მოლკედ, როგორც დაგპირდით და დაჟე უფრო ადრე გთავაზობთ ამ შესანიშნავი ზ.დ.პ. შაშხანის მცირედ მიმოხილვას:
ადვილად აღსაქმელი ,რომ იყოს თუ რა შაშხანაზეა საუბარი ვიტყვი შემდეგს : ამ დონის იარაღისთვის არსებობს საფუძვლიანი მტკიცება იმისა რომ მაგ: ინგლისში მას აქვს პრეტენზია დომინირებდეს FT-ში ასევე ზოგიერთ ევროპის ქვეყანაში (გარდა გერმანიისა) იყოს საუკეთესო სანადირო შაშხანა პატარა ნადირ-ფრინველისთვის , მაგრამ ეს არ იყო მიზეზი იმისა თუ რატომ ვიყიდე ეს შაშხანა, მე უბრალოდ მოხიბლული ვარ ამ შაშხანის დამუშავებით მისი მაღალი ხარისხის, ტყვიის მაღალი საწყისი სიჩქარის და ერგონომიკის ჰარმონიული შერწყმით.
ტექნიკური მონაცემები (მწარმოებლის)
კალიბრი: 4.5 მმ
წონა: 3.8 კგ
ლულის სიგრძე : 41 სმ
მთლიანი სიგრძე: 110 სმ
ტყვიის საწყისი სიჩქარე : 295 მ/წმ
კონდახს აქვს ორი რეგულირება "სალოყის" რომლიც მოძრაობს ვერტიკალურ სიბრტყეში და უკანა რეზინის "ამორტიზაოტრის" რომლის რეგულირება ხდება როგორც ვერტიკალურ ასევე ჰორიზონტალურ სიბრტყეში
ვენტილურებულ "ცევიოს" წინა მხარეს გვერდებზე აქვს ჩაღრმავებები და ასევე ქვედა მხარეს სასიამოვნოდ დამუშავებული ხაოიანი ზედაპირი , იგივე ნაირი ხაოიანი ზედაპირი აქვს ასევე კონდახის "პისტოლეტურ" ტარზეც , რაც შაშხანას საკმაოდ სოლიდურ შესახედაობას აძლევს და ასევე მოსახერხებელს ხდის, რომ ხელში დაფიქსირება მოხდეს კარგად
შაშხანა აღჭურვილია რეგილირებადი სასხლეტით და ავტომატური მცველით
შაშხანას ხელში როცა იღებ რაღაცნაირი პატივისცემის გრძნობა გიჩნება მის მიმართ , ერთი რაც შევამჩნიე სასხლეტის გამოკვრისას , თითქოს მას ყოველ გამოკვრაზე აქვს დამატებიტი სვლის რაღაც რეზერვი და სულ გგონია რომ აი ეხლა გაისვრის მაგრამ მცირედი გამოკვრა კიდევ მაინც სჭირდება დამატებით
პირველის გასროლისას გამოვიყენე 4 სხვა და სხვა სახის ტყვიები
1.H&N Silverpoint (ზევითა მარცხენა)
2.Rabbit Magnum (ზევით მარჯვნივ )
3.Kettner Spezial (ქვედა მარცხენა)
4.Gamo Match (ქვედა მარჯვენა)
ხელიდან ნასროლია ყველა, მანძილი სადღაც 10 მეტრი , ქონოგრაფი არ მქონდა რომ ტყვიის სიჩქარე გამეზომა
როგორც ვხედავთ როგორც ყველა შაშხანას მაინც და მაინც არც ამას მოსწონს ტყვიები " Rabbit Magnum" . სხვა დანარჩენს არაუშავს , სხვ ატყვიები არ მქონდა რომ ისინიც მესროლა , იმედია უკეთესი ხარისხის ტყვიებით უკეთეს შედეგს ვაჩვენებ .
