უსაფრთხოება, შეკუმშულ აირთან ურთიერთობისას!!!
ბევრი თანამედროვე პნევმატური იარღი ხმარობს შეკუმშულ აირს, როგორც ენერგიის წყაროს.ის ძალიან ეფექტურია მაგრამ ჩვენ არასდროს არ უნდა
ჩვერ არასდროს არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება და სწორად გავიაზროთ თუ რა რაოდენობით და რა წნევით ინახება შეკუმშული ჰაერი, ჩვენს
რეზერვუარებში. გვახსოვდეს - შეკუმშული აირის რეზერვუარი, ყოველთვის პოტენციალური ბომბია, თუ ის არასწორად დარეგულირებულია ან ინახება/იხმარება არასწორად!!!
1. შეინახეთ შეკუმშული აირის რეზერვუარი შორს,სიცხის წყაროებისგან.
2. მოეროდეთ რეზერვუარების დაცემას ან მირტყმას.
3. არასდროს არ იხმაროთ რეზერვუარი ან შტუცერი/შლანგი/ბალონი, თუ რომელიმე მათი ნაწილი, თუნდაც ვიზუალურად ჩანს დაზიანებული.
4. ყოველთვის შეამოწმეთ სამუშაო წნევა, თუ აპირებთ უცნობი ბალონის/შლანგის/შტუცერის მოხმარებას.
5. დარწმუნდით რომ თქვენი რეზერვუარი ან სხვა შეკუმშული აირის წყარო, გამოცდა ჩატარებულია.
6. რეზერვუარის ან შტუცერის მოჭერისას, იხმარეთ ძალის მინიმუმი, ხელით დაჭერა საკმარისია!
7. როდესაც ხმარობთ "съемные" რეზერვუარებს არასდროს არ დადგეთ რეზერვუარის წინ.
8. რეზერვუარების დატუმბვა ყოველთვის უნდა იყოს კონტროლის ქვეშ.
9. არასდროს არ დააგდოთ თქვენი შაშხანა დატუმბული რეზერვუარით, და მოერიდეთ მაგის დავარდნას.
10. მოერიდეთ შეკუმშული აირის და კანთან კონტაქტის.
11. მოერიდეთ ზეთების და ტაოტების მოხვედრას შეკუმშული აირის სისტემებში.
ესეც საინტერესოა ვინმეს თუ არ უნახია - http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=622
საშიში სათამაშოები გვაქვს მეგობრებო
მართლა საშიში სათამაშოებია, საინტერესოა ინსტრუქციით პსპ სტანდარტულ რეზერვუარებს რა პერიოდში ჭირდებათ "რევიზია" და როგორ.
giga_st
მაგას გული გიგრძნობს
giga_st
ja_ja
შენახვისა და ეკსპლუატაციის პირობეში ვადა საკმაოდ განსხვავდება.ანუ თუ სტაბილურად და ხშირად გამოიყენება რეზერვუარი მით მეტია მისი ვადის ხანგრძლივობა და თუ ნაკლებია მოხმარების ინტენსივობა,მაშინ დამიჯერეთ მეტი სიფრხილე მართებს მფლობელს,მაგრამ აქ კვირეებზე და თვეებზე არ არის ლაპარაკი რა თქმა უნდა.საფრთხე მომდინაერობს თუ წნევის დამჭერ საშუალებებს წარმოადგენს რეზინის ან კაუჩუკის საშუალებები და თუ მათ შეხება აქვთ ზეთთან(ეს ზოგადად მაღალ წნევასთან მუშაობის უსაფრხოების წესდებაა და ამასში დამერწმუნეთ.9 წელია ამ საქმიანობასთან მაქვს შეხება)
მაინტერესებს რა პერიოდი შეიძლება დატუმბული რეზერვუარის შენახვა?მოქმედებს თუ არა რეზერვუარში მყოფ რეზინებზე ბოლო
მდე დატენილი წნევა,თუკი ის დიდიხნის მანძილზე არგამოიყენება?
ასევე მაინტერესებს პცპ გადატენილ მდგომარეობაში რამდენი ხანი შეგვიძლია ვატაროთ?არის თუარა საფრთხე რაიმე მექანიზმის დას
მის(ზამბარის.) ან მოწყობილობის.
ბუნებრივი ტემპერატურის სწრაფი ცვალებადობა რამდენად საშიშია დატენილი რეზერვუარისთვის?
