მოგესალმებით ყველას და წარმოგიდნენთ ერთ - ერთ, საინტერესო პცპ იარაღს, ესპანური წარმოების, სახელად Cometa lynx.
თოფი არის რედუქტორიანი, ქარხნულად . რაც ყველაზე საინტერესოა არის ძალიან ზუსტი .
ვისროლე 50 მ დიტანციაზე . ყველაზე კარგი შედეგი მომცა ბარაკუდამ და ბარაკუდა ჰანტერმა .
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თოფი აკეთებს ძალიან მაგარ შედეგებს . 15 მმ-ს არ სცდება ჯგუფი. რამდენჯერმე გავაკეთე 7 მმ-ც ,
გეტყვით იმასაც , რომ სასხლეტი აქვს ძალიან არაპროგნოზირებადი და მაგარი . ეს ალბად გამოსწორდება . ბევრი , რომ არ გავაგრძელო ჯაჯას ხელი უნდა რა .
როგორც გითხარით დისტანცია 50 მ , ტყვია- ბარაკუდა 0.69 გრამი . ტყვიის საწყისი სიჩქარე 270 მ/წმ.
რეზერვუარი აქვს 480 მილილიტრიანი.
200 დან 100 ბარამდე აქვს 100 გასროლა , მაგრამ რატომღაც მე უფრო მეტ გასროლებს მოველოდი . თუმცა არც ესაა ცოტა .
თოფზე დგას carl zeiss 6-24x50 ოპტიკა .
მთლიანად თოფი ( ოპტიკიანად ) არის 4.5 კგ.
ერთ ტყვიიანი კლიპი აქვს , თუმცა შესაძლებელია უკეთესი კლიპის გამოწერაც.
თოფიც და ოპტიკაც წარმოადგენს ჩვენი თანაფორუმელის NRG -ის საკუთრებას , რომელმაც მთხოვა მისი გატესტვა .
მე მომეწონა . დღეს მეტი ვერ მოვასწარი. ხვალ უფრო შორ მანძილებზე დავტესტავ.
მემგონი ცუდ ფურცელზე ესვრი, ან ახლო კადრით ესე ჩანს. ნახლეჩები ეტყობა რაც ხელის შემშლელია რეალური ზომის დადგენის. ცოტა სქელი ალბათ კარგი იქნება.
5-5 ტყვია არის ხო ნასროლი ???
შედეგები მართლაც ძალიან კარგია.
მადლობა userman წელიწადზე მეტია მინდოდა ამ თოფის სრული გამოცდა და ვერ ვახერხებდი.
ეს თოფი ჯაჯასთან ნამყოფია უკვე, რაღაც-რუღაცეები გაუკეთა და კიდევ მოდერში იჩალიჩა თავისი კეთილი ნებით და საერთოდ მიადუნა თოფი ამის გამო უღრმესი მადლობა ჯაჯა ერთხელ კიდევ მომიწევს შენთან მოსვლა სასხლეტის ხარვეზებზე.
MonSoon
10 ტყვიანი ჯგუფებია 50 მეტრზე?
giga2010
კი
მალადეც თოფსაც და მსროლელსაც
10 ტყვია, 50 მეტრი და 7 მილიმეტრიანი ჯგუფი? მართლა მალადეც.
giga2010
NRG
userman
ლულა რისი უყენია ?? თავისი კომეტასი თუ სხვა ბრენდისაა ??
MonSoon
თავისია, მწარმოებელს აღნიშნული აქვს ცივი ჭედური მეთოდით არის დამზადებული ლულებიო
NRG
ვახ.
ჩემზე მცოდნეები კი შეაფასებენ შედეგს მარა ჩემთვის ძააან მაგარი შედეგია.
(Y) (Y)
NRG
რეზერვუარზე შენ კი მითხარი 480-იანიაო , რაზედაც მე ეჭვი არ გამჩენია , მარა ინფოებში ზოგან 290 წერია , ზოგან 400 .
ხოოდა ავდექი და გავზომე :
გარეთა დიამეტრია 5 სმ.
სიგრძე 30 სმ.
მოცულობა იქნება 5 X 30 X 3.14 X 2.5 X 2.5 = 588.75 სანდიმეტრკუბი. ანუ შიდა მოცულობა კი იქნება არანაკლებ 480 კუბიკისა .
