პრე ისტორია
ეს ამბავი დაიწყო შერეულ წარსულში, მაშინ დედამიწა ჯერ კიდევ ცხელი ქვის ბურთი იყო. მილიონი წელი მზის ირგვლივ ტრიალი და დედამიწა გაგრილდა, ზედაპირზე წყალი წარმოიშვა და სიცოცხლე ჩაისახა.
ზედაპირზე დიიდი ცხოველები დადიოდნენ, პირველყოფილი მაუმუნ-ადამიანები მშივრები დაბოდიალობდნენ და ბუჩქიდან ბუჩქზე კენკროვანი ნაყოფის აკრებით ერთობოდნენ. რა ექნათ სხვა? დინოზავრებს მთელი ტომის ძალითაც ვერ ერეოდნენ, შედარებით პატარა ხვლიკები კი ხიდან ხეზე დახტოდნენ და დაფრინავდნენ.... ერთხელაც ერთმა ლამის ნერწყვით დამხრჩვალმა ადამიან-მაიმუნმა მფრინავ ხვლიკს სიმწრით ქვა ესროლა. ქვა ხვლიკს თავში მოხვდა, ხვლიკს ტვინის შერყევა დაემართა. მოგეხსენებათ მაშინდელი ტვინები დიდი სტაბილურობით არ გამოირჩეოდნენ, შედეგად ხვლიკმა ფრენის კოორდინატები ვეღარ გაარჩია და ვერ მიხვდა სად არის ზევით, სად არის ქვევით... მოკლედ ბევრი რომ არ ვიყბედოთ ხვლიკი მიწას დაენარცხა.
მაიმუნ-ადამიანი სასწრაფოდ ეცა ჩამოვარდნილ ხვლიკს, ჩაავლო ხელი, სიამოვნებით აწია ცისკენ და გამაყრუებლად დაიჩხავლა.... როგორც თანამედროვე პნევმატიური ისტორიის სახელმძღვანელოები მოგვითხრობენ ასე დაიწტო პნევმატური იარაღის პროგრესი
რა თქმა უნდა პნევმატიკა ჰაერის გამოყენებას ნიშნავს, ამიტომაც ადამიანის შეიარაღებაში მალე გამოჩნდა სულით სატყორცნი მილები შხამიანი ისრებით. ჩიტები ციდან ცვიოდნენ და ცვიოდნენ, მაგრამ დაიღალა ადამიანი ფილტვების მუშაობით, ამიტომაც გამოიგონა Hatsan AT44-10
როგორც მიხვდით დღევანდელი სტუდიის სტუმარი იქნება ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიერ ნაწარმი პნავმატური თოფი. ამ თოფზე ბევრი რამ წაგვიკითხია ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნის მომხმარებლებისგან, ასევე შავი ზღვის დასავლელი მეზობლის მომხმარებლებისგან, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლამის 1 წელია ეს იარაღი იყიდება და ჩვენს ფორუმზე მისი მომხმარებლებიც გვყავს, ამ იარაღის მიმოხილვა არ გაგვაჩნდა.
ერთერთ ჩვენ ფორუმელს ჩაუვარდა ხელში... უფრო სწორედ საკუთრებაში თურქი ინჟინრების ნახელავი და ერთერთი გაჭირვების და გადამკიდე, მოხდა ეს იარაღი ჩემს ხელში. ჩემთან ეს ფიშტო სულ რაღაც 36 საათი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ 36 საათის განმავლობაში გაუჩერებლივ წვმდა და ვერ მოვახერხე ბუნებაში გასვლა, რომ იარაღის შესაძლებლობები გამესინჯა... მოკლედ სახლის პირობებში ვატრიალე ყველა მხრიდან, ყველაფერი შევისწავლე რაც შეიძლებოდა, პლიუს მეორე დღეს პატრონთან ერთად ბუნებაში გავედით და დარჩენილი მინი ტესტებიც ჩავატარეთ.
ასე იყო თუ ისე არის... მოკლედ გადავწყვიტე მიღებული ინფორმაცია თქვენთვის გამენდო და ამ იარაღისთვის ცალკე თემა გამეხსნა, რომ მომავალმა მისმა მფლობელებმა ან მსურველებმა თავიანთი აზრები, სურვილები და მოთხოვნები ამ ერთ თემაში ჩამოაყალიბონ.
ძირითადი პრინციპები
ამ განყოფილებაში მინდა ძირითადი კრიტერიუმები და პრინციპები ჩამოვაყალიბო.
მოკლედ საუბარი დღეს გვექნება მეტად უჩვეულო, კერძოდ ერთი თოფის განხილვა, მაგრამ ალაგ ალაგ ნახსენები იქნება სხვა ფირმის მოდელების ესა თუ ის შესაძლებლობებიც, რომ პარალელელბი ერთად გავავლოთ.
გთხოვთ აუცილებლად გაითვალისწინოთ, რომ განსახილველი იარაღი მოგვაწოდა ჩვენმა ფორუმელმა ochopintre-მ. ასე რომ არ გვავიწყდება მისთვის მადლობის მოხდა.
დღეს განხილული იქნება კონკრეტული მოდელი Hatsan AT44-10 ხის კონდახით.
განხილვა სამწუხაროდ არ იქნება აღჭურვილი ნასროლი სამიზნეებით, განხილვას გადავყევით ტირში და დაგვავიწყდა ნასროლი სამიზნის წამოღებაც და სურათის გადაღებაც. ასე რომ სიტყვაზე უნდა დამიჯეროთ იმ შედეგებზე რასაც მოგვიანებით დავწერ. მადლობა ღმერთს მინიმუმ 8 კაცი მოწმე არსებობს, ასე რომ მხოლოდ ჩემს სუბიექტურ შეფასებებზე არ იქნება ინფორმაცია დამოკიდებული.
იარაღი
ჩვენი დღევანდელი განხილვის საგანი არის Hatsan AT44W-10. სიმბოლო W ნიშნავს ხის კონდახს. აქვე დავძენ, რომ თავიდან ეს თოფი გამოდიოდა პლასტიკატის კონდახით, შემდგომ გამოშვებული იყო ცალკე ვერსია ხის კონდახით.
ძირითადი მონაცემები:
რეზერვუარის მოცულობა: 180 კუბური სანტიმეტრი
რეზერვყუარის ტიპი: ცვლადი, შესაძლებელი დამატებითი რეზერვუარის შეძენა და გამოყენება
დატენვის მექანიზმი: განივი პორტი
მანომეტრი: ყველა რეზერვუარს ტავისი მანომეტრი აქვს
საბრძოლო კლაპანი: ინტეგრირებულია რეზერვუარზე
სამუშაო წნევა: 200 ბარი
კლიპი: არის 10 ტყვიანი
დაცვა 2 ტყვიის მიწოდებისგან: არის
ჩახმახი: გვერდითა გადატენვა (ეგრეთწოდებული ბიატლონის ტიპი)
ლულა: ხრახნიანი სიგრძით 495მმ
კალიბრი: არის 4.5 და 5.5, ჩვენთან კანონის გამო მხოლოდ 4.5 შემოდის
მოდერის დამაგრება: გათვალისწინებული და ლულაზე მოჭრილია სტანდარტული რეზბა 1/2 UNF
სრული სიგრძე: 1000 მილიმეტრი
წონა: 3.6 კგ
ავტომატური მცველი: არის
ტყვიის სიჩქარე მწარმოებლის თქმით: 325 მ/წ
გასროლების რაოდენობა ერთი დატენვით: 90 გასროლა (არ შემშლია 90 გასროლა ერთი დატენვით, ოღონდ ამას მწარმოებელი ამბობს)
კონდახი: ხე, თურქული კაკალი
მონტეკარლო კონდახზე: არის ორმხრივი
სამიზნის სამაგრი რელსი: 11 მილიმეტრიანი მერცხლისკუდი, ან 22 მილიმეტრიანი ვივერი (ორივე მაგრდება ერთი და იგივე თოფზე)
სასხლეტი: ორ დონიანი მოოქროვილი სასხლეტი, შესაძლებელია სვლისა და ძალის რეგულირება
კონდახის საყრდენი: რეგულირებადი
http://\"http://www.hatsan.com.tr/new_at44w_10.asp\"
რავიცი კიდევ რა დავწერო??? ასეთ ჩამონათვალს ბევრი ტოპ დონის თოფი ვერ მიიღებს მაგრამ მთავარია როგორ გამოიყენება ეს ყველაფერი. დროა ნელნელა შევეპაროთ თოფს და დავიწყოთ რეალური განხილვა.
მინი მიმოხილვა
ბევრი ვიფიქრე საიდან დამეწყო ამ თოფის განხილვა. გამოგიტყდებით და დიდხანს მეჭირა თოფი ხელში ხან ისე ვატრიალე ხან ასე და ბოლოს გადავწყვიტე... ჯანდაბას როგორც არის ისე დავწერ შემდგომ კი მკითხველმა შეაფასოს.
პირველი სად შეიძლება თოფის შეძენა? შეიძლება თბილისში 2 ძირითად წერტილზე, თუმცა ხანდახან ხალხი ახსენებს მესამე წერტილსაც. პირველი შემომტანი იყო პატარა მაღაზია დინამოს სტადიონის კუთხეში, რომელმაც ჩამოიტანა პლასტმასის კონდახიანი ვერსია 600 თუ 700 ლარად. ძირითადი შემომტანი არის მაღაზია \"მაგნუმი\" თუმცა მაგნუმის მხოლოდ ერთ ფილიალში იყიდება ანუ გუდვილში (ფასი მერყეობს 550 ლარიდან 950 ლარამდე მოდელის და მიხედვით). ზოგჯერ ახსენებენ ხოლმე მაღაზიათა ქსელს \"მოგზაური\", მაგრამ რომელ მაღაზიაში და კონკრეტულად რომელი მოდელი იყიდება კაცმა არ იცის.
სრული ინფორმაციისთვის უნდა ვახსენო რომ თოფი სახელად AT44 გამოდის რამდენიმე მოდიფიკაციის, ეს არის ერთ ტყვიანი მოდელი, თუ AT44-ის მერე წერია ციფრი 10, ესეიგი საუბარია კლიპიან ვერსიაზე, რომელსაც 10 ტყვიის ჩატევა შეუძლია. არის კიდევ ერთი მოდელი, რომელიც არის ასევე 10 ტყვიანი, მაგრამ გადატენვა ხდება პნევმატური თოფისთვის შედარებით უჩვეულო მეთოდით, კერძოდ კი პომპიანი 12 კალიბრიანი თოფის პრინციპით. ყველა ამ მოდელს დაამატეთ კონდახის 3 ძირითადი ტიპი რომელიც ზემოთ არის სურათებზე მოყვანილი და ასევე პლასტიკატის 3 შერეული ვერსია, სრული კომუფლაჟით, კონდახის კომუფლაჟით და ხის ფაქტურის სიმულაციით.
საერთო ჯამში საკმაოდ დიდი ასორტიმენტი გამოდის. ისე კი სიმართლისთვის უნდა დავძინოთ, მიუხედავად იმისა რომ ამ ჯერზე ჩვენ განვიხილავთ თურქულ მოდელს, ეს თოფი სინამდვილეში არის Webley-ს მოდელი (კონკრეტულად კი Webley Rider 10). ქვემოთ მოყვანილ სურათზე ბევრ ნაცნობ ფორმას ნახავთ
პატენტის შეძენისა თუ სხვა რაღაც უცნობი ფაქტების გამო ეს თოფი იწარმოება თურქეთში., ამერიკის ბაზარზე იყიდება 2 სახელით: http://\"http://www.pyramydair.com/p/hammerli-pneuma-pcp-air-rifle.shtml\" და http://\"http://www.pyramydair.com/p/HaleStorm-PCP-10-shot-air-rifle.shtml\". მოკლედ მემგონი ყველა შესაძლო წვრილმანი განვიხილე, რომელიც ამ თოფის შესახებ შეიძლება წარმოგეშვათ. ახლა კი გადავიდეთ ძირითად მიმოხილვაზე, ანუ ჩვენი ფორუმელის კონკრეტულ ხის კონდახიან ვერსიაზე.
ძირითადი მიმოხილვა
თოფის შეძენისას ხელში შეგრჩებათ ერთი დიდი შავი კოლოფი, რომლის გახსნის დროსაც აღმოაჩენთ თოფს კლიპს და დამტენ ღერძს. რა თქმა უნდა ჩვენი განხილვის ძირითადი პუნქტი თოფია, ამიტომაც პირდაპირ მას გავეცნოთ. თოფი საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება, გამოგიტყდებით მე თვითონ გამიკვირდა და რამდენიმე წამი ვცდილობდი ჩემი თავი დამერწმუნებინა რომ რაღაც მეშლება და წესით არ უნდა მომწონდეს თოფი. გგონიათ მიკერძოვებული აზრი მაქვს და იმის გამო, რომ თურქულია პირდაპირ საზიზღრობის კატეგორიად უნდა განვიხილავდე? არა საქმე არა მწარმოებელ ქვეყანაშია, არამედ ჩემს პირველ გამოცდილებაში ამ თოფის მიმართ. პირველად ხელში მეჭირა პლასტმასის კონდახიანი ვერსია. რომელიც არ ვიცი დაწუნებული პარტიიდან იყო ჩამოტანილი თუ საერთოდ პლასტმასიანი ვერსია ყველა ეგეთია... მოკლედ სუპერ არაკომპორტული თოფი იყო ჩემი გადასახედიდან, მძიმე, დიდი, ტლანქი, ბნელი, საშინელი კონდახით, ბევრი ნაწიბურით და გაუგებრად ჩახლართული მუშაობის პრინციპით.
ყველაფერი ეს გაქრა როდესაც ხელში ხის კონდახიანი ვერსია მეჭირა. არ ვიცი ხის ფაქტურა შვება ამას, თუ ასე ვთქვათ ოფიციალური დილერი \"მაგნუმის\" სახით ხარისხიან მოდელებს ეზიდება... ასე თუ ისე ხელში სასიამოვნო რამ გიჭირავს, თუმცა რამდენიმე წამში ხვდები, რომ თოფი მძიმეა, თან გაცილებით მძიმეა ვიდრე ჩემს მოხმარებაში არსებული Benjamin Marauder-ი.
მომენტალურად გამახსენდა, რომ 1.5 მეტრში ჩემი მარადიორი დევს, დავდე ჰაჩიკა საწოლზე და ვეცი მარადიორს... თან ვიცი, რომ მარადიორი მძიმეა და ამის გამო ნადირობისას გარკვეულ დისკომფორტს ქმნის... რამდენიმე წამი ხელში ტრიალი და... მიუხედავად უფრო მძიმე ოპრიკისა აშკარად უფრო მსუბუქად ჩანს თოფი ხელში. დავდე მარადიორი და ვეცი ხელახლა ჰაცანს... არა მძიმეა რა... თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი 12 ჯერადი უაზრო ოპტიკა ადევს რომელიც ალბათ მაქსიმუმ 500 გრამს იწონის, ჩემი VO 6-25-ი კი მთელი 1 კილოა... ვააა ნუთუ ჰაცანი იმდენად მძიმეა რომ....
სხვა რა გზაა, სასწორი არ მაქვს, ამიტომაც ვნახულობთ პასპორტში ინფორმაციას... ჰაჩიკა ოპტიკის გარეშე იწონის მწარმოებლის თქმით 3.6 კილოს, ხოლო მარადიორი 3.4 კილოგრამს, შესაბამისად უხეში მათემატიკით ჩემი თოფი დიდი ოპტიკით იწონის 4.4 კილოგრამს (იმიოტმ რომ ოპტიკის 1 კილო ემატება), ხოლო ჰაჩიკა თავისი 12 ჯერადი ოპტიკით 3.9 კილოგრამს (ემატება პტიკის 500 გრამი), მაგრამ მიუხედავად ამისა ხელში აშკარად იგრძნობა რომ ჰაჩიკა უფრო მძიმეა. საოცარია არა.
ბევრი თუ ცოტაოდენი გამოძიების შემდეგ მივაგენი მიზეზს... საქმე ბალანსშია, თოფის ბალანსი დარღვეულია, ამის გამო თოფის უფრო მეტი ნაწილი აწვება მარცხენა ხელს და სწორედ ამის გამო გგონია რომ თოფი მძიმეა. მარადიორს სიმძიმის ცენტრი სასხლეტიდან სადღაც 1.5-2 სანტიმეტრში აქვს, მაშინ როდესაც ჰაჩიკას იგივე ცენტრი ლამის 7-8 სანტიმეტრში აქვს წინ გადაწეული. ვითომ და დიდი სვაობა არაა 5-6 სანტიმეტრში, მაგრამ ბერკეტის პრინციპი ჯერ არავის გაუუქმებია, ამის გამო თოფი მძიმე ჩანს. ჩემი 16 ჯერადი პატარა ოპტიკით მარადიორი აშკარად მსუბუქი ჩანს, არა და მსუბუქი ოპტიკით მარადიორი გამოდის 3.9 კილო, ანუ იგივე რაც ჰაჩიკა 3.9 კილო.
ექსპერიმენტი ჩემს გარდა კიდევ 3 კაცზე ჩავატარე, ოჯახის წევრებზე და მეზობელზე, ყველამ აღნიშნა რომ ჰაცანი უფრო მძიმეა, ჰოდესაც იკითხეს სადაური და გაიგეს პასუხი თურქული... - აბა ახლა თურქული ეგეთი იქნებაო.. როგორც ხვდებით არაობიექტურ შეფასებას იმსახურებს თოფი სულ რაღაც ზედმეტად ცენტის 5-6 სანტიმეტრის გადაწევის გამო. და ეს საუბარია ხის კონდახიან მოდელზე, რომლის კონდახიც ხის მასალის გამო კიდევ შედარებით მძიმეა, აბა წარმოიდგინეთ რამხელა დისკომფორტი იგრძნობა პლასტიკატიანი კონდახის მოდელში... იმედია მიმიხვდით რატომ იყო ჩემი პირველი შეგრძნებები ნეგატიური.
კაი ბატონო გადავერთოთ სამიზნეებზე... ჰაცანს გააჩნია საკმაოდ საინტერესო კონცეფცია, მიუხედავად იმისა რომ თოფი ძირითადად დიდ მანძილზე სროლისთვისაა განკუთვნილი და წესით ოპტიკაზე უნდა იყოს გათვლილი... მოკლედ ამ თოფს ღია სამიზნეებიც გააჩნია. თან საკმაოდ საინტერესო ვარიანტში, წინა და უკანა სამიზნეები ორივე რეგულირებადია. წესით თოფებში წინა სამიზნე უმოძრაო დეტალია, აქ კი საქმე სულ სხვა ტექნიკურ იდეასთან გვაქვს.
