ყველას ერთხელ მაინც გვისვრია ყვავისთვის და მისთანა მოსაბეზრებელი ფრინველისთვის. უპრიანი იქნება დავსვა ასეთი კითხვა:
რამდენად სწორად მიგაჩნიათი მათი ასე უმოწყალო ხოცვა ჟლეტა?
გთხოვთ მხოლოდ კითხვას უპასუხოთ და უაზრო ოფისგან თავი შევიკავოთ.
ზომიერების ფარგლებში შეიძლება
მემგონი ტყუილად მარტო გართობისთვის არაფერი არ უნდა მოკლა ადამიანმა
მაგრამ თუ გართობის გარდა ამაში სხვა იდეაცაა გაერთიანებული მაშინ მოჟნა
მაგალითად ყვავების პოპულიაციის შემცირება გარკვეულწილად გამოიწვევს ნათესების გადარჩენას. კაჭკაჭი თუ არ ვცდები ბარტყებს ერჩის რაც აგრეთვე არაა მოსაწონებელი ფაქტი
ისიც მინდა ავღნიშნო რომ ამ საქმეში სიღრმისეულ დონეზე ცოტა დილეტანტი ვარ, ვგულისხმობ ბიოლოგიას. ანუ რა რას ჭამს და აფუჭებს, მაგრამ ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული ბუნებაში და ყველაფერი ჩიტი იქნება თუ ცხოველი საჭიროა.
ასე რომ ზომიერებაა ყველაფერში მთავარი
ერთი რაღაც გამახსენდა ალბათ ბევრს გეცოდინებათ ჩინეთის ამბავი
ერთხელაც გადაწყვიტეს ჩინელებმა რომ ფრინველები გაენადგურებინათ, რათა მაქსიმალური მოსავალი აეღოთ და ფრინველებს არ შეეჭამათ
რომ დაერივნენ ამ საწყალებს, მთელი ჩინეთი, მილიარდი ადამიანი სახმაუროებით დარბოდა და აფრთხობდა ჩიტებს რომ აფრენილიყვნენ. მერე ზოგი დაღლილი ჩიტი ვარდებოდა ან ჯდებოდა და კლავდნენ. როგორც ამბობენ სატვირთოებს ავსებდნენ დახოცილი ფრინველით. ნუ ზუსტად როგორ იყო ეგ ამბავი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ გაანადგურეს ჩიტები
შედეგად მიიღეს რომ მომრავლდნენ ჭიაღუები და მატლები რამაც უარესი ზარალი მიაყენათ. ბოლოს ისე გაუხდათ საქმე რომ სხვა ქვეყნებიდან შეყავდათ და ამრავლებდნენ ფრინველებს
ყველამ იცით მგლის სანიტრობის ამბავი და ასე შემდეგ....
ასე რომ ყველგად და ყველაფერში ზომიერება უპირველეს ყოვლისა
VTEC
ყვავები ნაკლებათ წამენ ჭიებს და პეპლებს, აი პატარა ბეღურებისა და ჩიტების ბარტყებსა და კვერცხებს ანადგურებენ. კაროჩე მაგარი ზარალი მოაქ რა. ისე თაგვი და ვირთხას შხამებით წამლავენ და ჩვენ რო 2-3 მივაკაპუტოთ რა დაშავდება.
ყვავი არის ლეშის მჭამელიც, შესაბამისად ის იმ კეთილი საქმის ნაწილის შემსრულებელია, რისიც მგელი
მე პირადად სასტიკი წინააღმდეგი ვარ მათი ხოცვა ჟლეტის... !!!
მოიცა რა,რა ხოცვა ჟლეტაზეა ლაპარაკი,კვირაში ერთხელ თითო ორ ცალს რო ჩამოხსნი მაგია ხოცვა ჟლეტა?
მაგათ ვერ გავწყვიტავთ ჩვენ ჩვენი "კისტის თოფებით" ძალიანაც რო მოვინდომოთ..
ტაკ შტო რაოდენობას თუ დავარეგულირებთ არც მაგით არაფერი დაშავდება..
პ.ს. რა შუაშია და მგლების პრობლემა გამახსენდა ამ თემაზე
cz80
ერთი სული მქონდა შენ როდის შემოიხედავდი ამ თემაში
მაგრამ ფაქტი ერთია, რომ არაფრის ხოცვა-ჟლეტვა არ არის კარგი.
ნუ, ეხლა ერთი-ორს თუ ჭიანჭველებისათვის ჩამოაგდებ კაცი ამ გაჭირვებულ ცხოვრებაში....
ისე მაგათზე უნდა ივარჯიშოს იმან, ვისაც საკვებად ვარგის ფრინველზე უნდა ნადირობა. აბა სულ იხვს და ქედანს რომ სროლო მარტო, სანამ სროლას დაამუღამებ დაბერდები ადამიანი და სროლადამუღამებული წახვალ იმ ქვყნად
უნდა გაფაოფო ცოტა და არავინ მიწყინოს, განსაკუთრებით foxi -ს ვთხოვ, მისივე თხოვნას რომ არ ვითვალისწინებ
დაიმალეთ ყვავებო, ჩეზე მოდის ჩეზეე!!!!
მოლედ ეს თემა არის ანტი cz80
---------------------------
მოდერ-ადმინისტრატორო ბიძიებო ამ ერთხელაც მაპატიეტ ეს ოფი
დარწმუნებული ვარ ჩვენ იმდენ ყვავს ვერ დავხოცავთ რომ პოპულაციას შეექმნას საფრთხე
giorgi-RW1k77X2
რავი მე მგელთან მიჭირს შედარება იმიტომ რომ მგელი სხვადსხვა პოპულაციბში ჯანსაღი ინდივიდების გადარჩევას უწყობს ხელს, რასაც ვერ ვიტყვით ყვანჩალაზე
davil
ზუსტად იმიტომ დავწერე, რომ:
იგივეს ვიტყოდი ტურა მელაზეც...
ჩინჩლავს
და რაც მთავარია კიდევ ერთი რამ,
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ, ადამიანებიც იმ დიდი ჟაჭვის ნაწილი ვართ.
მთავარია რომ უზომოდ და უაზროდ არ ჩავერიოთ.
ყველა ქმედებას მოყვება უკუქმედებას, რომელიც რაღაცაზე დადებითად მოქმედებს, რაღაცაზე კი პირიქით, უარყოფითად.
ამაზე ლაპარაკი ძალიან შორს წაგვიყვანს.
ერთადერთი რაც ნაღდად ვიცი, არის ის, რომ ზომიერებაა ერთ -ერთი მთავარი.
ნუ ეხლა მე რა ვთვქა. ამ ბოლო დროს ძაან მეცოდებიან და ვცდილობ გეგმას არ გადავაჭარბო, ანუ კვირაში ერთი, მაქსიმუმ ორზე მეტს არ ვესვრი. იმათაც მარტო მაშინ ვესვრი, თუ გამომწვევად ზიან და "გამაფრთხილებელი" გასროლის შემდეგ არ მიფრინავრენ
ისა ვეთანხმები აქ გამოთქმულ აზრს, რომ ყვავი თავის ფუნქციას ასრულებს და ადამიანი ამაში ნაკლებად უნდა ჩაერიოს, მასინაც კი, როცა გვგონია რომ ზარალის მეტი არაფერი მოაქვთ...
დედა რა ხდება აქანა Green Peace-ია? ყვავი და კაჭკაჭი არ ხვდება არც სანადირო ნუსხაში და არც აკრძალვებში იმიტომ, რომ მავნებელია კლასიკური ნადირობა ჯობია ყოველთვის მაგრამ კოკნარას ნორმებით მგონი მისაღები უნდა იყოს , მე საერთოდ ამ ბოლო დროს ქაღალდზე თუ ვნადირობ და შემდეგი აპარატიც თუ საერთოდ გადასაჩვევი არ მექნა ეს ჩემი სიყვარული, შესაბამისი მექნება ანუ არასანადირო.
foxi
ჯანდარის გზაზე მაგარი იხალისე და ეხლა გეცოდება?
koknar
მართალი ხარ, აბა რა ჯანდაბად გვინდა ან თოფი და ან ის ესპანსიური ტყვიები. სეზონი მხოლოდ 4 თვეა და ისიც ხან ქარია, ხან წვიმა, ხან ახალი წელი და უდროობაზე აღარაფერს ვამბობ. შაბათ-კვირას დასვენება რომ გინდა და რიჟრაჟზე (კინაღამ თითები მოვიტეხე ამის დაწერაზე) ტკბილად რომ გძინავს, ის ოხერი რომ გაგაღვიძებს თავისი ჩახლეწილი ხმით აბა გამოიცანით რისი ღირსია?
ნებისმიერი ჩვენგნი რომელსაც აქვს თოფი და აინახა ყვავი მოკლავს რაც არ უნდა კეთილი იყოს
ჩემთვის პირადად არაფერი დაუშავებიათ მაგრამ კარგად მახსოვს როგორ ლოცავდნენ იმ ბაღ-ბოსტნების პატრონები ჩვენს თამაფორუმელებს.მგონი დავითუსა იყო და ჯაჯა.ან კიდევ ვინმე მათთან ერთად. იმისათვის,რო ყვავებს ხოცავდნენ.
მარნეულის გზისკენ რო აუტეხეთ რახა-რუხი. სურათებიც დადეს გზაზე,აფალტზე ჩამწკრივებული ყვანჩოების.ხო მართალი ვარ?
კაჭკაჭის საქციელები პირადად მაქვს ნანახი და ამიტომაც ვმტრობ.
რამოდენიმე დღის წინ ვუყურებდი ზუსტად ამ თემაზე გადაცემას საფრანგეთში მავნე ფრინველებზე ნადირობას და ყვავებთან და კაჭკაჭებთან ერთად ჩხიკვიც მოიხსენიებოდა.
უბრალოდ ყველა ქვეყანაში არის საერთო და კატეგორიული მოთხოვნა.ნასროლი უნდა იყოს სასიკვდილო!!! მაინც რა ჰუმანურები ვართ არა გულის სიღრმეში?
ისე კონტროლქვეშ კი არის მოსაყვანი ძან რომ არ გამრავლდნენ.
http://www.mk.ru/editions/rog/article/2008/05/20/40076-seraya-vorona-i-ohota-na-nee.html აგერ კიდევ საინტერესო ინფო[/url].
ჰოოოო, შეხედე შენ რა დღეში ყოფილან აი ყვავები.
დავცხოთ?
ესეიგი ამ თემას ვკითხულობ მეორე დღეა და ვერ გამიგია რათ უნდა ამდენი მარჩიელობა.