დაახლოებით რა ტემპერატურაზე იქმნება საფრთხე როგორც მინუს ასევე პლიუს ტემპერატურებზე.
ამის მოძიება რათქმანადა შესაძლებელია უცხოურ საიტებზე.უბრალოდ ფორუმზე არიან გამოცდილი აირგანელები რომლებსაც ეს საკი
თხები შესწავლილი ექნებათ ასერომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. წინასწარ მადლობა.
foxi
foxi
არ არის მიზანშეწონილი დიდხანს დაჭიმული ზამბარის დატოვება და მაგისთვის როცა გადატენი და ტყვიას ლულაში შეუშვებ, "ზატვორია თუ ბოლტი გახსენი, შენსკენ მოქაჩე, სასხლეტს დაუშვი და ბოლტიც მიუშვი. ტყვია ლულაშია და სასხლეტი დაცემულია. ხელის ერთი პატარა მოძრაობა და იარაღი სასროლად მზადაა. ეგრე ჯობია ჯიგრი და ზამბარაც კოტრაწას არ გააკეთებს. ოღონდ არ დაგავიწყდეს ტყვიის ლულაში არსებობა და მეორე არ შეტენო. ეგრე მომივიდა მე.
ჩემიო დისკო სულ დატუმბულია ყოველთვის და ჯეჯერობით პრობლემები არ შექმნია.
2-ის ზემოთ ვეღარ ამყავს ისედაც. ერთხელ 3-მდე ავიყვანე და დამეკარგა სროლის მუღამი საერთოდ
არ მგონი 2-ზე ძაან საშიში იყოს.
okela84
რაის ორი? რაის სამი? მასეთი ატმოსფეროები ჩვენ გასროლისას გვაქვს და თუ კიდევ რამეა მითხარი გთხოვ.
შენ თუ ორ ატმოსფეროზე მეტზე ვერ აგყავს, მაშინ ცუდათაა შენი მარადას საქმე.
თუ 3000 PSI-ზე აგყავს და ეგ საშიშია, მე გეტყვი, რომ მარადიორი მაგაზეა კაკრას გათვლილი.
კაროჩე სიმართლეს გეტყვი და ვერ მივხვდი რაის ორზე და სამზე ლაპარაკობ
ilariona
რას ვერ მიხვდი? 2000-ზე ვსაუბრობ. და 3000 საშიშია?
2200-ის მერე ძაან ძნელად ადის და მაგიტომ ვამბობ. თან გძეტა 1800-2400-ზე აქვს კაი ჯოულები და რაღატო ვიწვალო მე არ მესმის.
okela84
მარადა რომ იყიდე, გაარკვიე მაინც მაგის სამუშაო რეჟიმი?
მარადას საუკეთესო შედეგი აქვს 3000 დან 2000 მდე დალშე ჩამოდის სისწრაფეები ძაან დაბლა (ნუ სადღაც 230-240)
და ძნელად რომ ადის ეგ ეგრეც უნდა იყოს.
okela84
ერთი კითხვა მაქვს ხალხო, ჩემი ევაიქსის რეზერვუარი დავშალე, კერძოდ წინა ხუფი სადაც დამტენი პორტია ის ამოვხრახნე, ჩავიხედე რეზერვუარში და შიგნიდან რეზერვუარი არის სულ ზეთიანი, თან ზეთს სუნზე ეტყობა, რომ არის ჩვეულებრივი ანუ არაა სილიკონის.
ერთისმხრივ გამიხარდა ჟანგისგან დაიცავსთქო, მარა საშიში ხომ არ არის?
ikaaa
ნუ ახლა ზ.დ.პ რომ იყოს დავიწყებდით კივილს, მარა PCP-ში ეგ არაფერია, შენ ისე ჩქარა ვერ დატენი მაგ თოფს რომ დიზელის ეფექტი მოახდინო, რამ 380 კუბია ბლინ ბალონიდან დატენვის დროსაც კი არ იქნება ეგეთი ეფექტი თუ დიდი ტრუბით 1 წამში არ შეუშვი 300 ატმოსფერო
კაროჩე დაიკიდე თემაა, მთავარია ნასოსში არ გამოიყენო ჩვეულებრივი ტაოტი და ზეთი, მანდ მესამე საფეხურში პატარა მოცულობაა და შეიძლება კაკრაზ აალების ეფექტის მირება რომელიც შეიძLება გადასცე რეზერვუარს, თუ ნასოსს მიხედავ დალშე უკვე რეზერვუარი დიდი პრობლემა არაა...