რა თქმა უნდა სასიამოვნო ფაქტია, ბოლო ბოლო შეიძლება ჯერ თოფი იყიდო და სანამ ოპტიკას იშოვი, ღია სამიზნეს გამოიყენებ, მითუმეტეს რომ ოპტიკურ ბოჭკოვანი სამიზნეა რაც საკმაოდ კარგად ანათებს.
რადგან სამიზნე ვახსენეთ აქვე ვნახოთ ლულის წინა მხარე სადაც მოდერის დასამაგრებელი რეზბაა განთავსებული.
ვაძრობთ ლულაზე წამოცმულ პატარა პლასტმასის ხუფს და ვხედავთ სტანდარტულ 1/2 UNF რეზბას. საინტერესო ფაქტია რეზინის რგოლი, რომელსაც ჰაერი უნდა გააჩეროს, რომ მოდერიდან უკან არ გამოვიდეს. სასაცილო ის არის, რომ ჩემს მიერ გაკეთებულ გადამყვანებში იგივე მეთოდი გამოვიყენე ისე, რომ ამ კვანძს სურათებზეც კი არ დავკვირვებივარ
ბარემ ჩავხედოთ ლულას ზემოდან
ფასკა მოჭრილია, მაგრამ პირველი ტექნიკური ვაი აქვე ჩნდება, ფასკა დახრილადაა მოჭრილი. კლაოზნიკმა მომხმარებელმა რომ ნახოს აქ დაიწყება მთელი ლეგენდები სწორედ მოჭრილ ფასკაზე და.... თავიდან მეც მინდოდა მთელი მორალების და ლექციების წაკითხვა, მაგრამ ამ მოღრეცილი ფასკით თოფი საკმაოდ კარგად ისვრის, ასე რომ რა ვთქვა აღარ ვიცი
აქვე ჩავაკვეხებ ლულის სისქის მოყვარულებისთვსი ინფორმაციას, ლულა კროსმანის ლულისგან განსხვავებით სქელია, კროსმანის ლულები არის 11 მილიემტრი, ჰაცანის კი 13,75 მილიმეტრი, დიდი არაფერია 2,75 მილიმეტრი, მაგრამ სისქეს აშკარად მატებს ლულას.
აქვე ლულაში არსებულ ხრახნებს ვხედავთ, მართალია ძალიან მკაფიო არ არის, მაგრამ ხრახნები არის, როგორც წესი ამბობენ ხოლმე რომ ჰაჩიკას ლულებს ლულის ბოლო 2 სანტიემტრში ხრახნები სუსტად აქვს გამოხატული, სამწუხაროდ ვერაფერს ვერ გეტყვით, იმის გამო, რომ თოფი სხვისი იყო მისი დაშლა და ლულის შემოწმება არ დამიწყია.
კარგი ბატონო გადავიდეთ ოპტიკის დასამაგრებელ რელსზე. რელსი ჰაჩიკას უნიკალური აქვს, ასეთი რაღაც საკმაოდ იშვიათია, შეიძლება ითქვას ერთადერთია. საქმე იმაშია, რომ შეიძლება დამაგრდეს როგორც მერცხლის კუდის მქონე რგოლები, ასევე ვივერის სამაგრის მქონე რგოლები. თუ დააკვირდებით კოლოფის ზედა მხარეს დაინახავთ ორივე რელსის დამახასიათებელ ნაწიბურებს
მემგონი დასამიზნებელი საშუალებები სრულად განვიხილეთ, ახლა გადატენვის მექანიზმხე გადავიდეთ.
როგორც დეტალების ჩამონათვალში ვახსენე, ჰაცანის ამ მოდელში გამოიყენება გვერდითა გადასატენი ბერკეტი. საკმაოდ მოსახერხებელია, მიუხედავად იმისა რომ სხვა ფორუმებზე ამბობენ თითქოს და ეს სახელური უცებ ტყდება რამდენიმე გასროლაშიო... რავიცი ბოლო 2-3 დღის განმავლობაში მგონი 200 ტყვია გავისროლეთ, მაგრამ არაფერიც არ გატეხილა, თუმცა სახელური აშკარად სლუმიტისგანაა დამზადებული და მთლად სანდოდ არ გამოიყურება.
კარგი მოდით განვიხილოთ გადატენვის 3 ნაბიჯი.
1 სურათი ჯერ გადატენლი არ არის თოფი, დააკვირდით უკანა მხარეს მცველის წითელ წერტილს, ანუ სროლისთვის მზადაა თოფი, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას რომ წინა გადატენვის მერე გასროლა უკვე მოხდა, ან შეიძლება იმას ნიშნავდეს რომ გადატენილია თოფი და მზადაა გასასროლად.
მე-2 და მე-3 სურათი გადმოვწიეთ ჩახმახი, მაგრამ ბოლომდე უკან არ არის გადმოწეული, მცველი იწევ წითელ ფერს გვიჩვენებს.
მე-4 სურათი ბოლომდე გადმოვწიეთ ჩახმახი და თოფი გადავტენეთ, აქ უკვე ხედავთ რომ მცველზე წითელი წერტილი აღარ ჩანს, ანუ თოფი ავტომატურად ყოველი გადატენვის შემდეგ მცველზე დგება და ბლოკირებულია გასროლა.
ეს ერთის მხრივ კარგი რაღაც არის, რადგან შემთხვევითი გავარდნა პრაქტიკულად გამორიცხულია, მაგრამ როგორც საველე გამოცდებმა და ტირში სროლამ გვიჩვენა ეს მექანიზმი ნებისმიერს ნერვოზს დამართებს, გადატენი თოფს, აწვები სასხლეტს, მაგრამ ბოდიში სიტყვაზე და სასხლეტს სულ ფეხებზე ჰკიდია, აწვები, აწვები და არაფერიც არ ხდება, უცებ ხვდები რომ მცველი დაგრჩა, გინებით აწვები წინ გადაგყავს ცეცხლის მდგომარეობაში ხელახლა უმიზნებ და უკვე ისვრი.
ამ დროს ხან სამიზნე აგერევა ხან კი დამიზნებული არსება სამუდამოდ გარბის
სხვათაშორის მცველი შეგიძლია ნებისმიერ დროს უკან გამოწიო და ისევ შეუძლებელია გასროლა, ან წინ მიწევ და ისევ სასროლად მზად ხარ.
სხვათაშორის ბარემ კოლოფზე ვართ და ვახსენებ კოლოფის ზედხედსაც, კოლოფს ბევრი უცნაური ხვრელი აქვს, ზოგიერთის დანიშნულებას ვერც კი იგებ კაცი, მაგალითად ზემოდან დახედვისას ხედავთ ერთ დიდი ხვრელს, რომელიც წესით და რიგით უშინაარსოა, ჩახედვისას ხედავთ მიმწოდებლის მოძრაობას, რისთვისაა საჭირო ვერ გეტყვით.
თუმცა ამ და სხვა ბევრი ხვრელის გამო ჩანს მთლად ბოლომდე დაუმუშავებელი დეტალები, არა იმის თქმა არ მინდა, რომ რაღაც საშინელ ნაწიბურებს და საბჭოთა დროინდელ საშინელ ნამუშევარს დაინახავთ, უბრალოდ ზოგჯერ რაღაც წვრილმანს მისდევ კაცი და სულიერ სიმშვიდეს იღებ როდესაც ყველაფერი ლიპლიპებს და იდეალურად მომრგვალებულია. სამწუხაროდ ამას ვერ ნახავთ ჰაცანში ამის მაჩვენებელია ეს მარცხენა ფირფიტაც, რომელიც ამოჭრის მაგივრად ამოტეხვის მეთოდითაა გაკეთებული და ამის გამო გარკვეული ნაწიბურები აშკარად ჩანს.
სხვათაშორის სრულად ამოვარდნილია ეს ფირფიტა კოლოფის დიზაინიდან და ძალიან ძველია გაიგო რატომ არის მიტყეპებული ეს დეტალი კოლოფზე, პირველი აზრი რაც გიჩნდება ეს არის მისი მოხსნა, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ მისი მოხსნა არ შეიძლება, არა ტექნიკურად მოხსნას წინ არაფერი უდგას, უბრალოდ ამის შემდეგ აღარ იმუშავებს ბარაბნის გადატრიალების მექანიზმი, რომელიც საკმაოდ ჭკვიანურად არის გაკეთებული.
კონკრეტულად კარგი გათქვა გამოიხატება იმაში, რომ თუ ერთხელ გადატენეთ ჩახმახი და ერთი ტყვია უკვე მიაწოდეთ ლულაში, მაშინ ამის შემდეგ შეგიძლიათ ჩახმახი მილიარდჯერ გადატენოთ, მეორეჯერ ბარაბანი აღარ გადატრიალდება. ანუ ლულაში შემთხვევით მეორე ტყვიას ვერ ჩატენით, ამისგან დაცული ხართ, თუმცა აქვე მედლის მეორე მხარეც ჩანს, ანუ თუ რაღაც კარგია, რაღაც ცუდი არ გამოძვრეს არ შეიძლება.
პირველი ცუდი ის არის, რომ თუ თოფი გადატენეთ მისი საბრძოლო მდგომარეობიდან მოხსნა ცოტა არ იყოს პრობლემატურია, ანუ გადატენეთ თოფი, ვერაფერი სასროლი ვერ ნახეთ და არ გინდათ ზამბარა, რომ საბრძოლო მდგომარეობაში იყოს, ამ შემთხვევაში ბევრ თოფს აქვს საშუალება ჩახმახი საბრძოლო მდგომარეობიდან მოიხსნას. ამისათვის ჩახმახი მიგყავთ ბოლომდე, აწვებით სასხლეტს და ნელნელა უშვებთ ჩახმახს. ანუ ჩახმახით აჩერებთ დამრტყმელს რომ არ გაქანდეს და კლაპანს არ დაარტყას.
აი ჰაცანში ამის გაკეთება საკამოდ ძნელია, და გარკვეულ გამოცდილებას მოითხოვს, საქმე იმაშია, რომ ჩახმახის უკან გადმოწევისას ავტომატურად ირთვება მცველი, რომელიც ბლოკავს სასხლეტს და არ გაძლევთ გამოკვრის საშუალებას. გავეჭედეთ არა?
ნუ ნერვიულობთ გამოსავალი არსებობს, ამისათვის ჩახმახი მთლად ბოლო პოზიციაში არ უნდა იყოს ცოტა წინ უნდა წამოვწიოთ, ისე რომ საშუალება მოგვცეს მცველი წინ მივწიოთ. როგორც კი ამ პოზიციას მიაღწევთ ეგრევე გამოკარით სასხლეტს, მაგრამ ჩახმახი ხელით დაიჭირეთ და ნელნელა დაუშვით. მორჩა საბრძოლო პოზიცია მოხსნილია. მაგრამ უცებ თუ შეგხვდათ რაიმე ცოცხალი მიზანი და დააპირეთ გადატენვა რომ თოფი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანოთ.... ჰოო რადგანაც თოფი საბრძოლო მდგომარეობიდან მოხსნილი იყო თოფი თვლის რომ ტყვია ლულიდან უკვე გასროლილია, ამიტომაც ჩახმახის უკან გადაწევისას უკვე ბარაბანი ტრიალდება და მეორე ტყვია მზადაა ლულაში შესატენად
ამ საქმეში 100 000%-ით უჯოკრავს ჰაჩიკას Benjamin Discovery. სადღაც 50%-ით უჯოკრავს Bejamin marauder-ი. 50%-ით იმიტომ რომ მარადიორშიც კლიპი ატრაკებს, მაგრამ ჰაჩიკასგან განსხვავებით დაშვების წინ კლიპის გამოძრობა გაცილებით ჩქარა და მარტივად ხდება. ჰაჩიკაში კი გარდა დამატებით ჩამკეტის მოძრაობიდსა და კლიპის ამოგდებისა თან ეჩალიჩები მცველს თან ჩახმახს თან სასხლეტს, მოკლედ ცხრაფეხა, უკაცრავად 9 ხელა უნდა იყო რომ ეს ყველაფერი ერთად მოახერხო
რადგან კლიპის დამჭერი ვახსენე მოდით ვნახოთ რაზეა საუბარი
დააკვირდით კლიპის ჩადება ამოღებისას საჭიროა კლიპის წინ არსებული ბრინჯაოს დეტალი წინ და ზევით აწიოთ, ამ დროს ბარაბნის შუა ხვრელიდან გამოდის მიმმართველი ღერძი და ბარაბნის ამოღება შეიძლება. ჩადებთ ბარაბანში ტყვიებს, ჩასვავთ ბუდეში, შემდეგ ეს ჩამკეტი უნდა ჩამოწიოთ ქვევით და ავტომატურად ზამბარის ზემოქმედებით უკან გამოიწევა. ამ დროს ბარაბანს შუაში ღერძი გაეყრება რომელზეც წრეზე ტრიალებს.
სხვათაშორის აქვე დავძენ კიდევ ერთ უსიამოვნო ფაქტს, ბარაბნის ჩადების ჩემდეგ შეიძლება ვერ ჩაკეტოთ ჩახმახი. წინ მოძრაობისას აშკარად გრძნობთ წინააღმდეგობას. ამ დროს თუ შეიძლება ძალას ნუ გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ მიდგომა - მეტი ძალა მეტად უკეთესია არასდროს არ მუშაობს. საქმე იმაშია, რომ პირველი ჩადებისას შეიძლება ბარაბნის ხვრელი ტყვიასთან ერთად ერთ ღერძზე არ იყოს მიმმართველთან ანუ ჩახმახთან. შედეგად ჩახმახის წინ მოძრაობისას იმის მაგივრად რომ წვერი ტყვიას შეეხოს ბარაბნიდან ამოიღოს და ლულაში წაიღოს... მოკლედ ჩახმახის წვერი ბარაბნის შუა ადგილს ტყვიების ბუდეებს შOრის არსებული გადაბმას ედება.
თქვენი არ ვიცი და საკმაოდ მოუხერხებელია, ლამის ყოველ მეორე ბარაბნის ჩადებისას აღწერილი უსიამოვნო ფაქტი ხდება. გამოსავალი მე ჩემებური მოვნახე, ბარაბნის ჩადების შემდეგ, ბარაბანს რანდენიმეჯერ ვატრიალებ, ისმიხს მექანიზმის წკაპ-წკაპ-წკაპ, ამ დროს ბარაბნის კბილანები და კოლოფის კბილანა ერთნამეთს ემთხვევა და ავტომატურად ჩახმახის პირდაპირ დგება ბარაბანში არსებული ტყვია თავისი ხვრელიანად.
დიდი პრობლემა არაა, მაგრამ ცოტა არ იყოს გძაბავს, დამატებით რაღაც უნდა გქონდეს თავში შენახული, რომ ესეც საყურადღებოა გასროლის წინ.
კიდევ ერთი ცუდი მომენტი არის ბარაბნიდან გასროლილი ტყვიების რაოდენობის კონტროლი.... ჰოო აქ მემგონი გამოსავალი არ არსებობს. როგორც წესი ბევრ თოფში არის რაღაც მოფიქრებული, ანუ როდესაც ტყვიები ბარაბანში, ან კლიპში თავდება ცარიელი გასროლა რომ არ მოხდეს. მაგალითად მარადიორს განვიხილავ რადგან ყველაზე ახლოს ეს თოფი მაქვს და ყველა ხვრელი ლამის შესწავლილი მაქვს. მარადიორის კლიპს პატარა რგოლი აქვს შემოხაზული და ბარაბანზე დატანილია ციფრები, რომელიც ტრიალისას ხვდება კლიპზე არსებულ რგოლში და ამით ხვდები თუ რომელ გასროლას აკეთებ.
როდესაც რგოლში ჩანს 10-იანი ეს იმას ნიშნავს რომ მეათე საბოლოო გასროლას აკეთებ, შემდგომი გადატენვისას რგოლში წერია ნოლი ანუ 0, და ჩახმახის წინ წაწევა შეუძლებელი ხდება რადგან ტყვიის რგოლის მაგივრად კლიპში ლითონის დეტალი უკეტავს ჩახმახს გზას. ამით ხვდები რომ კლიპი დაიცალა და დროა გამოცვალო. აი ჰაცანში ამის შესაძლებლობა არ არსებობს. შეგიძლიათ გაისროლოთ 10 ტყვია, შემდეგ გადატენოთ მე-11-ჯერ და კიდევ გაისროლოთ, რა თქმა უნდა ამჯერად ტყვია ლულაში არ იქნება და ჰაერს გაისვრით. ვერანაირად ვერ გაიგებთ რომ ფუჭ გასროლებს აკეთებთ ან დროა კლიპი გამოცვალოთ ან რამდენი გასროლა დაგრჩათ...
ესეც ერთერთი წვრილმანია, მაგრამ ესეც გძაბავს, მე მაგალითად მუდმივად მეშლებოდა სროლისას და ბარაბანს მაშინ ვიღებდი თოფიდან როდესაც კიდევ ერთი ტყვია იყო ხოლმე დარჩენილი, ჯორჯიკამ ერთხელ მოახერხა 2 ტყვია დარჩენილი ბარაბნის ამოღება, რომელიღაცამ მოახერხა ლამის 2 ფუჭი გასროლის გაკეთება და ასე შემდეგ.... მოკლედ ან დათვლა უნდა დაიწყოთ, ან რაღაც უნდა მოიფიქროთ თუ როგორ უნდა აკონტროლოთ რამდენი ტყვია დარჩა თოფში.
თვითონ კლიპზე ანუ ბარაბანზე ბევრ ლეგენდას წაიკითხავთ. თითქოს და ალუმინისაა, აქვს უაზრო ნაწიბურები, საჭიროებს ქლიბით დამუშავებას, ეჭედება ტრიალისას, არის მოუხერხებელი და ვეებერთელა და ასე შემდეგ.... ეს ყველაფერი არის სრული სიცრუე და მისი ადგილი არის მხოლოდ ლეგენდების სამყაროში. ვინც ამ ყველაფერს წერდა (საუბარია რუსეთ უკრაინულ ფორუმებზე), ან მხოლოდ სურათებით აქვს ნანახი ეს თოფი და კლიპი, ან უბრალოდ რადგან მწარმოებელი თურქეთია პირდაპირ შეჯორვაზე გადადის.
სინამდვილეში კლიპი საკმაოდ კომპაქტურია და მშვენივრად დამუშავებულია, ყოველ შემთხევვაში იმ ერთდერთ კლიპზე რომელიც ამ თოფს თან ახლდა მე არანაირი ნაწიბურები, დაუმუშავებელი კუთხეები და რაიმე ვეებერთელა გაბარიტები არ დამიფიქსირებია. ზემოთ მოყვანულ სურათზე ხედავთ კლიპის სამ მდგომარეობას. პირველი სურათი არის კლიპის უკანა მხარე, აქედან იდება ტყვიები და ტყვიის თავი საწინააღმდეგო მხარეს უნდა გადიოდეს.
