რას ნიშნავს????
პასუხის მერე წაშალეთ ეს პოსტი და და ისე გავახუროთ ეს თემა
CO2 პნევმატიკა არის ის იარაღი რომელშიც ტყვიის მამოძრავებელი ძალა არა ჰაერია არამედ შეკუნშული CO2 გაზი.
ალბათ გინახია იარაღის მაღაზიებში პატარა CO2 ბალონები... ყველა CO2-ის იარაღი ძირითადად განკუთვნილია გასართობი სროლისთვის ეგრეწოდებული "პლინკი"-სთვის, და არ გამოირჩევა ტყვიის საწყისი მაღალი სიჩქარით.
კი ჯაჰ გასაგებია მაგრამ იქნებ ჯობდეს რომ სრულფასოვანი პასუხი გასცე ამ კითხვას, ჩემ თემას გადავარქვათ "რას ნიშნავს CO2 პნევმატიკა" და პასუხის მერე ჩემი პოსტები წაშალო და თემა დაპინო, და ვინც შემოიხედავს უკვე ეცოდინება რაზეა საუბარი
ზედმეტი თუ მომდის მითხარით, უბრალოდ ძალიან მომწონს ეს ფორუმი და ზოგადად აზრი და მინდა რაც შეიძლება კომფორტული და გასაგები გახდეს ყველასათვის
არ გვინდა ბატონო ყველაფერი ერთად, სათითაოდ გამოუშვი
http://www.youtube.com/watch?v=gMzxTUCgJ4g&feature=related ცო2 რევიუ
შეიძლება თუ არა რომ სურათების დადების ფუნქცია ფორუმზეც გავაკეთოთ???? თორემ ძალიან არაკომფორტულია სხვა საიტებიდან დაყრა
სოფელში სარდაფში აღმოვაჩინე ბლომად "ბალონჩიკები" გაზიანი წყლის დასამზადებლად. თუა შესაძლებელი co2 პნევმატიკაზე გამოყენება?
gigi30
სიმოკლეს არაუშავს, ჩავუდგამ რაიმეს, სხვამხრივ თუ არ ექნება პრობლემა. (ბიძაშვილს აქვს co2 პისტოლეტი და...)
gigi30
მადლობა, ე.ი. "არ აწყენს"
CO2 გაზის მაგივრად პრინციპში ჩვეულებრივი ჰაერი რო ჩავტვირთო რამე პრობლემა ხომ არ მექნება ან CO2 -ის ბალონს ან რამე სხვა დეტალს ხომ არ გააფუჭებს??
gocha311
და თუ იცი რატომ იყენებენ co2 ბალონებს და არა ჰაერის ბალონებს
co2 არის თხევადი მასა და გასროლის წინ ნაწილი თხევადი სუბსტანცია გადადის აირად მდგომარეობაშI რის ხარჯზეც ისვრი. აი ბოლოს თხევადი სუბსტანცია რომ არ რჩება ბალონში მაგ დროს მაქსიმუმ ისვრი 2-3 ჯერ და ფაფუ აირი
ახლა იგივე ჰაერზე გადაიტანე, ჰაერს ვერ გაათხევადებ, ან ძალიან მაღალი წნევები და ძალიან დაბალი ტემპერატურებია საჭირო, შედეგად ჰაერი თუნდაც 200 ატმოსფეროზე ყოველთვის აირად მდგომარეობაშია, აქედან გამომდინარე იგივე მოცულობის ბალონი 2-3 გასროლას თუ გაგაკეთებინებს და ფაფუუუუ
დანარჩენის მხრივ კი იარაღისთვის ერთი ფეხებია სად ჰაერი სად co2-ი, პროსტა გაითვალისწინე co2 არის სადღაც 50-60 ატმოსფერო, შედეგად მექანიზმი იარაღის გათვლილია მაგ წინააღმდეგობის გადასალახად, შენ კი თუ 200 ატმოსფეროიან ბალონს გათხრი... ნუ ვერ გაუძლებს ვერც რეზინები, ვერც დამრტყმელი და ვერც საერთოდ მექანიზმი
ხოოო აი მაგდენი კი არ ვიცოდი ვეტერან სპასიბა ,მე ვფიქრობდი რომ აქ მთავარი წნევა იყო და მეტი არაფერი,,,ვეტერან ძმა შენი დახმარება დამჭირდება მე მგონი ,მოკლედ გეტყვი აი ეს ვიდეო ვნახე ერთი თვის წინ https://www.youtube.com/watch?v=rxElho2obYk ხოდა ისე მაგრად დამევასა ეს იარაღი გადავწყვიტე მე თვითონ ავაწყო 4,5 ცალიბრ ლულით,მოკლედ რაღაც დეტალები დაუზაკაზე ამაზონზე,რედუქტორი მე თვითონ ავაწყე ტოკრების დახმარებით რა თქმა უნდა : ) ხოდა მე მგონი მე ჯერ კიდე არ ვიცი რა შარი ავიკიდე უკანაც აღარ ვიხევ ამდენი ფული დავხარჯეთუ რაღაც ვერ გაუგე,ცოტა რო გამარკვიო რა მერე დროდადრო შეგეკითხები ან ვის ვკითხო შენ გეცოდინება რო დამარიგო ..
