ჩვენთან ამ ფორუმზე, საკმაოდ არიან ენთუზიაზმით განმსჭვალული ეარგანერები. ძირითადი ნაწილი პნევმო მონადირეა (ან უნდა რომ მონადირე იყოს), პესტ კონტროლზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია - ამოწყვიტეს რაც ყვავი იყო ამ საქართველოში ცოტას თუ აინტერესებს სპორტული სროლა. ნუ ეს ყველაფერი პრინციპში მოსალოდნელია - ცოცხალი არსებების ხოცვა გაცილებიტ უფრო აზარტულია და სასიამოვნო, ვიდრე შორს დაკიდებულ რაღაც ქაღალდზე დირკების კეთება - მაგისათვის დირაკოლიც არსებობს ვერაფერი შეედრება იმ აღმატებულების, სიდიადის განცდას, რაც ადამიანს დაუცველი არსების მოკვლა ანიჭებს. (მონადირეთა და პესტ კონტროლერთა საყურადღებოდ: ნუ დამხვრიტავთ, ეს ისე, ვკაიფობ ჩემთვის )
თურმე რამდენ რამეში შეიძლება გამოვიყენოთ პნევმატური სათამაშოები... თუმცა ერთი რამ გვავიწყდება - პლინკი. დიახ, პლინკი. ზოგიერთმა შეიძლება არც იცოდეს რას ნიშნავს ეს პლინკი, იმიტომ რომ უცხოური სიტყვაა და ახალბედას არც მოეთხოვება მისი ცოდნა. ამიტომაც ავხსნი, თუ რა არის პლინკი და ამ მიზნებისათვის, თქვენის ნებართვით მოვიშველიებ ვიკიპედიის სიბრძნეს:
პლინკინგი- აღნიშნავს არაოფიციალურ მიზანში სროლას, სადაც სამიზნე შეიძლება იყოს სხვადასხვა არატრადიციული ობიექტი, როგორებიცაა კონსერვის ქილები, მინის ბოთლები, ჩამოყრილი გირჩები, კვერცხი, პომიდორი - ფაქტიურად ყველაფერი, თუ კანონს არ დაარღვევთ.... სიტყვა პლინკი ასახავს ტყვიის ხმას, რომელიც მეტალის ობიექტზე (კონსერვის ქილა) შეჯახებისას გამოიცემა.
პლინკი ყველანაირი ტიპის და კალიბრის იარაღით შეიძლება, იქნება ეს პნევმატური 4.5მმ თუ 50 კალიბრიანი ბარეტი დიახ, ხალხი ბარეტითაც პლინკაობს, თუმცა ეს ბედნიერ ამერიკაში ხდება, ჩვენთან ასეთი იარაღის ქონაც კი დანაშაულია
თემას აღარ გადავუხვევ და ავღნიშნავ, რომ პლინქისათვის ძირითადად გამოიყენება ეგრეთწოდებული გეკო .22 LR ან პნევმატური იარაღები. მიზეზი ამისი მარტივია - პლინკი რაც უფრო იაფი ჯდება, მით უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებს პლინკერს, გეკოს და პნევმატიკას კი სიიაფეში ვერაფერი შეედრება (თუმცა აქ, გურჯისტანში, გეკოთი პლინკი მაინც ძვირი დაჯდება...). ამასთან, პნევმატური იარაღი გაცილებით უსაფრთხოა მისი ბალისტიკური მაჩვენებლების გამო, შესაბამისად პნევმატურით პლინკიც უსაფრთხოა, რაც უპირველსი უნდა იყოს მსგავსი სახის გართობის დროს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პლინკისთვის სასურველია ისეთი ფიშტოები, რომელიც არ დაღლის მსროლელს. ჰიპერ-მაგნუმ ზ.დ.პ.-ები ამ შემთხვევაში ცუდი კანდიდატია საპლინკაო ფიშტიოებისათვის, რადგან მათ გადატენვას საკმაოდ დიდი ძალა სჭირდება და ამის რამდენჯერმე გაკეთება პლინკით მიღებულ სიამოვნებას უცბად გაანულებს სასურველია "უბრალოდ მაგნუმ" კლასის ზ.