გამარჯობათ მეგობრებო!
მოკლედ, გადავწყვიტე ახალი თემის გახსნა, ვინაიდან კონკრეტულად ამ მოდელის (იჟ 60-61 ის) კრუგერის კიტით პცპ სისტემაზე გადაყვანის თაობაზე თემა ვერ ვნახე, არის ერთი მარა ის კროსმანს+კრუგერის კიტს ეხება.
მინდა გაგიზიაროთ რა სირთულეებს წავაწყდი მე და თუ შემდეგში თქვენც მოინდომებთ ანალოგიური "ღრმა აბგრეიდის" გაკეთებას წინასწარ გაითვალისწინეთ ჩემი შეცდომები თუ გინდაც გამოუცდელობა.
წინასწარ ვაცხადებ მე პცპ სფეროში დიდი ხანი არაა რაც შემოვდგი ფეხი და რაღაც რაღაცეები შეიძლება არასწორი დასახელებით ან საერთოდ შეცდომით დავწერო და ამისთვის მეგობრებო მკაცრად ნუ განმსჯით, მიმითითეთ, შემისწორეთ. ამით უფრო დამეხმარებით მეც რომ ცოტა კიდევ წინ წავიწიო ამ სფეროში.
დავიწყოთ: მოკლედ ბედნიერი შემთხვევის წყალობით ერთმა კარგმა კაცმა შეიძლება ითქვას მაჩუქა ძველი გამოშვება (რკინის კოლოფიანი) იჟ-61.
https://radikal.ru
მცირე ხელის შევლების შემდეგ და ცოტა ფანტაზიის წყალობით გამოვიდა ეს:
https://radikal.ru
მარა უბედურება ის იყო რომ ტყვისს მიმწოდი იყო გატეხილი და მაშინ ვისაც ვიცნობდი ყველა ტოკარი და იარაღის ხელოსნებიცკი შევაწუხე მარა ვერაფერი ვერ გავაკეთეთ (ვისაც გაქვთ ნანახი იჟ 61 ის მიმწოდებელი მიხვდებით რაზეა საუბარი, დაბოლოვება რამდენიმე იარუსიანი კუთხვილებითაა გამოყვანილი) ხოდა ამ ნაწილის კითხვა კითხვაში წავაწყდი რუსულ ფორუმზე პცპ სისტემაზე გადაყვანის ვარიანტებს, ძირითადად კრუგერის და კილერის კიტებზე იყო საუბარი და იმ ფორუმზე უმეტესობა, ზოგიერთი კილერის კიტის მფლობელიცკი კრუგერს ამჯობინებდა. ხოდა მეც კრუგერს ჩავუჟექი. ბევრი რჩევა რჩევის შემდეგ (აქაც დავსვი რამდენჯერმე კითხვა და რჩევებიც მივიღე) არჩევანი გავაკეთე კრუგერის "სნაიპერ-2" კიტზე იჟ 61 ისთვის, ხოლოთ მასთან ერთად დამატებით შევუკვეთე ორი მჭიდი 4,5 კალიბრის (ზუსტად იგივეა ფორმა და კონსტუქციისა რაც მარაუდერს უყენდება) რედუქტორი "სტანდარტი" 70მმ.-30 სმ.კუბ. მოცულობის (ხოლოთ შეცდომით "მაქსი" 85მმ-40 სმ.კუბ. ით ჩამომიტანეს რაც ეხლა უფრო უკეთესი ვარიანტი მგონია) დამტენი ბალონის სატენი სადგურის სრული კომპლექტი და რეზინკების დამატებით ერთი რემკომპლექტი. ხოლოთ ამ ყველაფრის შერჩევეში ბევრი დრო გავიდა და თან ყოველ საღამოს სამუშაოდან მოსულს ეს ჩემი საპატარძალოსავით მოლამაზებულ-მოკოხტავებული იჟიკა ერთი საცოდავად გამომხედავდა, ამოიოხდებდა საწყლად და ისევ თავის კუთხეს მიეყუდებოდა ხოლმე და ვეღალ გავუძელი ამის საცოდაობას და ახალი პლასტიკის კოლოფიანი იჯ-61 "შემომეყიდა" რომლის მიმწოდებელიც უმალ მოირგო ძველმა მოდელმა ახალმა კი ჩემი ფანტაზიით და ერთი ხელმრუდე ტოკარის წყალობით მახინჯი მიმწოდებელი მოირგო. (სურათებს ქვემოთ დავდებ და მიხვდებით რაზეც ვსაუბრობ)
https://radikal.ru
ეს თვითონ კიტის კომპლექტი კრუგერის ფორუმიდან (მარა აქ დამრტყმელი იჟ 60 ისაა და არა 61 ის)
ვინც შემდეგში გადაწყვეტთ მსგავსი კიტის შეკვეთას გაითვალისწინეთ რეზერვუარის ზომა და ლულის დიამეტრი აუცილებლად უნდა მიუთითოთ შეკვეთის დროს, ფასიც რეზერვუარის ზომის მიხედვით მერყეობს!!!
მე შევუკვეთე 430მმ. 281სმ.კუბ. მოცულობის
https://radikal.ru
ესეც რედუქტორის და დანარჩენი ზემოთ ჩამონათვალი შეკვეთის სურათები:
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
და ესენი უკვე აქ ჩამოტანილი:
https://radikal.ru
https://radikal.ru
ხოდა ჩამოტანის დღესვე ვეცი ამ ჩემს იჟებს და ჰოი საოცრებავ, პლასტიკზე კი მიდის ყველაფერი ზომაში კარგათ, გაწყობილად მარა რკინისაზე ნურას უკაცრავად!!!
https://radikal.ru
და აი რატომ!!! ყველაზე დიდი პრობლემა რამაც რკინის კოფზე იჩინა თავი იყო ცილინდრის დიამეტრი, რაშიც რეზერვუარი ჯდება აღმოჩნდა ოდნავ დიდი მარა საკმარისად იმისთვის რომ შიგ ჩადგმულ რეზერვუარს ფოლხვა ქონოდა. აი სურათებიც:
https://radikal.ru
ეს პლასტიკის რაშიც იდეალურად ჯდება.
https://radikal.ru
ესეც რკინის, განსხვავებას თქვენც ხედავთ.