gocha311
ნუ პირველ რიგში ნუ გვაცინებ , არ გამოვრიცხავ რომ გენიოსი და ვუნდერკინდი ხარ, მარა ეგ არის, MAC1-ის ცნობილი და მსოფლიოში საუკეთესო შაშხანა USFT და პირდაპირ ეგეთის აწყობა გადაწყვიტე ? ტიპმა სანამ ეგ მოდელი გამოუშვა რამდენი ათასი სხვა მოდელი და ეგზემპლარი გააკეთა, გამოცდილება ააგროვა, შენ კიდევ ჯერ აგერ co2-ისა და ჰაერის შესახებ ინფოს აგროვებ... , ნუ მიწყენ, მაგრამ საქართველოს პირობებისთვის დღევანდელი გასახედიდან ნამეტანი არარეალურად მიჩვენება ეგეთი რამე (თუ რა თქმა უნდა რაიმე სამხედრო თავდაცვის საიდუმლო ცეხებში არ მუშაობ . მიუხედავად იმისა რომ მეც და სხვებიც აქ რაცხაებს ვჩალიჩობთ... მოკელდ მგონი ნამეტანი სერიოზულს დაეძგერე.
ნუ მიწყენ მაგრამ სხვა თუ არაფერი ძალიან ბევრი ინფო გაქვს ჯერ წასაკითხი და გასარკვევი, შედმეგ დასაღვინებელია, მერე მოსაფიქრებელია, რამდენიმე ათეული, ან ასეული ცდა უნდა და აი მერე ვილაპარაკოთ მაგ ვიდეოზე, მანამდე კი ... ნუ არ მინდა ბოროტი ბიძიასავით გამომივიდეს ოცნებების დასაწყისშივე განადგურება, მაგრამ რეალობა არ მოგცემს მაგის საშუალებას რომ არიქა ადგე და ეგრევე ეგ თოფი ან მისნაირი გააკეთო ცოტა რაიმე მარტივი მაინც დაისახე ასე ვთქვათ შესრულებადი. რაიმე შედარებით მარტივი კონსტრუქცია, მერე მეორე ნაბიჯი მესამე და....
ახლა კი სერიოზულად და იმედია არ მიწყენ იმაზე რაც ქვემოთ იქნება დაწერილი:
რაც შეეხება ტერმინებს ტიპა ვეტერან და ძმა ... შენი ასაკი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად კაიხანია გამოსულივარ იმ ასაკიდან როდესაც ერთმანეთს ქუჩაში ძამათი მიმართავენ... ზედმეტი ფამილიარობა საჭირო არაა, ჯერ სხვა თუ არაფერი მოვიდეს დრო და გავიცნოთ ერთმანეთი რეალში.
ჩემთან საუბარი კი ყველანაირი ზედმეტი რანგების გარეშე შეგიძლია, არანაირი ძამა, ან იქ ახლად მოგონილი ვეტერანი, ან კიდევ უარესი გენერალი, ადმირალი და სხვა უაზრობა საჭირო არაა.
იზვინი ხო გითხარით აქ ნავიჩოკი ვაარ მეთქი,ვეტერანი ნიკი მეგონა, ისე კი არც მე მაკლია თავზე ჭაღარა : ) ,,ეს სამი დღე და ღამე რედუკტორს ვეჩალიჩე ჩემი ნახაზებით გავაჩარხინე ტოკრებს და 80 ლარი წყალში გადავყარე, ) 200 ატმოსფეროს გაკონტროლება საშინელება ყოფილა ,ხან მანჯეტებს გლეჯავს და ხან ჰაერი ეპარება მოკლედ არაფერი გამოვიდა ,ერთი შანსია რედუკტორი დაუზაკაზო ,,ისე ამ დაგავარი შაშხანების სისტემა მე ესე ვიცი CO2-ის ბალონიდან გადამყვანით რედუქტორზე ,რედუკტორზე დამრტყმელი მექანიზმი ,და გამოსროლილი დარედუკტირებული ჰაერი ლულაში,ხომ ასეა,ყველაზე მთავარი დაედუქტირებული ჰაერია საშუალოდ 80 ატმოსFერო,,ვნახავ ფოტო როგორ უნდა ავტვირთო აქ და ფოტოებს დავდებ რაც გავაკეთე.
gocha311
მაგ ბალონს ჰაერით ტენი?
პრინციპი გასაგებია მაგრამ მაგ რედუქტორის ზამბარა არ ჩანს ისეთი რომელიც 200 ატმოსფეროსთან იმუშავებს, + ნამეტანი კოლხოზ ნაკეთებია , იცნობა ელიავას ტოკრების შემოქმედება
არა ეს ბალონი საერთოდ არ დამიტენია ახალია ,სხვა ბალონი მაქ სავეტსკი ,ისე ჰაერით რო დავტენო უჭირს რამე???ხო შეიძლება??
თუ ბალონი CO2 მე როგორც ვიცი . არ შეიძლე ბა სხვადასხვა წნევებია . ისე მიკვირს ეგეთი ნამუშევარი რედუქტორით , შესრულების ხარისხზე მაქვს მხედველობაში როგორ ენდობი , ექსპერიმენტოს დონეზეც კი . მაღალი წნევაა ბოლო ბოლო
gocha311
ეგ არის co2 ბატონი, ანუ სადღაც 60-70 ატმოსფეროზე გათვლილი
ჯერ უნდა გაუკეთო ახალი კლაპანი , მაგის კლაპანი მაღა წნევას ვერ გაუძლებს, მერე უნდა გატესტო მინიმუმ 1.5 ჯერ მეტ წნევაზე, მინიმუმ 10 წუთით, არ უნდა შეიცვალოს ბალონმა გეომეტრია, და ოდნავ (მილიმეტრიას მეაზედებზეა საუბარი) თუ შეიცვლის უნდა დაუბრუნდეს წნევის დადების შემდეგ საწყის ზომებს, მოკლედ კიდევ ბევრი ნიუანსია აპრესოვკაზე საკმაოდ ვრცელი თემაა, არ გირჩევ მაღალ წნევასთან თამაშს, ნამეტანი საშიში რამეა
პ.ს. ისე ეგ ბალონი აქ იყიდე?