დ.პ.-ები, რომლებსაც აწერია სადღაც 300მ/წ სიჩქარე ან უფრო სუსტები. პცპ-ც კარგია, მითუმეტეს თუ ნასოსით დატენვა არ გიწევს კომპრესიული და მულტიკომპრესიულებიც მშვენიერი საპლინკაო ფიშტოებია, თუმცა მულტიკომპრესიულის შემთხვევაში, პლინკი თქვენს შეუმჩნევლად ონანიზმში გადადის და მალევე აღმოაჩენთ, რომ ხელებზე კუნთების ჰიპერტროფია გეწყებათ ერთი ორი სიტყვა ცო2 ფიშტოებზე - ყველაზე კარგია პლინკისათვის, თუმცა ყველაზე ძვირადღირებულიც. ბალონები მალე ტავდება და სროლაც გაცილებიტ ბევრი ხდება როცა არაფრის გადატენვა და გადმოტენვა არ გჭირდება.
რაში მდგომარეობს პლინკის მომხიბვლელობა?
ფასი - უკვე აღინიშნა, რომ პლინკინგი შეიძლება ნებისმიერი ტიპის იარაღით განხორციელდეს, შესაბამისად ხარჯებიც ძალიან დაბალია.
თავისუფლება - პლინკერს ვერავინ და ვერაფერი ვერ დაუდგენს წესებს სროლასთან დაკავშირებით, მის არჩევანზე და შესძლებლობებზეა დამოკიდებული რას გაისვრის, რა მანძილზე გაისვრის, რა იქნება სამიზნე და ა.შ.
გართობა - პლინკი ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული საშუალებაა. პლინკით შეუძლია დაკავდეს მთელს ოჯახს, ვერავინ იტყვის უარს ესროლოს მინის ბოთლს ან კონსერვის თუნუქის ყუთს.
პლინკის უკეთ გასაგებად, შეძლებისდაგვარად განვავრცობ თვითოეულ შემადგენელს...
ფასი - პნევმატური იარაღის ტყვიები საკმაოდ იაფი ღირს. დაწყებული ნაგავი თურქული ენცე (თუ რაც ქვია) და დამტავრებული ხარისხიანი და გამოცდილი JSB, H&N და Crosman-ის ტყვიებით.
ყველაზე იაფები რაღა თქმა უნდა თურქული ნაგავი ღირს. თუმცა, მიუხედავად პლინკის ბუნებისა, მე მაინც არ გირჩევდით თქვენი თოფი და პირველ რიგში საკუთარი თავი გაიმეტოთ ამ ტყვიებისათვის. ზ.დ.პ.-ების მფლობელებს განსაკუთრებით არ ვურჩევ მათს გამოყენებას, რადგან ეს ტყვიები არ უზრუნველყოფს ჰერმეტულობას ლულაში. მათი კაბები დეფორმირებულია, ზოგს საერთოდ არ აქვს კაბა და ზოგიერთი საერთოდ სიგრძეზეა გახვრეტილი. დიახ, დირკები ადევს თავში რომელიც კაბისკენ გადის და ფაქტიურად არაა ჰერმეტული. ზ.დ.პ.-ში ასეთი ტყვიის ჩადებით რისკავთ რომ გახეთქოთ მანჟეტი შუაზე, გატეხოთ ზამბარა და თუ არ გაგიმართლათ, დააზიანოთ დგუში და კომპრესორის კამერა. სიზუსტეზე კი საერთოდ არაფერს ვამბობ..... მოკლედ ქაქია და არ გაეკაროთ
შემდეგ მოდის რაღაც გაუგებარი ტყვიების კატეგორია ოზიტაი, რომელიც მაკვირვებს და გულს მწყვეტს ერთდროულად. ტყვიები მშვენივრადაა ფორმირებული, თუმცა მსუბუქებია ძაან და ზუსტებიც არაა. პრინციპში ამ ტყვიები ჩადება კიდევ შეიძლება ზ.დ.პ.-ში, სულ რომ არაფერი, ჰერმეტულია. თუმცა, შემხვედრია ოპზიტაის რამდენიმე კოლოფი, რომლებიც დიამეტრში დიდი და პატარები იყო. ნუ პლინკისათვის ყველაზე მინიმუმია....