მეორე სურათზე ბრტყელი ზედაპირი რომ ჩანს, ეს არის ის მხარე რომელიც პირდაპირ ლულასთანაა.
და მესამე საბოლოო ხედი, ასე ვთქვათ გვერდხედი, აქ ჩანს რომ ბარაბანს შუაში ღრმული აქვს და აქვე გადის რეზინის რგოლი. ამ რეზინის რგოლს ერთადერთი დანიშნულება აქვს, დააკავოს ტყვიები ბარაბანში რომ უაზროდ არ გადმოცვივდნენ. თუმცა ეს რეზინა ერთ ცუდ საქმეს აკეთებს.... საკმაოდ მკვრივი რეზინაა და თბილი ტყვიები შეილძება დეფორმირდეს ბარაბნიდან გამოსვლისას.
რაც შეეხება გაბარიტებს.... იმედია ბევრს აქვთ ნანახი მარადიორის კლიპი.... საკმაოდ კომპაქტური და პატარა კლიპია, ეს არის სადღაც 34 მილიმეტრიანი რგოლი. ზედმეტი ჭორები რომ მომეკლა ვთხოვე ბიჭებს ერთად გადაეღოთ ჰაცანის და მარადიორის კლიპები და აი რა გამოვიდა ამ თხოვნიდან:
კლიპი აშკარად არ არის დიდი, შეიძლება ითქვას ერთადერთი მინუსი აქვს, არანაირი ნომერაცია და მარკერი არ აქვს რომლის მეშვეობითაც გავიგებდით თუ რომელ გასროლაზე ვართ ან რამდენი ტყვია დარჩა ბარაბანში. სხვათაშორის ბარაბანი ალუმინისგან არაა დამზადებული, თურქებმა უფრო ეკონომიური გზა მონახეს, ბარაბანი ჭედვით არის დამზადებული სილუმიტისგან. მართალია ეს მასალა დიდი მედეგობით არ გამოირჩევა, მაგრამ ბარაბანს რა დიდი ზეწოლა უნდა ჰქონდეს???
ისე Hatsan AT44-ში ძალიან ბევრი დეტალია სილუმიტისგან გაკეთებული, ალბათ ამით აიხსენბა თოფის დაბალი ფასი. მაგალითად სილუმიტისგანაა დამზადებული ბარაბანი, ლულის კოლოფი, ბარაბნის სატრიალებელი მექანიზმი, სასხლეტის გარე დამცავი რგოლი.... კიდევ რა არის სულუმიტიგან თოფში შიგნით ჯერ ვერ გეტყვით, უბრალოდ არ ვიცი
კარგი ბატონო გავაგრძელოთ კრუიზი და გადავიდეთ სასხლეტზე. როგორც მწარმოებელი გვატყობინებს სასხლეტი 2 საფეხურიანია, თან რეგულირებადი. მე არ დამიწყია რეგულირება რადგან თოფი ჩემი არ იყო და სხვისი თოფის გადაკეთება მფლობელის ნებართვის გარეშე ცოტა არ იყოს უკულტუროა. ამიტომ დავკმაყოფილდი ქარხნული პარამეტრებით.... მინდა გითხრათ რომ მძიმეა, ძალიან მძიმეა სასხლეტი, ტირში 20 გასროლა გავაკეთე და ბოლო 5 გასროლისას თითი იმდენად აწვებოდა სასხლეტს რომ მარჯვენა ხელი დამეღალა, რამდენიმე მყესი დაიძაბა და დაიჭიმა, აშკარად მტკიოდა. სამწუხაროდ აწონვის შესაძლებლობა არ მქონდა, ასე რომ სუფთა სუბიექტური შეგრძნებით შემიძლია ვთქვა სასხლეტი სადღაც 1 კილოდან 1.5 კილომდეა, რაც რა თქმა უნდა სპორტული სროლისთვის მიუღებელია, სანადიროდ კიდევ არაუშავს. რამდენად შეიძლება შემსუბუქება ვერ გეტყვით.
გარედან ერთი დიდი ხვრელი აქვს დამცავ რგოლს, რომელშიც შეიძლება დაინახოთ ერთერთი სარეგულირო ვინტი, მაგრამ კონკრეტულად რას არეგულირებს ვერ გეტყვით. მწამოებლის განცხადებით შეიძლება პირველი საფეხურის სხვლის დარეგულირება და მეორე საფეხურის ძალის რეგულირება. ქარხნულად როგორც ვთქვი სასხლეტი საკმაოდ მძიმედაა დარეგულირებული, პლიუს აქვს თავისებურება, ანუ პირველი საფეხური რბილი და გრძელი სვლით გამოირჩევა, შემდეგ ადგები მეორე საფეხურს, როლესაც აწვები აწვები აწყებინებ მოძრაობას და უცებ ბა-ბახ...
აი მეორე საფეხურს რომ სვლა აქვს ეს ძალიან ცუდია, რადგან ვერ აკონტროლებ გასროლას. სვლა წესით უნდა ჰქონდეს მხოლოდ პირველ საფეხურს, მიადექი მეორეს, უნდა იგრძნო ოდნავი წინააღმდეგობა, რომელიც გაცნობებს ოდნავ მეტს დააწვები და გავისვრიო. მაგრამ თუ ეს მეორე საფეხურიც სიარულს იწყებს უკვე ვეღარ იგებ რამდენი მილიმეტრის და რა ძალის დატანის დროს მოხდება გასროლა.
რა თქმა უნდა ნადირობისას უმეტესობა ამას ყურადღებას არ მიაქცევს, მაგრამ ტირში სროლისას უკვე გასროლა უკონტროლო ხდება. ჰო მართლა ლამის დამავიწყდა... თვითონ სასხლეტი ოქროსფერია, საკმაოდ კარგად დამუშავებული, მაგრამ აქვს თავისი ნიუანსები რომელიც ალბათ უფრო სუბიექტურ შეგრძნებებზეა დამოკიდებული. ანუ იმის გამო რომ სასხლეტი მძიმე იყო მივმართე ჩემი ჭკუით მარტივ ხერხს, სასხლეტის სულ წინა კენწეროს ვაწვებოდი რომ ასე ვთქვათ ბერკეტის პრინციპის ხარჯზე შემემცირებინა ძალის გამოყენება... ძალა სუულ ოდნავ ნაკლები დამჭირდა, სამაგიეროდ თითში რაღაც გაუგებარი შეგრძნება დამეუფლა, თითქოდს და მომრგვალების ადგილი მოუხერხებლად იყო დამუშავებული. არა ნაწიბურები კი არ არს, უბრალოდ ამობზეკილია და ამის გამო მოუხერხებელია თითის ბალიშის დაწოლა.
მოკლედ მგონი სასხლეტზე ყველაფერი ვთქვი და მგონი საბოლოოდ გავანადგურე... მართალია ჩმეს მარადიორს არ აქვს რაღაც სუპერ პუპერ სასხლეტი, მაგრამ გინდაც დისკოს, გინდაც შტეერის და გინდაც ნორიკას შემდეგ, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, ფორმაც საუცხოოა, თითი გამოჭრილივით ჯდება, პლიუს ძალის რეგულირება, პირველი საფეხურის თავისუფალი სვლა და მეორე საფეხურის გაქვავებული ადგილზე დგომა, უბრალოდ დამატებით 50-100 გრამის ძალის გამოყენება და გასროლა გარანტირებულია, ანუ მეორე საფეხურს არანაირი სვლა არ გააჩნია რაც ჩემი შეფასებით გადასარევი რამ არის და იცი თუ თითში მეორე საფეხურთან შეხება იგრძენი ესეიგი სწორედ ის 50-100 გრამი ძალის დამატება და გასროლა გადანტირებულად გაქვს, რაც ჰაცანში ქარხნულ პარამეტრებზე ვერ ვნახე.
კაი ბატონო ჩამოვედით ძირს ამიტომაც მოდით კონდახიც განვიხილოთ.
კონდახი მგონი ერთერთი დეტალია ჰაცანში რომელიც ჩემი შეფასებით საკმაოდ მაღალი დონისაა. ჯერესერთი მართლაც კაკალია და არა კროსმანის მიერ დაწერილი გაუგებარი მყარი ხე რომელიც სინამდვილეში უბრალო ხე არის (საუბარი მაქვს მარადიორის კონდახზე), მეორეცესერთი სუფთა დამუშავება და კარგი ფორმები აქვს, რა თქმა უნდა კაკალი მსუბუქი ხე არ არის და ცოტაოდენ წონას ეს ბედნიერება თოფს მატებს, მაგრამ დამიჯერეთ ღირს. ჯერესერთი თოფს ხის კონდახი უნდა ჰქონდეს, აქვს რაღაც მომაჯადოვებელი, მეორეცესერთი ხარისხიანი ხე .... პლიუს თავისი წონის ხარჯზე არეგულირებს ბალანსს, პლასტიკატის კონდახიან ჰაცანს უბრალოდ ბალანის ჩანასახი არ გააჩნია. გიწევს მარცხენა ხელის მაქსიმალურად წინ გაწევა რომ თოფმა წინ არ გადაგქაჩოს. რაც უფრო შლი მარცხენა ხელს მით უფრო სუსტი ხდება მისი მაკომპენსირებელი შესაძლებლობა... მოკლედ ხე აშკარად ჯობია...
კონდახი საკმაოდ კარგადაა დამუშავებული მომრგვალებული კუთხეები, გაპრიალებული ზედაპირი, სუფთადაა ყველა ადგილი ამოჭრილი არსადაა რაიმე ზედმეტად ამოჭრილი რომ ღარი ან რაიმე გაუგებრობა ჩანდეს.....
ძალიან მომეწონა საკმაოდ ღრმა ამონაკაწრი სახელურზე, იგივე მარადიორს ასეთივე ამონატვიფრი აქვს, მაგრამ ძალიან წვრილი და ზედაპირული, აქ კი მუშაობა არ არის დაკლებული.
ასევე კონდახს გააჩნია მონტეკარლოს ორმხრივი ბალიში
და უკანა რეზინა რომელიც რეგულირებადია. ასეთი რამ ყველა თოფს არ აქვს, უფრო სწორედ სპორტულ თოფებს აქვს მაგრამ სანადიროს არასდროს.
ბარემ დავამთავროთ კონდახის მიმოხილვა და თან შევეხოთ რეზერვუარსაც. პირველი რაც მინდა ვახსენო ეს არის 2 ცალი რვიანი რომელიც ამ კონკრეტულ მოდელს გააჩნია, რვიანები ასე ვთქვათ მართებული არ არის. ერთი მინუსი ის არის რომ რკინა და ხესთან უცებ პლასტიკარის რვიანები ცოტა არ იყოს და ტეხავს. პლიუს ლულას საკმაოდ მყარად ეხვევა რვიანები რის გამოც ლულა გამოკიდებული აღარ გამოდის, და ბოლოს რვიანები კონდახზე არის მკვდარად ვინტის მეშვეობით მიმაგრებული.
ჰაჩიკას აქვს ერთი დიდი პლიუსი, მას აქვს შესაძლებლობა მოეხსნას რეზერვუარი . ანუ შეგიძლია დამატებით 2-3 რეზერვუარი იყიდო და ატარო ზურგჩანთაში, დახარჯავ ერთ რეზერვუარს, მოხსნი მეორეს მიაერთებ და ასე შემდეგ.
მოხსნა საკმაოდ მარტივია, უბრალოდ დაატრიალე რეზერვუარი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, გააკეთე რამდენიმე ბრუნი და გაქაჩე რეზერვუარი წინ.
ყველა რეზერვუარს აქვს თავისი მანომეტრი, განივი პორტი და საბრძოლო კლაპანი. სწორედ ეს ბოლო აფუჭებს საქმეს.....
საქმე იმაშია რომ რეზერვუარიდან რეზერვუარამდე ყველა საბრძოლო კლაპანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, შედეგად ერთ რეზერვუარზე თუ ერთ წერტილში მიდიოდა ტყვია, მეორე რეზერვუარზე შეიძლება ტყვია სულ სხვა ადგილზე წავიდეს, იმის გამო რომ კლაპანი სხვა დროით გაიხსნება და შედეგად ან მეტ ჰაერს მიაწოდებს ლულაში ან ნაკლებს.... სამწუხაროდ ამის შემოწმების შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ იყო.
საერთო ჯამში თოფს აქვს ბევრი საინტერესო ნიუანსი და შესაძლებლობა, არეულია ერთმანეთში სპორტული და სანადირო შესაძლებლობები. ამის გამო გაუგებარია რომელ კატეგორიას უნდა მიაკუთვნო ეს თოფი
საველე ტესტირება
ასე თუ ისე იარაღი შესამოწმებელია რეალურ ცხოვრებაში, ყველაფერი რაც ზემოთ წერია ეს უფრო პრელუდიაა და ზედაპირული განხილვა, რა თქმა უნდა ყველას აინტერესებს რისი გაკეთება შეუძლია ამ თოფს.
მეც სწორედ შემოწმების ჭია მაინტერესებდა და ჯერ კიდევ როდესაც სახლში ვიყავი, პირველი რაც გავაკეთე თოფი გადავტენე თოფი და მაშინ მივხვდი რომ მოდერი არ მაქვს (არც პატრონს არ აქვს), ამიტომაც სახლში ვერ გავისროდი, თან ღამის პირველი საათი იყო... პირველი მცდელობა მომეხსნა თოფი საბრძოლო მდგომარეობიდან ჩამიფლავდა, ამიტომაც მთელი ღამე საბრძოლო მდრგომარეობაში დატოვების მაგივრად გადავწყვიტე გამესროლა ეს ერთი გადატენვა.
გავედი აივანზე, ამოვეფარე ფარდას და....
ესეიგი ჩემთან ისეა კორპუსები მოწყობილი, რომ დისკოს ხმა რაღაც საშინელ ტკაცუნად ისმის, აშკარად ყველა ხვდება რომ, ან საახალწლო რაღაც ააფეთქე, ან თოფი გაისროლე, მთელი მეზობლები მომენტალურად აივანზე არიან გამოფენილები. ჩემი ჩუმი მარადიორი რაღაც ხმას მაინც იძლევა, რა ხმას კაცმა არ იცის, მაგრამ თუ ბინებაში საერთოდ არ იგრძნობა ხმა, კორპუსებში ექოს გამო რაღაც მაინც ისმის, ხოლო ღამის პირველ საათზე ჰაცანიდან გასროლა იგივე იყო რომ აივნიდან Rem 308 კალიბრის შაშხანა გამესროლა. ეს არ იყო ტკაცუნი, გასროლის ხმა, ან რაიმე ამდაგვარი, ეს იყო ბა-ბაააახ, თავზე ყველაფრის ჩამონგრევა, პირდარებული დარჩენილი და სასწრაფოდ სახლში შემობრუნება...
ვიცოდი, რომ საერთოდ ამ თოფს გადახარჯვა აქვს და ამის გამო ავტომატურად ხმა მეტი იქნებოდა, მაგრამ ეგეთს არ მოველოდი. ასე რომ პირველი რაც უნდა გაითვალისწინოთ ამ თოფის შეძენის წინ ეს არის ხმა... ხმა და კიდევ ერთხელ ხმა. ტირში სროლისას ჰაცანის ხმა არაფრით არ ჩამოუვარდებოდა Steyr-ის 5.5-იან შაშხანას, შეიძლება ითქვას უჯოკრავდა კიდევაც. ასე რომ მოდერი ერთერთი საჭირო მომენტია, მაგრამ მომენტალურად აგრძელებს თოფს და ამახინჯებს.
როდესაც მოგვიანებით მინდორში გავედით სანადიროდ მარადიორი აშინებდა მოხვედრის ადგილზე მყოფ ფრინველებს, იმიტომ რომ რაღაც მათ გვერდით მწარედ მოხვდა, თოფის ხმას ვერ იგებს სხვა არსება და ამიტომაც არ იძვრის. დისკოს სროლის ხმა აშინებდა მთლიან ხეს, ხოლო ჰაცანმა მთელი გარშემო დააშინა და გააქცია. სროლისას ლულის ჭრილიდან წინ 1-2 მეტრით დგომა საკმაოდ მოუხერხებელია. მინდორშიც კი იმხელა ხმას წარმოქმნის, რომ ყურისთვის საკმაოდ შემაწუხებელი და არაკომფორტული სიტუაცია იქმნება
ძირითადი შემოწმება ჰაცანს მოვუწყვეთ ტირში სადაც 50 მეტრიან დისტანციაზე ვისროლეთ 32x-იანი ოპტიკით, ოპტიკა გვათხოვა ნორიკამ, ჩამაბარეს თოფი დიდის ამბით მე, თითქოს და სუპერ მსროლელი ვიყო და....
მოკლედ ერთი გასროლა, დიდ ქაღალდზე, ვნახე სად მოხვდა ტყვია გავასწორე ოპტიკა და დავუშვით 10 ტყვია ერთ წერტილში. 50 მეტრზე გადაღრეცილი ფასკით და საშინელი სასხლეტით ამ თოფმა მოგვცა მაქსიმუმ 30 მილიმეტრიანი ჯგუფი, ჯგუფი 25 მილიმეტრზე მეტი იყო, მაგრამ 30 მილიმეტრს ცოტა აკლდა. შესამოწმებლად მეორე 10 ტყვიანი სერია გავუშვით, აფსოლიტურად იგივე გამეორდა. ამასობაში რეზერვუარი დატენილი იყო 150 ბარზე.
სროლისას პირველი 5 ტყვია ჯდებოდა სადღაც 20 მილიემტრში, შემდეგი 5 ტყვია ადიდებდა საერთო სიტუაციას. პირველი სამი ტყვია საერთოდ გვერდიგვერდზე დაჯდა, ლამის ერთმანეთის ხვრელში გაძვრნენ ტყვიები. მოკლედ თოფს არაჩვეულებრივი სიზუსტე აქვს. მისი დამუშავება რომ მოხდეს ალბათ უკეთესი შედეგის მიღებაც შეიძლება. სამწუხაროდ ამ სიტყვებს ფაქტებით ვერ ვამყარებ რადგან გამაოგნებელმა შედეგმა ტვინი იმდენად აგვირია, რომ სურათის გადაღება დაგვავიწყდა.
