ესეიგი ბოლო რამდენიმე თვეა ვჩალიჩობ იმაზე რომ ფორუმი და საიტი ახალ ბირთვზე გადავიყვანო, როგორც იქნა ნორმალურად მოვახერხე კონვერტაციის გეგმის გაკეთება...
შედეგად ახალი ბირთვი მოგვცემს ახალ შესაძლებლობებს, დამატებით ფუნქციონალს, უბრალოდ თავიდან ცოტა უჩვეულო იქნება ალბათ და აი დიზაინი ვერაფრით ვერ მოვარგე ჯერჯეროგით ისეთი როგორიც ეხლა გვაქვს.
ახლა რატომ ვწერ ამ ინფოს... ესეიგი განახლებას სჭირდაბა გარკვეული პროცესები რომელიც საკმაო დროს მოითხოვს, შეიძლება 1 დღეშიც მოესწროს, მაგრამ რეალში 2 დღე იქნება საჭირო. ამიტომაც წინასწარ ვიწყებ თქვებს შემზადებას
ჯერ განახლებას არ ვაპირებ, შეიძLება კაი 1 თვე ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში მქონდეს ბირთვი ლოკალ კომპიუტერზე, ხვალ დაგიყრით რამდენიმე სკრინს ახალი ბირთვიდან და გადახედეთ ერთად რაღაცეები განვიხილოთ, როდის როგრო დავგეგმოთ და....
P.S. ახალ ბირთვს ბევრი რაღაც ისეთი სიახლე აქვს რომ ალბათ ყველაფერ ერთად ვერ ჩავრთავ, ლამის მთელი ცალკე რესპუბლიკაა, თავისი გალერეებით, სტატიებით, ბლოგებით დაუნლოადებით და რავიცი, პროსტა მაგდენი ფუნქციონალი დღეს ჩვენ არც კი გვაქვს დაგეგმილი ასე რომ მაგას ყველაფერს ალბათ ნელნელა ჩავრთავ და გავაფართოვებთ ფუნქციონალს
ja_ja
საინტერესოა. გელოდებით, ვნხოთ აბა რა გამოვა.
ja_ja
მივესალმებით სიახლეებს, მომწონს იდეა და შემართება ჯაჯა უმფროსო )
იმედია არ დამძიმდება
ძალიან მაგარია. ველით სიახლეებს
აი უხესად რა ფორმა იქნება, ნუ ჯერ ლოგო და ჩვენი ფორუმის ფერები არ მაქვს დაყენებული, ეხლა კაკრაზ პორტალის ჩამატებას ვეჩალიჩები და რომ მოვრჩები მერე გადავალ სამოსის ჩამოცმაზე
სიმპატიჩნად გამოიყურება.
კითხვა ასეთი მაქვს: ინტერფეისი მარტო ინგლისური იქნება თუ ჩადებულია ენის არჩევის შესაძლებლობა?
ენა მთლიანად გადასაქართულებელი მაქვს... სამწუხაროდ ქართული ენის პაკეტი ვერ ვნახე ამ ვერსიისთვის, აი ეგეთი მელკი რაღაცეებისთვის მინდა 1 თვე თორემ გადაყვანა ახლავე შეიძლება, პროსტა ენა იქნება ინგლისური, და ფორმა იქნება დეფაულტი და არა ჩვენი საფირმო ფერები....
ja_ja
ჯაჯა ფოვერ ვანოსთანაც გირჩევდი კონსულტაციების გავლას, overclockers.ge-ზეც იგივეა მგონი და შედარებით მძიმე იქნება ეხლანდელთან შედარებით
ჩემი ხმა ძველ ძრავს, მაგრამ გადაწყვეტილი ამბავია უკვე როგორც ჩანს
okela84
ოვერ2ლოქერის ძრავია ეს ტო.ჩემი ხმაც ძველს
ja_ja
okela84
ja_ja
ხელოუ, მისტერ!
მართალი თქვეს ბიჭებმა, overclockers.ge-ზე იგივე ძრავი მაქვს მე. ნუ იმ განსხვავებით, რომ ძრავი ნაყიდია იქ, ყოველთვის ბოლო ვერსიები მაქვს. აქ ნულიფიცირებული რომელი ვერსია გაქვს შენ ტესტ რეჟიმში? ახლა ოფიციალურზე 4.1.9 არის ბოლო.