ამის შემდეგ მოდის კიდევ ერთი გაუგებარი კატეგორია - ჰაცანის ტყვიები, რომლებიც საკმაოდ ძვირები რირს, თითქმის კროსმანის და ჯსბ-ს ფასი და ამ დროს რავი, არაა ისეთი რაც უნდა იყოს. ერთ-ერთი მათგანის, "ტორპედოს" განხილვა ამჟამად პორტალზეც არის და შეგიძლიატ წაიკითხოტ დაწვრილებით. თუმცა დასკვნას მოკლედ აქვე გეტყვით - არ ღირს მაგ ტყვიების ყიდვა. აი 5-6 ლარი რომ ღირდეს კოლოფი, კიდევ შეიძლება თუმცა ახლა, როცა ერთი კოლოფი 30 ლარი ღირს....
მივადექით ნორმალურ ტყვიებს. პრინციპში ეს ნორმალური ტყვიები უკვე საუკეთესო ტყვიებია, ამაზე უკეთესები არც არსებობს. კროსმან პრემიერები, ჯსბ ეკზაკტები და გერმანული ტყვიები საუკეთესოებია რაც მსოფლიო ბაზარზე არსებობს და ქართველებსაც წილად გვხვდა ბედნიერება გამოვიყენოთ ისინი. შეიძლება იფიქროთ, პლინკისათვის საუკეთესო ტყვიები რატომ ავირჩიოო, მარა მერწმუნეთ - რაც უფრო ზუსტად ისვრის ფიშტო, მით უფრო სასიამოვნოა პლინკი და თვითო გასროლა რომ 5 თეთრი ღირს სადღაც, ეგეც კი გავიწყდება კაცს
თავისუფლება - არანაირი შეზღუდვები! მთავარია დაიცვათ კანონი და უსაფრთხოების ზომები, დანარჩენი კი მხოლოდ ფანტაზიით თუ შეიზღუდება. შეგიძლიათ ესროლოთ ყველაფერს და ყველგან. ეზოში, აივნიდან (უსაფრთხოების წესების დაცვით), სოფელში სადაც გინდათ. ესროლეთ რასაც გინდათ - აქაც მხოლოდ კანონი, უსაფრთხოების ზომები და ფანტაზია გზღუდავთ. აი მაგალითიც:
მიხვდით ალბათ რაზეცაა საუბარი
გართობა - გართობა რომ უმაღლეს დონეზეა, მგონი ამას ახსნაც არ უნდა. რა სჯობია რაღაცის დამსხვრევას, გატეხვას, გაჩვრეტას და ა.შ. უყურეთ და დატკბით:
ნუ მგონი საკმარისია და მიხვდით რაზეა საუბარი
პლინკი კარგია, თუმცა არის ერთი აუცილებელი პროცედურა, რაც პლინკს უნდა მოყვეს - დასუფთავება. პატივისცემით უნდა მოვეპყრათ ბუნებას და ჩვენი დამსხვრეული ბოთლები და თუნუქის ქილები ადგილზევე არ უნდა დავყაროთ. აუცილებელია დალაგება. მიბაძეთ ამათ:
დააიკვირდით, ის რასაც ესვრიან, პარკში უდევთ, რომ შემდგომ აკურატნად აიღონ და წესის მიხედვიტ გადაყარონ ნაგავში!!!
