მოგესალმებით მეგობრებო. მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ახალი ხელოვნების ნიმუში უკრაინიდან.
ამაზე სულ მედგა თვალი რადგან ძალიან მომწონდა ვიზუალი, წონა და კომპაქტურობა. ინტერნეტ სივრცეში უდიდესი გამოხმაურებები აქვს მის ხარისხს და გამძლეობას. ტაიპანის და ამის ხარისხი ზუსტად ერთი და იგივეა. როგორც ვიცი ერთად მუშაობდნენ მათი მწარმოებლები და მერე გაეყარნენ
პნევმატიკაში რაპტორი ძალიან დიდი ხანია მოღვაწეობს საკმაოდ წარმატებულად. მისი კლონიც კი გააკეთეს პარაზიტმა ჩინელებმა, არტემისი პ15
მოკლედ შევეცდები ავღწერო რისი მაქნისია რაპტორი. დავიწყებ ზომით. არის ყველაზე მოკლე ბულპაპი ბაზარზე. სულ რაღაც 55სმ.
წონა არის 2.6 კილო. შეიძლება თქვათ მძიმეა ზომასთან შედარებითო მარა რომ ნახავთ რა ხარისხის ნამუშევარია მიხვდებით რომ საკმაოდ მსუბუქია კიდეც.
ლულა! ლულა! როგორ შევაფასო არ ვიცი. ლოტარ ვალტერი უჩოკო . სულ რაღაც 30სმ სიგრძის და 16მმ დიამეტრის, როგორც ლომი ეგეთი სქელია.
მანომეტრი ვიკა რომელიც ერთი ერთში მუშაობს ფანტასტიურად!
რედუქტორი რაღათქმაუნდა რომ აქვს. განმეორადობა საუკეთესო. დღეები დების შემდეგ პირველი გასწროლა 260 მეტრი, მეორე გასროლა 260 მეტრი. მესამეც მეოთხეც... ძალიან გაოცებული დავრჩი არც ერთი ჩემი ყოფილი სათამაშო ასე არ აკეთებდა.
სიჩქარე ქარხნულად აყენია 260 მეტრზე ჯსბ 15.89 ით. არც მიცდია აწევ დაწევა რადგან ძალიან ზუსტი სიჩქარეა! 30 მეტრის ჯგუფების ფოტოებს ქვემოთ იხილავთ ფოტოებში
ბარაბანჩიკები არის ალუმინის, ძალიან მაღალი ხარისხის. ზუსტად ისეთი პრინციპის როგორიც პ15 ზე მაგრამ განსხვავებით აქვს პატარა წვრილი ნახვრეტი რომელშიც გადის შტირი. თუ თვენ გადატენილი გაქვთ სათამაშო და გადაიფიქრეთ გასროლა, კოლოფზე წითელ ღილაკს გამოწევთ უკან და დაკეტავთ ბარაბანს. რის მეშვეობითაც ბარაბანი აღარ გადატრიალდება და მოხსნით იარაღს საბრძოლო პოზიციიდან.
მადლობა!
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
https://radikal.ru
რამდენიხანია ღირებული ინფორმაცია არ გამოჩენილა და აი ისიც!!! მადლობა მეგობარო.
იმედია ცოტა ამინდები, რომ გამოვა უფრო შორს დისტანციაზე მოგვიყვები შედეგებზე. საინტერესოა მოცულობა რეზერვუარის(მე კი ვიცი, მაგრამ) და ასავე გასროლების რაოდენობა
წარმატება მინდა გისურვო შენც და მაგ პატარა აგრეგატსაც
giga2010
მადლობა გიგა!
რეზერვუარის მოცულობაა 170 კუბური სანტიმეტრი. გასროლების რაოდენობა 45 გასროლა
ხოშიანია. მშვიდობაში და კაი მიზნების მოხსნაში მეგობარო
ძაან მაგარია.მშვიდობაში.
ფასი რა აქ აქამადე ჩამოტანიანათ?
დიდი მადლობა!
მშვიდობაში ნიკა. მაგარი რამეა
ბაიკერი
გილოცავ კაი სათამაშოა,
შენი ამბავი რომ ვიცი აქვე უნდა დაწერო როდის გაყიდი ….