ჰო მართლა ეს საუცხოო შედეგი მოგვცა Crosman Premier-ის 10.5 გრანიანმა ტყვიებმა, ანუ მუყაოს კოლოფში რომ არის 1250-ცალიანი იმან, იქვე აღმოჩნდა JSB-ის 10.2 გრანიანი ტყვიები, რომლებიც მაშინვე ვსინჯეთ.... არა არ მიფრინავს ამ თოფიდან JSB. 4 გასროლაში სადღაც 50-60 მილიმეტრიანი ჯგუფი მივიღეთ. მოკლედ CP ამ თოფს უყვარს ასევე ალბათ მოეწონება სხვა მყარი შენადნობის ტყვიები, მაგრამ რბილი ტყვიები შეიძლება ბარაბნის გამო არ მოსწონს თოფს, ან სიჩქარის გამო. მწარმოებელი ამტკიცებს რომ თოფი 325 მ/წ-ით ისვრის თან 90 გასროლას
ტირის შემდეგ გავეშურეთ თოფის ქრონში გასატარებლად, იმის გამო რომ ტირში ქრონმა შუქის ნაკლებობის გამო არ იმუშავა სხვა რა გზა გვქონდა, გავეშურეთ ლისის ტბისკენ.
დავაძრეთ ქრონი, დავტუმბეთ რეზერვუარი 200 ბარამდე და....
მაშ ასე თოფმა მოგვცა შემდეგი შედეგები:
# - სიჩქარე - წნევა
1) - 302.6 - 200 Bar
2) - 300.2
3) - 304.9
4) - 305.7
5) - 307.5
6) - 309.7
7) - 309.5
8) - 310.2
9) - 310.1
10) - 313.7
11) - 311.7
12) - 315.9
13) - 313.7
14) - 316.0
15) - 319.1
16) - 316.6
17) - 318.6
18) - 313.9
19) - 314.3
20) - 312.7 - 150 Bar
21) - 314.8
22) - 313.2
23) - 313.0
24) - 311.7
25) - 310.8
26) - 310.5
27) - 308.4
28) - 307.3
29) - 305.8
30) - 304.0 - 120Bar
31) - 303.4
32) - 301.4
33) - 299.3
34) - 298.7
35) - 296.5
36) - 295.2
37) - 292.1
38) - 292.5
39) - 290.4
40) - 288.4 - 105 Bar
გრაფიკებში ეს ყველაფერი გამოიყურება შემდეგნაირად:
გრაფიკზე ფერები აღნიშნავს შემდეგ ინფორმაციას:
წითელი - სიჩქარე
ლურჯი - ენერგეტიკა
მწვანე - რეზერვუარის დაცლა
მუქი წითელი - ჰაერის ხარჯი
ანუ გამოდის, რომ მინიმალურ შემთხვევაში თოფი იძლევა 28 ჯოულს, მაქსიმალურ შემთხვევაში კი 35 ჯოულს, მაგრამ ამასობაში თითი გასროლაზე იხარჯება თავიდან 19 კუბური სანტიმეტრი ჰაერი და ბოლოში თითო გასროლაზე სადღაც 26 კუბური სანტიმეტრი ჰაერი იხარჯება, და ეს მაშინ როდესაც მარადიორი ხარჯავს 8-9 კუბურ სანტიმეტრს, ნორმად და ოპტიმუმად კი ითვლება 8-დან 12 კუბურ სანტიმეტრამდე ჰაერის ხარჯვა.
როგორც ხვდებით ამას ხარჯვა აღარ ჰქვია, ამას სუპერ გადახარჯვა ჰქვია. რა თქმა უნდა არანაირ 90 გასროლაზე არაა საუბარი, ერთი დატენვით მაქსიმუმ 40 გასროლას გააკეთებ კაცი, თუმცა ნორმალურად, რომ იყოს გათვლილი ჰაერის ხარჯი ალბათ თამამად შეიძლებოდა 80 გასროლის თუ არა 60-70 გასროლის გაკეთება. მაგრამ ამ დროს ტყვიის სიჩქარე უკვე იქნებოდა 280 მეტრ წამი, რაც ზოგიერთებს არ მოეწონებათ, რადგან ბევრს ამ მოდელში სწორედ უკონტროლო და ნაგიჟარი სიჩქარე მოსწონს
შედეგები და დასკვნები
მოკლედ მგონი სრული ინფორმაცია გვაქვს ამ იარაღის შესახებ, მესამე დღეა ვწერ ამ მიმოხილვას და დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლოში გავედი ისე, რომ არაფერი არ გამომრჩენია. იმედია ყველა საინტერესო ძირითადი საკითხია განხილულია, დანარჩენი კი შევმატოთ ამ თემას კონკრეტული შემთხვევების განხილვით. იმედია მალე ფორუმზე ამ აგრეგატის სხვა მომხმარებლებიც გვეყოლება და დაიწყება აქტიური განხილვა.
პატრონი საკუთარი თოფით
ახლა კი დრო მოვიდა შემაჯამებელი შედეგები ჩამოვთვალოთ;
პლიუსები:
1) 10 ტყვია ბარაბანში
2) ავტომატური მცველი
3) გადატენვის მარტივი და მოხერხებული მექანიზმი
4) ცვლადი რეზერვუარი
5) სქელი ლულა 13.75მმ
6) მაღალი სიზუსტე
7) რეგულირებადი სასხლეტი
8) ორმაგი ოპტიკის სამაგრი
9) მაღალი სიჩქარე
10 დიდი ენერგეტიკა
11) ხის კონდახი
12) დასატენი განივი პორტი
13) ორმაგი ტყვიის ჩატენვისგან დაცვის მექანიზმი
მინუსები:
1) არაადეკვატური ჰაერის ხარჯვა
2) კლაპანი რეზერვუარზე
3) ლითონის დეტალების დამუშავება მოიკოჭლებს, ცუდი არაა, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა
4) პლასტიკატის რვიანები
5) მყარად დამაგრებული ლულა
6) ხმაური
7) წონა
8) დარღვეული ბალანსი
9) სილუმიტის დეტალები
10) საბრძოლო პოზიციიდან მოხსნა რთულია
11) ნერვებზე მოქმედებს ავტომატური მცველი
12) ბარაბნის შუა ნაწილის დახვედრა მიმწოდებლის მიმართ
13) შეუძლებელია გადამშვების რეგულირება
14) შეუძლებელია მიმწერის რეგულირება
15) შეუძლებელია დამრტყმელის სვლის დარეგულირება
მემგონი ყველაფერი გავითვალისწინე, რა შეიძლება ითქვას ამ თოფზე, ღირს თუ არ ღირს შეძენა? აშკარად ღირს, აქვს თავისი პლიუსები, თუმცა რა თქმა უნდა აქვს მინუსებიც, ისე მოდით რეალურად ვთქვათ რომელიმეს თუ გინახიათ თოფი რომელსაც ხელის შევლება არ უნდა? ყველას უნდა, TOP ვერსიებსაც კი, ასე რომ ჰაცანი გამონაკლისი არაა, მასაც სჭირდება ხელის შევლება და საკმაოდ სერიოზულ აგრეგატს მივიღებთ. რაც შეეხება შედარებას სხვა თოფებთან. ჩვენს ფორუმზე არის თემა სადაც მიმდინარეობს ჰაცანისა და დისკოს შედარება... უაზრო თემაა, ჰაცანი აშკარად ჯობია დისკოს, ერთერთი რაშიც აგებს ეს არის წონა და გაცილებით მეტი ხმაური, დანარჩენში უფრო მართებული იქნებოდა მარადიორთან შეგვედარებინა ჰაცანი, მაგრამ აქ მარადიორს ბევრი თავისი პლიუსი აქვს, რომელსაც ჰაცანი მხოლოდ დიდი ენერგიით პასუხობს დანარჩენში - დეტალების დამუშავება, რეგულირების შესაძელბლობით, სიჩუმით .... მარადიორი ჰაცანს აშკარად ჯაბნის, მაგრამ მეტიც ღირს.
საერთო ჯამში კონკრეტულად რომელიმე თოფს შეადარო და თქვა აი ეს უკეთესი ეს არა არასწორია, ჰაცანს აშკარად თავისი ადგილი უჭირავს, თუ ეს თემა გადაიკითხეთ და ყველა მისი მინუსი თქვენთვის მისაღებია და მხოლოდ პლიუსებს ხედავთ მაშინ ეს თოფი თქვენთვისაა, ოღონდ მერე არ მითხრათ შენი საბოლოო სიტყვების გამო ვიყიდე და არ მომეწონაო, ყიდვის წინ ყველაფერი აწონ დაწონეთ, უმჯობესია ნახოთ რამდენიმე სხვა და სხვა თოფი, და მხოლოდ ამის მერე ამოირჩიოთ სასურველი, თუმცა ჰაცანის შეძენის შემთხვევაში მემგონი დასანანი ბევრი არაფერი გექნებათ, მაქსიმუმ ხმაური. დანარჩენში თოფი თავის საქმეს5-იანზე აკეთებს.
აუფ ამდენის წაკითხვა არ გინდა?
ამას ჩაუჯდე უნდა როცა საქმე არ გაქ
ja_ja
ბევრი გიწვალია
ჯაჯ კაკ ვსეგდა მშვენიერია, სახში დეტალურად გადავიკითხავ, ინტერესნო/
ja_ja
მშვენიერი პრეისტორიული რეპორტია ჯაჯინსკი
ja_ja
ძალიან მაგარი რეპორტია. როგორც ყოველთვის!
ja_ja
ბრწყინვალე რეპორტია ჯა_ჯ! ფორმაში ხარ
რაც მთავარია, შედეგიანი რეპორტია, ჩამომიყალიბდა ჩემი აზრი ჰაჩიკაზე რეპორტის შედეგად
ხო რისი თქმა მინდოდა გიწერია სასხლეტის სიმძიმის შემსუბუქება რამდენად შეიძლება არ ვიციო, გეტყვი რო შეიძლება სასხლეტის დამცავ შავ რკინას რო მოხსნი შიგნით აქვს ვინტი რომელიც მაგ ძალას არეგულირებს შეგიძლია ისე შეამსუბუქო რომ ოდნავ მიადებ თუ არა ესევე ისვრის. მე რო მქონდა რამდენჯმერმე მომიხდა დარეგულირება
შენს მიერ დაწერილ თემას ადამიანი რო კითხულობს სიამოვნებს. მალადეც ამის ნიწი გაქვს, ალბად კარგი ჟურნალისტიც გამოხვიდოდი
ეხლა მოვედი მაგნუმიდან და რა თემა დამხვდა მომილოცეთ, მეც ეს მშვენიერი ბიუჯეტური ფიშტო მაქვს
ჯაჯამ დაწერა ჩემს თემაში ეხლა გუდვილში იქნებაო, და აბსოლიტურად მართალი იყო....
ჰო მართლა, საღოლ ჯაჯა, წავიკითხე და მოხიბლული ვარ
საღოლ
norica_dragon
გილოცავ სულ კარგ საქმეში გამოგეყენოს
როგორი იყიდე ხის კონდახით თუ პლასტმასით?
და შენი შთაბეჭდილებედი დაწერე.
გილოცავ ავთო სულ 10სმ ხეები გეხვრიტოს და 10 იანებში გაგერტყას ))
ხის კონდახით ვიყიდე, ნუ ჩემი შთაბეჭდილებები ის არის რომ ეს თოფი არაფრით არ ჩამოუვარდება მის ძვირიან მოძრამეებს...
დააკვირდით დადებით მხარეებს, რაც ჯაჯამ ჩამოწერა, ეს ის დეტალებია რაც ყურადღება მისაქცევია ესეთი ტიპის იარაღში, ნუ ცენტრი ცოტას უტეხავს ისიც პლასმასის კონდახიანს, ხის ვაიანტში ნარმალნა, ნუ მძიმეა ეგეც ფაქტია, ჩემი აზრით სრულყოფილებამდე ამას ედუქტორი აკლია
ja_ja
საღოლ, კარგი იყო, მთლიანად წავიკითხე
ხმაზე გამახსენდა. მე ადრე ეგ თოფი ვნახე დინამოს გვერდზე პატარა მაღაზიაში, ხოდა სასხლეტის "გამოცდის" მიზნით გადავტენე და ვისროლე "ხალასტოიზე"...
სიმართლე გითხრათ მე მაინც და მაინც არ მტკენია ყურები, მარა გამყიდველს და იქვე მყოფ რამდენიმე კლიენტს მგონი ბარაბნები დავუხეთქე... IMHO, მოდერი მართლაც აუცილებელია...
norica_dragon
გილოცავ. მშვიდობაში....
norica_dragon
და სულ ყველაფრით რა დაგიჯ და ? საიტზე რომ წერია ეგ ფასი? თუ ცოტა ნაკლები?
ეხლა ნახე ჰაჩიკაზე მოთხოვნები
ja_ja-მ უფასო რეკლამა გაუკეთა .
გილოცავ ავთო, მშვიდობაში და 10-იანებში სულ!
თან კარგი სატუნინგე აგრეგატია
Twister
bazuka
cz80
Jah
Power_VANO
დანქეშონ დანქეშონ, მთავარია თქვენ გამოგადგეთ
norica_dragon
ja_ja
საღოლ,ბრწყინვალე რეპორტია,როგორც ყოველთვის.
norica_dragon
გილოცავ შენს ხაჩიკას,ახალი რეკორდები დაგემყარებინოს.
ალბათ უკვე შემოწმებული გაქვს.როგორ მოგწონს?
საგოლ კარგად გაგვაცანი ეს პნევმო თავის ცუდ კარგიანათ!
ჯა ჯა ბრავო, ძალიან მომეწონა, იდეაში შეიძლება პატარა ბუკლეტებად დაიბეჭდოს შენი რეპორტები და მაღაზიაში შაშხანასთან ერთად გაიყიდოს, შენ ადგილზე შევთავაზებდი ამ იდეას ვინმეს
აჩვენეთ ეს რეპორტი ხალხს და "კისტის" თოფი აღარ იქნება
შესანიშნავი რეპორტია, როგორც ყოველთვის ინფორმატიული ისე, რომ შემძენს ყველა პლუსების და მინუსების შედარება შეეძლება. ჯაჯა რულამს! ხმა მართლაც დიდი აქვს მე ჯა-ს გვერდზე ვიჯექი სროლისას და მისი შტეიერის ხმა ახლაც კი ყურში ჩამესმის, თუმცა ოჩოპინტრეს ჰატსანის ხმაც არანაკლებ ჩამესმოდა ყურში, პლუსებისა და მინუსების გათვალისწინებით ფასი და შესაძლებლობის მხრივ მე პირადად ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა , სროლისას მეც ვიყავი მომსწრე თუ რა შედეგი აჩვენა ამ თოფმა, იქვე გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს კონკრეტული თოფი თუ ყველა ასეთ შედეგს იძლევა? ვნახოთ იმ დღევანდელი გასვლის ჟინით ავთომ კოსმოსური სიჩქარით გაყიდა თავის დისკო და ეს მოდელი შეიძინა რასაც ვულოცავ კიდეც, შესაბამისად ამ თოფის შესაძლებლობებზე უკვე საბოლოო აზრი ჩამოყალიბდება ჩვენთან, თან ძალიან კარგად მენიშნა, რომ სასხლეტის რეგულირებაც ქარხნულად გათვალისწინებულია. მოკლედ წარმატებები და სულ ათიანებში გესროლოთ ბიჭებო.
ნორიკ ტირში არ წევიდეთ??
სიამოვნებაა ნამდვილად ასეთი თემების წაკითხვა! რა კარგია რომ ამ ფორუმზე ვარ!
ნუ როგოც ყოველთვის ფორმაში ხარ ჯაჯ დიდი მადლობა , მეც ვიყიდი
უბრალოდ ერთი რამე ერ გავიგე ეს ავტომატური მცველი პლიუსიცარის და მინუსიც?
norica_dragon
მარადიორი და ჰაჩიკა ორივე 200 ბარზე იტენება საიდან მოიტანე რომ მარადიორი უფრო მაღალ წნევაზე მუშაობს?
p.s. გილოცავ ახალ ფიშტოს
მაგარი ხარ ჯაჯა ძაან, რა საიტზე არ წამიკითხია თემები მარა შენნაირად ვერავინ ვერ წერს
norica_dragon
გილოცამ ავთოჯან
მოკლედ შენ მართლა კოსმიური სისწრაფით იცვლი ფიშტოებს
დიდი მადლობა ყჰველას ახალი ფიშტოს მოლოცვისთვის....
კაროჩე რა ამ შაბათ კვირას აუცილებლად ტირი უნდა შედგეს რა... ჯაჰ რას იტყვი??? თუ რგანიზება გეზარება მაშინ მე მასწავლე რა როგორ ვქნა და ჩემს თავზე ავიღბე...
ვაფშეტა ტირში რაც უფრო ხშირად ვივლით, მით უფრო კარგი იქნება მგონი
norica_dragon
გილოცავ, გილოცავ. სულ 10 - ებში.
ძალიან მაინტერესებს რა ჯგუფურობა ექნება მაგასაც...
თუ არ ჩამოუვარდება ოჩოპინტრესას... მაშIნ ოოო
2 ვარიანტია:
ან ეს პარტია კარგი გამოდგა, ან და თურქებს მაგრად გამოუსწორებიათ წარმოება...
ადრე რუსულ ფორუმებზე თვალს ვადევნებდი ყველა თემებს სადაც ატ44 იყო ნახსენები.
და ყველა ამჩნევდა, რომ გამოსვლისთანავე, ეს მოდელი, სულ იცვლებოდა, ანუ თურქები
სულ აუმჯობესებენ მას, და დასაწყისში ყველა არსებული "ბაგი" გასწორებულიაო... რა ვიცი რა ვიცი...
ისე სიამოვნებით ვნახავდი მაგას მთლიანად დაშლილს... ადრინდელ სურათებზე მაინცდამაინც არ არის კარგი დამუშავება...
ამაში თუ გამოასწორეს, მაშინ ნაღდად ღირს დაფიქრება, მარადა თუ ხაჩიკა...
მე პირადად ძალიან მომწონს ბიატლონური ჩახმახი ატ-ში და არ მომწონს ის რომ მოდერი წინ არის მოწოწნიკივით.
მარადაშI არ მომწონს ჩახმახი, და მომწონს ძალიან მაგარი ეფექტური ინტერგირებული მოდერი....
რაც შეეხება დანარჩენს, ლულა ორივეშI გამოსაცვლელია (თუ გინდა იდეალური შედეგი) და რედუქტორი ორივეში დასაყენებელია.
მიდი და ა აარჩიე ახლა... ჩახმახი თუ მოდერი, მოდერი თუ ჩახმახი...
საკითხავი სწორად ეს არის...
