ხალხნო და ჯამაათნო ნელნელა მინდა ჩვენი ფორუმი და პორტალი ახალ ბირთვზე გადავიყვანო....
ადრე JAH-ს ჰქონდა წარუმატებელი მცდელობა... მართალია დიზაინს და ფორმას, მაქსიმალურად არსებულს მივაახლოებ, მაგრამ მაინც რომ იცოდეთ ახალი ვერსია საკმაოდ სერიოზულად განსხვავდება არსებულისგან....
ვინმეს თუ გაქვთ ახალ ბირთვებთან შეხება, რაიმე დისკომფორტი ხომ არ გექმნებათ?
მე რამდენიმე დღეში ალტერნატივად დავდებ ცალკე მისამაღთზე ახალ ვერსიას რომ გადახედოთ და აწონ დაწონოთ ყოლიფერი... მაგრამ მანამდე ვინმეს რაიმე თუ გაქვთ გამოცდილების მხრივ, ან რაიმე აზრები თუ გაქვთ ველი გამოხმაურებას...
P.S. ახალზე გადასვლა ცოტა გართულებულია იმით რომ ნორმალურად გაქართულებული ვერსია არ არსებობს და პრაქტიკულად ხელით მიწევს ყველაფრის გადაკეთება, ამას კი დიდი დრო მიაქვს
მოკელდ ეს თემა იქნება იმისთვის რომ სატესტო ვერსიას რომ დავდებ ნელნელა დავწერ რა შეიცვალა რა როგორაა და როდესაც მივაღწევთ იმ პონტს რომ მაქსიმალურად ყველაფერი გამართული იქნება, მერე გადავბარგდებით ყველანი ახალ ვერსიაზე
ja_ja
და რას გვაძლევს ახალი ბირთვი რასაც ძველი ვერ გვაძლევდა? რაძი ინწერესა რომ ვიცოდეთ
geojorjika
რავიცი, ვროძე ახალი ვიტამინები უნდა მოგვცეს
მოკელდ ამ შაბათ კვირას ავტვირთავ სატესტო ვერსიას სადმე და დავაგდებ ლინკს...
იასნია იქნება ძველი ბაზა ატვირთული, არ იქნება ქართულად წერის შესაძლებლობა, მაგრამ ძირითად ფუნქციონალს გაეცნობით თუ დაწუნებული იქნება კიდევ გადავაგდებთ იდეას 1-2 წლით
ჩვენთვის ვინც კარგად არ ვერკვევით მაგ საკითხში მართლა ჯობია ვნახოთ თვალნათლივი მაგალითი და მერე შევაფასებთ. ველოდები ლინკს
geojorjika
ja_ja
შესული ვიყავი ტესტზე და დიდი ცვლილება ვერ შევამჩნიე, მხოლლოდ უფრო გასწრაფებული იყო ან მომეჩვენა.
ReMiNgToN
ეგ ძველი ვერსია იყო....
ახალი ცოცხალი თაგვით ქართულ ენას არ აჩვენებს (ეხლა არის გაშვებული და ყველაფერი კითხვის ნიშნებით ჩანს...)... ბაზებში ყველაფერი ქართულადაა, ჩემს კომპიუტერზე ყველაფერი მუშოაბს და სერვცერზე ცოხალი თავით არ ეღირსა არაფრით ამუშავება... რაცხა უბედურება ჭირს სერვერზე ბაზებს და ვერ გავიგე რა ჭირი და დოზანა უნდა.. კოდირებაც შევუცვალე, სკრიპტიც, მიმართვაც შედეგი... ნოლი
აგერ http://www.airgun.ge/test/index.php?showtopic=2514 სატესტოზე, ყველაფერი ჩანს კითხვის ნიშნებით, ერთადერთი ახალი რაც მივაწერე ის ჩანს ქართული სიმბოლოებით... გავრეკეეეეეეეეეეეეე
ჰოო ახლა ვნახე და ყველა ძველი პოსტი ბაზაში ჩაწერილი სტანდარტული უნიკოდით UTF-8 ვარიანტში, ახალი შეყვანილი ტექსტი კი აიკრიფა Western European (ISO) ფორმატში...
ნუ კი ვაანალიზებ და ვხვდები რომ რაც დავწერე ვერავინ ვერ გაიგებს რა დავწერე, მაგრამ უკვე გავრეკე ბლინ , რაცხა უნდა დავწერო გული მოვიოხო, 3 დღის ნაჩალიჩებია და ბოლი გამდის უკვე...
კაროჩე როგორც ვხვდები ბაზას აქვს ინფორმაციის გამოტანა რატომღაც მითითებული მაგ Western European (ISO) -ში... მგონი მომიწევს ჰოსტ პროვაიდერთან კამათი არა და ეგენიც არ დაიჯერებენ და მხრებს აიჩეჩავენ რას ამბობ ეგრე არ იქნება შანსი არააო... ფაქტი კი ფაქტად რჩება
ja_ja
მეხი დაგეცეს შენ რა ამ დილაუთენია რა სიტყვებს გვაკითხებ ჰა?