მერე გამახსენდა რომ აქაც მაფრთხილებდა (მგონი სეკურიფა) და თვითონ კრუგერიც მიუთითებს რომ ეს კიტები პლასტიკზე მიდისო უპრობლემოთ ან ძააააალიან მინიმალური შესწორებებით, მარა აი რკინის კოლოფზეო კრუგერისავე სიტყვები რომ ვიხმარო როგორც მინიმუმ "ნაპილნიკის" კაი გვარიანი გახურება გელითოოოო!!! ხოდა რაღა დამრჩენოდა? ავდექი და პლასტიკზე ავაწყე და მივიღე ეს:
https://radikal.ru
https://radikal.ru
ვიდზე კი რა დაიწუნებდა, მეც კაი კმაყოფილი დავრჩი მარა აი შედეგები სროლის "კაშმარ"!!! გაბნევა ტყვიის სასწაული. მერე გავქრონეთ და სხვაობა ტყვიის სიჩქარეებში იყო 20-22 მ.წმ. და იყო შემთხვევა რომ 31 მ.წმ მომცა სხვაობა. რედუქტორითაცკი. მერე დავიწყე მიზეზების ძიება და ვიპოვეთ შემდეგი: ის საშინელი მიმწოდებელი და + მჭიდიდან ტყვიის ლულაში გადასვლის დროს ტყვია ძალიან ზიანდებოდა (ხო მართლა ამ პლასრიკზე მჭიდი თავისივე დავუტოვე რადგან საბოლოოთ მაინც რკინისაზე გადაწყობას ვაპირებდი და ეს პლასტიკის არმინდოდა გამეფუჭებინა, ჩემი დათკასთვის ზედ გამოჭრილი იყო და გადავწყვიტე ეს ისევ ბავშვისთვის ამეწყო) და რამაც ყველაზე მეტად პლასტიკის კოლოფზე ამიცრუა გული იყო ეს:
https://radikal.ru
https://radikal.ru
ამ სურათების ავტორი როგორც აღნიშნავდა თოფის პატრონს ამის შედეგად სახეზე სერიოზული დაზიანებაც მიუღია. ხოდა საბოლოოდ გადავწყვიტე ბედთან "რუსული რულეტკა" არ მეთამაშა (მე კიდე ჯანდაბას, ვინმე სხვას ან სულაც ბავშვს არ დამართოდა რამე მაგის შემეშინდა, ვასწავლი სროლას და ზოგჯერ ჩემს თოფებზეც მთხოვს მასროლინეო, ყოველთვის ჩემი მეთვალყურეობით რათქმაუნდა) ხოდა ბევრი წვალების შემდეგ უცებ გამომიჩნდა შანსი თვითონ კრუგერისავე კოლოფის გამოწერისა
და მეც ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი და გამოვიწერე ბიატლონური გადატენვის ვერსიის, ხოლოთ იქ შეკვეთაში თხოვეს კრუგერს და ცაციაზე გადამიწყო (მე სროლისას ცაციავარ) მარჯვნივ სახელურის ჭრილი დარჩა და შავი პლასმასის საცობით ამოავსო.
https://radikal.ru
ამასობაში კრუგერმა შემოგვთავაზა თავის ახალი ფისტალეტის სახელური, ცევიო და კონდახი.
https://radikal.ru
(აქვე მინდა შევნიშნო ამ კონდახის მინუსი მდგომარეობს სიგრძის რეგულირების არქინაში და ასევე ცაციისთვის აშკარად არააქვს გათვლილი და შებრუნებისას ცოტა უხერხული მდგომარეობით მომიწია ლოყის სადების დაყენებამ) ჩემდა სასიხარულოდ ფისტალეტის სახელური კონდახისგან განსხვავებით ორივე მხრიდან მსროლელზეა გათვლილი. და მეც ჩამკეტის ღილაკი ძალიან უპრობლემოდ გადავაწყე ცაციაზე.
https://radikal.ru
ამ თავის ახალ გარე კომპლექტს კრუგერმა "შიშველი სტილი" დაარქვა. ეგეც დავუკვეთე და საბოლოო ჯამში ძველი იჟისა მარტო ლულა შერჩა ჩემს ახალ "გიჟკრუგერას"
https://radikal.ru
https://radikal.ru
მოკლედ, ეს კომპლექტიც ჩამოვიდა და ახალმა პრობლემამაც იჩინა თავი:
კიდევ ერთხელ, ახალმა გამომწერება გაითვალისწინეთ რომ კრუგერისავე კოლოფს ჭირდება თავისი, სპეციალური რეზერვუარის ნემსაზე დამრტყმელი, აი ესეთი:
https://radikal.ru
რომელიც მე არ ვიცოდი და არც იქიდან გამაფრთხილეს, როგორც მაგალითად ფისტალეტის სახელურის ყიდვისას გამაფრთხილეს აუცილებლად სხვა კონკრეტულად ამ სახელურზე მორგებული სასხლეტი დაგჭირდებათო. (აქვე ავღნიშნავ რომ იჟ 60-61 ის სასხლეტები ბევრ ვიაიპი კლასის ბრენდულ თოფს შეშურდება იმდენად რბილი და სასიამოვნო სასხლეტიაქვს)
ხოდა აქ უკვე მოთმინებამ მიღალატა და იძულებული გავხდი ჩემი დამრტყმელი მომერგო ამ კოლოფისთვის, რისტვისაც დამჭირდა დამრტყმელში ამ ჭრილის გაკეთება
(მომავლისთვის იმედიმაქვს ჯაჯა დამეხმარები ამ მთლიანი ფტოროპლასტის დამრტყმელის დამზადებაში? )
https://radikal.ru
ხოლოთ აქ კიდევ ერთი ნიუანსია, იჟ 61 ის დამრტყმელ ჩამკეტი მექანიზმი ისეა მოწყობილი რომ გასროლითვის ორი მოქმედების კეთება მიწევს, გადატენვის ანუ "შეყენების" შემდეგ აი მაგ პტოროპლასტის დამრტყმელის შავად შეღებილი ლითონის გარსაცმი რომაა, მაგის ისევ ხელით წინ გაწევაა საჭირო, როგორც მაგალითად პკ ტყვიამფრქვევის პირველი გადატენვის შემთხვევაში ჩახმახის შეყენებისთვის რო მოწევ სახელურს და მერე ტყვიის ლულაში შეტანისთვის ისევ ხელით რომ უნდა მიწიო იგივე სახელური, აი დაახლოვებით იგივე მოქმედება ჭირდება ამ დამრტყმელსაც, რაც თავის დამრტყმელის შემთხვევაში არ უნდა, ერთი მოქმედებით ტენი და ისვრი. (ამ განსხვავების თაობაზე შესაძლოა შემდეგში პატარა ვიდეო როლიკიც დავდო)
https://radikal.ru
https://radikal.ru
ხო მართლა რედუქტორზე არ მითქვია, მე მაქვს "მაქსი" 40 კუბიანი რედუქტორი რომელიც გათვლილია 5,5 კალიბრის მძიმე ტყვიებზე, 6,35 და 7,62 კალიბრებზე. ამიტომ 4,5 კალიბრისთვის საჭირო გახდა 40 კუბის მოცულობის შემცირება 30 კუბამდე. (წნევა 130 ბარზეა დაყენებული კრუგერის მიერ, მარა სურვილისამებრ შემიძლია დავუკლო ან მოვუმატო) ხოდა შემცირებისთვის აქაც დავსვი კითხვა და ჯაჯას რჩევა გავითვალისწინე, რედუქტორში ჩავდე 32მმ დიამეტრის, 3,3მმ კედლის სისქის (კედლის სისქეს დიდი მნიშვნელობააქვს მოცულობის სწორად მიღებისთვის) და 42მმ სიგრძის პლასმასის მილის მონაჭერი.
https://radikal.ru
აი დაწვენილი თეთრი მილი რომელიცაა, ყველაზე თხელკედლიანი მაგან მომცა ზუსტად ის 30 კუბის მოცულობა. და ეგ მოვათავსე რედუქტორში
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
და ბოლოს მივიღე ეს შედეგი:
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
თოფის საბოლოო რეზიუმე:
მთლიანი თოფის სიგრძე 90სმ.