რის დამტკიცებაც მინდოდა.
კაი ზუსტი რამე ჩანს, სასხლეტის უკანაც მინიმუმ 20-30%-ნი პროგრესი იმალება
userman
290 იანი აქვს V5-ს და 480 V10-ს თუ სწორად მახსოვს
მე რა რეზერვუარიც მიყენია, არის დიამეტრში 52მმ და სიგრძეში 295მმ. მოცულობა მითითებული აქვს 380. ისე არ აქვს თავად რეზერვუარს წარწერა?
სასწრაფოდ ბილობილი... გადავამოწმე საიტზე რეზერვუარი აქვს 400 cc და.ეს 480 აზრზე არა ვარ საიდან გავაძრე ბოდიშით ხოლო V5-ებს აქვთ 200 cc (ვახ არადა აშკარად სხვა ციფრები ქონდა შარშან)
მალადეც მაგ თოფს რა, მართლაც გასაოცარი შედეგია რბილად რომ ვთქვათ.
შტეერები და ფეინვერკბაუები გვერდზე დგანან და ნერვულად ეწევიან !
MonSoon
NRG
userman
ამ დილით ვესროლე 60 მეტრზე თითქმის იგივე შედეგი მომცა , სამწუხაროდ ტყვიები გამითავდა . კი მქონდა ბარაკუდა მატჩი და ბარაკუდა ჰანტერი , მაგრამ 60 მეტრზე ისეთი შედეგები არ მომცეს , როგორც ბარაკუდამ .
არადა სანადიროდ გასვლას ვაპირებდი , თუმცა ჰანტერი და მატჩი კი წავა სანადიროდ .
თოფიც მშვენიერია და ოპტიკაც მაგრად მუშაობს
NRG
სალამი მეგობარო. როგორც წავიკითხე ზედა პოსტები, რეზერვუარი ქონია თქვენს თოფს 400. რედუქტორი რამდენზე აყენია და რა სიგრძის ლულაა აქვს, ხომ ვერ მეტყვი?
giga2010
გამარჯობა გიგა, კი 400 იანი აქვს რეზერვუარი, ლულა აქვს 47 სმ. რედუქტორი მუშაობს 200 იდან 110 ბარამდე და ისვრის 80-90 ტყვიას.
NRG
მადლობა ყურადღებისთვის. მინდოდა გამეგო რედუქტორი რამდენ ბარზეა. ანუ ხომ აყენებენ რედუქტორებს 110 ბარზე, 120 ბრზე და ა.შ.
80-90 გასროლა აქვს ერთ სიჩქარეზე და მერე საერთოდ აღარ ისვრის?
giga2010 %
giga2010
ვახ, არ დაიპოსტა გიგა ჩემს რედუქტორზე გარედან აქვს ბოლტები და სხვადასხვა წნევები აწერია ზედ შესაძლოა ყენდება სხვა წნევებზეც რედუქტორებში ვერ ვერკვევი კარგად მაგრამ რადგან აწერია და ეხსნება ეგ ბოლტები ესეიგი შეიძლება დაყენდეს. 200 დან 110 ბარამდე ისვრის 90 ტყვიას და შემდეგ 110 დან 50-60 ბარამდე კიდევ მაგდენივეს სანადიროდ მყოფნის მთელი დღე 200 მდე ფრინველისთვის სასიკვდილო ტყვია ისვრის
giga2010
გიგა კონკრეტულად ეს თოფი გაინტერესებს, თუ ზოგადად რედუქტორის მუშაობის პრინციპი ?
ამ თოფს რაც შეეხება 200 დან 100 ბარამდე, ნუ კარგი 110 ბარამდე , 0.67 გრამიან ტყვიას ისვრის 270 მ?წმ-ით და აქვს 90-100 გასროლა .
ამის შემდეგ სიჩქარე კლებულობს ყოველ გასროლაზე 1-2 მ/წმ-ით და ასე 10 დან 20 გასროლა შეგიძლია გამოიყენო გაჭირვებაში .