საკმაოდ ბევრს მწარმოებელს აქვს რეზერვუარში მინერალური ან რაღაც მაგდაგვარი საპოხი მასალა გამოყენებული, ნუ ახლა HW-ზე და Steyr-ზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ ჰაჩიკა, მარადიორი, აგერ ევანიქსი, ნუ მაგათ ეგეთი პადხოდი აქვთ....
ja-ja გაიხარე ამომწურავი პასუხისთვის, თუ პრობლემა არაა მაგაზე კაი რა უნდა იყოს, სამაგიეროდ რეზერვუარი დაცულია ჟანგისგან.
აბა მე რომ რეზიკი შიგნიდან გამოპრიალებული მაქვს ეს ცუდია? დავშალო და დავზეთო შიგნიდან? ზეთს ვითომ დიდი მნიშვნელოდა აქვს? დაზეთილი ზედაპირიც კი ინამება როცა უცებ იცლება რეზერვუარი. სად მიდის მერე ის ნამი?
sekurifa
სალამი ბიჭებო,ბარემ დავწერ რა მაინტერესებს და დეტალურად თუ ამიხსით მადლობელი ვიქნები.ესეიგი მე როგორც ვიცი კისლაროდის ბალონები რომ არის,მაგაშიც იგივე ნაირად არის წნევა როგორც PCP ის რეზერვუარში,კისლაროდის ბალონი რომ აპარებდეს და ცხიმიანი ხელი მოკიდო ფეტქდება მოკლედ მომაკვდინებელია და ამ შემთხვევაში როგორ არის? ანუ მე დავტენე იარაღი და წავედი სანადიროდ,იარაღი ჰაერს აპარებს მაგრამ მე არ ვიცი და ოფლიანი ხელი მოვკიდე რეზერვუარზე მაშემთხვევაში რა ხდება ? სკდება რეზერვუარი თუ უბრალოდ გაიხლიჩება და უცებ დაიცლება? ანუ არ დაგაზიანებს ? ეგ ვერ გავიგე ზუსტად და იქნებ ამიხსნად,ხო კიდევ რეზერვუარი იტენება ჩვეულებრივი ჰაერით და აბა კისლაროდში რას ტენიან? ანუ ერთი და იგივე აირია ხო? პცპ იარაღის შემთხვევაში რეზერვუარი სკდება და მომაკვდინებელია თუ როგორ ? აი მაგალითად დატენილ თოფს წავუსვი ზეთი და დავდე შესანახად,როგორ ხდება ზეთთან შედის კონტაქტში? სულ ყოველ ჯერზე ხომ არ დაცლი არაა ? მოკლედ ეს მაინტერესებდა და თუ ამიხსნით კარგად ძალიან დამავალებთ
SVD
თან კიდე იმ კისლაროდის ბალონს უნდა გაზდიოდეს და დაჟანგულიც უნდა იყოს, თორე ეგრე ხელი მოკიდე და ბუთქა, ეგრე რო იყოს სანტექნიკები გაწყდებოდა ამ ქვეყანაზე
SVD
PCP-შI ვიყენებთ ჰაერს, ჰაერში კი 75% არის ინერტული აირი აზოტის სახით, მხოლოდ 25%-ია ჟანგბადი, რომელიც იმ პირობებს ვერ ქმნის როგორც შეკუმშული სუფთა ჟანგბადი (საერთოდ ჰაერში შედის ყველა ის აირი რაც კი არსებობს, https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98). ეგრე ყველა PCP თოფი დაზეთილია, გინდა კლაპანი, გინდა ნასოსი და მაშინ სულ ბახაბუხით დავდივართ ესეიგი
სუფთა ჟანგბადის შემთხვევაში წარმოიქმნება ფიზიკური ეფექტი 100-120 ატმოსფეროზე, როდესაც ნებისმეირი ცხიმი ჩნდება მაგ გარემოში იწყებს მომენტალურ ჟანგვას, რადგან წნევა იმხელაა რომ მხოლოდ ზემოთა ფენის აალება და ჟანგვა კი არ მიმდინარეობს, არამედ ვთქვათ ზეთის წვეთის შიგნით აღწევს წნევის გამო ჟანგბადი და იმის მაგივრად რომ ნელნელა შევიდეს რეაქციაში, მომენტალურად მთელს ნივთიერებას ჟანგავს, რაც ადამიანური ენით აალებას ნიშნავს, აალება კი ყოველთვის გამოირჩევა სიცხით და რაც მთავარია ჰიპერ ჩქარი გაფართოვებით....