პლინკი ამავდროულად მიგაჩვევთ იარაღს და 50 მეტრზე ქაღალდზე უკეთესი შედეგების მიღებაშიც დაგეხმარებათ (ვისაც გაინტერესებთ). პლინკი შესანიშნავი გზაა ასწავლოთ ბავშვებს სროლა ხალისიანად და შედარებით უსაფრთხოდ.
მოკლედ კაი რამეა ეს პლინკი და ნერვები მეშლება, რომ პლინკის თემაში კაციშვილი არ პოსტავს, ბოლო პოსტი დენიკინის დროსაა დადებული და ისიც პლინკს საერთოდ არ ეხება. იაქტიურეთ ხალხო, დარწმუნებული ვარ უმეტესი თქვენგანი პნევმოსთან ურთიერთობის 90 %-ს პლინკში ატარებთ. არ მოგერიდოთ დაწერეთ ვის როგორ გევასებათ და რანაირად.
ბედნიერ პლინკს გისურვებთ და გახსოვდეთ - დაიცავით უსაფრთხოების წესები, არ დაანაგვიანოთ ბუნება და მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სიამოვნება.
მაგარია nihontoman
ძალიან ჩამოყალიბებული სტატიაა. მომეწონა!
განსაკუთრებით მომეწონა პლინკის განმარტება, ნამდვილად გეთანხმები.
nihontoman
ოო აი რესპექტ შენ ჩამგა, კარგი სტატიაა
nihontoman
ძალიან კარგად დაწერე! საღოლ!
100% ვეთანხმები ყველაფერს!
მაგალითად, გრიგოლიჩს საერთოდ არ უყვარს ქაღალდზე სროლა: უინტერესოა მისთვის, არაფერი ვარდება, არაფერი ხმაურობს, ეფექტი - 0. მხოლოდ ოპტიკის გასასწორებლად ისვრის ქაღალდში. მგონი გასაგებიცაა რატომ: დღეს 11 წელი შეუსრულდა
ძალიან უყვარს ჩინურ მაღაზიაში 50 თეთრად ნაყიდი რეზინის სათამაშოების(ციყვი, კუ, ნიანგი,ქათამი და ასშ) ხოცვა. ჯერ ერთი საკმაოდ გამძლეებია( ტყვია კი ხვრიტავს თავისუფლად, მაგრამ რეზინის რომაა ნახვრეტი ისევ იკუმშება), მეორეც ლამაზად ვარდებიან მოხვედრის შემდეგ, მესამეც ნამსხვრევები არ აქვს და ასალაგებელიც არაფერი რჩება, მეოთხეც ცხოველების უზარმაზარი არჩევანია
ეს რეზინის სათამაშოები, დისტანციიდან გამომდინარე, სხვადსხვა ზომის შეიძლება შეიძინო: დაწყებული 1-2 სმ-დან, დამთავრებული 15 სმ-თი.
პლინკი ნადირობის ჟინსაც კლავს და კარგ სროლასაც ასწავლის კაცს!
Jah
მოუხდა რა ამ კაცს თავისი მოვალეობების შეხსენება
gregory
gregory
მეც ვულოცავ გრიგოლიჩს
nihontoman
მშვენივრადაა ჩამოყალიბებული ყველაფერი, ძალიან კარგი თემაა
gregory
ვაა ვულოცავ პატარა სნაიპერს დიიდი ბიჭი გაიზარდოს
nihontoman
აბა ბოტიაო ესაო ისაო, ნახე რავარი მისცა
gregory
გილოცავ შვილის დაბ. დღეს. მიულოცე ჩემგან
nihontoman
კარგი თემაა, მაგრამ ის ემცე ები საპლინკაოდ ნორმალურია ფასიდან გამომდინარე რა, 20-20 ნაბიჯზე ბოთლებზე წავა რა, მე მქონდა უბრალოდ ლულას ანაგვიანებს და საზიზღრობაა რა. აი იჟ-38 ზე კი მისწრებაა ჯგუფებსაც კი აკეთებს :დ
gregory
გრიგოლიჩს ვულოცავ, დიდი ბიჭი გაიზარდოს
ყველას - მადლობა შექებისათვის. იმედია ეს თემა ასევე არ ჩამთავრდება და დაემატება ფორუმელების პლინკ ვიდეოები და სურათები.