თუმცა სავარაუდოდ დარეგულირებაც შეიძლება რედუქტორიდან , როგორც სხვა რედუქტორებიანი თოფები რეგულირდება .
userman
თუ იცი საქართველოში თუ იყიდება ეს თოფი და რა დაჯდება ეს სიამოვნება?
floyd
userman
მადლობა
floyd
ჯერჯერობით საქართველოში მხოლოდ მე მაქვს ეს მოდელი, მაგრამ ერთერთს ისე მოსწონს შეიძლება ჩამოიტანოს კიდეც
NRG
საიდან ჩამოიტანე ან რა ჯდება სულ?
ბაიკერი
ესპანეთიდან გამოვიწერე aceros de hispania - დან
https://www.aceros-de-hispania.com/cometa-airguns/cometa_v10natural.asp?product=carabina-lynxV10natural
როცა მე ვიყიდე მხოლოდ ერთადერთი ცალი იყო საქართველოსთვის განკუთვნილი ფასდაკლებაში 419 ევროდ, ეხლა კი საერთო ფასი ადევს € 458,19
მე გზიან განბაჟებიანად 1750 ლარი დამიჯდა
NRG
საკმაოდ იაფი დაგიჯდა. კარგი რამეა
შეჯიბი ერთგვარი პატარა და სახელმძვანელოსავით არის ახალბედა მოყვარულებისთვის, რომლებიც პნევმატიკის ძიებაში არიან.
ფორუმზე ან მარკეტზე განცხადებების თვალიერებისას, ტექსტების 90% შემდეგი სიტყვებით ("ტყვია ტყვიაში") -ით იწყება და როგორც წესი მინიმალურ გადაჭარბებასთან გვაქვს ხოლმე საქმე თუ
პირდაპირ ტყუილთან არა.
აქედან გამომდინარე შეჯიბრი არის მსგავსი მითების ბულდოზერი, რომელიც მიწასთან ასწორებს სულ მცირე ერთი წლის მანძილზე დაგროვილ მცდარ წარმოდგენებს და პნევმატიკის მაძიებელს სულ მცირე ნაწილობრივ მაინც იცავს მცდარი არჩევანისგან.
ნუ ეხლა კარგ აგრეკატს კარგი მფლობელიც რო უნდა ეგ საქმეში ჩაუხედავ ადამიანმაც კი იცის
okela84
NRG
ანუ პნევმატიკის ახალბედა მაძიებელი ნაკლებად დაეყრდნობა თეორიულ ინფორმაციებს და პირდაპირ შედეგებით იმსჯელებს იმ შემთხვევაში თუ მისი მთავარი მოთხოვნა სიზუსტეა
okela84
NRG
სულ მაინტერესებდა ეს თოფი რკინეული ლამაზია , მაგრამ ამ მოდელზე კონდახი ჰაცანის კონდახებს რატომ დაამსგავსეს ვერ ვხვდები
geojorjika
სხვა ისტორია აქვს კონდახის ვიზუალს: lynx-მდე სხვას ჰქონდა რა თქმა უნდა, ხოლო შემდეგ თურქმა კომპანიებმა თითქმის ყველა მოდელი დააკოპირეს ვიზუალით მათშორის airforce, airarms...
რკინეულში გამოყენებული 50% იც კი არ არის ძირძველი ესპანური, მაგრამ როგორც უხუცესი იტყოდა ჭკვიანმა გამოიგონა ხოლო გენიოსმა გამოიყენაო
okela84
ალეკო ჯობდა შენი პოსტი უბრალო სიტყვებით დაგეწერა მითუმეტეს ახალბედებისათვის, მე მაგალითად ამ თოფზე ინფოს ასაგროვებლად 4-5 თვე ვიწვალე იმის გამო, რომ ქართულად ტექსტი ვერ ვნახე და აქაც პასუხი ვერავინ გამცა რადგან შეხება არავის ჰქონდა ხოლო როცა ჩამოვიტანე ტესტები და შეფასებები ბესოს მივანდე და დადო ინფო, ადვოკატობა რატო ახსენე საერთოდ კაცი თავის თემაში წერს. მფლობელის თემაც ვერ გავიგე... მოკლედ გავატაროთ და ჯობია თემასთან ახლო საუბრები.
რადგან ინტერესი გაჩნდა ამ თოფზე მაშინ ნელნელა მეც შევმატებ ინფორმაციას
okela84
NRG
okela84
თითქოს შარზე ხარ, მარა მოვრჩეთ აქ კამათს.