O_o ეხლა უფრო დიდი შანსია ამ შაბათკვირამდე ჩამოაღწიოს მარადამ და მეც წავმოვიდოდი
Jah არ დაგავიწყდეს რო ჩემი ჰაჩიკაც ძაან კარგი იყო და შენანიშნავი შედეგები ქონდა. გამოდის რო ზედიზედ სამი ჰაციკა კარგი გამოდგა ზნაჩიტ თურქებმა დახვეწეს წარმოება და ტექნიკა
თუ ქარი არ იქნა ბუნებაშიც შეიძლება გასვლა, თუ არადა ტირი, ძალიან მაინტერესებს შენი ჰაჩიკა რას იზამს.
ჯაჯა როგორც წესი სიმაღლეზეა შენი მიმოხილვა. რაც შეეხება თოფს,როგორც ერთმა ჩვენმა თანაფორუმელმა თქვა: ვირი გინდა ღობის
იქით დააბი გინდა აქეთ. მაინც ვირია!
ja_ja
ბრავო ტავარიშჩ ბრავო! ტყუილად არ მითქვამს, მომავალმა პნევმატიოსებმა ძეგლი უნდა დაგიდგას თქო
ისე... ამ უფასო რეკლამებს რომ უკეთებთ შესთავაზეთ ვინმემ, პნევმო საქონლის ტესტირება მიმოხილვა, რაიმეს სანაცვლოდ, თუნდაც ფასდაკლების... მაგრამ ეს ჯაჯა-ს გადასაწყვეტი უფროა, იმიტომ რომ მხოლოდ თვითონ აკეთებს სრულყოფილ მიმოხილვას ამ ფორუმზე...
თუ გადაწყვიტავ მე პირადად ამოგიდგები გვერდში, მსგავსი რეპორტ-მიმოხილვა-ტესტირების გაკეთებაში...
ვინმემ დროის მანქანა გამოიგონეთ???
სად წავიდა ჩემი პოსტები!!! ყველა გაქრაააა!!!
ბევრი ვედრების და დაძალების მერე ბატონი პრეზიდენტი დამთანხმდა რომ ჩემთვის მოდერი მოეყიდა
შედეგი იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე წარმოსადგენია
ისე გაჩუმდა რო დამრტყმელი მექანიზმის ხმა ისმის!!!
შედეგები? მე ძალიან მაინტერესებს რას იზავს თავისი მოდერით hatsani ანუ დიდ გავლენას ხომ არ იქონიებს ჯგუფურობაზე , საინტეერსეო დასატესტია. ამის შემდეგ გადავწყვიტავ ვიყიდო თუ არა
კარგი ჰატსანის მოდერი არ იმოქმედებს დიდად სავარაუდოდ. აი რეზბა-გვერდზე-მოჭრილი, იმოქმედებს
norica_dragon
norica_dragon
გვაინტერესებს ხმაზე უფრო ,მიზანში როგორი შედეგები გაქვს.
რაცხა დაგვეკარგა აგი კაცი, რა ქნა რაფრა აქვს საქმე????
ისე მეორე ჰაჩიკას ნასოსზე მოგვივიდა დღეს კატასტროფა შლანგი თავში და ბოლოში ბუშტივით გაიბერა 2500 PSI-ზე. მერე ვანო სურათს დააგდებს, დაჩუტულისას მარა....
კაროჩე დისკოზე გართულება არ აქვს მაგ ნასოსს, მარა აი მარადიორზე ვავა, მემგონი იგივე ელის ჰაჩიკაზეც, კაროჩე შლანგი სუსტი ადგილია ჰაჩიკას ნასოსში. ოჩოპინტრესნაირი შლანგია მაშინვე დასათრევი.
რუსები ყიდვისთანავე ცვლიან შლანგებს. შლანგის გარდა კიდევ არის ხაჩიკაში სუსტი წერტილები,რომელიც მოგვიანებით გამოიჩენს თავს,
მაგრამ ამას ყველაფერს მოითმენს კაცი,თუ მიზანში კარგად მიAქვს.
ესეც სურათი:
ჯამში, დისკოს წნევებზე პრობლემა არ აქვს, მაგ გაბუშტვის მერე რამდენჯერმე დავტენე დისკო უპრობლემოდ. აი მარადიორის და AT44-ის წნევაზე კი უკვე ოოო
მარადიორის დატენვისას გაიბერა ეგ შლანგი დღეს. თან გაიბერა საკმაოდ მაგრად, სურათი უკვე დაჩუტულისაა. საბედნიეროდ დროზე დავინახეთ და გამოვუშვით ჰაერი.
არა რა მაინც უნდა ჩაა..ან ამ თურქებმა საქმეში ხოლმე რა..ჰმ
ჩათვალე რომ უკვე გადასაგდებია ეგ შლანგი , ერთხელ თუ გაიბერა შლანგის შიდა სტრუქტურა უკვე დარღვეულია და აუცილებლად გაუშვებს. 3 ვარიანტია
1. დაუკვეთო ახალი შლანგი რომელიც პირდაპირ წავა ხაჩიკას ნასოსზე ,
2. დაუკვეთო ჩემნაირი მაღალი წნევის შლანგი იმ იმედით რომ იქნებ ვინმე ხვთისნიერმა გადამყვანი გამოგიჩარხოს (კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჯა-ჯას ამ კეთილი საქმისთვის)
3. მიიტანო შენი დაბრედილი შლანგი ელიავაზე და თავის შლანგზე დაგისვავენ თავებს , მომსახურების საფასური თავის დღგთი 50 ლარი
ochopintre
მემგონი მეორე ვარიანტი ჯობია.
Hatsan AT44w-10 სასხლეტის ჭკუაზე მოყვანა
უმეტესობამ იცის ბატონ ხატსანს რა საშინელი სასხლეტი აქვს , მწარმოებლის ინფორმაციით თითქოს კი აქვს სიმძიმის რეგულირება მაგრამ ფაქტიურად არაფერ შედეგს არ იძლეოდა სარეგურირებელი ვინტის ტრიალი, ესეთი სასხლეტით მიზანში სროლა მაზოხიზმის ტოლფასი იყო, რამოდენიმე გასროლის შემდეგ თითი საშინლად მიბუჟდებოდა და სროლას აზრი აღარ ქონდა, ამიტომ გადავწყვიტე რამე მომეფიქრებინა.გადავწყვიტე დამეშალა და ადგილზე გავცნობოდი პრობლემას.
მოვხსენი ჩემ ოლიმპიელს რეზერვუარი, 4 ვინტი რომელიც თვითონ თოფს ამაგრებს კონდახთან და სასხლეტის ხუფი
http://img19.imageshack.us/i/picture103vh.jpg/
http://img819.imageshack.us/i/11111111111111111111111s.jpg/
http://img237.imageshack.us/i/picture114a.jpg/
შემდეგ ვხსნით ამ ორ შტირს (ცოტა ძალის დატანება უნდა) ვიღებთ სასხლეტს
http://img715.imageshack.us/i/picture107e.jpg/
ესეც ახლო ხედიდან
http://img215.imageshack.us/i/picture113eh.jpg/
აქაც ვხსნით ამ შტირს და ამ 2 ვინტს რომელიც (ვითომ ) არეგულირებს სასხლეტის სვლას და დაწოლას.
ეს პატარა ზამბარაა ნერვებს რო მიშლიდა . საკმაოდ ბრაზიანია. შევცვალე მსუბუქი ყოფაქცევის ზამბარით
http://img168.imageshack.us/i/picture108e.jpg/
სასწრაფოდ ავაწყე შაშხანა ,ერთი ორი გასროლა გავაკეთე მაგრამ.... შედარებით კი დამსუბუქდა მაგრამ ის მაინც არ იყო რასაც ველოდი, დავშალე ისევ სასხლეტი ამოვიღე ეს დეტალი (არ ვიცი რა ქვია) გადავუშკურკე თავები სადაც კი სხვა დეტალებთან შეხება ქონდა და კარგად გავაპრიალე (სამწუხაროდ მეორე დეტალისთვის არ გადამიღია სურათი)
http://img4.imageshack.us/i/picture112dc.jpg/
ავაწყე ხელმეორედ, გამოვკარი სასხლეტს თითი და ვაზააააააა , მთლად გიას შტეიერივით არ არის მაგრამ მარადიორის სასხლეტივით რბილი კი ნამდვილად არის.
მოკლედ ხაჩიკას სასხლეტის ჭკუაზე მოყვანა არც თუ ისე ძნელი ყოფილა, მთავარია მონდომება
ვერ მივხვდი, პირველი საფეხური დარბილდა?? თუ?? , მე სანამ ტირში არ გავტესტავ მანამდე ხელის ხლებას არ ვაპირებ
მე დისკოს მერე კარაქად მეჩვენება ჯერჯერობით :
By John from USA on 2010-07-13 21:06:41 - See all my reviews Add comment to this review
Things I liked:Weigth,Balance,Wood in stock,accurate,Blueing,and smoothness of side lever
Things I would have changed:A better tigger, Thats why the 4 star overall. You can try to adjust it be there just is nothing to adjust.
What others should know:I found it to be as accurate as my benji maruader if not just alittle ... Read More Things I liked:Weigth,Balance,Wood in stock,accurate,Blueing,and smoothness of side lever
Things I would have changed:A better tigger, Thats why the 4 star overall. You can try to adjust it be there just is nothing to adjust.
What others should know:I found it to be as accurate as my benji maruader if not just alittle better. I think for the money you can not do any better. This is a fine made air rifle that is hard hitting and accurate. Thanks go to PA for their fine packageing and their service as always!!!
ნახეთ რა უსერია სასხლეტზე ვიღაც ამერიკელს
norica_dragon
დუბლირებულად გიწერია თუ რა პონტია???
ჰაცანის მფლობელებს, აი რაზე უნდა გქონდეთ ორიენტაცია!
უკრაინლებმა ასეთი პარამეტრები მიირეს AT44-ზე
8-9 კუბიკი ხარჯი და 290-300 მეტრ წამი და დერეფანში 64 გასროლა. თქვით მერე რომ 26 კუბიკი დიდი გადახარჯვა არაა, ლამის იგივე სიჩქარეს იღებთ და 20-25 გასროლა დამატებით.
ფაქრია ჰაერის ჰადახარჯვა ძალიან იზრდება, ლამის 2-3-ჯერ რომ ტყვიას სულ რაღაც 15-20 მეტრ წამი მიემატოს, ანუ არაეფექტური ხარჯია. ჯობია ნორმალური ხარჯი და ბევრი გასროლა, პლიუს იდეალური შესაშური განმეორადობა
P.S. სამწუხაროდ ეს კაცი არ ამბობ რა შეცვალა თოფში
ja_ja
ერთი რამ არ მესმის
ხომ აქვს ჰაჩიკას 180-იანი რეზო?
ხოდა HW100-საც იგივე რეზო აქვს
ამ უკანასკნებს კი 300მწ-ის შემთხვევაში თუ არ ვცდები უწერია 34 გასროლა (ოფიციალურად)
ესეიგი რა გამოდის??
მაპატიეთ, შემეშალა მომივიდა 35 გასროლა აქვს ქარხნულად.
tengo
ja_ja
ჯაჯა დილეტანტობას ვერ იტანს ამ ფორუმზე...
უკვე მეშინია რამის დაწერა ხოლმე
norica_dragon
norica_dragon
მე მესმის შენი
ja_ja
მშვენიერი გრაფიკია, მარა რატომღაც მგონია, რომ მად ძალიან ბევრია ნაცალიჩები....
bazuka
მე რამდენადაც ვიცი, ყველა შაშხანას, რომელსაც აქვს პრეტენზია სიზუსტეზე, სპეციალურად არის დანასტროიკებული ცოტაოდენი გადახარჯვით.
არსებობს თეორია, თუმცა პრაქტიკაშიც მტკიცდება, გარკვეული ხალხის თქმით, რომ კლაპანი აუცილებლად უნდა დაიკეტოს, მხოლოდ მაშIნ როდესაც ტყვია დატოვებს ლულას.
წინააღმდეგ შემთხვევაში, კლაპნის დახურვის პროცესმა გავლენას იქონიებს გასროლაზე.
ეს გავლენა იმდენად მცირეა რომ მხოლოდ ტირის იდეალურ პირობებში შეიძლება შეამჩნიო, ისეც თუ იარაღის სხვა პარამეტრები მიიღწევს იდეალისკენ, ბუნებაში სროლისას იმდენი ფაქტორია გარშემო, რომ აზრი ეკარგება ასეთ დარეგულირებას.
პს
ეს ბაზუკას, ანუ მე ვიცი, სადღაც წამიკითხავს რომ HW - ს სპეციალურად აქვს ცოტა გადახარჯვა, იმიტომ რომ ამ იარაღს სპორტულზეც პრეტენზია აქვს.
ასევე შტეირშიც საშინელი გადახარჯვაა ქარხნულად. არა მარტო ჩემს შტეირშია...
ochopintre
რა ხდება ეხლა....
ღემი ჰაჩიკა რო ვიყიდე რეზერვუარი ეგრევე 200 ბარზე იყო დატენილი, რათქმა უნდა სროლა რო დავიწყე დავაკვირდი თუ რამდენი გასროლა მექნებოდა...
პირველი რეზერვუარი 200 დან 100 მდე 35 ტყვიას ეყო, მერე და მერე ვამჩნევდი რო გასროლების რაოდენობა იმატებდა, წინა ტირში, როდესაც რეზერ ვუარი დაახლოებით მერვედ იყო დატენილი სადღაც 52 გასროლა მომცა, ეხლა კიდე ამას წინად სანადიროს პონტში ვიყავი წასული, ოდნავ ზედმეტად შემომეტენა (ძაან ოდნავ გაცდა ისარი 200, უფრო სწორედ კი არ გაცდა 200 ზე იყო, უბრალოდ ოდნავ გადახრილი იყო მარჯვნინ).
ჰოდა რას ვამბობდი 25 ტყვია გავისროლე და ისარი 190 ბარზეა... გული მიგრძნობს რო რეზერვუარი რო დავცალო 60 გასროლას გავცდები...
ეხლა ისმის კითხვა - რა ხდება? ნუთუ 270 ზეა სიჩქარე ჩამოსული?? ამ კითხვაზე პასუხი - არა მგონია, იმ დღეს ოპელის კარები გავხვრიტე
მოკლედ დასაქრონ
არაა გამორიცხული ,რომ ზამბარა იყოს ცოტათი დამჯდარი. მეორეც ,ცოტათი გადაცილება 200-ბარზე ზრდის გასროლების რაოდენობას დაახლოებით 10 გასროლით, მაგრამ 25 ძან ბევრია, ძნაჩიტ ზამბარა დაჯდა.
norica_dragon
ჯაჯა ნუ შენ ხო ვაფშე თქვი რა, 180 მეტრწამი არა ის კიდე :P
ტირში 53-54 გასროლა ისე მომცა რო ჯგუფები ვაკეთე და შენ როგორ ფიქრობ 200 ან თუნდა 240 მეტწამი რო ყოფილიყო ეგ გამოვიდოდა???
ვაფშეტა ტყვიის გატანის უნარით ვხვდები მიახლოებით სიჩქარეს, რა ვქნა მიწევს, ქრონი მე არა მაქვს და.... იგივე კარებს ესროლე დისკო რამდენჯერაც გინდა და ნახავ ტუ გახვრიტავს :P
დასაშლელი და სანახავია აუცილებლად , შეიძლება ყველაფერი იდეალურად არის და პლატოსაც იძლევა და სიჩქარეც არ დავარდნილა
პირველ რიგში ქრონში უნდა ნახო რა ხდება და მერე დანარჩენი სხვა.
ochopintre
all
რა უნდა გკითხოთ , ეს იარაღი ნახმარი თAვისი ნასოსით მაქს რამდენი უნდა დაჯდეს? ანუ სადღAც 550-600 ში არ უნდა გაიჩითოს?(პლასტიკატის კონდახიანზე ვიძახი)
იმიტომ რომ დისკო 1200 ლარიანი იყიდება ხოლმე ოპტიკით 700 ლარში :|
ახალი HATSAN AT-44-10+ხელის ტუმბო
ფასი: 860 ლარი
და რავი რა
Allstar
მანდ მე სხვა რაღაცას ვამბობდი, ანუ ნორიკამ დაწერა 200 ან 240 რომ ყოფილიყო სიჩქარე ეგეთ კაი ჯგუფებს ვერ მივირებდიო, რაზეც მე მივწერე რომ 200-ზეც 240-ზეც 170-ზეც და 120-ზეც იღებს ხალხი ჯგუფებს და სულაც არაა საჭირო 300 და მეტი მეტრ წამი, რაზეც ამ ბოლოდროს ჩვენმა ნორიკამ ჩაიციკლა.
რატომ გაქვთ აჩემებული ეს 300 და მეტი, არცერთი სერიოზული ფირმა FT და BR-ისთვის არ უშვებს თოფს რომელიც მძიმე ტყვიას 270 მეტრ წამზე მეტი სიჩქარით ისვრის. თქვენ რა გინდათ თქვათ რომ ქართველი გუშინ გამოჩეკილი ღლაპები უფრო მეტ ინფოს ვფლობთ ვიდრე ლამის საუკუნის გამოცდილების მქონე დასავლური ფირმები?
რაც შეეხება წნევას რომელზეც მე დავწერე, ანუ ტირში 50 თუ 52 გასროლა მივიღე 200-ბარიდან 100-მდეო, მანდ დამაეჭვა რომ ტირშიც საცოდავი თოფი 200- ბარს იყო გადაცილებულიდ ა იმიტომაც მისცა მეტი გასროლა, თუმცა არაა გამორიცხული ვცდებოდე და მართლაც ზამბარა იყოს დამჯდარი რის გამოც სიჩქარე დავარდა და ჰაერის ხარჯი შემცირდა, მარა ნორიკა ვენებს იჭრის სუპერ ტესტი ჩავატარე კარების დახვრეტაზე და იმენნა მაგარი სიჩქარე აქვსო, თუმცა რამდენია ეს მაგარი არც ჩვენ ვიცით და სამწუხაროდ არც თვითონ
cz80
ochopintre
თქვენ ხომ საერთოდ ნახოდკები ხართ ორიოვენი
ReMiNgToN
ja_ja
ხოდა მეც ზუსტად მაგას ველოდები რომ მაგ ფასად გაიჩითოს :D ისე ხომ ღირს მაგ ფასში? იმედებს ხომ გამიმართლებს? (ამხელა რევიუს მერე შეიძლება უზრდელობადაჩ ჩამეთვალოს მარა მაინც...) ანუ სანადიროდ არ გამოდგება +50 მეტრში?
