მივესალმები ფორუმს. მინდა მოკლე მიმოხილვა მოგაწოდოთ კიდევ ერთ ჩინელზე, ამჯერად პისტოლეტზე სახელწოდებით Artemis PP700S-A.
წინა მოდელისგან განსხვავებით, რომელიც ასევე იყო ჩემს განკარგულებაში განსხვავდება იმით, რომ აქვს ღია სამიზნე. პისტოლეტი ვიზუალურად ესე გამოიყურება
https://radikal.ru
ტექნიკური მახასიათებლები კი ასეთია. პისტოლეტის მთლიანი სიგრძე--37სმ. წონა 1100გრამი. სასხლეტი ორ საფეხურიანი, ცოტა უხეში, მაგრამ გარკვეული ჩარევის შემდგომ ძალიან დარბილდა და სასიამოვნო გახდა. რეზერვუარის მოცულობა 67.5კბ. ლულის სიგრძე 270მმ.
პისტოლეტი ყუთიდან ჯსბ0,67გრ, ისროდა 190მწ-ით. თუმცა აქვს სარეგულირებელი რომლითაც შესაძლებელია სიჩქარის მომატება, როგორც დამრტყმელით, ისე რედუქტორზე ზემოქმედებით. მაგრამ ამ ეტაპზე ვარჩიე რომ არ ჩავრეულიყავი და არ შევხებოდი რედუქტორს და დავტოვე ისე როგორც ქარხნული პარამეტრებით ჩემამდე მოვიდა.
პისტოლეტის შეძენის მიზანი იყო რომ მქონოდა კიდევ ერთი კომპაქტური პცპ აგრეგატი, რომელსაც დავარეგულირებდი მსუბუქ ტყვიებზე და მივიღებდი გასროლების ბევრ რაოდენობას. ორ დღიანი ჭკუაზე მოყვანის შემდგომ, მივიღე შემდეგი შედეგი, 35 გასროლა 235-240მწ. სიჩქარეების პლატო ჩემთვის ძალიან მისაღებია, რადგანაც პატარა რეზერვუარი აქვს. ტყვიები კი გამოვიყენე ლუმანი 0,45გრამიანი. ტყვიები ბიუჯეტურია, რაც ასევე სასიამოვნოა. ვნახოთ რა შედეგებს მივიღებ სიზუსტეში, რომელსაც ასევე გაგიზიარებთ. ამ ტყვიებზე ვსაუბრობ
https://radikal.ru
პლს, რადიკალზე ნუ ტვირთავს სურათებს, მილიონი იმიჯ ჰოსტინგ საიტია და იქ ატვირთეთ, ნუდამაბლოკინებთ საერთოდ მაგ ჰოსტინგს
აგრეგატია კარგია, სურათებს რომ ვხედავდე მოგილოცავდი კიდეც
geojorjika
გასაგებია, მიღებულია შენიშვნა. ვერ შევდივარ http://pix.ge/ და ამიტომაც ვერ ვტვირთავ. დამაკვალიანეთ რომლით ვისარგებლო
გილოცავ გიგა. კაი რამე ჩანს. საინტერესოა სიზუტეში რას იზავს.
giga2010
ისევ გიგა ? !
მომილოცავს , გაემართლებიუნოს შენი იმედები .
ღია სამიზნე კარგია .
geojorjika
geojorjika
pilotina
userman
დიდი მადლობა მეგობრებო. ამ დღეებში მოგაწვდით სიზუსტეზე ინფოებს
გილოცავ გიგა, მშვენიერი შენაძენია ძმობილო
userman
http://imagehost.cc/
https://imgbb.com/
https://imgur.com/upload
https://postimages.org/
ამის გარდა მილიონი ჰოსტინგი კიდევ
giga2010
გიგა მეშლება თუ შენ უკვე გქონდა აგი ფიშტო?
ja_ja
მქონდა, მაგრამ სხვა მოდელი იყო. ღია სამიზნის ნაცვლად ქონდა შრაუდერი
უპს დაჟე 2 მოდელია
ja_ja
ერთი მაქვს, ეს ახალი. ძველი გავასხვისე
გილოცავ გიგა, კაი ყვანჩალების სახოცი ჩანს.
giga2010
საღოლ გიგა გილოცავ მეგობარო.