ქართული ენის პაკეტი არ არსებობს ამ ვერსიისთვის - მე დავიკიდე გაქართულება საერთოდ. ჩავთვალე, რომ არ ღირდა წვალებად. პროტესტსაც დიდად არავინ გამოთქვამს, უპრობლემოდ მიეჩვივნენ.
ეგ კი არა, ქართული კლავიატურის სკრიპტიც კი არ დავაინტეგრირე, ajax-ებთან პრობლემების გამო ზოგიერთ ბრაუზერში - ამ საკითხში არ შეგხვდა პრობლემები?
ბირთვი მძიმეა ჰო შედარებით, ორი აზრი არაა მაგაზე. მე სტანდარტული ჰოსტინგი არ გამომადგა, ლიმიტებს ვცდებოდი მუდმივად დატვირთვაზე. Hostgator.com-ზე მქონდა ჰოსტინგი.
ბოლოს მივედი იქამდე, რომ ჰოსტინგი გამოვრიცხე - არცერთი ნორმალური ჰოსტინგი შეარდ პლენს არ მომცემდა იაფად ისე რომ ფორუმის დატვირთვისთვის გაეძლო. ვაპირებდი DigitalOcean-ზე ლინუქს ჰოსტის აღებას, მაგრამ უკეთესი რამე გავაკეთე - Microsoft Azure-ში დავჰოსტზე საიტი - უფასოდ, Microsoft BizSpark პროგრამის ფარგლებში. 3 წლით ჰოსტინგის პრობლემა მომეხსნა ფაქტიურად. ბიზსპარკის გზით წასვლას თუ გადაწყვეტ შენც, არმანს (მაიკროსოფტ ჯორჯია) დაურეკე ბიზსპარკში განაცხადს რომ გააკეთებ, ვალიდაციაზე პრობლემა რომ არ შეგექმნას. თუ რამე, მაგ საკითხში გიშუამდგომლებ
MariaDB + PHP 7 მაქვს მე ახლა, IIS 8.5-ზე, 2012 R2 სერვერზე. PHP 7-ზე საგრძნობი მატება აქვს წარმადობაში IP.Board 4.X.X-ს. ჯამში, ამ კონფიგურაციით იდეალურამდე მივედი ისე, რომ იუზერები უკვე ბედნიერები არიან, აღარ ლაგავს საიტი, ყველაფერი სწრაფად იხსნება.
თუმცა, აირგანისთვის შეიძლება გეყოს ეს ჰოსტინგიც, დატვირთვაც ნაკლებია გაცილებით აქ და შეიძლება პროსერვისი ძალიან არ ზღუდავდეს რესურსებს.
P.S. ახალ ბირთვზე გადასვლის და განსაკუთრებით ყიდვის მიზეზი ექსპლოიტები იყო ჩემს შემხვევაში. 2-ჯერ სერიოზული კიბერ შეტევა გადავიტანეთ, მათ შორის, ერთხელ ჩემი ექაუნთი გატეხეს ცნობილი ექსპლოიტი იყო ვერსიაში და session hijacking მომცეს
Power_VANO
ja_ja
ვინც პოსტს დადებს 10 ტერმინი გადაათარგმნინე, ისე არ დაადებინოს ფორუმმა. 1-2 კვირაში გახვალ ბოლოში
koknar
ეეე კი მინდოდა რაღაცნაირად ვინმეს დახმარება, მაგრამ უკუღმართულადაა ეს უბედურება გაკეთებული, ექსპორტს რომ ვეუბნები ენის ფაილზე, გააქვს მხოლოდ გადათარგმნილი რაჩაა, ხოლო რაც გადასათარგმნია პროსტა არ გამოაქვს და იძულებული ვარ პირდაპირ ბირთვზე ვიმუშაო, მაგარი მურტალი რაღაცაა...