P.S. ბიჯო საიდან ჩითავ ამდენ შტუკებს? ჩერეზ რუსეთი?
pilotina
მადლობა
ja_ja
მადლობა ჯაჯა
გილოცავ ნიკა
ძალიან კარგი აპარატია , მე ძალიან მომწონს. წონაც ცოტა დაუმსუბუქებიათ.
geojorjika
მადლობა ჯორჯ. ხარისხი კიდევ გააუმჯობესეს რასაც ვნახულობ შედარებებს.
კარგი რამეა გილოცავ, თუ. საიდუმლო არა რა დაგიჯდა ჩამოტანა?
name
მადლობა. 1400 დაახლოებით
$ ?
ნიკა გილოცავ! სურათებიდანვე ჩანს, რომ რაღაც უხარისხო და მორყეული დამბაჩა არის. პ15-ის ნახევარ ფასად თუ გაყიდი და არავის ენდომება მე წავიყვან ჩემს ურდოში! დიდხანს არ გააჩერებ მაგასაც.
geojorjika
კი
vexam
ბოროტი ხარ )
ბ.ნ ნიკა, რომ გაუშინაურდებით და "შიგნით" რა ხდება იმასაც, რომ ნახავთ ტექნიკური დეტალების ამბავი გაგვიზიარეთ (ლულაში ჰაერის გადამშვებისსიგრძე/დიამეტრი; საბრძოლო სარქველის სურათები კონსტრუქცია და აშ..). 170 ცც-თვის, 1,02 გრამი ტყვიებით 260 მ/წმ სიჩქარით/45 გასროლა კარგი მაჩვენებელია და ამ ტექნიკურ დეტალებში გარკვევა საინტერესო იქნება. მადლობა წინასწარ.
ძირითადი საიდუმლო მაინც რედუქტორშია და გადამშვებში.ყველა მაგას ამბობს იდეალურად გათვლილი რედუქტორია ეკონომიურობის და ენერგიის მხრივ.
ესეც გადამშვების ფოტო.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ბაიკერი
NRG
ეგ ვალენტინს უნდა ჰკითხო მე კი არა
რაპტორების ბევრ გასროლაზე დიდი ლაპარაკებია.
ამ ლინკზე კაი ინფორმსციას წაიკითხავ
https://gunmag.com.ua/raptor-3-v-cifrax-i-faktax/
საინტერესო გადამშვებია, ტყვიას არ ჩამოკვნიტავს
თვალში გაორებულად ვხედავ თუ ჰაერის გადამშვებში ჰაერი 2 ხვრელით ამოდის?
vexam
ეგრეა კი.
გამარჯობა. მივხვდი რაც იგულისხმა, მაგრამ შემდეგ ბ.ნ ჯაჯა ფართოდ გაშლისხოლმე თემას და თან ახსნიდა რატომ ფიქრობს ასე. არ მგონია რომ იგივე გამოვიდეს გადამშვების დაგრძელებით. რაც რაპტორზე დავინახე, ორი ხვრელი აქვს ანუ დროის მონაკვეთში მეტი ჰაერი გადადის სარქველიდან ლულაში. ამ ორი ხვრელის ნაცვლად, ერთი ხვრელის დიამეტრის მქონე ჰაერის გადამშვების დაგრძელებით როგორ გამოვა იგივე?
კაცოუ, რა შუაშია 2 ხვრელი ან 1 დაგრძელებული რომელი რაფერ გაატარებს ჰაერს... რატომ უქმნი საკუთარ თავს პრობლემებს? მოდი მარტივად განვიხილოთ
ცოტახანი დავივიწყოთ ლულა, პნევმატიკა და ჩვენი სფერო, უბრალოდ რაიმე სხვა სფერო განვიხილოთ, ნუ აი მაგალითად სანტექნიკა
ანუ გვაქვს ვთქვათ 20 მილიმეტრიანი მილი, და შიგნით არის რაღაც ხვრელი, ნუ ვთქვათ 12 მილიმეტრიანი. ეხლა პროცესის იოლი გაგებისთვის წარმოვიდგინოთ რომ ეს ხვრელი დაკეტილია რაიმე კლაპნით, მილში კი ქალაქის წყალსადენით მოგვეწოდება წყალი ვთქვათ 2 ატმოსფეროს წნევით.