პ.ს. საპლინკაოდ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1014 ტყვიები მისწრებაა მოკლე მანძილზე,პახოდუ იაფიცაა
cz80
ბოტი ვარ, ხელოვნური ინტელექტით....
ReMiNgToN
ნორმალური კი არა, უვარგისია ნებისმიერი მიზნებისათვის!!! მაგ ტყვიის გადადნობა ვცადე და ნახევარი დაიწვა....
cz80
ეგ ჰაცანი 200 ცალი ღირს 5 ლარი (200 არაა თან, უფრო 160-170-ია, დავითვალე) ხოდა მარტივი მათემტიკით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დიდად არ განსხვავდება მსუბუქი ჯსბ-ს ფასისაგან. ეგ ჰაცანის 500 ცალი ტყვია ჯდება დაახლოებით 15 ლარი. მე მაგალიტად მირჩევნია ლულის გასვრას დავამატო ეგ 2 ლარიც და ჯსბ ვისროლო.....
კარგათ არი ჩამოყალიბებული პლინკის მნიშვნელობა მომეწონა მალადეც გრიგოლიჩს მილოცვა
ყველასგან გადავეცი მილოცვა, მადლობა
ეხლა ნუღარ გავუოფებთ ამ კაცს ამ პატიოსან თემას
ის კი მახსოვს ბექა აპირებდა ციყვების კეთებას საპლინკაოდ და მოკვდა ეს ამბავი?
იდეალური საპლინკაო ფიშტო ჩემთვის
http://talks.guns.ru/forummessage/96/774894.html
ესეც გრიგოლიჩის საპლინკაო ობიექტები(ხალისისათვის)
http://pix.ge/
კარგია რომ ეს თემა გამოაცოცხლე თუ გააცოცხლე,nihontoman. ჩემთვის პირადად ეგ პლინკაობა,ტლინკაობის ტოლფასია.
მიზეზი? ელემენტარულად დროის ფუჭი ხარჯვა. პლინკით ძირითადად კავდება მოზარდი თაობა და ნაკლებ ბიუჯეტიანი იარაღის მფლობელთა ურიცხვი არმია. რაც შეეხება შენს მოსაზრებას ფრინველ ცხოველთა უაზრო ხოცვაზე,გეთანხმები სრულიად.
Jah
+1111111
იმდენს პლინკაობს ეს ხალხი, ვერც ხვდება
geojorjika
შენი ფიშტოც კარგია პლინკისათვის. რა ჯობია შორ მანძილზე რაღაცის მიმტვრევას?
foxi
არც არავინ ამბობს რომ პლინკი დიდი სარგებლის მომტანია დროის ხარჯვააა, სასიამოვნოდ ხარჯვა
cz80
სადმე თუ ნახო, მეც მითხარი
თორემ ჩემთან ყვავის ჭაჭანება არ არის.
gregory
ციყვების თემა ახლაც არის შეჯიბრებების განყოფილებაში. თანხის აგროვებაა საჭირო თორემ მასალა მგონი ნაშოვნია და დევს
დამოკიდებულია ადამიანზე რისგან იღებს სიამუვნებას, თუ ერთისთვის, შემჩნევა, მიპარვა, სანადირო ობიექტის მიზანში ამოღება სუნთქვის შეკვრა სასხლეტის გამოკვრა და მონადირებისგან გამოწვეული სიხარულია, მეორისათვის წყნარად ჯდომა და სხვადასხვა საგნებზე სროლა, მანძილების გაზრდა, ჯგუფების კეთება ქაღალდზე და ასე შემდეგ არის სიხარულის მომგვრელი, ეს ყველაფერი დაიყვანება ერთ მარტივ რამეზე დროის სასიამუვნოდ გატარება, თორე ახლა ნადირობის სარგებელს რაც შეეხება ოჯახებს არავინ არ ვკვებავთ ნანადირევით
Der Rote Baron
მერე ხო გაასწორა? ხანდახან ეგ უფრო სიამოვნების მომგვრელია, ვიდრე სხვანაირი სროლა...
