელი კოლოფი, რომელსაცვ აქვს ოპტიკის რელსი მოჭრილი და გამზადებული ( გზა ისევ გრიშასთან ან http://www.ebay.com/itm/New-Crosman-STEEL-BREECH-KIT-COMPLETE-for-177-air-guns-1377-1740-PC77-2300-2400-/291306543197?hash=item43d339185d:m:m9rcp6GpvYRjr7ojKeFb9Kw) გ) და ბოლოს შეგიძლია მე ან ჟორას დაგვიკვეთო მაღალი კოლოფი კლიპზე გათვლით, რომელსაც აქვს მოჭრილი ოპტიკის სამაგრიც და კლიპის ჩადგმის შესაძლებლობაც, უბრალოდ მაგ შემთხვევაში ასევე ლულა იქნება პატარაზე შესაცვლელი - სადღაც 120-150 ლარია მაგი
3) შეიძლება ეგეთის გაკეთება, მაგრამ მოოითხოვს კლაპნის გადაკეთებას და ახალი დგუშის გაკეთებას ფასი ზუსტად არ ვიცი სადღაც 60-80 ლარის ფარგლბია, http://www.ebay.com/itm/HIGH-PERFORMANCE-FLAT-TOP-HP-VALVE-ADJ-PISTON-POWER-COMBO-for-Crosman-1322-etc-/291676997831?hash=item43e94dc8c7:g:k2sAAOSwvUlWswCG
4) ნუ მაგაზე პირდაპირ მოდერი არ დაჯდება, თორემ მარტო მოდერი სტანდარტულად 50 ლარია, მაგას უნდა თავის მოფხანა და გადაწყვეტის მიღება.... ანუ თუ წინა პლასტმასს მოხსნი და ლულას არ მოაბად რტუბაზე, მაშIნ გაქვს საშაულება პირდაპირ ჩამოაცვა მოდერი და იაფი გადაწყვეტილებაა, ხოლო თუ გინდა რომ ლულა და ტრუბაც ქარხნულივით ჩახუტებული იყოს და თან მოდერიც მაგრდებოდეს, მაშინ ცალკე გადამყვანია საჭირო (http://drozdpcp.ru/wp-content/uploads/2014/04/p1020401.jpg), ეგეც სადღაც 40-50 ლარი ფარგლებია
დანარჩენი ფასების კალკულაცია შენთვითონ შეგიძლია
SVD
SVD
თვითონ ფიშტოც ხო საყიდელი გაქ, მეტი დაგიჯდება ეგეთი
გამარჯობათ ყველას.
მე მაქ 1377-ი და 30-თი კიარა 40-ც მეტრშიც მშვენივრად ვნადირობ.
1) კონდახი მე თვითონ გავაკეთე,გამოვთალე.
2) კოლოფი შევცვალე რკინის დამაყენე
3) ოპტიკა დავაყენე
4) მოდერი დავაყენე.
მარტო დგუში ვერ გავაკეთე ჯერ მომავალში ვპიქრობ გაკეთებას.
ანუ 40-ც მეტრში შაშვისხელა და მტრედისხელა ფრინველზე პრობლემა არ მქონია ეგრევე ხსნიდა ხიდან.
ერთი კითხვა მაქ დგუში რო გავაკეთო როგორც საჭიროა.რას მივიღებ?ღიირს გადაკეთება.
რა იფნება შედეგი?
userman
userman
userman
ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, ეგ იგივეა რომ თქვა მანქანა მოიგონეს და ველოსიპედი რაღა საჭიროაო , რა სისულელეა მე მაქვს HW97 , HW 50 , Haenel 311 და 5 დისკავერი რომ მაჩუქო არ გავცვლი არც ერთს. როცა 1 იარაღI გაქვს მაშინ კი ბატონო პცპ-ს შეიძლება მიანიჭო უპირატესობა. ზდპ-ს თავის ხიბლი აქვს ყველას თავის ბავშვობას ახსენებს .
bubusicha
კი. დაკაჩავებაა.