კოლოფი კრუგერის, გადატენვა ბიატლონური ტიპის
კალიბრი 4,5 (მარადას 10 ტყვიან მჭიდებზეა)
ლულა იჟის 45სმ. 13მმ დიამეტრის (ჩოკით)
ინტეგრირებული მოდერი დიამეტრი 25მმ. 5 ცალი კონუსური ჭიქით, მთლიანი სიგრძე 525მმ.
რეზერვუარი 430მმ. 281 კუბ. მოცულობის დიამეტრი 40მმ.
რედუქტორი 85მმ. 40 სმ.კუბ. (გადაყვანილი 30 კუბზე) ამჟამად წნევა 130 ბარ. დიამეტრი 40მმ.
ეხლა ჯერი უკვე ტყვიის შერჩევაზე, გაქრონვაზე და საბოლოო ტყვის რაჯგუფებს მივიღებ იმაზეა. ვნახოთ რა გამოვა. იმედიმაქვს
უჰ რამხელა არზა გამომსვლია
დიდი მადლობა ყველას მოთმინებისთვის, სიამოვნებით მივიღებ თუ რამე შენიშვნები გექნებათ ან რაიმე ახალ იდეას თუ მომაწვდით.
ხო კიდევ იმხელა "პროსტინა" გამოვფინე ამ ლინკის დადება დამავიწყდა, აქ თავიდან ტყვიის სიჩქარეებს ზომავს და რედუქტორის რეგულირებას ხსნის როგორ უნდა და შემდეგ 14:30 წუთიდან უკვე დამრტყმელ მექანიზმის რეგულირებაზე საუბრობს, მემგონი ვინც კრუგერის კიტითხართ დაინტერესებული ამ ვიდეოთი ბევს გაიგებთ.
https://www.youtube.com/watch?v=Pxq_98UVnow&t=979s
ბოდიში, ამ იუთუბის ვიდეოს ვერაფრით ვერ გავუგე როგორ უნდა დავდო ისე რომ პირდაპირ აქ ფორუმზე შეიძლებოდეს ყურება, თუ ვინმე დამეხმარებით დამავალებთ.
მადლობა!
მოკლედ ერთ ამოსუნთქვაზე წავიკითხე ამ უძილო ქარიან ღამეს)) ის მაინტერესებს აი ზემოთ სურათებზე ლულა რომ ჩანს ორივე მხარეს რეზბით, ეგ ხომ პლასმასის იჟისაა? რკინის იჟებს ხომ კოლოფში რეზბა არააქვთ. თუ ამოპრეზე ან გადაჭერი და რეზბა მერე მოჭერი?
კრუგერის კოლოფში ლულა რეზბით მაგრდება? წონა რამდენი აქვს თოფს ოპტიკის გარეშე? და კიდე შემთხვევით ხომარიცი მარტო კრუგერის კოლოფის წონა?
aleqsa
პირველ რიგში მშვიდობაში და სულ ათიანებში ჩაგესვას. შემდეგ : ყოჩაღ ! შენს მოთმინებას და წვალებას! . ნუთუ ღირდა ამად ?
წარმატებები და კიდევ წარმატებები !!!
aleqsa
გილოცავ, მაგარია !
ერთი ეს მაფიქრებს:
გილოცავ ალექს
დიდი მადლობა ბიჭებო ყველას, გაიხარეთ
ეხლა ვეცდები ყველას მიმდევრობით გიპასუხოთ:
sekurifa
კიი მართალიხარ პლასტიკის იჟისაა ლულა (მე გამომრჩა და კარგია რომ შემახსენე კოლოფის ეგ ნაწილი ერთერთერთი მნიშვნელოვანია) მოკლედ ბიჭებო კოლოფის შეკვეთის დროს უნდა მიუთითოთ აუცილებლად რომელ კალიბრზე გინდათ რომ იყოს და ლულის დიემტრთან ერთად რა ლულას აყენებთ. ასევე მაგ ლულისთვის გჭირდებათ თ არა ლატუნის "ტულკა" (თვითონ კრუგერი რეკომენდაციას იძლევა ლულა ტულკის გარეშე ჯობიაო რო ჩასვათო, გადამშვების ხვრელი გაუკეთოთო და ბოლოში მჭიდის მოსარგებათ პატარა გაჩარხვა დაგჭირდებათო) მარა თუ ვთქვათ გვაქვს უკვე მაგალითად პლასტიკის კოლოფიანის ლულა რომელსაჩ ორივე მხრიდან უკვე აქვს "რეზბა" (როგორც ჩემს შემთხვევაში, თუმცა ამ რეზბის მოჭრა და იგივეს გაკეთება რაც ზემოთ დავწერე აქაცაა შესაძლებელი, ხოლოთ ლულა მოიკლებს სიგრძეში სადღაც 1,5 სმ. ით) და არგინდათ არც ლულის დამოკლება ან არგაქბთ საშუალება ტოკართან გადაკეთების და ა.შ. მაშინ შეკვეთაში მიუთითეთ და ისეთ ტულკას გამოგიზავნიან (კოლოფში უკვე ჩაყენებულს და მორგებულს) რომ თქვემ მარტოდ მარტო ლულის ჩახრახვნა მოგიწევთ ყოველგვარი წვალების გარეშე.
მეც ზუსტად მასეთი თულკა გამოვიწერე და რატო (საბოლოო ჯამში განზრახული მაქვს ამ თოფის კალიბრის შეცვლა და აღარ მინდა ამ 4,5 კალიბრს რამე ვუცვალო. ამისთვის წინასწარ უკვე დავიჭირე თადარიგი და შევუკვეთე 5.5 კალიბრის ნახევარტულკა და ორი მჭიდი ისიც 5,5 კალიბრის.
https://radikal.ru
ეს კრუგერის პრაისიდან ტულკების ან ლულის მოსარგები ზომები
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
ესკი ჩემი ტულკა და მჭიდებია 5,5 კალიბრისთვის. ნახევარტულკა იმითომ რომ ამ შემთხვევაში მე შემიძლია უკვე მარტოდმარტო ლულის ბლანკი, ყოველგბარი რეზბის და ჩარხვის გარეშე მივუყენო. მთავარია გარე დიამეტრი იყოს 13მმ. და ეს ყველაფერი (ტულკაც და ლულაც) ფიქსირდება კოლოფზე თავთავისი მომჭერებით
https://radikal.ru
ორივე მოდელის კოლოფს ზემოდან აქვს ორ-ორი მომჭერი, ერთით ტულკა ფიქსირდება და მეორით ლულა.