აშკარად არაჰუმანურია და გრინპისს რომ ვკითხოთ ყველა ღხთაევრივი არსება (ნაგვის ვირთხის ჩათვლით და ბუზისა თუ კოღოთი დამთავრებული), ყველა ღმერთის ქმნილებაა და მხოლოდ საკვების კულისთვის შეიძლება მოპოვება, დანარჩენ შემთხვევაში კოღოსაც კი ხელი არ უნდა დავაკაროთ.
მესმის ეს უტოპიური მიდგომები, მაგრამ კომუნიზმიც იგივე უტოპია იყო და როგორც დამთავრდა ყველამ ვიცით.
შეუძლებელია მოეფერო ყვავს კაჭკაჭს და ვირთხას (აგერ კახეთი საცერივით დაღრღნეს თაგვებმა), რა თქმა უნდა გენოფონდი უნდა დატოვო და ჩინელებივით არ უნდა მოიქცე ბეღურების მთელი პოპულაცია რომ ამოხოცეს იმის ბრალდებით რომ ბეღურები ჭამენ ბრინჯის მოსავალს და ხალხი შიმშოლობსო (მერე 20 წელი სოფლის მეორნეობას დედა ჰქონდა აფეთქებული იმიტომ რომ ბრინჯს კი არა მწერებს უფრო მეტს ჭამდნენ ეგ ბეღურები და არ არსებობისას კი....).
მაგრამ ყველაფერ ამის მიუხედავად გვაქვს ნათელი მაგალითი ერთადერთი ყველაზე დიდი ქვეყნისა, კერძოდ რუსეთი და მოსკოვისა, სადაც ეფერეს, ეფერეს მაგ ყვავებს და დღეს ის სიტუაცია აქვთ რომ ქალაქის ზღვარში ყვავის გარდა ჩიტი არაა და არც ახარებენ სხვა ჩიტებს. ლუჟკოვის დროს მახსოვს რამდენიმე პარკი გახსნეს (მგონი მიშას ეჯიბრებოდნენ და უფრო მაშტაბური პარკები იყო), მაგრამ ხეებზე საახალწლო საჩუქრებივით მხოლოდ ყვავები იჯდნენ, ბავშბევს კორტნიდნენ და ყველაფერზე ასკინტლავდნენ.
დღეს რუსეთი ისეთ შავს დღეშია რომ ცალკე მტაცებელი ფრინველების შეყვანა გაწვრთნაზე ფიქრობენ რომ რაღაცნაირად ყვავ-ყორნების პოპულაცია შეამცირონ ქალაქში, თან ეს იმ ფონზე რომ რუსეთში აირგანელებს უმოწყალო ომი აქვთ გამოცხადებული ყვავებზე, მაინც იმდენი არიან რომ ვაი დედა.
მოკელდ არ მინდა რაღაც მოწოდებასავით ჟღერდეს, მაგრამ ვირთხა იყო და ევროპის ნახევარი პოპულაცია გაანადგურა შავი ჭირის მეშვეობით, ყვავი და არაერთი ქვეყნის შიმშილის მიზეზი გამხდარა. ამოხოცვა არ შეიძლება არავიღატ შემთხვევაში პოპულაცია უნდა არსებობდეს, მაგრამ რეგულირება აუცილებელია სანამ ჯერ კიდევ არის შესაძლებელი. მე პირადად უბნიდან 1.5 წელია ყვავები გაყრილი მყავს და სხვა თუ არაფერი დილით ჭიკჭიკის ხმის ქვეშ ვიღვიძებ და არა ჩხავილის ხმებით. მე პირადად ყვავს ვხედავ და ეგრევე სამიზნედ აღვიქვავ, ახლა დიღომში ვარ და იმდენი არიან... პროსტა აქ თოფის მოტანა არ შემიძლია
ჩამთვალეთ სისხლისმსმელად და სისხლისმღვრელ დიქტატორად ცხოველად, მაგრამ თაგვი ვირთხა ყვავი... ნაინ ვერ შევიწყალებ. აი თუ მივლენ ისეთ პოპულაციამდე რომ კოდალებივით წითელ წიგნში იქნებიან შესაყვანი მერე ხელს არ დავაკარებ (თან შესაყვანები რომც იყვნენ დარწმუნებული ვარ იმავე კოდალაზე ჩქარა აღიდგენენ პოპულაციას და ისევ მისახედები იქნებნიან).
P.S. რა მოსატანია და ასევთქვათ მავნებელი თავიდანაა მისახედი და არა იმის მერე რაც უკვე გააფუჭებს საქმეს. მაგალიტად ჩვენთან გარეულ ღორზე სანადიროდ რღისით მზისით სანთლით დადიან და ხშირად ვერ პოულობენ, ევროპაში კერძიდ გერმანიაში და ამერიკის რამდენიმე შტატში მგონი იმდენი არის რომ მავნებელ ცხოველის სიაშია. აგერ დისკავერიზე აჩვენებდნენ სასტავს (ამერიკაში ღორებზე ნადირობა) სასტავი ისეთ დღეშჳ იყო რომ ვავა, იმდენი არიანო რომ თოფით ნადირობა უკვე შეუძლებელიაო სასტავი მანქანებით და ჭაობის კატერებით დასდევდა ჯოგებს იმისათვის რომ დაეღალათ სირბილით და მერე პროსტა ხელით იჭერდნენ ათეულობით.
გასაგებია რომ ჩვენ შევნატრით მაგისთანა სიტუაციას იმიტომ რომ ჩვენთან პირიქით ლამის სულ ამოხოცეს, ეგეთ სიტუაციამდე არ უნდა მივიდეთ ისევ, მაგრამ არც ისე უნდა იყოს საქმე რომგორც ავსტრალიაშია კურდღლებზეა, მთავრობა რომ ფულს იხდის არიქა და მოგვაცილეთო
მე მგონი ასეთი გამოკითხვები უფრო მეტ ინფორმატიკას შესძენს ჩვენს ფორუმს და კიდევ ერთხელ დააფიქრებს მსროლელს,
თუ რატომ ესვრის ამა თუ იმ ცოცხალ არსებას.
VTEC
foxi
+1 გეთანხმები აშკარად. საჭიროა ყველა აზრზე იყოს თუ რა უნდა დახოცოს და რატომ და რას ხელი არ უნდა მოკიდოს.
ჩვენთან ისე კანონით ყველაფრის მოკვლა აკრძალულია, ასე რომ ცოტა ფრთხილად იყავით.
nihontoman
ქართული pest control-ი:
sThv4AVE8VM
გამაფრთხილებელი სროლა გამორიცხულია ყვავებზე თოფს რო მიუშვერ სანამ უმიზნებ ფრინდებიან ნერვებზე თამაშობენ და ვცდილობ ძალიან სწრაფათ დაუმიზნო და ვესროლო თუ მოვარტყი დამაწყნარებლის ეფექტი აქ პოპულაციაზე არ ვფიქრობ მაგ დროს ნამდვილად ისე მეტისმეტი ხოცვა არ შეიზლება კვირაში ერთი ცალი მეც მაკმაყოფილებს საათობით ვმჯდარვარ მაგათ ლოდინში ფანჯარასთან ზოგჯერ ბინოკლით ხელში გარშემო ყველა ხის ტოტი ზეპირათ ვიცი უკვე , ხეზე რამდენი ცელოფნის პარკია დარჩენილი და ასე შემდეგ რატომღაც ყვავების მიმართ სიმპატიები არ მაქ მტრედები და გვრიტები რამის ლულის წვერზე ჯდებიან მარა არ ვესვრი მეცოდებიან აი ყვავი უჟე დრუგოე დელო ხელი თოფისკენ გამირბის
მტრედი და გვრიტი მავნებელი არ არის, ყვავ-ყორანი კი იმდენია, რომ მაგნუმის ჩამოტანილი ტყვიების 1 პარტია არ გვეყოფა მარტო გლდანის ნაგავსაყრელზე რაც ყვავებია იმათ გასანადგურებლად
soxa
foxi
ეს როდის გაერთეთ და სადანე? რაცხა აღმოსავლეთის ყვანშოების საქციელი გამახსენდა ერთ ხეზე რომ რამდენიმე ნაყოფს ვწყვიტავდით. ქალაქელ ყვანშოებს ეგრე ვერ გამოიჭერ
ჰოო კაი იყო მარა ჯაჯას გასაგონათ - იქოური ყვავებიც არანაკლებები არიან თოფსაც ხედავენ და მგონი სამიზნე 9 იანი გიყენია თუ 16 იანი არჩევენ. უმანქანოთ არანაირი შანსი არაა
ერთი რა მაინტერესებს. ზოგ რიგ ქვეყნებში მტრედი პესტ კონტროლის სამიზნეს წარმოადგენს. რუსები მაგალიტად ''ლიტუჩიე კრისი'' დაარქვეს და თქვენ როგორ ფიქრობთ ჩვენში როგორ შევხედოთ?
რატომღაც მეც მომხრე ვარ,რომ გაიპესტონ ეგენიც
მტრედი არის ისეთი ინფექციური დაავადების აქტიური გადამტანი, როგორიცაა იერსინიოზი. ასე რომ მემგონი ყოველგვარი გულდაწყვეტის გარეშე შეიძლება მაგათი გაპესტვა
davil
გთხოვთ ბატონო დავით თუ უხერხული არ იქნება თვენი სამსახურის სრული დასახებე,რომ დაგვიწეროთ ზედმეტი კითხვების თავის ასაცილებლად.
თანამდებობას აღარ გთხოვთ
iorama
ნუ ჯერ ის გაითვალისწინეთ, რომ ჩვენთან კანონით არ არსებობს მავნე ცხოველთა რეგულირება, ასე რომ ყველაფერს, რასაც მოკლავტ ბრაკონიერობაში ჩაგითვლიან. ეს ერთი;
მერეც მეორე - მე მაგალითად მტრედი მართლა ფრთიანი ვირთხა მგონია, დაჟე ყვავზე უფრო მეტად მავნეა IMHO. მარა ამ გაგანია გაზაფხულს და ბუდობას, რა ყვავ-ყორნების და მტრედების ხოცვა აგიტყდათ? არ გეცოდებათ პატარა ღაბუები, ბუდეში რომ ელოდებიან? რო დაიზრდებიან და "დავირდებიან" დააყარეთ მერე, მარა ეხლა
სიამოვნებით
,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი"
davil
ja_ja
რავა გეკადრება ჯაჯა ბატონო ჩემი სამსახურის ერთერთი ფუნქციაა ინფექციური დაავადებების კონტროლი და მათი პროფილაქტიკა და აქედან გამომდინარე ვფლობ გადამტანებზეც ინფორმაციას. ამიტომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ ფრინველ- ცხოველ- მწერებს ყოველთვის ჩვენ მტრებად აღვიქვამ თორე მე ვინ მეკითხება მათი განადგურება არგანადგურებას
iorama
ბრავოოო, ძალიან ბევრი ინფექციონისტი ინატრებდა ეგრე ჩამოყალიბებული და მოცულობითი ინფორმაციის ქონას
კითხვა ადმინებს და გამოცდილ მოდერებს - ბევრი პროფესორობისატვის ვორნის დადება მოსულა?
nihontoman
მე მემგონი ავხსენი რა კუთხითაც მაქვს შეხება დაავადებების გადამტანებთან და შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზაც არსებობს უკვე იმ კუთხით რასაც დაავადებების პროფილაქტიკა ჰქვია. ყვავკაჭკაჭების და მტრედების რაოდენობის რეგულირება კი სულ სხვა თემაა და სცილდება ჩემი სამსახურის უფლებამოსილებას.