ჩვეულებრივი ჰაერის შემთხვევაში კი ჩათვალე რომ ყოველ 1 მოლეკულა ჟანგვადზე მოდის 4 მოლეკულა ინერტული,. ანუ არა რეაქციაში შემსვლელი აირი, რომელიც პროსტა ჟანგბადს არ აძლევს საშუალებას აალდეს...
პლიუს სუფთა ნივთიერებებს სხვა ფიზიკა აქვს, იქნება ეს ჟანგბადი თუ წყალბადი... მაგალითად დღემდე ფიზიკური მოვლენა ვერ ახსნეს როდესაც 300 ატმოსფეროზე შეკუმშულ წყალბადს თვით აალება ეწყებს... თითქოს და წარმოუდგენელია რის ხარჯზე? მაგრამ არსებობს ეგ ფენომენი... დღემდე თვლიან რომ რაღაცნაირად ეტყობა ჟანგბადი ხვდება მაგ გარემოში ან ალბათ აპარებს მაღალი წნევით წყალბადი და ჰაერთან შეხებისას ხახუნის გამო რეაქციაშI შედის ჟანგბადთან, მაგრამ ზუსტი ახსნა არ არსებობს...
ასე რომ სუფთა ნივთიერებას ნუ აურევ გაზავებულში თორემ სუფთა ქიმიით ძმარიც რეალში არის მჟავა, მაგრამ ზოგი ახერხებს და სვავს და არაფერი მოსდის, საჭმელში კი მის გარეშ ებევ რაღაცას გემო არ აქვს, მაგრამ აბა კონცენტრირებული გადაუშვი კუჭში ეგრევე გამოვა უკნიდან
userman
ანუ არანაირი საფრთხე არარის ხო იმ მხრივ რაც მე დავწერე ? მადლობა ყველას
geojorjika
ja_ja
geojorjika
და რა უნდა გავითვალისწინოთ, ახალბედა pcp-იშნიკი ვინცაა,
აი სიტყვაზე ვიყიდეთ რაიმე pcp რა უნდა ვიცოდეთ აუცილებელი პირობები,რაც არ უნდა გავაკეთოთ სიტყვაზე. ან პირიქით რაც უნდა გავაკეთოთ/
აირის ბალონი არა მაქვს მხედველობაში,
თვითონ იარაღი და ნასოსი.
არის რაიმე შანსი ან ცუდად დავარდნის შემთხვევაში იარაღის ანდა კიდევ რაიმე შემთხვევები,რომელიც სავალალოდ შეიძლება დამთავრდეს?
კი წერია თემის დასაწყისში რომ მოერიდეთ დაცემასო.მაგრამ სიტყვაზე დაეცა
ჰაერში ვიწევით თუ?
temo-777
და კიდევ მთავარი, არასოდეს არ დატენოთ იარაღი ჟანგბადით
უსაფრთხოების წესები,თორე ვერც წარმოიდგენთ 270ატმოსფეროიან აზოტ-წყალბადის ნარევის
რა რაოდენობაზე მიმიწვდება ხელი.მაგრამ უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა.
soso66
ამიაკს გულისხმობ ?
არა სანამ.ეს გაზი ამიაკად იქცევა კოლონაში.არა და ოხრად იხარჯება.
ისე მამენტ პირდაპირ კისლაროდის ბალონით ვერ დატენი?
კი დატენი, ცოტა წყალბადიც უნდა შეურიო ხოლმე
koknar
უკეთესი შედეგის მისაღებად ნარევში წყალბადისა და ჟაბგბადის თანაფარდობა უნდა იყოს 2:1.
ვინმეს ცოდვა არ დაიდო
არ ცადოთ !!!!
