გამარჯობათ,
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ მართლა საინტერესო და საჭირო ფორუმია.
გადავწყვიტე და უკვე გამოვიწერე კიდევაც ზემოთ აღნიშნული პისტოლეტი umarex walther cp99 compact, რომელიც იმედია ჩამომივა და სადმე არ გაიჭედება. სამწუხაროდ ბოლომდე კარგად ვერ გავერკვიე ამ ყველაფერში და რამოდენიმე საკითხის დაზუსტება მინდა, თუ რათქმა უნდა შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ.
სხვა თემებს როცა ვკითხულობდი ასეთი კითხვების შემდეგ ყოველთვის იყო კითხვა თუ რისთვის ჭირდებოდა პატრონს ესა თუ ის იარაღი. ამიტომ მეც დავწერ წინასწარ.
1. ზოგადად სურვილი გამიჩნდა პნევმატურის შეძენის და იქიდან გამომდინარე, რომ უკვე შეძენილი აქვს ჩემს ძმას air arms s510, გადავწყვიტე მე პისტოლეტი შემეძინა.
2. გასართობად ანუ როგორც იტყვიან საპლინკაოდ.
3. იმედი მაქვს რომ რაღაც დოზით დამეხმარება უკეთ სროლის სასწავლად.
4. რაღაც დოზით იმის იმედიც მაქვს, რომ სათევზაოთ წასულს მაინც გამომადგება პაპლაოკზე შემხტარი ბაყაყის მოსაგერიებლად.
5. და კონკრეტულად ეს მოდელი იმიტომ, რომ მგონია უფრო რეალისტურია ცეცხლსასროლი იარაღის მიმართებაში.
რაც შეეხება საკითხებს, რომელიც მაინტერესებს ესენია:
1. რამდენად გამძლეა ზოგადად პნევმატური პისტოლეტები და ზოგადად რა რესურსი აქვს ამ მხრივ (რამდენ გასროლას შეძლებს სანამ მოირყევა და გაჩაჩანაკდება?
2. რამდენად შეუძლია ამ ტიპის პნევმატიკებს ერთმანეთთან დაახლოებული სიჩქარით ისროლოს ტყვიები. კარგ გასროლებს ვკითხულობ?
3. მოქმედებს თუ არა სროლის სიჩქარე ტყვიის სიჩქარეზე, ანუ თუ სწრაფსწრაფად ვისვრით ხომ არ მოხდება ისე, რომ საჭირო რაოდენობის აირით შეივსება ვერ მოხდება და სუსტი გამოვა მომდევნო გასროლა?
4. ამ კითხვაზე იმედია არ დამცინებთ და თუ არის შესაძლებელი რომ ეს BB ბურთულები ჩამოვასხათ ისევე როგორც საფანტი. ანუ ტყვიისგან დამზადებული ივარგებს?
5, თუ ვინმეს ქონია შეხება კონკრეტულად ამ მოდელთან თუ შეგიძლიათ, რომ პლიუს მინუსები და რჩევები მომცეთ რაც შეიძლება გამომადგეს ?
P.S. თუ რამე ისე ვერ დავწერე როგორც საჭიროა ბოდიშს ვიხდი, იმედია მაპატიებთ
akgag
პირველ რიგში კეთილი იყოს შენი პოსტი ამ ფორუმზე : ))
ახლა მეორე : )
akgag
akgag
Pპირველ რიგში მადლობა გამოხმაურებისთვის.
ჩამოსხმა რავი რატო ვიფიქრე, ნუ უბრალოდ დამაინტერესა. Iისე ეგეც გამოვიწერე 6 000 ცალი და ბალონებიც თუ ჩამოვიდა, ვნახოთ.
ჩემ ძმას რაც შეეხება ეს ესაა იყიდა და ვიცი მოიწერება ისიც თავისი კითხვებით მალევე.
თუ რამე გამოვიდა ჩემი შეკვეთიდან აუცილებლად გაგიზიარებთ რა იქნება და არა მხოლოდ ტექსტით. Vეცდები საინტერესო ფოტო ვიდეო მასალაც გავაკეთო და გაგიზიაროთ.
პ.ს. Bბაყაყების მკვლელობის ამსახველ კადრებს არ დავდებ. ღაიმე ალკოჰოლური სასმლის ანტიპროპაგანდას ვეცდები.
akgag
Xო თვითმფრინავით არ ჩამოვა. Aმიტომაც ეგ ცალკე შევუკვეთე და ზღვით უნდა წამოვიდეს, 2 თვემდე დაჭირდება მაგრამ თუ ჩამოვიდა ღირს. Iაფი გამოდის საკმაოდ და მანამდე კი აქ ვიყიდი როცა პისტოლეტი ჩამოვა
akgag
რომელი გადამზიდავით შეუკვეთე? განბაჟებაც უწევს?