nihontoman
ვაა ნიხო წერა დაიწყე? თან პატარა წინადადების და აბზაცის კი არა და ჩამოყალიბებული სტატიის... ვააა დას ისტ ფანტასტიშ!
ჯერ ნიჰონტოს შევაქებ და მერე იმას ვიტყვი, რომ არცერთი ჩვენთაგანი არ ვართ პროფესიონალი მონადირე, რომელსაც გათვლილი და დათვლილი აქვს ყოველი გასროლა და ოჯახს არჩენს ნადირობით, ყველა ჩვენთაგანი აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ გვიყვარს სროლა და თან ბევრი. მაგიტომაც ავირჩიეთ პნევმატიკა, იაფია და შედარებით უსაფრთხო. სპორტია ნადირობაც, პლინკაობაც და ქაღალდზე სროლაც, მე სამივეს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ და დიდ სიამოვნებასაც ვიღებ და გიოს თქმისა არ იყოს პლინკს ნაკლებად ხარისხიანი ტყვიები არ უხდება.
ეს სხვაგან დადო ნორიკამ, მარა იმ განყოფილებას არ ეკუთვნოდა, ამიტომ გადმომაქვს აქ. საკმაოდ საინტერესო ვიდეოა - ნახევრადავტომატური პლინკი შორ დისტანციებზე
მე ძაან მომხობლა ამ ვიდეომ
რას ამბობ, ვიდეო მომწონს არ ნიშნავს რო FX მიჩვენია
მოკლედ ამ სტატისტიკას წავაწყდი ამერიკელ აირგანელებთან
http://pix.ge/
ჩვენ კი რაღაც უაზროდ ვართ მაგრად(დაჟე ტირში ვეღარ წავსულვართ)
gregory
მდა http://yoursmileys.ru/t-want.php?page=
26- მაისი გადავაგორო და მერე ჩემი ზურგი თქვენს მომსახურებაში იხილეთ მაგ აღმართზე
ბრწყინვალეა, მინდა
http://smajliki.ru/smilie-460119591.html
http://smajliki.ru/smilie-1230439911.htmlhttp://smajliki.ru/smilie-1194825255.html
ja_ja
ალპინისტობა არ უნდა მაგ საქმეს. ერთხელ მაინც დამიძახე. თან თოფსაც გამოცდებს ჩაუტარებ. ჩემი თოფი მინდა გავტესტო და გავასწორო ისე როგორც მე მინდა.
giga_st
აბიჟაეშ გიგა, შიგ სასტავში ვარ. შენც ქენი რაცხა თორე ისე დაცხა რა ავა იქ 5 ლიტრიანით
დიდი სიამუვნებით, ჩვენ სხვა გეგმებიც გვაქვს ხო არ დაგავიწყდა ? მითუმეტეს სხვა ძალიან ბევრ დადებით თვისებებთან ერთად კიდევ ერთი აღმოვაჩინე ფეხით ბოდიალი გყვარებია
მდაა, მეთქი აქ სიარულის მოყვარულები არ არიან მეთქი და თურმე აქ რა ხდება
NRG
კაი 100 მეტრი იქნება? რა ფიშტოა, ოპტიკა და ტყვიები?
NRG
მალადეც, 115 მეტრი კაი მანძილია.
nihontoman
115 მეტრამდეა, ფიშტო კრუგერი კროსმანის კოლოფზე და ტყვია კროსმან პრემიერი 0.51 გრამი
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services