შენ ეხლა ერთი ის მითხარი რა ნახე აქ ამ თემასთან დაკავშირებით დაწერილ პოსტებში გადამეტებული ხოლო რაც შეეხება ვორნი, ბანი, ცეპე და ჯიესბი შეგიძლია ადამიანისათვის მავნებელ ფრინველ-ცხოველ და მწერს დაადო ამის უფლებას მე გაძლევ
davil
რაის გადამეტებული? კაცს ღადაობასაც არ მაცლიან
foxi
ეტყობა მთლად ნათლად ვერ გადმოვეცი ჩვენი საქმიანობის შესახებ ვეცდები უფრო მკაფიოდ ჩამოვაყალიბო: ჩვენი სამსახური დაავადებათა (როგორც გადამდებ, ასევე არაგადამდებ) სტატისტიკის შეკრების და შემდეგ შესაბამისი ანალიზის საფუძველზე დაყრდნობით კონტროლს უწევს ამათუიმ ტიპის დაავადების მატების და კლების ტენდენციებს. ანალიზის ერთერთ მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს კონკრეტული დაავადების ეპიდემიოლოგია, რომელიც მოიცავს გამომწვევის წარმოშობის და გადაცემის გზების დადგენას და შესწავლას. ეპიდკვლევის პროცესში ისაზღვრება გამომწვევის სავარაუდო მტარებელი და გადამტანი რომელთა უჯრედის დონეზე გამოკვლევასაც და შესაბამისად დადასტურებული ინფორმაციის ჩვენს სამსახურზე მოწოდებას უკვე ახორციელებს ვეტერინარული კვლევის სტრუქტურები. ესეიგი გამოვიდა რომ უშუალოდ ჩემი სამსახური არ ახორციელებს ფრინველების და ცხოველების გამოკვლევას, არამედ ეყრდნობა და იყენებს მოწოდებულ დადასტურებულ ინფორმაციას. გამოყენება კი ხდება დაავადების თავიდან აცილების, ან შემცირების ან გავრცელების შეზღუდვის ღონისძიებების დაგეგმარებაში. აქვე ვიტყვი რომ ამ ტიპის კვლევები მოითხოვს ძალიან დიდ მატერიალურ-ტექნიკურ და ინტელექტუალურ რესურსს. აქედან გამომდინარე ეს კვლევები ვერ ხორციელდებოდა ჩვენს ქვეყანაში თუმცა რამდენიმე წლის წინ მეგობარი ქვეყნების დახმარებით საფუძველი ჩაეყარა საქართველოში შესაბამის ლაბორატორიას, რომელიც დღეს წარმატებით ფუნქციონირებს.
ვეცადე ძალიან მოკლედ ამეხსნა თუ როგორი პრინციპით ხდება ამა თუ იმ პოპულაციებში კვლევები და როგორ დგინდება მათი ავკარგიანობის განსაზღვრა და საიდან მაქვს ინფექციური დაავადებების გადამტანებზე ინფორმაცია.
ბოდიშით თუ რომელიმესთვის უინტერესო ამოდენა პროსტინა დავწერე
davil
ძალიან საინტერესო სამსახური გქონია. მშვენივრად,გასაგებასდ ახსენი მისი არისც.
პესტ კონტროლი საჭიროა, ოღონდ ამას უნდა დიდი ორგანიზაბა. წარმოიდგინეთ, რომ ყველამ დაიწყოს ფრინველების ხოცვა!!! რით დამთავრდება ხომ არავინ არ იცის? ასე, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ორგანიზაცია, რომელიც შეისწავლის ფრინველთა თუ ცხოველთა ავკარგიანობას და მერე უნდა შეუდგნენ მათ რეგულირებას.
ასე რომ გავარდეთ და ყველამ ვესროლოთ და ვხოცოთ არ არის მართებული. ნუ ია ტაკ დუმაიუ
ისე მტრედებსი არ ვიცი, მაგრამ მე იმერულმა ყველმა მომწამლა (უფრო სწორად სალმონელოზის დაავადება ამკიდა) ის სიმპტომები რაც ზევით გაქვთ ჩამოწერილი, ყველაფერი საკუთარ თავზე მაქვს გადატანილი. დილის 4 საათზე, რომ გამეღვიძა, სიცხე მქონდა 40-მდე და ლოგინში გაფუჭებული ამორტიზატორივით დავხტოდი. მერე მოვიდა სასწრაფო და ნემსებით ძლივს დამიწიეს სიცხე. ორი დღე გადასხმებს მიკეთებდნენ და მერე ცოტა მოვედი აზრზე. ჩემს სამსახურში 26 კაციდან 22 მოვიწამლეთ და იქედან 7 კაცი რეანიმაციაშიც მოხვდა. რეანიმაციას ძირითადად მანდილოსნები ეწვივნენ (სუსტები არიან რა)
ხოდა ამით იმის თქმა მინდა, რომ ძროხებს ხომ არ დავუწყებთ დევნას და სროლას?
ისე მერე გავიგე, რომ მხოლოდ იმერულ ყველში რჩება ეს სალმონელოზი, თუ საქონელს ძუძუები კარგად არ ჩამობანეს და ისე ყველი გააკეთეს მაგ შემთხვევაში არის შესაძლებელი სალმონელოზის აკიდება. ვოტ ტაკ
სალმონელოზი რომელია ეგ? შავი როა და ფრთები რო აქ, ვიცი მინახია დიდი გოთვერანი არსებაა, პესტ კონტროლი უხდება ნამეტანი
დღეს ვიღაცამ დამთარსა ალბათ. ახლა მოვედი სახლში ზღვიდან. პირველი საათიდან იქ ვიყავი და ერთი ყვავიც არსად იყო.რა ჭირი ეტაკათ ნეტა? გუშინ ოხრად იყვნენ დაზვერვაზე რომ ვიყავი,ალბათ აზრების კითხვა დაიწყეს ცხოვრებაში პირველად გადავწყვიტე ყვავის ლიკვიდასია და ა იღბალი.სამაგიეროდ თუ სადმე პივის ბანკა ვნახე ყველა დავდირკე ცხელ გულზე.
feroni
ოხ რა გამოცდილება გეტყობა მაგ საქმეში მადვილი crowhunter-სი რჩევებია
feroni - ჩუჩელა კარგი მოთხარი. მაგ ხერხს გამოვიყენებ აუცილებლად.აწი დილაობით გავალ,გუშინ ამ დროს იყვნენ და ვიფიქრე დღესაც იქნებიანთქო.დამიმახსოვრეს ვითომ ახლა მაგათმა?პისტალეტი კი მქონდა ისე წაღებული გუშინ (ჩემი მონსტრი )და პივის ბანკებს ვესროდი.30 მეტრამდე კი მიშვებდენ ეგ ოხრები,ნეტა პირდაპირ თოფი წამეღო.
sekurifa
აუ ახლა უფრო ჩავარდი მუღამში.ხვალაც ვეცდები გავიდე დილით.
sekurifa
შეიძლება ესეც გამოგადგეს ნადირობაში. აქ ფრინველების და ცხოველების ხმებია და MP3 ამოუდე ფიტულს
http://www.10x50.com/sounds.htm
gregory-ხმები უკვე ამოცერილი მაქვს და პლეერშიც გამზადებული,აი პატარა დინამიკი მინდა ახლა და მორჩა
აი ეს კაი რამეა
http://xn--80aknndleogu.xn--p1ai/node/9
გუდვილში იყიდება ყვავის ფიტული, ღირს 12 ლარი მაგარი რამეა, თან ზამშის არის
hunter87
არაფერი, ერთი პადსადნოი ყვავი უნდა გყავდეს გაწვრთნილი კაი ჩხავილი რო იცოდეს.
აგერ მე ასეთ რამეს ვიყენებ მოკლული ყვავის/კაჭკაჭის სატყუარად გადასაქცევად, მოკლედ უყურეთ ვიდეოს ძალიან მარტივი გასაკეთებელია და ამავედროს ძალიან ეფექტურია ნადირობისას.
იმედია გამოგადგებათ
ამ ფიტულის საყრდენს ხვალვე გავაკეთებ მაგარია თან ძუას დავაგებ და იქანავებს იქეთ-აქეთ.ახლა მთავარია ქარი ჩადგეს.
feroni
ნუ ამას უფრო დახვეწილად აქვს გაკეტებული, მე მქონდა რაღაც მაგდაგვარი, დახრა ქონდა ნისკარტით დაბლა, მიწისკენ, ძაფით ვაქანავებდი და ისეთი ეფეკტი ქონდა ვითომ კენკავდა
ყვევების შემთხვევაში, 1 ცალით ეფექტს ვერ მივაღწიე, რამდენიმე უნდოდა ალბათ, (მაგის თავიარ მქონდა, 1 ცალი სადგარი მქონდა და დამეზარა ბევრის გაკეთება)
კაჭკაჭზე ადვილად ამართლებს, 1 ზე მოსულა 3-4 ცალიც კი
ჰებიჭო ორი დღეა ამ თემას ვკითხულობ და ვგიჟდები ამ ყვავების ფიტულების კეთებას ერთი კარგი იხვის ფიტული გააკეთეთ, იჭმევა მაინც
ყვავებზე აუდიო სატყუარა აქ მუშაობს? ჩანაწერი რო გლიჯო კაი ხმაზე არ მოცვივდებიან ნეტა?
koknar - ეგ ხმები ნაირ ნაირები მოვაგროვე უკვე. მშიერი ყვავის ხმაც მაქ დაჟე და გაჭირვებულ დღეში ჩავარდნილისიც
მერე შედეგი თუ გაქ რამე ?
მშიერის რა გითხრა და გაჭირვებულის წესით უნდა ვარგოდეს
feroni
სადღაც 20 თუ 30 ცალი მეც მაქვს და ხომ არ გვენადირა მაგათზევე? აბა იხვი არ ჩანს და..........