gocha311
ნუ ვაბშეტა რედუქრორებს როდესაც ვაკეთებ ვცდილობ შიდა ზედაპირები გამოლოკილი იყოს, კოჭსა და გარს შორის კიდევ მიკრონული დაცილებები, კიდევ სხვა მრავალი წვრილმანია და მაგ შემთხვევაშიც კი შეუძლება სხვადასხვა მექნიკური მიზეზების გამო დაიბრიდოს შიგნეულობა, აი ის კი რაც მაგ სურათზეა ეგ გარანტირებულად დაიბრიდება
ისე კაია რომ გიცდია, მაგრამ ზამბარას რასაც ვხედავ ახლავე გეტყვი რომ არ მოგცემს 200 ატმოსფეროზე რაიმე რეგულირების შესაძლებლობას, სადღაც 70-80 ატმოსფერო იქნება მაგისთვის მაქსიმუმი შემდეგ უკვე პრიამატოკია.
რაღაც კლაპნისმაგვარს ვხედავ ასევე, ეგეც ლამის იდეალური სისუფთავის უნდა იყოს თორემ გაჭედვები იცის, ეგ კი იწვევს არაერთგვაროვან მოძრაობას და შედეგად მიკროწამებით ხან ჩქარა გახსნა დაკეტბას ხან დიდიხნით გახსნას, ჩვენს საქმეში კი ყველაფერი მიკროწამებზეა აგებული
ბალონს რაც შეეხება, არ მნიქარო და ნურც თავს ჩაიგდებ საფრთხეში და ნურც ირგვლივ მყოფებს. იმიტომ რომ ეგ არის, co2-ის ბალონი, რომლის სამუშაო წნევაც არის 70-80 ადმოსფერო, გასატექტი მაქსიმუმი კი იქნება 140-150 მაგრამ ეგ ნიშNავს 10-15 წუთით მაგ წნევაზე გაჩერებას შემოწმების მხრივ და არა მუდმივი წნეის ჩატენვას მასეთ წნევაზე. 200 ატმოსფეროზე არც კი იოცნებო. შეიძლება ამ წამს დაიჭოროს შეიძლება ეგრევე გადაიფურჩქნოს. სავარაუდოდ დაიჭერს, იმიტომ რომ დასავლეთში 3-მაგი დაზღვევის სტანდარტებია, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტში 200-ზე მაგის დატენვა ძალიან საშიშია.
მარტივი მაგალითი რომ განვიხილოთ, საბრძოლო ხელყუმბარაში არის მოტავსებული 50 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება, უხეშად მოცულობაც 50 მილიგრამი ჩავთვალოთ. გაფართოება აფეთქებისას აქვს 100-მაგი, ანუ 50 მილიგრამი მოცულობა წამიერად ხდება 0.05x100=5.0 ლიტრა მოცულობის ჰაერი, იმის გამო რომ გაფართოება მომენტალურად ხდება და წნევაც 100-ჯერ იზრდება ხდება ყუმბარის დაშლა და ნუ დალშე რას უშვება ირგვლივ არსებულებს ქე იცი.
ახლა შენ წარმოიდგინე რომ ეგ ბალონი რომელიც შენ აქ დადე არის 9oz-ის მოცულობის, ნუ ჩვენებურად 266 მილილიტრია, ანუ უკვე 5-ჯერ მეტი მოცულობისაა ვიდრე ხელყუმბარა და შიგნით შენ ტენი 200 ატმოსფეროს, ანუ რეალში არის ჩატენილი 1 ატმოსფეროზე არსებული 53.2 ლიტრი ჰაერი, წეღან მოყვანილ ყუმბარაზე 10-ჯერ მეტი მოცულობაა... ღმერთმა დაგიფაროს და ვერ გაუძლოს კონსტრუუქციამ იმენნა ბენლადენის ბომბა საოცნებო გაგიხდება, გაისტუმრებს იმქვეყნად ყველას ვინც ირგვლივ იქნება და არც კი დაასლოკინებს...
ასე რომ დიდი თხოვნაა რადგან ამ ფორუმზე შემოხვედი და ასე თუ ისე საქმეში ჩახედულ ხალხს გადააწყდი სანამ რაღაც საშაროს გააკეთებ და მერე მთლიანად პნევმო სამყაროს შავ ლაქად დააჯდება, შენს მიერ გაკეთებული რაიმე კატასტროფა... მოკელდ ჯერ გვკითხე და პასუხზე თუ რჩევაზე არ დაგზარდებით, შეიძLება კონკრეტული წარმოების გზები არ გასწავლო, მაგრამ სწორ გზაზე მაინც დაგაყენებთ რომ არც შენ და არც სხვას ზიანი არ მიადგეს, პლიუს შენს მიერ გაკეტებული რომ მუშაობდეს და სიამოვნებას განიჭებდეს.
