თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ პლინქი (Plink) _ ჩვენი პლინკაობის ვიდეო/ფოტო

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Jun 1 2010, 01:54 AM

ეს განყოფილება საწყლად მარტოა.. ხოდა ცოტა გამპვაფხიზლოთ, ამ თემაში დავყაროთ მხოლოდ ჩვენი პლინკაობის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა
ესეც ვიდეო, ერთ ზამთრის უაზრო მოწყენილ დღეს

პოსტის ავტორი: sekurifa Jan 11 2013, 05:02 PM

ესეც ჩემი პლინკი smile.gif ასე ვერთობი ზღვაზე როცა მფრინავი ობიექტები არსად ჩანს smile.gif ვისვრი დამდგარი და ჩამუხლული ხელიდან რომ ნადირობის იმიტაცია არ დაირღვეს smile.gif


პოსტის ავტორი: ja_ja Jan 11 2013, 07:13 PM

sekurifa
შენა შემთხვევით FT-სთვის ხომ არ ემზადები smile.gif

პოსტის ავტორი: sekurifa Jan 11 2013, 07:23 PM

ციტატა(ja_ja @ 11th January 2013 - 08:13 PM) *
შენა შემთხვევით FT-სთვის ხომ არ ემზადები


რავა მაწყენს თუ? smile.gif მომზადებული შევხვდები შეჯიბრს.

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 11 2013, 07:37 PM

sekurifa

ციტატა(sekurifa @ 11th January 2013 - 08:23 PM) *
მომზადებული შევხვდები შეჯიბრს.

შენ კი იქნები მომზადებული ეს დანარჩენმა ვიკითხოთ, მხოლოდ ღიპების მოვლით რომ ვართ დაკავებული smile.gif

პოსტის ავტორი: CHICO30 Jan 11 2013, 08:28 PM

მე ესეიგი ინტენსიურად ვემზადები აბა? biggrin.gif კარგად ერთობი ზური ჯან biggrin.gif Fტ-ს ნაღდად არ გამოვაკლდები მეც.


1 საათში დინოზავრებზე მივდივარ ივერთუბანში.

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 11 2013, 08:37 PM

ციტატა(CHICO30 @ Jan 11 2013, 09:28 PM) *
მე ესეიგი ინტენსიურად ვემზადები აბა? biggrin.gif კარგად ერთობი ზური ჯან biggrin.gif Fტ-ს ნაღდად არ გამოვაკლდები მეც.


1 საათში დინოზავრებზე მივდივარ ივერთუბანში.


ესეთი ღია განცხადებების გაკეთებას მოერიდე

პოსტის ავტორი: CHICO30 Jan 11 2013, 08:42 PM

რა იყო ღია განცხადება? 1 საათში კურდღლის საჭმელად მივდივარ ივერთუბანში. რა იყო შინაურების ჭამა არ შეიძლება? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Dave Jan 11 2013, 08:43 PM

sekurifa

60 მეტრში რატო ვერ ამტვრევს ბოთლებს ერთ ტყვიაში ???

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 11 2013, 08:53 PM

CHICO30
ჭამა დააყოლე ხოლმე wink.gif


პოსტის ავტორი: sekurifa Jan 11 2013, 09:23 PM

ციტატა(Saint Dave @ 11th January 2013 - 09:43 PM) *
60 მეტრში რატო ვერ ამტვრევს ბოთლებს ერთ ტყვიაში ???

გვერძე გაკრა და აისხლიტა.

პოსტის ავტორი: nihontoman May 12 2014, 08:30 PM

გამოცოცხლდეს თემა ცოტა თორე დაიჟანგება მალე...


დღეს ვიპლინკავე მოკლე მარადიორით. ძალიან მოხიბლულები დავრჩით მე და ჩემი მეგობრები smile.gif




დისტანცია არ ვიცი, მანძილმზომი არ მაქვს. მარა ვიცი რომ შორია. ძალიან შორი. მეორე მხარეს აგდია წაქცეული ლიკანის ბოთლი, ოპტიკის სულ მთლად ძირი (წრესთან) დამჭირდა რომ მიმეწვდინა ტყვია. რამდენჯერმე გავარტყით კიდეც. biggrin.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო May 12 2014, 09:01 PM

მე მეგონა რამეს ვნახავდი მაგრამ მხოლოდ საუბარია smile.gif არც პლინკი ჩანს და არც ბოთლი, და მითუმეტეს არც ის ფაქტი რომ იმ ბოთლს მოარტყით smile.gif
ისე, ეგ რა ადგილია? ))