Bბარამით. Gანბაჟება მემგონი არ მოუწევს. თანხის მიხედვით არ უწევს და ამათზე თუ რამე სხვა განსაკუთრებული წესებია განბაჟებაზე არ ვიცი.
akgag
კი განსაკუთრებული წესებია, ყველა ტვირთი რაც ზღვით ჩამოდის უნდა განბაჟდეს , + ფოთში ჩამოდის როგორც ვიცი და თბიისამდე ტრანსპორტირებაში მგონი ჯგ 2 ლარს ითხოვენ დიდ თვირთებზე და პატარა წონებზე რა ხდება არ ვიცი
თუ მოუწევს განბაჟება სულ 6000 ტყვია 40 ბალონი 33 დოლარი ღირს და მაგის განბაჟება და თბილისამდე ჩამოტანა არ იქნება მგონია დიდი თანხა. იმაზე ძვირი ხო არ იქნება რაც აქ უნდა მიმეცა და იყოს. თან ერთი თუ გაიჭრა კანალი მერე ადვილი იქნება უფრო, ასე მგონია და რავი
Mე მაპატიეთ ჩემი ძმის ნიკით დავქერე წინა პოსტი. :-):-):-):-)
akgag
აი ესეც ჩემი ტყვიები და CO ბალონები. მოკლედ მერე სხვასაც რო არ დაემართოს დავწერ. ბარამის წესების თანახმად თუ ტვირთი მოდის ზღვით, მაშინ კილოგრამის ღირებულება ტრანსპორტირებაზე არის 2 დოლარი. წამოღებაზე პრობლემა არაა მაგრამ თუ ტვირთი 30 კგ ნაკლებია მაშინ ანგარიშდება 30 კგ. ასე რომ 60 დოლარი დამიჯდება მაგის ჩამოტანა. ახლა იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი ზუსტად ფასები იქნებ მომწეროთ რა ღირს ერთი ბალონი 12 გრამიანი და რა ღირს ტყვიები.
აი
http://www.amazon.com/Crosman-12-Gram-CO2-Cartridges/dp/B0015NB488/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1379927411&sr=8-1&keywords=Crosman+12+Gram+CO2+%2840+Cartridges%29
ამ ბალონებს და
http://www.amazon.com/Crosman-Copperhead-Copper-Coated-Bottle/dp/B000HKKY7M/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1379927447&sr=8-1&keywords=Crosman+Copperhead+6000+Copper+Coated+BBs+in+a+Bottle
ამ ტყვიებს ვგულისხმობ.
ისე ამათი წონაც არ ვიცი! მოკლედ მინდა დავთვალო რამდენად ვიზარალებ????
რაც აქ ღირს იმასთან შედარებით
akgag
ოქტომბრის პირველ რიცხვებში მექნება და მერე გადავთვალოთ
akgag
ნუ ცალი ბალონი მაქსიმუმ 3 ლარი
ტყვიები არარ მახსოვს ფასი მგონი 2000 ცალიანი პაჩკა 10 თუ 15 ლარი იყო ადრე თუ 6000 ცალიანი ნუ ეგ არარ მახსოვს... ნუ ნებისმიერ ვარიანტშI მაგარ ზარალში ხარ. შენ ჯერ კიდევ ერთი რამ არ იცი, ზღვით ჩამოტანილი ჩადის ფოთში და არა თბილისში, ფოთიდან თბილისშI ჩამოტანაზე სავარაუდოდ დამატებით თანხას მოგთხოვენ, მე რამდენადაც მახსოვს კილოგრამშI 1 ლარს თუ 2 ლარს ითხოვდნენ ეგევ კიდევ გასარკვევია 30 კილოგრამს დათვლიან თუ რაფრა იქნება საქმე
კაროჩე ტავიდან გეკითხა რას აპირებდი ის ჯობდა და უფრო დაგაკვალიანებდით
თოფს რომ ვყიდულობდი მაგნუმში, 4000 ტყვიის ფასი როგორც მახსოვს 30 ლარი ღირდა.
akgag
ხო კიდევ ერთი.
თუ ეგ ბალონები როგორც "საშიში ტვირთი" ისე გაფორმდა( წესით ეგრეც უნდა იყოს), მაშინ ძალიან ცუდი...
აი gregory - ის როცა ეცოდინება ფასები, მეც მაშინ მეცოდინიბა რაც ვიზარალე. როგორც არ უნდა იყოს რაც არის ეგ არის.
[quote name='gregory' date='Sep 24 2013, 07:49 AM' post='114922']
akgag
ხო კიდევ ერთი.