მშვიდობაში და "ერთხელ ხო მეც დამაპიპინებინებ"?
მეც მაინტერესებს მსგავსი ფიშტო...
საინტერესოა რა შედეგებს მოგცემს?
okela84
aleqsa
მადლობა ბიჭებო.
ალექს რათქმაუნდა დააპიპინებ მოვსინჯავ სახლში 18 მეტრზე ამ დღეებში. რაც ვისროლე კმაყოფილი დავრჩი.
მინდოდა პატარა, ღია სამიზნით, მსუბუქ ტყვიებზე აგრეგატი, 30 მეტრამდე პლინკისთვის
მეგობრებს მივესალმები და მინდა სულ 2 ჯგუფი წარმოგიდგინოთ 18 მეტრ დისტანციაზე. პისტოლეტს დავუყენე ხელნაკეთი კონდახი და საყრდენად ბალიშები მქონდა
ტყვიებზე იმედია არ დამცინებთ, მაგრამ თავიდანვე ეს ჩანაფიქრი მქონდა, მქონოდა პატარა რეზერვუარიდან შედარებით ბევრი გასროლა და გამომეყენებინა ბიუჯეტური ტყვიები. ეს პირველი ჯგუფია ლუმანი0.45 გრამი. სიჩქარე 235მწ
ეს კი იმაზე სასაცილო ტყვია, იგივე ლუმანი 0.3გრამი. სიჩქარე 267მწ
გამარჯობათ მეგობრებო. როგორც იქნა ცოტა მოვიყვანე ჭკუაზე, თუმცა არ საბოლოოდ. პრობლემა იმაშია რომ ვერ ვიჭერ სიჩქარეს, ანუ 200 ბარზე დატენილი რეზერვუარიდან საშინელი პლატო აქვს. საბოლოოდ დავდექი იმ აზრზე რომ 150 ბარზე ვტენი რეზერვუარს და 100ბარამდე მაქვს 20 გასროლა იდეალური სიჩქარის პლატო +- 3მ/წ. ჩემთვის ეს დამაკმაყოფილებელია.
დღეს მოვსინჯე ოპტიკით, დავაყენე konuspro 3-9x40, რომელიც ჩვენს ნაცნობ მაიმარკეტზე შევიძინე თავისი სამაგრით 80ლარად. ოპტიკა მომეწონა, მინდა გითხრათ რომ ძალიან ნათელი და თხელი ბადე აქვს.
დღევანდელი დღის შედეგები კი ასეთია. გავაკეთე 4 ჯგუფი, 40მეტრზე. საყრდენი მანქანის კარები. ასევე მინდა გითხრათ რომ მოვსინჯე ახალი პროგრამა, რომელიც თავად თვლის ჯგუფს და საკმაოდ ინფორმატიულია. გამოვიყენე ეს პროგრამა E-Target 1.64. არსებობს უფრო ახალი მისი ვერსია, მაგრამ გამიჭირდა მისი მოხმარება. გადმოვტვირთე აი აქედანhttp://piterhunt.ru/scripts/forum/showthread.php?t=79064
ეს კი უკვე შედეგები. ბოდიშს გიხდით რუსული ენის გამო, იმედია ექნება პროგრამას სხვა ენაც
https://imgbbb.com/image/RxkX5 https://imgbbb.com/image/RxJRD https://imgbbb.com/image/RxxD2 https://imgbbb.com/image/Rxd2G
giga2010
გიგა სანამ ინსტრუქციას წავიკითხავთ მოკლედ რო დაწერო მაგ პროგრამაზე.
ანუ გადაუღე სურათი ნასროლ სამიზნეს და შემდეგ პროგრამა თავად ზომავს ჯგუფის ზომას
თუ
პროგრამაში შეგყავს სანტიმეტრიანით გადაზომილი ზუსტი ზომა და გრაფიკულად იძლევა უკვე პროგრამა.
მოკლედ ბიჭებო დღეს გავედი მინდორში და გავტესტე შედარებით შორ მანძილზე ჩემი ფიშტო Artemis PP700S-A ღია სამიზნით, ტყვიები ლუმანის 0.55 გრამი
საღოლ გელა.