პოსტის ავტორი: nihontoman May 12 2014, 09:04 PM

ხ.მ.ე.ლ.ო

პლინკი ჩანს, მობილურზე თუ უყურებ არ გამოჩნდება ოღონდ. გეუბნები ძაააალიან შორია და თუ მთლიან ეკრანზე არ გაზარდე ვიდეო და შესაბამისი გაფართოება არ ჩართე (1080P) ისე ვერც დაინახავ, როგორ ეცემა ტყვია ბოთლის გვერდზე წყალში. biggrin.gif


ადგილი მარილიანი ტბააა, ლისის ზემოთ. ბეეეევრი გილზა ყრია ისე იმ ადგილას და აურაცხელი ბაყაყი დადის


პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო May 12 2014, 09:14 PM

უეჭველი მანდ თოფი არ ჩერდება, ალბად სულ ისვრიან biggrin.gif კაი დაჭაობებული ადგილია და ალბად იხვებზე ჩალიცობს ხალხი. ლისიდან შორს არის?

პ.ს. გაგიდებას ვაჭერ და არ დიდდება ფორმატი და დაჟე იუთუბს ვაჭერ და გვერდზე არც გადადის. რავი ალბად ცუდადაა დალინკული? (think)

პოსტის ავტორი: nihontoman May 12 2014, 09:16 PM

ხ.მ.ე.ლ.ო
pop-up ხომ არ გაქვს დაბლოკილი ბრაუზერში?

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო May 12 2014, 09:24 PM

ციტატა(nihontoman @ May 12 2014, 10:16 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
pop-up ხომ არ გაქვს დაბლოკილი ბრაუზერში?

არ ვიცი, სად ვიპოვო ეგ? სეთინგებში ვერ ვნახე biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika May 12 2014, 09:42 PM

სანადირო კი არა ჩაჯმული ტალახიანი ადგილია

პოსტის ავტორი: nihontoman May 12 2014, 09:44 PM

geojorjika
საპლინკაოა biggrin.gif

პოსტის ავტორი: foxi May 12 2014, 09:56 PM

ციტატა(giorgi @ 12th May 2014 - 10:42 PM) *
სანადირო კი არა ჩაჯმული ტალახიანი ადგილია


ასეთი კატეგორიული ჯორჯი, პიველად ვიხილე. 19.gif

რაც შეეხება ვიდეოს, ალბათ მსროლელებმა უფრო იხალისეთ ვიდრე ჩვენ,მნახველებმა.

პოსტის ავტორი: nihontoman May 12 2014, 09:59 PM

foxi
ნე ეგ ხო. მად აღმოვაჩინე რომ ჩემი მობილური ვიდეოს გადაღების დროს არ ზუმავს ხოდა...

პოსტის ავტორი: okela84 May 13 2014, 05:18 PM

ციტატა(nihontoman @ May 12 2014, 10:04 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო

პლინკი ჩანს, მობილურზე თუ უყურებ არ გამოჩნდება ოღონდ. გეუბნები ძაააალიან შორია და თუ მთლიან ეკრანზე არ გაზარდე ვიდეო და შესაბამისი გაფართოება არ ჩართე (1080P) ისე ვერც დაინახავ, როგორ ეცემა ტყვია ბოთლის გვერდზე წყალში. biggrin.gif


ადგილი მარილიანი ტბააა, ლისის ზემოთ. ბეეეევრი გილზა ყრია ისე იმ ადგილას და აურაცხელი ბაყაყი დადის


1080 -ზე ვნახე 40-ან ეკრანზე, მაგრამ მაინც ვერაფერი დავინახე

პოსტის ავტორი: nihontoman May 13 2014, 09:47 PM

ეეე, არადა ჩანს biggrin.gif ეხლახანს გადავამოწმე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო May 16 2014, 08:28 PM

ციტატა(nihontoman @ May 12 2014, 10:59 PM) *
foxi
ნე ეგ ხო. მად აღმოვაჩინე რომ ჩემი მობილური ვიდეოს გადაღების დროს არ ზუმავს ხოდა...



ისადა, აბა სცადე რასაც გეტყვი smile.gif
ღილაკს რომ დააწვები და ვიდეოს გაუშვებ გადასაღებად, ორი თითის ერთმანეთის საპირისპიროდ განზე გაწევით სცადე მოახლოვება, ანუ როგორც ფოტოებს ადიდებ ხოლმე, მაგდაგვარად. პასუხი შემატყობინე მოაახლოვებს თუ არა smile.gif


ნუ ეს, აქ რა დასაწერია, მაგრამ მაინც პლინკს ეხება, რადგან მაგ ტელეთი აპირებდი მაგ პლინკის გადაღებას biggrin.gif

