ჰოო თემებს სათაურებს ვაძლევ ნუ იტყვი რომ, მოგინდეს ვეღარ იპოვი
მოკლედ ასე იყო თუ ისე, მოიდა შაბათი, შესაბამის თემაში დაიწყო აბა რა ვქნათ სად გავიდეთ რა გავაკეთოთ... დამასწრო ატეხვა CZ-მ, თუმცა მაგას ვინ რას დაასწრებს მერე მივყევი მე, დავტყუეთ დავითუსს გასვლა და ჯორჯიკაც შემოგვიერთდა. აბა სად გავიდეთ სად და... გადავწყვიტეთ სადმე ქალაქ გარეთ გავსულიყავით.
შეიარაღებაში 2 დისკო 2 მარადიორი, პლიუს პატარა ტექნიკური პრიბამბასები, ნუ იდეაში მანძილმზომი (თუმცა ელ-კვება დაცლილი იყო და ბატარეა გზად ვიყიდეთ). აქვე დავძენ, რომ გზად ვიყიდეთ პაწა საჭმელი და ცოტა წყალი, ეს უკანასკნელი საკმაოდ მწვავედ ვიგრძენით იმიტომ, რომ დავარღვიეთ პრინციპი, მინიმუმ კაცზე 1 ლიტრი წყალი. კი ვიყიდეთ 8 ლიტრიანი ბახმაროს წყალი, მაგრამ სიცხეში უბრალო წყლის დალევა რაღაც ისე არ მიდის როგორც საჭიროა, აი მინერალური წყალი კი.... მოკლედ ცოტა წავიღეთ და ვინანეთ
მოკლედ ასე იყო თუ ისე გავედით აღმოსავლეთისკენ, გავცდით რუსთავს, გავცდით მარნეულს და... და ჩვენს ნავიგატორ და მამოძრავებელ ძლას ბატონ დავითუსს გზა აერია იქ არ შევუხვიეთ სადაც გეგმავდა, იძულებული გახდა უკან მობრუნებულიყო და ძირითად გზაზე დაბრუნებულიყო, მაგრამ ამ დროს ჩვენ გზის პირას არსებულ ხეებზე რაღაც დავინახეთ....
ასეთი რამ საკმაოდ იშვიათად მინახია მწვანე ხეების კენწეროზე მოზრდილი შავი ნაყოფი ესხა ნუ ჩვენ მანიაკებს სხვა რა გვინდოდა. მორიდება და ხალხის დაფრთხობა ვის გაახსენდა...
ვეცით კამერას, ვაჩერებთ ჩეზეს, ერთი იძახის ესროლე, მეორე არ ესროლო, მესამე იღებს, მეოთხე მანქანიდან ვერ გადმოდის, მოკლედ ჩვენ იქ საცოდაობაში ვიყავით
მარა შავ კარდინალებს ჯერ ყველაფერი წინ ჰქონდათ. ჩეზემ ვერ მოითბინა და გავარდა პირველი ტყვია, აიშალა ხე და გაშავდა ცა
ისე გამოსული ქალაქელი რუხი კარდინალებისგან განსხვავებით (ერთი დღეს დილით აივნიდან ავაყირავე ვესტერნის სტილში, ნათელი დაადგეს მის მჩხავანა ფრთებს ) ეს შავები ჯერ არ იცნობენ ადამიანს, მიჩვეული არიან, ძირს ხალხი რაცხას თოხნის ესენი კი ზემოდან ატრაკებენ და ვერავინ ვერაფერს ვერ ეუბნება. ამიტომაც ჩეზეს პირველ გამაზულ გასროლაზე კი აიშალენ, მაგრამ იმავე ხეზე დაიწყეს დაჯდომა
ჰაერში 80% ტრიალებდა მარა დანარჩენი 20% იქეთ აქედან ისევ ხეებზე ჯდებოდა, როგორც გაირკვა ბინათმშენებლობა ჰქონიათ იმ ხეზე, ალბათ უკანონოდ აივნების გაფართოებაზე ჩალიჩობდნენ და ჩაყრილი ფულის მიტოვეა არ უნდოდათ.