და როგორც ვთქვი 40-ც მეტრში ნუ დაახლოებით მტრედისხელა ფრინველს ხვდებოდა და აგდებდა.
ორი კაცი ვისროდით.
გარეულ მტრედს ვესროლეთ იქნებოდა 60-70 მეტრი არვიცი სად მოხვდა ვეძებეთ და ვერ ვიპოვეთ მარა 4-ე სართულის სახურავიდან დაეშვა დაბლა.შეძვრა სადმე ალბათ.
ნუ მერე აღარ მისვრია ასე შორს.
კარგი იარაღია,პატარა კომპაქტური სატარებლად ადვილი.პატარა რემენი მოაბი და ატარე ტყე ღრე.
მარა აბა დაუმატე მოდემი.კონდახი უკვე რამხელა ხდება,უკვე ბევრ იარაღზე გრძელია.
იარაღი მართლა კაია ყმაყოფილი ვარ.
მადლობა ბატონ გრეგორს
userman
ნაბახუსევობამ ეგრე იცის.
მოდემი არა მოდერი.ხომ მიმიხვდით მთავარია.
ja_ja
userman
კაცო გენოციდზე და SS-ის შტურმან რაზმებზე არაა საუბარი, აქაა საუბარი სუფთა ნადირობაზე, ან ეგრეთწოდებულ "სურვაივოლ" ვარიაციაზე, მაგ საქმეს 100%-ით აკეთებს, და ახლა თუ შეჯიბრება შედგება იმაზე თუ ვინ უფრო მეტ ტყვისა გაისვრის... ნუ მანდ რა თქმა უნდა „ჩ„ მოიგებს, ოღონდ იმ მომენტამდე სანამ რეზერვუარი არ იქნება დასატენი ნასოსით. აი მანდ უკვე საკითხავია მოასწრებს კია PCP-ს მფლობელი ნასოსით თოფის დატენვას და გაგრძელებას თუ დაეწევა პომპით მომუშავე მოსწავლე ახალგაზრდობა
პლიუს გავიწყდება ავტონომიურობა, 1377-ის შემთXვევაში გიჭრდება პაჩკა ტყვა, და 1377-ი ი ვსიო, გინდა შორს წადი გინდა ახლოს, გინდა დიდიხნით და გინდა სამუდამოდ, სანამ ტრაკლადკები არ დაცვდები თოფი მუშოაბს, PCP-ს შემთხვევაში კიდევ დამატებითი აპარატურა გინდა ნასოსის ან ბალონის სახით, რომელიც ნადირობისას ცალკე ტავსატეხია როგორ ათრიო თან
ასე რომ 40 გასროლის მერე გაჩერება ნასოსის დაძრობა და 300 ბუქნის გაკეთებაა კაი გამოსავალი თო პერიოდულად მოძრაობისას პახპოდუ დატენვა და სროლა, ნუ ეგ ძალიან უსასრულო კამათის საკითხია გააჩნია ნადირობის სტილს და მოთხოვნებს....
ეგ იგივეა რომ ვიკამათოთ ჯიპი ჯობია თუ სედანი, თუ ჰეჩბეკი, ყველას თავისი არჩევანი აქვს.
ვისაც რა აინტერესებს საკუთარი თავზე თუ არ გამოცადა ვერ გაიგებს რეალურად რა არის რამდენიც არ უნდა მოისმინოს და ნახოს
საერთო ჯამში პცპ-ს პამპი რომ არ ჯობია მაგაზე 2 აზრი არ უნდა იყოს !
მე პირადად ეგ იარაღი რომ ვიყიდო მხოლოდ პცპ-დ გადავაკეთებ სხვა შემთხვევაში აღარ ვიყიდი
სულ მოიკლო 1377-ზე საუბარმა ნუთუ არავინ ყიდულობს ან რამე სათქმელი არა აქ???
mamukaaa
mamukaaa
რავიცი დავაგდო ბოლო მოდიფიცირებულის სურათები?
