როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, ამ დღეებში გავხდი ამ საინტერესო ,პნევმატური კომპრესიული პისტოლეტის მფლობელი. როგორც იტყვიან გზა და გზა ვეცნობი ამ იარაღს და შეძლებიდაგვარად ვეცდები თქვენც გაგაცნოთ მისი მონაცემები და მახასიათებლები.
პნევმატური კომპრესიული პისტოლეტი იჯ-46 განკუთვნილია, 10 მეტრის მანძილზე სროლისას, სპორტული მომზადებისა და შეჯიბრებებისთვის. ეს პისტოლეტი შექმნილია 1988 წელს, იჟევსკის მექანიკურ ქარხანაში. აქვს საკმაოდ ლამაზი დიზაინი და გამოირჩევა მაღალი სიზუსტით, რამაც განაპირობა საერთაშორისო კონკურსებზე მიღწეული კარგი შედეგები,მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე.
იჯ-46 -ის მოდიფიკაცია არის იჯ-46მ, და ძირითადი განსხვავება მათ შორის არის გაზრდილი მოცულობის კომპრესიაში, რაც ზრდის ტყვიის საწყის სიჩქარეს 12%-ის ოდენობით .
ტექნიკური მონაცემები:
კონსტრუქცია: კომპრესიული
ლულა: ლითონის შემსუბუქებული
ლულის სიგრძე: 280 მმ.
ლულის ხრახნები: 12 მარჯვენა მხრიანი.
კალიბრი: 4.5
სამიზნე ხაზის სიგრძე: 360 მმ.
სასხლეტის წინააღმდეგობა: 400 გრამიდან 1000 გრამამდე (რეგულირებადი).
სასხლეტის სვლის სიგრძე: 0,2-2,0 მმ (რეგულირებადი)
წონა: 1.3კგ.
გადატენვის ძალისხმევა: 8000 გრამი (8 კგ.)
ტყვიის სიჩქარე: არა უმეტეს 120 მ/წ.
ენერგიია: არა უმეტეს 7.5 ჯ.
პლიუსები:
1. მაღალი სიზუსტე
2. მაღალი ხარისხი
3. პრაქტიკულად უკუცემის გარეშე
4. რეგულირებადი სასხლეტი
5. ბევრი დეტალი დამზადებულია მსუბუქი ლითონისგან
6. დაბალი ფასი სხვა ანალოგებთან შედარებით.
მინუსები:
1. სახელურის კონსტრუქცია გათვლილია მხოლოდ მარჯვენა ხელზე.
2. დაბალი ენერგია.
მაგრამ ერთად-ერთია ამ ტიპის პისტოლეტებს შორის, რომლის გადატენვის თანმიმდევრობის შეცვლის შემთხვევაში 10%-ით იზრდება გასროლილი ტყვიის სიჩქარე.
ეს კი იჯ-46 ბასკოა:
1999 წელს ჩაეყარა საფუძველი რუსეთში პირველი PCP-ის, იჯ 46 ბასკო-10-ის შექმნის იდეას, მაშინდელი საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრის, ოლეგ ბარნოვის თხოვნით და პირველი ეგზემპლიარი ბარნოვს ერგო, უკვე მსოფლიო ჩემპიონის რანგში მყოფს, რომელიც იჯ46-ის ბაზაზე შეიქმნა (მოხსნადი, ფეინკბერბაუერის პ-34-ის რეზიკით და რედუქტორით)
მაგრამ დღემდე ეს მოდელი სერიულად არ გამოდის და კეთდება მხოლოდ შეკვეთით.
როგორც ამბობენ უმრავლეს ანალოგიურ იარაღებში გამოიყენება დარტყმითი ტიპის კლაპანი, ხოლო ამ ორ მოდელში კი უკუსვლის ტიპის კლაპანი (ეგრეთწოდებული - "ატკატნოგო ტიპა”), რითაც უფრო სწრაფ გასროლასა და სწრაფ წნევის მატებას უზრუნველყოფს ლულაში. რაც საბოლოო ჯამში გასროლის სიზუსტეში აისახება.