Sk-box
კაი რა, ეგ რეაქცია საერთოდ არატოქსიკურია, წყალი მიიღება შედეგად და ისიც ორთქლის სახით, და კიდე ცოტა ხმაური
koknar
koknar
ახლა მაგდენი სკოლის ქიმიაში არ აუხსნიათ ეგ უკვე შენთვის მომინდია რომ იმენნა 1 ატომი ჟანგბადი გამოიჭირო და მხოლოდ 2 ასევე გამოჭერილი წყალბადის ატომი მიუქსიო
აი რა ხდება, როცა შეკუმშულ აირთან მუშაობისას უსაფრთხოების წესებს არ იცავ.
არა მგონია ესენი დილეტანტები ყოფილიყონ, მაგრამ მაინც მოუვიდათ ის რაც მოუვიდათ. ტიპი სასწაულად გადარჩა, როცა PCP-შლიდა.
რაღაც სამუშაოებს აკეთებდა და რეზერვუარი არ დაცალა, შედეგად კლაპანმა ბარძაყში გაუარა. კიდე კაი არტერია არ დააზიანა ან თავში არ მოხვდა.
მეორე ნაწილი ჭერში გაერჭო.
აქ ცდილობს ახსნას თუ რა მოხდა, მაგრამ მგონი თვითონაც ვერ მოვიდა აზრზე რატომ მოხდა ასე. კლაპნის დამჭერი ვინტებისთვის ხელი არ უხლია,
pilotina
პირველ ვიდეოს ნაღდად ვერ ვუყურებ, არ მაქვს მაგის ნერვები. მეორეზე კი ვნახე შედეგი, მართლა მაგრა გადარჩენილა. რამხელა დირკა დაადო და 40 იანი რეზიკი რომ ყოფოლიყო დაბრიდავდა.
ხალხნო ყურადღებით იყავით და თავს გაუფრთხილდით.
გინდ კლაპანი მოგხვედრია, გინდ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი.
ისე ტიპს ისე შეეშინდებოდა, რომ საერთოდ აღარ მიეკაროს პცპ სისტემას კი არა და საერთოდ პნევმატიკას!
ძალიან ცუდია რომ ეგეთი რამ მოხდა თუნდაც სადრაც იქ ოკეანის გადაღმა, მაგრამ მეორესმხრივ გადასარევი მაგალითია იმისა რასაც ჩვენს ზოგიერთ რეზერვუარის გაფართოების მოყვარულებს ვუტრაკებ ხოლმე, ანუ გინდა თუ არა რეზერვუარის გამადიდებელი გამიკეთეო....
ყველას ვეუბნები ხოლმე არაა ეგ საქმე სანდო მეთქი, მარა მე ვთქვათ არ ვაკეთებ, მიდიან და ნახულობენ ვიღაც ვანიას რომელსაც ათლევინებენ ხოლმე ეგეთ გადამყვანებს და....
მოკლედ კონკრეტულად ამ ვიდეოში ამერიკელებს რაც მოუვიდათ არის შემდეგი რაღაცის ბრალი:
1) ეს კიტები სახელად hipack იყიდება ხრენ ივო ზნაიტ რა წარმომავლობის კანტორისგან, არის თითქოს და ქარხნული, და შექმნილია 2240-ის გადასაყვანად co2-დან ჰაერზე, ეს არის კონსტრუქცია რომელსაც ერთი მხდიდან აქვს co2 ბალონის ფორმა, რომელიც შედის რეზერვუარში და ეტება ბალონის თავის ადგილს (რეზინა სადაცაა თავის ნემსიანად, ნუ იასნია ამას ნემსი და გახვრეტა არ სჭირდება, მაგრამ მინიმალური გადაკეტება ორმ იყოს რა...), დალშ ეკიდევ არის გაგრძელებული რაღაც ნაწილი რომელიც რეზერვუარის დიამეტრის ხელა ტრუბაა და ბოლოში თავდება ქვიქ დისკონექტით.
იდეა თავის ჩანაფიქრით ცუდი არაა, პროსტა მე თუ მკითხათ იდიოტურია იმიტომ რომ ცო2 ბალონი პოტენციურად უფრო მეტ გასროლებს მოგცემს, ვიდრე ეგ გადამყვანი, რადგან ჰაერის მოცულობა ძალიან ცოტაა და ჰაერი თხელად მდგომარეობაში არაა, ცო2 კი თხევად მდგომარეობაშია და უფრო დიდი მოცულობის კონცენტრირებას ახდენს.