პოსტის ავტორი: pilotina Jul 4 2015, 10:05 PM

მოკლედ ჩვენმა ფორუმმა ამ ბოლო დღეებში რაღაც მეტისმეტად მიიძინა. გადავწყვიტე ცოტა გამომეცოცხლებინა და წარმოგიდგენთ ჩემს გუშინდელ პლინკაობის ფოტო-ვიდეო მასალას.
ვიდეო რა თქმა უნდა გადაჭრილ-გადაწეპებულია, რადგან ისე უსაშველოდ დიდი გამოვიდა (27 წუთი), მე კი 3 წუთამდე დავიყვანე.
ფიშტო „Crosman 1720T", მანძილი 25 მეტრი, მომენტებში სუსტი ქარი, ტყვია JSB HEAVY, 10,34 gr.
ვესროდი ჯერ ასანთის ღერებს, მერე ჩვეულებრივ სამიზნეს. აი ბოლოს ბაღში ნაპოვნ გარგარს და ჩემს დალეულ ლუდის ბოთლს, Predator Polymag 8 gr. ვესროლე, მაინტერესებდა რა ეფექტს მოახდენდა გარგარზე ექსპანსიური ტყვია. შედეგი სურათზეა.



ეს სამიზნეები

http://pix.ge/

http://pix.ge/

ესეც ის, რაც დარჩა გარგარისგან პოლიმაგ პრედატორის მოხვედრის მერე

http://pix.ge/


პოსტის ავტორი: ikaaa Jul 4 2015, 10:22 PM

მშვენიერიუს smile.gif ისე 8,44 გრეინიანი jsb-ები არ გიცდია?

ჩემი დისკო მაგეებს ისვრის ყველაზე კარგად.

პოსტის ავტორი: maqsimusa Jul 4 2015, 10:32 PM

pilotina
მესიამოვნა ნამდვილად, ამ ვიდეოს ყურება.
მადლობა, გაიხარე, დისტანცია გაზარდე და მარაუდერი ჩართე საქმეში, biggrin.gif.
პირადათ მე მაგ ფიშტო უფრო მაინტერესებს smile.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jul 4 2015, 10:39 PM

pilotina პრივეტ.

25 მეტრზე მართლა მაგარია!!! smile.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool Jul 4 2015, 11:23 PM

:
აუ რა ლამაზად ჯდება ერთიმანეთში, თვალი ვერ მოვწყვიტე.
სტანოკიდან ისროდი?

პოსტის ავტორი: pilotina Jul 4 2015, 11:34 PM

Multi-Tool

ციტატა(gabrichidzegocha @ 5th July 2015 - 12:23 AM) *
სტანოკიდან ისროდი?


yes.gif yes.gif


პოსტის ავტორი: nihontoman Jul 5 2015, 07:03 PM

pilotina
კაი რამეა. მადლობა პოსტისათვის smile.gif

ეხლა ითხვა - მაგ თოფს კლიპი აქვს თუ ქარხნულად ერთ ტყვიიანია?

პოსტის ავტორი: pilotina Jul 6 2015, 01:42 PM

nihontoman

ქარხნულად ერთტყვიიანია

პოსტის ავტორი: SVD Feb 12 2016, 03:15 PM

მას შემდეგ რაც ჩემი ოპტიკა გაფუჭდა და ტყუილა მიდევს ჩემი ფიშტო,ძმაკაცს გამოვართვი იჯ38 და ვერთობოდი ხოლმე.დღეს არ ვიცოდი რა მეკეთებინა და წავიპლინკავესავით,აი სურათები.ხო დისტანცია 27 ნაბიჯი სადაც კარდონზეა ნასროლი და ვარდივით გაფურჩქნილი ტყვია რომ არის იქ 20 ნაბიჯია.







აი ამაზე მაქვს საუბარი,იჯ 38 მაქ 20 ნაბიჯში 10,34 გრანიან ტყვიას რა უქნა ნასროლია ამავე ჭუთზე ოღონდ რკინის ნაჭერი იყო შიგნით მაინტერესებდა ტყვიის დაფორმავია

აუუ ბოდიში დამავიწყდა სურათი დიდი ზომით დავდე

პოსტის ავტორი: userman Feb 12 2016, 04:47 PM

ძალა კარგი ჰქონია . სიზუსტე არა . ნარეზები გაწმინდე და მერე სინჯე სიზუსტეზე.

პოსტის ავტორი: SVD Feb 12 2016, 04:49 PM

ციტატა(userman @ Feb 12 2016, 05:47 PM) *
ძალა კარგი ჰქონია . სიზუსტე არა . ნარეზები გაწმინდე და მერე სინჯე სიზუსტეზე.