მე ანაკლიაში უნდა წავიდე თორე სიამოვნებით. დღეს უნდა წავსულიყავი და საქმეების გამო ვერ წავედი. აი მომიწევს ხვალ წასვლა.
tengo
feroni
თუ ვნახე მოკითხვას გადავცემ აუცილებლად ისე ჩემები მეუბნებიან მთელი თვე ვაკვირდებით მათ მოძრაობებსო და ძირითადად ღამის გადაფრენას აფხაზეთისკენ აკეთებენო, ნუ იდეაში აფხაზეთი პირდაპირ ჩანს მაქედან, მაგრამ მაინც იქეთ აწვებიანო.
tengo
ეჰ ადრე კარგი დრო იყოო ყველა მაგას მიყვება ნეტა ჩვენც თუ მოვესწრებით მასეთ დროს
ja_ja
აი შენ კიდევ მართალი ხარ ვინ მაცდის მე ნადირობას, 31-ში მაგ ხიდიდან უნდა მიულოცოს პრეზიდენტმა მთელს საქართველოს ახალი წელი და წარმოიდგინე რა შარში ვართ
http://www.radikal.ru
ჯაჯა ამბობს: გარეთ თბილა,ინადირეთ. აბა ამის მერე რა გააჩერებს ნამდვილ ტყის სანიტარს? ჰოდა გაუყევი სანადირო ადგილებსა...
მაგრამ ეს ვაი მონადირეები რომლებიც მომრავლდნენ ამ ბოლო ხანებში,ყველაფერს ესვრიან. ასე რომ მარტო pest control-ით შემოვი
ფარგლე. თან ისეთი ქარი ამოვარდა ვიფიქრე ვერაფერს გავარტყავდი. ისე თუ აკვირდებით 177 უფრო ზუსტია ქარში.ვისაც მავნებლებზე წანადირება არ გეზარებათ,ამ პერიოდში ბევრია.
ხალხო ყვავები ზღვის პირას ბლომადაა და შეიძლება მათი "რაოდენობის რეგულირება" იქა?
თან ვერავინ დამინახავს "სანდასუფთავების" გარდა ))
ახლოს მისვლაც არ უნდა იყოს პრობლემა ) ასე 30 მეტრში )
ბარემ აქ დავწერ კიდე მაქვს 2 კითხვა ))
კიდე ზღვაში იხვებიცაა ხოლმე, ქვას რომ გაუქნევ ყვინთავენ , რა ჯიშია არ ვიცი , მაგათზე ნადირობა შეიძლება?
კიდე ტურაზე ან მელაზე სროლისას სად უნდა დავუმიზნოთ? ახლოს ყოფნის შემთხვევაში , შორს ყოფნის შემთხვევაში ასე 8 გრანიანი .177 ით 500ფპს (ნაღდი და არა რეკლამირებული)? სიამოვნებით მოვაკლებდი მავნებლების რაოდენობას ბებიაჩემის ქათმებს სოფელში )
+ დავამატებ
ბეღურა მავნებელია ? შეიძლება მისზე ნადირობაც?
იმიტომ რომ ამ განყოფილების წესებშიც შემხვდა ბეღურა სხვა მავნებელთა რიგში და კიდე ერთერთ თემაშიც
Ex3
თვალში დაუმიზნე და მეორე თვალშიც თუ გაარტყავ სადმე გადაიჩეხება და მოკვდება
dawiti
r-O-m-A
პოსტებზე ,ვიდეოებზე და ონლაინ რაღაცეებზე იშვიათად მეცინება ხოლმე მითუმეტეს მარტო რომ ვარ, მაგრამ ეს რომ წარმოვიდგინე
ანუ შანსი მცირეა ხომ იმ მონაცემებისთვის მე რაც ჩამოვწერე?
ყელში გარტყმა არ ჭრის?
არ დაიხრჩობა ? )) მავნებლის/მტაცებლის შემთხვევაში ჰუმანურობა ნაკლებად მაინტერესებს ))
Ex3
სანამ ზღვაზესანადიროდ გახვალ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1580&pid=113515&st=240&#entry113515 გადახედე
გასაგებია ) კითხვას დავსვამ იქეთა თემაში )
Ex3
ტურა და მელა ძაან ფრთხილები არიან, მიბჯენით თუ მიადებ მაგ ფიშტოს შეილება დააზიანო, მარა შორიდან სროლას აზრი არ აქ. ან ხახაში უნდა გაარტყა რო გადასცდეს და გაიგუდოს ასე რომ ყვავზე დიდს ვერ მოინადირებ, ინდაურიც შეილება მას
კანში რომ შევიდეს დროთა განმავლობაში მაინც მოკვდება ეგ ქათმებისმჭამელი
Ex3
შხამიან ტყვიებს ისვრი თუ რა მოკლავს
ნუ აოფებთ თემას!
Ex3
რეალურად შენი 1377 დან 30 მეტრ დისტანციაზე შესაძლოა საშუალო ზომის( ქედანი, მტრედი, კაჭკაჭი...) ფრინველის მონადირება.
დამიჯერე ეგ აგრეგატიც მაქვს და დისკოც. არც დისკო ითვლება ძალზე ძლიერ იარაღად, მადრამ მათი შედარებაც კი არ შეიძლება!
ერთი მაკვირვებს: რომ ყიდულობდი, ხომ იცოდი 1377-ის დანიშნულება და შესაძლებლობები? გადასარევი აგრეგატია. საკმაოდ ზუსტი, მსუბუქი, დატენილ მდგომარეობაში ტარების შეზღუდვის გარეშე, გასართობი სროლისთვის დამღლელი( აბა თითო სროლას მინიმუმ 5 დატუმბვა), მავნებლების გასანადურებლად ახლო და საშუალო დისტანციებზე თავისგამრთვევი...
საიდან ესეთი ამბიციები: მელა, ტურა, მგელი, დათვი... ?
არაა ეგ იარაღი მაგისთვის და ტყუილად ნუ გაამწარებ ამ ცხოველებს
gregory
არა მეც არ მქონდა დიდი იმედი მაგრამ ზუსტი მორტყმით რომელიმე წერტილში თუა შესაძლებელი მეთქი მაინტერესებდა თან ამას დაერთო ის რომ customer review ებში ამოვიკითხე 2100 ით მოვკალი მელაო ))
ისე სიზუსტე კი აქვს მიზნის გასწორების შემდეგ 20 მეტრში ლითონის ჭიქის ძირზე ნორმალური ჯგუფი გაკეთდა ჩემი ხელის ყანყალის და ღია სამიზნის პირობაზე ასე 5 სმ იქნება, ნელ ნელა დავამუღამებ ოპტიკას და კონდახს რომ დავუყენებ ) jsb მოსწონს 4.52 კალიბრი , 7.33 გრანიანი )
არც ძალას ვერჩი.
მოკლედ კმაყოფილი ვარ ამ იარაღით )
შეიძლება მოგვიანებით შედარებით ძლიერ აგრეგატზეც ვიფიქრო ,რამე nitro piston იანზე )
Ex3
არ ვშლი ამ პოსტებს მარტივი მიზესის გამო. იმედი მაქვს სხვა დამწყები მსროლელები უფრო დაუკვირდებიან თუ რატომ ესვრიან ამა თუ იმ არსებებს. მიზეზი რომ ესა თუ ის არსება გასანადგურებელია არ იძლევა იმის მორალურ უფლებას რომ მას წამებაში ამოვხადოთ სული!
არსებობს ელემენტარული ადამიანური მორალი. რაც განგვასხვავებს იმ არსებებისგან რომელათვისაც ეს მორალი უცხოა.
foxi
ეგ გასაგებია მარა
მარა კერძო საკუთრებაში რომ შემოვა რა მოხდა მერე 2,3 სროლაც რომ დაჭირდეს )
Ex3
არაფერი არ მოხდება, შეგიძლია ესროლო, გაამწარო და დედაც აგინო:-) მარა მონადირების შანსი არაა და მაზოხიზმის ნიშნებთან გვექნება საქმე:-) თუმცა ეგ ყველაფერი არის ილუზია, შენ მაგხელა მანძილზე მელას და ტურას ვერ მიეპარები თუ ან სატყუარა არ დაუგდე. ჯერ ერთი თუ მოარტყი ხო მალადეც და მეორე და მესამეც თუ მოარტყი , მიდი ახლოში და ნახე გარდაცვლილ ტურას ან მელას ხო არ ესვრი თორე წარმოდგენა არ გაქ ერთი გასროლის მერე რა სიჩქარით გაიქცევიან და შენ რო მაგას დატენი 15 პამპით და ისევ ამოიღებ მიზანში, ფენომენთან გვაქ საქმე იმედია ზოოპარკში ნადირობას არ აპირებ დამწყვდელ ტურებზე
r-O-m-A
ხო ალბათ შეუძლებელია თითქმის ))
ტურა არამგონია დღისით იქ მაგრამ მაინც მაინტერესებდა რომ შემხვდეს რამდენად შესაძლებელია მეთქი... ))
Ex3
ტურა არაა ხელწამოსაკრავი, სოფელში მოვკალით მედაჩემმა ძმამ, ოღონდ არა პნემატიკით ( ოცნება არ გავაღვივოთ) ხოდა კაი 10-15 კილო იქნებოდა, ანუ მოზდილი ძაღლის ხელაა, რო შემოგბედოს ვერ მოგერევა მარა ძაან მაგრა დაგკბენს და გაგსისხლავს, არასდროს მოიმწყვრიო მტაცებელი თუ უვნებლად მოკვლის თავი არ გაქ, თორე უკან დასახევი რო არ აქვს ყველაფერი შეტევაზე გადმოდის, ასე რომ მაგ იარაღის იმედად ძაან საშიშ ადგილებში არ იარო არაფერმა მოგინადიროს:-) დაივიწყე ყველანაირი ძუძუმწოვარი, ერთი შინაური კურდღლის მოკვლა შეიძლება ალბათ, გარეულთან შანსი 0 ია, ინადირე მტრედზე, ბეღურაზე და ასეთ ფრინველებზე, რომელზეც დასაშვებია ნადირობა, მწყერზე და ისეთ ფრინველზე ნადირობა რომელსც საფანტი სჭირდება მაგაზეც ტყუილი ოცნებაა. მგონი ამოვწურეთ ეს თემა, შეუტიე მხოლოდ 1 კგ.მდე წონის არსებებს. ზემოთ მოეშვი ოცნებებს.