ცალკე გამოტანა რომ შეიძლებოდეს, ჯერ ფსიქოლოგიურად 1 სიტყვიან ტერმინებს ჩამოივლიდი და მერე მარტივებზე გადავიდოდა კაცი, ახლა კი ხან 2-3 წინადადებიანი ტერმინებია თან ზოგი ისეთი გაკვანძულია რომ ვერც ვხვდები სად შეიძLება იყოს ეგეთი საშინელება გამოყენებული
P.S. აუ კსტატი სამსახურში რაღაც ახალი სოფტი ითრიეს და იმის ტექსტებიც, ჩემთან განყოფილებაში ვთარგმნეთ არა და გერმანელებმა გადმოაგზავნეს ვითომ ნათარგმნი და ამასობაში თურმე გუგლის თარგმანი იყო... ნუ რა ტერმინები იყო შიგნით იმედია ახსნა საჭირო არაა 3 დღე იატაკზე ვხოხავდით
ja_ja
გერმანელებმა ინგლისურად თარგმნეს გუგლით ? ვა აბა ეგენი ყოფილან.
თქვენ ქართული არ გინდათ ?
ვაბშეტა კარგად უნდოდა წაკითხვა რაც დავწერე გერმანელებმა გუგლით თარგმნეს ქართულად მეთქი და ისეთი ტერმინები იყო რომ აკაკი და ილია კუბოში ვენტილატორივით ტრიალებდნენ
ესეიგი კეთილო ხალხო, ნელნელა მივდივართ წინ, პირველ ეტაპზე ვცვლი ვებ სივრცის მოცულობას და რაღაც ვებ პარამეტრებს, ამის მერე შესაძლებელი იქნება საკუთარი სურათების პანელიდ დანერგვა...
ამასთან დაკავშირებით იმ კვირაში ფორუმი გადაირთვება ერთი ჰოსტიდან მეორე ჰოსტზე...
იმისათვსი რომ ინფორმაციის წყვეტა არ იყოს, ერთერთ დღეს ავიღებ ფორუმის ბაზის ასლს, გადავიტან ახალ მისამართზე (რომელიც ჯერ არ ჩანს იმის გამო რომ ძველი მისამართია გაწერილი ყველგან), რგორც კი ბაზას ახალ მისამართზე გადავიტან ეგრევე საიტზეც და ფორუმზეც ჩამოვკიდევ რემონტის შესახებ ინფორმაციას, და შედეგად ფორუმი მიუწვდომელი იქნება სანამ ახალ საიტზე არ გადაითვება სისტემა...
ამით მოხდება პრევენცია იმისა რომ ნაწილი ინფო ახალზე არ იყოს და ნაწილი ძველ სერვერზე და არ მოხდეს ინფოს დაკარგვა. ასე რომ გთხოვთ ეს სიტუაცია ყველამ გაითვალისიწნოთ.
ამასთან დაკავშირებით გლობალურ განცხადებასაც გამოვკიდებ ფორუმის თავში, და როდესაც ყველაფერი წარმატებით დამთავრდება დავიწყებ დაკარგული სურათების ლიკკების აღდგენას. ალბათ ყველაფერს ვერ აღვადგენ, მაგრა, დიდი იმედი მაქვს რომ უმეტესი ნაწილი მაქვს შენახული და თავიდან მოვახერხებ ატვირთვას.
ხალხნო შეგახსენებთ დრეს 6-ის მერე ფორუმი გადავა განახლების რეჟიმში
შედეგად 1-2 დღე არ იქნება საიტი და ფორუმი ხელმისაწვდომი. გთხოვთ გაემზადოთ და გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება
რახდებოდა დღეს? კაი ხანია გათიშულია
www თი შედის,ისე არა
მოხდა ის რომ....
მოკლედ ფული არ იყო ჰოსტინგის გადახდილი
შეტყობინება არ მივიღე ჰოსტინგისგან გადასახდელზე, შეტყობინება კი არ მოვიდა იმიტომ რომ საფოსტო სერვერმა რატომღაც სპამად ჩათვალა ეს შეტყობინებები და....