სიზუსტეზე არ გამიმახვილებია ყურადღება ეგრევე ვისროდი ლიჟბი მომერტყა,ისე საკმაოს ზუსტია და ძალაც აქვს ერტი ის არის რომ ვიდი აქ საშინელი კონდახი არ აქვს(რაც მხარზე უნდა მიიბჯინო) აბრეზივით არის და ჭირს სროლა დაყრდნობის გარეშე

პოსტის ავტორი: SVD Feb 26 2016, 01:25 PM

ესეც ჩემი დღევანდელი





აი იქით მეორე განათების ბოძი რომ არის ხესთან მანდ იდო სამიზნე,სადღაც 35 მეტრიიქნება რა

პ.ს. 800X600 მივეცი pix.ge ზე და იმედია პროსტინა არარის

პოსტის ავტორი: pilotina Apr 7 2016, 01:52 AM

გუშინ მომიწია ასვლა ფაზენდაზე და ხელს Condor-ი გავაყოლე, ახალი შეძენილი JSB King Heavy MK II , 33,95 გრ. ტყვიებზე გავანოლებ თქო ბარემ და თან ცოტას წავიპლინკავებ მეთქი. ეს MK II ჩვეულებრივი King Heavy-საგან იმით განსხვავდება, რომ უფრო ვიწრო კაბა აქვს და 6-7 მ/წმ-ით მეტი სიჩქარე მომცა. სიზუსტითაც უფრო მომეწონა.

ამ პირველ ვიდეოზე განოლების პროცესია ასე ვთქვათ smile.gif , ვიდეოს ხარისხზე აქაც და შემდეგ ვიდეოებზე ბოდიში. მიუხედავად იმისა, რომ HD-ში ვიღებდი, ვერა და ვერ დავამუღამე კამერის ისე დამონტაჟება, რომ ბადეც და სამიზნეც ფოკუსში იყოს. თუ ვინმემ იცით როგორ, მირჩიეთ. თან ციფრულ ზუმზე გადავიდა კამერა და ამანაც გაუფუჭა ხარისხი. მანძილი 50 მეტრი, ქარი საკმაოდ ძლიერი.



ეს მეორე და მესამე ვიდეო, ასე ვთქვათ სამიზნე ჩემი პოზიციიდან ( აქ უკვე პლინკისთვის ვემზადებოდი, მანძილი 100 მეტრი, ოპტიკის ზუმი 16X, სამიძზნეები: ცივი ყავის ქილები, ლუდი Corona-ს ცარიელი ბოთლები (აბა სავსეს ხომ არ ვესროდი biggrin.gif ) და 12 კალიბრის ცარიელი გილზები. )







და ბოლოს თავად პლინკის ვიდეო. ამ ვიდეოს ბოლოს ვერ გავიგე, გილზა კი შეაქანა კარგად, მაგრამ არ წააქცია, მე ვფიქრობ ტყვიამ ძაან ახლოს გაუარა და მაგიტომ შექანდა, თორე ოდნავაც რომ შეხებოდა გააფრენდა რამდენიმე მეტრზე.



ეს თავიდან ორი ტყვია ქაღალდის სამიძნეს ვესროლე, რომ დამიზნების წერტილი გადამემოწმებინა ოპტიკის ბადეზე.

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 7 2016, 08:11 AM

pilotina

ციტატა(pilotina @ 7th April 2016 - 02:52 AM) *
მე ვფიქრობ ტყვიამ ძაან ახლოს გაუარა და მაგიტომ შექანდა

ვსმისლე ტურბულენცია გამოიწვია?

და იქნებ ენერგია ბევრი აქვს და ნასკვოზ გაუარა, ნატყვიარები აქვს თუ არა?

პოსტის ავტორი: pilotina Apr 7 2016, 10:27 AM

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 7th April 2016 - 09:11 AM) *
ვსმისლე ტურბულენცია გამოიწვია?

და იქნებ ენერგია ბევრი აქვს და ნასკვოზ გაუარა, ნატყვიარები აქვს თუ არა?


არა, ნატყვიარები აღარ შემიმოწმებია,
ხო, რაღაც ტურბულენტობის მაგვარი. ენერგია კი, გიყვარდეს იმხელა აქვს 100 მეტრზე ( 64 J ლულასთან, მაგ მანძილზე 35 J ) , რომ ДСП დაასკვაზნიაკა, მარა პლასტმასის გილზა იმდენად მსუბუქია, რომ შეხებოდა ტყვია გააფრენდა ბებიაჩემთან. biggrin.gif

პოსტის ავტორი: okela84 Apr 7 2016, 10:38 AM

ციტატა(pilotina @ 7th April 2016 - 02:52 AM) *
ამ ვიდეოს ბოლოს ვერ გავიგე, გილზა კი შეაქანა კარგად, მაგრამ არ წააქცია

კი მეც მასე ვფიქრობ, 2-3 მილიმეტრიან ან უფრო მცირე აცილებას საკმარისი ჰაერის ტალღა ექნება საიმისოდ, რომ ეგ მსუბუქი გილზა შეაქანაოს.

ja_ja
ციტატა(ja_ja @ 7th April 2016 - 09:11 AM) *
და იქნებ ენერგია ბევრი აქვს და ნასკვოზ გაუარა, ნატყვიარები აქვს თუ არა?