NRG
თემასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ კომეტას გადასატენი იყო ძალიან ხისტი თავიდან მარა მერე საერთოდ გაჭედვის ნიშნები ჰქონდა დავშალე დავპოხე კარგად მაგრამ არ უშველა, მიზეზი იყო მარტივი: გადასატენის შეფტალო თუ არ ვიცი რა ჰქვია მიმწოდებელს რაც დაათრევს აქეთ-იქით ეგ დეტალი მიმწოდებელზე იჯდა უზომოდ კიდეზე და მოზიდვისას მიმწოდებელი იჭედებოდა უკანა კითხით ბუდეში
მე მოვაძრე თავისი და დავაყენე უფრო გრძელი
მიმწოდებელს ჩავუჭერი უკნიდან შეფტალოს სამოძრაო ადგილი შუამდე და დავსვი ცენტრალურ დაკიდებაზე ამის შემდეგ მოზიდვისას ექაჩება შუა ადგილიდან და მიმწოდებელიც თავისუფლად სწორდება ბუდეში
ამის შემდეგ ხელმეორედ შემიყვარდა ჩემი ტურა ავწონი გადატენვას და მაგასაც დავწერ,...
შემდეგ იყო სასხლეტის პრობლემა მაგრამ 2 საფეხურიანი რეგულირებით უმარტივესად მოგვარდა, სასხლეტსაც ავწონი და დავწერ.
შემდეგ არ მომწონდა გენმეორებადობა და რედუქტორი შემომეშალა, აღმოჩნდა რობ არათანაბარი განლაგებით ეწყო შაიბები
მეცამეტე შაიბა რომელიც ცალად იჯდა თითქმის გასწორებული იყო, ამოვალაგე და ჩავალაგე 12 ცალი თანაბარი განლაგებით, ამის შემდეგ 275 მეტრწამით ისროდა თითქმის ყველა ტყვიას
NRG
სასხლეტს რამე უქენი თუ დაარაგულირე მარტო ?
okela84
არა არაფერი, ორი სარეგულირო აქვს სასხლეტს ქვევიდან ერთი სვლის მანძილს არეგულირებს ერთი სასხლეტის წონას და მესამე აქვს კიდევ ზამბარის მოსაჭიმი რომელიც აწვება შემყენებელს ქვევიდან
okela84
NRG
okela84
NRG
იმ წუთას ცოტა ნასვამი თუ ხარ არაფერია. მთავარია ალკოჰოლის ატხადნიაკში არ უნდა იყო.
okela84
userman
okela84
+++++++ ასე არ ჯობია
okela84
გადის დრო, სიახლეები იმატებს ჩვენს სპორტში, შედეგები ყოველწუთს უმჯობესდება და პარალელურად იზრდება მოთხოვნილება შეძლებისდაგვარად ავყვეთ რითმს და განვაახლოთ ჩვენი არსენალი ან გავაუმჯობესოთ არსებული.
წლევანდელი შეჯიბრის დისტანციაც გაიზარდა და უკვე გაჭირდა კონკურენციის გაწევა ასე რომ
მოუწია გარდერობიდან გამოღება cometa lynx v10 mk ll - ს
განახლების დასაწყებად საჭირო იყო პირველ რიგში ლულა რომელიც მაჩუქეს თავისი ტყვიებით და დაყენებული მქონდა მეორე თოფზე, დროებით ვითხოვე და დაიწყო აპგრეიდი
ლულა რადგან სხვა თოფზე იყო მორგებული cometa lynx - ზე მოსარგებად გადამყვანი დასჭირდა.