დღეს გადავუღებ სურათს და საღამოს დავაგდებ..... ისე ტელშიც დავძებნი თუ ვიპოვე უფრო ადრე დავაგდებ
შეპირებული სურათები პაწა დაგვიანებით
სულ ზომა 67 სანტიმეტრი, დაკეცილი მგონი 38 სანტიმეტრია, რეზიკი 215 კუბიკი 200 ბარზე, წონა თუ ჩემს სასწორს დაეჯერება 1.65 კილოგრამი (მერე ელექტროს დავითრევ და რეალურად რამდენია ვნახავ).
წესით შერებვა უნდა და....
ja_ja
1) კოლიმატორი აყენია ?
2) კლიპიანია ?
3) 1377-ის შერჩა რამე დეტალი ?
4) მაგ მდგომარეობამდე , რომ მივიყვანოთ დაახლოებით რა დაჯდება ? გარდა თავისი ფასისა , რომელიც სადღაც 180 ლარი ღირს.
ja_ja
მშვენიერი პრაქტიკული კარაბინჩიკია.
თავისი ლულითაა? და საწყისი სიჩქარე რა აქვს, რაოდენობაც მაინტერესებს.
კოლოფს წინიდან ხამუტს არ უკეთებ? თუ არა და სხვანაეტად როგორ
ამაგრებ, მარტო ტარის უკანა ბოლტზე და შუა პატარე ვინტზე?
რა ეღირება ბალონი თავისი კლაპნით, მანომეტრი, კოლოფი, კლიპი და შრაუდერი ერთად?
userman
კი კლიპზეა, დაუკვირდი ბუდის სიღრმეს და სივიწროვეს.
userman
1) ნუ პატრონს კოლიმატორი უნდოდა და დააყენა, სხვას ვისაც რა უნდა იმას დააყენებს
2) კლიპიანია
3) კი დარჩა, ისეთი შტუკები როგორიცაა ლულა (თუმცა ალტერნატივად გრძელ ლულასაც აყენებს პატრონი და 2 ვატიანტი ექნება მოკლედ და გრძელი ვერსია), კიდევ დარჩა სახელური თავისი სასხლეტით და დამრტყმელი თავისი ზამბარით, დანარჩენი არარაფერია მანდ 1377-დან
4) ჰოო, ეგ სადრაც გამოვა შემდეგნაირად, - კოლოფი (თავისი ვინტებით, ლულისთვის გადამშვების ბრინჯაოს ვსტავკით და მიმწოდებლით) 150 ლარი, შრაუდერი (თავის შიგნეულობით) 60 ლარი, კლაპანი ბალონის ცამოსაცმელი რეზბიანად და ყველაფრის ჩასახრახნად (მანომეტრის, დამტენი პორტის და ბალონის გარეშე) 90 ლარი და უკან კონდახის ჩასასმელი ექსცენტრიკი 60 ლარი.
