გამარჯობათ მეგობრებო, მინდა მოგითხროთ დღევანდელი მოკრძალებული გასვლის შესახებ, რომელიც მე და ჩემმა მეგობარმა kokai-მ მოვაწყეთ, რომელიც ამ ფორუმის არაააქტიური წევრია. მე თან მქონდა ჩემი დისკო, კოკაის კი ჰასან AT44-ის პლასტიკის კონდახიანი და კლიპიანი ვერსია, რომელიც გასწორებულია ბარაკუდა ჰანთერზე და ადგას 6-24 გადიდების მქონე ლიპერსის ოპტიკა, ასევე ტაქტიკური ფეხები. ე.წ ბიპოდი, ტიპიური ვარმინტის შაშხანაა, მძიმე და ზუსტი. გავედით 1 საათზე და გზად გრიგოლთან შევიარე, გავამდიდრე არსენალი კროსმან დისკავერის 10,5 გრეინიანი სანადირო ტყვიებით, მადლობა მას გაწეული დახმარებისა და შეღავათისათვის შემდგომად ამისა გავემართეთ ჩემს მიერ სრულიად შემთხვევით აღმოჩენილი ,,ელდორადოსაკენ'' გზად მტრედი და ჩიტები მოვინადირეთ და დანიშნულების ადგილზე მისვლისთანავე დავიწყეთ ნადირობა. სამზადისი საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა, იმისათვის რომ სატყუარებით დახუნძლული მოედანი მოგვეწყო დიდი ჯაფა დაგვადგა, ბევრი ვიარეთ და სხვადასხვა მანძილებზე მოვინადირეთ ყვავები და კაჭკაჭები. თავიდან გაოცებულები დავრჩით, ჩემი მეგობარი რომ ესროდა დაჭრილი ფრინველები მიფრინავდნენ და მერე კვდებოდნენ, ერთი კაჭკაჭი 600 მეტრის მოშორებით შემთხვევით ღმოვაჩინე როა კაჭკაჭების გუნდს ვეპარებოდი მიდ თავზე რომ ისეხდნენ და ერთი გნიასი ჰქონდათ ატეხილი. ჩემმა დისკომ მართლაც გამაოცა, ხელიდან სროლისას რამდენჯერმე მოვკალი არანაკლებ 50 მეტრში მაღალ ხეზე მჯდომი კაჭკაჭი და ყვავი, დღითიდღე ვრწმუნდები მის უპირატესობაში სხვა მძიმე მოდელებთან შედარებით. ერთ-ერთი გასროლისას მოპოვებულ იქნა დაჭრილი ყვავი,თუ არსებობს ,,პადსადნაია უტკა'' მაშინ რატომ არ შეიძლება არსებობდეს ,,პადსადნოი ვორან''? ნუ ეს რათქმაუნდა ხუმრობით, ისე კი ამ ყვანჩომ დიდი დახმარება გაგვიწია და ბევრი თანამოძმე მოიტყუა. სიარულით დაღლილებმა მოვაგროვეთ ნადავლი და სატყუარები ისე ოსტატურად დავალაგეთ რამის ჩევნც ცოცხლები გვეგონა, მეტი დამაჯერებლობისათვის ხეებზეც დავსვი ერთი ორი კაჭკაჭი. უნდა გენახათ რა მაგარი შედეგი ჰქონდა, ჩვენი ყვანჩო იმდენ ყვავსა და კაჭკაჭს იზიდავდა სროლას ვერ ავუდიოდით. აი დღის მთავარი გმირიც
http://imageshack.us/photo/my-images/805/img6359i.jpg/
Uploaded with http://imageshack.us
hunter87
ძალიან კარგი , მარგამ ცოტა სურათებით გაფორმება არ აწყენდა თემას რადგან უფრო ჩვეულებრივ პოსტს გავს,
"უნდა გენახათ რა მაგარი შედეგი ჰქონდა, ჩვენი ყვანჩო იმდენ ყვავსა და კაჭკაჭს იზიდავდა სროლას ვერ ავუდიოდით."