კალიბრის შეცვლისას ასევე შესაცვლელია მიმწოდი (შესაბამისი დიამეტრით) და ასევე ჭირდება გადამშვები ხვრელის შესაბამის ზომაზე გადიდება და თუ კალიბრი დაგაგყავთ 6,35 ან 7,62 ზე მაშინ დამრტყმელის შეცვლაცაა საჭირო
აი ლინკსაც დავდებ თვითონ კრუგერი ხსნის კოლოფის გამოწერის შემთხვევაში რა ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ
https://www.youtube.com/watch?v=GmTpxropZj0
gregory
ბატონო გრიგოლ ის ვიდეო წაშლილია თქვენ რაც დამიდეთ (იუთუბის აქ დადების შესახებ) და ბარემ თქვენც აქვე გიპასუხებთ:
კრუგერს მე რამდენადაც ვიცი თვითონ უკვე მზა თოფები არააქვს (კილერისგან განსხვავებით) მარა თუ მისცემთ შეკვეთას ყველაფერზე როგორც მაგალითად მე გამომივიდა საბოლოო ჯამში, ადგილზე ააწყობს, გამათავს, დაარეგულირებს თქვენი მოთხოვნისამებრ და ისე აგზავნის (ხოლოთ მარტო რუსეთის მაშტაბით) და ლულა აუცილებლად თქვენ უნდა გაუგზავნოთ. (ყოველშემთხვევაში მე ესე მითხრეს), მარა ჩემ შემთხვევაში ეს არ გამოვიდა იმიტომ რომ მე ნახევარი კომპლექტი უკვე აქ მქონდა. მაშინ უნდა ეს ჩემი უკვე აქ მყოფი კიტი+ლულა უნდა ისევ უკან გადამეგზავნა და მერე ამიწყობდა ამეებს და გამომიგზავნიდა. ასერომ ამ გაგზავნა გამოგზავნის დავიდარაბასაც ავარიდე თავი და სიმართლე გითხრათ მეთვითონ მსიამოვნებს ამეების ჩხიკინი-კირკიტი და ამ სიამოვნებას არ მოვიკლებდი
userman
მადლობა ბესო, გაიხარე.
თუ კაი შედეგებს მომცემს საბოლოოთ მაშინ რატომაც არ ღირდა? თან სიმართლე გითხრა ამეების მოძიება ჩალიჩში ძალიან ბევრ რამეში გავერკვიე, არამარტო კონკრეტულად ამ მოდელის თოფზე, საერთოდ ზოგადად პცპ პნევმატიკაშიც, რაშიც მზა თოფის ყიდვისას ალბათ გაცილებით დიდ დროს მოვანდომებდი ან საერთოდ შეიძლება ვერცკი გამეგო. ასერომ ასეთუ ისე მემგონი მაინც ღირდა.
დათა თუთაშხიას ფრაგმენტმა დაგლიჯა !!! ზუსტად შეეფერება ჩემს "პროსტინას"
bubusicha
მადლობა მეგობარო.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბიჭებო, გაიხარეთ, გენაცვალეთ ყველას!!! იმედია ზუსტი სროლის შედეგებითაც დავაგვირგვინებ ამ ჩემს "გიჟკრუგერას" პროექტს?? შედეგებს, როგორიც არუნდა იყოს აუცილებლად გაგაცნობთ
aleqsa
ის წაშლილი ვიდეო მაგალითისთვისაა.
ძაან მარტივია:
წერ:
[იუთუბი]კლიპი[/იუთუბი]
ოღონდ "იუთუბი"-ის ნაცვლად უნდა დაწერო youtube
"კლიპში" უნდა ჩაწერო =(ტოლობა)-ს შემდეგ რაც წერია მხოლოდ ის. შენს მიერ ბოლოს დადებული ლინკის შემთხვევაში GmTpxropZj0
ანუ:
გილოცავ
ყველაფერი კარგი , მაგრამ აი რატომ არის ამ და ძალიან ბევრ სხვა პროექტში იჟ60-ის დურაკული რესივერი ამოსავალი წერტილი მიანც არ მესმის. იჟ-60 პცპ-დ გადაკეთება გამართლებულია მაშინ როცა ეს ჯდება ძალიან იაფი და მეტი ფინანსები ამ ეტაპზე არ გაქვს, მაგრამ აი 500 და 1000$-ის ჩასხმა იჟში ცოტა ამოუხსნელია ჩემთვის, თუმცა იარაღი მომწონს
geojorjika
დღეს კრუგერამ ახალი ვიდეო დადო თავის ფიშტოზე და ბოლოში საინტერესო ინტრიგაც დაგვიტოვა
ხო კიდევ სერთიფიკაციაც გაუკეთებია თავის თოფების და სადღაც ზაფხულიდანო როგორც თვითონ ყვება უკვე ოფიციალურად შეგეძლებათ ყიდვაო მთლიანი "ზბორკისოოოო" ხოლოთ ლულებს არ აკონკრეტებს ჯერ რომელი მწარმოებლის ექნება..
aleqsa
სალამი ალექს მშვიდობაში და უსაბრთხოებაში ახალი კრუგერი გაემართლებინოს მოლოდინები თუ გაგაბრაზებს არც მაგაზე იდარდო დავიმორჩილებთ და ისე მოვაწესრიგებთ როგორც გაგისწორდება, აქვე ჩემი პაწია გამოცდილებიდანაც დავწერ:
1. ლატუნის ვტულკა საერთოდ არ სჭირდება.
2. დამრტყმელზე პატარა სახელურიც ზედმეტია.
3. რვიანი აუცილებლად 2 ცალია საჭირო.
4. შრაუდერის ჭიქების და ხუფის ჭრილი გასაგანიერებელია 6-7 მმ-მდე რადგან ჯგუფზე მოქმედებს საშინლად.
5. საჭიროა ბლომად კლიპები ესე 5 ან 6, 7 ცალი მალე იმტვრევა ბუდეს ღერძი სტყდება, კარგი იქნებოდა ალუმინის ბუდე თუ არსებობს მარადას ალუმინის კლიპი.
6. რედუქტორი ისე ჩემი აზრით ამ კლასის თოფებს არ სჭირდებათ ზედმეტი გაძვირებაა.