აჰა ,გასაგებია , საშიშ ადგილებში არ ვაპირებდი სიარულს , არც მეგულება მასეთი , სოფელში პატარა ტერიტორია გვაქ , ჩაკეტილი ტურის ბუნაგები არის რამდენიმე შიგ, ახლობელს მაჩვიც დაუჭერია იქ , ხოდა იმიტომ ვიკითხე იქ რომ გავიდე რამე რომ შემხვდეს მეთქი ) დღისით ბევრი მიბოდიალია იქ და არაფერი შემხვდა (არადა მაგისთვის ვიყავი :D )
ყვავი წიწილებს იტაცებსო ბებიაჩემმა და იმათ ჩავუჯდები :D
ამ დილით წავიპესტკონტროლე ჩემი საყვარელი ვენტეჯის და მისი ღია სამიზნით 35-40 მეტრში
https://imageshack.com/i/0hogiwj
https://imageshack.com/i/nhyhjjj
მეგობრებო მოგესალმებით არ გამკიცხოთ ერთი კითხვა მაქ ინმეს უნადირია მელაზე პნევმატიკით? ბოდიშით ვიცი არ უნდა დამეწერა აქ ეს პოსტი მარა იქნებ გადამამისამართოთ ?
gioxmala
ნუ ჯერესერთი მგონი მელიაზე ნადირობა ჩვენთან აკრძალულია ყველანაირი მიზეზით ასე რომ ეგ იდეა თავიდან ახლავე ამოიგდე
სუფთა თეორიული განათლებისთვის და არა პრაქტიკული გამოყენებისთვის გეტყვი რომ, ტყუილა გააწვალებ მელიას პნევმატიკით. თუ ახლო მანშიზე და იმენნა თავში ანუ კონკრეტულად თავის ქალას გაუხვრიტავ და ტვინს დაუზიანებ მაშინ იქნება სასიკვდილო ჭრილობა (რაც საკმაოდ ძნელია, არც ახლოს მიგიშვებს და თან სულ მოძრაობაშია), მაგრამ სხვა შემთხვევაში ყველანაირად გაუმართლებელი წამება იქნება რასაც ნუ აი არაფრის დიდებით არ გირჩევ.
გასაგებია უღრმესი მადლობა და ბოდიში
gioxmala
ისე მელა და ტურა ბევრია საქართველოში, ანუ რაც არ იჭმევა ბევრია
მაგის მოთენთილი სეირნობა არის სწრაფი ნაბიჯებით ძუნძული და რაღაც შუალედებში შეშდება სხვადასხვა ხმებზე უფრო გარკვევით რო მოისმინოს განმეორებით, ანუ საშიშ და ტყის რეგულარულ ხმებს კარგად არჩევს ერთმანეთისგან, ერთი სიტყვით სმენა იდიალურად აქვს განვითარებული და პნევმოთი თავში სასროლ მანძილზე მოტყუების შანსი თითქმის არ გაქვს თუ ბუნებასთან არ შეხორცდი და შენთვითონაც ტყეთ არ გადაიქეცი.
ერთი თვის წინ ქესოლოში ვიყავი და ასე 15 მეტრში დებილივით მიყურებდა მელა და ვერ ხვდებოდა საიდან მოვედი და საერთოდ რა ჯანდაბა ვიყავი, იარაღი მანქანაშI მქონდა შენახული და თორემ თავისუფლად შეგეძლო მოპოვება, მაგრამ კანონის ხომ ვერ დავარღვევდით
http://radikal.ru
http://radikal.ru
http://radikal.ru
http://radikal.ru იარაღი ქროსმან შოკვეივი ტყვიები ბარაკუდა ჰანტერი 10.34 გრ დისტანცია 35-40 მეტრი ნასროლია ღია სამიზნიდან,მაქვს ასევე კითხვა ვინმეს კაჭკაჭი თუ მოუტყუებია კვერცხით და რამდენად აპრობირებული მეთოდია.??? მადლობა წინასწარ
დავი !
http://radikal.ru
თქვენ გენაცვალეთ
პცპ-ეა ხოო მაგარი იარაღია რა მოდელია ?? ეს ორი და სხვა მრავალი საღამო ხანი იყო ეს ერთი მოვიდა, წავიკითხე რომ ისევ კაჭკაჭი უნდა დადო ან დაკიდო ხეზეო რომ სხვები მოვიდნენო მარა დამაინტერესა კვერცხზე მოვიდნენ ერთი გატეხილი მეორე მთელი იყო უნდა ვცადო იმედია გაამართლებს
xmaladze
რა ძალა ყოფნის ყვავს და მისნაირებს? ბოდიშს გიხდით ამ დელიტანტურ კითხვაზე, მაგრამ დღეს დავარეგულირე ჩემი ფიშტო, 227-230მწ-ით ისვრის ჯსბ 0,67 გრამიან ტყვიებს. დასაწყისში მაძლევს 17 ჯოულს, მაგრამ უკვე 60 მეტრ მანძილზე 10 ჯოულს. ეყოფა ნეტავ ეგ ენერგეტიკა?
giga2010 არ მაქვს დიდი გამოცდილება და შეხება მაგრამ მგონი საკმარისია თუ კარგი ტყვია კარგ ადგილას მოხვდება
მე კისრის არეში მომირტყია ტანზე დავუმიზნე . რაც შეეხება ადრინდელ მოპოვებულ კაჭკაჭს ქროსმანის 7.9 გრანინიანი ვესროლე და 100მეტრზე მეტი იფრინა და მერე ჩამოვარდა ისეთი ადგილი იყო ვეღარ გადავედი ფეხით კარგია სისწრაფის საზომი რომ გაქვს ტყვიის მე არ მაქ და არ ვიცი ან საწყისი რამდენი აქვს ან დასასრული ან საერთოდ როგორ მიფრინავს წელს კუმისზე პირანია დიდ მანძილზე მიფრინავდა ბარაკუდა ახლოშივე ეცემოდა
ვახ ყვავზეც აზარტულია ნადირობა ჩემთან კარგი ბუჩქნარია და იქ მინდა ჩასაფრებით ნადირობა მოვაწყო კაჭკაჭ ყვავებზე ისე დილით ჯობია ტუ საღამოს რას მირჩევთ.
დილით მეტია.
გასაგებია მადლობა
giga2010
მანძილი 53 მეტრი იყო, ტყვიის საწყისი სიჩქარე ფაახლოებით 210 მწ წონა 0,54 jsb.
გულმკედის ზონაში ვესროლე და ეგრევე ჩამოვარდა. ნატყვიარი გამჭოლი იყო,
ასე რომ 220_230 ცოტა არაა.
1377
http://radikal.ru
pilotina
რატო მარტო ორი, სტარეემ?
Multi-Tool
giga2010
ალბათ არ მოხვდა კარგად. ყვავს თუ ესვრი მაგარი ჩათლახი ფრნველია. იმენა სასიკვდილო ადგილში უნდა მიასვა თორე მიფრინავს. გული ან თავი. ისე უეჭველი მიდის ეგ ჩათლახი.
ზუსტად 50 მეტრიდან ვესროლე 8.44 ჯსბ, დაიჩხავლა და გაფრინდა.
საწყისი სიჩქარე ჩემი 225 მეტრია გრუბად.
გამარჯობათ.
კაი ნასროლია ბატონო გოჩა.
giga2010
giga2010
http://radikal.ru
ესე გამოიყურება
giga2010
მშვენიერია .
მაგის დაყენებას ბევრო ჩალიჩი დასჭირდებოდა ალბად , და არ ჯობდა პირდაპირ ნპ-2 აგეღო ? .
თუმცა, რაღაც მომენტში, შენს საქციელს აქვს გამართლება .
რამდენ გასროლას აკეთებს ეხლა?
ლულაც შეუცვალე?
[quote name='giga2010'
ესე გამოიყურება[/quote]
გამარჯობა, რა დაჯდა ნპ1-ის გადაკეთება ამ კონდიციამდე?
ისე ამ თემიდან ნპ-1-ის თემაში ხომ არ გადახვიდოდით?!
მართალია, ბოდიშს გიხდით
მეც ვიტყვი ჩემსას თუარ დამძრახავთ ყვავ-კაჭკაჭებთან დაკავშირებით: თავშივე ვიტყვი, რომ ჩემი აზრით ადამიანი თუ ნადირობ სანადირო ფრინველზე და მოინადირებ ერთს, არააქ მნიშვნელობა მაგალითად მტრედ ან ქედანს აუცილებლად უნდა მიაყოლო რამოდენიმე "მავნებლებიც" თუნდაც პირადი ბალანსი რო დაიცვას კაცმა, ნუ თუ იმ პრინციპს გავყვებით რომ "არ იჭმება და რატო მოვკლა?" მასე არც ტურა მგელი იჭმება მარა გამოხშირვა აუცილებელია და თუ გული შეგტკივა და გენანება სასიკვდილოდ მაშინ მტრედმა რა დააშავა? ან ქედანმა და იხვმა კეთილები შეგვაგინა? (პრემიერმა მხსნილიაო კეთილებზე ) ხოდა ამ შემთხვევაში მინდა დავეთანხმო ჯაჯას რომ თუ რამე ობიექტი გენანება საიკვდილოდ მაშინ საერთოდ არაფერზე არ უნდა ვინადიროთ, მარტო ფურცელზე ვისროლოთ და საერთოდ რომ იტყვიან ჭიანჭველასაცკი არუნდა დაადგა ფეხი მაშინ, მარა არამგონია აქ რომელიმე ჩვენთაგანი ასეთი უცოდველები ვიყოთ, ხოდა ვეცადოთ რამენაირად რომ სხვა თუ არაფერი ჩვენი პირადი ბალანსი მაინც დავიცვათ!
აქვე ვიძახი რომ შორსავარ იმ აზრისგან რომ სუმთლა გასაწყვეტია ყვავ-კაჭკაჭი ან თუნდაც ტურა-მგელი, მარა პირადად მაქვს ნანახი რისი მაქნისებიც არიან, (ერთი ფრინველი დავჭერი "შავგრემანი" და ბექობის თავზე დავარდა, ეს ბექობი სირბილით ავირბინე რომ არ გამქცეოდა და დამეკარგა და რომ ავედი უკვე სამი კაჭკაჭი წამოსდგომოდა და უნისკარტებდნენ სამივე, არადა სულ რაღაც 25-30მ. ავირბინე) და კიდევ ფეისბუკზე ვიდეო მაქვს ნანახი რა დღეში აგდებს ერთი კაჭკაჭი საწყალ ბაჭიას, დედა კურდღელი კი იცავს თავ გამოდებით მარა არამგონია იმ ბაჭიას გაეხარა ისეთ დღეში ჩააგდო საწყალი.
https://www.facebook.com/thehounders/videos/967003890120459/
აი ლინკიც ვიპოვე და თქვენი თვალით ნახეთ.
https://radikal.ru
https://radikal.ru
aleqsa
მალადეც !
მასე გააგრძელე ...
გამარჯობათ.
შეიძლება კაჭკაჭზე და ყვავზე ნადირობა?
მე დავსვი კითხვა და მითხრეს არ შეიძლებაო.
კაჭკაჭი
ყვავი
შაშვი
არ შეიძლებაო,არადა ჩემთან ბევრია და სულ მინდა მოვინადირო.
mamukaaa
კაჭკაჭი და ყვავი კიდევ ხო , განსაკუთრებით თუ გაწყენინა , მაგრამ შაშვზე არც იფიქრო .
