ფორუმელებს გაუმარჯოს! Umarex USA Hämmerli CR20-S CO2 Combo .177 Pellet ჩამოტანა ხერხდება 600 ლარად, თქვენის აზრით ღირს ეს იარაღი ეს თანხა ან რაიმე უკეთესის ყიდვა ხომ არ შეიძლება ამ ფასად ამაზონზე. ტყვიის სიჩქარე უწერია დაბალი- 560 FPS, და ამის გამო წამოვაყენე ეს საკითხი. გამოდგება მიზანში სასროლად?
ან კიდევ თუ შეგიდზლიათ მითხრათ ესეთ თოფებზე არი მოთხოვნილება? რომ არ მომეწონოს გაყიდვა შესაძლებელია?
g. giorgi
CO2-ში ამხელა ფულის გადაყრა ღიირს?
მემგონი მაგ ფასად PCP-ის იყიდი თავის ნასოსიანად.
უფრო გამოცდილები გირჩევენ ალბათ!
მე ამ საკითხში გამოცდილება არ მაქვს.გაყიდვაც ჩემი აზრით გაგიჭირდება
g. giorgi
წმინდა სპორტული იარაღია
ლოტარ ვალტერის ლულა, გერმანული ხარისხი...
ჩემი აზრით CO2 მინუსია: სად უნდა იშოვო 88გრამიანი ბალონები?
გაყიდვას რაც შეეხება ნამდვილად გაგიჭირდება
მგონი ჯერ ვერ ჩამოყალიბებურხარ რა რისთვისაადა შენ რა გინდა....
თუ არ წაგიკითხავს გადაიკითხე http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2248, მერე გადაწყვიტე რა გინდა და ნუ ფიქრობ პირდაპირ იმაზე რომ იყიდი არ მოგეწონება გაყიდი, ეგრე ცხოვრებაში ვერაფერს გამოსაყენებელს ვერ იყიდი თუ რა თქმა უნდა ვაჭრობას არ აპირებ....
მარა ვაჭრობის შემთხვევაშიც უნდა იცოდე რა რომელი კუთხით ჯობია და რამდენად მოახერხებ ამა თუ იმ საქონლით ადამიანის დაინტერესებას, შენ კი ნამეტანი სპეციფიურ ნივთს მიადექი....
შენი მინი პოსტიდან ჩანს რამდენიმე პუნქტი:
1) ძალიან ახალი ხარ და ჯერ ძებნაში ხარ რა გინდა
2) აშკარად შორს ხარ ჯერ იმისგან თუ რომელი იარაღი რისთვისაა
3) ძალიან სპეციფიური იარაღი გაქვს არჩეული და თუ წინასწარ არ იცი რისთვის გინდა, ან თუ შესაბამისი სპეც მოთხოვნა არ გაქვს ტრენერისგან, ან ვინმე მრჩეველისგან მაშინ მგონი შარში გაყოფ თავს
4) მგონი მხოლოდ ფასით აფასებ და ფასდაკლებით რომ გაიჩითა ეგ უფრო გიზიდავს ვიდრე მისი პირდაპირი დანინულება
კონკრეტულად შენს ამორჩეულს რომ გადავხედოთ შემიძლია გითხრა შემდეგი:
ფირმა არის ძალიან სპეციფიური და უშვებს სპორტულ მოდელებს იუნიორებისთვის (ანუ ახალგაზრდა სპორცმენებისთვის). ნუ ეგ არის საკმაოდ ძლიერი გერმანული მწარმოებლის ამერიკული ქვედანაყოფი, რომელიც ძვირიანი მოდელების მაგივრად ყიდის იუნიორებისთვის შედარებით იაფიან მოდელებს, (ნუ ახლა ჯერ მოზარდს რომელიც ბოლომდე სპორცმენი არაა ძალიან ძვირიანი მოდელი რათ უნდა, ჯერ სროლა უნდა დაამუღამოს და რამე)...
მიუხედავად იმისა რომ Hamerly უშვებს იაფიან მოდელებს, ნუ გაიფიქრებ რომ იაფი გულისხმობს 1000$-ზე ნაკლებიან ფასებს... ეს საუბარია PCP მოდელებზე, მაგრამ არის უფრო იაფანი მოდელები სულ მთლად დამწყები სპორცმენებისთვსი ისეთი რომელსაც შენ მიადექი...