სკვაზნოის შემთხვევაში გილზის ორივე კედელს სულ მცირე რამოდენიმე ჯოულის შთანთქმა მაინც მოუწევს და ეს უკვე მაგ მსუბუქი გილზისთვის მართლა იმხელა ენერგიაა რო მართლა პილოტინას ბებოსთან გაისროლოს biggrin.gif

პოსტის ავტორი: datka25 Apr 7 2016, 12:45 PM

pilotina
მაგარი ფიშტო გაქვს, კიდე ერთხელ დავრწმუნდი wink.gif

ციტატა(pilotina @ 7th April 2016 - 11:27 AM) *
პლასტმასის გილზა იმდენად მსუბუქია, რომ შეხებოდა ტყვია გააფრენდა ბებიაჩემთან. biggrin.gif


ეგ უეჭველია, რაც მაგაზე მისვირა, გინდა ახლოდან, გინდა შორიდან სულ მიფრინავდნენ, ოღონდ ერთი განსხვავებით, პაპაჩემთან biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 8 2016, 08:07 AM

okela84

ციტატა(aleqsandre @ 7th April 2016 - 11:38 AM) *
რო მართლა პილოტინას ბებოსთან გაისროლოს

რას ერჩით ამ პატიოსანი კაცის ბებიას biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: giga2010 Feb 24 2018, 08:45 PM

დღეს ცოტა გავისეირნე და პატარა ვიდეოსაც დავდებ. მანძილი 94 მეტრი. ვესროდი რაღაც აეროზოლის ბოთლს. საყრდენი მანქანის კარები
https://radikal.ru/video/cqXaUB3mA0b

პოსტის ავტორი: aleqsa Feb 24 2018, 09:14 PM

giga2010

საღოლ გიგა!!! smile.gif მაგარია
და ეგ ახალი თოფით თუ ძველი ნპ ით???

პოსტის ავტორი: giga2010 Feb 24 2018, 09:34 PM

ციტატა(aleqsa @ Feb 24 2018, 10:14 PM) *
giga2010

საღოლ გიგა!!! smile.gif მაგარია
და ეგ ახალი თოფით თუ ძველი ნპ ით???

ძველი ნპ-ა, სხვა ლულით. 30 სანტიმეტრია

პოსტის ავტორი: sekurifa Feb 24 2018, 10:07 PM

ციტატა(giga2010 @ 24th February 2018 - 10:34 PM) *
ძველი ნპ-ა, სხვა ლულით. 30 სანტიმეტრია


მაგ ზომის ლულისთვის ხოშიანი დისტანციაა)) კარგად ართმევს თავს ხოიცი

ისადა. ჩოკითაა თუ უჩოკო?

პოსტის ავტორი: giga2010 Feb 24 2018, 10:36 PM

ჩოკის გარეშეა

პოსტის ავტორი: mamukaaa Feb 25 2018, 06:11 PM

მაგარია.მართლა არ მოველოდი თუ ნპ-ს მაგდენი შეეძლო.
რა მაინტერესებს,ძველი ნპ და ახალში რამე განსხვავებაა?

პოსტის ავტორი: gregory Feb 25 2018, 06:46 PM

ციტატა(mamukaaa @ 25th February 2018 - 07:11 PM) *
,ძველი ნპ და ახალში რამე განსხვავებაა?

mamukaaa
ეგენი ძველი და ახალი არ არსებობს.
უბრალოდ გიგას 2 ცალი აქვს და პირველი(გადაკეთებული) - ძველია, მეორე - ახალი smile.gif


პოსტის ავტორი: ბაიკერი Feb 25 2018, 07:55 PM

giga2010
რა სიჩქარით ისვრის რა წონას?

და რა ლულა აყენია

პოსტის ავტორი: giga2010 Feb 25 2018, 08:43 PM

რა ვიდეოც მე დავდე, ეს გ ანსხვავებული მოდიფიკაცია.