თუ ეგ ბალონები როგორც "საშიში ტვირთი" ისე გაფორმდა( წესით ეგრეც უნდა იყოს), მაშინ ძალიან ცუდი...
და ეგ როდის ხდება? როცა იქიდან ტრანსპორტირებამდე მიდის საქმე? ვინ უნდა მიიჩნიოს საშიშ ტვირთად???
არ მინდოდა აქამდე მომეწერა იმიტომ, რომ მინდოდა ბოლომდე დავრწმუნებულიყავი. მოკლედ ჩამოვიდა ბალონები და ტყვიები და ხვალ ავიღებ. სასიხარულო კი აქ ის არის, რომ თვითმფრინავით ჩამოვიდა და გემით არ წამოსულა, შესაბამისად გადასახადიც არ დამემატა, არც განბაჟება მომიწევს და ლოდინიც არ დამჭირდება.
ასე, რომ სულ 40 ბალონი და 6000 ტყვია დამიჯდა 63,70 დოლარი, ანუ დაახლოებით 105 ლარი.
მომეწონა ეს ამბავი ძალიან
მაგარი ბედი გქონია.... ვააა თვითმფრინავით რაფერ გამოუშვეს.... ჰმმმ ნებისმიერ ვატიანრში 40 ბალონი კაი მარაგია, მარა ფასი მიახლოებით იგივე გამოგდის რაც აქ მაღაზიებში (უხესად 2.5 ლარი ცალი ბალონი, მაქსიმუმ 3 ლარი)
ერთი 20 ლარი ბალონები დაჯდა იაფი თუ 2.5 ლარზე ვიანგარიშებთ და ტყვიებიც ხო ღირს რაღაც. ყოველშემთხვევაში რო არ ვიზარალე უკვე კარგია.
ერთი კითხვა მაქვს? ამ ბალონების შენახვის წესი როგორ არის? შენახვისას რამე აკრძალვები თუ არის. რაიმე საფრთხის შემცველი თუ არის. 70 ატმოსფერო ცოტა არაა და რაიმე პირობებში გასკდომის საშიშროება ხო არ არის?
არანაირი აკრძალვა. ნუ ეხლა ღუმელში ნუ შეინახავ
ისე მაგრად კი გაგიმართლა ჩამოტანაში
და
akgag
70 ატმოსფერო პირობითათ ვთქვი. არც 50 ია ცოტა და არც 30 ან 40
როგორც იქნა ჩამოვიდა ჩემი cp99 და მინდა სანამ გავალ სადმე სასროლად და კარგად გასატესტად ჩემი შთაბეჭდილება გითხრათ ორიოდე სიტყვით. ჩემი სუბიექტური აზრით ძალიან კარგია (დიზაინს ვგულისხმობ). ხელშიც კარგად ჯდება და თუ ვინმეს პნევმატიკის ტარება უნდა სატარებლადაც არ არის მოუხერხებელი თავისი ზომებიდან გამომდინარე. სროლას რაც შეეხება ჯერ მხოლოდ ერთი ბალონი ჩავდე და ერთი მჭიდი დავცალე და როგორც უნდა იმუშაოს ისე მუშაობს. სიზუსტეს და სიძლიერეს რაც შეეხება უახლოეს შაბათ კვირეებზე ვნახავ რას იზავს და მერე იმასაც გაგიზიარებთ. არ მქონია სხვა პნევმატურ პისტოლეტებთან შეხება და შეიძლება არასწორ რამეს ვამბობდე მაგრამ მგონია, რომ ეს მართლაც და ძალიან კარგი რამეა.
P.S. ხო მართლა ვაპირებ ეს ბალონი მედოს რამოდენიმე დღე, მაინტერესებს რას იზავს დაცლის მხრივ და იმედია გარკვუელი დროის მანძილზე არ დაიცლება ბალონი? ან/და რატომ უნდა დაიცალოს???
ხო კიდევ ერთი რაც ტარებას შეეხება. როგორც ამ ფორუმიდან ვიცი პნევმატურის ტარება შესაძლებელია ჩვეულებრივად თუ პირი სრულწლოვანია და არ ჭირდება გაფორმება და ნებართვა. მაგრამ იქნებ ვინმემ მითხრათ სად წერია და რომელ მუხლში? მე კი წავიკითხე ეგ კანონი (რაც ამ ფორუმზეც დევს) იარაღის შესახებ მაგრამ ეგ ჩანაწერი ვერ ვნახე ან შეიძლება გამომრჩა ან ვერ გავიგე?
თუ პრინციპი ის არის, რომ არ წერია და შესაბამისად არავის აუკრძალავს და რაც არაა აკრძალული ის დაშვებულია?