P.S. კაცუო წინა პოსტში ისე დაწერე იმ კაცის გაკეთებული თოფი მომწონსო და ეგეთს ვაკეთებო რომ მეთქი არიქა და.... თურმე მაიცა კაცო რასა იქმნ.. მესმის სურვილი მარა... ეგრე მეც მინდა თვითმფრონავების და კოსმოსური ხომალდების აგება მარა აი ხელი რომ მოვკიდო შარში გავყოფ თავს თან ისეთში რომ ვავა
ამაზონზე დაუზაკაზე ჩერეზ ლინონი,20 $და 6 ლარი ჩამოტანა
პ.ს. ისე ეგ ბალონი აქ იყიდე?
ja_ja დიდი მადლობათ დარიგებისთვის მე ძალიან დიდ შეცდომაში შევედი ისე ამიჭრელა თვალები იმ იარაღმა : )სუმთლად ამერია ტვინი განსაკუთრებით ყუმბარასთან.. ,ბალონზე აწერია 1800, 124,ანუ რეალურად 100 ატმოსფეროზე იმუშავებს საკაიფოდ,რაც ძალიან ცოტაა და ეს ბალონიც არ გამოდგება.არც ჩემი აწყობილი რედუკტორი ,1000 შეცდომა დაუშვი რაც არ იცი ხელი არ უნდა მოკიდოო ,, მე ძალიან იოლად შევხედე ყველაფერს,,თურმე ამდენი პრობლემაა.ძალიან ავჩქარდი, მაგარი გულგატეხილი ვარ : (
ja_ja
gocha311
როცა რამე საინტერესოა ოქროს წუთებს გრძობ, გიხარია რომ ცოცხალი ხარ,როცა გიხარია კეთილი ხარ,სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს 40 წლის კაცი ვარ და ესეთი ლამაზი და აზრიანი სიტყვები პირველად მესმის მაგარი ადამიანი ხარ ჯაჯა ,ეს ყველაზე ,მაგარი ბრძნული დარიგება იყო ადამიანისთვის ალბათ ამ სიტუაციაში როგორც ეხლა მე ვარ : )))ტვინი მართლა ადუღებას მაქვს ,სამსახურშიც კი ამ თემაზე ვფიქრობ თუ სად რა დეტალი იქნება მორგებული : ))) თან ეგრე მაგრად როოგორ გამომიცანი : )ჩხირკედელა ვარ ბმვეზე წყალბადის გაზი მე თვითონ დავამონტაჟე ყველაფერი მე თვIთონ ავაწყე : )),,მაგრამ ეს იარაღი გაცილებით რთული ყოფილა ერთი შანსია უნდა დამეხმარო,მე ეს რედუქტორი ჭკუიდან შემშლის,,,,,მე ცოტას მართლა დავისვენებ თორე სულ შემზიზღდა ყველაფერი,მერე კი თვითონ იარაღს ავაწყობ უამრავი ნაწილი უკვე გაკეთებული მაქვს ავაწყობ და თან გამოჩნდება რა გამოვა შეიძლება მართლა არ ღირდეს ზედმეტად ფულის ხარჯვა ,,და ბოლოს რედუქტორიც მოვარგოთ,მერე შეგეხმიანები და შენ კოორდინატებსაც გავიგებ თუ როგორ დაგიკავშირდე,,ისედაც მაგარი საინტერესო ადამიანი ჩანხარ ცხოვრებით ,ბევრი რამის სწავლა შეიძლება შენგან : ))
აი ესეთი მეხანიზმი მაქვს მხოლოდ აწყობა უნდა
ჯაჯა ერთი რა უნდა გკითხო ,,ოღონდ მასხარად არ ამიგდო : )) მანქანის ტარმაზნოი შლანგი რამდენ ატმოსფეროს უძლებს ნეტა ????,,აზრი მომივიდა ჩერეზ პერეხადნიკ რო გაუშვა ცო2-ის გასაზაპრავკებლად ბალონიდან ბალონში არ გამოდგება??
gocha311
ერთი თუ იცით ცო2-ის ბალონებს სადმე თუ ტენიაინ თბილისში ,,დღეს მთელი თბილისი შემოვიარე და მხოლოდ დატენილი კისლაროდის ბალონები აქვთ ბოლნისიდან ჩამოტანილი და აბა მე მაგხელა ბალონს სახლში ხო არ ავათრევ)) მოკლედ ჩემი ბალონი რო დაიტენოს ცო2-ით თბილისის რადიუსით თუ არის ეგეთი სადგური??????????????????????????????????
gocha311
წერეთელზე კოსნტანტას სათაო ოფისთან არის შესასვლელი , უკან ბევრი ფართებია გაქირავებულია და მანდ იკითხე , 23 ლარად ტენიდნენ მემგონი დიდი კისლაროდის ბალონები რომ არის მაგას , იკითხე გაზიანი წყლის ბალონებს სად ტენიანთქო და გეტყვიან
ერთი კითხვა მაქვს ,მინდა 4 ლიტრიანი ბალონიდან გადავტუმბო ჩემ იარაღში ცო2 .
4 ლიტრიანში 120 ატმოსსფეროზე მეტია და იარაღის ბალონში 70 ატმოსფეროზე მეტი აღარ გადმოდის ნუ სადღაც 75-ზე ადის და ჩერდება და რა ჯანდაბა უნდა ხომ ვერ მეტყვით???????????ხომ უნდა გათანაბრდნენ ამ ბალონებში წნევები ??