დალშე არის რეკომენდაცია რომ ეს კიტი ტესტ პონტში შემოქმებულია 220 ბარზე და სამუსაო წნევა არის 130 ნუ ტიპა დისკო და მისი სიყვარულები... მოკლედ ჩემი გოიმური გადასახედიდან ეგ პაკი მაქსიმუმ მფლობელს მისცემს 10-15 გასროლას, ეს ეტყობა იცოდა შემქმნელმაც და მაქსიმალურად რომ მიეღო დიდი მოცულობა აქვს ერთი დიდი შეცდომა დაშვებული.... კედლის სისქე აქვს მიქარული... მაგრამ მოდით ყველაფერზე ნაბიჯ ნაბიჯ წავიდეთ...
ეს არის ეგრეთწოდებული პაკი რომელიც იყიდება
გამოიყურება თოფზე დაყენების მერე აი ასე
დაჟე არის აი ასეთი https://www.pinterest.com/pin/132434045269875900/
ყველა მათგანი პოტენციურად საშიშია, იმიტომ რომ მოდის 2240-ია hipack-იდან, აქ კი შემქმნელმა იფიქრა იფიქრა და მოიფიქრა რომ - კედელი თუ სქელი იქნება და უსაფრთხო, მაშინ მოცულობა იქნება ცოტაო და ისედაც უაზრო იდეა საერთოდ უაზრო გამოვა და 5-6 გასროლაზე მეტს არ მომცემსო, ამიტომაც, ან უვიცობით ან გამოუცდელობით, ან უსაფრთხოების ფეხებზე დაკიდების გამო ადგა გა პრიორიტეტი მოცულობას მიანიჭა....
შედეგად ზემოთ ხსენებულ ვიდეოებში ჩანს მთავარი შეცდომა
სურათზე ჩანდს რომ კედლის სისქე არის კატასტროფა.... იასნია რომ ეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს თუ ალუმინისაა მინიმუმ 3 მილიმეტრი უნდა იყოს, ხოლო თუ რკინაა 1.5-დან 3 მილიმეტრამდე უნდა იყოს აქ კი სადრაც 0.5 მილიმეტრს ვხედავთ გასაგებია რაც უნდა მომხდარიყო
მე ცხოვრებაშI ერთხელ მაქვს გაკეტებული 2 რეზერვუარის შემაერთებელი, ისიც მარადიორზე და შიდა დიამეტრის დეტალზე რომელიც იყო 26.5 მილიმეტრი ხვრელი გავაკეთე 8 მილიმეტრი, ანუ კედლის სისქე დავტოვე 26.5-8 და გაყოფილი 2-ზე 9.25 მილიმეტრი, გასაგებია რომ აი ნამეტანი ზედმეტია, მაგრამ მირჩევნია ეგეთი იყო ვიდრე ასეთი შარი ოდესმე გაიჩითოს....
როდესაც ხალხს ვეუბნები რომ არ შეიძლება წვრილი კედლის დატოვება და სათითაო გასროლას და მოცულობას მისდევენ, აი ვერ ვაგებინებ ხოლმე რამხელა საფრთხეში იგდებენ თავს... აგე რამხელა საფრთხეა 1-2 ტილიანი მეტი გასროლის გამო....
არ ღირს ხალხნო არც დამატებითი დაგრძელება და არც არანაირი გადამყვანი....
ან ნასოსი გამოიყენეთ ან ბალონი, ან არა და იკმარეთ ის რეზერვუარი რაც გაქვთ, თუ გასართობ გასვლაზე გადის ვინმე ნასოსი და ბალონი ვიღაცას მაინც მოაქვს, ხოლო თუ სანადიროდ ხარ და უაზროდ ყველა გირჩას და ქვას არ ესვრი ნუ აი 30-50 გასროლა ყელში უნდა ამოგივიდეს, მაგ რაოდენობიდან ნახევარიც რომ შედეგიანად დამტავრდეს, დაჟე მესამედიც კი უკვე იმხელა ნადავლია რომ აეეე არ ღირს რა სათითაო გაკუებაზე გაკიდება და თავის საფრთხეში ჩაგდება... დატენვა ყოველთვის შეიძLება და საკუთარი თავის ხელახლა ამ ქვეყნად მოყვანა კი ჯერ არავის გამოსვლია....
კიდევ მაგალითი დატენილი ბალონის გახეთქვისა, 3500 psi სადღაც მემგონი 240 ბარია.
ეს კიდევ 300 ბარზე
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services