ზდაროვათ, თუ ვინმემ იცით დაწერეთ რამენი ხანი შემიძლია დავტოვო ბალონი იარაღში? 1, 2, 3 დღე? თუ რამდენი ხანიც მინდა?
იარაღს გააჩნია, ზოგში 2 კვირა, ზოგში 2 საათი
უნდა ცადო... ყველაფერი დამოკიდებულია კლაპნის კონსტრუქციაზე და დამამკვრივებლის ხარისხზე... სამწუხაროდ მანომეტრი ამ ტიპის იარაღს არ გააცნია, ხო და ერთი გამოსავალი გაქვს:
ახალი ბალონით ისროლო მთელი რესურსი, და დაითვალო შედეგიანი გასროლების რაოდენობა... სიჩქარის ვარდნამდე.
მერე კი ცადო ახალი გაუსროლელი ბალონი, და დაივიწყო იარაღი 1 კვირით ვიცი რომ ძნელია მაგრამ ექსპერიმენტის გულისთვის .
მერე კი ისევ ისროლო და დაითვალო გასროლების რაოდენობა...
სიჩქარის გაზომვა შეიძლება მხოლოდ ქრონოგრაფით... ჩვენიანებისგან მხოლოდ Ja_Ja-ს აქვს არამგონია უარი გითხრას.
ხო და ამ გზით გაარკვევ რამდენი ხანი შეიძლება შენს იარაღში ბალონის დატოვება.
რაღაც მეეჭვება გააპაროს
ბიწებო დღეს ჩამომივიდა ვატერი პნევმატური და ბალონი რომ ცავდე ცოტა ჰაერს აპარებს. ხმა აქვს რა სულ პისტოლეტს. ყურს რომ დაუგდებ ისმის. იქნებ მითხრათ რისი ბრალია.
levancho
ბალონი რომ ჩადე სპეციალური ზეთი დააწვეთე ბალონის თავზე? თუ არა, მაგისი ბრალი იქნება. ზეთი ორ ფუნქციას ასრულებს მად: 1- ეს არის გამჩვრეტი შტირის დაცვა დაბლაგვებისგან. 2- ბალონის ადვილად და სუფთად გაჩვრეტის უზრუნველყოფა. ტომ გეილორდი სადღაც ამბობდა, რომ ზეთის გარეშე თუ ჩადებ ბალონს იარაღში, ხდება ისე, რომ გაჩვრეტისას ბალონის თავი ზიანდება, ზედმეტად იხევა და ხვრელი იდეალური არ გამოდის, ამიტომ შესაძლოა გააპაროს.
ან მეორე ვარიანტი: ბალონი ან თვითონ თოფი არაა მოწოდების სიმაღლეზე...
ზეთი არა ხახვი ადრე რო მქონდა პ23 არანაირი ზეთი არ მხიამრია კაცურად მუშაობდა!
levancho კონრეტულად რომელი იარაღი ჩამოგივიდა? ბალნი როგორ უკეთდება? სწორად უკეთებ?
Der Rote Baron
ზეთით ჯობია(თანაც მაქვს 10 ლარად)
Der Rote Baron
Der Rote Baron
ja_ja
ja_ja
მართალი ხარ.
Der Rote Baron
bazuka
ცდებით. ზეთის დანიშნულება სწორედაც რომ ნემსის დაცვაა, რაც თავის მხრივ იარაღის დიდხანს და გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს.
bazuka
Der Rote Baron
რატომღაც მე ნემსი ვიცოდი, სანახავია პოლ კაპელოს და ტო მეილორდის თემები, მგონი მანდ იყო მაგ ზეთის დანიშNულებაზე საუბარი
ja_ja ამბობენ ზეთი იცავს ნემსსო, ნაკლებად ცვდებაო და მეტი რა უნდა იყოს... სწორად იცი.
nihontoman
ნუ ატრაკებ რააა კაცმა დაწერა წავიდა დაიკარგა აღარც აინტერესებს პასუხი, შენ კიდე ამდენს წერ, დაიკიდე რა
ესე ვარაუდით რას გაიგებ შეიძლება ვაბშე ,,ბრაკია'' ან დარწმუნებული ვარ ბალონს ვერ დებს კარგად.. თან თუ ისე იდება როგორც პ23-ს აქვს
მართლა ატრაკებთ, როგორც ვნახე პელიგანოილი საჭიროა კომლექსური მიდგომისთვის, დასაზეთად და ნემსის შესანარჩუნებლად, კაროჩე ორივე ბანაკი მართალია
და რაც მთავარია ერთერთ თემაში ტომ გეილორდს უწერია რომ თუ იყიდეთ co2 პნევმო და აპარებსი გამოიყენეთ კროსმანის პელიგანოილიო, გაწმინდეთ შიგნეულობა და რამდენიმე საათში თოფი ისეთივე იქნება როგორც ახალიო!!!