ჩვეულებრივი აზოტით პრობლემის გარეშე ივსება 120 ატმოსფეროზე.
gocha311
ბალონის მანომეტრი უბერავს
ესიგი უბრალოდ ნაკლებს მიჩვენებს ხომ და სინამდვილეში 120 ატმოსფერო იტვირთება??
gocha311
პირიქით
რა ტემპერატურაზე გაქვს ეგ ბალონი რომ 120 ატმოსფერომდეავიდა , რაღაცე გეშლება 38 გრადუსის დროს მაქსიმუმი წნევა რაც იქმნება ბალონში CO2-ით რომელიც არის სავსე არის 83 ატმოსფერო
იმედია ცხელ წყალში არ გიდევს ეგ ბალონი , მანომეტრი არის გაფუჭებული ბალონის და მეტს აჩვენებს
ეს მანომეტრები ვასმოი პოლკში ვიყიდე ,კი მითხრა იმ კაცმა თუ არ იმუშავეს მომიტანე და შეგიცვლიო ,,
მდაა სპასიბა ჟორა ბატონო ყველაფერი გასაგებლარია.
გამოდის რომ იარაღზე რომელიც მიყენია სწორედ აჩვენებს რადგან 75-ზე მეტი არ ადის და 4 ლიტრიანზე უბერავს.
მთლიანობაში ჟორა შეიძლება რომ წნევა ცო2 -ით ვთქვათ 100 ატმოსფეროზე მეტი გადატვირთო ბალონიდან ბალონში ?????და თუ შეიძლება როგორ უნდა ჩატვირთოს?????
gocha311
მოკლედ პაწუა ფიზიკის კანონი უნდა დაამუღამო.
co2-ს არა არის ჰაერი და აზოტი რომელსაც სუპერ პუპერ მინუს ტემპერატურები სჭირდება რომ თხევად მდგომარეობაში გადავიდეს
co2- არის მინიმუმ 3 მდგომარეობაში, ესაა:
1) აირადი მდგომარეობა
2) თხევადი მდგომარეობა
3) მკვრივი მდგომარეობა
თან გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორიც მკვრივიდან აირადში co2 გადადის შუალედული თხევადი სტადიის გამოტოვების გარეშე, მოკლედ მშრალი ყინული იმედია იცი რა არის
ახლა შემდეგი პარამეტრები:
co2 მყარ მდგომარეობაში გადადის ჩვეულებრივ წნევაზე −78.5 გრადუსზე... ნუ რავარც ხვდები ბუნებაში მინუს 78 გრადუსი მიუღწევადია, ამიტომაც ძირითადად გვხვდება აირად მდგომარეობაში
თხევად მდგომარეობაში გადადის თუ წნევა არის 5 ატმოსფერო და მინუს −56.6 °C იდეაში ისევ და ისევ საკმაოდ ცივია, ტემპერატურა კი მიიღწევა, მაგრამ აი წნევა პრაქტიკულად ზედაპირზე არასდროს არ მიიღწევა, ამიტომაც, ოკეანის ფსკერზე სადაც წნევა კოლოსალურია, co2 გადადის თხევად და დაჟე მყარ, ანუ მშრალი ყინულის ფაზაში.
თუ გვინდა რომ co2 გადავიდეს თხევად მდგომარეობაში ჩვეულებრივ ტემპერატურაზე, მაგალითად საორიენტაციოდ ავიღოთ 30 გრადუსი სიცხე, მაშინ საჭიროა მისი შეკუმშვა 74 ატმოსფეროთი. ამ წნევაზე co2 აირადი მდგომარეობიდან გადადის თხევად მდგომარეობაში აი დალშე კი იჩითება ისეთი პონტი რასაც სითხის შეკუმშვა ჰქვია
ანუ 74 ატმოსფეროზე co2 გადავიდა თხევად მდგომარეობაში... ჰმმმ როგორ შეიძლება გავზარდოთ წნევა ვთქვათ 120 ატმოსფერომდე? იდეაში ყველამ ვიცით რომ სითხე უკვე აღარ იკუმშება (ნუ კი აქვს მინი შეკუმშვა, მაგრამ მიზერული სიმცირის გამო პროსტა ვუგულველყოფ ისევე როგორც ყველა ფიზიკოსი.)
შედეგად წარმოვიდგინეთ რა უნდა მოხდეს იმისათვის რომ ვთქვათ დამტენმა სადგურმა ისეთ ამინდში როგორიც დღეს იყო, რომ 120 ატმოსფეროზე დაგვიტენოს ბალონი ... იდეაში თხევად სუბსტანცია გადავიდა თუ არა co2 მორჩა მისი შეკუმშვა, ანუ მიღწეულია 74 ატმოსფერო და მორჩა სითხეს ვეღარ შეკუმშავ... ნუ მამენტ შეიძლება ძალით სულ ბოლომდე გაავსო თხევადი სუბსტანციით ბალონი, მერე პორშენით დააწვე სითხეს. შეკუმშო ჰიდრავლიკური წნეხით და ძალით აწიო 120 ატმოსფერომდე, მაგრამ ეს სიტყვაზე მოხდება იმის ხარჯზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბალონში 1 კვადრატული მილიმეტრი აირადი co2-იც არ იქნება და შეჭირხვნისას თხევადი co2 თუ შეიკუმშება და ძალით შეტენის ბალონში, ნუ პირობითად ვთქვათ და 1 კუბიკურ სანტიმეტრს თხევად co2-ს.