ისე ჯგუფების სურათები როდის უნდა დადო მაინტერესებს შედეგები..
NRG
აქ ისე ჩახუჭუჭებულად დაწერეთ ყოლიფერი რომ მემგონი ამ თემიდან ამოსაღებია ბოლო რამდენიმე პოსტი და ცალკე თემადაა გასატანი....
aleqsa
aleqsa
ალექს პტოროპლასტის დამრტყმელზე რას ფიქრობ? ცოტა შეუსაბამოდ მეჩვენება მე მაინც რბილი მასალაა თან ის პაზი რათ უნდა? მეტალის მრგვალი დამრტყმელი გააკეთე ჩვეულებრივი მგონი უკეთესი იქნება, შეიძლება მე ვერ ვხვდები როგორაა 61 კიტის ამბავი, მაგრამ მაინც მგონია რომ მეტალის დამრტყმელი უკეთესი იქნება
NRG
არც ჩემიდან იდება ვიდეო.
სალამი ბიჭებო!
დღეს კრუგერმა წინა ვიდეოს ბოლოს შემოგდებული ინტრიგა გაგვიმხილა ბოლომდე მემგონი საინტერესო რამეა :
ვაააა, ვერაფრით ვერ ვდებ იუთუბის ვიდეო რგოლს
ამასწინაც გამაწვალა არვიცი ამ ლინკში სამი ტოლობაა და სამივე ცალცალკეც ვცადე და ერთადაც მარა მაიც არ იდება
aleqsa
არ ხსნის ვიდეოს
მე როგორც ვიცოდი ეგრე არ იდება და ადმინისტრაციასთან უნდა გაარკვიო
გავასწორე ვიდეო ლინკი... გთხოვ დააკვირდე ლინკების განსხვავებას, შენ დებდი ან ძიების ფორმიდან გახსნილ ლინკს, ან პლეი ლისტის ლინკს, ამასობაში საჭიროა კონკრეტული ვიდეოს ლინკის დადება
სალამი ბიჭებო!!!
მოკლედ, დღეს (უფროსწორად უკვე გუშინ) საქმეზე საგურამო-ნავდარაანთკარში ვიყავი წასასვლელი და მედა გიომ გადავწყვიტეთ ერთად გაგვეროინა და თან ჩემს "გიჟკრუგერასაც" ჩავჯდომოდით. კრალის თემაში ავღნიშნე რომ როცა ქრონზე გავატარეთ კრალის ურედუქტრო თოფმა (230 სმ.კუბ. ით) გაცილებით უკეთესი სტაბილური გასროლები აკეთა ვიდრე რედუტორიანმა "გიჯრუგერამ" (281სმ.კუბ. რეზიკი+30 კუბ. რედუქტორი). კონკრეტულად რომ გითხრათ, მიყოლებით 6-7 ზოგჯერ 4-5 გასროლას თანაბარი სიჩქარით ისროდა და მერე უცბათ ბახ და აათამაშებდა სიჩქარეს 12-15 მ.წმ-ის სხვაობით. შემდეგ ისევ რამდენიმეს სტაბილურად და ისევ იგივეს იმეორებდა. შესაბამისად ჯგუფებიც ძალიან არასახარბიელო ქონდა, 5 სახის ტყვიაზე ვცადე. მაშინ მიზეზების დადგენის დრო არგვქონდა, სახშიც მარტო სავარაუდო ვერსიებზე თუ ვფიქრობდი მხოლოდ, ასერომ დღეს მოვიცალე საამისოდ და როგორი თანმიმდევრობით რა გავაკეთეთ გეტყვით.
წინასწარ გეტყვით რომ ქრონი დღეს არ გვქონდა, უცბად გადაწყდა წასვლის ამბავი და დრო აღარ მქონდა შეგხმიანებოდით ბიჭებო ქრონის სათხოვნელად
ხოდა დღესაც დავიწყეთ ისევ სულ თავიდან რასაც ვშვრებოდით, ანუ ჯგუფების შეკვრის მეთოდით დაგვედგინა ასეთუისე რისი მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო არასტაბილური სროლა. ხოლოთ ამჯერად ორი სახის ტყვიები ვისროლეთ ჯიესბის ჰევიკები (0,67გ.) და ეიჩენდენის ბარაკუდები (0,69გ.) ესენი სხვებთან შედარებით უკეთეს ჯგუფებს აკეთებდა მარა ჩემთვის საშინლად არადამაკმაყოფილებელს!!! 45მ.-ზე ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 4-5 სმ-ზე ქვემოთ ვერაფრით ვერ ჩამოვწიე ჯგუფების ზომა. ( ერთი კი შევატყეთ ბარაკუდას სულ ოდნავ უკეთ ისროდა).
ანუ ზუსტად რომ აგიხსნათ რას აკეთებდა, აი მაგალითად მიყოლებით 2-3 და ზოგჯერ 4 ტყვიასაც ძალიან კარგათ სადღაც1,5-2-2,5სმ-ის ფარგლებში დასვავდა შემდეგ გადახტებოდა გვერდით, ოდნავ დიაგონალით ესე 3-4 სმ.-ით იქაც შეიძლება 2 პულკაც ტყუპათ დაესვა, შემდეგ ისევ ძველ ჯგუზე გადმოხტებოდა და ესე რა. ზოგჯერ მაგალითად საერთოდ ახლოსაც კი არსვავდა პულკებს და ასე შემდეგ. მოკლედ ამ მდგომარეობაში 4-5 სმ. ჯგუფი სანატრი იყო.
პირველი რაც გავაკეთეთ ოპტიკა შევცვალეთ. (აქეთ იქით რო დახტოდა და თან ტყუპი სროლებით, ვიფიქრეთ ოპტიკის შიდა მილმა ხომარ დაიწყო ხტუნაობათქო) მარა არ გამოვიდა არც გიოს ოპტიკით არაფერი,
შემდეგ რედუქტორი მოვხსენი და "პრიმატოკზე" გადავაწყე. აწყობის მომენტში რვიანის დაყენებაც გადავიფიქრე და ისე გავაგრძელე სროლები, ანუ თავისუფალი, დაკიდული ლულით. (ლულაზე შრაუდერით) ხოდა აქ მოხდა რაც მოხდა, თოფი ტყუპ-ტყუპათ სვავდა პულკებს, ხოლოთ ამჯერად აღარ დახტოდა აქეთ-იქით. იფიქრებდით სულ სხვა თოფი უჭირავსო. სროლის სურათებსაც ქვემოთ დავდებ.
ზემოთ როგორც ავღნიშნე სროლის მანძილი 45მ.
წნევა მაქსიმუმ 160 ბარზე ზემოთ არ ამიყვანია, ვისროდით 160-130 ბარის დიაპაზონში.