პოსტის ავტორი: giga2010 Feb 25 2018, 09:19 PM

ეს პირველი ჯგუფია 50 მეტრზე
https://radikal.ru/video/YNF0nwCDWXG
ეს მეორე 50 მეტრი
https://radikal.ru/video/2cyP2XWUYDQ

პოსტის ავტორი: giga2010 Feb 25 2018, 09:41 PM

ეს 70 მეტრი
https://radikal.ru/video/jLuiNrlsV6Z
70 მეტრზე შედეგი ესეთი მივიღე
https://radikal.ru

პოსტის ავტორი: giga2010 Feb 25 2018, 09:53 PM

ეს 50 მეტრის შედეგები. 50 მეტრი და 70 მეტრის დისტანციაზე საყრედი იყო მანქანის კარები, რაზეც დამეთანხმებით რომ კარგი საყრდენი არ არის
https://radikal.ru/video/useq3aw8L2k

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 25 2018, 10:51 PM

გიგაჯან ჩემის აზრით მიზანში სროლისთვის ოპტიკის ჯერადობა არ გყოფნის, მაგით ჯგუფებზე სროლა და თან ასე მოძრავი საზრდენით თუ ხელიდან.....

ანუ მიზანშI სროლის შედეგები ეგრე არ იზომება, ხოლო თუ იმას ზომავ რამდენად შესძლებ საველე პირობებში მიზანშI მოხვედრას ეგ უკვე სხვა თემაა

პოსტის ავტორი: giga2010 Feb 26 2018, 12:30 AM

ციტატა(ja_ja @ Feb 25 2018, 11:51 PM) *
გიგაჯან ჩემის აზრით მიზანში სროლისთვის ოპტიკის ჯერადობა არ გყოფნის, მაგით ჯგუფებზე სროლა და თან ასე მოძრავი საზრდენით თუ ხელიდან.....

ანუ მიზანშI სროლის შედეგები ეგრე არ იზომება, ხოლო თუ იმას ზომავ რამდენად შესძლებ საველე პირობებში მიზანშI მოხვედრას ეგ უკვე სხვა თემაა

მართალი ბრძანდებით, როგორც ყოველთვისsmile.gif ამ ღამეს მოვარგებ ცოტა ნორმალურ ოპტიკას და მოვსინჯავ ჯგუფებს. ისევე ვერ ვარეგულირებ სიჩქარეს, ანუ პლატოს. ბოდიშს გიხდით ფორუმელებო, რომ ვერ ვამონტაჟებ ვიდეოს ნორმალურად, იმედია გამოვასწორებ.

პოსტის ავტორი: name Apr 18 2018, 04:25 PM

ესეგი მეგობრებო დღეს წავიპლინკავე სახლიდან, მოხდა ისე რო აგურზე ნასროლი ტყვია პირდაპირ სახლში დამიბრუნდა კუხნაშივე!!! მანძილი 32 ან მეტი ნუ 30 მეტრზე ნაკლები არაა თუ არა მეტიც,

ვიდეო გადაუღე მეტი თვალსაჩინოებისთვის, ესეც ვიდეო



ესეც კუხნაში შემოვარდნილი ტყვია, დანარჩენი თქვენ შეაფასეთ, ჯერ ესეთი რამ მე პირადად არ მომსვლია ის კი არა, ახლოდანაც მისვრია 10 მეტრაში , მაგრამ უკან არ დაბრუნებულა


ესეც მოხვედრის ადგილი


პოსტის ავტორი: name Apr 18 2018, 04:41 PM


პოსტის ავტორი: gregory Apr 18 2018, 04:50 PM

2 ნაწილი შემოფრინდა?
მდაა. 30 მეტრზე უკურიკოშეტი, თანაც აგურიდან?!
აშკარად გადასახედია უსაფრთხოების სტანდარტები.

ისა და.... ვინმე ამ დროს მოპირდაპირე კორპუსიდანაც ხომ არ "პლინკაობდა" შემთხვევით?!

პოსტის ავტორი: name Apr 18 2018, 05:06 PM

მხილოდ ორი ნაწილი შემოვარდა,არა რას ამობ, არავინ პლინკაობდა ეგ კიარა უბანში არავსი აქვს პნევმატული როგორც ვიცი, და რომც ეპლინკავა, რანაირად უნდა შემოვარდნილიყო, გასროლა და შემოვარდნა ერთი იყო თითქმის,

სურათზე წითელი აგურის კვალიც ეტყობა ტყვიას, აქ საეჭვი აღაერაფერია მეტი თვალსაჩინოებისთვის ვიდეოც და სურათიც დავდე, ტყვიებიც ჩანს