ახლა წარმოვიდგინეთ სიტუაცია რომ არის 120 ატმოსფეროზე დატენილი ბალონი. მაგრამ ეს პირობა შენარჩუნებული იქნება მანამდე სანამ ისე ზედმეტი შეტენილი 1 კუბური სანტიმეტრი თხევადი სუბსტანცია არ იქნება გახარჯული, როგროც კი იქნება ეგ ხარჯი (მაგალითად გადაასხი co2-ის ნაწილი მეორე ბალონში), მაშინ პირველ ბალონში ზედმეტი მოცულობა ქრება რომელიც ზე წნევის წარმოქმნისთვის იყო საჭირო და დარჩენილი co2 ავტომატურად უბრუნდება 74 ატმოსფეროს წნევას.
მოკლედ როგორც არ უნდა ატრიალო ჯერჯერობით ამ პლანეტაზე მოქმედი ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე ნუ პროსტა ვერაფრით ვერ ჩაასხავ ბალონში co2-ს რომელსაც ექნება 120 ატმოსფერო წნევა
ასე რომ შენი მანომეტრის მიერ ნაჩვენები 120 ატმოსფერო განეკუთვნება მხოლოდ ერთ გარემოებას - მანომეტრია არეული ან გაფუჭებული
gocha311 იყოს 70 ატმ, ლულის სიგრძის და სასროლი ცეო-ს დოზის გაზრდით ასე 200მ/წმ-ს კი უნდა მიაღწიო ნახევარგრამით თბილ ამინდში.
ესეიგი მაგრად გულდასმით და ყურადღებით წავიკითხე ჯაჯა ეს პოსტი ეხლა რომ დაწერე ,,რამხელა ნიჭის პატრონი ხარ შენ თუ იცი ნეტა
გასაგებია ყველაფერი , არ ტყუის იარაღის მანომეტრი რადგან 75 ატმოსფეროზე მეტს არ ადის როგორც არ უნდა ვეჩალიჩო ,ფიზიკის კანონებს ვერ შევცვლი მე)))
ეს გასაგებია ყველაფერი .
ეხლა ერთი რამ მაინტერესებს კიდე 75 ატმოსფეროზე ცო2-ზე თუ ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაში აქვს იარაღს როგორც შაშხანა გამოდგება ნუ ვთქვათ ნადირობა იქნება თუ გინდაც ისე მიზანში სროლა ?? თუ ისევ ჯობია რომ ჰაერით 120 ატმოსფეროზე ვამუშაო???
gocha311
ოპტიკას ველოდები ჟორა ბატონო უკვე რამდენი ხანია რაღაც აგვიანებს როგორც ჩამომივა დავამონტაჯებ და ფოტოებსაც გადაუღებ და ვიდეოსაც
ისე დღეს სოფელში ვიყავი და წაღებული მქონდა , ესეიიგი 70 ატმოსფერო ცო2-ზე დატენილი ,სოფელში ძველებური ვაზდუშკები აქვთ ლულა რომ ეხსნება ,შევაჯიბრეთ სროლაში და მოკლედ შედარებაც კი არ ღირდა იმხელა განსხვავებას იძლეოდა გინდა ძალაში და გინდა ტყვიის სისწრაფეში,,,,,,,,,,,,,,,,მოკლედ მაგარი ფიშტო გამომივიდა))))))))))))))
ჩემის მოკრძალებული აზრით ჰაერი 120 ატმოსფეროზე წააგებს co2-თან თუნდაც იგივე 70 ატმოსფეროზე.
ანუ ჰაერი იმის გამო რომ გაცილებით ნაკლებია ბალონში ვიდრე სითხედ აკუმულირებული ნივთიერება, ... ნუ მოკლედ co2-ის რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება ბალონში, პლიუს თუ ჩქარ ჩქარა არ მიაყრი გასროლებს და არ გამოიწვევ ამის გამო ბალონის გადაციებას რომ წნევის ზღვარი შეიცვალოს, მაშინ გამოდის შემდეგი პუნქტები:
1) co2 თხევად მდგომარეობაში გაცილებით მეტ აირის აკუმულირებას ახდენს ვიდრე იგივე მოცულობაში 120 ატმოსფეროზე შეჭირხნილი ჰაერი
2) თუ გადაციებას და საერთოდ ტემპერატურის ცვლილებას ადგილი არ ექნება, მაშინ co2-ი ყოველ მომდევნო გასროლაზე ერთი და იგივე წნევას უზრუნველყოფს, რაც რედუქტორის მუშაობის ექვივალენტია, ეგ კი ნიშნავს მარტვ მექანიზმს და რთული რედუქტოტრის მუშაობის პრინცილებისგან გაქცევას
3) არ არის საჭირო მაღალი წნევის ნასოსი, პირდაპირ გამზადებლ დაჭირხნულ co2-ს იყენებ
გაიხარე ჯაჯა ბატონო ,ამას აუცილებლად გავითვალისწინებ,,,,,,,,,
ისე სიმართლე გითხრა სანამ ამ საითზე შემოვიდოდი გაგებაში არ ვიყავი თუ რა იყო პნევმატიკა ,ტირის თოფს რომ ეძახიან კი ბავშვობიდან მქონდა მარა ცპც სულ სხვა რამე ყოფილა და მაგარი საინტერესო........ შენ ისე მაგრად გამარკვიე , რომ მალე პრაფესიონალი გავხდები მგონი
რაღაც აზრებიც მიტრიალებს თAვში, იცი შენ რომ ტვინი ფონურ რეჟიმში მუშაობს და არ ჩერდება)))ახალი ნახაზებით ვფიქრობ ავაწყო სხვა იარაღი რომელიც რეალურად დაიმსახურებს ათიანს ვიზუალურადაც და გასროლითაც.