რადგან ფასზე კიდევ არის კითხვები აქვე ჩამოვწერ დანარჩენსაც:
- კონდახი სადღაც 15$-დან 40$-მდე გააჩნია რომელ გამყიდველს გადააწყდები და რომელ მოდიფიკაციას აირჩევ
- ბალონი, უხესად 50-55$
- მანომეტრი 12-15$
- დამტენი პორტი 8-9$
- კლიპი, ნუ ეგ გრისასთან, მაგრამ თუ არავცდები 15-დან 22$-მდეა ფასი, ზეპირად ვამბობ, ნამდვილად აღარ მახსოვს რა ღირს
საერთო ჯამი 360 ლარი + საშუალოდ 110$ და პლიუს თვითონ დონორი ნუ ზემოთ მოყვანილ სურათებში 1377-ი არაა გამოყენებული მანდ 2240-ია გამოყენებული, იდეაში ეგ ჩემთვის უფრო მოსახერხებელია რადგან მაგას მილი უფრო სქელი აქვს და კლაპნის შიგნეულობს უფრო იოლად ვაკეტებ თორემ მეტი განსხვავება მანდ არ არის
Multi-Tool
წინიდან ხამუტს არ ვუკეთებ, ვირივით ზის და არაფერი არ მოძრაობს თუ რა თქმა უნდა დღეში 20-ჯერ არ დაშლი ააწყობ და კრივა კოსად მოჭერილი ვინტის გამო რეზბას თუ არ გაფუჭებს იუზერი
თავისი მოკლე ლულით და ბეთხოვენის 22-ე სიმფონიის გამოყენებით მერყეპბს პარამეტრების მიხედვით, მინიმალური 140, მაქსიმალური 220-230, კონკრეტულად ამ მოდელზე ჯერ არ შემომიწნებია, ისე კი 4.5 კალიბრში 170 მ/წ-ის დროს (ოღონდ მარადიორის გრძელი ლულით) გადახარჯვის გარეშე როცა იყო დაყენებული ჩემს და გასაკვირად 190 გასროლა გააკეთა, არ მკითხოთ როგორ , არ ვიცი, მეთვითონ პატრონს ვუმტკიცებდი შეუძლებელია მეთქი (ვაბშეტა თავიდან პატრონი ამტკიცებდა 250-300 გასროლა მაქვსო, კი იყო, მაგრამ უკვე სადრაც 100მ/წ-ით, ეგეც საიდან იყო ვერ გავიგე დღემდე ), მაგრამმოიტანა და დავრწმუნდი მერე საშუალოდ 200-ზე დავაყენეთ და სადღაც 90-100 გასროლა იყო, ხოლო 230-ზე მაქსიმუმ 55-60 გასროლა გააკეთა...
ამ ინფოდან გაომომდინარე ნუ დაასკვნით რომ ყველას 200 გასროლა გამოუვა ეგ მხოლოდ 2-ს გამოუვიდა, მიზეზი არ ვიცი თორემ ყველას ეგრე ექნებოდა , უფრო ლოგიკურია 4.5-ში სადღაც 180-190 მ/წ-ს დროს 100 გასროლამდე, ეგეც ყოველთვის არა, მოკლედ ძალიან ინდივიდუალური მომენტია, დამიკიდებულია გადამშვებზე, დამრტყმელზე, კლაპნის ფორმაზე და ზამბარაზე, ნუ პლიუს ლულის სიგრძეც, რაც არ უნდა საუცარი იყოს ჩოკიან ლულაზე მეტია სიჩქარე...
მშვენიერი ნამუშევარია. რამდენადაც მინახავს საიტებზე, კონდახის ნაცვალადაც შეიძლება ბალონის დაყენება.
ja_ja
ოკ, ეგ ყველაფერი გასაგებია. უბრალოდ მაგ ხამუტზე ყურადღება იმიტომ
გავამახვილე რომ, გრძელი ლულის ვარიანტში იარაღი დაცემისას ან რაიმეზე
გამოდებისას, კოლოფს მოარყევს, ან სულაც ამოაგდებს ვინტიანად.
ჩემი აზრით ეგ საკმარისია მხოლოდ საკუთარი პატარა ლულის შემთხვევაში.
რეზიკზე გასაგებლარია
და კოლიმატორი რამდენად ხელსაყრელია, გამომდგარია 1377-ზე, ვთქვათ ვირთხაზე 15 მეტრში სანადიროდ? თუ დიდად არ განსხვავდება ღია სამიზნისაგან?
gigi30
პრობლემა არაა. პირიქით, ეგეთ მოკლე მანძილებზე
უფრო მოსახერხებელიცაა.
ანუ საერთო ჯამში რა ჯდება 1377-ის მაგ დონემდე მიყვანა?