გინდა ახლა ლუქსებზე და ლუმენებზე გესაუბრო? მერე მივაყოლებ მაგას ამპერებს ვოლტებს, მილიამპერებს, მერე სულ დავამძიმებ და მეგავატებზე გადავალ მერე სპოტლაითებზე, დოვნლაითეზე, ფლურესცენტზე, ინქანსენტზე, დიოდურზე, ჰალოგენზე, მეტალოჰალოგენზე, სოდიუმზე, ქსენონზე, ბალასტებზე, ტრანსფორმატორებზე, იგნიტორებზე, კაბელებზე, IP20-ზე, IP44-ზე, IP55-ზე, IP65-ზე, IP66-ზე. IP67-ზე, IP68-ზე, IP69-ზე, თვითმაქრობ კოლოფებზე, გოფრირებულ მილებზე, ზონდებზე, ჩამრთველ გამომრთველებზე, გადამრთველებზე, გამშვებ კოჭებზე, კილოვოლტებზე, ტრეკებზე, შემაერთებელ გლანდებზე, შემამჭიდროვებელ გლანდებზე, გრუნტის სანათებზე, ლამპიონებზე, მინათებაზე, პროექტორებზე, პროჟექტორებზე, დღის ნათებაზე და ინფრაკრასნიზე.
მოგეწონა?
იშ
IP69
ilariona
ეეე დაიწყო რა ამან, მისტერ ბომბასტიკ, ტე-ლე ფანტასტიკ!
მე ტექნიკურ საკითხებში დახმარება მჭირდება რაც WEB-ს შეეხება და არა მაღალი ძაბვის უცხოსიტყვათა ლექსიკონის ამოკრეფილი ტერმინები
კაი გვეყო ფლუდი, ამ თემაში ნამეტანი გვერდებზე ნუ გადავუხვევთ.
ის 'საერთო' რიღათი წერია, ქართულად რო ჩანს. სხვა კოდირებაა თუ რა ჭირს ?
მშვენიერია ეს ახალი. რაც ფორუმებზე დავდივარ, ყველა 3.XXX ვერსიაზეა, ერტი ჩვენ ვართ ისევ 2.XXX-ზე
ტექსტის გარდა ყველაფერი მშვენიერია იმჰო... გადავიდეთ, ჩვენი რა მიდის?
nihontoman
გადადი კაია, ძველი ბაზა ოხრათ რჩება
koknar
გადადი კაია, ძველი ბაზა ოხრათ რჩება
არა კაცო რას ამბობ ტი ჩტო ყველაფერი კონვერტირდება, ერთადერთი ხარვეზია რაც კონვერტაციის დროს იჩენს თავს, რატომღაც იკარგება ციტატები, რატომ იკარგება ვერ ვხვდები, მაგრამ იმედია იოლად გავარკვევ მაგ საკითხს....
მთელი ბაზის დაკარგვა რომ ხდებოდეს, უბრალოდ არც კი განვიხილავდი მაგ იდეას.
აი რაც შეეხება
აი აი აი ტექნიკით მხოლოდ იეროგლიფებს ვხედავ.
ilariona
koknar
ახლოს ხარ...
საქმე არის SQL-ის კონფიგურაციაში, ანუ თავიდან რომ ვაყენებ ჩემთან აქაც ურევს იმიტომ რომ ავტომატურად კოდირება ყენდება Latin1. მაგრამ თუ გაასოწრებ კოდირებას და მიუთითებ UTF8-სპლიუს გაწერ Collation Unicode-General-ci მერე უკვე მუშაბს ყველაფერი.
მარა ჰოსტ პროვაიდერი იძახის მე ეგრე მაქვსო, მაგრამ სერიოზული ეჭვი მაქვს რომ ეგრე არ აქვს
ja_ja
ბაზის კონვერტაციას რო ამბოფ, რას გულისხმობ. .sql ფაილები როა მაგს რო რესტორი გაუკეთო ახალი დვიჟოკიდან? თუ რამე კონვერტორია ცალკე. მანდ ხო არ ენძრევა ...
koknar
რაის sql ფაილები კაცოუ
ლინუქსი დაგიყენებია?
ბაზა რაიმე ერთ ფაილად არ ინახება თითოეული ცხრილი შენახული 3 ფაილად
*.frm
*.MYD
*.MYI
მაგრამ მთავარი ეგ არაა, მრავარია თვითონ SQL-ის კონფიგურაციისფაილი My.cnf მანდ რამდენიმე ჩანაწერია, ერთ-ერთი არის, ასეთი განყოფილება
[mysql]
default-character-set=utf8
[mysqld]
default-character-set = utf8
collation-server = utf8_unicode_ci
init-connect='SET NAMES utf8'
character-set-server = utf8
skip-character-set-client-handshake
აი სადაც utf8 წერია მანდ სტანდარტულად დაყენებულ ვერსიაში წერია Latin1 რაც გულისხმობს ლათინურ განლაგებას, განსაკუთრებით ველები
collation-server =
character-set-server =
ანუ ესენი აგებენ პასუხს ბაზაში ჩაწერისას რა კოდირებით ჩაწეროს სკრიპტმა ბაზაში ტექსტი და ასევე ბაზიდან კითხვისას რა კოდირებით ამოიღოს ტექსტი...
ja_ja
ლინუქსი არ დამიყენებია. მე ამით ვასწორებ ხოლმე რამე რო მჭირდება. ესეც ლინუქსის გარსია.
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services