შენს მიერ ამორჩეული მოდელი არის სპორტული FT ვერსია AR20-ის შესუსტებული ვერსია სახელად CR20, სიმბოლო C შენს შემთხვევაში ნიშნავს Co2, ხოლო ორიგინალში არსებული სიმბოლო A ნიშნავს Air ანუ ჰაერზე მომუშავე სრულყოფილი PCP ვერსიაა.
AR20 იაფი არ ღირს, ეს კი საკმაოდ იაფია, ბევრი ნაწილი პლასტმასისაა და ალბათ ლულაც იმ დონის არაა რაც საჭიროა. ეგ მოდელი ალბათ განკუთვნილია სროლის სწავლისთვის, რომ არ იწვალო PCP იარაღის დატენვაზე, ნუ იქ ცალკე ნასოსის, თუ ბალონის შეძენაზე და ასე შედმეგ... მარტივი გამოსავალი ახალგაზრდებისთვის არის co2 ბალონი რომელიც დიდ დატვირთვებს და ფინანსურ ხარჯებს არ მოითხოვს (იარაღის აირით დატენვისთვის შემთხვვეაში იღლება ადამიანი ან ფულს ხარჯავს ბალონში და შედეგად სროლისთვის ნაკლები დრო გრჩება თუ ნასოს იყენებ, ან ბევრ ფულს ხარჯავ ბალონში ) შედეგად უფრო მეტ დროს უთმობ სროლას.
იმის გამო რომ იარაღი განკუთვნილია სპორტული სროლისთვის თან co2-ზე, მას არ გააჩნია პრეტენზიები მაღალ სიჩქარეებზე, co2 იდეალური გამოსავალია, დაბალი სიჩქარე და მსუბუქი ტყვია კი ნიშნავს მოკლე მანძილებს, პლიუს სპეციფიური კონდახის ფორმა, მოკლედ რავიცი, 35 მეტრზე ეს იარაღი უკვე კაი დიდ გაფანტვას იძლევა, ასე რომ მგონი მაქსიმუმ 10-20 მეტრია მაგის სამუშაო მანძილი
მაგ იარაღს ვერ გამოიყენებ ნორმლაური ტყვიების სასროლად, ანუ თუ მსუბუქ ტყვიაზე იძლევა 165 მეტრ წამს, ნორმალურ მძიმე ტყვიაზე მოგცემს 110-120 მეტრ წამს, ეგ კი მაქსიმუმ 10-15 მეტრზე ბოთლების დასამტვრევად გამოდგება.
ამ იარაღს არ აქვს მცველი რას სპორტულ ღონისძიებაში გამართლებულია, მაგრამ სანადირო ან საპლინკაო საქმეში გაუმართლებელია და შეიძლება შემთხვვეით გაგივარდეს იარაღი, ასევე სპორტული სპეციფიკაციებიდან გამომდინარე აქვს ძალიან მგრძნობიარე სასხლეტი და ოპტიკის რელსი სპეციალური 5 გრადუსიანი დახრით რომელიც სპორტული იარაღისთვისაა განკუთვნილი.
შინაარსი ასეთია, არის სპეციფიური იარაღი სპეციფიური დანიშნულებისთვის, არავინ ამბობს იმას რომ შენ ახლა ვერ შესძლებ ჯინაზე სხვა საქმეში გამოყენებას, ნუ აქ ისეთი პონტია რა აი ყველას ყავს ნავაროჩენი სპორტული მანქანები და შენ მათ საგონკაოდ უდგები შენი ჟიგულით... ნუ არავინ გიკრძალავს დადგომას და მონაწილეობას მაგრამ შედეგი ხომ წინასწარ ცნობილია ... გაყიდვა მოგინდება და უნდა უმტკიცო ვიღაცას რომ მაგარი მანქანაა და რავი....
პლიუს მგონი მაგას 88 გრამიანი co2 ბალონები უნდა რაც ჩვენთან არ იშოვება, რაფერ აპირებ მაგის გამოყენებას ეგ ვააბშე ცალკე საკითხია...