მაგისთვის არსებობს ფოტოაპარატი
ვერ ვტვირთავ, ჭედავს ბრაუზერები , სურათები კი მაქვს
hunter87
შემიძლია დაგეხმარო, სკაიპში გამომიგზავნე და დაგილინკავ
დროებით ვერ ვახერხებ სურათების დადებას, ბრაუზერები ჭედავს ან ინტერნეტს აქვს პრობლემა, სურათებს დავდებ როგორც კი პრობლემა მოგვარდება
hunter87
ჰა მოგეწონა ბენჯი? აბა რა გითხარი? შენ კიდე გაყიდვას აპირებდი. სხვა ბრაუზერით ატვირთე სურათები.
ფოტოსესიაც მოვაწყეთ
http://pixs.ru/?r=3790856
http://pixs.ru/?r=3790876
http://pixs.ru/?r=3790889
http://pixs.ru/?r=3790895
http://pixs.ru/?r=3790926
სამწუხაროდ ვიდეო ვერ გადავიღეთ, ასევე სრულად ვერ მოვუყარეთ თავი ნანადირევს, ვინაიდან ზოგი წყალში და ზოგიც ეზოებში ცვიოდა. წარმოდგენილი რაოდენობა მხოლოდ მცირედია იმისა რაც ჩვენს ტყვიებს შეეწირა
კარგი სურათებია, მომწოს.
კარგია კარგი, მითუმეტეს მავნებლების ხოცვა, ძალიან კი გამრავლდნენ
ეგ დაჭრილი ყვანჩო მემგონი ბარტყია არა? ეტყობა ყოველ შემთხვევაში დაკაცებული ან დაქალებული არ არის
არა , მისი მამაკაცურობა თუ დედაკაცურობა ტანის სიდიდეზე არ არის დამოკიდებული. აი ამ ფოტოზე
აშკარად ეტყობა ნისკარტზე ყვავს, რომ ბარტყია მაგას ვამბობ, თორემ დიდი კია ტანით
ეგ ვეგარ მოასწრო გაზრდა, დამამაკაცურება თორეე ისე კი აღარ ჰყავთ მე არ მიცდია რავიცი, ისეც კარგად ვნადირობ ხოლმე პ.ს. სად ინადირეთ მადენი ყვავები და კაჭკაჭები რა ამბავია მე რო დავინახავ ხომე 100 მეტრის მოშორებით, ხვდებიან ხმელოს საშიშროებას და მიფრინავენ რავიცი
მეც მისვლით ვნადირობ, ჩასაფრებაზე ნერვები არ მყოფნის, თუ ტერიტორიულად თბილისში ხარ ერთ დღეს დავგეგმოთ და წავიდეთ ამ ადგილას, ძალიან ახლოსაა და ფრინველიც ბევრია, თან ის ხეები ვიცი სადაც ეგენი პერელიოტისას ჯდებიან და იქ ვუწყობ ხოლმე სატყუარებს
კი კი, ნამდვილად კარგი აზრია, აი ეხლა ოპტიკის ჩამოსვლას ველოდები შევუკვეთე და წავიდეთ რო ჩამოვა არაა პრობი, თან ეხლა უნიში გამოცდები მიმდინარეობს და რო მორჩება ეს ყველაფერი ბეზ ბაზარ
შენასავით მეც ჩასაფრება მეზიზღება, ზიხარ და ელოდები, სიარული მირჩევნია არ შემიძლია ერთ ადგილზე გაჩერება
კიბატონო, რა იარაღი გაქვს? თან მაგ ადგილას ბევრი ჩასჯდომი ადგილია და 5 კაცამდე თუ ვიქნებით კარგი შედეგიც იქნება
რა მაქვს და აი ეს იგივე
იგივე ეს
სუსტი არ გეგონოს
remington summit იგივე crosman sierra pro
რა ადგილას იყავი თბილისის ზღვაზე?
ხ.მ.ე.ლ.ო ისე ნადირობაში პცპ-ს ზდპ ვერ აუბამს მხარს. თუ ხშირი ხეებიანი ადგილი არ იქნება ისე ყვავზე გაგიჭირდება ნადირობა რადგან შორიდან მოგიწევს სროლა.. ახლოს არ მიგიშვებს და შენი თოფით კი სანადირო მანძილია 50 მეტრი.(ეს რეალური ნადირობის პირობებში) მის იქეთ ძნელია ძან გარტყმა თუ კარგი პოზიცია და საყრდენი არ გექნა.ყვავი კი ამას არ გაცლის.ზდპ- ებისთვის კარგია ისეთი დგილები სადაც შეძლებ დამალვას რომ ყვანჩომ არ შეგნიშნოს.