მდგომარეობა: მჯდომიარე, მაგიდიდან (ხოლოთ ბალიშის მაგივრობას ზურგჩანთა გვიწევდა და მაგიდის ზედაპირიც საკმაოდ თხელი ფანერის იყო რისგამოც იოლად იდრიკებოდა და ვინმეს დაჯდომა ადგომაზე ძალიან ათამაშებდა ჯვარს, ამ მიზეზით ერთი კარგი ჯგუფი გამიფუჭდა)
ხო კიდევ სროლის პირველ ეტაპზე ქარი საკმაო სიძლიერით ქროდა და პულკებსაც კარგათ აბნევდა, მარა შემდეგ ცოტა ჩაწყნარდა და მხოლოდ შიგადაშიგ უეცარი წამობერვით გვახსენებდა თავს.
ესეც დაპირებული სურათები:
დავიწყეთ ბარაკუდათი. ამ სურათში, სამ ხვრელში ხუთმა ტყვიამ გაიარა, თუ დააკვირდებით ერთს აშკარად ეტყობა მეორე ტყვიის კვალი და მეორეს წინიდან სულ-სულ ოდნავ ეტყობა. მარა ეტყობა ტრაექტორია ცოტა სხვა ქონდა მეორე პულკას და ზურგის მხრიდან ეტყობოდა მეორეს კვალი.
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
ეს ჯგუფი ბარაკუდას ტყვიების ყველაზე უკეთესი ჯგუფია:
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
ჩვენი თანაფორუმელი დათკასი არ იყოს 5 იდან ერთი ტყვია მეც მიკუკავდა ჯგუფებში
შემდეგ გადავედი ჯიესბის ტყვიებზე და ეს გადასვლისას ოპტიკის მისროლას რომ ვასწოლებდი ის ჯგუფია:
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
ესეც ჯიესბის შემდგომი ჯგუფები:
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
ძახილის ნიშნით აღნიშნული ნასროლი მაგიდის გატოკების შედეგია!!
https://radikal.ru
https://radikal.ru
მოკლედ ჯიესბის ჯგუფებში ყველაზე უარესი ჯგუფი 2-2,2 სმ. არ გასცდენია
https://radikal.ru
https://radikal.ru
შემდეგ რვიანი ისევ დავარგე, მაინტერესებდა მარტო რედუქტორის ამოგდებამ გამოასწორა სიტუაცია თუ რვიანიც იყო დამნაშავე და აქ უკვე აწყობილი საქმე ისევ თავდაყირა დამიყენა. ესეგი რვიანის მორგება და პუკლების აცაბაცა გაფანტვა, იმაზე უარესადაცკი ვიდრე მანამდის ქონდა ერთი იყო. ხოდა ყველაზე საკვირველი ამის შემდეგ მოხდა: მოვხსენი ისევ რვიანი მარა ჯგუფები ვეღარ შევკარი ძველებური. არვიცი დაღლამ იმოქმედა თუ რაიყო ფაქტია ბოლოს ისევ საფიქრალით დავამთავრეთ სროლა. დაგვაღამდა კიდეც და მეც მართლა ძალიან დავიღალე, ხუმრობა ხომარაა დაახლოვებით 5 საათი შეუსვენებლივ ვისროდი, მხოლოდ თოფის "პრიმატოკზე გადაყვანისას გამომივიდა ცოტა შესვენება და შემდეგ ხელახლა დატუმბვისას. სულ ახალი, გაუხსნელი 200 ცალიანი ბარაკუდადან კოლოფში 56 ცალი დარჩა და 500 ცალიანი ჯიესბის დაახლოვებით 100-120 ტყვია. ბოლო სროლებისას უკვე თვალები ამიჭრელდა ოპტიკაში ჯვარს კი ვხედავდი მარა მიზანი მიბუნდდებოდა და დავანებეთ თავი. ასეომ ბოლოს კიდევ მაინც ცოტა საფიქრალით წამოვედით სახში...
უჰ, სულ ეს იყო
პ.ს. მივიღებ ყველანაირ რჩევა-შენიშვნებს, გარდა სურათებში ჯიესბის წარწერის "ჯ" ასოს იკუღმართობისა!!! (უკვე ვიცით)
შეცდომა მომივიდა ბიჭებო, სულ პირველი სურათები ბარაკუდას ტყვიებით ნასროლი არაა ჯიესბია.
დაღლილობის ბრალია ეტყობა...
aleqsa
შედეგები კარგია და ბევრი შრომაც გაგიწევიათ, მაგრამ რომ ისევე აურია ეგ დასაფიქრებელია. რვიანის ადგილის შეცვლა შეგიძლია ალექს? ანუ გადაადგილება ლულის წინ ან უკან.
userman
ალექსა წერს ვრცლად და დეტალურად თორე მთლად მასე რთულადაც კი არ არის საქმე.
მე ძალიან არ მიყვარს თოფზე ჩალიჩი მარა გუშინდელი გასვლა რო შევაფასოთ ჩემთვისაც კი არ ყოფილა ჩალიჩი და პრობლემის ძებნა დამღლელი. ჩვეულებრივი პროცესი იყო სროლის ოღონდ გამორიცხვის მეთოდით მივდიოდით, ანუ ჩვეულებრივი რეგულირების პროცესივით იყო. ალექსას უწერია უბრალოდ ვრცლად.
P.S.
მოულოდნელად დაიწყო უკეთესად სროლა თოფმა და ჩავთვალოთ რო მომზადებული სპორტული სროლის გარეშე არის ეს შედეგები.
ჩემი აზრით ბალიშებზე და მყარ მაგიდაზე უკეთესი შედეგი იქნება. თოფსაც მიეჩვევა მსროლელი. პლიუს "პრიამატოკია" პლიუს კიდე ყველაზე კარგათ რა სიჩქარეზე ისვრის ეგაც დასადგენია. სტაბილურად 2 სმ_ზე ქვევით იტრიალებს და 1.5 სმ_ს ჩამოცდება ყველაზე კარგი ჯგუფი, ჩემი აზრით როგორც გვერდიდან დამკვირვებელი.
მისროლებზეც სტაბილურად 2 სმ_ის ფარგლებში ტრიალებდა. ჩავთვალოთ რო ნახევარია ცნობილი თოფზე. შეიძლება არც კი ნახევარი. მთავარია რო გასული უზუსტობის მიზეზი თითქმის ნაპოვნია.
giga2010
aleqsa
უსაშველო არაფერია ალექს. მაგასაც მუღამი აქვს რომ შენს ჭკუაზე მოიყვანო. ზუსტადაც მაგ დაშლა-აწყობამ, გადაკეთება-გადმოკეთებამ ჩამითრია პნევმატურ სამყაროში.
aleqsa
შენ და შენს გიჟ-კრიუგერს ვუძღვნი
aleqsa
დააყენე ეს და აღარ უნდა მაგას არაფერი
https://www.db-schietsport.nl/en/accessories/lothar-walther/lothar-walther-22-polygonal-with-choke.html
აგერ მაგ ლულის შესაძლებლობებზეც ვიდეო. . . ჩემი ლულაც ესაა სხვათაშორის
მაგის ნაჭერი ხო არავის გიგდიათ? ცოტა უფრო მსუქნის. ძალიან მოკლე მინდა. რამოდენიმე სმ
aleqsa
ja_ja
მადლობა ჯაჯა, გაიხარე!!