ასე რომ მგონი ჯობია სხვა რამისკენ გაიხედო
g. giorgi
temo-777
okela84
http://www.ebay.com/itm/Benjamin-Discovery-PCP-Rifle-22-Cal-BP9M22GSL-/400781888358?pt=LH_DefaultDomain_0&hash=item5d50764b66
440 ლარი ან კიდე უფრო ნაკლები, და წონა
განბაჟებით ყოველ შემთხვევაში მე შევძლებ რომ განბაჟების გარეშე ჩამოვიტანო.+ შემიძლია ცოტა დავაკლებინო.
ან თუნდაც ამაზე იაფად რაიმე მეორადის ჩამოტანა ან აქვე ყიდვა.
რაც შეეხება ნასოსს
მაგ ეს:
http://www.aliexpress.com/item/JUFENG-high-pressure-pcp-hand-pump-4500psi-down-40-directly-to-90-for-supporting-new-buyers/1351088235.html
133$ და წონაც არ ექნება გადასახდელი.
ჯამში გამოვიდა 680 ლარი,
მაგრამ მე მგონია რომ თუ კიდე კარგად დაძებნი უფრო იაფადაც იყიდი
ნუ ყოველ შემთხვევაში იცი რომ ვაჭრობა მეხერხება ფორუმიდან (თბილისის)
შეიძლება იდეალური ვარიანტები არ დავწერე მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცუდიც არ იქნება მგონი.იმასთან შედარებით რაც ზემოთაა და გასაყიდადაც მარტივი იქნება ალბათ
თუ რამეში ვცდები ესეც არ უნდა იყოს საგანგაშო,იმიტომ რომ დიდად ვერ ვერკვევი იარაღში,
უბრალოდ ჩემი პირადი მოსაზრება იყო მეტი არაფერი.ესეც დავაფიქსირე,რომ უფრო კომპეტენტურებიც გირჩევენ თქო
temo-777
ეგ დისკო .22-ია, მაგ კალიბრს კიდე აქ საბაჟოზე არ გამოგატანენ, ჩამოგართმევენ.
DaV1nCh
ეგ ვიცი კაცო რომ ამას არ შემომატანინებენ ,ეს სიტყვაზე დავწერე,თორე ა ბატონო იგივე 4.5-იანი:
http://www.ebay.com/itm/Benjamin-Discovery-PCP-Rifle-177-Cal-BP1K77GSL-/351184996479?pt=LH_DefaultDomain_0&hash=item51c441c87f
გმადლობთ პასუხისთვის ბატონებო, 670$-იანი რაგაც 199$-ად გაიჩითა და იქნებ მაგარი რამეა მეთქი დამაინტერესდა. მოკლედ გადავიფიქრე ყიდვა დეფიციტური ბალონების გამო. 105$-ად ვიყიდი Crosman Vantage Nitro Piston Air Rifle with Scope, და ეგ იქნება
g. giorgi
ja_ja
http://www.amazon.com/gp/product/B004XVIRM0/ref=ox_sc_sfl_title_2?ie=UTF8&psc=1&smid=A2QRZCM62H31GG
წერია რომ უხმარია და ოთხი ცალინ აქვთ გასაყიდი, ერთი მითხარით ტყვიები სათითაოდ ჩადის? თუ მჭიდი აქვს
ამ ლინკზე ორი ცალი აქვთ და ორივე მეორადი.. Aქედან ერთი 199 მწვანე პლუს 11 დოლარი შიპინგი და ერთიც 480 დოლარი..
ჩისტა სპორტული კარაბინია, 10-15 მ-ზე სასროლად..პლუს ამას ბალონები პრობლემა
199-ია, 11 დოლარი აღარ მიუმატა camex-ზე რომ ვაგზავნიდი, უკვე სამი დგეა და ჯერ არც ერთი არ გაეყიდათ ოთხიდან. ეტყობა სახარბიელო მართლა არაფერია
ერთი ის მითხარით რა: რეფითერი და ბლოუბექი,სხვადასხვა რამეა? თუ
თუ კი თვითოეულს რა დანიშნულება აქვს. მაშინ,ვიცი რომ ბლოუბექი შემდეგ გადატენვას აკეთებს მგონი. (თუ სწორად ვიცი )
კიდევ რამოდენიმე კითხვა.SEMI-AUTO DA და აუტო-ს შორის განსხვავება. რას აკეთებს აუტო რასაც სემი ვერ აკეთებს?