შენ არ იგელვო სეკურ, მოვახერხებ რამეს აი ფაქტებს ვნახავთ სურათებს გადავუგებთ, აგერ ბიჭები იქნებიან და თუ რამეს მოვკლავ კი გეტყვიან, მაგრამ ეს სამი კვირის შემდეგ, როგორც შენ მითხარი, ოპტიკა აქუ ისე რა ამბავია 3 კვირა, ვეღარ ვითმენ, პრინციპში წესით 2 იღა დარჩა..
hunter87 - ისე გუგლიდან გადაღებულ სურათსაც თუ დადებ იმ ადგილმდებარეობის სადაც ეგ გასვლა გქონდათ კარგი იქნება.
სურათები რომ არ დავდო წამოდით და ვინადიროთ, ხმელო შენ არ იდარდო ისეთი ადგილია თავზე დაგასხდებიან და ისეთ ზდპ-ს რა ვუტხარი 10-15 მეტრაში თუ ვერ მოკლა ყვავი
გუგლის პროგრამა არ მაქვს, მოვაწყოთ ერთობლივი რამდენიმე კაცმა და თავად ნახავთ
მანქანას ვაჩერებთ და წინ ვაწყობთ სატყუარა მოედანს. მანქანიდან სასროლი მაქსიმუმ 10 მეტრია. რამდენიმე კაცი კი მოძრაობს და აფრთხობს შორს მჯდომ ფრინველს, ისინი კი ჩასაფრებულებთან მოდიან. კიბატონო შევხმიანდეთ და შევთანხმდეთ
აუ რას ასწორებს? 10 15 მეტრი ოცნებაა ყვავები და კაჩკაჩებისათვის
თემა გასუფთავებულია, შემდეგში 100 თვალი და 100 ყური სანამ რამეს დადებთ.
hunter მგონი კარგი ამინდები გამოვიდა და როდის დავგეგმოდ სანადიროდ წსვლა?
ხ.მ.ე.ლ.ო
თუ მარტო მას მიმართავ, მაშინ პმ გამოიყენე, თუარადა გადაგიკეთებ პოსტს
არა არა, ეს ერთობლივი ნადირობა იქნება უბრალოდ ამ ადამინნის თავკაცობით ვისაც სურს ის წამოვა
მოკლედ დღეს ჩემი პატარა მოინათლა, ასე ვთქვათ First Blood, ორ კაჭკაჭს და ერთ ყვანჩალას დაუყარა საკენკი, მათაც სიამოვნებით აკენკეს
სურათი მხოლოდ ერთია, რადგან ყვანჩალა და ერთი კაჭკაჭი ისეთ ადგილას ჩავარდნენ, რომ დამეზარა იქიდან ამოთრევა.
ეს რომელიც სურათზეა 35 მეტრში იჯდა, დანარჩენი ორი სადღაც 20-დან 30-მდე.
http://pix.ge/
მიდი შემუსრე ეგ მავნეები !
pilotina ყოჩაღ შენა
ისა და,მაინტერესებს,თუ რა ტყვია გლიჯე და მიახლოვებით რამდენი მ.წ.-ით?
P.S. აქამდე რა გიჭირდა,ეხლა ნახე შენ ломка
P.S. ხელ-ფეხი მაინც გაგესწორებია მაგ ბეჩავისთვის და ისე გაგეგზავნა იმ ქვეყნად+ფოტოც უფრო კარგი გამოვიდოდა
SCORPIONS
JSB 10.35 გრანიანი, სიჩქარე 235-240 მ/წმ
თავხედობაში კი ნუ ჩამომართმევთ ,მარა 10--15 მეტრში სროლა რაღაც არა სპორტულია და უინტერესო გინდა ყვანჩალა იყოს მიზანი და გინდა ღობემძვრალა
აბა მაჩვენე სად მიწერია 10-15 მეტრი?