იმედია ეს საკითხი გაირკვა, შემდეგშI კი ამ თემაშI ასეთი კითხვები აღარ იყოს, ტექნიკური მუშაობის საკითხები შეგვიძლია განვიხილოთhttp://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=8, ეს კი არის განახლებისთვის მიძღვნილი თემა
ფორუმზე დაემატა ახალი კალკულატორი, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას გამოთვალოთ თქვენი ბალონი რამდენჯერ დაგიტენით თოფის რეზერვუარს
ამ ბოლო დროს ფორუმელებს შორის მომრავლდა ბალონების რაოდენობა და სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა - რამდენჯერ მოვახერხებ ჩემი ბალონით თოფის დატენვას.... აი ამ კითხვებისთვის მარტივი პასუხის გასაცემად გავამზადე ახალი კალკულატორი რომელიც ყველა მსურველს დაეხმარება სასურველი რაოდენობის გამოთვლაში.
კალკულატორი განთავსებული მენიუს ხაზზე, დააკვირდით სურათს
მოხმარების წესი ძალიან მარტივია, უნდა შეიყვანოთ 6 ძირითადი პარამეტრი, და მიიღებთ დატენვების რაოდენობას. პატარამეტრები უნდა იცოდეთ, გარკვეულ წილად ინფორმაციის სწორედ შეყვანაში დაგეხმარებათ ნაგულისხმევი ციფრები რომლებიც უკვე შეყვანილი კალკულატორში. აქვე მივაყოლებ განმარტებებს:
1) ველში ციფრით 1 უნდა ჩაწეროთ თუ რა მოცულობის ბალონი გაქვთ ლიტრებში, მაგალითად 3 ლიტრი, 6 ლიტრი 9, ასევე შეიძლება არამთელი ციფრების ჩაწერა, მაგალითად 5.2 ლიტრი, 3.85 და ასე შემდეგ
2) ველში ციფრით 2 უნდა ჩაწეროთ რა მაქსიმალურ წნევაზე იტუმბება თქვენი ბალონი, ძირითადად 300 BAR-ია და მემგონი ეს მონაცემი შესაცვლელი არ გექნებათ,
შემდეგი ველი უნდა ყოფილიყო მესამე ნომრად, მაგრამ სპეციალურად გავაკეთე არა რედაქტირებადი და მივაბი მუდმივ პარამეტრად რეზერვუარის წნევაზე. ლოგიკა შემდეგია, თუ რეზერვუარი იტენება 200 ბარზე, აზრი არ აქვს ბალონის მინიმალურ წნევად მივუთითოთ 150 BAR-ი ან 220-BAR-ი ეს გამოიწვევს არასწორ კალკულაციებს, ამიტომაც, ამ ველში ციფრები შეიცვლება თავისით როგორც კი მიუთითებთ რეზერვუარის მაქსიმალურ დატუმბვის წნევას.
3) ველში ციფრით 3 უნდა მიუთითოთ თუ რა მოცულობის რეზერვუარი აქვს თქვენს თოფს კუბურ სანტიმეტრებში. არ აგერიოთ ლიტრები და კუბური სანტიმეტრები, მაგალითად 0.5 ლიტრიანი ბალონი არ შეიძლება ჩაიწეროს როგორც 0.5 კუბური სანტიმეტრი, არამედ ჩაიწერება როგორც 500 კუბი, 0.2 ლიტრინაი ჩაიწერება როგორც 200 კუბი და ასე შემდეგ.... (როგორც წესი ყველა რეზერვუარს აწერია მოცულობა)
4) ველში ნომრით 4 უნდა ჩაწეროთ თუ რა მაქსიმალურ წნევაზე იტენება თქვენი რეზერვუარი, ნუ ძირითადად მე რასაც შემხვედრია ეს არის 136 BAR-ი, არის სტანდარტული 200 BAR-ი და არის ახლად გამოჩენილი 250 BAR-იანი რეზერვუარები, მოკლედ უნდა ნახოთ თქვენს რეზერვუარს რა აწერია და ჩეწერეთ შესაბამისი ციფრი