ერთად -ერთი მინუსი იჯ 46-ის არის დაბალი 120მ/წ. სიჩქარე, რაც იჯ 46 ბასკოში უზრუნველყოფილია რეგულირებადი რედუქტორის მეშვეობით და შეადგენს 140-170 მ/წ.-ს. 200 ატმოსფერომდე დატენილი, 90 ატმოსფერომდე აკეთებს 110-120 გასროლას 0.5 მ/წ-ის სხვაობით.
კიდევ ერთი დადებითი მომენტი რაც გააჩნია ამ ორივე იარაღს არის ფუჭი გასროლების ჩატარება( ვარჯიში) კომპრესორით გადატენვის გარეშე, რაც ქარხნულად არის გათვალისწინებული და არავითარ ზიანს არ აყენებს.
ესეც ჩემი იჯ-46.
პირველ რიგში უნდა გავერკვე ყველაფერში მაქსიმალურად და მერე როცა უკვე მომივა დაიხვეწება იდეები, ვაპირებ რდუქტორი და რეზიკი დაუყენო. სახელურიც არ მომწონს (მასალაც არაა კარგი და უხეშად არის დამზადებული) და ალბათ შევცვლი. გარედან ნაკაწრები და დეფექტებიც აქვს საკმარისად, მაგრამ მაგასაც მივხედავ. მოკლედ მაგარ ვიდზედაც უნდა მოვიყვანო.
ჯერჯერობით მიზანში არ მისვრია და ამ მხრივ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მოვასწარი გაქრონვა, მქონდა მხოლოდ მძიმე ტყვიები: ვისროლე ჯსბ-0.67გრამი და ცპ-10.5გრეინი, სიჩქარე დააფიქსირა 96 და 91 შესაბამისად. ხოლო განსხვავებული თანმიმდევრობით დატენვის შემთხვევაში ,იგივე ტყვიებით შედეგი იყო 106 და 101 შესაბამისად.
პრინციპში ჯერ ვეცნობი და არაფერი არ გამიკეთებია, ბევრს ვერაფერს ვიზამ ალბათ მაგრამ ყველაფერი გასაწმენდი მაქვს და მანჯეტიც არ მომწონს.
მოკლედ ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვარ ვნახოთ მომავალში რა იქნება.
თუ ვინმეს რამე შეკითხვები გაგიჩნდათ, შეძლებისდაგვარად ვეცდები ვუპასუხო.
მომილოცავს. კარგი რაცხაა. მინსკში მინახავს მაღაზიაში მაგნაირი. მგონი 400 დოლარი ღირდა.
minchanin
თენგო შენ პროფესიონალი მსროლელი ხარ თუ რად გინდა სპორტული პიშტო?
tengo
tengo
მოდი თუ არ დაიზარებ ვიდეო დადე რა მაგ პროცესის თორემ გავრეკე გახსენი ჩაკეტე, არ ჩაკეტო დატენე ჩაკეტე, დატენე კიდევ გახსენი და
ja_ja
ვიპოვე http://www.airgun.ru/articles/pistols/article14.htm მეათე აბზაცი ნახე.
" Недокументированной возможностью пистолета можно считать регулировку мощности выстрела, для этого отведя рычаг нагнетания в промежуточное положение, надо вручную взвести спусковой механизм, после чего вернуть рычаг в первоначальное положение. Если оставить в стороне ее целесообразность, то надо признать, что данная возможность является уникальной среди всей пистолетной линейки отечественной пневматики. ''
გუშინ საღამოს წნევის ვარდნა შევამჩნიე და შევამოწმე ჩემი იჯი-46, სიჩქარეები ჩემს თვალწინ იკლებდა, რაც უფრო მეტ ხანს გავაჩერებდი გადატენილ მდგომარეობაში მით უფრო ნაკლები წნევა რჩებოდა ცილინდრში. რადგანაც ძნელი დასადგენი იყო თუ საიდან გასდიოდა ჰაერი, იძულებული გავხდი წყლით სავსე ვედროში ჩამეშვა (რათქმაუნდა ხის სახელურების მოხსნის შემდეგ). დავადგინე რომ ჰაერი გამხსნელი კლაპნიდან ეპარებოდა.