[/quote]
შენ არაფერ შუაში ხარ ,,,ცოტა მაღლა რომ წერია პოსტები
gocha311 ეგენი, ვადა გასულებია უკვე
P.S. სადაც დაგიჯდება,იქ დასცხებ რა..აბა ხომ არ აუქშევ,ქშა,ცოტა სპორტულ მანძილზე დამიჯექითო?
დღეს ერთი კაჭკაჭი გავუშვი მაგათ წინაპრებთან, მოკლედ დილის 7 საათზე წაიღო ტვინი თავის ჩხავილით.
არ მინდოდა დღე სისხლის ღვრით დამეწყო, მაგრამ მაინც მომიწია
დისტანცია 29 მეტრი,
ტყვია 067 იანი JSB,
ტყვიის სიჩქარე 143 მწ, ანუ 5 ჭირხვნა,
სამიზნე ღია,
დახრის კუთხე დაახლოებით დაახლოებით 15 გრადუსი, ზემოდან ქვემოთ.
http://www.radikal.ru
მოკლედ მომიწია ჩიტუნიასთვის პატარა დეპილაციის და მერე დაკტელოსკოპიის ჩატარება
ტყვია შევიდა კისრის არეში და დულის გავლით გამოვიდა ფრთის ქვეშ მარცხენა მხრიდან.
ახალბედების და სკეპტიკების გასაგონად და დასანახად, არ არის ეს უსაშველო სიცქარეები საჭირო, 30 მეტრში რომ რამე
ამდაგვარი მოინადირო.
რომ მივედი ასღებად, წერილი წაღებული ჰქონდა, ფრინველი ეგრევე დეიბრიდა, არც უწვალია.
Multi-Tool
ვაა, მაგაროა! კარგად მოხვედრია. ეტყობა გულში გაუარა და მაგიტომ გავიდა ასე უცებ გაღმა.
კაი უდარია მაგრად მეზიზღებიან კაჭკაჭები. გეგონება ბოთლაში კენჭები ყრია და აჩხრიალებენო. რა ხმა აქვთ
ჯოული იგულისხმა ალბათ
ჯოული გამოდის 6.850
lbs კი 5.052
SCORPIONS
მაიცა კაჭკაჭები იჭმევა? არ გამიგია ეგ
pilotina
ხოო მაგი აღარ მიფიქრია, ისე ფიშტო კი ვიცანი.
Multi-Tool
მაგ წონის ტყვიებს, 10 ჯერ რო მიჭირხვნი
რამდენ მ/წ-ით ისვრის?
ბაიკერი მგელს ჭამენ შეკაცო და კაჭკაჭი ვერ შემიჭამია?
როცა გშია ზაქარია,კაჭკაჭიც კი შაქარია
Multi-Tool ვაახ,მაშ ჩემი მურკაც მიაჭიხვინებს მაგ მანძილზე თავისუფლად კაჭკაჭუნებს. ედიკამ,რო 0.70გრამიან ტყვიას,170მ.წ.-ით ისვრისო,იმას კი აირ ზამბარა უყენია.
"10 დაჭირხვნით აკეთებს ორ გასროლას, პირველს 175მწ და მეორეს 180მწ."
ვახ, რა აპგრეიდი აქვს ასეთი გაკეთებული?
დაჭირხვნა თუ მიჯირყვნა?
Multi-Tool ისა და არ აგიწონია კაჭკაჭი? ჩხართვი გასუფთავებული,გამოდის 120გრამი.
Multi-Tool რადი ინტერესა აგეწონა რია.
მოკლედ დღეს გადავწყვიტე წამეპესტკონტროლებინა ცოტა, ჩავდე ჩემი პატარა ჩანთაში, დავქოქე მანქანა და გავედი იმ ადგილას, სადაც ყვანჩალები მეგულებოდა, კერძოდ კი ორხევის ხიდების მიდამოში, რკინიგზასთან.