ReMiNgToN
პლასტიკი სანადიროდ არ ჯობია? მითუმეტეს ჩემი ასაკისთვის, ცოტა მოფრთხილება არ მიყვარს ნივთების ( მინდა რომ მოვუფრთხილდე მარა არ გამომდის ) და თან მჩატე არ იქნება შედარებით ?
ReMiNgToN
ochopintre
არადა ის ზამბარა ნაღდად საჭიროა რომ ქონდეს.
ochopintre
მისმინე... რა მომივიდა ახლა ტავში.. შენტან როგორც მახსოვს თოფი ისევ იგივე ძალით ისროდა, შესაბამისად შენ დამრტყმელ მიმწოდებელში არ გექნება არაფერი გამორჩენილი.
ეგ ზამბარა შემთხვევით კლიპის ჩამკეტის ხომ არაა??? მაგას ხომ ზამბარა აწვება უკნიდან... ააქვს ისევ ეგ ზამბარა? თან ეგ მგონი დიდი ზამბარა არ უნდა იყოს...
ჯინზე ჰაჩიკას საიტზე მაგ თოფის სქემა ვერ ვნახე, ადრე ეგდოთ, მაგრამ შეცვალეს და ამოიღეს საიტიდან თუ მე ვეღარ ვპოულობ....
ტირში გადაცილებული არ მქონდა, დაჟე ოდნავ მარცხნივ იყო ისარი
არა მგონია რო ჰაჩანი 500 ლარად გაიჩითოს, თუნდაც იმიტომ რომ მე დისკო გავყიდე და 200 ლარი ზემოდან დავამატე ჰაჩიკა რო მეყიდა, ამას კიდე 1200 ლარზე ნაკლებად მართლა არ გავყიდი, ან კიდე უფრო ძვირად
norica_dragon
კი მარა ახალი ღირს 860 და....
კი მარა ახალი ღირს 860 და....
930 ღირს
მე პლასტიკატზე ვამბობ თუნდაც ეგ იყოს რა თAვის ფასზე მეტში უნდა გაყიიდო? ( ეგეთი რა ტიუნინგი ჩაუტარე)
თAნ მე ვიძახე ჩვეულებრივ ქარხნული ვიღაცამ იყიდა, მოუნდა უფრო ძლიერის ან ფულის სჭირდება და გაყიდის 500-600 ლარი აი მაგას თორე მე არ მითქვია დატუნინგებული და რამე , პრასტოი როგორიც იყიდება რა ,
ჰაცანს რო იყიდი აღარ გაყიდი, უმაგრესია...
იქნებ ვერ ხმარობ , ბევრია მასე... უდევს ტყუილად თან იქნებ ფული გჭირდება
აცალეთ ცოტახინი ნორიკას და ახალ იდოლს ნახავს მერე ნახეთ რამდენად გაყიდის ჰაჩიკას
აუუუ იმ დღეს ევანიქსს ვესიყვარულებოდი, ისე მომწონს ისე რო რავი რა...
gregory
მგონი ეს არ ღადაობს.
norica_dragon
მეც მომწონს. როდის ყიდულობ?
არა რატო ვღადაობ, მომწონს რა არ შეიძლება??
არა რას ვყიდულობ, სად მაქვს მაგის მაგდენი ფული
აუუ რა უნდა გკითხოთ ეხლა რისი შესაძლებლობაც მაქვს : HATSAN AT-44S, cal. 4,5 mm., 325 m/s, 3,3 kg, PCP ეს რომ ვიყიდო მერე მოგვიანებით კლიპის ჩასადებს ვერ დავამატებ? ( 10 ტყვიიანად ვერ გადავაქცევ) თუ დიდი ჩალიჩი დასჭირდება?
ReMiNgToN
ვერა. იყიდე რა 10-ტყვიიანი ვარიანტი, ან ცოტაც მოითმინე თუ ფული გიჭირს და მოგვიანებით იყიდე....
ისე, ადრე ყველაზე იაფი 10 ტყვიიანი ვარიანტი მაგნუმში იყიდებოდა 550 ლარად, ფამფ-ექშენი იყო ეგრეთწოდებული. ეხლა საიტზე არ უდევთ, მარა შეიძლება მაღაზიაში აქვთ. იქნებ მისუკლიყავი გუდვილში მაგნუმში და გენახა...
nihontoman
ვაგზალთან რომაა იქ რომ ვნახო რამე დაუშავდება? იგივე არ უნდა იყოს წესით? უბრაოდ რუსთავიდან მგოინ ვაგზალზე ყველაზე კაი გზაა მისასვლელად
და ფამფ ექშენი რა პონტია ამე ცუდი ხო არაა თუ იგივეა აბა რა განსხვავებაა ამხელა ფასით :|
ReMiNgToN
იგივე არაა პომპა არის PCP-ს მსგავსი მეთოდი, ოღონდ ხელით უნდა დააკაჩავო ყოველი გასროლის წინ, სადღაც 10-ჯერ
მოკლედ, მაზოხიზმია რა
აააა :D წავიდეს მაგის , მე უბრალოდ პსპ მინდა და საღამოზე 750 ლარი მექნება და რავითუ არ გაიჩითა ლეპტოპი უნდა ვიყიდო
ReMiNgToN
თამარ მეფეზე არა აქვთ
ReMiNgToN
შენ ლეპტოპის ყიდვა გდომებია და იმიზეზებ ეხლა თოფი უნდა ვიყიდოვო , მე თოფის ყიდვა რომ მიდოდა ყველაფერი გადავდე და თოფი ვიყიდე, მერ კიდევ ერთი , ტოფი ვიყიდე , მერე კიდევ ერთი , მერე ისევ ერთი თუ შეატყობთ ცვლილებაა ჩემს ხელმოწერაზე
Power_VANO
ReMiNgToN
ბიჯო, პცპ-ებია უბრალოდ გადატენვიზ ბერკეტი აქვტ ფამფ-ექშენის ტიპი. არანაირი ონანიზმი და ბოდიში და ნ**ევა საჭირო არაა, უბრალოდ რიჩაგი ავს სხვანაირი...
nihontoman
აა მივხვდი, ამაზე ამბობ შენ ხომ? http://www.hatsan.com.tr/at44pa.asp
AT44PA.
ქუშინ ჩემი ჰაჩიკა დავქრონე...
შედეგები ჯაჯას აქვს , ზეპირად არ მახსოვს... ის მახსოვს რომ 20 მეტრიანი დიაპაზონი იყო 35 გასროლაში...
გუშIნ ვერ მოვახერხე შედეგების დადება, დღეს იმედია მოვახერხებ
გუშინ მეც შევიძინე ჰასტანა............. 10 ტყვიანი, ხის კონდახით........ კარგი თოფი ჩანს, თუ ვისმე სურვილი გექნებათ და თან ქრონოგრაფიც თუ გაქვთ მთლად უკეთესი........... გავიდეთ ქალაქგარეთ და ვისროლოთ, და კიდე ერთხელ შევამოწმოთ ჰასტანას სიძლიერე და სიზუსტე....
donmixo
კეთილი იყოს შენი კლავიატურა ჩვენსფორუმზე.
აქაც გილოცავ
ისე ერთ ორი სურათით გაალამაზე შენი პოსტი
donmixo
გილოცავ ,სულ 10-ებში.
donmixo
ჯერ გლოცავ, ახლა კი სურათები სტუდიაში!
donmixo
გილოცავ !
სულ სამიზნეების 10-იანებში დახვრეტაში და კიდევ იქ გარტყმაში, სადაც შენ დაუმიზნებ !!!
მეც გილოცავ, სულ 10-იანებში!
გაიხარეთ ბიჭებო........... იმედი მაქვს სდაც დავუმიზნებ მართლაც იქ გავარტყამ........
ისე კაი დიდი ხმა ქონია ჰასტანას.......... მაგრამ მაყუჩს რომ ვუკეთებ უკვე შედარება არ არი... ოღონდ უკვე სიგრძეში საკმაოდ იმატებს.....
ოპტიკა მაქვს ეხლა გასასწორებელი, ცოტა მარჯვნივ მიაქვს, ნუ ცოტა არა მაგრამ 10-15 სანტიმეტრით..... შაბათ-კვირას მინდა ქალაქგარეთ გავიდე, ან ტირში შევიარო და იქ გავასწორო, ვნახოთ რა გამოვა....
ისე ჯაჯა არ გიფიქრია ჰაჩიკას შრაუდეზე? თუ რამეა მე მზად ვარ შევწირო მაგ საქმეს ჩემი ოლიმპიელი
ochopintre
გამოსავალი - ჰაჩიკის ლულის მაღლა აწევა , სასწაული რაღაც ვთქვი არა??
norica_dragon
ისა, ახალი ჰატსანი გამოვიდა მგონი (ნუ რავი, მე ეხლა გავიგე, თქვენ არ ვიცი იცით თუ არა) 58სმ-იანი ლულით და 230 კუბიკიანი რეზიკით... ოფიციალურ საიტზე არაფერი წერია, მარა აი აქ:
http://www.armer.com.tr/HATSAN-AT4410-NEW-LONG-BARREL-PCP-HAVALI-TUFEK-55-MM-+-SCUBA-DOLUM-APARATI-pid-14180.html
იყიდება. ასევე გაეძრო პრემიუმ მოდელი, ლოტარ ვალტერის ლულიტ....
ახალი ზელანდიელების ფორუმზე წავიკითხე, რომ ეს გრძელი ლულა წინებთან შედარებით უკეთესი ხარისხიაო (ლოტარ ვალტერის ლულაზე არ ვამბობ) :
http://www.nzairgunners.com/nzairgunforum/showthread.php?t=8798
რავი, მგონი უკეთესობისაკენბ მიიწევენ...
მარა ერთი ვერ გავიგე, ისედაც 'მშვენიოერი" ბალანსი, ეხლა სულ უკეთესი გახდება. ნეტა ხელში დაჭერა სეიძლება ამ თოფის?
ეგ თურქები ვერ არიან რა... 225 კუბიკამდე აუწევიათ რეზიკი და გასროლები მაინც 40 ცალია
თუმცა 16 გრანიან ტყვიას ისვრის 280-295 მეტრ წამით... მდააა
ეს რეზიკი ახლა Norika-მ არ დაინახოს თორემ მერე ნახეთ თქვენ
P.S. ისე LW-ს ლულა კაი აზრი მოსვლიათ თურქებს თავში.
ja_ja
აიღებს და ორ რედუქტორს ერთად ჩადგავს.... რა პრობლემაა?
ეგ არ ვიცი მარა, ეგ მაგ ლულის ყიდვა თუ ცაკლე შეიძლება და ეგრე წავა გადაკეთებების გარეშე, იდეალური გამოსავალი იქნებოდა მას შემდეგ რაც გარე რედუქტორს დავაყენებ
norica_dragon
რომლის, ჰატსანი თუ ლოტარვალტერის? არამგონია რამე პრობლემა იყოს.... რავი მაგნუმს უნდა შეეკითხო მგონი....
norica_dragon
+ ახალი, უფრო დიდი რეზერვუარიც დაამატე. რაც არ უნდა იყოს, მეტი მოცულობაა...
norica_dragon
ochopintre
აუ ატრაკუნბთ რა ორივენი ატრაკუნებთ
კაი მაცადეთ ახლა ხელებს გადავიბან და დავწერ.
ნახაზი თუ არიქნა, ინგლისურადკიარა ქართულათაც ვერ გავიგებ, მოუშვი უკან მოუჭირე წინ ბლა ბლა ბლა
დადეთ ნახაზი და მეც ვთარგმნი, ისე არაფერი გამოვა !!!
თარგმნა პრობლემა არაა, მარა რომ ვთარგმნი, მაინც კითხვები მიჩნდება, მაგალიტად ეს მარეგულირებელი ყლინჯი (adjustment plate) სადაა და რა არის ვანბშე...
RHS of trigger cassette კიდე ვაბშე რა ჯანდაბაა? კაი, ეს trigger cassette მთლიანად მექანიზმია გამშვები, მარა RHS რაღაა? მოკლედ, ეს ინსტრუქციები რომ შეასრულო, თოფიც უნდა გქონდეს და ინგლისურიც კარგად იცოდე. კი ვთარგმნი ქართულად, მარა რა აზრი აქვს - ბაზუკას თქმისა არ იყოს, ნახაზი არაა და არაფერი და მე კიდე დაშლილი ჰაჩიკას გამშვები არ მინახია თვალით....
nihontoman
bazuka
კიდო ორი ხულიგანი გაეძრო რა
წავალ მე ისევ ხელებს დავიბან მანამდე კი http://www.shans2003.ru/Article/vi_Hatsan_AT44-10_exploded_view-revision_June_2009.pdf და აბა რას დამახვედრებთ
P.S. მერე მე კიდო გავალ ხელების დასაბანად, მანამდე კიდო თქვენ აი ესეც თარგმნეთ http://www.nzairgunners.com/nzairgunforum/showthread.php?t=9928
norica_dragon
norica_dragon
კაი ეხლა ა მჯერა რომ შენ მაგდენი ინგლისური არ იცი
1. ინსტრუქცია არასწორია. ენის დასამსუბუქებლად ჭანჭიკი საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ დაატრიალეთ (ალბათ ქარხნულ ინსტრუქციას ამბობს?)
2. მოხსენით ცილინდრი და შემდეგ მოხსენით კონდახი.
3. მოხსენით გამშვები მექანიზმის ჩარჩო - 2 რკინის ჯოხი სახლეტის ზემოთ - არაფერი არ ამოვარდება, ასე რომ წყნარად იყავით
4. სარეგულირებელი ჭანჭიკი მთლიანად მოხსენით და გადადეთ ერთ ადგილზე
5. გამოიღეთ ზემოთა ჯოხი მარჯვენა მხარეს ( სავარაუდოდ Right Hand Side-ს უნდა ნიშნავდესო) - ეს ჯოხი ზუსტად იმ ჭანჭიკის ზემოთაა, რომელიც ეხლახანს მოხსენით
6. ამოიღეთ ზამბარა და მარეგულირებელი რაღაც (plate, ათას რამეს შეიძლება ნიშნავდეს. მოკლედ პატარა ნაწილია რაღაც )
7ა. შეცვალეთ უფრო მსუბუქი ზამბარით ან
7ბ. შეცვალეთ ჯოხი (push pin)
8. gლაითად გაზეთეთ მთლიანი მექანიზმი
9. თუ საჭიროებას ხედავთ, ოდნავ გააპრიალეთ მუშა ზედაპირები, რომლებიც კონტაქტში მოდიან დამრტყმელთან (ცაქუჩიო, ხოდა...)
10. ააწყვეთ და ამავდროულად დარწმუნდით რომ დამცველი ისევ მუშაობს.
რავი მე ეს გადავთარგმნე. რაც შეეხება 7b - Put bits to one side and replace push pin (they are not needed) გადავთარგმნე მხოლოდ ის ნაწილი სადაც ნათქვამია, რომ შეცვალეთ ეს ჯოხია. კიდევ წერია, რომ გადადეთ ატვიორტკები და მსგავსი იარაღებიო, რადგან არ დაგჭირდებათო, მარა ვისი რა საქმეა მე გადავდებ თუ არა?
მაიცათ, ტყუილა ვიწვალე?
შედეგი?
norica_dragon
კაცო რა მთვრალივით ლაპარაკობ, რას ქვია იდეაში. დარბილდა თუ არა? ( ნუ გიყვართ ამ ბრეგვაძეესბ უაზრო ლაპარაკი © შერეკილები )
დარბილა , ვერ ვზომავ რამდენზეა
norica_dragon
მეორე საფეხურის დარბილებას რა აზრი აქვს? მთავარია პროგნოზირებადი იყოს, თორე თუ მეორე და პირველი საფეხური ერთმანეთში აირევა, მერე აზრი არ აქვს IMHO.....
geojorjika
ja_ja
norica_dragon
bazuka
+1
ja_ja
ეგ ისე დადებს ეტაპებად და სურათებად დადებულ პოსტს, როგორც მე ვიყიდე მაშინ მარადა.....
დაანებეთ თავი, აზრი არ აქვს....
მეთქი რამე ახალი მეთოდი აღმოაჩინეს
ამ თემაში მე_3 გვერდზე არ მიდევს მთელი ინსტრუქცია თავის სურათებით თუ როგორ დავარბილე ჩემი სასხლეტი
რა შედარებაა ქარხნულ და გაუმჯობესებულ სასხლეტს შორის, ეხლა შედარებით კომფორტულია სროლა, მაგრამ შედარებით
აი ამიტომ ყველაფერი ერთ თემაში არ უნდა ეყაროს.
ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ცალკე ტემა გაგეხსნა, მაგალითად "AT44-ის დ.დ.მ.-ის რეგულირება".
ochopintre
100%-იანი ხარ, http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1294&view=findpost&p=43410
პროსტა ნორიკა როგორც წესი ზარმაცია, არ გადაიკითხა და ყველა ემოციურ ტალღაზე შეცდომაში შეგვიყვანა...
Jah
დღეს საღამოს მივუტანე ჩემი ჰაჩიკა ჯაჯა მასტერს, მიზეზი რედუქტორით აბგრეიდი, ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ
თანდათან საინტერესო ხდება ეს თემა
norica_dragon
ესეც 27 მილიმეტრია , მარა არაუშავს გამომადგება
norica_dragon
თუ რაღაცა რეზინებზე პრობლემა შეგექმნა ,მითხარი და იქნებ მე მქონდეს.
არაფერი, პროსტა ველოდები მოვლენების განვითარებას , დღეს ჯაჯას რეზინები მივუტანე
norica_dragon
აუ ჯაჯ ერთად გავიდეთ რა მოგაკითხავ და იგივე კაცს შევაცვლევინებ, 6 ლარი მივეცი
ოკ?
კი მარა პატარა თუ არის რედუქტორმა არ გაწელა? მემგონი მაგას უფრო სქელი უნდა...
ჰა ჯაჯ ხვალ რომელზე??? შენ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნები რომელბიც დილით ადრე ვერ დგებიან ხოლმე????
ისე ერთი ესეთი როგორ არ უნდა გეგდოს ოჯახში? რა იცი რაში გამოგადგეს, ეგებ კრანმა გააპაროს ან რეზერვუარმა
http://www.amazon.com/O-RING-ASSORTMENT-419-PIECE-METRIC/dp/B003Y88BPG/ref=pd_bxgy_auto_img_a
norica_dragon
norica_dragon
ჯაააჯ, გაიღვიძე
ვიყავი ჯაჯასთან, ჩავსვით რედუქტორი.....