ცოტა თანხის პრობლემა მაქ და როგორც მექნება შეუდგები კიდეც საქმეს.
gocha311 სანამ საქმეს შეუდგები, მონახაზი აქ მცოდნე ხალხს გააცანი, საჭირო რჩევებს მიიღებ, ხომ გაგიგია, ასჯერ გაზომე და ერთხელ გასჭერიო. ისე, კი გვაინტერესებს, რა იდა გაქვს
გიგი ჯერ ნაღდად არ ვიცი ზუსტად მარა ისე თუ გადავწყვიტე ისევ ცპც-ს ვფიქრობ ცო2-ზე.
ნახაზებზე უკვე კი გამოვცადე ,, რამდენჯერაც უცოდინრად და ნახაზების გარეშე რაიმე დეტალი გავაკეთე არაფერი არ გამოდგა)))))))))))))
აქ ნამდვილი სუპერ პროფესიონალი პნევმატიკოსები ყოფილან და ამ ადამიანების დახმარებით , რჩევა იქნება თუ გინდაც ჩარხზე რაიმე დეტალის გაჩარხვა ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეიძლება ,,
გაიხარე .
gocha311
Pre Charget Pneumatics
PCP
gocha311
ფრაზა ცპც-ს ვფიქრობ ცო2-ზე ვერ გავიგე თორემ PCP-ის აბრევიუატურა რას წარმოადგენს დამიჯერე კარგად ვიცი , და ისიც დამიჯერე იმ თითზე ჩამოსათვლელ ხალხს შორის ვარ ვინც ერთ ერთი პიონერი იყო საქართველოში ვისაც ეგ გქონდა და ერთ-ერთი იმ თითზე ჩამოსათვლელ ხალხთა შორის ვარ ვისაც ამ ქვეყანაში დიდი გამოცდილება აქვს პცპ-ი პნევმატიკაში
უბრალოდ ფრაზა რაც თქვი არის ალოგიკური და აირგანერთა საზოგადოებაში და რატომ :
PCP- ნიშნავს წინასწარ დაჭირხნულ ჰაერის ხარჯზე მოქმედ პნევმატურ იარაღს , აირის და არა CO2--ის
იტვი CO2-იც აირის ნაირსახეობააო, მაგრამ საზოგადოდ მიღებული ტერმინი რომ PCP-ი მუშაობს საშუალოდ 200 ატმოსფეროზე დაჭირხნულ აირზე ხოლო CO2-ის საშუალო სამუშაო წნევა არის 65-70 ატმოსფერო, გარემო ტემპერატურის მიხედვით
ასე რომ როცა იტყვი PCP-ი აქ იგულისხმება ჰაერი, ჰაერი და არაფერი მეტი ჰაერის გარდა (ნუ კაი აზოტი და ჰელიუმიც იდეაში)
ხოლო CO2 არის CO2-ი და არფერი მეტი
ეს ისე მცირე ექსკურსი საწყენად ნუ მიიღებ, ცოტა მაინც საკითხში გარკვეული ადამიანები ერთმანეთში ყოველთვის შესაბამისი ტერმინებით საუბრობენ და არა საზოგადოდ გაბატონებული სტრეოტიპებით და არასწორი ჟარგონებით, ამით განსხვავდება რაღაცის მცოდნე უბრალო მოკვდავისაგან
gocha311
მოდი ბევრი ახალი კითხვების გენერირება რომ არ მოხდეს და რაცხა აი ასეთ გაუგებრობაში რომ არ მოხდე ხოლმე http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2248მაგრამ ყოვლის მომცველი თემა. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ რამეს სხვა კუთხთ დაგანახებს.
მადე ინ გოჩა311
ამ ოპტიკით მარსიდან ჩამოვაგდებ კინოპლანიტიანკებს,საკაიფოდ მიაქ მერე ვიდეოს გადაუღებ დღეს მაგრად გავერთე
gocha311
კარგია რომ მუშაობს და კარგია რომ კარგად მიაქვს, შემდეგში თუ კიდევ გადაწყვეტ რომ ისევ გააკეთო ახალი ფიშტო, უკვე იმდენი გამოცდილება გაქვს დაგროვებული რომ უფრო ადვილად გაართმევ თავს და რა თქმა უნდა ესთეტიურ მხარესაც მეტ ყურადღებას დაუთმობ, მომწონს შემართება, ტაკ დერჟატ ))
გამოს ტყვიებით ვესვრი ცოტა დაბალ ხარისხიანი ტყვიებია
რა გინდა 30 მეტრისთვსი არაუშავს ჯგუფებია
მე პროსტა ვიზუალი არ მომწონს ისე კი გამო ნუ ისეთი პონტია რა თურქულს კი ჯობია, მაგრამ რეალურად კარგ ტყვიამდე შორსაა...