მივედი თუ არა ადგილზე მაშინვე მომხვდა ყურში მათი "გალობა", ერთ-ერთ ხეზე იჯდნენ ასე 5-6 ცალი.მანქანა ასე 35-40 მეტრში გავაჩერე, დავტენე ახალი ჩამოტანილი Predator Polymag, 8.02 gr დაუმიზნე მკერდის არეში, გასროლა და ყვანჩალა ქვასავით ჩამოვარდა. დანარჩენები აფრინდნენ, მაგრამ ვიცოდი რა, რომ ყვანჩალებს პანაშვიდებზე სიარული ევასებოდათ, გადავწყვიტე დავლოდებოდი.
მართლაც, არ გასულა 3-4 წუთი ჩხავილით მოფრინდა რამდენიმე ყვანჩალა სამძიმარზე. მეც მეტი რა მინდოდა. მორიგი ყვანჩალაა მიზანში. გასროლა, მოხვედრის ხმა, სამიზნე კი არც განძრეულა.... ვაააა, მეთქი რა ხდება.... გადის 3-4 წამი და ჩვენი ყვავო ნელ-ნელა დაიხარა, დაიხარა და ქვსავით დაეშვა ძირს. რო მივედი სანახავად უკვე გაღმა იყო გასული.
შევათვალიერე ხე და ვხედავ კიდე ერთი ზის, მაგრამ ხმას არ იღებს შათლახი, ჩუმათაა
მორიგი გასროლა და ესეც წინასავით გაშეშდა, (ეტყობა მაგარი შოკური ეფექტი აქვთ ამ ტყვიებს), 3-4 წამი იჯდა გაუნძრევლად და გადმოეშვა თავით. ესეც გასული იყო გაღმა, რომ ვნახე.
მოკლედ ბევრ აღწერას აღარ დავიწყებ, კიდე ორი მივაყოლე ამათ, საერთო ჯამში 5 ყვანჩალას გამოუწერე ბილეთი უკეთეს სამყაროში, მარა სურათი მხოლოდ სამისაა, ერთი ვერ ვიპოვე და ერთიც იმის მერე გავისტუმრე, როცა სურათი უკვე გადაღებული მქონდა და დამეზარა იმ სამთან მიწვენა და ხელახლა გადაღება.
მოკლედ ამ ტყვიების ძაან კმაყოფილი ვარ, მართლაც მაგარ შოკურ ეფექტს იძლევიან, მარა ნამეტანი ძვირებია. JSB-სთან შედარებით გაცილებით ძლიერი შოკური ეფექტი აქვთ.
თან ზუსტებიცაა, მოკლედ კარგი სანადირო ტყვიაა.
ხო, სიჩქარე სადღაც 255-260 მ/წმ.
http://pix.ge/
ეს პირველი ყვავო, ამას მერე დანარჩენებიც მიყვნენ
http://pix.ge/
http://pix.ge/
ერთ-ერთი რო შევათვალიერე ახლოდან, მუცელზე სისხლებთან ერთად ხორცის ნაგლეჯები ჰქონდა, ეტყობა ამ ტყვიებს კარგი ექსპანსიურობაც აქვთ.
ვა მალადეც მაგ პიშტოს. მაგარ ჯანზე ყოფილა დაგირაზგონებია სერიოზულად. გასროლები 15 გამოდის?
ბაიკერი
არა, გასროლები სადღაც 23-25 გამოდის, 238 მ/წმ-დან იწყება, მერე ადის მაქსიმუმზე 252 მ/წმ და მერე ისევ ჩამოდის 238-ზე. საერთო ჯამში 25 გასროლა.
მარა ეს სიჩქარეები მძიმე JSB-ით 10.34 გრ, ხოლო ეს პრედატორი 8 გრანია, შესაბამისად სადღაც 250 -260 მ/წმ დიაპაზონში ისვრის.