ხაწიწე უზნაწ ბოლშე?
cz80
აი უკვე საათნახევარია ველოდები და არაფერს წერს
არც მე ვიცი არაფერი , ველოდები ჯაჯას, მე წამოვედი
გუშინ კურიოზი მოგვივიდა ელიავაზე, ჩემ დას მანქანიდან ჩანთაა ამოაჩალეს, პარტული გამოვიძახეთ და... ნეტა არ გამოგვეძახებინე, კაროჩე სახლში გამოგვიშვეს მგონი 10:00 საათი იყო
სახლში რომ მივედი უკვე აღარაფრის უკანა ნალი არარ მქონდა. კაროჩე რა, ვიღაცან მოგვპარა და ჩვენ გვაყურყუტეს დაკითხვაზე, ახრინეტ მოჟნო
მოკელდ თხოვნა მექნება ამ ინციდენტზე კომენტს ნუ დადებთ. რედუქტორზე მივალ სახლში და დავწერ დეტალურ ინფოს
მოკლედ მოვაღწიე სახლამდე და კომპიუტერამდე
ესეიგი დავიწყოთ თავიდან, ნუ იასნია ნორიკას რედუქტორის ჩადგმა უნდა, რედუქტორი გავამზადე, მოვარგე, დავტენეთ რეზერვუარის, და სადღაც 110-120 ბარზე გავიგეთ ტფსსსსსს და მერე ვროდე გაჩუმდა ყველაფერი, დავტენეთ 160-მდე და აშკარად ისმის ჩუმად ფსსსსსსსს.
კაროჩე რეზერვუარში არსებული ხვრელიდან გამოდიოდა ჰაერი (ანუ ატმოსფეროსთან კავშირი სადაცაა), მაგრამ საინტერესო ისაა რომ თავიდან არაფერი არ გამოდიოდა, თავიდან იმენნა იმ 120 ბარის მერე გაჩენილმა ხმამ გამოიწვია ჰაერის გაპარვა.... მოკელდ თავი ისე ვიფხანეთ ასე და გუშინ ვერაფერი მოვიფიქრეთ. ბოლოს მეთქი ნორიკ უნდა დატოვო სხვა გზა არაა მეთქი და ვნახავ რა ხდებათქო.
მოკლედ პირველი ტესტი სტული, კატასტროფული ფიასკოთი დამთავრდა... მართალი გითხრათ საკმაოდ გაოცებული და გულნაწყენი დავრჩი, განსაკუთრებით წარმომიდგენია ნორიკას რა დონეზე გავუტეხე მუღამი. ახლა დეტალურად დავიწყებ რა როგორ ვქენით და მერე დღევანდელი შედეგებიც განვიხილოთ.
მაშ ასე ჰაჩიკას რეზერვუარი ვიცით ამ ფორუმზე ბევრგანაა ნახსენები და პირველ პოსტშიც დევს, თუ რედუქტორს ჩავდებთ მაშინ საჭიროა რედუქტორს მიღმა სივრცე, ამიტომაც დამატებითი ჭიქაცაა გასაკეთებელი. ასე იყო თუ ისე დავშალე რეზერვუარი უკნიდან (საბრძოლო კლაპნის მხრიდან). ისე აქვე რეზერვუარის დაშლის მსურველებს ვურჩევ დასაშლელატ ტისკები და კრანის კლუჩები არ გამოიყენონ უაზროდ დაჩხაპნით რეზერვუარს. ყველაზე კარგია გამოიყენოთ ტრუბნოი ტისკი, რეზერვუარს შეამოხვიოთ 2-3 მილიმეტრიანი რეზინა, წრეზე, ჩააყოფინოთ თავი ტრუბნოი ტისკებში და მერე ეჩალიჩოთ წინა ან უკანა პრობკის მოხსნას.
ნუ ისანია სტანოკზე წავიდა ჩალიჩი, სხვათაშორის აღმოვაჩინე რომ სიბნელეში ჩემი ტელეფონის კამერა კაპიკად არ ვარგა... ბლიაძ!, არადა ფოტოაპარატის ჩატანა დამენანა, თან ხელებიც უკვე ჭუჭყიანი მქონდა... ნუ მოკლდ გარაღის სურათები უბანძესი ხარისხითაა რაზეც ბოდიშს ვიხდი
მოკლედ გამოითალა ჭიქის ღერძი, და ამოიღრუტნა ისე რომ 1.6 მილიმეტრის სისქის კედელი დარჩა, შემდგომ გამოვიანგარიშე და სადღაც 9 კუბიკი მოცულობის ჭიქა გამოვიდა, პლიუს კლაპანში არსებული 1.6 კუბიკი და იდეაში რედუქტორს მიღმა სივრცე ნორიკას გამოუვა უხეშად 10.5 კუბიკი. მემგონი ნორიკას მოთხოვნებს უნდა ეყოს.
ნუ დალშე მოვაჭერი ჭიქა, გავატარე რედუქტორიც სტანოკზე და შევამცირე 26.7 მილიმეტრიდან 25 მილიმეტრამდე, ანუ რეზერვუარში შიდა დიამეტრი არის 26 მმ ჰოდა თავისუფლად რომ იმოძრაოს ... ანუ რეზინები ამოშვერული იქნება სადღაც 0.5 მმ-ით.
ჰო რეზინები ნორიკამ მომიტანა რომელიღაც მაღაზიაში იყიდა როგორც 26 მილიმეტრიანი მაგრამ ადგილზე გაზომვისას აღმოჩნდა 25.5 მილიმეტრი, მოკლედ გუშინ ელიავაზე ვიყიდე 26-იანი ბევრი არჩევის მერე. მოვედი სახლში ნორიკამაც დარეკა და მეთქი ამოდი კაკრაზ თითქმის ყველაფერი მზადაათქვა.
დავდე მაგიდაზე ყველაფერი და...
ამოვიდა ნორიკაც, კაკრაზ ყველაფერი დავანახე აკრებილად რა მოთავსდებოდა რეზერვუარში:
ავიღეთ ზომები სად დაგვედო ხვრელი რედუქტორის ატმოსფეროსთან კავშირისთვის, ჩავედით გარაჟში, ავაწყვე კონსტრუქტორი მოფრეზო ელემენტი (იმენნა საშინელებაა, დეტალს დეტალზე ამატებ და მაგონებს "შიშველი პისტოლეტის" კადრებს... ფრენკ დრებენი რომ ეუბნება პარტნიორს დამაზღვიეო და სანამ წინ წავა ტიპი პირტოლეტზე იმდენ დეტალს აყენებს ბოლოს გაუბიცა რომ აქვს აწყობილი აი რაღაც ეგეთი საშინელი კონსტრუქვია ავაწყვეთ)
ჩავამაგრეთ რეზერვუარი და:
მოკლედ ჩავახუტეთ 0.7 მილიმეტრიანი ბურღი. წყნარი სვლით სადღაც 2-3 წუთში გავხვრიტეთ რეზერვუარი
ავაწყვეთ ეს ყველაფერი დავტენეთ და როგორც უკვე ვთქვი 110-120 ბარზე ტფსსსსსსსსს. ბლიაძ!
მოკლედ გუშინ ნახსენები პრობლემის გამო ვეღარ მოვახერხე ნახვა რა ხდებოდა, დღეს დავშალე რეზერვუარი და.... მოკლედ დედა არ ჰქონდა რედუქტორის ერთ რეზინას, იმენნა გაჭყლეტილი და გახეული იყო. მაიდ ინ ელიავა ბლინ!
რეზინა პრაქტიკულად 11-12 მილიმეტრით გვერდითა მხრიდან გასკდა. ახრენეტ ბლიაძ!
ნუ დარჩენილი 2 რეზინიდან ვამოწმე და აღმოვაჩინე რომ ერთერთ რეზინასაც უკვე აქვს გვერდითა ნაჩხაპნი, ანუ ჯერ არ გამომიყენებია და.. კაროჩე რა, რეზინას რომ ვერ იყიდი კაცი...
ასეა თუ ისე ჯერჯერობით აქ ვართ გაჩერებული, დღეს გამოვცვლი რეზინას და თავიდან ავაწყობ, დავტენი კანკალით და იმ იმედათ რომ ისევ არ გაიხევა რეზინა აი შეპირებულ ქრონი ტესტებს რა ვუყო აღარ ვიცი ბლინ, დილით სამსახური, საღამოს უკვე ბნელა. ზაფხული გვჭირდება სასწრაფოდ!
აქედან მორალი - რეზინაზე ეკონომია არ გააკეთოთ
nihontoman
norica_dragon
არ უბრალოდ გასროლის მერე რაღაც მომენტში ხო ჩუმდებოდა ოდნავ... და მერე ისევ და ისევ იმატებდა ხმა :_)
რეზინები ვიურტში აქვთ
http://www.wurth.com.ge/?p=MjE=
ელდორადო
http://www.wurth.com.ge/upload/catalog/file_200710043340.pdf
დავრეკე საბურთალოს ფილიალში და გა 60 თეთრიო
წიურტის რეზინები... ოოო მაგარი ინფოა საღოლ!!!
Jah
აუ მე ამ სიბერეში მაგარი ინტრიგანი გავხდი... სპეციალურად წავალ ამ ვიურტში, და ერთი არ გადმოუღია და არ დაუზომია..
ეგრევე აბა ნაჩალნიკი და კლიაუზნიკობა
აბა ნორიკ ჯან მითხარი სად არის ეს მაღაზია
თავაზიანი გამყიდველით.
თან ზაპრავკის რეზინა მაქვს საყიდელი კაკრაზ
ინტრიგან გამყიდველებს რაც შეეხება,
მეგობარს ბავშვი ეყოლა და მარჯანიშვილის მოედანზე მგონი ბიგბენი ერქვა, სუპერმარკეტში შევედით, ბლომათ ხორაგი ავყარეთ, გვიხარია ვიცინით და რამე და ასე 20 წლის ფარშევანგი გოგოა გამყოდველი, ტიპი იმენნა იაზვობს და ნერვების მომშლელად იქცევა (სალაროსთან ვინცაა რაა) ერI 300 ლარის საჭმელს ვყიდულობთ, მოკლედ მაგარი მოგვიშალა ნერვი სუყველას
ხოდა ეს ახლადგამომცხვარი მამა ეუბნება, აი ამ სამლიტრიან ბანკაში ბუშტებით რომაა სავსე, რაღის ცალიო იმან ისევ იაზვურად 5 თეთრიო
ხოდა დამითვალე და შემიმოწმე (ანუ გაბერე ბრაკი არ იყოსო) ყველას ვყიდულობო, ერთი 50-მდე რომ ავიდა, დაცვის ბიჭი მოვიდა გვთხოვა ძმურად შეეშვით რაა, მაგარი წაკლა კია მარა მეც გამიტრაკებენო .... ხოდა ასე დავშორდით
bazuka
დაცვის ბიჭი რამდენს გაბერავდა რო მიშველებოდა არ კითხეთ
მოკლედ დღეს კიდო ვსინჯე და, ამ ნაბორმა საერთოდ 50 ბარს გაუძლო ბლიაძ! ისე დაიბრიდა რომ ვაბშე გამოძვრა ლამის გარეთ....
კაროჩე რა...
ნორიკ გინდა ასე ვქნათ მე ჩემს რეზიკს მოგცემ დროებით ამას კი წავემაიმუნები ჩემს ჭკუაზე მოვიყვან რაღაც აზრები მაწუხებს როდესაც მოვრჩები ჩაგახუტებ...
ანუ ცოტათი გადავაკეთებ რედუქტორის ფორმას რომ რეზინებზე ნაკლები დატვირთვა მოდიოდეს. ერთადერთი შეიძლება შეგაწუხო ნასოსზე როდესაც ავაწყობ რომ დავტენოთ, თუ იმ დროისთვის საერთოდ შტუცერი არ გამოვთალე
კაროჩე მომწერე აბა რას გადაწყვიტავ
norica_dragon
კაიხანია ინფო არ დამიდია და პატრონი რომ დავაწყნაროთ:
მოკლედ მთლიანად მზადაა (პირველადი ტესტებიც გაიარა, რეზინები აღარ დაძვრება არსად ), მიუხედავად დიდი მასიური ფორმისა, მომცა 2.23 კუბიკის ეკონომია, მართალია დიდი არაფერია, მარა ეგეც რაღაცაა
ჩაყენებამდე ამ რედუქტორს აკლია 2 რამ. პირველი მუხრუჭი რომ თავისით არ შეიცვალოს პარამეტრები სროლის დროს, ეს მუხრუჭები უკვე მოფიქრებულია და ადგილიც არის გამოყოფილი, უბრალოდ დღემდე ვერ გადავწყვიტე 2 ცალი დავადო თუ 3 ცალი (ნუ, სამი უფრო დიზაინის პონტში, თორემ საქმეს ერთი ცალიც გააკეთებს). და ბოლო მთავარი შტუკა! საჭირო წნევაზე დაყენება და დარეგულირება.
ეს მეორე უბრალოდ ჩემგან მოითხოვს 2 პატარა დეტალის გაკეთებას, რომ რედუქტორის სატესტირო სადგური დავასრულო, ქრონიკული დროის უქონლობის გამო ვერ მოვიცალე, თან ვერ მოვიცალე მაქსიმუმ 1 ჰა-ჰა 1.5 საათიანი პრობლემის მოსაგვარებლად, ბლინ!!!!!
ძალიან სუფთა ნამუშევარია, კარგი ხელი გაქვს, ნუ დანადგარიც იასნია
საღოლ ჯაჯ , ვიდოდი რო ამ დილით აქ რო შემოვიდოდი რამე კაი ამბავი დამხვდებოდა
ja_ja
ეს რა თემა გამოვტოვე!!!
შეკვეთის მიცემა როდის შეიძლება... რომელ რეზიკში და რა პარამეტრებზე შენ იცი
ჯაჯ ანუ აწი ვსიო ხო? შეკვეთებს მიიღებ რედუქტორებზე
Davitus
norica_dragon
Jah
ავოიეეე, რა აჟიოტაჟი გამოიწვია
მოკლედ, შეიძლება, ანუ შესაბამისი აპარატურა შესამოწმებლად არსებობს და ნუ დამზადება რომ შეიძლება ფაქტი სახეზეა. პრობლემა სხვა იქნება, კონკრეტულად კი სიცივე გარაჟში და დრო. ნუ დროს ეშველება, სამსახურის მერე ნელნელა, აი სიცივეს რა ვუყო არ ვიცი, 1 საათის მერე ფეხები იყინება ცხვირიდან რაცხაები მოდის, მოკლედ ერთი 3-ჯერ გემრიელ გაცივებას გადავურჩი (მადლობა შუშხუნა ასპირინს და ვიტამინ C-ს, თორემ კაპუტ)
მოკლედ გათბობაა მოსაფიქრებელი თორემ გავფშიკავ ფეხებს.
აუ რა მაგარია რედუქტორი მექნება და კიდე ქრონი , მერე ნახეთ ჩემი ზამბარის წვალება
9 საათზე უნდა შევხვდე სადღაც მეტროსთან იმ ქრონოგრაფის ტიპს
დღეს გავივარ საყიდლად :P
ჯაჯ იმ უკრაინელმა რო გამოჭრა კლპანთან ლატუნი ჰაჩIკას რეზიკზე, შენ ეგრე ვერ გამომიჭრი ცოტას??? - რა მინდა იცი? რედუქტორს გარეთ რო დიდი სივრცე იყოს - ამას იმიტომ გეკითხები რო როგორც ვაკვირდები მაგ კლაპანს შიგნითა წნევა იფრო კედავს ვიდრე მაგის ზამბარა, ჰოდა წნევა თუ ბოლომდე გამოვარდა რაღა ჯანდაბა დაკეთავს? კი დაიკეტება ადრე თუ გივიან მარა მანამდე არ გადახარჯავს??
სისულელეს თU ვამბობ მპატიეთ
norica_dragon
ჯაჯ რამე ახალი ნეტუ?? თუ რადროს ეგაა ამ ახალ ცლებზე?
norica_dragon
ეს თემა ოფისგან რო გაასუფთაოს ვინმემ არავის უნდა? ან მე მომეცით მაგის უფლება
მინდა რო ახალ და რევოლუციურ ინფოს ლამაზად დახვდეს ჰა?? ნუ შეგეზარებათ მოდერებო და ადმინებო
norica_dragon
გუშინ შენმა რევოლუციურმა ინფომ შიში მაჭამა...
ანუ რედუქტორის შესამოწმებელი სადგური გუშინ პირველად დავბერე და თან მეშინოდა ვაი და ბა-ბახი ქნას მეთქი იდეაში გადავრჩი, მაგრამ ვინმეს რომ ჰიდრო "აპრესოვშიკი" ჰქონოდა დაგვხატავდა. გუშინ პირველად ვინანე რატომ არავის საქართველოში ეგ არ ააქვს გაკეთებული მეთქი
მოკლედ შენი რედუქტორი მუშაობს, უბრალოდ ეგაა რომ მუშაობს 60 ბარზე (პირველი რაც დავაყენე ეგ იყო, შევტენე სადგურში და დავბერე, ეგრევე დაიხურა 60 ბარზე), გუშინ ნერვები აღარ მეყო რეგულირებაზე. დღეს საღამოსა სახლში რომ მივალ, შევუდგები რეგულირებას, ანუ ეგეც კაი ნუდნი პროცესია, დააყენე რაღაც ნიშნულზე, ჩატენე, დაბერე, არ მოგეწონა, დააგდე წნევა და თავიდან დაარეგულირე ენდ ასე შედმეგ, სანამ სასურველ წნევაზე არ დაიკეტება. შედმეგ კი როდესაც მიიღებ სასურველ წნევას უნდა დატოვო მაგ შედეგზე დიდხანს რომ გამოჩნდეს რაიმე ხომ არ ურევს (ანუ ხომ არ აპარებს ნელნელა და ხომ არ იზრდება წნევა).
მოკლედ ბალონია რა დასატენი. უბრალოდ მაგრა დამეზარა გუშინ 1500 ბუქნის გაკეთება
ja_ja
ემანდ შენ ძაან ნუ გაუთამამდები კაცოუუ, წნევებს არავისთვის მოაქვს კარგი, აგერ საწყალ ბაბუაჩემსაც მაგან მოუღო ბოლო... მაგრამ 90 ისა იყო და...
ჯაჯ რა წნევაზე ვაყენბთ რედუქტორს?? 115-120?? 110?
norica_dragon
სხვათაშორის მაგაზე თენგო მე ამ დილით ვფიქრობდი და იმიტომ მივწერე ჯაჯას ეს....