რაც სურათებშია ნაჩვენები?ნასოსიანათ
mamukaaa
კაი ძვირია.
mamukaaa
შეკითვა მცოდნეებს: პეინტბოლის თოფები ადვილად გადაკეთდება 4,5 პნევმატიკაზე? ბევრი წვალება სჭირდება?
http://www.ebay.com/itm/Rhino-Spitfire-Paintball-Gun-Spyder-Clone-Black/272329670794?_trksid=p2047675.c100005.m1851&_trkparms=aid%3D222007%26algo%3DSIC.MBE%26ao%3D1%26asc%3D39007%26meid%3Ddfb6e87f85774e35811b7dfb3d718274%26pid%3D100005%26rk%3D4%26rkt%3D18%26sd%3D232097681000
ზოგადად კოლიმატორი საუკეთესო გადაწყვეტილებაა ჩემი აზრით მაგისთვის, თუმცა ეგ კოლიმატორის გარდა ყველაფერია თუ ის არის რომელიც ჩანს სურათზე
ისე ცოტა სილამაზე უნდა ქონდეს იარაღს ხომ?
უნდა გსიამოვნებდეს იარაღის ტარება.
და რომელ კოლიმატორს მირჩევთ რომ გამოვიწერო ალიექსპრესიდან? უფრო ბიუჯეტურებს ვგულისხმობ, მაქს 15 მეტრში ვირთხა და თაგვია სროლის ობიექტი.
gigi30
თუ მაინც და მაინც ბიუჯეტური გინდათ და მაგ სტილის აი ეს შეგიძლიათ
https://www.amazon.com/gp/aw/d/B000W4BQ7K/ref=mp_s_a_1_11?ie=UTF8&qid=1475310575&sr=8-11&pi=AC_SX236_SY340_FMwebp_QL65&keywords=sightmark
ისე საითმარკი ერთერთი საუკეთესოა ბიუჯეტურებში და ცეცხლსასროლებზეც აქტიურად იყენებენ, უფრო ხშირად R15 ებზე.
მეც მქონდა ადრე საითმარკი ოღონდ მასეთი არა რომელიც დავლინკე და საკმაოდ ნორმალურად იმუშავა გლუვლულიანზე
ერთი სიტყვით მე საითმარკს გირჩევთ და თქვენთვის ბოუჯეტურად ხელსაყრელი მოდელის მოძიებაც არ გაგიჭირდებათ
ანუ, ერთხელ რომ გავასწორებ თავისით არ აირევა, ხო? მადლობა რჩევისთვის.
gigi30
კი რაც თქვენ გაქვთ იმას შესამჩნევად აჯობებს და უარეს შემთხვევაში თავის ღირებულებასაც გაამართლებს თუ არ გადააჭარბა ფაქიზად მოპყრობის შემთხვევაში.
mamukaaa
1377-ზე კითხვა მაქ.
10-ჯერ თუ 15-ჯერ არ მახსოვს დავტენე და დავტოვე მეორე დღეს ვნახე და დაცლილი იყო.ძალიან ცოტაღა იყო ჰაერი?
რისი ბრალი იქნება?
სად ვიყიდი ამ ნაწილს ან ვინ ამზადებს?
ნუ რათქმა უნდა ფასი მაინტერესებს
https://www.google.com/search?q=1377+crosman&client=opera&hs=U8e&tbm=isch&imgil=mG0pFWdJlFNDYM%253A%253BEIpWcFc3Oa8pYM%253Bhttp%25253A%25252F%25252Fwww.pyramydair.com%25252Fs%25252Fm%25252FCrosman_1377C_PC77%25252F198&source=iu&pf=m&fir=mG0pFWdJlFNDYM%253A%252CEIpWcFc3Oa8pYM%252C_&usg=__E3JZmvphZdhoN4jdWaPs6g0RpQs%3D&biw=1442&bih=762&ved=0ahUKEwiXy5aYos7PAhUF2xoKHQWLD0oQyjcIKA&ei=AoH6V5fCE4W2a4WWvtAE#q=1377%20crosman&tbm=isch&tbs=rimg%3ACSptJs2XmbKwIji-MvNzZIlIlyaO1Qf4nNKXI94YJWDAkuWbLwgCb-WRTU8Du2qfeu6UsEt1W-UbJilmZS8fOgHQaCoSCb4y83NkiUiXEc6w-bkXhIdRKhIJJo7VB_1ic0pcRYlrq_1YIaWVcqEgkj3hglYMCS5RFbQ6YwiMU4kCoSCZsvCAJv5ZFNEakYfox5E9rNKhIJTwO7ap967pQR9wzsU6dQ2ucqEgmwS3Vb5RsmKRFNW_15eP_1G_1RioSCWZlLx86AdBoEd6AnzZkRh0O&imgdii=2Hogj-ZqUE9P0M%3A%3B2Hogj-ZqUE9P0M%3A%3BKm0mzZeZsrAoiM%3A&imgrc=2Hogj-ZqUE9P0M%3A
https://www.google.com/search?q=1377+crosman&client=opera&hs=U8e&tbm=isch&imgil=mG0pFWdJlFNDYM%253A%253BEIpWcFc3Oa8pYM%253Bhttp%25253A%25252F%25252Fwww.pyramydair.com%25252Fs%25252Fm%25252FCrosman_1377C_PC77%25252F198&source=iu&pf=m&fir=mG0pFWdJlFNDYM%253A%252CEIpWcFc3Oa8pYM%252C_&usg=__E3JZmvphZdhoN4jdWaPs6g0RpQs%3D&biw=1442&bih=762&ved=0ahUKEwiXy5aYos7PAhUF2xoKHQWLD0oQyjcIKA&ei=AoH6V5fCE4W2a4WWvtAE#q=1377%20crosman&tbm=isch&tbs=rimg%3ACSptJs2XmbKwIji-MvNzZIlIlyaO1Qf4nNKXI94YJWDAkuWbLwgCb-WRTU8Du2qfeu6UsEt1W-UbJilmZS8fOgHQaCoSCb4y83NkiUiXEc6w-bkXhIdRKhIJJo7VB_1ic0pcRYlrq_1YIaWVcqEgkj3hglYMCS5RFbQ6YwiMU4kCoSCZsvCAJv5ZFNEakYfox5E9rNKhIJTwO7ap967pQR9wzsU6dQ2ucqEgmwS3Vb5RsmKRFNW_15eP_1G_1RioSCWZlLx86AdBoEd6AnzZkRh0O&imgrc=2Hogj-ZqUE9P0M%3A
პომპას ვგულისხმობ.
http://guns.allzip.org/topic/25/827727.html
გამარჯობათ.
ჩემი 1377-ი ჰაერს აპარებს და რა შეიძლება იყოს რა უნდა შევამოწმო?
ერთი ღამე დავტოვე და მეორე დღეს რო ვნახე ჰაერი თითქმის აღარ იყო.
mamukaaa
კლაპანი დაშალე და ზეთისგან გაწმინდე. თუ არ უშველა, მაშინ ფტოროპლასტის წინა კლაპანი რომ უყენია ჰაერის დამგროვებელში, ეგ გამოცვალე.
მადლობა რჩევისთვის.
ფტოროპლასტის წინა კლაპანი სად ვიყიდო თუ მაგის ბრალია?
mamukaaa
ფტოროპლასტი არაა აუცილებელი. იგივე დიამეტრის, პოლიურეთანის ან რაიმე მყარი რეზინის ცილინდრიც მშვენივრაგ წავა. მასალა შეგიძლია ნავთლუღში იყიდო, ფეხსაცმლის მასალა სადაც იყიდება. გამოჭრა მოგიწევს
ვისეჩკით, რომელიც იქვე იყიდება. ოღონდ დიამეტრი შეურჩიე.
უფრო იაფად გამოხვალ, თუ იქვე ამოაჭრევინებ.
მე ეგრე მაქ გაკეთებული და მშვენივრად მუშაობს.
გაიხარე გოჩა.
mamukaaa
მაიცა თუ ღმერთი გწამს საერთოდ ამიხსენი რათ გინდა რომ მეორე და მესამე დღეს ჰქონდეს წნევაშენარჩუნებული?
