მივესალმე ფორუმს.
რამოდენიმე დღეა რაც ჩვენმა ერთმა თანაფორუმელმა დამითმო თოფი სახელწოდებით BSA buccaneer se.177. მას მადლობა მინდა გადავუხადო, გაიხარე!!!
თოფი საჭიროებდა დეკონსერვაციას, რადგანაც უხვად ქონდა ზეთი თითქმის ყველა დეტალზე. მეც არ დავიზარე და მთლიანად დავშალე, კარგად გავასუფთავე და საჭირო დეტალებზეც სილინიკონიც წავუსვი.
რაც შეეხება თოფს და მის ტექნიკურ მახასიათებლებს. თოფის წონა 3,5კგ-ა. სიგრძე 93სმ. კონდახი ხეა და მასზე გადაკრულია რეზინი. დატენვის მექნიზმი-- ბოლტი. რეზერვუარის მოცულობა 153კბ. მჭიდში თავსდება 10ტყვია. თოფი რედუქტორის გარეშეა და ცოტაოდენი რეგულირების შემდეგ მივიღე 60 გასროლა ჯსბ 0,67 ტყვიებით და ყველაზე დაბალი სიჩქარე მომცა 265მ/წ, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 280მ/წ. რამდენიმე გაქრონვის შემდეგ თოფს თითქმის იდეალური პლატო აქვს სიჩქარეების 190 ბარიდან 120-მდე. ამ წნევაზე მაქვს 45 გასროლა
275 მ/წ-ით(+-3მ/წ).
თოფის შესამჩნევი უარყოფითი დეტალი სასხლეტია, იმედია რამეს მოვიფიქრებ და მოვიყვან ჭკუაზე
ლულა 47სმ-ია და მასზე დატანილია გრავირება რომ ცივად ნაჭედია, ლულის არხები იდეალური.
ეს ცოტაოდენი ფოტოები
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
ეს ლულის ფასკა
https://radikal.ru
მოუცლელობის გამო სულ რამოდენიმე ჯგუფი გავაკეთე და საკმაოდ სასიამოვნო შედეგი მივიღე. მანძილი 18მეტრი. ტყვია ჯსბ0,67. სიჩქარე 275-278მ/წ საყრდენი მაგიდა და ბალიშები
https://radikal.ru
შავი წრის დიამეტრი 6მმ-ია
გილოცავ გიგა, სუ იქსებში და ათიანებში.
აბა ველით უფრო შორ მანძილებზე პირველად შედეგებს.
ვიცოდი კარგი იქნებოდა მომილოცავს. სულ 10იანებში
"ბსა" ელეგანტურობა და სილამაზე. ანუ თუ სწორად გავიგე "საკუთრებაში გადმოგეცათ"? თუ ასეა, გილოცავ. სხვა სამყაროში იწყებ მოგზაურობას-კლასიკური კონდახი/ნაჭედი ლულა.. ერთი ეს არის, რომ ეს პატარა რეზერვურები რა ჯანდაბაა. ზამბარიანი მჭიდი აქვს? ზევიდან დახურულია კოლოფი და ერთეული გასროლებისთვის ცალკე მჭიდი აქვს? ამ დეტალებს იმიტომ გეკითხები, რომ ეს "ზამბარიანი" მჭიდები ტყვიის კაბის ბოლოებს ატყობს მაინც თავის კვალს და ვვარაუდობ, რომ სროლის შედეგებზე ახდენს გავლენას. "გაიხაროს" "ჰატსანმა" მჭიდის სისტემისთვის.
გილოცავ გიგ, მე მომწონს ეგ იარაღი, თან ინგლისშია დამზადებული
პირამიდზე ფასდაკლება ეხლა სხვათაშორის და 300$ ღირს, კარგი ვარიანტია ჩამოსატანად.
geojorjika
მადლობა!!! თოფი კარგად მოვირგე, ქაღალდზე სასროლად ბევრად მარტივია
30 მეტრის შედეგებს გაგაცნობთ. დიდად ვერ მოვახერხე კარგი გასროლა გამეკეთებინა, შეზღუდული ვიყავი დროის განმავლობაში. ვერ ჩავუჯექი ისე როგორც საჭიროა. თუმცა მე შედეგებით გაკვირვებული დავრჩი. მოკლედ ტყვია ჯსბ 0,67. სიჩქარე 275მ/წ. საყრდენი მაგიდა და ბალიშები. ესეც ერთი დატენვით გაკეთებული ჯგუფები. აგერ ფოტოები
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
მოგილოცო გიგა დაითრიე კლასიკური თოფი?
შრაუდერი ან მოდერი არ აქვს?
საინტერესო იქნებოდა ლულაში გატარებული ტყვიის ნახვა როგორ ანაბეჭდს ტოვებს ნარეზი.
NRG
კი აკაკი. არ აქვს შრაუდერი და კაი ხმითაც აბრახუნებს. ლულა ცოტა უხერხული მოსახსნელია, თუ კოლოფს არ მოხსნი, ვერც ლულას გამოიღებ. რომ დავშლი გასაწმენდად აუცილებლად გავატარებ ტყვიას შომპოლით და გაჩვენებთ
giga2010
მაშ გილოცავ, მიზანს არ აგეცდინოს მეგობარო
NRG
მადლობა
გილოცავ გიგა, მშვიდობაში და სიხარულში! გაემართლებინოს შენი იმედები.
pilotina
თქვენის თამადობით, ყველას მადლობა.
vexam
MonSoon
გეთანხმები, რომ მითითებული აქვს 230ბარი, მაგრამ მე მაინც 200ბარზე დავტენე და კარგი 50გასროლა მომცა, რაც ჩემთვის საკმარისი
vexam
.......................................