დავშალე მთლიანად, რაც მთავარია მოვხსენი ცილინდრი რომელიც თურმე ჩაპრესილი არ ყოფილა და არის რეზბაზე ( შეიძლება მომავალში ვინმეს დასჭირდეს ეს ინფო).
ვდებ სურათს იჯ -46 დაშლილ მდგომარეობაში.
http://www.radikal.ru
ამ სურათზე ჩანს მთლიანად, ჰაერის დამგროვებელი და გამშვები (იგივე კლაპანი) სისტემა.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
მთლიანად ამ დამგროვებელ გადამშვებში სამი რაზინა აქვს, ორი არის ჩვოვლებრივი რეზინის რგოლები ხოლო ერთი არის ძალიან რთული ფორმის (მაგას აქ ვერსად ალბათ ვერ ვიშოვი). უველა რეზინა არის უკვე, როგორც იტყვიან მომჯდარ, რესურსი აქვთ ამოწურული. იმ ორს კი გაუკეთებ რამეს,მაგრამ ამ მესამეს რა უყო არ ვიცი.
ამაზონზე კი იყიდება ნაკრები მანჟეტთან ერთად, სადღაც 50 ლარი დაჯდება მიახლოებით ჩამოტანა, მაგრამ ამ რეზინებში ახელა თანხის დახარჯვა არ მინდა, რადგანაც მომავალში რეზიკის დაყენებას ვფიქრობ.
სხვა გზა არ მაქვს, მე თვითონ რამე უნდა გავაკეთო, ეხლა ვზივარ და ვფიქრობ რისგან შეიძლება რომ გავაკეთო.
(აბზაცები დაცული მქონდა, მაგრამ გამოქვეყნებისას იკარგება, მერე ცვლილებებსაც არ ღებულობს რატო)?
tengo
შენ თუ ტექსტის აკრეფვისას ენტერს არტყავ (გინდა ფორუმში ტექსტის ფორმაში, გინდა Word-ში აკრეფვისას) და ახალ სტრიქონზე ჩამოგაქვს ტექსტი, ეგ აბზაცად WEB-ში არ აღიქმება, ინტერნეტისთვის ეგ არის - იძულებით გადატანა მომდევნო სტრიქონზე...
თუ გინდა რომ აბზაცად გამოიყოს თავისი დაცილებით, მაშინ ორჯერ დაარტყი ენტერს
tengo
მოკლედ შენ რას ამბობ ოთხკუთხედი პროფილი აქვს რეზინას (მრგვალი ჩვეულებრივის მაგივრად), თუ რაიმე სუპერ ნავაროჩენი ფორმააქვს მიღებული...
თუ ოთხკუთხედი პროფილია, მაშინ დაგჭირდება ამოსაჭრელად რაიმე მრგვალი წრეები, აი საპოჟნიკებს რომ აქვთ ხოლმე... დაიადებ რაიმე რეზინას და რომ ამოჭრი კაკრაზ ოთხკუთხედი ფორმა გამოვა....
აი ცუდი ისაა რომ ნორმალური სქელი რეზინის შოვნა ჭირს... ელიავაზე როლონებად რაც იყიდება იმას ზედაპირი კი აქვს სუფთა და ბრტყელი, მაგრამ ჩამონაჭერზე მაგარი ფხვიერი და უვარგისი რეზინაა ხოლმე
რეზინა მრგვალია და პატარა საფეხურივითა აქ (მგონი) შიდა მხარიდან.
tengo
ამას სიჩრეს ვერ აუწევ 250 მდე მაინც ? ეგრე 20 გასროლა რო ქონდეს.
ja_ja
koknar
რაღაცეები მოვიფიქრე და ხვალ საღამოს ალბათ ავაწყო, ვნახოთ რა გამოვა.