ასე რომ რაც არ უნდა სასაცილო იყოს საჭიროა, ეტყობა პრაკლადკა ან რეზინა რაც არის ის იჟღინთება და აბტურაციაც სწორდება.
Der Rote Baron
ხო, რავი მე ჩემი ვეცადე, ხოდა კითხვის ავტორი დაბრუნდება თუ არა ან შეხედავს თუ არა ამ პოსტებს საერთოდ არ მაინტერესებს.....
მორჩა ბაზარი.
სიტყვაზე თუ ბალონის დატოვება პრობლემაა და იცლება თვითონ დროის განმავლობაში,მაშინ ბალონის ჩადების მერე co2-ის ტიპის იარაღში მაგის ამოღება არაა შესაძლებელი? თუ სისულელეს ვკითხულობ? თუ მასეა მაშინ ძალიან უაზრობა ყოფილა co2 საერთოდ.ანუ გამოდის ფაქტიურად რომ ერთ ჩადებაზე უნდა დაცალო>????
ყიდვა მინდა და მაგიტომ ვკითხულობ
temo-777
საერთოდ იარაღზეცაა დამოკიდებული.
ჩემი რჩევაა თუ ბალონი გიდევს და არ ხნარობ, მაშინ დღეში 1-2 ჯერ მაინც გაისროლე თუნდაც ტყვიის გარეშე. ასე კლაპნის სალნიკები ამოძრავდება და უფრო შეინარჩუნებს ელასტიურობას
ჩადების მერე მაქსიმალურად მალე უნდა შეეცადო ამოღებას. აქ არ იგულისხმება რამდენიმე წამი და წუთი..
ანუ ჩადე ბალონი დაიწყე სროლა, ნუ რავი იქ 40-50 თუ ჯანდაბას მთელი 100-120 გასროლა გაკეთდა ვსიო ამოიღე, ნუ ახლა რამდენი დრო დასჭირდება მაგ რაოდენობის გასროლების გაკეთებას, ზუსტად ვერავინ გეტყვის, მაგრამ 2-3 დღე და მითუმეტეს კვირა და თვე ნამდვილად არ უნდა გქონდეს ჩადებული.
მე ეგრე ჩავატარე ექსპერიმენტი და ყოველი გასროლის დამთავრების შემდეგ ბალონს ვიღებდი ერთერთი თოფიდან, თუ ბალონში აირი კიდევ იყო და სროლა აღარ მინდოდა, ან ვინმეს ვთხოვდი თუ გართობა უნდოდა დაეცალა ბოლომდე, ან თუ ასეთი არავინ იყო, მაშინ ვეჩვეოდი იმ აზრს რომ ბალონი ამოსაღებია და გამოუყენებელი co2 უაზროდ იხარჯება.
ერთხელაც სროლის შემდეგ ჩავდე ახალი ბალონი, გავაკეთე 4-5 გასროლა და დამენანა პრაქტიკუალდ ახალი ბალონის ამოღება, დავტოვე ეგრე, 1 კვირის მერე მშვენივრად ისროდა და კიდევ 10-15 გასროლა გავაკეთე, მეორე კვირის ბოლოს რავარც იქნა დავცალე ბალონი და დავაპირე ახლის ჩადება, ვსიო მანდ ეტირა ყოფა თოფს რანაირადაც არ ჩავდე ბალონი მაინც გასდიოდა თოფს. ნუ მე მეხერხება შეკეთება, ასე რომ სახლში დაბრუნებისთანავე შევაკეთე, მაგრამ იმ დღეს მეგობრებთან შემარცხვინა თოფმა.