ასე იყო თუ ისე, წავიდა მეორე გასროლა მესამე და...
სხვათაშორის ჩავიწერეთ სადღაც 5 ვიდეო ფაილი მარა რათ გინდა შედეგი ნოლია, ოპერატორი სხვა ყვავს უყურებს, მსროლელი სხვას, მეორე მსროლელი მანქანას წრეებს ურტყავს, ცვივა ხეებიდან საახალწლო სათამაშოები მარა კამერაში მგონი ერთი მოხვდა შემთხვევით
მოკლედ აგერაა ეს გაუგებრობა, გთავაზობთ მხოლოდ ერთ ვიდეოს, რომ გაიგოთ რამდენად უაზრო იქნებოდა დანარჩენი ვიდეოები დამედო ან მათ დაჭრა გაკერვაზე მეჩალიჩა, ცარიელი ნერვების დაწყვეტაა
ბოლოს ყვალა გადმოვლაგდით მანქანიდან და ვისაც რომელი ყვანჩო მოეწონებოდა იქეთ ისროდა. დისტანცია საშუალოდ 50 მეტრი, ყვანჩოებიც მიმართავდნენ თავდაცვის მეთოდებს, ანუ ტყვიაგაუმტარ ტოტებს ეფარებოდნენ, მაგრამ მათი ბრონირებული სისტემა კრიტიკას ვერ უძლებდა შედეგად ეს უბედურები ცვიოდნენ ვითარცა გადამწიფებული კარალიოკები... ან ლეღვები, რავიცი ვისაც რა უფრო მოგწონთ წარმოსადგენად
პირველი აურზაურისა და მოსავლის ჩამოყრის შემდეგ დავითუსმა ყანებიდან პირველი მოსავალი გამოიტანა, აღმოჩნდა კაი 6 ცალი შავი ინდაური, კიდევ ჩამოვყარეთ და კიდევ დაემატე, ბოლოს მეც მომიწია ერთერთი მოსავლის ასაკრეფად გასვლა და ის ის იყო 5 ცალი ავაგროვე, უკან მობრუნებას ვაპირებდი, რომ საზიზღარმა დავითუსმა გადაწყვიტა წერტილი დაესვა გართობისთვის, აიღო და კიდევ ერთ მფრინავ ჯიხვს ჩაახუტა 10.5 გრანი, ამ დროს მწიფე კარალიოკი ძირს მოფრინავს, მე მოსავალს ვაგროვებ, ის ის იყო შევტრიალდი და ზურგს უკან.... კაიხანია დავიწყებული მქონდა რა ხმით ებერტყება ეს ლამაზი არსება, თან ვიცანი, თან გამიხარდა, თან გადავწყვიტე წამომეყვანა და ჩქარა გამოვცილებოდი ხეს, რომ შემდეგი ნაყოფი მე არ დამცემოდა ნისკარტ მომართულ მდგომარეობაში
პირველი მონადირების შედეგის დროს გადავიღეთ აი ეს:
მარა რა ვიცოდით რომ კიდევ გავაგრძელებდით, შედეგად გადავიღეთ აი ეს სურათები ვიდეო კოლაჟის გარეშე
დავამატეთ თოფები
დავამატეთ მსროლელი, რომელმაც მისივე თქმით ამ ყვავიდან ვერცერთს ვერ გაარტყა, ასე რომ ჩავთვალოთ მასშტაბისთვისაა ჯორჯიკა აქინე
და ბოლოს დავემატე მე
აქ ჩემს სახელზე სულ 2 ცალია, ნაწილი დავითუსის სახელზე და ძირითადი მასა სისხლისმხმელ CZ80-ზე იმედია გუშინ გული მოიოხრე და 1 კვირის მარაგი ადრენალინი დახარჯე. სულ გამოვიტანეთ 16 ყვანჩო, თუმცა მინდორში ბუჩქებზე და ხეებზე კიდო დარჩა ასაგროვებელი.
