გამარჯობა ბიჭებო, კეთილი იყოს ჩემი გაწევრიანება თქვენს ფორუმზე.
თქვენი შეწუხება მერიდება მაგრამ სხვა გზა არ მაქვს და მეც ერთერთი მათგანი უნდა ვიყო ვინც რაღაც კითხვებით შეგაწუხებთ.
ძალიან მიყვარს ბუნებაში გასეირნება და ნადირობა, ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ცხოველზე ნადირობას არ ვემხრობი (თუ არ ჩავთვლით მავნებლებზე ნადირობას), ისედაც ცოტაა და საჭიროა ვაცადოთ, რომ გამრავლდნენ, ფრინველისთვის კი 4.5 კალიბრის PCP სრულიად საკმარისია როგორც ინტერნეტ სივრციდან ვგებულობ, თან ზედმეტად არ ხმაურობს როგორც ცეცხლსასროლი იარაღი, სწორედ ამან მიმიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ შევიძინო PCP, იმისთვის კი, რომ შეძენისას შეცდომა მინიმუმამდე დავიყვანო მჭირდება თქვენგან ანუ გამოცდილი ხალხისგან რჩევა.
მოკლედ ბიუჯეტი 1500 ( + - 100) ლარი მაქვს და მინდა ამით მხოლოდ თოფი შევიძინო, დანარჩენს (ოპტიკა, ნასოსი და ა.შ.) ნელნელა შევიძენ.
მოთხოვნები: სიზუსტე, მექანიზმის გამძლეობა, მექანიზმში ქარხნულადვე ჩამონტაჟებული რედუქტორი ( რომელიც კარგად ასრულებს თავის საქმეს), და სიძლიერე იმდენი რომ 100 მეტრში თავისუფლად გაგორდეს იხვი)) ძალიან მომწონს ბულპაპის ტიპის PCP ხის კონდახით, გთხოვთ მირჩიოთ რამდენიმე ვარიანტი.
და კიდევ მაინტერესებს რას იტყვით ამ იარაღებზე, მირჩევთ თუ არა?
1) Kral Arms Puncher Nemesis Walnut
2) Kral Arms Puncher Jumbo Walnut
3) Hatsan AirMax
nikolai88
გაგიმარჯოს.
მოდი პირდაპირ დროში და უამრავი გამოცდილი იუზერის ხელში გამოცდილ არტემისის პ15 ს გირჩევთ. თუ არ ვცდები 1500 ლარზე ნაკლებიც დაგიჯდებათ აპგრეიდის პოტენციალიც დიდი აქვს. ამ ფორუმსაც თუ კარგად გადახედავთ დაინახავთ რომ ბიჭები 100 მეტრის ზევითაც ისვრიან უპრობლემოდ.
მოკლედ ჩემი ხმა პ15 ს
nikolai88
გამარჯობა.
კეთილი იყოს გაწევრიანება ფორუმელთა რიგებში. ნამდვილად არ ვწუხდებით რომ პასუხი გაგცეთ, პირიქით მივესალმებით ყველას ვინც დაინტერესებულია.
პასუხის გაცემა კი თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე საკმაოდ რთულია. მე პირად ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას რომ მაგ თანხის ბიუჯეტით შეძლებთ შეიძინოთ გამძლე მექანიზმით, სიზუსტით, სიძლიერით სასურველი თოფი. არც 100 მეტრია პნევმატიკისთვის ახლო მანძილი და იხვების მონადირებაც ჭირს მაგ მანძილებზე. ნადირობა შეიძლება მაგ მანძილზე თუ იდეალური პირობები გექნებათ სასროლად, ვგულისხმობ თოფის საყრდენს, კარგ ოპტიკას, უქარო ამინდს.
დავუბრუნდეთ თოფის შერჩევას. თუ ფეხით სიარული მოგწონთ, შესაბამისად თოფიც უნდა იყოს შედარებით მსუბუქი და კომპაქტური. დიდი რეზერვუარი რათქმაუნდა კარგია, მაგრამ იზრდება წონაც და გაბარიტებიც. ქართულ ბაზარზე პ15 შედარებით უკეთესი ვარიანტია სხვა მოდელებთან მიმართებაში. 2კილოა და კომპაქტური, ფასიც ხარისხთან მიმართებაში მისაღებია, არ ვამბობ რომ იდეალური. იდეალური თოფები უკვე სხვა ფასთა კატეგორიაა.
არ ვარ ჩაციკლული ბულპაპზე, მთავარია შედეგები დადოს იარაღმა
სანადიროდ ანუ გარეთ 4.5 კალიბრისთვის 100 მეტრი პატარა მანძილი არ არის. კარგათ უნდა იცნობდეთ თოფს და ოპტიკას. ამისათვის ბევრი სროლაა საჭირო. არ ვიძახი რო შეუძლებელია, პირიქით შესაძლებელია უბრალოდ გარემო პირობები, ქარი, სიო ძაან მოქმედებს ტყვიაზე. მყუდრო, უქარო ადგილას კიბატონო, შეიძლება იპლინკავოთ კიდეც მაგ მანძილზე.
50 მეტრის ზევით, ჩემი აზრით ვერავის გეტყვით რო თავისუფლად მოინადირებთ იხვს. მონადირებაც ისეთი რაღაცაა როგორ ავხსნა, აი 40 მეტრში გაფრენილა და 80 მეტრში უძრავად ჩამოვარდნილა მსხვერპლი. აი გარანტირებულად ნაღდად ვერ იტყვი.