შეეცვალა მიმწოდებელი და დამაკავშირებელი კოლოფი
ჩანაფიქრშივე ნაგულისხმევი იყო მძიმე ტყვიების გასროლა და გათვალისწინებული იყო ჰაერის ხარჯებიც, თავისი რეზერვუარი უკვე აღარ ეყოფოდა გასროლების სასურველ რაოდენობას ამიტომ ამ თოფს 300 ბარიანი 0.5 ლ. კოლბა არ ასცდა, კოლბა ვიყიდე რეზბით m18x1.5 და აღმოჩნდა რომ რედუქტორს ქონდა 5/8"-18UNF რეზბა, ამიტომ რედუქტორიც შეეცვალა და ბარემ 165 ბარიანი შევიძინე ჯერჯერობით არ მჭირდება მაგხელა წნევა ამიტომ 135 ბარამდე დავწიე
რატომღაც ამ რედუქტორებში თავისებური განლაგებით ზის შაიბები
ძველი რედუქტორი იყო 110 ბარზე, 135 ზე სარქველს უჭირდა გახსნა და სიჩქარე არ ქონდა ტყვიას, შეიცვალა სარქველის გეომეტრია უფრო ადვილად გაღებისათვის, მაგრამ მე ორიგინალი სარქველის პარამეტრები არ ვიცოდი და ჩემებურად გავაკეთე
სიჩქარე 1 გრამზე მომცა 250 მ/წ რაც ძალიან ცოტაა, მწარმოებელთან მქონდა მიმოწერა და მარწმუნებს 60 ჯოულამდე უნდა გქონდეს სტანდარტშიო ხოდა მეც შევუკვეთე სტანდარტული კიტი თავისი სარქველით, ვნახო ერთი რა ცვლილებებია და რა ზრდის ენერგიას,
სურვილი მაქვს 1.36 გრამი მინიმუმ 290 ით გავასროლინო
კოლბის გამო კონდახსაც დასჭირდა გადაკეთება, თუმცა დღეს უკვე გადაკეთებული კონდახით უშვებს კომეტაც
საბოლოოდ ვიზუალურად ჩემი აზრით არ დამახინჯდა, თითქოს ძველზე უფრო ესთეტიური ვიდი მიეცა
აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჯაჯას, გიგას, მონსონას და ალექსას დახმარებისთვის, საჩუქრებისთვის, რჩევებისა და გვერდში დგომისთვის, გაიხარეთ შემოგევლეთ.
ერთი დეტალი იყო კიდევ, რედუქტორის სივრცე აქვს 13 კუბი, იგივე მოცულობით 7.62 ზე ამ თოფს აქვს 90 ჯოული და ეგ რანაირი ფოკუზია ვერ ვიგებ ჯერჯერობით, მე გავზარდე სივრცე 15 კუბამდე მაგრამ სიჩქარეზე არანაირი სხვაობა არ მომცა დადგა 250 ზე, კახური ხასიეთები აქვს
NRG
აკაკი, წარმატებებს გისურვებ!!! მშვენიერი სტატია გამოვიდა, ინფორმაციული, თავის ფოტოებით.
ველოდებით უკვე შედეგებსაც, საინტერესოა რა სიჩქარე გამოგივა და გასროლები, თოფს კი მოუხდა ახალი კოლბა
კაია აკაკი, მშვენიერი რეპორტია. ველოდებით შედეგებს. ლულა რომელია, ბულკაზე რომ გეყენა?
ნორინკოს ლულაა, ეს იყო უბრალოდ მცდელობა გახუთხუთების სიჩქარე რადგან ვერ მივიღე ფურცელზე არ მისვრია შეგნებულად, ქარხნულ დეტალებზე რომ აიწყობა დავამატებ ინფოებს
ყოჩაღ აკაკო, ნუ სანამ გატესტავ სიზუსტეზე მე მაინც გეტყვი რო სიჩქარის მომატებაზე უნდა იჩალიჩო, შორ მანძილებზე მაგ სიჩქარით ძაან იშვიათია ვერტიკალში კაი ჯგუფები
ზამბარების სიხისტეებიც ვცადე, სარქველის შევასუსტე მაგრამ სიჩქარე იგივე და დიდი გადახარჯვა მომცა, დამრტყმელის ზამბარა ორი სიხისტის ვცადე ბოლოს აირზამბარა ჩავდე მაქსიმალურ წნევაზე და აზრი არ ქონდა რაღაც დეტალი ამუხრუჭებს ჰაერს
NRG
ლულაში ჩამჯდარი რეზინი ნახე რაშიც მიმწოდებელი შედის, შეიძლება ის რეზინაა გაფუჭებული და ჰაერის დანაკარგი გაქვს
NRG
საღოლ აკაკი!!! კარგი პოსტი გამოვიდა, შედეგებს რაც შეეხება კიდევ, რასაც შენ გიცნობ დარწმუნებულივარ სასურველს მაინც მიიღებ ისე არ გაჩერდები
წარმატებები და აბა ველით კიდევ სიახლეებს!