5) ველში ნომრით 5 უნდა ჩაწეროთ თუ რა წნევაზე აპირებთ ხოლმე დატენოთ თქვენი თოფი, მაგალითად როდესაც თოფი ჩამოდის 120 ბარზე იწყებთ დატენვას, მაშინ ჩაწერეთ მნიშვნელობა 120, თუ ტენით 100 ბარზე ჩაწერეთ შესაბამისი ციფრი შეიძლება 125BAR-ზე ან სულაც 60 BAR-ზე ტენით თქვენს თოფს... მიუთითეთ შესაბამისი ციფრი
6) ბოლო ველში უნდა ჩაწეროთ ინ სავარაუდო მოცულობა რაც იხარჯება უაზროდ, შლანგის დამტენი სადგურის თუ სხვა რაიმე დამატებითი მოცულობის გამო, თითქოს და დიდი ციფრები არაა ხოლმე მაგრამ საერთო ჯამში იძლევა 1-2 დატუმბვის სხვაობას, თუ არ იცით კონკრეტული ციფრი დატოვეთ ის მნიშვნელობა რაც წერია ველში, ან გამოიანგარიშეთ თქვენი სადგურის პარაზიტული მოცულობა, მოკლედ რაც უფრო ზუსტ ციფრს შეიყვანთ მით უფრო ზუსტ მონაცემებს მიიღებთ
ბოლო ველში ავტომატურად დაიწერება დატენვების რაოდენობა, ამ ველში ცვლილებებს თქვენ ვერ გააკეთებთ
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ კალკულატორი მოგცემთ საორიენტაციო ციფრს, და არა გარანტირებულ ციფრს, ცდომილება შეიძლება იყოს როგორც პლიუსში ასევე მინუსში, ყველა ფიცრი რომც ჩაწეროთ ზუსტად, ვერავინ ვერ იტყვით გარანტირებულად რომ თოფი მაგალითად ზუსტად 120 BAR-ზე დატენეთ, ისე როგორც კალკულატორში ჩაწერეთ, შეიძლება შემთხვევით 118 BAR-ი ან სულაც 125BAR-ზე დაიწყეთ დატუმბვა, ისევე როგორც შეიძლება რეზერვუარი 200 BAR-ის მაგივრად ცოტათი მეტით, ან ნაკლებით დატუმბოთ, ეს ყველაფერი გარკვეულ ცდომილებებს შეიტანს გამოთვლებში, ალბათ 1-2 დატენვაზე მეტი აცდენა არ იქნება მაგრამ მაინც იქონიეთ ეს ინფორმაცია მხედველობაში.
ამ ეტაპისთვის სულ ესაა. იმედია გამოგადგებათ შესაბამისი ცვლილება და გაგიმარტივებთ ცოტათი მაინც ცხოვრებას
ja_ja
ძაან კარგი საქმე გააკეთე. ნამდვილად საჭირო და აქტუალური იყო!
ja_ja
მადლობა.
ბალონი არ მაქვს მაგრამ გამოსადეგი ფუნქცია
ja_ja
გაიხარე ჯაჯა კაი საქმე გაგიკეთებია!
და აქვე კითხვა: 4) მეოთხე პარაგრაფის განმარტებაში რეზიკის მაქსიმალური წნევა 250ბარ. გიწერია. ჩემსას (კრუგერის რეზიკს) რედუქტორის შემთხვევაში მაქსიმალური 300ბარ. უწერია, სიმართლე გითხრა არასდროს 300ზე არ დამიტენია მაქს 270-280 კი მაქვს რამდენჯერმე დატენილი და და სიტყცაზე ეს 270 ან 280 ბარი შეიძლება რო ჩაიწეროს მაგ გრაფაში? თუ მაქსიმუმია 250 ?
მადლობა წინასწარ.
aleqsa
რედუქტორის სემთხვევაში ყველაფერი სხვანაირადაა.
თუ შენი რეზიკი 300 ბარზე იტენება და ბალონიც 300 ბარიანია. გამოდის რომ რეზიკის სრულად დატენვას 1 ჯერაც ვერ შეძლებ
ანუ 300 დან 300-ს ვერასდროს მიიღებ.
რათქმაუნდა შეგიძლია ჩაწერო 270 და 280
gregory
მადლობა ბატონო გრიგოლ
aleqsa
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services