ახლა ისმის კითხვა რამდენი წყალი გამოვა ვთქვათ 1 წუთის განმავლობაში თუ ამ 12 მილიმეტრიან კლაპანს გავხსნით? .. როგორ ფიქრობ რა იქნება საჭირო იმისათვის რომ ეგ დავიანგარიშოთ?
1) წყლის დენადობა და ნაკადის მოძრაობა
2) ხვრელის ფართობი იოლი აღქმისთვის კვადრატულ სანტიმეტრებში
ნუ ახლა პირველის ამხსნელი მე არ ვარ, არ ვიცი ეგ პარამეტრები და საჭირო არც არის ჩვენს განტოლებაში ჩავთვალოთ რომ ეგ არის Y ცვლადი და მუდმივი პარამეტრის, ნუ ვთქვათ ყოველთვის ერთნაირი თვისება აქვს წყალს 2 ატმოსფერო წნევაზე და ერთნაირი დენადობის კოეფიციენტი, მოდი რაიმე მოვიფიქროთ, ნუ ვთქვათ იყოს 0.17 არ ვიცი რატომ პროსტა იყოს
დაგვრჩა გაგება რამდენია ფართობი 12 მილიმეტრიან ხვრელში რომ ის მოგონებული 0.17 გავამრავლოთ ფართობზე და მერე 60 წამზე
მრგვალი წრის ფართობის გამოანგარიშება ძლიან მარტივია რადიუსი სანტიმეტრებში აყვანილი კვადრატში და გამრავლებული პი-ზე, ნუ მათემატიკიდან ვიცით რომ პი- მუდმივია და 3.14-ია (ნუ დანარჩენ უსასრულო ციფრებს თავი დავანებოთ) და რადიუსი კი 12 მილიმეტრის იქნება 0.6 სანტიმეტრი.
ანუ - 0.6x0.6x3.14= ჯამო გამოგვივა 1.1304 კვადრატული სანტიმეტრი
დალშე რომ გავიგოთ რამდენი წყალი გამოვა 1 წუთში, 1.1304 გავამრავლოთ წყლის დინების კოეფიციენტზე 0.17-ზე და შემდეგ 60 წამზე, გამოვა ციფრი 11.53008ლიტრი ვსიო.
ახლა მოდი და ვიანგარიშოთ კი მაგრამ რამდენი წყალი გამოვა იმ შემთხვევაში თუ ხვრელი იქნება არა 12 მილიმეტრი არამედ ნუ ვთქვათ 7 მილიმეტრი, მაგრამ წაგრძელებული ასე 17.715 მილიმეტრი სიგრძეში
ერთი შეხედვით გეომეტრია გართულდა, მაგრამ ვიცით რომ ხვრელი ოთხკუთხედი არაა და კუთხეებში მომრგვალებული ფორმისაა, ანუ ერთ ბოლოში არის 7 მილიმეტრის ნახევარმთვარე, ხოლო მეორე მხარეს მეორე ნახევარმთვარე, ანუ მოდი რა ორივე შევატყუპოთ და 7 მილიმეტრი მრგვალი მივიღეთ იოლი ანგარიშისთვის, ამ 2 ნახევარმთვარეს შორის კი დარჩა 10.715 მილიმეტრი
ესე იგი მგვალი ნაწილის ფართობის გამოსაანგარიშებლად, 7 მილიმეტრის რადიუსი აგვყავს კვადრატში, ვამრავლებთ პი-ზე და მერე ამას დავამატებთ 10.715 მილიმეტრის სიგრძისა და 7 მილიმეტრის სიმაღლის ფართობს, ნუ აქ ანგარიში გაცილებით მარტივია, სიგრძე სიმაღლე ერთმანეთზე გავამრავლოთ და ვსიო, ანუ მივიღებთ ამ წაგრძელებული ხვრელის საერთო ფართობს. დალშე გავამრავლოთ იგივე 0.17-ზე და 60, ვნახოთ რას მივიღებთ
7 მილიმეტრი წრის ფართობი არის 0.38465 კვადრატული სანტიმეტრი დავამატოთ 0.75005 კვადრატი, საერთო ფართობი მივიღეთ 1.1347
შემდეგ 1.1347x0.17x60= მივიღებთ 11.57394 ლიტრს 1 წუთში...