ამიტომაც ჩავატარე ექსპერიმენტი. ჩავდე ბალონი და დავტოვე 1 დღით... ნუ მამენტ მეორე დღეს ახალი ბალონი ჩავდე და ყველაფერი წესრიგში იყო, დავტოვე ბალონი 2 დღით, მესამე დღეს ახალი ბალონი და მაინც მუშაობდა მაგრამ ბოლოს დავტოვე 1 კვირით და ფაფუ დედა ეტირა ისევ
მოკლედ დასკვნა აქ ასეთია, co2 არის საკმაოდ აგრესიული აირი, რაც არ უნდა სპეციალურად დამზადებული რეზინა იყოს, მაინც ჭამს, მითუმეტეს როდესაც მუდმივად და ხანგრძვილი ზემოქმედება აქვს, გარდა მაგისა ბალონი სადაც იდება იმ კლაპანშიც არის მყარი რეზინა და ისიც განიცდის უბრალო მექანიკურ დეფორმაციას, შედეგად ან სკდება გვერდიდან, ან ისრისება, ან მიჭერილი ბალონის ადგილზე ჩნდება ბალონის თავის ფორმის ჩანაჭდევები, შედეგად მოსხნის მერე ეს ჩანაჭდევები მეორე ბალონს კი არა, იგივე ბალონი რომ ჩასვა იმას ვერ მოარტყავ იგივე ადგილზე, ... მოკლედ, ან ჩაზნექილი ადგილიდან იწყებს აირი გამოსვლას, ან ამოზნექილი ადგილი არ ჩადის ბოლომდე....
მორალი ასეთია, თუ ერთობი შეეგუე იმ აზრს რომ გამოუყენებეილი ბალონი ჯობია ამოიღო, ან თუ ბოლო 2-3 გასროლა გინდა გააკეთო და არ გინდა ტყუილა ბალონი დაცალო, შეელიე იმ 2-3 გასროლას და ნუ ჩადებ ახალ ბალონს რომ მერე მისი დაცლა დაგენანოს.
შეგიძლია დაიკიდო ეს თემები, მაგრამ მაშინ მიეჩვიე იმ აზრს რომ იარაღი მუდმივად შესაკეთებლად გექნება სატარებელი.
gregory
ja_ja
მადლობა
temo-777
როგორც ჩანს ჯერ ეგ ბალონი შენ ხელში არ გჭერია... მოკლედ მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანო - წარმოიდგინე რომ მუშაობ ვულკანიზაციაში და ბორბალს ტენი ისე რომ დამტენი პორტიდან ჩამკეტი კლაპანი გაქვს ამოძრობილი.... სანამ შლანგი მიერთებული გაქვს ჰაერი არ გამოდის, მაგრამ საკმარისია შლანგი მოხსნა რა მოუვა საბურავს რომელსაც დამკეტი კლაპანი არ აქვს?
ასევე co2 ბალონები, სანამ ახალია გადაკრული აქვს თავზე თხელი ლითონის ფირფიტა... როდესაც თოფში იდება სპეციალური გასაღებით (იდეაში ჩვეულებრივი ვინტია რეზბით) უჭერ მას თავის ბუდეში ისე რომ ზემოთ აიწიოს და კლაპანს მიედოს. კლაპანში კი ნაწრთობი ფოლადის ნემსია ხვრელით იმისათვსი რომ მოჭერისას ბალონის თავზე გადაფარებული რკინის ფირფიტა გაიხვრიტოს და აირი კლაპანში გადავიდეს....
გარეთ ამ დროს არ გამოდის ჰაერი იმიტომ რომ სანამ ნემსი ბალონს გახვრიტავს მანამდე რეზინას ედება ბალონის თავი და გარედან ის აკეთებს აბტურაციას, ანუ აირის შეკავებას...
გამოღებისას გასაგებია რომ რკინის გახვრეტილი აპკი თავისით არ შეხორცდება, შედეგად რა უშლის ხელს co2-ს გამრეთ გამოვიდეს? ანუ დაიძახებს ფშიიიკკკკ და მორჩა საქმე ბალონი ცარიელია
ძირს არის მოყვანილი სურათზე 1) უხმარი ბალონი 2) ნახმარი ბალონი....
მგონი შენს კითხვაზე პასუხი 100%-იანად არის გაცემული
ja_ja
გაიხარე დიდი მადლობა სრულყოფილი ინფორმაციისთვის.
კი მართალი ხარ ჯერ არც შევხებივარ
გადავიფიქრე მთლად CO2-ის ყიდვა.