საღამო მშვიდობის ბიჭებო!
გიჟ-კრუგერას ახალი დამრტყმელი გავუჩარხე, მთლიანი პტოროპლასტის. (რამდენიმე დღის უკან რო მქონდა გატანილი ქრონზე საბოლოოთ დავადგინეთ რომ სიქარებში ვარდნები დამრტყმელის ბრალი იყო, კი დავარეგულირეთ იგივე დამრტყმელით ესე თუ ისე, მარა რუსეთიდან მირჩიეს შემეცვალა)
ანუ ეხლა რომ აგიხსნათ რაში იყო საქმე: მე ხომ იჟ-61 ისთვის განკუთვნილი კიტი მქონდა შეძენილი, ხოდა დამრტყმელიც შესაბამისად იჯ-61 ის მექანიზმზე მორგებული იყო, რომელიც ორი ნაწილის გან შედგებოდა (გარე ლითონის ცილინდრისგან და შიდა პტოროპლასტის კბილიანი ცილინდრისგან, რომელიც ძირიტად საქმეს ასრულებს და უშუალოდ დამრტყმელი ჩაქუჩიც ამავე პტოროპლასტის ცილინდრზეა ჩახრახნილი)
https://radikal.ru
ხოდა ჩემი დაკვირვებით ძარლის თავიც სწორედ აქ აღმოჩნდა დამარხული. ანუ ამ დამრტყმელის მუშაობის პრინციპი არის ასეთი რომ როდესაც გადატენი თოფს და სასროლად მოამზადებ ვიდრე გაისვრი ის გარე ლითონის ცილინდრი უნდა გაწიო წინ ლულისკენ და ისე ისროლო, არვიცი რატომ მარა ესე ორი მოქმედება იყო საჭირო გასასროლად იჟ-61 ზე აწყობის შემთხვევაში (რაღაც ამდაგვარის დაყენება უნდა სეკურიფას თავის ახალ პროექტ სკუნსზე) ხოდა მე როდესას ფიოდორის (კრუგერის) ჩარჩოზე გადმოვკრიფე მთელი მექანიზმი გასროლის იგივე მეთოდი გადმოვიტანე აქაც, რაც შეცდომა აღმოჩნდა (ანუ რა დონეზე და რა ზიმძლავრით მივწევდი წინ ამ გარე ცილინდრს იმაზე იყო დამოკიდებული სიჩქარეც) აი თუარ მივწევდი ამ ცილინდრს და ისე ცილინდრიანად ვისროდი სიჩქარე კატასრტოფულად ეცემოდა, ვინაიდან ზამბარის მოჭიმვა საკმარისი აღარ იყო იმისთვის რომ უკვე ლითონის გარსაცმით დამძიმებულ ჩაქუჩს საკმარისი სიჩქარე აეკრიფა ნემსაზე დაცემისთვის. (მიახლოვებით რომ გითხრათ მასე სროლით 45-46 მეტრზე ერთიდაიგივე ტყვია სადღაც 1 მეტრით დაბლა მიქონდა)
ხოდა ამ ბოლო გასვლისას ავდექით და ზამბარა მოვჭიმეთ უფრო მძლავრად და ყოველგვარი მეორე მოქმედების გარეშე დავუშვით სასხლეტი, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ათჯერ, ოცჯერ და შედეგი: გასაოცარისტაბილური სიჩქარე!!! 288-292 მ.წმ. დიაპაზონში 0,67გრ. ტყვიით და წნევა უკვე 130ბარ-ზე ქვემოთ იყო ჩამოსული. (რედუქტორის გარეშე, პირდაპირი რეზერვუარით) აი თქვენთვითონ ნახეთ:
https://radikal.ru
https://radikal.ru
25- სროლიდან დავიწყეთ მასე მოჭიმული ზამბარით სროლა. და ბოლო სროლებზე წნევა უკვე 90 ბარზე ქვემოთ იყო და თავისთავად მაგიტომაც დაეცა სიჩქარეები.
ეს ყველაფარეი მოვუყევი ჩენს მეგობარს რუსეთში, რომელიჩ კრუგერის დიდი ფანია და ძალიან ბევრ კიტს გაუვლია მის ხელში. ხოდა ამ ჩემმა მეგობარმა პირდაპირ მაჯახა მორჩი მაზოხიზმს და გააკეთე ახალი დამრტყმელიო. აჰაა ბატონო გავაკეთე და ვნახოთ რას იზავს ეს ახალი დამრტყმელიც
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
პ.ს. სხვათაშორის ამ ჩემმა მეგობარმა ქართველ აირგანელებს გამოწვევა გადმოგვიგდო და პასუხს ელოდება, იმედიმაქვს ახლო მომავალში ამ ჩემი გიჟ-კრუგერათი საკადრის პასუხს დავუბრუნებ, თუარადამომიწევს ჩემი ძველი უღალატო და უტყუარი გერმანელი მეგობრის (ვაირას) ჩართვა "სამამულო" ომში
aleqsa
რატომღაც რედუქტორი მგონია, სიჩქარის ესეთი მკვეთრი თამაში. შენი მონაყოლიდან ურედუქტოროთ, რომ ისროდი არ გქონდა ცუდი შედეგები, ხომ ესეა? და დამრტყმელი მაშინ რა შუაშია?
MonSoon
MonSoon
aleqsa
დამრტყელის წონა რამდენია ახლა? და ფტოროპლასტი დამრტყმელად კარგია ვითომ? კაპრონი არ ჯობდა? სიმართლე ვთქვა არ მინახავს ჯერ ფტოროპლასტის დამრტყმელი. ფოლადის არ გინდოდა?
და კიდევ რა გამოწვევაზეა საუბარი ვერგავიგე. რამე ვიდეო გაქვს იუტუბზე დადებული? მეც მაინტერესებს
aleqsa
aleqsa
მარტო პირველი ნაწილი მქონდა ნანახი ვიდეოსი . რომელიც ასე ვთქვათ არ იყო ცუდი , მაგრამ მერე რაც ისროლა ... კომენტარის გარეშე
კრუგერის ახალი "ბულკა"
საკმაოდ კომპაქტური და სიმძლავრის დიდი რესურსით!!!
ესეიგი იუთუბის ვიდეოს დადების დროს, ლინკში თუ 2 ტოლობის (=) ნიშანი ურევია არაფრით არ იდება ფორუმზე ვიდეო!!!