gela
ამას რეზინა მიმწოდებელზე აქ გელა არ აპარებს ჰაერს არსაიდან,
ერთადერთი vexam გადამშვები დამრჩა შესაცვლელი 4 მმ აქვს მეგონა ეყოფოდა, თუ ქარხნულ კლაპანზეც არ ეყო მერე გავადიდებ
aleqsa
მადლობა ალექს გენაცვალე
რატომღაც ესპანელები პუნქტუალური და პასუხისმგებლიანი ხალხი მეგონა, შეკვეთა ჩამოვიდა სხვა კომპლექტაციით, შეკვეთილი მქონდა ლულა, დამკავშირებელი კოლოფი და სარქველის დეტალები ცილინდრი და ჩამკეტი თავაკი ესე რომ ვთვქვათ.
ჩამოვიდა ლულა თავისი შრაუდერით, დამაკავშირებელი კოლოფი და მიმწოდებელი
შევკარი ნაკრები და ეგრევე 10 მწ მოიმატა დამაკავშირებელი კოლოფის და გადამშვების ხვრიტი ზუსტად 4.88 მმ ში გავიდა, მანამდე გადამშვები იყო 4.88 და კოლოფის კიდე ესეთი: ზემოთ
გადამშვებმა გაზარდა 260 მდე სიჩქარე, მაგრამ ძირითადი რაც მაინტერესებდა სარქველის ამბავი გაუგებარი დარჩა ისევ, მომიწევს ჩემით ვატარო ცდები ან ხელახლა შევუკვეთო, რაც არ უნდა იყოს მიზანი მაინც სიჩქარის გაზრდაა ამჯერადაც.
ლულაა არის 10 ნარეზით 450 ტვისტი, ფასკები ისეთივეა როგორიც წინამორბედზე, შიგთავსი კრიალა და ნარეზები მკვეთრი
ჯსბ-სათვის ზედმეტად ბასრია და მგონი ამ ლულასაც ბარაკუდაზე შევსვავ
მიმწოდებელი ქარხნული (ქვემოთ) ოდნავ მოკლეა ეს სიგრძე ყოფნის
მაგრამ კოლოფში შესვლისას ეხება კედელს ისევ ჩემსას დავაყენებ.
პირველი ნაბიჯები ახალი ლულით 10 ტყვია ეგრევე, 15 გრეინი 260-275 მ/წ. (რედუქტორი ვერ მუშაობს) 48 მეტრი.
შემდეგ ცოტა დინჯად 5 ტყვია, ოღონდ ცოტა დაუჯერებლად გამოიყურება, მაგრამ გაზომილში 4 ტყვიაა გაქცეულში ერთი.
აქაც ხუთი ტყვია, ერთი გულისდაწყვეტა
ვაა პირველ რიგში გილოცავ რაღაც კაი ძვრებია...
მეორე ეხლა გამახსენდა ასეთი რამ... ბიჯო მაგ თოფს ბალონი ქვედა მხრიდან უერთდება ხომ, და ლულის მერე ქვედა მხარეს კოლოფში რომ ხვრელია მანდ მგონი კპატნის ზამბარის მიმჭერი ხუფია ხომ?