მოკლედ საერთო ჯამში შაშხანა არის მაღალი კლასის, კარგად დამუშავებული, მასალების ხარისხიც მაღალია, აქვს კონდახის რეგულირების და მორგების საშუალება, ასევე ცევიო ვენტილირებულია , ლულის ხარისხი ძალიან მაღალია. ეს შაშხაა თავის თავს ყველაზე კარგად წარმოაჩენს ალბათ FT-ში , HFT-ში და პატარა ნადირ-ფრინველზე სანადიროდ ( თუმცა წონის გამო ციტა რთული იქნება მისი ტარება)
პირველწყარო: www.co2air.de 2002 წელი
Jah
ეს არ წერია რომელი ტყვიით სავარაუდოდ რომელიღაცა მატჩი-თ აი რუსების მიერ გაზომისლი სიჩქარეები
JSB 0.547 4.52 265-270 მ/წმ
JSB Heavy 4.52 231-232 მ/წმ
Field Target Trophy 235 - 239 მ/წმ
CP 10.5 232-235 მ/წმ
ეს ყველაფერი რადნოი ზამბარით ყოველგვარი აპგრეიდის გარეშე , ძალიან ძალიან მომწონს ეს შაშხანა და თუ ოდესმე ზ.დ.პ.-ს ვიყიდი იქნება ან ეს და ან თეობენ ევლოლუშენი
აი პასუხიიი :o
და ისა სურათებს მარტო მე ვერ ვხედავ თუ ყველასთან ეგრეა?
აჰა ეხლა გავასწორე და დაინახავთ , ძალიან ლამაზი შაშხანაა , ძალიან მომწონს
ვააჰ, თავიდანვე დაგეწერა რა ჯორჯიკ, ნათარგმნი რომ იყო
ვიფიქრე უცბად, ჯორჯიკამ იყიდა მეთქი ეს
როგორც ამბობენ ეგ იგივე HW 95-ია, ოღონდ უკეთესი კონდახით და ნადულნიკით. ამას ისიც მეტყველებს, რომ სქემა ერთი და იგივე აქვთ : http://www.airrifles.ru/images/hw95&98.jpg
ისე4 მე მაინც პროსპორტი მირჩევნია, სულ სხვა სილამაზეა.
ცოტა სასაცილო შედარებაა, მარა ძაან ვამსგავსებ გამოს. ყველაზე ძაან მტანჯავს კითხვა, თუ რად არაქვს ღია სამიზნემ არც ამას და არც კნუტს, ზამბარიანი რომელსაც 10 მეტრში ისვრი არანაირად არუნდა ჭოგრიტი.
nihontoman
შეხედე 10 მეტრიდან ნასროლ ჯგუფებს, მე კიდე მეგონა ბიგქეთი გამომადგა ბრაკიმეთქი.
სიჩქარეც რომ 1:1 მეორდება რასაც ქვია, 10,5 cp 230-235 მ\წმ
თან საკმაოდ სტაბილური განმერადობა. მარა 50 მეტრში სროლა სასაცილოა, 10 მეტრში დაჟე უკეთესი შედეგი მაქვს ხელიდან. მარა pcp-სთან ვერანაირი ზდპ ვერ მოვა, ამაში დავრწმუნდი
როგორც ჩანს ზ.დ.პ.-ზე აზრი უნდა შეგაცვლევინოთ. აი airarms tx200-ის ჯგუფი 30 მეტრზე http://www.airarmsownersclub.com/download/file.php?id=8959&sid=ecae166be6884f8cc41811fb8d866e7e&mode=view
მე ჩემი imho დავწერე. დანარჩენზე არმაქ არანაირი პრეტენზია. უბრალოდ ამ ვაირაუქის მოქმედება და პირსახე ძაან გავს 120 დოლარიან ბიგქეთს. ეს კი ჩემი აზრი კიარა ფაქტი
ვერ შემაცვლევინებ, მარტივი მიზეზის გამო 600$ იანი ზდპ ახლოსაც ვერ მიდის 300$-იან pcp-სთან.