მოგესალმებით, ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება co2 პისტოლეტის შეკეთება? ჰაერს აპარებს და სასხლეტი გამოკვრის შემდეგ ხელით თუარ გაწიე ისე საწყის პოზიციას არ უბრუნდება.
master
რა მოდელია?
http://www.amazon.com/Daisy-Outdoor-Products-Pistol-Black/dp/B000BTNLYC/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1431107738&sr=8-1&keywords=daisy+powerline+008
ესაა
მაგ მოდელზე სამწუხაროდ ვერ დავწხმარები
ძირითადად ის რეზინის რგოლი ფუჭდება, რომელსაც ბალონის თავი ებჯინება და აქედან ხდება აირის გაპარება. ეს რგოლი (პრაკლადკა) უნდა გამოცვალო. თუ ისაა დამნაშავე, ბატონ გრიგოლს მიმართე აქვე. (ბალონს თავზე სპეციალური საცხი სჭირდება და ბალონი მაქსიმუმ მალე უნდა დაცალო ეს რომ არ მოხდეს). უკან არ ბრუნდება, ე.ი. ან დამბრუნებელი ზამბარა გაწყდა, მოძვრა ან რაიმეს ედება - დაშალე და შეამოწმე. თან, თუ არ შეიზარებ, დაპოსტე რა და როგორ გააკეთე.
მადლობა ყურადღებისთვის, მგონი ზამბარა აკლია, თან ეს სხვანაირო ფიშტოა, ღარ ლულიანია და მექანიზმიც ცოტა განსხვავებულია. ჰაერის გაპარება რეზინის ბრალია, ჩავუყენე ელიავას რეზინები პირველ ორში თავიდან იწყებდა გაპარებას, ასე 10-15 ცარიელი გასროლის შემდეგ აღარ ისმოდა გამოსული ჰაერის ხმა, მერე კიდე გამოვუცვალე და იმათზე საერთოდ ჩადებისთანავე იცლებოდა.
დადე სურათი რეზინის საფენის (პრაკლადკა) და თუ აქვს ბატონ გრიგოლის თავის იარაღის მაღაზიაში, კი გამოცვლი.
მნიშვნელობა აქვს რომელი ფირმის ბალონს ვიხმარ?? ანუ სხვადასხვსნაირები არი თუ არა
და ერთიცც..მაგალითად ყოველდღე ხმარობ ერთ ახალ ბალონს,რა მოხდება?? ანუ სალნიკი სულ ცო2 ზემოქმედების ქვეშ არი და როგორც ზემოთ აღნიშნეს ამ შენთხვევაში მაქსიმუმ ერი კვირა გაძლოს სალნიკმა ??? და დაკარგავს თავის ფუნქციას???
და ერთიცც..მაგალითად ყოველდღე ხმარობ ერთ ახალ ბალონს,რა მოხდება?? ანუ სალნიკი სულ ცო2 ზემოქმედების ქვეშ არი და როგორც ზემოთ აღნიშნეს ამ შენთხვევაში მაქსიმუმ ერი კვირა გაძლოს სალნიკმა ??? და დაკარგავს თავის ფუნქციას???
hidden
არა არ დაკარგავს
თუ პელგანოილს იხმარ ხომ კიდევ უკეთესი
hidden
მე ეს მომცეს კალიბრში 9 ლარად
http://ohotnik.co.ua/catalog/Orujeinoe-maslo-BALLISTOL-GUNEX-Sprey-200ml/p750/
hidden
ხოდა ეს დედა ატირებული, თუ არ იციან სალნიკის მოსავლელად გამოიყენება თუ არა ,რაღას მომყიდეს ? 700ჯერ განვუმარტე რისთვისაც მინდოდა.კაროჩე რააა....ეგ არაფერი,მთავარია გამარკვიეთ, ამასაც კი გოვიყენებ დანიშნულებისამებრ...
და პელგანოილს სად ვიყიდი??
hidden
აქ თუ gregory-ის არა აქვს, სხვაგან არა მგონია იშოვო.
მე რომ ლინკი დაგიდე მაგ საიტიდან უნდა გამოიწერო.
hidden
მაქვს
სავარაუდოდ რეზინიდან აპარებს. კი მიკვირდა აქამდე როგორ არ აპარებდა.
თვენახევარი,ორი თვე ბალონს არ ვცლიდი ხოლმე და მაინც ხოდზე იყო ორი თვის მერე იგივე ძალით ისროდა. ასე გამიძლო სადღაც წელი ალბათ.ხშირად არ ვისროდი ხოლმე.