130 ბრზე რო დაყენდეს კი მივიღებ 300 მეტრწამს მარა 20 გასოლაზე მეტი აღარ დარჩება მემგონი, 30 ასროლა 300 მეტრწამით ჩემითვის საოცნებო შედეგი იქნებოდა.... მარა რეალობ სხვაა
ჯაჯა შენ რს ფიქრობ? 130 ბარზე 30 გასრლა შესაძლებელი იქნება თუნდაც 205-210 ბარიდან??? რამე ფორმულა არ არსებობს???
norica_dragon
გადახარჯვას ფორმულაში ხომ ვერ ჩასვამ ზუსტად რამდენია ზედმეტი ჰაერის ხარჯი არ იცი. პრაქტიკაზე უნდა ქრონზე გატარება ყველა ვარიანტში
norica_dragon
ეგ შედეგი კი გვინახავს საოცარი გრაფიკით, მაგრამ როგორაა გაკეთებული ხომ არ ვიცით?
კიდევ ის გაითვალისწინე, რომ მეტი გაერის ხარჯის გარდა, რედუქტორის სამუშაო შუალედი 200>130 გექნება, და არა 200>110
ანუ მთელი 20 ატმოსფეროა სხვაობა რაც 300მ/წმ შემთხვევაში კაი 7-8 გასროლის ტოლია
და კიდევ გასათვალისწინებელია ის 30კუბ სმ.-ის მოცულობა ,რომელიც შიდა რედუქტორის დროს იკარგება.
აუ როგორ მაინტერესებს საერთოდ რა შედეგი ქიენაბა, ნეტა როდის მოახერხებს ჯაჯა მაგის გატესტვას
norica_dragon
წინასწარ შემიძლია გითხრა ,რომ 300მწ-ზე არ იოცნებო. სადღაც 280-290 მწ.იქნება ჩემი ფიქრით 200 დან 130-მდე.
მშვენბიაერია, მაწყობს, CP თუ 280 იქნება ესეიგი ჯსბ 300 295
tengo
მსუბუქ JSB-ზე ამბობს ავთო მგონი, 8.4 გრანიანი რომაა. თორემ 10.2 გრანიან JSB-ს +20 მ/წმ-ით ნაღდად ვერ გაისვრის.
არა 10 იანზე ვამბობ, 160 მტწამზე იძლევა 10- სხვაობას და280 15 არ იქნება?
ჰოოო, აირგან კონვერტორიც ამბობს, სწორია ავთოო
თუ 10.5 გრანიან ტყვიას ფიშტო ისვრის 280 მ/წმ-ით, "გრუბად" 10.2-იანს 299-ით გაისვრისო. http://www.compinfo.ge/download/airgun/Airgun_Convertor.htm
ნუ მთლად 299 არ იქნება, სიმსუბუქის გამო, ცოტა ენერგიას ეგ დააკარგვინებს, მაგრამ ახლოს კი იქნება როგორც ჩანს
კი ვანო წონაც განსხვავბული აქვს, თუმცა კიდე უფრო დიდ განსხვავებას შემადგენლობა აძლევს, CP უფრო მაგარი შედანდობია ვიდრე ჯსბ, ამის გამო კიდე უფრო მაღალ სიჩქარეს იძლევა განსაკუთრებით ჩოკიან ლულებში...
დისკოს ჩოკი არ აქვს მარა 15 მეტრწამამდე აძლევს განსხვავებას, ჩოკის შემთხვევაში არც კი ვიცი რა იქნება
აუ ვინმემ ჯაჯას ინტერნეტი ჩაურთეთ რა
norica_dragon
აუ რა მაგარია, საქმე წინ წასულა, თან სერიოზულად , ისე როგორც south აკეთებს ისე რო ვიცოდეთ ჩვენ როგორ ამოვჭრათ ვაფშე იმენოი იქნებოდა, წარმოიდიგინე ჩვენ რო სივრცეც დავტოვეთ + მაგას იქ ამოჭრილი კიდე პატარა სივრცე - შედეგი იქნებოდა ზუსტად ის რაც აქვს 122 ბარზე ჰაჩიკიას, ანუ 300 მეტრწამი ოცნებ...
ჯაჯა ისე მაგის ამოჭრა ძნელი საემეა? თუ რაც ზემოთ ვთქვი რეალობისგან შორსაა??
მარა ჯერ ისე ვნახოთ რა სიჩქარე ექნება...
აუ ეხლა ჩემი ქრონი დამაგდებია შენთან , არანაირი მზე
norica_dragon
იასნო
ჰოდაა
ჰოოოდააა.... მდაა... რა ვქმნა, დავწერო რაც მოხდა თუ დავშალო და გადავაგდო ეგ თოფი
მოკლედ გადამრია რა ამ თოფმა, ამდენიხანი არაფერზე არ მიჩალიჩია, მაგრამ ხან დრო ხან კურიოზი, ხან რემონტი, ხან უფროსობა, ხან ჩემი დის კნავილი მანქანა გასაკეთებელია რა დროის თოფია....
კაროჩე რა... გუშინ მეგონა საბოლოოდ მოვრჩი მეთქი, ავაწყვე, დავიწყე რეზერვუარის დატენვა, მაგრამ 150-ზე ზემოთ ვერ ავედი, გავსკდი ბოლი გამივიდა.... გამოვაძრე ნასოსის შტუცერი და.. აპარებს ეს შობელძაღლი რეზიკი, ოღონდ არა რედუქტორის ხვრელიდან (იქ მკვდარი სიჩუმეა, ზეთი დავაწვეთე არაფერი არ გამოდის, საპნიანი ქაფი დავადე არანაირი ბუშტულა არ არის), არამევ დამტენი პორტიდან, თან ისე გემრიელად რომ შიშინის ხმაც ისმოდა. რაფერ გინდა დაცალო
დავდე გვერდზე და ველოდები სანამ დაიცლება, ტვინი წაითო ლამის 1 საათი შიშინით, ბოლოს დაიცალა რავარც იქნა. დამეზარა მოხსნა კლაპნის ვაყანყალე ვეჩალიჩე, და მეთქი ეგებ და გასწორდეს მეთქი, შევაერთე და ისევ დავტენე.... ჩემი ფეხები ისევ იგივე პონტი იყო, არადა უკვე ღამის პირველი საათი იყო. თან არ გინდა დადო ეს შიშინა მოწყობილობა და დაიძინო ბლიაძ
მოკლედ კოსმეტიკური ბამბა ავიღე ჩავტენე დამტენ პორტში, ხმა გაქრა... დავდე მაგიდაზე და წავედი დავიძინე
დილით დაცლილი დამხვდა, დღეს 12-ზე უნდა მივსულიყავი სამსახურში, ასე რომ 8 საათძე ავდექი და მეთქი დავაი ბოლო რივოკი მე მაგის დედაც ჯეკ. ჩავედი გარაჟში მოვხსენი დამტენი პორტი და დავშალე, ამოვაგდე კლაპანი ვუყურებ არაფერი არ სიჭრს, რეზინა მთელი ჭუჭყი არ არის.... ხრენ ივო ზნაიტ..., მაინც გავწმინდე და ამოვწმინდე, ავაწყვე ჩავახრახნე ავედი სახლში და კიდევ ერთხელ დავტენე.... ჰოი საოცრებავ!!! დაიტენა!
შესაბამისად ჯერ დრო კიდევ იყო, ამიტომაც უცებ ჩაი, ბეკონი მერე საბოდიალო სამოსი, თოფი მხარზე, ქრონი ზურგჩანთაში, ტყვიები ჯიბეში და სირბილით მთაზე ჩემთან ცნობილ პოლიგონზე
აი რაც გზაში მე ვინერვიულე, და რაც მე კანკალით პირველი გასროლა გავაკეთე!!! სულ მეგონა დაწერს ახლა 120 მეტრი წამში, ნუ ჰა-ჰა 180 მეტრი წამში.... ავედი გულამოგდებული პოლიგონზე, ამოვყარე ყველაფერი ავაწყვე ქრონი გავტენე პირველი ტყვია და... ბა-ბახ... ვუყურებ ქრონს და.....
1 დღით ადრე
მოკლედ რედუქტორი ტესტირების შემდეგ ამოვიღე ტესტ სადგურიდან. გადავუღე რამდენიმე სურათი რომ შენ წარმოდგენა გქონდეს რაფრა გამოიყურება (ნორიკ შენ გეუბნები).
მოკლედ ეს იყო საწყისი ფორმა, უბრალოდ დავამატე STOP ვინტები, 3 ცალი:
ეს კი სპეც მოწყობილობა რომლითაც მოხდა ზუსტად 3 ვინტის განლაგების გამოთვლა
ეს არის 132 ბარის სურათი, სამწუხაროდ 122-124-ზე დამავიწყდა გადაღება გადავყევი დაცლა დატენვას და
ეს არის საბოლოო ფორმა, ნუ შუაწელი ამოვჩარხე რომ ჰაერს თავისუფლად შეეძლოს გარეთ გამოსვლა თუ ასეთ ექნება ადგილი
ეს შენ დაგჭირდება თუ დააპირებ 132-ზე გადასვლას, ანუ დააკვირდი რედუქტორის ერთერთ STOP ვინტის ქვეშ პატარა ნაჩხაპნია, ეგ არის შენი მარკერი, თვითონ რედუქტორის კორპუსზეც არის 2 ნაჩხაპნი ახლა აყენია 120-იანზე, თუ მოგინდება ზედა წნევაზე გადასვლა, მაშინ ამოიღებ რედუქტორს რეზერვუარიდან, რედუქტორზე მოუშვებ 3 ცალ STOP ვინტს, ამის მერე საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოატრიალებ სანამ STOP ვინტის ქვეს არსებული მარკერი არ გაუსწორდება 130-იანის აღმნიშვნელს, ამის მერე მოუჭერ 3 STOP ვინტს და ჩადებ რედუქტორს რეზერვუარში.
მოკლედ რედუქტორს იმედია შენთვითონ დააკონფიგურირებ სურვილის შემთხვევაში. ახლა კი დღევანდელ ტესტირებაზე. როგორც ვთქვი დავტენე შენი რეზიკი (მოკლედ ჩემი თოფის რეზიკის დატენვის ვალი გაქვს, უნდა დამიტენო 3-ჯერ... არა 4-ჯერ თან ნოლიდან!) დავტენე ისე როგორც შენ ამბობდი, ანუ 200-ზე ცოტათი მეტით. 210 ბარზე. ნუ ნასოსის სურათი მთლად კარგი არ გამომივიდა, თუ რაიმეს დაინახავ აი ასე გამოიყურება:
[img http://img535.imageshack.us/img535/9788/img5466l.jpg[/img]
ეს რეზერვუარზე როგორ ჩანს იგივე წნევა
მოკლედ ზურგთანთა ერთ ბეჭზე, მეორეზე თოფი და ავედი ჩემს პოლიგონზე. გავამზადე სასწრაფოდ ყველაფერი, ჩავალაგე კლიპში JSB მძიმე 10,5 გრანიანი და....
ჩავისუნთქე ღრმად, და ვესი სასხლეტს. ჩემი ფეხები : სულ დამავიწყდა რომ ავტომატური მცველი აქვს ამ ფიშტოს , გადავწიე მცველი, კიდევ ერთხელ ჩავისუნთქე, გულში გავიფიქრე რომ ნიჩურიტი მაქვს იმედია 120 მეტრ წამი არ იქნება მეთქი, მინიმუმ 220-230-ი მინდოდა. გამოვკარი საბოლოოდ ხელი და ქრონმა თამამად დაწერა 282.4, ნუ ესეიგი რამოდენა ლოდი მომძვრა ვერ აგიხსნი , გაამართლა ყველა გათვლამ, ანუ 9-9,5 კუბიკი რედუქტორს მიღმა და 120-122 ატმოსფერო. იმენნა დაგლიჯა! რადგანაც პირველი შედეგი ასეთი კარგი იყო ვეცი და მეორე ტყვიაც გავუშვი 281.2... და... ნუ მერე მივაყარე და მივაყარე, ნუ მივაყარე და... მოკლედ აგერაა სია და ცხრილები:
ეს არის შედეგი JSB 10.2-ისთვის
1) 282.4 – 210 bar
2) 281.2
3) 281.5
4) 280.9
5) 280.5
6) 281.2
7) 280.8
8) 281.5
9) 280.7
10) 279.5
11) 279.9
12) 280
13) 279.7
14) 280.1
15) 280.8
16) 281
17) 281
18) 280.1 - 150 bar
19) 282.1
20) 280
21) 281.6
22) 280.1
23) 279.8
24) 279.9
25) 282.9 - 125 bar
26) 281.6
27) 279.8
28) 279.4
29) 278.4
30) 274.2
31) 268.2
32) 268.2
33) 265
34) 263.4
35) 259.1
36) 259.2
37) 254.5
38) 253 - 100 bar
ესეიგი გასროლებს შორის სადღაც 15 წამია შუალედი (სანამ გადავტენიდი ჩავიწერდი შედეგს და დავუმიზნებდი ქრონს). დერეფანში 210-დან 120-მდე მგონი გამოდის 27 ნუ ჰა-ჰა 28 გასროლა, სუპერ ძალით შეიძლება ჩაწიხლო 29, მაგრამ ეგ უკვე... ნუ მოკლედ შენც ხვდები მეც და ტრიფონაც . რეალში იღებ 25 სუფთა გასროლას მგონი 3-3.5 მეტრ-წამის დერეფანში (მოკლედ თუ 27 გასროლას ჩავთვლით მაშინ 3,4 მეტრ-წამიანი დერეფანია, თუ 29 გასროლას, მაშინ 4,5 მეტრ-წამიანი დერეფანი). დროთა განმავლობაში მოჯდება რედუქტორი და ალბათ უფრო შემცირდება.
რავი თუ ამ კალკულატორებს დავუჯერებთ 150 კუბიკზე და ამ პარამეტრებით ჰაერის ხარჯი არის 13 კუბიკიდან 15 კუბიკამდე, თუმცა ვერ ვხვდები რაფერ
ნუ რადი პონტა ვისროლე CP 10.5-იდანაც, ვიცოდი რომ შედარებით დაბალი იქნებოდა და სადღაც 275-ს ველოდებოდი, მივიღე აი ეს შედეგი:
Crosman Premier 10.5
1) 275.7
2) 273.3
3) 275.4
4) 273.7
5) 274
6) 274.6
7) 273.5
8) 273.6
9) 271.9
10) 272.7
ნუ მხოლოდ 10 ცალი ვისროლე, მეტზე დრო აღარ მყოფნიდა, ავალაგე ყველაფერი და სკუპსკუპით დავეშვი სახლისკენ, გადავიბანე, გამოვიცვალე და სამსახურისკენ ჰერი ჰერი
P.S. ჰო იმედია წინა კლაპანი აღარ უშვებს, ახლა სახლში დავტოვე დატენილი რეზიკი სადღაც 125-120 ბარზე, სახლში დღეს გვიან მივალ და ვნახავ რაიმე შეიცვლება თუ არა.
ესეც პირველი "ტუნინგოვი" ჰაჩიკა
ვულოცავ ავთოს და ვულოცავ ja_ja-ს დიდი პროექტის წარმატებით დასრულებას
ვაა, საღლო ჯაჯ, ეს ის შედეგია რასაც ველოდებოდი, ის რაც რეალობა და კარგი შედეგი იქნებოდა
მაგის სიჩქარე მარტო იმ თავის ამოღრუტნით თუ შეიჩვლება.. უფრო მეტისკენ , სხვა ვერანაირი ზამბარაზე ჩალიჩი ვერ უშველის, უფრო ვფიქრობ რო სიჩქარე იგივე დარჩება, მხოლოდ გასროლების რაოდენობა მოიმატებს, ისიც მაქსიმუმ 3-5 ით..
ვფიქრობ რომ მაგ შემთხვევაში უფრო ცოტა ჰაერი დაიხარჯება, ტოესტ კლაპანი უფრო მალე დაიხურება...
ჯაჯ შენ რას ფიქრობ?
norica_dragon
გილოცავთ ბიჭებო მშვენიერი პროექტი განხორციელდა, ჯაჯა მარადაზე არ ფიქრობ დაყენებას?
norica_dragon
ნორიკ გილოცავ რედუქტორიან ხაჩიკას
ჯაჯა რესპექტ
სიჩქარე ეხლა 280 ზე აქვს როგორც ვიცი, ანუ ჩემმნაირად...
ამ HW110ს რედუქტორს გარე სივრცე რამდნეი აქვს არავინ იცის??
აუ ისე მაგარი შედეგი მივიღეთ ძაან, ტყუილად ვატრაკებ , მარა ბოლომდე მინდა გარკვევა
ჯაჯ ექსპერიმენტს ბოლომდე თუ მივიყვანთ უკვე გეცოდინება რა სირღმეზე დააყენო მარადაში რედუქტორი, და სად რა გახვრითო
.........
ჯაჯა როგორც ყოველთვის მართალი ხარ, ძაან ზუსტი მოცულობა დაგიყენებია რედუქტორს გაღმა, ტყუილად ვატრაკებდი, როგროც ჩანს WH 300 მეტრწამს ლულის ხარჯზე იღებს, რო ამოკლებ ჰაჩიკასავით ხდება... სიჩქარის გასაზრდელად გადახარჯვაა საჭირო, რაც წარმოუდგენელია რედუქტორს გარე პატარა მოცულობით...
ჩემი აზრით 7 კუბი რო მოუმატო სიჩქარე ავა 300 მდე, საინტერესო ისაა გასროლების რაოდენობა რას იზავს
როგორც ჩანს HW -ს კიდე უფრო პატარა სივრცე აქვს რედუქტორს გარეთ
ეხლა ერთი კითხა ვარჩა:
გრიგოლის ვალტერის ლულა რამსიგრძეა?
და დისკოზე რა სიჩარე ქონდა იმ ვალტერის ულას?? ვინმემ იცით, სადმე დაიდო აქ იმ ლულით სიჩქარის შედეგი?
ჰაჩიკასი რამსიგრძეა?
norica_dragon
http://popgun.ru/viewtopic.php?f=23&t=119147
მარა აქ ტიპმა როგორც ვხედავ სივრცე გაზარდა 8 მდე და წნევა გაზარდა 120 მდე, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცით ქარხნულს რამდენი აქვს
norica_dragon
ჩოკი კი აქვს მარა სიგრძე ხო მოგ\ქმედებს სიჩქარეზე? მაგალითად ბაზუმაკ ლულის სიგრძე როგორც კი შეამცირა სიჩქარეც უფრო დაბალი მიიღლ, საკითავი ის არის თავიდან რამხელა იყო და რამდენით პატარათი შეცვალა
norica_dragon
norica_dragon
ja_ja
გილოცავთ, ვხედავ რომ ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, პირველი შედეგისთვის არაა ცუდი, მაგრამ დახვეწა სჭირდება ,შეიძლება კიდევ უკეთესი შედეგების მიღება.
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services