ამიტო დავდე ეს ყველაფერი საკვირველი როა,

პ.ს
ჯიესბის სახელს უტეხავ მგონია biggrin.gif მოკლედ ასეა თუ ისე ფაქტია ფაქტია, სიბრთხილე ყოპილა საჭირო, მპირადად არსდროს მიფიქრია მსგავსზე, რადგან არსდროს მქონია პრაქტიკაში 10მეტრიდან გინდაც 5 მეტრიდანაც და რავი ასე რომ, ყველაფერი ხდება

შეილბა დაუჯერებლად ჩანს ვიგაცისთვის მაგრამ ასეა

პოსტის ავტორი: okela84 Apr 18 2018, 06:38 PM

ასეთ პირობებში შესაძლოა მილიარდი ცდა არ გეყოს რო იგივე გაიმეორო.
ამ ვიდეოში დიდი ალბათობით სამხედრო Full metal jacket-ს ისვრის, ან რა გონგი იყო ამისთანა 100-200 მეტრში 50 კალიბრის ანტიმატერიალმა რო ვერ გაიარა

პ.ს
უსაფთხოების წესებსაც არ არღვევს.



მოკლედ ყველას მეტი სიფთხილისკენ მოგიწოდებთ. 20-30 ჯოულიანი პნევმატიკის მფლობელები ნებისმიერ ადგილას სროლისას, მიზნის აცილების შემთხვევაში, ტყვიამ თქვენთვის უხილავი მიმართულებით არუნდა გააგრძელოს ფრენა, განსაკუთრებით სახიფათო ზონა კი დაახლოებით 150 მეტრამდეა 11-01 საათის მიმართულებით. ამ ზონაში არის მოქცეული დაბალგრადუსიანი რეკოშეტები რომლებსაც ენერგიის დანაკარგი მინიმალური აქვთ.

ასევე რეკოშეტის გარეშე პნევმატურ ტყვიას 150 მეტრის დასაფარად 2 წამამდე დრო სჭირდება რაც იმას ნიშნავს რომ შორ მანძილებზე სროლისას დამიზნება-გასროლიდან მიზნამდე დაახლოებით 2 წამია და ამ დროში შესაძლოა შეიცვალოს სიტოაცია. გაითვალისწინეთ რომ მაგალითად მორბენალ ადამიანს 2 წამში 15-20 მეტრის დაფარვა შეუძლია.

პოსტის ავტორი: temo-777 Apr 18 2018, 09:43 PM

იჟ-38 მახსოვს ვისროლე ადრე ოთახში, სადღაც 7 მეტრი იქნებოდა ალბათ(აღარ მახოსვს რას ვესოლე ) და პირდაპირ შუბლში მომხვდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: chicho Apr 19 2018, 10:38 AM

ოკელ დამასწარი მეც ეგ ვიდეო უნდა დამელინკა, მაგარი მაგალითია ყველასთვის ბარეტის რიკაშეტი ამხელა მანძილიდან, ვინ წარმოიდგენდა, დარწმუნებული ვარ 99% რომ ეგ ტიპი თუ გადარჩა აღარასდროს გაისვრის

პოსტის ავტორი: koba1973 Apr 19 2018, 10:59 AM

okela84

ციტატა(aleqsandre @ 18th April 2018 - 07:38 PM) *
ასეთ პირობებში შესაძლოა მილიარდი ცდა არ გეყოს რო იგივე გაიმეორო.

იგივეს გამეორების ალბათობა თითქმის ნულია, თუმცა სახიფათო რიკოშეტები საკმაოდ ხშირია.
ერთხელ 5.45 აისხლიტა ბეტონის ოთხკუთხა ბოძმა, 50 მეტრში ვესროდი ელ.ენერგიის გადამცემი ხაზის გაუქმებულ ბოძზე დაკიდულ სამიზნეს და ასხლეტილი ტყვია დავინახე, სადღაც მეტრზე ჩამიწუილა თავთან. ალბათ დიდი სიჩქარე არ ქონდა თორემ ვერ დავინახავდი.
მეორედ 7.62x39 fmj ვესროლე რელსს იგივე მანძილში და ბეწვზე გადავრჩი. ტყვია ვერ დავინახე, მაგრამ ძალზე ახლოს ჩამიწუილა.

პოსტის ავტორი: okela84 Apr 19 2018, 11:09 PM

koba1973
ჰო FMJ ძალიან იშვითად ფრაგმენტება და მაგნუმ კალიბრები 200 გრეინის ზემოთ უკან რო დააბრუნოს 50-60 მ/წ-თაც უკვე საშიშია სიცოცხლისთვის

პოსტის ავტორი: okela84 Apr 19 2018, 11:16 PM

ციტატა(chicho @ Apr 19 2018, 11:38 AM) *
ოკელ დამასწარი მეც ეგ ვიდეო უნდა დამელინკა, მაგარი მაგალითია ყველასთვის ბარეტის რიკაშეტი ამხელა მანძილიდან, ვინ წარმოიდგენდა, დარწმუნებული ვარ 99% რომ ეგ ტიპი თუ გადარჩა აღარასდროს გაისვრის

ეგ ტიპი გადარჩენილია, 2-3 სანტიმეტრით ასცდა თავს 500-600 გრეინიანი ტყვია.