არასდ ეეგთი სისულელე არ წერია რომ პნევმატიკის ტარება შეიძლება (არის ნახსენები გადატანა, გადააგდილება და არა ქამარზე პისტოლეტის ჩამოკიდებული ტარება, ან თოფის ხელში ჭერით ქუჩაში სიარული).
რომც გამოვტოვოთ ეგ ამბავი, როგორ წარმოგიდგენია პოლიციელმა რომ დაგინახოს ქუჩაში პისტალეტით (თან ზოგიერთი შემთხვევა შენთვის ხუმრობაა, იმათთვის კი რაფერ იქნება აღქმული...) რას იფიქრებს? ამას რომ co2-ი პისტოლეტი უჭირავს და შეიძლებაო..... თუ მიწაზე დაგაწვენს?
ასე რომ იმას კი ნუ ანგარიშობ შენ რა იცი, არამედ ისიც გაითვალისწინე სხვა როგორ ხედავს
და ბოლოს ვააბშე რაში უნდა დაგჭირდეს პისტალეტის ტარება? ვინმე უნდა დააშინო, ვინმესთან უნდა წაიტრაბახო, ძაღლს ესროლო და ისიც გამწარებული გეცემა და გიკბენს (მერე შრატი ირჭე მუცელში 1 თვე) და ათასი სხვა კურიოზი....
აზრი რა აქვს პისტალეტის ტარებას? ჯერ აშკარად ახალი ნივთია სისხლი გუდუღს და აფსოლუტურად აუწონავ დაუწონავი აზრები გაწუხებს, რომელსაც ადრენალინი გკარნახობს და არა საღი გონება. შენს ადგილზე ძალით 1-2 კვირით გვერდზე გადავდებდი რომ ცოტა შენელდეს ემოციები და მერე მოვკიდებდი ცივ გონებაზე ხელს მაგ იარაღს,. სხვათაშორის იარაღია მაინც რაც არ უნდა იყოს და ისე უნდა მოექცე როგორც იარაღს, რაც არ უნდა კურიოზული და მიუღებელი იყოს
ja_ja
"აუწონავ დაუწონავი აზრები გაწუხებს, რომელსაც ადრენალინი გკარნახობს და არა საღი გონება" არ ველოდი ასეთ ვნებათაღელვას თუ გამოიწვევდა ჩემი პოსტი მარა მემგონი არასწორად გამიგე. ჯერ ერთი იარაღის ტარებას არ ვაპირებ. მეორეც კიდე ეგ აზრი არ გამჩენია, კითხვა გამიჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ რამოდენიმე პოსტზე წერია რომ ტარება შეიძლებაო (ოღონდ ამ პოსტებს ნუ მომაძებნინებ), ამიტომ გამიჩნდა ეგ კითხვა? სად წერია რომ ტარება შეიძლებაო?
და გადატანა სად წერია?
პნევმატურის ტარება არ შეიძლება? რამდენიმე დღის წინ ვკითხე უბნის ინსპექტორს და არანაირი შეზღუდვა არააო თუ კალიბრი 4.5მმ-ზე მეტი არ არისო, უბრალოდ არ უნდა გიჩანდესო და ხელში არ უნდა გეჭიროსო. რაიმე კანონი შეიცვალა?
8. ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს ფიზიკური პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობისა და პნევმატური იარაღის, აგრეთვე სასიგნალო იარაღის (მოწყობილობის) შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, ასევე გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.
მე ეს ვნახე, შეიძლება ვცდები მაგრამ მგონია რომ გადატანა და ტარება ცოტა განსხვავებული რამეა. ანუ გადატანა მჭიდში ტყვიებით გავსებული პისტოლეტით სიარულს არ ნიშნავს მემგონი?
შეიძლება ვცდები მაგრამ მაინც მინდა დაზუსტება, მე მაინც მგონია, რომ არ შეიძლება რადგან მაინც იარაღია. პატრული კი რავი ეგენიც ხო იურისტები არ არიან და იურისტმაც ზეპირად ხო არ იცის ყველა კანონი, უბრალოდ იმდენად დიდი შეხება შეიძლება არ ქონდეს და მაგიტომ ამბობდნენ მაგას.
system 32
კაცოუ კაცოუ ფადამრევთ გეფიცები გადამრევთ,
1) ჯერ ეს ერთი 10 ინსპექტორი რომ დაიჭირო ყველა თავისას გეტყვის, საბაჟოზე გაჭედილი რომ იყო იარაღები, მაშინაც პოლიცია ამბობდა კი, სანებართვო ამბობდა არაფერი საჭირო არაა, საბაჟო ამბობდა სანებართვოდან მოიტანე ლიცენზია, ისინი შსს-ში გიშვებდნენ და ავოე
2) იგივე პოლიციელს ჰკითხე აბა რომ დამინახოს შენთან უბანში ქამარში გარჭობილი პისტოლეტით რას იფიქრებს რომ co2 პისტოლეტი მაქვს, თუ მომადგება და მომთხოვს საიდან და რა მაქვს??? ნი დაი ბოგ მე და შენ უბანში რომ ვხუმრობდეთ და სულელი რომ ვიყო და ღმერთმა დაგვიფაროს და რომ დაგიმიზნო ვითომ და მუქარის პონტში, რა რეაქცია ექნება? იფიქრებს რომ ჩვენ ისევ ვხუმრობთ, თუ გაყაჩაღებ???