და კიდევ აი მაგ. ვნახულობ იარაღის მონაცემებს აქ.
http://www.pyramydair.com/s/m/ASG_Bersa_Thunder_9_PRO_BB_Pistol/2909#
სად წერია რომ სიტყვაზე BB-საც ისვრის და ჩვეულებრივ ტყიებსაც.ვერ ვნახე
temo-777
ja_ja
გასაგებია ყველაფერი,გარდა ამისა.
gregory
ხოდა როგორ გავიგო აბა,ისვრის თუ არა ჩვეულებრივს,რა პარამეტრებით შეიძლება რომ მივხვდე,თუ წერია სადმე და ვერ ვხედავ
მაპატიეთ თუ მოგაბეზრეთ თავი კითხვებით
შემხვედრია საიტებზე აღწერაში.ეწერათ რომ ისვრის BB-საც და ჩვეულებრივებსაც, ზოგს არაფერი უწერია
temo-777
მჭიდს დააკვირდი,
თუ ეგეთია როგორიც ზემოაღნიშნულ იარაღს აქვს ეგ ცალსახად BB ტყვიებზეა,
თყ http://www.walmart.com/ip/Crosman-8-Shot-BB-Pellet-Clips-3pk/17173790?affilsrc=api&u1&oid=223073.7200&wmlspartner=q5QZHUbCIj8&sourceid=17824579210356093473&affillinktype=14&veh=aff ან http://www.pyramydair.com/s/a/Beretta_PX4_Storm_177_magazine/2098, ან http://ep.yimg.com/ay/airgundepot/beretta-air-rifles-beretta-cx-4-storm-co2-rifle-w-30-rd-pellet-capacity-9.gif მაგვარია, მაშინ კლასიკურ ტყვიებზეა
temo-777
ja_ja
ja_ja
გამარჯობა ყველას ასი წელი არ ვყოფილვარ აქეთ, გადავალ პირდასპირ კითხვებზე.
წავიკითხე რაც შემეძლო აქაც _სხვაგან . მინდა ვიყიდო სოფლისთვის პისტოლეტი ბალონზე უნარეზო გლუვი ბურთულებს რო ისვრის! გასართობად მიზანში სასროლად .
აბსოლუტური ჩაინიკი ვარ ამ ცეო პისტოლეტებში.
ორი რამ მინდა ქონდეს ფიშტოს შორს სროლა და ხარისხი...
ერთი მოდელიც რო დამისახელოთ საკმარისია ..ოღონდ პისტოლეტს რო გავდეს ..ზოგს გაუგებარი ფორმები აქვს
ნუ შეწუხდებით ..ორი სიტყვაც საკმარისზე მეტია
შორი სროლა დაივიწყე - 15 მეტრი მაქსიმუმი რეალში 5-10 მეტრი
მოდელებიდან კი Crosman Pro77 ან Walther P99 Compact-ი.. ნუ მემგონი, ანუ ჩემის აზრით
მიხომიტო
გლუვლულიანზე თუ ამბობ, ბურთულებს რომ ისვრის, მაგით 10 მეტრზე შორიდან 2 ლიტრიანი ბოთლისთვის გარტყმა გაგიჭირდება. მე მქონდა ეგეთი პისტოლეტი - კოლტი 1911.
გამარჯობათ. მეგობარმა შეიძინა ქროსმანის პისტოლეტი დოლურიანი,ჩადის რვა ტყვია. მოკლედ,წნევას კარგავს ალბათ მინიმუმ მეოთხედს და შესაბამისად სუსტია. ორ ადგილას აპარებს,დოლურის წინიდან და უკნიდან. ეშველება რამე?
co2 პისტოლეტი მიზანში ძალიან ბანძი გამოგონებაა.
http://www.pyramydair.com/s/m/Colt_1911_Special_Combat_Classic_BB_Pistol/2777
ეს მაქვს და ვეღარ გავიგე მიზანი როგორ გავუსწორო,ხან ამინდიო,ხან ტემპერატურა,ხან მე ვერ ვარტყავ
მაგრამ ბლოუბექი რომ არა აქვს 100 გასროლამდე კი აკეთებს
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services