გუშინ საღამოს მოვიცალე ჩემი იჯ-46-ისთვის. სანამ ახალ რეზინას გავაკეთებდი გადავწყვიტე ძველის გაცოცხლება (მოკლედ რაღაცეები იქეთ-აქეთ დავამატე,ჩავატანე სამივე რეზინას), ავაწყვე გავსინჯე და ჯერჯერობით ყველაფერი ნორმაშია, რაც მთავარია ჰაერს არ აპარებს, ქრონშიც გავსინჯე და შედარებით უკესესი შედეგი მივიღე. ცპ-0.68-ით მივიღე 100-101 მ/წ, ხოლო ჯსბ-0.67-ით კი 111-112 მ/წ. ვფიქრობ რომ ნახევარ გრამიანებზე 20მ/წ-ით
მოიმატებს დაახლოებით.
ეხლა ვფიქრობ დგუშზე მანჯეტის შეცვლას, რაღაცა არ მომწონს,(იმედი მაქვს რომ შეცვლის მერე კიდევ 10მ/წ-ით მოიმატებს) პირველ რიგში ყველა მაღაზია უნდა მოვიარო, იქნებ ვინმეს სადმე უგდია და თუ ვერ ვიშევე მერე რაღაცა უნდა მოვიფიქრო.
tengo
ისე ადრე ეგ ფიშტო ჰქონდა ქარავანს შემოტანილი, მართალია რაღაც კოშმარულ ფასად ყიდიდნენ, მარა ნუ თუ ქართული მიდგომა არ გამოიჩინეს, შეიძლება ვინმემ მოიფიქრა და რაიმე მაკომპლექტებელი ნაწილებიც მოაყოლა...
კაროჩე თუ ჭკუა იხმარეს შეიძლება რაიმე კი ჰქონდეთ მაღაზიაში, მოკლედ მგონი ღირს მაქეთკენ გავლა.
tengo
თენგოჯან მაგარი რაღაც ვიპოვე შენთვის მთელი http://www.pyramydair.com/s/a/IZH_46M_Seal_O_Ring_Replacements/592პირამიდზე შენი პისტალეტისთვის
პლიუს ცალკე არის კიდევ ჩამკეტისhttp://www.pyramydair.com/s/a/IZH_46M_Breech_Seal_Kit/2090
მარა პირველს უწერია რომ ეგ რეზინებიც შედის კომპლექტში, ანუ ასეთი რაღაც უწერია პირველ ძვირიან ნაკრებს:
IZH 46/46M seals & o-rings
Includes 2 breech seals, 2 o-rings & a pump-head seal
ასე რომ მგონი მეორეს ცალკე ყიდვა საჭირო არ უნდა იყოს
თუ ფასი მისაღებია შეგიძლია დაითრიო, თუ არ იცი როგორ დაითრიო დაგეხმარები მაგ საქმეში... ისე რას ვიფიქრებდი თუ ამერიკაში ქინებაოდა მაგ თოფის რეპკომპლექტი
ისე თვითონ ფიშტოც http://www.pyramydair.com/s/m/IZH_46M_Match_Air_Pistol/78, მარა ფასი აქვს იცოცხლე
ისე რამე რომ იყოს ხომ არ გინდა პირამიდზე არსებული სურათები გადმოვყარო შენს თემაში რომ უფრო ნათელი და სიტუაციის ამოსახველი გახდეს პოსტი?
tengo
ვაა ტენგოჯან დააკვირდი რა წერია ბოლო სურათზე
#Pump Strokes და გრაფილზეც ჩანს 1-დან 8-მდე დაკაჩავება, ანუ შაიძლება მულტიპამპად გამოყენება, მართალია ვერ გავიგე საბაზისო კონფიგურაციაშიც მოსულა თუ არა...
სავარაუდოდ მოსულა, იმიტომ რომ ალბათ წიტელი და ლურჯი ხაზები აღნიშანვენ მოდიფიცირებულ და საბაზისო მოდელებს, ნუ რავი მე ასე აღვიქვი.
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services