ვა მალადეც მაგას მეჩ გრეიდ ლულა აქვს და ეგ ხო იცი რასაც იზამს თQმაც არ უნდა
პოლიმაგი რულავს
ისე ყვანჩალებს მაგრა არ გაუმართლათ მაგ დღეს, კაი ნამუშევარია
ხოო 5 ცალი ყვავი სერიოზული ცოდვაა ერთი 50 კილოთი დამძიმდა კაცი
pilotina
მაგ ტყვიები ზუსტიცაა და საკაიფო დამსხვრევის უნარიც, პლიუს ჰიდრო დარტყმის ეფექტი და საერთო ჯამში მთელს ენერგიას გადასცემს მსხვერპლს... http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1002&view=findpost&p=29408მინი მიმოხილვა
pilotina
მალადეც კაი ნამუშევარია
ერთი უნდა შეგხვდე რა
ja_ja
userman
pilotina გლოცავ,სუფთა სნაიპერი ხარ რია . P.S. მაგრად გიხალისია . ეძახე შენ პატარა და ყვავებს კი აჩხავლებს მოკლედ,გილოცავ მაგ უდიდეს სიამოვნებას!
SCORPIONS
ისე გულში გაუარა ალბათ ან ხერხემალში თორე 4,5 მილიმეტრი მაინც ცოტაა რა ყვავისთივს თუ არა? რავიცი რავიცი
ბაიკერი
რაც არ ვიცი არ ვიტყვი მარა მაგარი კუშია 5 ყვავი. ყველაზე საზიზღარი ფრინველია. ბებიაჩემი სამშობიაროში მუშაობს და ადრე მიყვებოდა რომ ახალშობილს რომ ხედავდნენ ფანჯარას ნისკარტს ურტყავდნენო. წარმოიდგინე რამდენად პიდარასტი ჩიტია. ერთი ტ-90 მინდა მყავდეს და ფუგასებს ვესროდი სულ
მალადეც
სურათების დადებას მოერიდე თუ არადა სადმე დახურულში დადე არ არის უკანონიბის აფუშირება კეთილი საქმე
pilotina
სიმინდსა ვთოხნი და ვთოხნი... მაგარი საფარი უნდა მოვაწყოთ
geojorjika
pilotina
კანონიერი როდის იყო?
geojorjika
რავი, სავსეა ფორუმი ამგვარი თემებით, სურათებით და ვიდეოებით....
მავნებლებზე ნადირობა თუ არ შეიძლება, მაშინ ალბათ მათი გამრავლება შეიძლება და გავამრავლოთ და დიიიიდ წითელ წიგნშიც შევიყვანოთ...
pilotina
შეშამიოტს რატომ არ ხმარობ და არ ტესტავ?
დიდია ძაან, თრევა მეზარება
სცადე ისე ყვავზე?
ბაიკერი
აქეთი იმხელა ყვავებს ვჩითავ რო ინდაურის ხელა კვერცხები ექნება
userman
ვაა ჩემი ჯგუფი
ეს რა მაგარი ტყვიები ყოფილა, ვცდი აუცილებლად, ძაან დამაინტერესა.
pilotina
ხო მართლა სკვაზნოი გააკეთა თუ დარჩა შიგნით?
ბაიკერი
არა, სკვაზნოი არ გაუკეთებია, დარჩა.
ვაა. წეღან ვიდეო ვნახე 22იანი ესროლა კონდორით ციყვის და დარჩაო ტიპმა. იმენა მართლა სულ მიზნაზე გადააქვს ენერგია
pilotina
ძალიანა გთხოვ მეტალმაგი გამოცადე რა. მაგრა საინტერესოა, რამე თუ არავის გამოუცდია ჯერ.
მე ასე მგონია, რომ მაგ ტყვიას სკვაზნოი ექნება, ოღონდ დიამეტრზე პატარა.
Multi-Tool
pilotina
რასაც შენ ამათ მუსრს ავლებ, აშკარად არ გიყვარს ცაში კონკურენცია
gregory
Multi-Tool
ცოტა განვაახლოთ ეს თემა.
დღეს დილით გადავწყვიტე გამესეირნა ცოტა ყვავ-ყვანჩალების სამეფოში. კაი ბლომად შემხვდნენ. თან მქონდა crosman 1720.
სამი ყვანჩალის და ერთი კაჭკაჭის დადასტურებული ლიკვიდაცია. კიდე ორ ყვანჩალას და ერთ კაჭკაჭს ვერ ვადასტურებ, რადგან კი მოხვდათ 100%- ით, მაგრამ გაფრინდნენ და სად და როდის დაებერტყებიან ეგ არ ვიცი...
ტყვია Predator Polymag Short, 8.02 gr. სიჩქარე სადღაც 250 მ/წმ.