ჩემის გადასახედიდან 1377-ისთვის მაგ ამოცანის დასმა სტოკ ნაწილებზე არის საკუთარი თავის წამება, მუდმივი ცვლილების ჩალიჩი და ბოლოს დედის გინებით ყველაფრის გადაყრა
საქმე იმაშია რომ სკოკ ვერსიაში არც ნაწილებია ძალიან რაღაც სუპერ ხარისხის (ნუ მთელი პისტალეტი ღირს იმაზე იაფი რაც ცალკე მარტო კლაპანი ღირს ხოლმე კაი მოდიფიცირებული და რა არის გასაკვირი ) აქედან გამომდინარე რატომ ისახავ საკუთარი თავის საწვალებენ ამოცანას?
1377-ს ნამდვილად ვერ მოვთხოვ რომ გინდა 1 და გინდაც 2 დღე ჰაერი დაიჭიროს (ნუ კლაპნის სტრანნი თავისებურების გამო), ყველაფერს რომ თავი დავანებოთ PCP ხომ არაა ჩვეულებრივი მულტიპამპია, შედეგად რომც გააპაროს ჰაერი ხელახლა რამდენიმე წამში დააწაჩავებ... მთავარია იმდენად ჩქარა არ გასდიოდეს რომ სანამ გასროლას გააკეთებ ნუ პირობითაც 10-20 წუთის განმავლობაში არ დაკარგოს წნევა
ქარხნული კლაპნის გადაკეთება იმენნა დაგღლის. ჯობია მაგით თავი არ შეიწუხო... როგორც ზემოთ ვთქვი მთავარია რამდენიმე წუთი იწერდეს წნევას და საგრძნობ ცვლილებას არ იძლეოდეს, ხოლო 1 და 2 დღის დასახვა ნუ შეიძლება ვიღაცას გაუმართლოს და ჰქონდეს, ქარხნულადვე, მაგრამ უმეტესობას არ აქვს ეგ შესაძლებლობა და მე თუ მკითხავ საჭიროებაც არაა...
ეგ რომ PCP იყოს და კლაპნის გაუმართაობის გამო მთელი რეზერვუარი იცლებოდეს, ნუ იასნია მისახედი იქნებოდა, მარა რაცხა 3 კუბიკური სანტიმეტრი იკარგება 1 დღეში... ბოლო-ბოლო 10 დაკაჩავება და სულ ეგაა
გაიხარე და მადლობა რჩევისთვის.ერთხელ დამაინტერესდა,ვცადე და არ შეინახა ჰაერი.
უბრალოდ მაინც გავწმინდავ.
ინტერესის გულისათვის, ჩემს 1377-ს დავტენი 10 დატუმბვაზე და დაახლოებით 36 საათის შემდეგ შევამოწმებ(სამორიგეოდ მივდივარ და ორშაბათს დავბრუნდები, ტრადიციულად შემოვალ და გამახსენდება).
აბა რა ქენი უჭირავს 36 საათის მერე თუ არა , ბედნიერი მფლობელი ხარ თუ სტანდარტული
შევამოწმე გასროლის ხმით, შეიმჩნეოდა მცირე სხვაობა. მაგრამ შესამჩნევი იყო ეს სხვაობა. სამწუხაროდ სხვა, ობიექტური შედარების საშუალება არ მქონდა. უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, მეტს არც ველოდი.
მეც მაქ 2 1377 ძველიც და ახალიც და ორივეს რო დავტენი 1 კვირაც კი დამიტოვებია მარა ისევ ისეთი ძალით ისვრის
აბა ჩემს რა მოუვიდა?
ერთი ღამე ვერ გაძლო.უნდა დავშალო და გავწმინდო იქნებ უშველოს.
მხოლოდ წინასწარ ნახე ვიდეო, თუ როგორი თანამიმდევრობით უნდა დაშალო და რა შეცდომები არ დაუშვა. რუსულენოვანზე არის http://www.topguns.ru/1377-polanja-razborka-dovodka-kit/ ეს მაგალითად, ან ეს: https://www.youtube.com/watch?v=vFxrwttebno
გაიხარე.
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services