მგონი ადგილი უნდა იყოს მანდ იმდენი რომ მაგ ხუფი მოაძრო და მაგის მაბივრად დაგრძელებული ფყღუროიანი დეტალი დააყენო, როგორც ვხვდები ეგ ნაწილი რედუქტორს მიღმა სივრცეა და აი მაგით მიირებ ზარედუქტორნის გაზრდის შესძლებლობას, ანუ ბალონის ნაწილამდე რომ გამოიწიოს რა ეგ ხუფი, დაჟე შეიძლება რაღაც გადამყვანით გაკეთდეს რომ უფრო ფართო იყოს და მეტი მოცულობა იყოს მანდანე
თუ ასე ვერ აგიღწერე იდეა, ცოტახანში შევეცდები პაწა მონახაზივით გავაკეთო და გაჩვენებ რას ვგულისხმობ
ja_ja
ვცადე ეგ გიო ზემოთ ციფრი მაქვს შეცდომით დაწერილი, რედუქტორის სივრცე 25 კუბამდე გავზარდე ზუსტად იმ ადგილას დავაყენე სადაც შენ მითხარი და მაგის გამო რედუქტორის ერთი დამცველი გაუქმდა და დაილუქა მგონი დაბალი წნევის. გადიდებულ გადამშვებზე უკვე აღარ მიტარებია ცდები, დამრტყმელის წონა და ზამბარა მაქვს შესარჩევი პლიუს ზარედუქტორნის გაზრდა და ბოლოს მრჩება ტვინის სვერლო სარქველი, თუ ამეებმა ვერ ასწია სიჩქარე სასწრაფოს გამოვიძახებ და დავამისამართებ შენთან
წუნინგი გრძელდება კომეტაზე, როგორც იქნა დავამთავრე სარქველის და მისი ბუდის გაკეთება რამოდენიმე ცდის შემდეგ ისევ ოდნავ კონუსურზე შევჩერდი რადგან მე როგორი გეომეტრიითაც მინდა ჯერჯერობით ვერ ხერხდება გაკეთება
სარქველის ღეროს დიამეტრი ავიღე 4 მმიანი და ამის გამო დამრტყმელს უწევდა გადაკეთება, რადგანაც არ მომწონს ორიგინალ ქარხნულ დეტალებზე შეხება ამის გამო სხვა დამრტყმელი დამიმზადა ჯაჯამ.
სიმძიმისა და ზამბარის სიხისტის გამო დამრტყმელს ორჯერ მოუწია გამოწრთობა რო მიეღო ისეთი სიხისტე რომელსაც შემყენებელი ვერ გაცვეთავდა მაგრამ მოხდა ისე რომ ახლა პირიქით შემყენებელი იცვლიდა ფორმებს ამიტომ მასაც მოუწია გამოწრთობა და მივიღე სასურველი შედეგი
(ორიგინალი)
(ჯაჯასი)
სასხლეტის სვლა არის ორ საფეხურიანი ძალიან რბილი, პრინციპში რეგულირებადია
https://youtu.be/_Y1cCIYz0PY
ამან ის შედეგი გამოიღო, რომ 125 ბარზე და 13 კუბი რედუქტორის სივრცით 18 გრეინს ისვრის 285 ით ხოლო რედიზაინს 1.6 გრამს 247 მ/წ ით
წინა ტესტებში იყო 35 ჯოულამდე ხოლო ახლა არის 50 მდე
დღეს ერთი საჭირო დეტალიც ერთტყვიანი კლიპიც შევმატე
ტყვიის ჩასადებში ჩავსვი პტოროპლასტის მილაკი ტყვიამ თავისუფლად და ფორმის შეცვლის გარეშე რომ ისრიალოს.
შემდეგი ეტაპი კვლავ სარქველის დამზადებაა სანამ სასურველს არ დავაყენებ ვერ მოვეშვები მაგრამ შეიძლება მანამდე წნევის 150 ბარამდე გაზრდა და მოცულობის 25 კუბამდე აყვანა, ვვარაუდობ ამით 18 გრეინს 300 მდე გაისვრის
NRG
მინდა წარმატება გისურვო, მაგარი კაცი ხარ. შენი შემართება კი ძალიან დასაფასებელია. კაი ხანია ესეთი სრული და საინტერესო ექსპერიმენტები არ მსმენია.
დარწმუნებული ვარ სასურველ შედეგს მიაღწევ
მადლობა გიგა იცოცხლე, უბრალოდ ეს საქმე არის სასიამოვნო და თან აზარტული, ურფო კარგი ის არის ერთმანეთს რომ ვამხნევებთ და ამასობაში ვითარდება საქართველოში პნევმატიკა
NRG
მართლა დასაფასებელია შენი შემართება აკაკი და ღმერთმა სულ ამ შემართებით გატაროს!!!!
კაია, კაია, კაია!!!!
aleqsa
ნელანელა რაღაცეებს ვამატებ, იმედია ეს თოფი მაინც დაასრულებს აპგრეიდს ამ კლასიკურ ვარიანტში
შენ მგონი ცოტა ხანში 5 კგ ალუმინის ნაგლეჯისგან ეფიქსაც გამოთლი ცოტა ხანში
okela84
ნეტა ეგრე ითლებოდეს ოკელ და შემდეგ ბრ ზე ყველა fx ით გავეძრობოდით
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services