მშვიდობაში გიგა, მოგილოცავ ძმაო, უკეთესი და უკეთესის შეძენაში
gela
გაიხარე გელა. მადლობა
ვინმეს შეუძლია დამეხმაროს ტვისტის მოძიებაში 4,5 კალიბრში? სხვადასხვა მონაცემებია და ვერ გავერკვიე. ერთი ესეთი რამ ვნახე
LW 1:17,7
BSA 1:19 (may be also hatsan at44 ??? )
Crosman recent barrel blank .22 1:15.5"
Crosman old model 180 .22 1:15.5"
Crosman recent barrel blank .177 1:15.5"
Career Infinity .22 1:15.5"
HW recent blank from MAC1 .22 1:16"
FX Cyclone .22 (LW) 1:17.5"
BAM .22 1:18"
Sheridan C9 Rocker .20 1:12.25"
Sam Yang 909 .45 1:20 (published)
AA MPR .177 1:17.75
Steyr .177 has different twist rate for different power.
1:18,75 ... LP
1:17,75.....MP
1:15,75.....HP
Steyr LG110 .177 (24J) barrel has 1 twist in 15 1/2 In. Thanks GS.
Gamo CFX (Older metal trigger model) 1:25 (17" barrel)
Weihrauch HW30MK2 1:15 (15.5" barrel)
Weihrauch HW77K 1:15 (14.5" barrel)
giga2010
გიგა lw 1:17.7 არის ერთი ბრუნი 17 ინჩიო. ანუ 44.96 სმ. ანუ 450 მმ გამოდის ტვისტი.
Bsa 1:19 გამოდის 480 მმ ტვისტი. პირველად ვახე ამდენი.
Crosman recent barrel blank .22 1:15.5" გამოდის 39.4 სმ ანუ 400 მმ ტვისტი.
იტოკში 25.4 ზე გაამრავლე.
მე ეს ვნახე
the 1:16 twist was adopted in 1905 by BSA and hasn’t really changed.
აგერ კიდევ. ეს კი საიტია სადაც ვნახე.https://www.gatewaytoairguns.org/GTA/index.php?topic=117383.0
I paste info from 2014
TX200 1:17",
HW97 1:15.5" ,
Rapid Mk 1 1:14",
Steyr 110ft 1:17" ,
HW100 1:16",
CZ (S200) 1:18.5",
BSA 1:18.5",
Steyr barley twist 1:15.5"
HW50 1:16"
giga2010
ამ ჩამონათვალმა დამაფიქრა, გამოდის სხვადასხვა მოდელის ვაირაუხებს და შტეიერებს სხვადასხვა ტვისტი ქონიათ დაარა ერთი რაიმე სტანდარტული!!!
aleqsa
ალექს, დანამდვილებით არვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ჩამონათვალი
ბსა_ს მივწერე ტვისტზე, ოფიციალურ საიტზე. საინტერესოა რას მოგვწერს.
MonSoon
გიო კალიბრიც და მოდელიც მიუთითე?
giga2010
კი. აი ესე. bsa buccaner se .177
MonSoon
გაიხარე გიო. მადლობა
MonSoon
გიო, პასუხი ხომ არ მოგსვლია ტვისტზე, რომ მიწერე
giga2010
არა, არ მოუწერიათ. შაბათს მივწერე.
ვინმემ მითარგმნეთ რა, იქნება არასწორი და გაუმართავი ტექსტი მივწერე.
ტექსტი არის შემდეგი რომელიც მივწერე.
ვარ ამა და ამ იარაღის მფლობელი, თუ შეიძლება მითხარით ამ იარაღის ლულის ტვისტი.
პმ მომწერეთ თუ სურვილი გექნებათ და გავუმეორებ.
მივწერე ამ საიტზე http://bsaguns.co.uk/contact/
მარცხენა იმეილზე enquiries@bsaguns.com
MonSoon
კარგი გიო, თუ ვინმე გამოგეხმაურო ხო კარგი
გიო ეს როგორ გაქვს მითითებული
Artemis P10 ვერ ვიპოვე გრაფა სად უნდა ჩავწერო ჩემი ფიშტო
giga2010
კაბინეტში ან პირად მონაცემებში რო შეხვალ, მარცხნივ ჩამოთვლილებში იპოვე ხელმოწერის რედაქტირება. შემდეგ უკვე გამოტანილ დიდ უჯრაში ჩაწერ.
MonSoon
გაიხარე. მადლობა
როგორც იქნა მოიწერეს. დავაკოპირებ.
Good morning,
Thank you for the email.
I have spoken to the gunsmith and it is “ 1 turn in 19 Inches “
მოკლედ ტვისტი ჰქონია 1:19. მმ_ში გამოდის 482 მმ. რო დავამრგვალოთ ალბათ 480.
MonSoon
მადლობა გიო. გაიხარე.
მე პირიქით მოკლე ტვისტი მეგონა. ანუ გამოდის რომ წესით მაღალი სიჩქარე უნდა მოუხდეს?
გამოდის, რომ არ უნდა"აწყინოს". თუმცა, საწყისად, ზემაღალი ენერგეტიკისთვის არამგონია იყოს გამიზნული. მწარმოებლის გვერდზე, ყველაზე მძლავრი ეგზემპლიარი 300მ/წმ-ზე ეწერა, თუ სწორად მახსოვს და ძირითადად ნაკლები ძალიას მოდელები იყო. თუ ჯოულებში იყო 30 მაქსიმუმ, რაღაც ამ ფარგლებში.
რარც "ცუდად" უტრიალებ მგონი და წინა "ფიშტოებივით" "გადაგდება" თუ დაუპირე წინადადების განსახილველად რიგში პირველი ვარ.. )
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services