ერთი შეჯიბრებაც პისტოლეტებში უნდა დავაწესოთ
მართლა მაგარი სიზუსტე აქვს მაგ პპ700-ს, ნუ მსროლელზე აღარ ვსაუბრობ
ესეც ჩემი ტერმინატორი
https://radikal.ru
გამარჯობათ ფორუმელებო.
ცოტა შესავალს გავაკეთებ და მერე მთავარზე გადავალ.
სულ თავიდან მინდა დავწერო რომ მე მსგავსი სტილის პნევმატიკა და არც ცეცხლსასროლი არასდროს მხიბლავდა. ცოდვა გამხელილი სჯობსო და არასერიოზულად ვუყურებდი ალბათ იმის ბრალია რომ არ მქონია შეხება და დისტანციურად ყველაფეირ სხვანაირად ჩანს მაინც, სანამ შეხება არ გექნება.
ასე იყო თუ ისე გიგას ეს არწიომა ჩამივარდა ხელში. ერთ თავისუფალ დღესაც გავედი მინდვრად და მინდა ვთქვა რო "გამაოცა ტიპმა გამაოცა".
ძაან მსუბუქი, კომპაქტური. მოხერხებული და ზუსტია მიუხედავად არც თუ ისე დიდი ენერგეტიკისა. გასროლების რაოდენობაც კარგი აქვს. მსგავსი ტიპის პნევმოზე ალბათ უმეტესობა დაბალი ჯერადობის კომპაქტურ ოპტიკას დააყენებდა ან თავისივე ღია სმაიზნით ისვრიდა ან სულაც კოლიმატორს მიაყენებდა. მეც ვფიქრობ რო კოლიმატორით უფრო სასიამოვნო იქნებოდა სროლა, ამიტომაც მოვარგეთ კოლიმატორი და ნამდვილად არ შევმცდარვარ. ნამდვილად ვისიამოვნე.
სიტყვა გამიგრძელდა.
რა თქმაუნდა ახლოს ვსინჯე, შევატყე რომ ზუსტი იყო და მოვუმატე მანძილებს, საბოლოოდ 70 მეტრზე გადავედი. დავალაგე ბოთლები და დავიწყე სროლა. ქვევით ვიდეოში იხილავთ ყველაფერს.
სროლის პროცესზეც 2 სიტყვას დავწერ და აღარ მოგაწყენთ თავს. 70 მეტრზე საგნების დანახვა შეიძლება არ გაუჭირდეს უმეტესობას მაგრამ მემგონი დასამიზნებლად ცოტა მოუხერხებელია. საგნებს ძაან ცუდად ვხედავდი ამიტომაც უფრო მეტად ვესროდი რომელიც ბზინავდა, ესეთი იყო შუშის ბოთლი და ენერგეტიკული სასმელის ჟეშტის ბოთლი. ზომით არ არის დიდი.
ვიდეოში ჩანს იმის ნახევარი სროლები ვიდრე ვისროლე სინამდვილეში. ვიწვალე დამონტაჟებაზე და ამიტომაც ვერ მოვახერხე მეტი ნასროლის ჩატევა ვიდეოში. ესე დაწერილზე თუ დამიჯერებთ ვაცელდი იმიტო რო ვერ ვხედავდი. 10 დან 8–9 ხვდებოდა. ერთი მტრედიც ვიმსხვერპლე 50 მეტრში, ეგრევე ფართხალით ჩამოვარდა.
ვიდეოს ხარისხისთვის ბოდიშს ვიხდი
ყოჩაღ გიო.
შენი არ იყოს მსგავსი იარაღი არც მე მხიბლავს, თუმცა შენმა რეპორტმა რაღაც ინტერესი გამიჩინა.
უკონდახო იარაღიდან მაგხელა მანძილზე საუკეთესო შედეგია. თუმცა შენ ისედაც კარგად ისვრი, მე გამიჭირდება მსგავსი შედეგის მიღწევა.
ბოლო დროს ფორუმზე აქტიურობა შემცირდა და ძალიან კარგია სიახლე რომ შემოიტანე.
koba1973
გაიხარე კობა.