არ მინდა რო სკეპტიკურად გამომივიდეს.
ჩემი აზრით ნორმალური პცპ_თვის რომელიც უქარო ადგილას 50 მეტრზე 5 ტყვიით საშუალოდ 2-2.5 სმ_იან ჯგუფებს აკეთებს, გარეთ სანადიროდ კარგი მანძილია 70 მეტრი, ცოტა გაჭირვებით 80_იც. მაგის იქით, მსროლელის მოხერხებულობა, გამართლება და წყნარ ამინდზეა დამოკიდებული გარტყმა. ზოგჯერ გარტყმები 90 ზე და შეიძლება 110_ზეც კი გქონდეთ. ამისათვის ხშირი სროლა და თოფის შესწავლაა საჭირო.
ეს ყველაფერი მორტყმას რაც შეეხება. აი მორტყმის შემდეგ მსხვერპლის აღება კიდევ სხვა მომენტია. ეგ უკვე მსროლელზე ფაქტიურად აღარაა დამოკიდებული. სად მოხვდება და შიგნით რა ორგანოს შეეხება ტყვია უფრო მაგაზეა დამოკიდებული სხვერპლის აღება, ანუ ცეცხლსასროლივით შოკური, დამანგრეველი ეფექტი არ აქვს 4.5_ს რო ადგილზე გააჩერო. თუ ფრთა დაუზიანე, კისერში მოხვდა, შიგნეულობაში გულს, ფილტვს ანუ საციცოცხლო ორგანოებს შეეხო. მაშინ გაჩერდება. ძალიან ხშირად სუფთათ ხვრეტს ფრინველს, არც ფრთას აზიანებს და არც შიგნეულობას, შედეგად მიფრინავს მსხვერპლი. თან იხვი ხელწამოსაკრავი არ არის. თუმცა მე მქონდა შემთხვევა, ყარაულივით გამუვარდა 130 მეტრში. მოხვდა იხვს, აფრინდა ინვალიდივით და მალევე ჩამოვარდა და მოკვდა. მეორე შემთხვევა პატარა ზომის იხვი 110 მეტრში. დავინახე მოხვდა ოღონდ აქ გაზომილად მოხვდა, 5 წუთი მაინც ველოდე სანამ მოკვდა, ვიცოდი რო მაინც გაჩერდებოდა. სიკვდილის მერე რო გავჭერით ფილტვი ჰქონდა გახეული.
ასე რომ ესეც ხდება არ მინდა სკეპტიკა შემოვიტანო თქვენში. პირიქით მინდა რო შემდეგში გული არ აგიცრუვდეთ. პირიქით მინდა რომ მოთხოვნები ნადირობის და სიზუსტის კუთხით ძაან დიდი არ გქონდეთ, იმიტო რო მხოლოდ თქვენზე არაა დამიკიდებული ეს. ბევრი რამე შეგიშლით გარეთ ხელს. სიზუსტე უქაროში კიბატონო 50 მეტრზე ყოფილა შემთხვევა 1 სმ იანი ჯფუფებიც გაკეთებულა, იგივეა ნადირობაც, კარგ ამინდში მიყოლებით 3 იხვი აუღიათ 130-140 მეტრზე. ამის ვიდეო კადრებიც არსებობს.
მთავარია რო თოფი მეტ ნაკლებად ზუსტი იყოს, ჩუმი და თქვენთვის სასურველი, ეგაა სწორედ კაიფი.
ჩემი აზრით ესეა.
ჩემი ხმა პ15-ს
მაიმარკეტზე ყიდიდა ერთი ბიჭი პ15 1500 ლარად ბალონს და ოპტიკასთან ერთად
MonSoon
კი, ეს ყველაფერი მესმის, კვირაზე მეტია ვკითხულობ ფორუმს და ბევრი რამე გახდა ცხადი და კიდევ უფრო მეტი მაქვს სასწავლი როგორც თეორიულად ისე პრაქტიკულად,
ისე 5.5 კალიბრს შევიძენდი ( მეტი შანსია სამიზნის დაზიანების) მაგრამ ჩვენს ბაზარზე არ არის როგორც ვიცი
vatato
gela
რახან ამდენი ხმა დააგროვა პ15_მა მაგას შევიძენ ალბათ თუ საზღვარგარეთის ბაზარზე ვერ შევიძინე უკეთესი პცპ. მადლობა ბიჭებო.
ერთი კითხვა მაქვს, რამდენ ტყვიას ისვრის პ15 დატუმბვიდან დატუმბვამდე?
ჩემს მ16-ს, ფაქტიურად პ15-ის ანალოგიური სისტემა აქვს, სადღაც 50-52 გასროლამდე ადის ერთი დატუმბვით
ტყვიის სისწრაფე შენელდება, თან ეგ კალიბრი საქართველოში აკრძალულია უფრო მეტს ბიჭები გეტყვიან
ალბათ ცოტა არ არის 50 ტყვია როცა სანადიროთ გინდა პცპ, არ მოგაბეზრებს დატენვა თავს
ალბათ უფრო ცოტას გაისვრის
კი, ეგრე იქნება,
nikolai88
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services