სურათზე რომელიცაა ეგ პირველი იყო, მანძილი 38 მეტრი, დანარჩენებს ვერ გადაუღე, ზოგი სხვის ეზოში ჩავარდა და ზოგიც არხის გადაღმა.
ეს კი, რო მოხვდა ეგრევე გადმოეშვა თავით, დაუმიზნე გულმკერდის არეში. მარა მიწამდე ვერ მოაღწია, ტოტებში გაიჭედა და კაი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ტოტიდან ჩამომეგდო. , ერთი შვიდჯერ ვესროლე ქვა, მანამ ჩამოვარდა. ( აშკარად თოფს უკეთ ვისვრი, ვიდრე ქვას )
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
pilotina
შურიანი არა ვარ, მარამ....
pilotina კარკუშასთვის არ მისვრია ჯერ,არ შემხვედრიან.ჩვენსკენ იშვიათი ფრინველია და
SCORPIONS
ისე, მავნებლებზეა თემა და, ტურებზე თუ უნადირია ვინმეს 177 კალიბრის მძიმე შეღწევადი ტყვიებით, თუ ამ კალიბრში აზრი არ აქვს? არადა ეს მავნებელი საკმაოდ მომრავლდა და მხოლოდ მეორე მავნებელი, მგელი თუ ავიწროებს მცირედ.
gigi30
აზრია რა აქვს მაგ კალიბრით.
gigi30
pilotina
თუ foxi-ზე ამბობ, შუბლში გარტყმისთანავე მოკვდა ეგ ტურა
მეც ეგრე მახსოვს,
უბრალოდ ჯერ ფეხში ესროლა და მერე რომ დაეწია შუბლში ესროლა , თუ სწორად მახსოვს
ნიკა
ვერსად ვნახე და აქვე გკითხავთ თუ შეიძლება. სულებზე მონადირეები რომაა მანდ რატო ვერ შევდივარ?
ნიკა
http://www.airgun.ge/forums/index.php?s=&showtopic=316&view=findpost&p=136069
pilotina
მადლობა. ეგ თემა კი ვნახე ადრე მაგრამ როგორც ჩანს ზევით არ ამისქროლია
gigi30
მავნებელია თუ არაა მავნებელი, ნადირობისას მთავარია , რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ "გამოურთო შუქები " ცხოველს . ამ კალიბრში სამწუხაროდ ეგ ვერ გამოვა, მითუმეტეს ტურაზე. ( საკმაოდ ჯივუჩია)
[quote name='gregory' date='23rd October 2015 - 07:24 PM' post=136580]
Sk-box
რავიცი, რავიცი, აი ფოქსმა კი დაადუღა საწყალი ტურიკო 30 მეტრში რემინგტონ ნიტროდან .177 კალიბრიანიდან...
ხუსტად შუბლში ქონდა მოხვედრილი
gregory
ვიცი ვიდეოც ნანახი მაქვს მეტსაც გეტყვი, მინახავს ღორი იმქვეყნათ გასტუმრებული 177-ით...
ნადირობისას ყოველთვის ვერ გათვლი რაა... 177-ით ყოველთვის ვერ შეაღწევს ან არასწორ ადგილას შეაღწევს და უნდა იტანჯოს ცხოველი მეტი არაფერი...
საკუთარი გამოცდილებით ვიცი, საშუალება თუ არის, უფრო განიერი და მძიმე უნდა ისროლო თორე 177 - ით სულ რო კუდში გაარტყა შეიძლება დაუჩირქდეს და ისე მოკვდეს
სადღაც წამიკითხავს, რომელიღაც კორეული თუ ჩინური მოდელია, რომელსაც ლეინერები ეცვლება სახრახნისის დახმარებით 4,5 და 5,5.
gigi30
ლეინერი რომელია?
1377 ითვის მარტო ლულა და ბოლტი გინდა რომ გადაიყვანო .22 ზე
დისკოსაც მსგავსი რკინის კოლოფი აქვს და შეიძლება იგივენაირად იყოს
იქნებ მორჩეთ ამ უკანონო თემებზე საუბარს , რომელიმეს ვორნი მოგენატრათ?