მომეწონა.
ახლა კი საბოლოოდ დაერხა ეტყობა რეზინას. კაი ხნის ჩადებული გავისროლე პატარა ხმაც არ ქონია.
ჩავდე ახალი ბალონი.და თავიდან რამდენიმე წამი გაუვიდა,მერე გაჩერდა/ეტყობა რეზინას ერხევა,
სად ვიყიდო მაგის რეზინა? და რაღირს იცის ვინმემ მასეთივე ხარისხის რეზინა რომ იყოს
temo-777
ღადაობ
ყველაფერი დაწერე ძირითადი პუნქტების გარდა ერთერთი ძირითადი პუნქტია და კითხვაა - და რომელი იარაღი გაქვს ბლინ სადმე მაინც ახსენე
გარდა ამისა ვის მიმართავ რაცხა ნამეტანი შუადან დაწყებული პოსტია ტექსტი ჩაგიყლაპა ფორუმმა თუ რა ხდება
P.S. ამირანი გულში მღეროდაო ისე ახლა ამ პოსტის ამბავი
ja_ja
ხო იარაღი გამომრჩა შემთხვევით
http://www.pyramydair.com/s/m/Colt_1911_Special_Combat_Classic_BB_Pistol/2777
მიმართვით კიდე იმას მივმართავ ვინც იცის კითხვაზე პასუხი ყველას
ჰოო მაგი კოლტი თუ არავცდები უმარექსისაა... მაშინ შეგიძლია მაგის რეზინა დაითრიოhttps://www.gunspares.co.uk/shopdisplayproducts.asp?page=2&id=24513&Search=თუ არავცდები მანდ რაც არის ნომრით PW056 ანუ Packing at detonator , კაკრაზ ისაა რასაც შენ ეძებ.... თუმცა გარეგნულად ძალიან გავს http://www.pyramydair.com/s/a/End_seal_357_CO2_guns/3832
თუ შიგნით ეგეთი ფერის ჩანს მაშინ შეგიძლია გრიშასთან მოსინჯო მაგის შოვნა წესით კი უნდა ჰქონდეს გრიშას აქ ადგილზე მაგ რეზინა...
თუ რაიმე მიზეზის გამო არ იშოვება ეგ რეზინა და არის მწვანე ფერის მაშინ ერთ ქაჯურ მეთოდს გასწავლი და არ გაგიკვირდეს....
მოკელდ დაშალე ეგ შტუკა (აბოიმა) და ამოიღე ეგ რეზინა. შემდეგ იმ მხარით რომლითაც ბალონს ესება დაადე შკურკას, ასე 500-იანს და ნელა ატარე ზედ სანამ არ მიაცვითაც იმ ზედაპირს რომელზეც ბალონის ფორმა იქნება ამოტვიფრული... რომ ჩახვალ სწორე ხედაპირამდე მერე გადადი 1000-იან შკურკაზე და იმით ასე ვთქვათ დაუმუშავე ზედაპირი რომ მაქსიმალურად სუფთა იყოს...
ააწყვე და იმუშავებს მშვენივრა, შემდეგში კი 1 კვირაზე მეტხანს ნუ გაჩერებ ბალონს თოფში, უმჯობესია გამოყენების დამთავრების შემდეგ ამოიღო ბალონი მიუხედავად იმისა სავსეა თუ ცარიელია. ვიცი ზოგს ენანება ხოლმე co2-ის დახარჯვა ახალ ჩადებულ ბალონზე, მაგრამ ნუ... არ ამოიღებ და მერე რეზინაა საჩალიჩო....
ja_ja
კი უმარექსისაა,მასე აწერია ყუთს.
temo-777
მოკლედ ახლა მოვიცალე ამისთვის,
დავშალე და ცოტა ავირიე.
ვითომ ამ მწვანეს გასდის?
არა გავს დფორმირებულს.
ეს შავი არაფერ შუაში არ შეიძლება იყოს?
http://radikal.ru/big/ade2d0ee05bc4a25b57189e08d0d0ae9
ესეც მაღალ ხარისხში:
http://www.mediafire.com/view/ik41ad5kj85qsmy/IMG_0496.JPG
temo-777
ეგ შავი ქროსმანებს საერთოდ არ აქვთ
აი იმ მწვანეს რომ აფიქსირებს კლაპანში, ის ხომ არ იყო მოშვებული?
gregory
კროსმანი რა შუაშია უმარექსის ფიშტოა
temo-777
ის შავი პროსტა არც კი ვიცი სად იყო და რაფერ გითხრათ მაგის ბრალია თუ არა ან ნახაზი სქემა გაჩიტე ინტერში სადაც ეგ რეზინა იქნება ნაჩვენები, ან რამენაირად ხლებით აგვიხსენი სად იყო...