კონდახივით აქვს, გიგას გაკეთებული. მიიდებ მხარზე, სულ არაფერს სჯობს ნამდვილად. აფიქსირებ მხართან ასე თუ ისე.
პ.ს.
დამავიწყდა დამეწერა. 200-100 ბარამდე აკეთებს 40 გასროლას. ოღონდ რედუქტორი რა წნევაზე აყენია არ ვიცი. დატენვით ძააან ადვილად იტენება. 0_დან 200 ბარამდე სადღაც 60 ბუქნი მოუწია ნასოსზე. 100_დან 200 ბარამდე კი 40 ბუქნი. ამ მხრივაც გამიკვირდა ესე ადვილად რო იტენება.
MonSoon
ჯიგარი ხარ გიო!!! საინტერესო მონტაჟი გამოვიდა. შენი მცდელობა ფორუმზე სიახლეების დადების, ნამდვილად დასაფასებელია. მადლობა კიდევ ერთხელ!!!
p.s სულ მეცინება და ამასთან ერთად კარგად მაქვს დაცდილი, ჩემი ყოველი აგრეგატი შენი დამსახურებით საუკეთესოდ ისვრის, თითქოს იღვიძებს შენს ხელში
MonSoon
giga2010
კიი გეთანხმები გიგა, გიოს შენი ფიშტოებისთვის იღბლიანი ხელი აქვს როგორც ჩანს?
მშვენიერი ნასროლებია, რესპექტ!!!!
პ.ს. გული მიგრძნობს მაგ ერთი სროლით არ დაკმაყოფილდებით და წინ კიდევ ბევრი საინტერესო გვაქვს სახილველი?!!
.
ერთი პატარა ვიდეო ნასოსით დატენვის ამსახველი. ზევით კი ვახსენე 100-200 მდე 40 ბუქნი უნდა ნასოსით მეთქი მაგრამ თვალი ჭამს და თვალი სვამსო.
40 ბუქნი და 40 წამი დასჭირდა სულ დატენვას.
ამ არტემისზე ინფორმაციის მაძიებლისთვის შეიძლება საინტერესო იყოს. წამებს და რაოდენობებს რო არ ვუყუროთ რეალობაში შეგრძნება გაქვს რომ უცბათ გულის აუჩქარებლად იტენება. მითუმეტეს რო 100 მდე შეიძლება არ ჩამოიყვანო წნევა.
კარგიაააა, ხოშიანი ვიდეოა, ამ იარაღმა მეც ძალიან მომხიბლა. ლომკა მაქვს ყოველ დღე რომ არ ვისროლო ხოლმე, მე ძირითადად კონდახის გარეშე უფრო მომწონს სროლა, მოხვედრის ალბათობა რა თქმა უნდა მცირეა მაგრამ რომ ხვდება ორმაგი კაიფია ) ძირითადად ორი ხელით სროლა უფრო სტაბილურია მაგრამ ცალი ხელით უფრო მეტი კაიფია როცა ვარტყავ ხოლმე
მოკლედ ამ ფიშტოს დიდი ხანია უტრიალებდა ვიყიდო თუ არა ვერ გადამიწყვეტია, რადგან რაღაცები არ მაკმაყოფილებს, ხოდა აქვე დავსვავ კითხვებს, 0.67 გრ გასროლა თუ არის შესაძლებელი 250 მტრაწმით, და რამდენ გასროლას მომცემს 250 ამით, ასევე ყვავის მოკვლა 80- 70მეტრზე შეილება ნადირობა,?
name
ხო იმდენად კარგი სიზუსტეს წერენ ნეტშიც, გამიჩნდა კითხვა 80 -70 მეტრზე ნადირობის სურვილი, ოკ მადლობა ბიჭებო ინფორმაციისთვის, ეხლა უკვე გასაგებია, სულ მავიწყდებოდა ამ ფიშტოზე მეკითხა, აქ
name
ჩემი აზრით, მე პირადად ყველა ზდპ-ს მირჩევნია სანადიროდ. 20 მეტრზე მაგიდიდან 10 მმ ჯგუფები მაქვს გაკეთებული
giga2010
მე ძალიან კმაყოფილი ვარ. კაიც გამოდგა, პლიუს კიდევ ავზბორე მაგრად. ყველაზე კარგად 7 გრეინებს ისვრის ჩემი. ტყვია ტყვიაში სვამს.
koba1973
კიი, ოპტიკით და ჩემი დაყენებული კონდახით, რომელიც არც თუ ისე მყარია.