ეს ყველაფერი შენ ეხლა წარმოუდგენლად და სასაცილოდ გეჩვენება, არადა მე და ჩემი კიდევ 2 მეგობარი 3 წლის წინ აფსოლუტურად კანონიერ პონტში გაგვქაჩეს, პოლიცია თავს იმენნა სირბილით დაგვეცა, გადატენილი პისტალეტებით და მთელი ამბით, რაღაც ზედმეტად რომ გავნძრეულიყავით ალბათ არც დაუფიქრდებოდა არაფერს ისე დაიწყებდა სროლას...
საქმე კი ერთი შეხედვით და უწყინარი პონტი იყო, ლისზე ვინ არ დადის, ვის არ გაუსვრია პნევმო, ბოლო-ბოლო ვინ დაეძებს პნევმოს, გლუვლულიანებს უბათქუნებს ხალხი და მაგის ნათელი მაგალითია ოხრად მიმოფანტული გილზებია, დამშრალ ტბასთან კი სასტავი ადის და საერთოდ კარაბინებით აქვს ბახა-ბუხი აწეული. მილიონჯერ ჩვენც ავსულვათ და იმ დღესაც ავედით, ერთ-ერთი დეჟურნი დღე იყო, მარა აღმოჩნდა რომ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა იქვე სანაპიროზე ამერიკის საკონსულო. ჩვენ გადაღმა ნაპირზე კი ვიყავით, მარა ამერიკელები რა ჩაკუკუებულები არიან ქე იცი, ბუჩქში რომ თხუნელამ გაიფაჩუროს ეგრევე ტერორისტი და ბენლადენი ელანდებათ, ხოდა იასნია ღრიანცელს აქაც მთელი რაზვედკით, სპუტნიკებით და სნაიპერების გარემოცვაში ატარებდნენ.
რა იცის მეორე ნაპირზე მყოფმა სნაიპერმა რა გიჭირავს ხელში? ხედავ 3 კაცი თიოფით დატასაობს და ვეებერთელა ოპტიკები უყენიათ, ადგნენ და გადასცეს, სანამ ჩვენ გავუხსენით ცეცხლი სასწრაფოდ ჩადით გააიასნეთ რა ხდებაო, ჩვენი დურაკი პატრულიც ხომ ოდნავ არ აზროვნებს (თბილისელების სასეირნო ადგილია, ზოგი ძაღლს ასეირნებს, ზოგი იარაღს, ზოგი ქალს) ჩამოვარდნენ და.... ---- ამასობაში ჩვენ უკვე საჭმელად ვზივართ და ვხედავთ სადღაც 50 მეტრში 2 მოსიყვარული წყვილია მანქანაში, უკამ მთელი სისწრაფიდ მივარდა და ტორმუზების წივილ კივილით პატრულის მანქანა უჩერდებათ, გადმოდიან იარაღს ტენიან და მანქანაში უვარდებიან.... ის ტიპი ალბათ ცხოვრების ბოლომდე იმპოტენტი დატოვეს... რომ მოტვინეს იქ არაფერი იყოს აქეთ გამოიხედეს, მორბის 2 დეგენერატი გრუნტიან გზაზე გადატენილი პისტალეტით და თან გვიშვერს.. ნუ რა უნდა ელაპარაკო?
ლამის მიწაზე დაგვაწვინეს, ერთს მუშკაზე 2 მეგობარი ყავს ერთი დეგენერატი მე მშმონავს, მერე მეორეზე გადავიდნენ, რომ ნახეს არაფერი გვაქვს იარაღი სადააო, ვაჩვენე იქვე ბუჩქებში კისტის თოფები ყრია და თუ მაგას ეძებთ არ ვიცი მეთქი...
არ დაიჯერა, წამოდიო, მეგობრები მომყვებიან, მეორე აჩერებს იარაღით არ გაყვეთო, ეს დეგენერატი მოდის, უყურებს მარადიორს - ვერ იგებს რა არის, მერე დაასკვნა სტრაიკბოლისააო, გადატენა გაისროლა, მივდა რაცხა ნიტოა, დაწყნარდა და იარაღი მცველზე დაააყენა, მერე რაციას აძრობს და ვიღაცას ეუბნება არაფერია, აი ტყეში რომ დარბიან და ერთმანეთს რომ ესვრიან ის იარაღიაო....