ან მე ვერ ვაკეთებ რამეს სწორად?
საღამო მშვიდობის!!
გუშინ "გიჟუამ" ძალიან მასიამოვნა, ხოდა მეც გადავწყვიტე მისთვის საჩუქარი გამეკეთებინა და ახალი "ფეხები" მივარგე
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
გამარჯობათ მეგობრებო!!!
მოკლედ ცოტა თავისუფალი დრო გამომიჩნდა და... მინდა გაჩვენოთ ამ თოფმა რა ტრასფორმაციაც განიცადა
იმედია თქვენც მოგეწონებათ??...
მოკლედ ვისაც არ გახსოვთ გაჩვენებთ სულ თავიდან საიდან დაიწყო ყველაფერი:
იყო ეს ვაჟბატონი, ხოლოთ აქ 3დ. პრინტერზე დაბეჭდილი პატარა ცევიო არ უკეთია
შემდგომ ამისა რაც ლოტერ ვალტერის ბლანკი ჩამომივიდა და ჯაჯას დიდი შრომის შემდეგ კიდევ რაღაც რაღაც წვრილმანებიც დავამატეთ დადგა ეს ბიჭი:
მარა შემდეგ როგორც ყოველთვის რაღაც არ მომწონდა ეს 3დ. პრინტერით დაბეჭდილი ცევიო და ლოყის სადები და გადავწყვიტე ხით ჩამენაცვლებინა...
ბევრი ძებნის შემდეგ (კაკალი მინდოდა) ენერჯიმ მაჩუქა სამასალე კაკალი და აქ მეორე პრობლემას წავაწყდი, მერავინ ვერ ვნახე სწორი ღარი რომ ამოეღო ფრეზით 40მმ. ის ნახევარმთვარე, რომ რეზიკზე ქვემოდან ამომეკრა ცევიო ლამაზად..
აქაც ისევ მეგობარი დამეხმარა და ეგ ღარი ცეენცეზე ამოაღებინა და შემდეგ თავისი ფრეზით ამომიღო სამაგრისთვის რგოლების ღრმულები...
ასერომ მეგობრების დახმარებით და შემდეგ უკვე გარედან ფორმის მიცემა და დამუშავების რამდენიმე დღიანი შრომის შედეგად შევძელით ასეთი ცევიოს მიღება:
ამ პროცედურების და 320-500-600 და 800 ზუმფარებით დამუშავების შემდეგ დადგა ჯერი უკვე კითხვისა ლაქით დამუშავება თუ ზეთით???
ამ საქმის დაწყებიდანვე, აი სულ თავიდანვე ვფიქრობდი ამ საკითხზე და ლაკით დამუშავება ყველაზე ნაკლებად მხიბლავდა, მიუხედავად დამუშავების სიმარტივიდან გამომდინარე, სულ რაღაც მაქს 3 ფენად წავუსვავდი და ვსიო, მარა ისევ ზეთით დამუშავება ავირჩიე და არც შევცდარვარ, რამდენიმე ფენა ბალისტოლის სპეციალური კონდახის ზეთი გადავუსვი წითელი შეფერილობის და მაგის შემდეგ უკვე იგივე ბალისტოლის უნივერსალი ზეთუს უამრავი ფენა თვლა ამერია იმდენჯერ წავუსვი ის ზეთი, საქმე იმაშია ახალ გადასმულზე ის ბლიკი რის მიღებასაც ვცდილობდი იდეალური იყოხოლმე მარა რამოდენიმე დღეში ზეთი რომ ჩაშრებოდა ის ბლიკიც იკარგებოდა და შემდეგ უკვე ბუნდდებოდა კაკლის ფაქტურაც...
ბევრი კითხვა ძიების შემდეგ ისევ ის ჩემი მეგოიბარი დამეხმარა და რაღაც ზეთი მომცა სანთელში არეული, რა ზეთი იყო ან რომელი სანთელი თვითონაც არ იცოდა მაგასაც სხვამ მისცა და შესაბამისად ვერც მე ვერ მითხრა, ვიზუალურად ეს ნარევი მასა ერბოს წააგავდა და შეცხელება დაჭირდა რომ გათხიერებულიტო წასასმელად, შემდეგ ეს გათხელებული მასა შალის ნაჭრით გადავუსვი სულ ერთი ფენა და...
მოკლედ ასეა თუ ისე საბოლოო შედეგი ზუსტად ის მივიღე რასაც მე ვეძებდი
ხოდა ესეც უკვე თოფის საბოლოო სახე რაც მივიღე
ესეც ასე, მე კმაყოფილი დავრჩი ვიზუალით და ამ თოფის სროლის შედეგებსაც ნახავდით ალბათ გიოს თემაში??
თუარადა აგერ დავდებ ლინკს:
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=4042&pid=160270&st=0&#entry160270
აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს ვინც ამ საქმეში დამეხმარა, გაიხარეთ ძმებო დიდი დიდი მადლობა
მშვიდობა მოგვცეს ყველას უფალმა და მადლობა ყურადღებისთვის!!
მაგარია ალექს სრულყოფილებამდე მიგიყვანია, ფაქტიურად პროექტი შეგვიძლია ვუწოდოთ, ყველაზე მეტად მსიამოვნებს ვიზუალისა და შედეგის ერთნაირად კარგად დასრულება, აბა შენ იცი ბევრი ისიამოვნე მაგ ფიშტოთი და სხვა უკეთესებიც გქონოდეს
იმედია გახვედი ბოლოში, ვიზუალი მშვენიალურია, შედეგები ახურიხიტელნია.... ერთადერთი მე პირადად დამენანებოდა ეგ შტუკა ბუნებაში სათრევად, ნამეტანი კოპწიოა და შემეშინდებოდა ნაკაწრების
მოკლედ მშვიდობაში
ja_ja
NRG
გაიხარეთ ბიჭებო, მადლობა
კი ჯაჯა მოფრთხილება თავისთავად გამომივა, ბუნებაში სათრევი და სანადირო თოფი ნამდვილად არ გამოვიდა სიგრძიდან გამომდინარე და მაგიდიდან სამიზნეებზე სროლამ კიდევ არამგონია ძალიან გამიფუჭოს
ძაან მაგარია ყველაფერი. ერთადერთი მხოლოდ ტიკის ზეთს წავუსმევდი ლაქის მაგივრად.
okela84
არ წაგიკითხია ოკელ ზემოთ ტექსტი ეტყობა?
ლაკი არაა ოკელ სწორედ ზეთი უსვია, სანთლიანი ზეთი და მაგითაა გაპრიალებული
aleqsa
ახალ წასმულზე კი გავს ხოლმე ეგ ლაკს და ალბათ ცოტა ხანში ოდნავ შეშრება ზედაპირი გამატოვდება და უფრო მოუხდება კიდეც
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services