ერთი პრობლემა მაქვს კიდე იქნებ გამარკვიოთ ,,მოკლედ ცო2-ე ვამუშავებ ხოდა კლაპანთAნ რეზბებზე ვახვევ თეთრი შპაკლი რომ არის 1 ლარი ღირს ,თავიდან კარგად იჭერს,, წნევას წყალში ვამოწმებ და გრამი არ გასდის მერე ნელ ნელა ნუ სადღაც ერთ კვირაში იწყებს გაშვებას,ბოლოს კი ქშუტუნით გასდის,რაღაც ისეთი აზრი გამომაქ წვავს მე მგონი ნელ ნელა შპაკლს ,,
ძველებური შპაკლით ვცადე მარა მარა ის საერთოდ ვერ იჭერს და ეგრევე აპარებს
რას მირჩევდით რომელი შპაკლი ან რა გამოვიყენო რეზბებზე დასახვევად რო არ გაუშვას???
gocha311
ვაბშეტა ცო2 არის საკმაოდ აგრესიული ნივთიერება, ასე რომ პრაქტიკულად ბევრ ნივთიერებას ჭამს და შლის.
ამიტომაც შპაკლი კი არაა საჭირო მანდ არამედ საჭიროა რეზინა, რომელიც დაიჭერს მაგ ბესნიერებას და თან არ დაიშლება. როგროც წესი რაღაც სპეც რეზინებია ხოლმე და ყველაზე კაი პონტია თვითონ ბალონს რაც მოყვა თავი იმაზე იქნებოდა გაკეთებული იქედან მოხსენი და გამოიყენე.
ჩვეულებრივი რეზინები ასევე დიდხანს ვერ უძლებს. რაც შეეხება ძველს შპაკლს ეგეც არ იმუშავებს, რუსულ კონსტრუქციაში ბალონის ონკანები კონუსურ რეზბაზე იყო და თვითონ რეზბა ჭედავდა შეერთებას ანუ ლითონი ლითონს მყარად ერწყმოდა. ამ ბალონებში კი სწორი / პირდაპირი რეზვევია შედეგად არ გამოვა რკინა რკინაზე ან ძველებული შპაკლის გამოყენება.
ნუ კიდევ შეიძლება საერთოდ ბანძი მეთოდის გამოყენება, მაგალითად აიღე და რეზბაზე ზეთის საღებავი წაუსვი და ჩაახრახნე ბალონში. თუმცა რამდენად გაუძლებს ეგეც არ ვიცი.
უკეთესი მეთოდია Loktitle გამოიყენო, ეგრეთწოდებული რეზბების სტოპერი. ამერიკაში პეინტბოლისტები მაგას იყენებენ, რეზბაზე უსვავენ და ბალონში ახრახნიან. ლოქტაიტს ის აქვს კარგი რომ 15 წუთში მაგრდება და 24 საათში უკვე გამშრალია, აი ზემოთ ნახსენები ზეთის საღებავი კი შეიძლება 1 კვირა არ გაშრეს
P.S. მაგიტომაცაა რომ ვერც მე დავამთავრე პატარა co2 ბალონების საქმე, დამიჭამა ყველა რეზინები გაზმა, და ვერც შენ რომ ვერ იყენებ მაგ ბედნიერებას, გეუბნებოდი ტავიდანვე ჰაერი მეთქი ჰაერი და მორჩებოდა თავის ტკივილი.
ჰო რავიცი აბა ჯაჯა ,თAვიდან ხო არ ვიცოდი რო შენ ეგეთი მაგარი იყავი ამ საქმეში და ყოველთვის კარგს მირჩევდი,იმიტომაც ბოლომდე ვერ გიჯერებდი .....
მასლიანი საღებავი ვცადე ჯაჯა მარა იმანაც დიდი ხანი ვერ გაძლო ,ვფიქრობ გაშრობა არ დავაცადე კარგად ,მარა მე მგონი გინდა ერთი კვირა ვაშრო მაინც გაუშვებს დროთა განმავლობაში .
მაღაზიებშიც ვეკითხები და იქაც ვერაფერს მირჩევენ,
ისე თავიდან კლაპანზეც გამიფუჭა სალნიკი ნუ წნევას რაც კეტავს რა და მერე ცო2-ის ბალონს შიგნიდან ამოვაცალე პატარა სალნიკი ქონდა კაპრონს წააგავს და ბარაკუდას კლაპნის ჩამკეტზე დავაყენე ,ბარაკუდა ჩემ თოფს დავარქვი ,ხო იცი ბარაკუდა თევზი დაჯღAნული კლბილები რო აქ სტრაშნად რო გამოიყურება, ხოდა ჩემი თოფიც მივამსგავსე რა ცოტა ამ თევზს და ეგრე დავარქვი .........ამის შემდეგ აღარ გაუშვია..........მარა ამ რეზბებმა დამტანჯეს,ერთ კვირაზე მეტს არ ძლებს ეს ოხერი შპაკლი.
აი ბალონს რომ ზევიდან აქვს რეზინის კოლიცო ეხლა იმაზე დავფიქრდი მე გონი ყველაზე ნაღდი ეგეთი კოლიცო იქნებოდა და ერთხელ და სამუდამოდ დაიჭერდა წნევას,
ეუფ რა კაცურად ისმის გადატენვის ხმა რომ გადაწევ,
მაგარი შეგრძნებაა,ძალიან რეალისტური
http://radikal.ru/big/780e92bd340b45a48256510a31b6ddee
http://radikal.ru/big/41c3dd21fe2a4946994619f7bb3520e4
ეს Brocock-ის სისტემაა თუ რა ფიშტოა?
ja_ja
აი ესაა
http://www.pyramydair.com/s/m/Duke_Colt_CO2_BB_Revolver_Weathered/3751/7204
gocha311
თემა ძველი კია მაგრამ მაინტერესებს რა ბედი ეწია შენ გაკეთებულ "ბარაკუდას"?
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services