ანუ მრგვალი წრე როცა იყო 12 მილიმეტრიანი გამოდიოდა 11.53008ლიტრი ხოლო 7 მილიმეტრიანი და გრძელის შემთხვევაში გამოდის 11.57394 პრაქტიკულად იგივეა ყველაფერი... ნუ სინამდვილეში სიგრძის ზუსტი "პადგონკით შეგიძლია იგივე ციფრი მიიღო
შედეგად გამოდის რომ ერთი და იგივე რაოდენობა გამოვა წყლის, მიუხედავად იმისა დიდი და მრგვალია ხვრელი თუ ვიწრო მაგრამ გრძელი. მთავარი არის ფართობი, ი ვსიო..
---------------------
ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს პნევმატიკას და ლულას, ანუ აქაც მთავარი ფართობია და ის მომენტი რომ ტყვია უნდა გასცდეს გადამშვებს მთლიანად რომ ამოსული ჰაერი გარანტირებულად უკნიდან ურახუნებდეს...
საკითხი დაიყვანება იმაზე რომელი ხვრელის დამზადება უფრო იოლია ვიწრო და წაგრძელებულის, თუ 2 ხვრელის გარკვეული გრადუსებით, გააჩნია კონკრეტული თოფის კონსტრუქციას, თუ მიმწოდებელი გაძლევს საშუალებას ტყვია შიგნით შეწიო... ნუ რა პრობლემაა გადამშვები დააგრძელო? მითუმეტეს ეგეთ სქემას უკვე რამდენიმე მწარმოებელი იყენებს რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს შენთვის....
ასე რომ პრობლემას ვერცერთ სქემაში ვერ ვხედავ, გააჩნია კონკრეტულ შემთვევაში რომელია უფრო მისაღები, ჯამი ორივეს შემთვევაში ერთი იქნება
ნუუუ ჯერესერთი არსებულ თოფის მოდიფიკაციაზე მე არაფერი მითქვია
მე ვამბობ რა პრობლემაა ნებისმიერ თოფში 2 ხვრელის მაგივრად გრძივი გააკეთო მეთქი და თან საუბარი მე ლულის გადამშვებზე მქონდა ნაგულიახმევი
რაც შეეხება კლაპნის გადამშვებს... სულაც არაა საჭირო მაგათი დამთხვევა... კლაპანში პროსტა დიდი ხვრელი შეგიძლია დადო მრგვალი ფორმის...
მოკლედ დამიჯერე შესაცხადებელი მანდ არაფერია... მინიმუმ სურათის დადება შემიძლია რეალურ მუშა ეგზემპლარზე, საუბარი მაქვს fx impact-ზე. 4.5-ში ქარხნულადაა წაგრძწლებული ხვრელი ლულაზე და მუშაობს ხოშიანად, ხოლო 5.5-ზე ბევრი თავისით აკეთებს გადამშვების გაფართოებას პროსრა წაგრძელების მეშვეობით, ი ვსიო...
ახლა დანარჩენი რელიგიური ომებია, დაიჯერებ თუ არა...
რაც შეეხება ნიკას თოფს,, მის მოდიფიკაციას საერთოდ არ ვგულისხმობ, უკვე აქვს მუშა ვარიანტი ქარხნულად და ახალი რამე რატომ უნდა დააყენოს?
დღეს დათბა 12 გრადუსი იყო და მეთქი გავიდე ვისროლო ცოტა. გავედი ქალაქგარეთ.
ქარი ქროდა ძალიან ძლიერი. ზურგისაც იყო და გვერდებიდანაც. ვერანაირ პაპრავკას რომ ვერ აიღებდი ეგეთი
57-58 მეტრზე მოვეწყე და დავიწყე სროლა. ერთი ის რომ ძალიან მოკლეა თოფი და ჭირდა სტანოკით სროლა. მეორე ქარის მაიმუნობები და მესამეც ის რომ რეალურად თოფს ცევიო არ აქვს, მინი ვარიანტებს აქვს სახელური უბრალოდ. ხოდა რავიცი რა ჯგუფიც გამოვიდა კი ხედავთ. თითი სადაც დევს ეგაა ჯგუფი. და მარჯვინვ 3 ნახვრეტი ბუზი დადიოდა და 2 ავაცილე და მე3 მოვარტყი
https://radikal.ru
https://radikal.ru
ესეც ბადე სტრელოკში
https://radikal.ru
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services