ნუ პნევმატურის უკან დაბრუნებული ტყვია სიცოცხლისთვის საშიში არაა მაგრამ, ვინც ხშირად ისვით ბალისტიკური სათვალე გამოიყენეთ აუცილებლად




პოსტის ავტორი: sekurifa Apr 20 2018, 09:05 AM

მეც მქონდა ეგეთი მარცხი ბავშვობისას. 10 მეტრში იჟ38 ით ვესროდი პლასმასის ქილას მაშინდელ კალპაჩოკებს. ერთი მომიბრუნდა და მარჯვენა თვალის ქუთუთოზე მომხვდა. კანი გამიხეთქა და სისხლი წამოვიდა. 2სმ აცდა თვალს. დიდხანს ვიშუშებდი ჭრილობას.

მერე კარგახანს მედგა ეგ მომენტი თვალწინ და სულ იმას წარმოვიდგენდი თვალში როგორ მხვდებოდა ტყვია და ვბრმავდებოდი. ახლაც რომ ვიხსენებ მიხარია რომ საღი თვალი შემრჩა.

პოსტის ავტორი: NRG Apr 20 2018, 04:16 PM

youtube-ზე bullet ricochet-ის მილიონი ვიდეო დევს აი ისეთი სკალპებს რო აძრობს დიდი ტყვიები და სასწაულად ყველა სიკვდილს გადარჩა, პირველი ალბად სხვა ყველაფერ უსაბრთხოების დეტალებთან უპირველესი იქნება ის, რომ არ უნდა ვესროლოთ პირდაპირ ბრტყელ სამიზნეს უნდა იყოს დახრილი კონკრეტული გრადუსით რადგან ტყვია წავიდეს მიწაში და ჯანდაბამდეც გზა ქონია :) რიკოშეტები არც ისე იშვიათია ყველას გვექნება 2-3 ჯერ მაინც

პოსტის ავტორი: chicho Apr 20 2018, 10:00 PM

ციტატა(NRG @ Apr 20 2018, 05:16 PM) *
ტყვია წავიდეს მიწაში და ჯანდაბამდეც გზა ქონია


კაკრაზ ჩერეზ მიწა წამოვიდა ბარეტის ტყვია თუარ ვცდები


ციტატა(NRG @ Apr 20 2018, 05:16 PM) *
ტყვია წავიდეს მიწაში და ჯანდაბამდეც გზა ქონია


კაკრაზ ჩერეზ მიწა წამოვიდა ბარეტის ტყვია თუარ ვცდები

პოსტის ავტორი: okela84 Apr 20 2018, 10:15 PM

NRG
პირიქით, რაც უფრო პირდაპირია შეჯახება, მით უფრო მეტ ენერგიას კარგავს ტყვია და შესაბამისად ყველაზე უსაფთხოდ პირდაპირი ანუ 90 გრადუსიანი წინაღობა ითვლება. და აქ ნაგულისხმებია ზოგადი უსაფთხოება და არა მხოლოდ მსროლელის.

პოსტის ავტორი: NRG Apr 21 2018, 10:17 AM

okela84
ერთერთი მსროლელი ტიტანის ფირფიტას ესვრის 45 გრადუსიანი ახრილობით ხოლო მეორე ვიდეოში იგივე ფირფიტას ესვრის 90 გრადუსზე და ამ დროს უკვე საგულდაგულოდ ემალება რიკოშეტს წინ ბერკეტები და თავზე ჩაფხუტი და ოპერატორსაც სადღაც მალავს იმის გამო, რომ იცის წინასწარ 90 გრადუსიანი კუთხე საშიშია. ლინკს ვერ ვდებ ტელეფონით უტუბზეა edwin sarkissian - ის მსხვილკალიბრიანი პლინკაობები smile.gif

პოსტის ავტორი: koba1973 Apr 21 2018, 06:52 PM

NRG
მოხვედრის და არეკვლის კუთხე ერთმანეთის ტოლია. მაგიტომ ემალება. ჩემს შემთხვევაშიც 90 გრადუსით მოხვდა ორივეჯერ. რა თქმა უნდა ენერგიის დიდი ნაწილი დაკარგა ტყვიამ, მაგრამ იმდენი დარჩა რომ მომხვედროდა არა მგონია აქ დამეპოსტა მაგ ამბავზე.

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services