ნახე რა ლამაზად გალობს https://www.youtube.com/watch?v=5d2CiaDu9M8
mamukaaa
შეძლებით არ შეიძლება (შაშვი მითუმეტეს მგალობელ ფრინველთა ნუსხაშია შეტანილი) მარა "ზოგჯერ შეიძლება" წესებს რომ უყურო და ნებართვებს მასე ტურა-მელაზე და მგელზეც აკრძალულია ნადირობა და კაი მოზრდილი ჯარიმაცაა, მარა ხო ხედავ ისეა მომრავლებული რომ მინდორში და ტყეში რომ ვეღარ პოულობენ საკვებს უკვე დღისით-მზისით ადამიანებსაცკი აღარ ერიდებიან კიარადა თავს ესხმიან, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. ჩემს სოფელში მინდორში ყარაული თავის ძაღლებიანად შეჭამეს გასულ ზაფხულს, ტელევიზორშიც იყო.
ხოდა მაგიტო ვიძახდი ზემოთ რომ მონადირე თუხარ კაცი, მარტო საკვებათ რაც ვარგა იმის მონადირებას კიარ უნდა ფიქრობდე, ცოტა თუ მეტად მტაცებელი და მავნებელი ცხოველი თუ ფრინველიც უნდა გამოხშიროს. მითუმეტეს ძველად ბავშვობაში მახსოვს სოფელში სპეციალურად იკრიბებოდნენ მონადირეები მტაცებლების გამოსახშირად რო ასულიყვნენ ხოლმე ტყეში და მერე ამ დახოცილ ნადირს მთავრობას აბარებდნენ და ამაში ფულად ჯილდოსაცკი იღებდნენ მთავრობისგან. ეხლა??? ეხლა აქეთ უნდა უხადო მთავრობას ხელი თუ წაგიცდა ნადირზე!!!!
აიტ მიფრთხილდით კაჭკაჭებო და ყვავებოოოო
აუ გუშინ 8 თუ 10 კილომეტრი ვსდიეთ ფეხით კაჭკაჭებს და ყვავებს, მაგრამ იმენნა აქეთ გვისადკავებდნენ, 300-400 მეტრზ ეახლოს არ მიგვიშვეს, მივეპარებით გადაჯდებოდნენ 500-600 მეტრზე, მერე ისევ, კაროჩე რა ნამეტანი დაჭკვიანდნენ
ja_ja
ja_ja
geojorjika
ფეხით ძაან რთულია მიპარება განსაკუთრებით როცა იარაღი გიჭირავს, მანქანას უფრო არ უფრთხის.
aleqsa
როგორ ახერხებ მაგ სიმძიმე ზდპ-ს ისე დაჭერას რომ კაჭკაჭის ზომა ფრინველზე ნადირობ ეგ მიკვირს.
bubusicha
თუ მოინდომებ შეძლებ და არამარტო კაჭკაჭის უფრო დიდ "შავგვრემნებზე" აქვს მაგ თოფს საიქიო საგზური გაცემული
bubusicha
ja_ja
ამიტომ, ცოტა უფრო ხშირად უნდა გახვიდეთ ხოლმე . თორემ მალე, სასხლეტი საითაა, ის დაგავიწყდებათ
ja_ja
geojorjika
კაჭკაჭების და ყვავების მიპარვა იოლი არააკიარადა შეუძლებელია, მითუმეტეს თუ "გარადსკოი" ყვავ-კაჭკაჭი არაა და მინდვრისაა, ანუ ქალაქის ხალხმრავლობას მიჩვეულებს კიდევ შეიძლება "შეაპარო" თავი მარა საკმარისია აი თუნდაც ზღვაზე ავდივარხოლმე ან ვარკეთილის მეურნეობაში და მანდ წარმოუდგენელია მიპარვა. თუ მთლიანად რამე არ გფარავს და თუნდაც სხეულის პატარა ნაწილიცკი გამომიჩნდა საფარიდან ვსიო!!! და კიდევ, ალბათ თქვენც შეგინიშნავთ აი განსაკუთრებით ნისლიან ამინდში ძირს მიწაზე იციან ჯდომა ხშირად და ძირითადათ მასეთ დღეებში გავდივარ მაგათზე სავარჯიშოდ, ხოდა ძირს რომლებიც სხედან იმათ კიარა იერთი-ორი (გააჩნია გუნდის სიდიდეს) გუშაგი რომ სადმე ზემოთ შემოსკუპებული არ ყავდეთ არარსებობს, ხოდა შორიდან ჯერ ზუსტად აი მაგ გუშაგებს ვზვერავ და თუ ვიპოვე აი მაგათ ვეპარები ზუსტად. ნუ სიმართლე გითხრათ მეც სულ თითებზე ჩამოსათვლელად მაქვს შედეგიანი მიპარვა, მარა გამოცდილებას და გაკვეთილებს კარგს მაძლევენ ეხლა შავი ყორნების მაკეტები ვიყიდე ორიცალი და ორი ქედნის, სატყუარაზე მინდა ვცადო რამდენად წამოეგებიან?
https://radikal.ru
https://radikal.ru
ეს დაიჭრა და დავანებე თავი, ჩემთვის მთავარი იყო რო მივიღე შედეგი
https://radikal.ru
ფიტულები კარგია, მაგრამ მათ მუსიკა უნდა ჩაურთო(სატყუარის ხმები). მე მქონდა егерь-ის ხმები. ზუსტად ყვავზე ვსინჯავდი. კარგად მუშაობდა
aleqsa
ჰო აი ფიტულები სულ მინდა, მაგრამ მაგ შემთხვევაში ჩაჯდომა და დალოდება უნდა მე კიდევ უცებ გავლა და საქმის მოთავება მინდა ხოლმე
ადრე უბანში მყავდნენ გადასარევი სამისნეები, სანამ არ მოტვინეს რომ ის ადგილი საშიშია, იმის მერე უკვე 4 წელია ჩემს საყვარელ სტენდზე ან საერთოდ არ ჯდებიან ან დაჯდება და ეგრევე უცებ ახსენდებათ - ვაიმე, ვაიმე აქ არ უნდა დავმჯდარიყავიო
aleqsa
ალექს ფიტულების ფოტოები დადე თუ გცალია, მეც მაინტერესებს ფიტულების დათრევა.
ყორანი და ქედანი გაქ ხო?
ყვავიც მაინტერესებს ნაცრისფერი როა, მაგრამ ყვავის ფიტული ვერ ვიშოვე ვერსად, შენ ხომ არ შეგხვედრია რომელიმე საიტზე?
იხვზე რომ გავდივარ სანადიროთ, ყვავი თუ ზის სადმე ხეზე რო დაიწყებს ჩხავილს რაც ფრინველია ყველაფერს აფრთხობს
იმენა ყარაულად ზის.
bubusicha
მაკეტების სურათები მთხოვე და აა ძმაო:
ქედნებს დასადგამი ფეხები არმოყვა, მარტო მიჭაში ჩასარჭობი ჩხირიაქვს რომლის კაუჭითაც ხეზეც შეგიძლია დაკიდო და ყვანჩალებს ორივეაქვს, ფეხებიც და ჩხირებიც
გაიხარე ძმაო,
ისე ეს უფრო გვრიტს მივამსგავსე, შეიძლება ქედანზეც გამოდგეს.
ყვავ კაჭკაჭის მავნებლობები. ქურდბაცაცა ფრინველები არიან. კვერცხი ჭამია და პატარა, დაუცველი ბარტყების მტაცებელი.
საღამო მშვიდობის აირგანელებო!
მოკლედ დღეს მე და MonSoon-ნმა გავიროინეთ მინდვრად თან ჩემი სატყუარა ფიტულები (თუ მაკეტები) გავიყოლეთ და ვაკვირდებოდით რას მოიმოქმედებდნენ ყვანჩუკები, ან საერთოდ გაამართლებდა თუარა და ა.შ.
ხოდა წინასწარვე გეტყვით რომ გამართლებით ამართლებს, ხოლოთ ალბათ გლუვლულიანისთვის უფრო, პნევმატურისთვის ნაკლებად და რატო გეტყვით:
ესეიგი როგორცკი დავაწყობდით იმ არემარეზე თუკი სადმე გადაიფრენდა ყვავი არარსებობს რომ ყურადღება არ გამოეჩინა და არ შემოეტრიალებინა თუნდაც სხვა მიმართულებით ქონოდა გეზი, მარა საქმე იმაშია რომ ეს შემოტრიალებული "შავი გაგების მავნებლები" დაბლა არაფრით ეშვებოდნენ, არცერთ შემთხვევაში გარდა ერთი გამონაკლისისა რომელიც ზემოთ მაღალი ძაბვის მაგისტრალზე შემოსკუპდა (ეტყობა ეს ნამეტანი დაღლილი იყო ) და იქიდან ათვალიერა და ერთი-ორჯერ ჩამოსძახათ კიდეც, მარა ვიმეორებ ეს კენტი, მარტო მფრენი ფრივველი იყო, დანარჩენ შემთხვევაში მოვიდოდნენ დაიწყებდნენ წრეზე "პაჩოტნი" ტრიალს ატეხავდნენ თავიაანთ დამახასიათებელ "გალობას" (დაახლოვებით ზუსტად ისევე იქცეოდნენ როგორც ერთერთი მათგანის ჩამოგდებისას რომ შეიცხადებენ ხოლმე და ვაი-მიშველეთ, დედა ეს კაცი დავკარგეს ძახილით რო შეიკრიბებიან ხოლმე იმ არე-მარის ყველა "შავგვრემანი" აი მასე!) ხოდა ეს ყველაფერი პირველ ხანებში მარტო და მერე ეს ჩემი მაკეტები პასუხს რომ არ უბრუნებდნენ და ძაან საეჭვოთ გაქვავებულები იყვნენხოლმე, ინტერესს კარგავდნენ თუ რა არ ვიცი ალბათ ერთი თქვენი დამკარგვის დედაცო ამოიკურთხებდნე კახურად და წავიდოდნე სულ დაიკარგებოდნენხოლმე იქაურობიდან. ეს გავიმეორეთ ორ სხვადასხვა ადგილას. ნუ მოკლედ ვიდეოების დადებასაც ვეცდები (რამდენად გამომივა არვიცი) და თქვენთვითონ ნახავთ
საბოლოო ჯამში კარგათკი გავერთეთ
https://radikal.ru/video/PU2TEk7DAwZ
https://radikal.ru/video/ITnGPu6APyr
აქ უკვე ადგილი შევიცვალეთ, წინა ადგილას ხალხმა დაიწყო სიარული და საქონლის ტარება აქეთ-იქით და იმას მივაწერეთ რო აღარ მოდიოდნენ, მარა აღმოჩნდა ისინი არაფერშუაში იყვნენ. უბრაოდ პირველი ყურადღების შემდეგ კარგავდნენ ინტერესს და ვსიო ახლოსაც აღარ ეკარებოდნენ.
https://radikal.ru/video/6cGvZ3N4ink
ისიც უნდა ვთქვა რომ იმ კაკალზეც დავკიდეთ ბოლოს რაზეც ვსაუბრობთ ამ ვიდეოში მარა შედეგი ნული, აღარაფრით აღარ ეკარებოდნენ ახლოს!!!