ჯერ მარტო კომფორტი სროლისას, არანაირი ვიბრაცია დარტყმები, და იმის გარკვევა და ახლიდან ძებნა მიზნის
ჰო, მართლა სულ დამავიწყდა. ერთი კვირის წინ სოფელში ვისროლე ფანტომი თავისი ოპტიკით სადღაც 15 დიდ ნაბიჯზე. ხელიდან, თურქული უნაგვესი ტყვიებით და ყველა ტყვია ერთი და იგივე დირკაში ხვდებოდა, ამერიკელები რო იტყვიან Bughole-ებს ვაკეთებდი.
ეს მაგარი სირი მსროლელია,(ბოდიშით კახურისთვის) ასეთი ფიშტოთი ასეთ შედეგს რო აღწევს. imho
nihontoman
nihontoman
ვაირახუ 80-ცით 50 მეტრზე ტყვია ტყვიაზე მაქვს დასმული და დღეს ვაირახუ 95-ტით უოპტიკოდ კოკაკოლის ბანკას 30 მეტრში თავისუფლად გავარტყი ფეხზე მდგომარემ ბალკონიდან, დარწმუნებული ვარ დაწოლილი 50-შიც გავარტყამ უოპტიკოდ. და ვაირახუ 97 გარტყმული აქვთ 100 მეტრზე კოკაკოლის ბანკაში და ვაირახუ100 ორას მეტრზე სიგარეტის კოლოფში ეგ ბოლო ორი იუთუბზე ვნახე.
ამ მოდელს ახალს რამე "დაზეთვა" სჭირდება თუ პირდაპირ იმუშავებს?
დაახლოვებით 20 გასროლა გავაკეთე და მეშნია არ გავაფუჭო.
მე დავშლიდი და ვნახავდი რა ხდება. მარა შენ თუ გული არ მიგიწევს მაგისაკენ, შეგიძლია პირდაპირ ისროლო
ისე არც ბოლი აქვს საერთოდ. ვისაც გქონდათ ეს მოდელი ან მიახლოვებული მოდელი იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე?
feeder
კარგი ტყვიები იყიდე და ისროლე.
ისე ერთია, შეიძლება მაგნუმში დიდი ხნის დების შემდეგ ის ცოტა ზეთი რაც მოყვება თოფს საერთოდ გაშრა. მე უკვე როგორც გითხარი ავდგებოდი და დავშლიდი ვნახავდი რა და როგორ, მაგრამ თუ იმის Gეშინია რომ რაგაცას დააზიანებ და გაკაწრავ, 1000+ ლარიან თოფზე ექსპერიმენტები არ გინდა.
@SCORPIONS@
კაცო შენა შემთხვევით ხელოვნური ინტელექტის წარმომადგენელი ხომ არა ხარ, მხოლოდ 1-იანებით და 0-იანებით რომ პოსტავ ჰა
ja_ja სიმართლე გითხრა,არა.
---@@SCORPIONS@@---
2009-იანი პოსტი რომ ვნახე შემეშინდა მეთქი შორს მომიწევს გადასვლა სანახავად, თურმე აქვე ყოფილა. 15 მეტრაზე ბუგჰოლები ან მაშინ რატო გახდა გასაკვირი ან ეხლა არ მესმის. მითუმეტეს ძაან საკაიფოდ ისროდა ის ფანტომი, პრუჟინას სუსტი იყო და უკუცემაც წყნარად იქცეოდა
nihontoman
---@@SCORPIONS@@---
ეგრე ბინარული კოდებით წერას მოეშვი, თორემ დაგასვენებ ფორუმისგან 2-3 დღე
---@@SCORPIONS@@---
გამაგიჟებთ თქვენ ხალხო, 15 ნაბიჯში ასეთი ჯგუფი შეუძლებელი რატო გეჩვენებათ:
მხოლოდ ჯგუფები არაა მისახედი.ნეტა ეგრე იყოს და.......
nihontoman ერთი საათი ვწერე აქ ჩემი პასუხი და მეოთხედზე მეტი ჩამიყლაპა. სულ წავშალე,მიტო რო აზრი აღარ ქონდა გამოქვეყნებას. აქ,უკვე არაფერი აღარ მიკვირს და ჯგუფების მითუმეტეს. ადრეც ვიწუწუნე,ყლაპავს ყლაპავსო,მაგრამ(0)ვნიმანია!!!
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services