ძალიან ხშირად ხელიდანაც მისვრია და 30-40 მეტრში პლინკის დროს სიგარეტის კოლოფს ძალიან მარტივად ვარტყავდი
მე როცა მქონდა crosman 1720T, ისიც 0.67 235 მ/წმ ისროდა და ყვანჩალებს 50-60 მეტრამდე არ ახარებდა. რეკორდი 84 მეტრი იყო. რო მოხვდა ყვანჩალას, გინება დამიწყო და ვითომ აფრინდა, მარა მალევე გაუსხა ჰიდრავლიკამ და დავარდა. მანამ მივედი გასული იყო გაღმა
მაგ მანძილზე ალბათ 5-6 ჯოული მიიტანა, მარა ეყო
არ ვიცი ჯოული მოული არაფერი მაგრამ დღეს 35 ნაბიჯში, სავარაუდოდ ალბათ 25 მეტრში სამჯერ შუშის ბოთლი გატეხა და არ მგონია მაგ მანძილში ყვავს ესიამოვნოს 0.68 გრამი სავარაუდოდ 140 მეტრ წამი, მე თუ მკითხავ სანადიროდ სხვა მანძილები არც მოეთხოვება პისტოლეტია ბოლოს და ბოლოს, თან გასროლების რაოდენობა 80 მაინც მაქვს,
აქვე დასკვნა, პისტოლეტი, 80 გასროლა და 25 მეტრში იმხელა ძალა რომ შუშის ბოთლი გატეხოს საკმაოდ ნორმალურია, სხვა შედეგებისთვის არსებობს სხვა უფრო მოზრდილი აგრეგატები, და არა პისტოლეტი აქვე აღვნიშნავ, ბოთლს ტეხავდა მხოლოდ პირდაპირი კუთხით მოხვედრის შემთხვევაში
gela
გელა 0.47 გრ ჯსბ ნახე. იმენა ტყვია ტყვიაშია ჩემით 220ით აგზავნის მისამართზე
gela
იმდენს იზავთ მაგასაც მაყიდინებთ!
არტემისს ვგულისხმობ.
koba1973
ჯერ მოსინჯე ჯობა. მაინც
MonSoon
მართალი ხარ.
კობა ტყვიებს თუ გულისხმობ მოსასინჯია ნამდვილად, იმიტომ რომ ყველა თოფისთვის ინდივიდუალურია, მაგრამ თუ პისტოლეტს გულისხმობ, მინდა ვთქვა რომ მოსასინჯი არაფერია, თუ პისტოლეტიდან სროლა მოგწონს ძალიან გასიამოვნებს ყოველ შემთხვევაში მე მომწონს ამ პისტოლეტიდან სროლა ისე რომ 3 თვე სრულდება და თოფისკენ არც გამიხედავს, თუმცა მოწონება არ მოწონებაც ინდივიდუალურია, შემიძლია გაგატესტინო კობა მაღაროში რომ ვიყავი ჩამოსული სანადიროდ, მაშინ კი მქონდა წამოღებული მაგრამ შესაძლებლობა არ მოგვეცა რომ გვესროლა, )
gela
სალამი გელა.
ტყვიებს არ ვგულისხმობ. ეხლაც მაქვს ლუმანის ტყვიები. სანადიროდ ნორმალურია.პისტოლეტს ვგულისხმობდი, თუმცა არ მიზიდავს პისტოლეტიდან სროლა, არც ღია სამიზნით. მაგ აგრეგატს თუ შევიძენ ოპტიკას და კონდახს დავუყენებ. მაგ მიზნით ვიყიდე 1377 და მიდევს. იშვიათად ეზოში ვისვრი, თუმცა ვერ ვკაიფობ. პისტოლეტი საერთოდ არის სასაუბრო დისტანციაზე სროლისთვის. თუმცა ზოგს მოსწონს პისტოლეტიდან სროლა.
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services