მოკლედ ან ახალი მეთოდი უნდა მოვიფიქრო რამე ან და ეს მეთოდი მარტო საფანტიან თოფისთვისაა განკუთვნილი.
მადლობა ყურადღებისთვის, ღამე მშვიდობით!
ჯიგრები ხართ ბიჭებო. კარგია რომ ახალისებთ ფორუმს.
მემგონი ძალიან ახლოს იდექით ფიტულებთან, არ დაჯდებოდნენ. ხმის იმიტატორიც მოსინჯეთ ფიტულებთან ერთად, მემგონი კარგ შედეგს მოგცემთ. უმრავია google play market-ზე
giga2010
გაიხარე გიგა, მადლობა. მანძილს რაც შეეხება ისეთ მანძილებზე ვალაგებდით სატყუარებს რომ სავარაუდო დაჯდომის ადგილები სასროლი მანძილის მაქსიმუმებზე გავთვალეთ, ანუ მაკეტები დაახლოვებით 40-55მ. ის მოშორებით დავდეთ ჩვენგან და სამიზნის დაჯდომის ადგილები კი უფრო შორს სადღაც 70-90მ. გვქონდა გათვლილი რო რაც შეიძლება ნაკლებად დაგვეფრთხო ჩვენ და ჩვენ გამო არ გაქცეულიყვნენ. ეხლა მთლა 150-200მ. ში ხომარ დავდგებოდით, ისიც ხომ უნდა გაგვერკვია მიგვიშვებდნენ ჩვენ ახლოს, ნუ ასეთუისე სასროლ მანძილზე თუ არა?
თან მანქანიდან არცკი გადავსულვართ (მანქანას ნაკლებად ერიდებოდნენ, საკმარისი იყო კარები გაგვეხსნა და ფეხი გადაგვედგა ვსიო აიშლებოდნენხოლმე მთელი "შაიკა") და მანანაშიც ნაკლებად ვმოძრაობდით რომ არ შევენიშნეთ, მარა რაც იყო კი ნახეთ...
ოსის არ იყოს: ერთხელ კიდევ ვცდით და თუარადა სახში წავალთ..
ძალიან ფრთხილები არიან. რაღაც უმნიშვნელო რასაც თქვენ ყურადღებას არ მიაქცევთ მაგათთვის განგაშის სიგნალია.
ერთი კვირის წინ ვიყავით კაჭკაჭების სანახავად. ალბათ 2000 ცალზე მეტი შეგვხვდა, მაგრამ 100 მერტზე უკვე ფრინდებოდნენ. საბოლოოდ ორზე მეტი ვერ ვნახეთ. მანქანით ვმოძრაობდით მკვეთრი დამუხრუჭება აჩქარების გარეშე.
aleqsa
პირველ გასვლაზე კარგი შედეგი გაქ ალექს.
ხშირად უნდა გაიტანო სხვადასხვა სიტუაციებში, რომ შეძლო მაგათი ქცევის პროგნოზირება.
მე გირჩევ ორივე ერთად დადგა და წინ რამე ლეში დაუდო საჭმლის პონტში ცოტა მოზრდილი რომ წაღება ვერ მოახერხოს.
aleqsa
რადგან ყვავები განგაშებდნენ , ესე იგი ფიტულებს აღიქვავდნენ , როგორც მკვდარ ყვავებს . ცოცხლად , რომ აღექვათ განგაშს არ ატეხდნენ და შეიძლება დამჯდარიყვნენ კიდევაც.
ისე საფანტიანითაც გაერთობოდა კაცი .
gregory
კი, გეთანხმებით ბატონო გრიგოლ, მეც ეგ ვიფიქრე ზუსტად გუშინ ის გუნდი რომ დასტრიალებდა ჩხავილით თავზე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თითქოს რაღაც საპასუხო რეაქციას ელოდნენ, მარა რას მიიღებდნენ რო???...
ერთი-ორჯერ რაღაც შეტევის მსგავსი მოძრაობებიცკი შევნიშნე, თითქოს თავს ესხმოდნენ რომ რამენაირად პასუხი მიეღოთ თითქოს. არვიცი შეიძლება ვცდებოდე, მარა ესე მომეჩვენა რო ვაკვირდებოდი მაგათ რეაქციებს.
ხოდა გიოს ისიცკი ვუთხარი რამე მიწაზე ჩარაჭობი ღერო ხომარ გავუკეთოთ ისეთი რომ საკისრებზე ბრუნავდეს და ზედ წვრილი და გრძელი თოკის რამდენიმე ხვია შემოვახვიოთ და მეორე ბოლო ჩვენ გვეჭიროს რო როცა ესენი წამოუფრენენ ცოტცოტა მოწევით ჩვენსკენ წრეზე მაინც შემობრუნდეს მაკეტიმეთქო, ანუ ცოტა მაინც ხომ გაინძრევათქო და მთალა მიყინული არ იქნება ერთ ადგილასთქო. ნუ ეგ ჯერ აზრის დონეზე გვაქვს გეგმაში, ვნახოთ რამდენად გამოგვივა
არის ისეთებიც ფრთებს რომ იქნევს, ელემენტებზე მუშაობს, მარა აქ მე ეგენი არ შემხვედრია. იხვისები კი მარა ყვანჩალუკების არა.
ვნახოთ, კიდევ გავალთ ალბათ და შედეგებს მოგახსენებთ
userman
კიი, ან მკვდრები ეგონათ ან სულაც უცხოს პონტში ექცეოდნენ როგორც შევატყე. სიმართლე გითხრა იუთუბიზე მაკეტებით და მანიკით ყვავებზე ნადირობა რაც მაქვს ნანახი ყველა გლუვლულიანით ნადირობდა. იმათთვის საკმარი იყო ახლო-მახლო თავზე გადაეფრინა, მარა ჩვენ ცოტა უფრო რთული ამოცანა დავისვით, ჯერჯერობით არ გამოგვივიდა ამ ამოცანის ამოხსნა, ვეცდებით კიდევ, ერთი-ორი ვარიანტი კიდევ მოვიფიქრე წუხელ. ვნახოთ რამდენად გაამართლებს???
aleqsa
წარმატებები !!!
aleqsa
ხმის იმიტატორის დადგმა თუ დააპირებ ფრთხილად იყავი აკრძალულია ჩვენი კანონმდებლობით
პირის საყვირი არ არის აკრძალული
მე რო გირჩიე ისე თუ ცდი. წესით ახლო მახლო მიუჯდებიან და სკუპ-სკუპით დაუწყებენ მიპარვას რომ წაართვან.
ჩემი აზრით ყველაზე მეტი შანსი ესეა რომ დასვა ეგენი.
bubusicha
კი, ვიცი ძმაო, მადლობა
მანოკი არცამაქვს და არც მხიბლავს სიმართლე გითხრა, მავნებლებთან მიმართებაში იმდენად არა, მარა მწყერთან და გაამფრენ ფრინველებთან მიმართებაში კატეგორიული წინააღმდეგივარ ელექტრო სახმობების.
ერხელ ლამის ვეცემინე ერთ ვაი მონადირეს მაგის ყიდვას ცდილობდა მაღაზიაში და იქ შევლაპარაკდით, ისე წავიდა ვერ იყიდა!!
http://onbird.ru/opredelitel-ptic/voron/golos
აქ ბევრია ყვავის ხმები
აბა ეს ნახეთ. https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2074038072612846&id=100000200218920
aleqsa
ეს ვაირაუხი მოკლე ვარიანტია თუ გრძელი? ანუ K არის თუ არა
https://radikal.ru
https://radikal.ru
[/quote]
ბაიკერი
კი 97 K ა და მე რამდენადაც ვიცი 97 ებში გრძელ ლულიანი ვერსია არცაა, 77 კიბატონო მარა 97 არის, მარტო K და TK რაც კონდახის სხვაობაშია მარტო
aleqsa
არის სრული ვერსიებიც და მაგარი მახინჯია
ადრე გამოდიოდა ეხლა კაი ხანია აღარ გამოდის
ფიტულები კაია მარა 20 მეტრში რო მანქანიდან უყურებ დამიჯერე არ დაგიჯდება არცერთი ... 50-60 მეტრი უნდა მოშორდე და ცოტა შეფარულ ადგილას დადგე, პირადი გამოცდილებიდან ვიძახი, ფანტაზიის ნაყოფი არაა : )))))
geojorjika
ხო ეგ არ ვიცოდი და არც სადმე შემხვედრია 97 გრძელი ლულით არადა მთელი იუთუბია თუ გუგლია თითქმის სულ გადაქექილიმაქ ამ მოდელზე. 6 თვით ადრე დავიწყე ამის შესწავლა ვიდრე ვიყიდიდი
ისე მე ამათ (ვაირაუხის კომპანიას) მეილზე მივწერე კითხვები, ზამბარის, ზამბარის გარსაცმის, მანჟეტის, ნუ მთელი კომპლექტის გამოწერაც მინდათქო და სიჩქარესთან დაკავშირებით და ლულის სიგრძესთანაც ვკითხე, იმათ თოფის მოდელი და ნომერი მთხოვეს, და ვიღაც სხვასთან უფ კომპეტენტურთან ტექნიკურ საკითხებში გადამამისამართეს, მგონი ინჟინერთან ხოდა მაგანკიდევ ტყვიის სიჩქარეს რაც შეეხებაო, თუგინდა თოფს სიზუსტე მოსთხოვოთო სიჩქარე 290მ.წმ. არ უნდა აღემატებოდესო და ჩვეკიდე პრეტენზია გვაქვს ზუსტ თოფების წარმოებაზეო, და ლულის სიგრძეც ზუტად მაგიტომააო მაგ მოდელის თოფებში 30სმ იო. ესეიგი ვიდრე დგუში ცილინდრის ძირს დაეჯახებაო ტყვიამ ლულა მანამდე უნდა დატოვოსო, რომ დაჯახების ვიბრაციამ სიზუსტეზე არ იმოქმედოსო და ამიტომაცააო 30სმ იო და არა 50 იო როგორც სხვა მოდელებშიო (ნუ დაახლოვებით ესეთი რაღაც მომწერეს ეხლა ზუსტად აღარ მახსოვს) და სათადარიგო ნაწილებზე კიდევ აქედან ვერ გამოგიგზავნითო, ჩვენი უახლოესი წარმომადგენელი უკრანიაშიაო და იმის მეილი მომწერეს იმას დაუკავშირდითოო.