რაც მე იმ დღეს ამომასხა იმ ამერიკელებზე, ამ ჩვენს დუკარ პოლიციაზე, იმ ვიღაც სნაიპერზე.... არა და ცოტა ქართული მიწოლა რომ გამეჩალიჩებინა (ნუ ტიპა - რა იყო ბრატ და რატომ უნდა ავწიო ხელები და შენ ვინ ხარ და ასე შედმეგ...) შეიძლება წინააღმდეგობის გაწევისთვის ცეცხლი გაეხსნათ....
დაუკვირდით ხალხნო, იარაღია ეს შობელძაღლი, მერე რა რომ შენ იცი პნევმოა, ირგვლივ მყოფებიც ეგეთივე გათვითცნობიერებულები არიან????
akgag
ნუ ვნებათაღელვა ნაკლებად, უფრო რეალურად ვერ გამიგია რატომ უნდა გინდოდეს ტარება?
შენს მიერ დადებულ მე-8 პუნქტშიც კი არსადაა ტარებაზე საუბარი... დამიჯერე იურიდიულ საკითხებში ტარება და გადაადგილება აფსოლუტურად სხვადასხვა რამეა.
მართვის მოწმობა გააქვს? იცი რა განსხვავებაა გაჩერებასა და შეჩერებას შორის? მარტო პირველი 2 სიმბოლო არ განსხვავდება, ერთი გულისხმობს იმას რომ მანქანა გააჩერე იქ სადაც არ შეიძლება გაჩერება და მაგისთვის ჯარიმა გეკუთვნის, მეორე კი გულისხმობს რომ ისევ იმ ადგილზე გააჩერე მანქანა სადაც გაჩერება არ შეიძლება, მაგრამ 5 წუთიანი დრო გაქვს რომ ჩამოსვა მგზავრი, ჩამოცალო ტვირთი, ან პირიქით მგზავრი აიყვანო და ტვირთი ჩადო მანქანაში.
არაა ეგრე კანონი რომ კითხულობ და შენ რაც გსურს იმას რომ ხედავ.... ვეებერთელა თხოვნაა კიდევ ერთხელ გადახედო შენს მიერ დადებულ ციტატას სად წერია სიტყვა ტარება????
საქართველოს კანონმდებლობით ცეცხლსასროლი პისტალეტის შეძენა, გადაადგილება, შენახვა დასაშვებია შესაბამისი ლიცენზიის შემთხვევაში, მაგრამ აი ნიდაიბოგ ტარება დაიწყო, მინიმუმ 3 წელი ციხეა ან სასამართლო მოლაპარაკების შედეგად შეიძლება 30 000 ლარად გამოძვრე.
ნუ პნევმოზე არაა ეგეთი სიმკაცრე, მაგრამ სანამ გაირკვევა რომ პნევმოა რა შარში იხვევ თავს? დავწერე აგერ ზემოთ აფსოლუტურად ნიპრიჩომ სიტუაციაში ლამის 3 კაცი გაგვისტუმრეს იმქვეყნად...
ჩემი გაუგებრობა და რავი თუ გინდა ვნებათა ღელვა დავარქვათ გამომდინარეობს იქედან რომ სულ რაღაც 3-4 წლის წინ ეგეთმა ერთი შეხედვით და უაზრო ტარებამ კოშმარული შედეგი გამოიწვია მთელი საქართველოსთვის. კერძოდ, ერთ-ერთი მამიკოს შვილი რომელიც ამასობაში იყო ერთ-ერთი სკოლის დირექტორის შვილი, ბლატნოი პონტში სკოლაში პნევმო პისტოლეტით იყო წასული. მოხდა შემთხვევა როგორც ახალგაზრდებში ხდება ხოლმე და რაღაც პატარა შუხური აიწია.... იცი რა ქნა ამ უჭკუომ? ამოიღო თავისი პისტალეტი და ტიპს თავში დაუშინა....