რაც შეეხება მწვანე რეზინას, აკი ზემოთ ვწერდი რომ ძველი ბალონის თავის ფორმაა ზედ ამოტვიფრული და მაგოტომ არის რომ ახალი აპარებს მეთქი, იმიტომ რომ ახალს სხვა ფორმა აქვს და არ ემთხვევა ერთმანეთს, შედეგად სადრაც პაწა აცდენა და ეგრევე გამოდის ყველაფერი გარეთ...
გამოსავალი როგორც ზემოთ დავწერე 2 გაქვს, ან ზუნფარის ქარალდზე დაამუშავე ის მხარე რომელიც ბალონს ეხება (დამიჯერე 3-4ჯერ გამიკეთებია სხვადასხვა იარაღზე და დამუშავების შემდეგ არცერთს არ გაუშვია), ოღონდ ზუმფარის ქარალდი უნდა იყოს წვრილი ფრაქციის 500-ზე ზემოთ, უმჯობესია 1000-1200... და არ აათალო ზედმეტი ზედაპირი, როგორც კი მთლიანი ზედაპირი ერთი სიბრტყის გახდება მორჩა მაგის საქმე...
ან გაქვს მეორე გამოსავალი, ველური ძალით მიჭიმო ახალი ბალონი მაგ რეზინაზე, მაგრამ მაგ დროს როგორც წესი ან იარაღის კონსტრუქცია ზიანდება ხოლმე, იმიტომ რომ არაა მასეთ დაწოლებზე გათვლილი, ან საერთოდ ეგ რეზინა სკდება ხოლმე ნამეტანი ზედმეტი მისრისვის გამო.
არის კიდევ ერთი მეთოდი, მაგრამ ეგ მუსოაბს 50/50-ზე, ანუ ეგ რეზინა ამოატრიალე თავდაყირა და ბალონი სუფთა ზედაპირს დაედება, ხოლო ის დეფორმირებული ზედაპირი მოხვდება თოფის შიგნით, იქ ისედაც სწორი სივრტყეა და ის ამოჭყლეტილი ფართობი რაღაცას მაინც მიწჭირება, შედეგად ჰაერს აღარ გამოუშვებს... პრობლემა ისაა რომ ზოგიერთ თოფს ისე აქვს კლაპანი კონსტრუირებული რომ რეზინის ამოტრიალების მერე ნორმალურად აღარ ჯდება ზოლმე კლაპანიც და ბალონიც, ზოგჯერ კი ამოტრიალებას შედეგი არ მოაქვს ხოლმე, ასე რომ ეს მესამე მეთოდი შენს გემოვნებაზეა...
ja_ja
temo-777
და ბალონი რომ დააყენო, გადაუჭირო და წყალში ჩადო აბოიმა? ეგრევე გაიგებ საიდან გასდის
gregory
არაა ცუდი აზზრი/
ერთი მაგ შავ რეზინას ვიყიდი.
დამერე თუ გააპარა უცებ წყალში ვაჯახებ,
ეს შავი რეზინა მანქანის ნაწილებში ვითომ პრობლემა იქნება ნეტა?
თუ იმ მწვანედან გააპარა და მაშინ დავშკურკავ როგორც ჯაჯამ მირჩია
აი ის მწვანე რეზინა და ბალონი ერთად რომაა მშვენივრად გაქვს გადაღებული, ეგეთივე პონტში რომ გადაიღო მხოლოდ რეზინის ზედაპირი, ეგრევე დაინახავდი ამოპრესილ რგოლს რომელიც ბალონების ხუფს აქვს...