მე მქონდა შემთხვევა, ალექსამ კი იცის.
50 მეტრში გავემაიმუნე რუხებს, მოგროვდნენ უცბათ, სად იყვნენ ამდემი არ ვიცი. მე არ გავნძრეულვარ, ზუსტად იგივე სიტუავია იყო რაც ვიდეოშია, ცოცხალი თავით არ ჯდებოდნენ.
ესეიგი ისეთი პოზიციიდამ უნდა ესროლო რო ვერ მოიტანონ ეჭვი შენზე ??
არ უნდა ჩანდე საერთოდ, ისე შანსი არაა არ გაგიჩერდება ყვავი მაგარი ჭკვიანია. ტანსაცმლის ფერს, ადამიანის სახეს და მენრებსაც კი იმახსოვრებენ ....
სალამი მეგობრებო, ამ დილით სამუშაოზე წასვლის სამზადიშსი აივნიდან უცნაური, ჩემთვის უცხო ჭიკჭიკის ხმა შემომესმა, გავიხედე და ჰოი საკვირველებავ ჩვენი მშობლიური შოშია არ შემოსკუპებულა ამ ჩემს აივანზე და თავის სტიქიაშია, არადა შოშიების ხმა ბევრჯერ მაქვს მოსმენილი მარა ეს რაღაც სხვანაირ ხმაზე "უშტვენდა" მოკლედ ბერი რომარ გავაგრძელო აქამდის მარტო შოშიების გუნდის ჟივილ-ხივილი მქონდა გაგონილი, ესე ცალად მოჭიკჭიკე პირველად ვნახე და მოვისმინე. მომეწონა და დავაძრე ტელეფონი, ვიდეოს ბოლო ნაწილში რო უსტვენს აი მასე გალობდა კაი ხანს, ვიდრე გადაღებას მოვიფიქრებდი დაიღალა ეტყობა და ისე ინტენსიურად აღარ გალობს ვიდეოში. მოკლედ მაგის ყურება გადაღებაში სამუშაოზე დავიგვიანე მარა არაუშავრა, მემგონი ღირდა
პ.ს. ხო მართლა ადმინს ვთხოვ მაპატიოს ვიცი თემის შეუსაბამო პოსტია, შოშია რომელი ქვეყნის ამომგდები მავნებელია, მარა ვერ მოვნახე შესაბამისი პოსტი და თუ არის იქნებ იქ გადავიტანოთ?
https://radikal.ru/video/tP3GVVYFu5k
aleqsa
უნდა დაიმეგობრო და თუ შეიჩვიე ყოველ დილით გალობით გაგაღვიძებს
aleqsa
კაი როჟაა, პროსტა შემდეგში ვიდეო გადაიღე ჰორიზონტალურად და არა ვერტიკალურად. ყველა აპარატურა, იქნება ეს მონიტორი, პლანშეტი, თუ ტელევიზორი არის, ჰორიზონტალური ყურებისთვის შემქნილი და ადამიანის თვალიც ფართო რადიუსზე აღიქვავს სამყაროს და არა მობილური ტელეფონის ვერტიკალურად დაჭერის რეჟიმში
ასე რომ შემდეგში უფრო ინფორმაციული იქნება ჰორიზონტალური ფორმატით გადაღებული ვიდეო
P.S პრიჩკა კაი როჟაა, მაგრამ მგონი მაგას პურის გარდა ხორცეული უყვარს მატლების და მწერების სახით
ბიჭებს გაუმარჯოს!
მოკლედ ბიჭებო ამ დილით ფანჯრიდან გავიხედე ამინდი მაინტერესებდა და ჩემი ფანჯრის დაბლა კაკალზე რაღაც ჩოჩქოლი შევნიშნე, რო დავაკვირდი შაშვს და კაჭკაჭს ქონდათ ორთაბრძოლა გამართული (მაგ კაკლის ძირში მარადმწვანე ფათალოიანი ღობეაქვს მეზობელს და მაგ ფათალოებში ბინადრობენ შაშვების ოჯახი, კაიხანია ვმეგობრობ მაგ ოჯახს და ეგენიც დილაობით სასიამოვნო გალობით მაღვიძებენ უკვე რამდენი წელია)
ხოდა აი ამ ჩემი მეგობარი ოჯახის უფროს და ერთ "ვიგინდარა გადამთიელს" ქონდათ ერთი ვაი უშველებელი ატეხილი.
დავინეხე თუარა ეს ალიაქოთი ინსტიქტურად ჯერ თოფისკენ გამექცა თვალი და ხელი, მიხმარება მინდოდა მარა მერე შევნიშნე ეს ჩემი მეგობარი "შალიკო" აშკარად ჯაბნიდა (ის კვაჭი ტანის მიხედვით თუ ვიმსჯელებ ახალბედა ჩანდა) ხოდა რადგან დავატყე ეს ჩემი ძმაკაცი უჩემოდაც უმკლავდებოდა მერე ტელეფონს ვეცი, მარა ვიდრე სატენიდან მოვხსენი და კამერა ჩავრთე ამაობაში ეტყობა კვაჭიმაც დაატყო საქმე რომ სახეიროდ ვერ მისდიოდა და უკვე შორიდან გინებაზე იყვნენ გადასული გადაღება რო დავიწყე.
ასერომ სამწუხაროდ ბრძოლის ბოლო კადრებს გთავაზობთ მხოლოდ და კვაჭის კუდამოძუებულ გაქცევას!
https://radikal.ru/video/m16DcHXrkRw
p.s. ჩემი გადამკიდე ჩემს უბანში ყვავ-კაჭკაჭის ჭაჭანება აღარ იყო ხოლმე და ამ გაზაფხულზე შევნიშნე ახალი თაობის შემოტევაა უბანზე, ნელნელა სასროლი საზღვრები გადმოლახახეს. ხოდა ამ გამრავლების პერიოდის გამო "მორატორიუმი" მქონდა გამოცხადებული მავნებლებთან მარა, ვატყობ ესეთი ფაკტების გადამკიდე ჩემი წესების დარღვევა მომიწევს!?
რა უბანია ალექს?
chicho
aleqsa
ეხ, თეთრი შურით მშურს რომ მაგის დრო გაქვთ... ახალიწლიდან მოყოლებული ერთხელ რაცხა იმპროვიზირებული გასვლა მოვაწყვე და იქაც არავინ იყო ჩამოსაგდები მეფხანება უკვე გულმკერდი შიგნიდან
ja_ja
ეჰ მეც როგორ მომენატრა ეგ შეგრძნება( სასხლეტს რო გამოკრავ და მკვახე ტყლაშანი რომ გაისმის შორს მოხვედრისას და ცალი ფეხით რო გადმოეკიდება ხოლმე ყვანჩო) გარემოსთვისაც სასარგებლოა და შენთვისაც)
სადღაც წავიკითხე ინგლისში თუ საფრანგეთში ფსიქოლგები გასაუბრებაზე პესტ-კონტროლს უნიშნავენ მამაკაცებს სპეციალურ მეურნეობებში) თურმე გასროლილ ტყვიას თან მიაქვს უარყოფითი აურა))
მე კი ვერ ვესვრი. ვერც ყვანჩალებს, ვერც კაჭკაჭებს. მეცოდებიან. ასიდან ერთ ბეღურას თუ გავიმეტებ, ისიც თუ საინტერესო მანძილიზეა
giga2010
userman
ბარაქა ბესოოოო!!!! ეგ ექვსი და სხვა მრავალი!
ეეეჰ როგორ მომენატრა ეს ამბავი, მარა ვერა და ვერ მოვიცალე რომ დავერიო ......
pilotina
მადლობა ვიდეოს გაზიარებისთვის. სხვა მათი მავნებლობებიც მაქვს ნანახი. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ქედანზე, მტრედზე, იხვზე აღარ ვსაუბრობ აუღელვებლად გამომიკვრია სასხლეტს, ამათ კი სამიზნესაც არ ვუსწორებ. რატომღაც ბევრად ჭკვიანი და აზრზე მოსულები მგონია
ბუნებაში მავნებელი და სასარგებლო არარსებობს. ყველა თავის ნიშას იკავებს და შთამომავლობის დატოვებითაა დაკავებული. რატომაა შველი საყვარელი და აფთარი მავნებელი?
აბა რა ქნას?! ვაიმე რა საყვარელია ამას როგორ შევჭამო?
userman
მაგარია!
gregory
კინაღამ დამავიწყდა: დღეს კაჭკაჭი მიუვარდა კრუხად მჯდომ სხვა ინდაურს და არ ვიცი როგორ მოახერხა მაგრამ ერთი კვერცხი გატეხა, რომელშიც თითქმის შებუმბლული ჭუკი იყო. რამდენიმე საათი ვდარაჯობდი მაგრამ ეშმაკები არიან, აღარ მოვიდნენ.
koba1973
ცოტათი მაინც შევამცირე დღეს, მავნებლები . თუ არავის ეწყინება აგერაა >>>
მანძილი 60 და 70 მეტრი.
userman
ბესოს გაუმარჯოს.
ბარაქიანი რეიდი მოგიწყვია.
კაი ჟლეტვა მოგიწყვია
userman
საღოლ მაგარია
კაცურად მითხარო როგორ ნადირობ, ამ ზაფხულს დიდის ამბით თოფო წავიღე სოფელში და კაჭკაჭებს ბევრი ვსდიე მარა სასროლ მანძილზე არ დაჯდა არცერთი ძალიან ფრთხილი ყოფილა ეგ ოხერი
chicho
userman
ესეგი ერთი რო მოვკლა და სტოლბაზე ჩამოვკიდო თვალსაჩინოდ ხომ მოვლენ. აი ეგ პირველის მოკვლააა დასაწყისი მაშინ
ყვავის ნათესავია და ესეც საკმაოდ ჭკვიანი ფრინველია. ადამიანებს სახეზე იმახსოვრებსო და არაა გამორიცხული ბესოს კაკ მინიმუმ ფოტორობოტი ჰქონდეთ შედგენილი დაჭრილი კაჭკაჭების მონაყოლიდან
okela84
სახეზე იმახსოვრებს კიარა ეს მგონი თოფებსაც ცნობს ეგ რომ მითხრა არ გამიკვირდება იმდენი მაქ ნადევნი ამათზე და უშედეგოდ
chicho
დღეს ცოტა წავივარჯიშე მიზანში სროლაში , ექსტრემალურ სიტუაციებში .
მავნებლებიც გავამწარე ...
ამ წვიმაში კაი გაძლება გქონია
P.S. თოფი გაამშარალე და დაზეთე
https://postimg.cc/14bLdcvh ესეც გუშინდელი ყვანჩალა
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services