ყველანაირი უკანონო გადაკეთება რომელიც ცვლის იარაღის ნებისმიერ ტტმ-ს ისჯება კანონით
გასაგებია, უბრალოდ თეორიას განვიხილავთ
არავინ აპირებს კანონის დარღვევას(მე პირადად არა ).
koba1973
სრული წარმოდგენისთვის კარგი იქნებოდა თუ დაწერდი რა ტყვიას ხმარობ და რა მანძილზე ესვრი ზემოთ აღნიშნულებს.
Multi-Tool
koba1973
pilotina
როგორც ვხვდები "აქ"-ში თბილისი არ უგულისხმაი
ჰო, კაცმა თქვა სოფელში ვცხოვრობო.
koba1973
რაც შეეხება ტყვიას, გასაგებია, მაგრამ მანძილი მაინც უცნობი რჩება მკითხველისათვის.
ბევრს აქვს მაგ სიძლიერის თოფი და სავარაუდოთ ბევრს დააინტერესებს მანძილი იგივე ეფექტისათვის
იგივე ცხოველებზე.
50 მეტრზე დაადე თავში კარგად და ნახავთ როგორ ამოტრიალდება.
ზემოთაც დავწერე: ორი ონავარი იყო საქათმეში შეპარული მეუღლემ დამიძახა წამოვავლე თოფს ხელი. ამოვიღე ყუთიდან 2 ტყვია და გავიქეცი. თოფი 20 კალ. იჟ58. ტყვიები N1 ფირმა არ მახსოვს. პირველმა ცხოველმა დამინახა 10 მეტრის მანძილიდან თავით ჩემსკენ იყო მოტრიალებული, ვესროლე თავში და მოწყვეტით დაეცა, მეორე გავარდა მაგრამ საფანტი უფრო სწრაფი აღმოჩნდა და ხუთიოდე მეტრის მერე დაეწია. ჩემიდან მარცხნივ გარბოდა ამიტომ საფანტმა მარცხენა გვერდში უწია გვერდზე გადააგდო. პირველი წამოხტა და ბორძიკით გაიქცა მე კიდევ ტყვია არა მქონდა რომ მესროლა სანამ ავიღე თვალს მიეფარა და ვერ ვიპოვე. მეორე სადაც დაეცა იქიდან არ განძრეულა. იმის შემდეგ თავში აღარ ვესვრი.
ძაან სისულელეა თუ გგონიათ რომ ტურას,საშუალო ძაღლს 50 მეტრში 4,5 კალიბრი არ მოკლავს,ძაღლი ნანახი თუ გყავთ საერთოდ(ტურაც ეგეთია) ყურის უკანა მხარეს აქვს ტოჩკა,რბილი ნაწილი სადაც თავისუფლად გაიტანს და მივა ტვინამდე,პირდაპირ დამიზნნებითა მოკლავს შუბლშI რომ ესროლო.გააჩნია რა ტყვიას ესვრი.150 მეტრში ბოთლს სკვაზნოის უკეთებს და 50 მეტრი რაღაა,გოჭის თავის ქალისთვის მაქვს ნასროლი ჯსბ 10.34 და უკან გეხეთქა იმხელაზე გაიტანა
SVD
გინდ თხელკანიანი იყოს,რატო მმომივიდა ზედმეტი?
მე პირადად ჰაცანიდან 55 ნაბიჯში xxxxx xxxxx xxxxx diabolo fieldis 10.7 ტყვიით xxxxxxxx დამიზნებით ადგილზე მოწყდა
jeko 15
ეგეთი რამეები არ უნდა დაწერო ფორუმზე. სავაურადუდ ბანს მოგცემენ
ბაიკერი
მიღებულია შენიშვნა
რამოდენიმე ძველ ფოტოს დავდებ
მანძილი დაახლოებით 35 40 მეტრი
http://radikal.ru/big/7c929e70dc7b493abae3ccae1f2c418d
ჩასაფრებით ვინადირე
http://radikal.ru/big/2b341ccf2a054a7186458e59fe457c9b
userman
რაღაც არც ფოტო ჩანს და არც ვიდეო.
pilotina
კი, გაიხსნა, ხოო, ეგ ვიდეო ნანახი მქონია.
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services