სხვათაშორის ყველა გამვლელი მანქაა პირდაღებული გვიყურებდა, რას აკეთებენ აი აბდალა ქალაქელებიო
სხვათაშორის ფოტო სესიების დამთავრების შემდეგ, გამოჩნდა ადგილობრივი მაცხოვრებელი, აუღწერელი ბედნიერი სახით (ამ დროს ჩვენ ნადავლს ცელოფნის პაკეტში ვალაგებდით), აშკარად ვერ ხვდებოდა თუ რისი მეშვეობით ჩამოიყარა ეს ფრინველები, მაგრამ აინტერესებდა, პატარა გამოკითხვის შემდეგ, ჩვენი მაცხოვრეელი გაემართა იმ ხის ძირს სადაც ძირითადი მასა იყო ჩამოყრილი, სავარაუდოდ იმ იმედად, რომ რამდენიმე თვითონ დაეთრია ერთი ორი ჩამოგდებული ნაყოფი. აი რათ უნდოდა ეგ უკვე მეორე საკითხია. ჩვენ კი ვხუმრობდით, რომ შაკიკის სამკურნალო მაზია გასაკეთებელი ამ ნადავლიდან, განსაკუთრებით კი ფასობს ყვავის ახლად მოხდილი ქონი.
ეს შაყირი ბოლოს CZ-ს ისე მოეწონა, რომ უკან დაბრუნებისას სერიოზულად განიხილავდა ყვავის ქონის გაყიდვას Mymarket.ge-ზე, მაინც ყველანაირი ნაგავი დევს მაგ საიტზე და რაც მთავარია იყიდება და ყვავის ქონი რატომ არ უნდა გაიყიდოს , გამოჩნდება ვინმე შავი მაგი რომელსაც დიდი მოთხოვნა ექნება შავი ყვავის ქონზე
ამ ნადირობის მერე გავაგრძელეთ ჩვენი შაბათის გასეირნება თუმცა ეს უკვე მეორე საკითხია და ამ თემის გაგრძელებას მხოლოდ დახურულ განყოფილებაში ვიხილავთ, მაგრამ დღეს სავარაუდოდ ვეღარ მოვასწრებ დადებას, ალბათ ხვალ დავდებ, ან დღის განმავლობაში ან საღამოს.
ჯაჯა გენაცვალე,რუსთავს თუ გაცდით,მარნეულს როგორ მიადექით?
შტოტო უ ვას ს ნავიგაციეი
მადლობა ჯაჯ როგორც ყოვეთვის შესანიშნავი რეპორტია
iorama
მარნეულს არ მივადექით, მეორე ქესალოს გადასახვევთან იყო ეგ ამბავი
კარგად გაგიჯაზებიათ აი. ყოჩაღთ ბიჭებს. ეხლა აქ ხალხი არ არის თვარა ხვალ ნახეთ რა ამბავი ატყდება
მალადცი არლი! მივახრჩე ეს აბდალა დასკვნა რავარც იქნა და მომავალ შაფათ კვირას იმედია ამის მსგავსი იქნება რამე
ყოჩაღ. ხო კიდევ დიდი მადლობა,იმისთვის რომ რუსთავი გაიარეთ და კეთილი მოგონების ამბავში არც მე და არც იორამა არგაგხსენე
ბიათ! ცნობისათვის ბატონებო თქვენს მიერ მონადირებული ფრინველები ყორანია და არა ყვავი.ეს უკანასკნელი არგამოირჩევა ისეთი
ვე სიფრთხილით და საზრიანობით როგორც ყვავი.
რეპორტი კარგი გამოგივიდა ჯაჯა.გართობაც ისეთი გამოგსვლიათ რომ უსაბრთხოება საერთოდ დაგავიწყდათ.დღისით ზედ ცენტრა
ლურ ტრასაზე ისეთი ხოცვა ჟლეტვა აგიტეხიათ.საღოლ.