შავ რეზინას რაც შეეხება, წაიღე ეგ რეზინა ელიავაზე და ნაბორები რომ იყიდება ისეთ სასტავთან მიდი, მაგათ აქვთ 2 ნაბორი მეტრული და SAE ანუ დუიმების, წესით ერთერთი ნაბორიდან რომელიღაც უნდა წავიდეს, თუ არაფერი გამოვა და მერე რამენაირად დამიკავშირდი და მეც მაქვს რაცხა რეზინები და იქნებ ჩემებიდან რომელიმე მოერგოს.... მარა ამ შაბათ კვირას მე გაქაჩული ვარ
ისე კი მაგ შავი რეზინის ბრალი ნაკლებად მგონია, რადგან თავის ბუდეში ჯდება და ცოტათი ამოწეულია, ეგ იმიტომაა ეგრე რომ მეორე ნაწილის ზედაპირი ბრტყელია და ერთმანეთთან მიდებისას უნდა მჭიდროდ მიაჯდეს ზედაპირებს. სურათზე რაიმე დიდი ნაჩხაპნი აშკარად არ ჩანს, ასე რომ ამც ზედაპირების და არც რეზინის ბრალი არ უნდა იყოს სავარაუდოთ
ja_ja
მოკლედ არც ერთია და არც მეორე
აი აქედან უშვებს.
ჯერ კარგად,და მერე ნელ-ნელა წყდება.
რაიმეთი ამოვავსო თუ რა ვუყო?
http://radikal.ru/big/4ece849aca8d4504a4583ff65a5c1845
https://www.youtube.com/watch?v=SnOMtapWAKo
ერთი ისაა კიდე რო ახლა აღარ უშვებს.
ანუ გამოვა რაღაც წნევა და მერე წყდება
ჰოო მანდაც წესით რეზინა უნდა იყოს ან რაიმე გერმეტიზაციის შტუკა.
1) აიღე ჩვეულებრივი 5 ტეთრიანი და გამოიყენე როგორც ატვიორკა, ამოხრახნე ეგ ბრინჯაოს დეტალი. მანდ იქნება კლაპანი, რადგანაც ცენტრიდან არ გამოდის ჩავთვალოთ რომ თვითონ კლაპანი წესრიგშია
2) ნახე ის ადგილი სადაც ეგ ბრინჯაოს დეტალი ეხრახნება, წესით რაიმე რეზინა ან პლასტმასი უნდა იჯდეს მანდ, თუ რეზინაა იგივე შეცვლა უნდა თუ პლასტმასია დააკვირდი მის ზედაპირს, პირდაპირ პლასტმასის გაშკურკვა გამოსავალი არაა, იმიტომ რომ შეიძLება სიმაღლეზე იყოს დაანგარიშებული და გაშკურკვისას დააპატარავებ მაგ დეტალს შედეგად მეტად გამოაპარებს ჰაერს
3) თუ არც რეზინაა მანდ და არც პლასტმასი, მაშინ შეგიძლია უბრალოდ სანტექნიკის პაკლი აიღო და შეამოახვიო ბრინჯაოს დეტალს რეზბაზე, შემდეგ კი ჩაახრახნე თავის ადგილზე.
4) ნუ ბოლო-ბოლო თუ რაღაც შეგიძლია მანქანის გერმეტიკი გამოიყენო, პროსტა მერე მოხსნა შეიძლება ვავა იყოს
ja_ja
ახლა ცოტას დაველოდები სანამ დაიცლება
თორე მენანება
მერე კი მაგასაც გავხსნი,
ვნახოთ ერთი რა იქნება შიგნით.
და სურათებსაც დავდებ.
მადლობა
ვაა ახლა ჩავდე კიდე წყალში.
და იქიდან გასდის ახლა სადაც შავი რეზინაა.
უეჭველი მაქედან დაიცალა მაშინაც.
ის კლაპანთან როა,ის გაჩერებულია.
მოკლედ ის რეზინა ყველა ვარიანტში საშოვი მაქვს
მოკლედ მოვაგვარე პრობლემა.
მადლობა მეგობრებო gregory ja_ja
ის ბრინჯაოს დეტალი როგორც ჩანს არ იყო მოჭერილი კარგად,მოშვება რომ ვცადე ადვილად მოიხსნა.
ხოდა მიზეზად სწორად მოჭერა ვიფიქრე და გაამართლად კიდევაც.
ისე შეგნით რეზინა ქონდა .
და ის მეორე შავი რეზინა გამოვცვალე.
ახლა არ გასდის არ იქიდან და არც შავი რეზინიდან.
როგორც ჩანს ის შავი რეზინა უფრო პრობლემაა.და მგონია რომ მალ-მალე დაჭირდება ხოლმე შეცვლა,
ბალონის ამოღება კიდე მგონი ამას არც უშველის,მაინც სულ პრესშია
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services