მსურს პნევმატური იარაღის შეძენა, უნდა იყოს კარგი, ძლიერი და ზუსტი. ამ სფეროში არ მაქვს გამოცდილება, ისე რაღაც თეორიები კი მომისმენია და წამიკითხავს, რომელი პნევმატიკის შეძენას მირჩევდით? 600-700-ის ფარგლებში?. პ.ს. გმადლობთ წინასწარ....
მაიცა მოდი ცოტა დავაზუსტოთ...
თემა გახსნილი გაქვს კომპრესიულ პნევმატიკაში, ანუ ვიგულოსხმოთ რომ კომპრესიული პნევმატიკის ყიდვა გინდა თუ რა ხდება???
მემგონი იდეალური თემა შენი იარაღის შესაძენად არის http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=674 ან უკვე განხილულებიდან შეიძLება არჩევა ან უფრო ზუსტად ჩამოაყალიბე რას ეძებ, თორემ აღწერილი რაც გაქვს ცოტა ბუნდოვანია..
პარალელს გავავლებ რომ იოლად აღსაქმელი იყოს რას ვგულისხმობ:
- მანქანის ყიდვა მინდა, უნდა იყოს კარგი, ძლიერი და ეკონომიური, ამ სფეროში გამოცდილება არ მაქვს, მხოლოდ თეორიები მსმენია, შემარჩევინეთ 6-7 ათასის ფარგლებში ...
ანუ ხომ ხვდები რამდენი კითხვა გაჩნდება ეგეთი ადამიანის მიმართ... ზოგისთვის Honda FIT-ია იდეალური და ზოგს Lamborgini არ აკმაყოფილებს - სად გადის შენი ზღვარი კარგის და ძლიერის გაგებაში.... პლიუს ფასი... ლარზეა საუბარი თუ მწვანეზე?
ამიტომაც ჯობია დაწერე რა მანძილია შენთვიუს მისაღები, გინდა ქაღალდზე სასროლად, თუ სანადიროდ, რომელი კლასი გინდა:
1) ნახშირორჟანგზე მომუშავე, ანუ co2
2) კომპრესიული და მულტიკომპრესიული
3) ზამბარ დგუშიანი
4) წინასწარ დაჭირხნულ წნევიანი, ანუ PCP
კომპრესიული ჯობს თუ ზამბარიანი ყიდვა მინდა და მირჩიეთ რომელი კარგათ ძლებს სროლით სიჩქარე და შორს რომელს უფო ძალა აქვს
machkhana
რა ფასის ფარგლებში გინდა ჯერ ეგ დაწერე
500 ლარამდე ვნახე ცროსმანი + ჰაცანიც და დაახლოვებით მაგ ფასში 800 ლარს ნაღდათ ვერ მივცემ
crosman vintage np როგორია ვიდეოებში კარგათ ისვრის და მუშაობით მალე ხომ არ ბანძდება
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services