საღოლ ბიჭებო კარგად გინადირიათ, მოუთმენლად ველოდები მეორე ნაწიილს
ნუ მე ჩუმად ვარ გასვლის არსზე კაცია და გუნება... ანუ კარგად თუ გაერთეთ მიხარია...
მაგრამ ეს ფორუმი, ანუ "ფორუმის გასვლები" რომ შევქმენი განყოფილებაში "სპორტული სროლა პნევმატიკით",
ცოტა სხვანაირად წარმომედგინა მაგის შინაარსი
თხოვნა მაქვს Ja_Ja-სთან, გიო იქნებ შექმნა "ნადირობა პნევმატიკით" -ში ფორუმი სახელად "სანადირო გასვლები"...
და იქ დაიყაროს ასეთი გასვლების რეპორტები... ან რაც უფრო სწორად მიმაჩნია ესეც შეიქმნას, ანუ ზემოდ რაც დავწერე, და მანდ რეალური ნადირობის გასვლები იყოს.
და კიდევ ერთი ფორუმი გააკეთე "Pest Control"-ში, აი სწორად ამ რეპორტის ადგილი სადაც უნდა იყოს...
რა ვიცი თუ არა ვარ მართალი მითხარით
Jah
ჯაჯა საიდან ჩითავ ამ თემების დასახელებეებს ერთ 7 - ჯერ წავიკითხე უკვე სპორტული გასვლა მე მაინტერესებს დავგეგმოთ ან შაბათი ან კვირა და წავიდეთ. მე ორივე მაწყობს, თან ადგილებიც დავზვეროთ.
ამხელა მსხვერპლი ჯერ არ მინახავს (ვგულისხმობ აირგანით ნადირობას საქართველოში )
საღოლ ძაან მაგრად გნადირიათ
გუშინ ოჯახთან ერთად მეც გავაპიკნიკე ჟინვალისკენ და იქაც მქონდა შანსი რო რამოდენიმე ყორანი დამეგორებინა მაგრამ სისხლისღვრას მოვერიდე და მხოლოდ მიზანში სროლას დავჯერდი
ისე მეც შევამჩნიე რო ყორნები ფრთხილები საერთოდ არ არიან, იმხელა სროლა მქონდა ატეხილი და ლამის სამიზნის გვერზე ჯდებოდნენ
ხო მართლა არც ისე ძნელი ყოფილა 20 მილიმეტრიანი ჯგუფების გაკეთება როცა დაწოლილ მდგომარეობაში ისვრი 50 მეტრზე, ტან ცოტა ნიავი იყო. დაიცა ჩამოვიდეს ახალი ოპტკა
ვააახ, ჩემი თოფი მარტში ჩამომივიდა და მასმერე ტირი ტირის გავკივი და ვერავინ ვერ დაგძარით
რაც შეეხება ამ გასვლას კარგად გართობილხართ და კარგადაც გისიამოვნიათ, საღოლ თქვენ
norica_dragon
მაგარია თფუი მუღამში ჩავარდი
CZ
ყოცაღ, ყოჩაღ, კარგი გასვლა გამოგსვლიათ )
parna
თემას ძაან მაგარი სახელი აქ რა
გაფიცებთ,პატრულს არ გამოუვლია? მე ეგ ვირები შუა ტყეში მადგებიან ხოლმე
iorama
ჩვენ ბატონო, მობილიზებული სპეც დანაყოფი ვიყავით, ჩვენივე რაზვეტკა გვყავდა და "პლან ბე-ც" გვქონდა
Pate
რომელი ტყვიებით ნადირობდით?
მშვენიერი სახელი აქვს თემას!
გამარჯობათ, ახალი ვარ ამ ფორუმზე. თემაში ნაჩვენებ ვიდეოში რა პნევმატურ თოფს იყენებთ ყვავების დასახოცად? და რა ჯდება ასეთი თოფი ყველაფრიანად))
tdtemo
მანდ ორი თოფი იყო გამოყენებული http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=30და http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=605-ი, ორივე თოფის ლინკიც დაგიგდე თუ გაინტერესებს გადახედე თემებს
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services