ერთი შეხედვით და მერე რა, ხომ ვერ მოკლავდაო, მისი წინდაუხედავი რეალურად იმბეცილის საქციელის გამო მოხდა შემდეგი არაერთი რამ:
1) ეგ დურაკი აღრიცხვაზე აიყვანეს (ოდესმე სახელმწიფო სამსახურში რომ მოისურვოს მუშაობა კაციშვილი აღარ მიიღებს)
2) მამიკო სკოლიდან მოაძრეს, შვილის დეგენერატული საქციელის გამო
3) ვინც გაყიდა იარაღი ის ცალკე დაკითხვებზე იყო - მამიკოს მიყიდა იარაღი თუ ამ არასრულწლოვან ღლაპს
4) ვისაც ესროლა ის ტიპი დასახიჩრდა, იმიტომ რომ მოკვლით ვერ მოკლავს co2-ი მაგრამ სახეში ფოლადის ბურთულის სროლა კანს ხევს და ფლითავს, ხანდახან კანქვეშ რჩება, ამოღება ძნელია, იმიტომ რომ პატარა ნივთია და ხშირად ომის ვეტერანივით მსხვერპლს შტაპნელის პონტში ჭრილობაში უტოვებენ, მგონი იმ ტიპს თვალში არ მოხვედრია, მარა რომ მოხვედროდა თვალს აკარგინებ, მთელი ერთი ამბავი იყო რომ აი საავადმყოფოში მოხვდა ბავშვი და აი რას შვება პოლიცია და რას შვება მთავრობა, სკოლა, მშობელი, აჰი ჰუი.....
5) ეს ამბავი ისე გაიზარდა პრესის გამო რომ შსს-მ ცნობილ აკრძალვებს რომელიც 2011 წლის 1 იანვარს მოხდა და 2.5 წელი საქართველოში პნევმო ვერ შემოდიოდა - აკრძალვის ერთ-ერთ მოტივად სწორედ ასეთი დეგენერატებისგან მოქალაქეების დაცვის იდეა დაასახელეს (მიზეზი სულ სხვა იყო, მაგრამ გააჟღერეს იმენნა ეს მიზეზი)....
მოკლედ სია უსასრულოდ შეიძლება გავაგრძელო, მთავარი აზრი კი ისაა - რასაც შენ ახლა ვერ ხედავ, არ ნიშნავს იმას რომ არ არსებობს. რასაც შენ ეხლა ვერ ითვალისწინებ ზერელე მიდგომის გამო - მხოლოდ დრო უნდა და აუცილებლად მოხდება. მხოლოდ შენი ინტერესებიდან, მუღამიდან, კაიფიდან რომ გამოდიხარ, შენს ერთ არასწორ ნაბიჯს შეიძლება მოყვეს მთელი ქვეყნის დასჯა და ერთი ნათელი მაგალითი უკვე გვაქვს.
ასე რომ დიდი თხოვნაა როდესაც რაღაც გამოცდილების მქონე ადამიანი რაღაცას გეუბნება პირდაპირ ნუ უარყოფ და ნუ მიგაჩნია რომ შენი უფლებების შეზღუდვას ჩალიჩობენ, ეგებ და რაცხა მართლა იცის იმ საზიზღარმა ადამიანმაც.....
P.S. იმედია არასწორად არა გამიგებთ და შეურაწყოფად არ მიიღებთ ამოდენა პროსტინას, რეალურად რომ ვილაპარაკო, ნამდვილად არ მაღელვებს დაიწყებთ ტარებას თუ არა, ან რომც დაიწყოთ და მე აქ ვენები გადავიჭრა უფლება არ გაქვთ მეთქი რა ჩემს ფეხებს მივიღებ პროსტა ჩემი ჟინის გასატანად და ჩემი ზეობისთვის კი არ ვიძახი, ისევ თქვენ რომ შარში არ გაეხვიოთ....
Nუ თუ იმას შევხედავთ ვის როგორც უნდა ისე იზავს რა თქმა უნდა. Mეც იმის საწინააღმდეგოდ რომ ტქრებქ შეიძლებაო ჩემი ქზრი გამოვთქვი რომ ჩემი მოკლე ჭკუით როგორც მე გავიგე იმ კანონით ტარება არ შეიძლება და ჩემი აზრით სწორიც არის. Uბრალოდ თუ სადმე რამე წავიკუთხე ქნ ის ვიკითხე ყველქ ამბობს ტარება შეიძლებაო. Mე კიდე ეგეთი ჩანაწერი ვერ ვნახე და მგონია რომ ტარება მემგონი მაინც არ შეიძლება.
Gადატანა კი ეგრე ცეცხლსასროლისქც შეიძლება თუ მაგის ნებქრთვას აიღებ და გადატანის ნებართვის აღება არც ცეცხლსასროლზეა პრობლემა როგოც მე ვიცი
მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა
აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ - საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს:
ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის კონსტრუქცია იძლევა დაკეცვის, დაშლის ან აწყობის საშუალებას ისე, რომ იარაღი არ კარგავს სროლის შესაძლებლობას;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა;
გ) კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები;
დ) საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა;
ე) იარაღი და სხვა მოწყობილობანი, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს;
ვ) გაზის იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;
ზ) პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე მეტია;
თ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის დასახშობად ან სიბნელეში დამიზნებისათვის;
ი) გრძელლულიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
აი აქ წერია 4.5მმ-ზე მეტის არ შეიძლებაო სამოქალაქო იარაღად გამოყენებაო და მაგიტომ ვთქვი, ისე ვთავათ პისტოლეტით გასართობათ მიდიხარ სადმე ტყეში და გაგაჩერა პოლიციამ, ყოველგვარი დაგდების და დაძაბვის გარეშე დადასტურდა რომ პნევმატური იარაღი მიდევს რომელიც არის 4.5მმ კალიბრის, ამის შემდეგ პოლიცია ჩვეულებრივად გამიშვებს? მომსახურების სააგენტოში მითხრეს კი არაა პრობლემაო შეამოწმებენო და გაგიშვებენო. თქვენ თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა პრაქტიკაში?
system 32
კი მობილურიდან ვკრიფავდიდა მაგიტომ :-):-):-)
მოკლედ მოდი საბოლოოდ ვთქვათ: პნევმატური პისტოლეტის ტარება არ შეიძლება, ანუ ქამარში იქნება თუ შარვალში იქნება ვერ გაირჭობ და ვერ ივლი და გადატანა კიდე როგორც წინაზე დავწერე ბევრი რამის შეიძლება.
თუ ვინმეს საწინააღმდეგო აზრი აქვს და ფაქტიც (მაგალითად ჩანაწერი კანონში) დაწერეთ, პატრულის ნათქვამი ჩემი აზრით არ არის საფუძველი იმის რო ატარო.
შარია მემგონი ტარება მაინც, შეიძლება ისეთმა გაგაჩეროს რომელიც არ იტყვის რო შეიძლება მაგის ტარებაო და შარში გაყოფ თავს :-):-):-)
:-D:-D:-D:-D ახლა ვნახე და მართლა რამდენი შეცდომა მაქვს დაშვებული, ერთი ორგან მევ კი გამიჭირდა აზრის გამოტანა
akgag
უფ თქვენ გაიხარეთ,თორემ დავიტანჯე იმაზე ფიქრით ეგ ყ...ის ქიქაბერი მეტარებინა თუ არა! ერთ რამეს მეც დავწერ საერთო სურათისთვის. ჩემი მეზობელი 16 წლის ბიჭი ათრიეს ბარე ერთი თვე პოლიციაში მხოლოდ იმის გამო რომ ეზოში ისროდა მაგ პნევმო დებილობას. ხელწერილების და პირობების ჩამორთმევის მერე გაანებეს თავი. მამაისმა კი ეგ სათამაშო ნაგავს გააყოლა. მორალი?
არ ატაროთ თან არანაირი იარაღი ან იარაღს მიმგვანებული სათამაშო მოწყობილობაც კი. თუ ამის საბუთი არ გაქვთ და არ ხართ სრულ წლოვანი.
ახლა რაც შეეხება ამ umarex walther co99 compact ს, მოვასწარი უკვე რამოდენიმე ბალონის დაცლა მაგრამ არც სურათი და არც ვიდეო არ გადამიღია იქიდან გამომდინარე, რომ თავიდან დიდი იმედ გაცრუება განვიცადე. ვესროლე პირველად პლასტმასის წყლით სავსე ბოთლს და მჭიდი ისე დაიცალა ბოთლი არც განძრეულა. მეგონა ვერ ვარტყავდი და რო მივედი ბოთლთან ვნახე რო მცირედი კვალი ეტყობოდა ბოთლზე ნასროლი ტყვიების. იმედგაცრუება კი ის იყო, რომ მიუხედავად იმისა რომ ბევრჯერ მოხვდა ბოთლს, ის არც კი განძრეულა (ბოთლი უბრალოდ მიწაზე იდო და გამაგრებული არ მქონია).
მერე ვესროდი ქაღალდის ყუთს ხან 10 ხანაც 15 მეტრიდან (მანძილი დაახლოებითია) და მინდა ვთქვა, რომ მიზანში კარგად მიაქვს ამ მანძილზე ყოველშემთხვევაში.
ჩვეულებრივი შუშის ბოთლს რაც შეეხება ცალ მხარეს გახვრიტა 10 მეტრიდანაც და 15 მეტრზე უფრო შორი მანძილიდანაც, ოღონდ ამას გახვრეტა რამდენად ქვია არ ვიცი, არც ერთ შემთხვევაში ტყვია ბოთლში არ აღმოჩნდა. ანუ მოხვდა, დირკა კი დაადო მაგრამ თვითონ ტყვია უკან გამოვარდა.
რაც შეეხება ერთი ბალონით გასროლილ ტყვიების რაოდენობას, არ დამითვლია მაგრამ 5 მჭიდს მაინც ვცლიდი მინიმუმ სანამ იმ დონემდე იცლებოდა რომ ზატვორს უკან ვეღარ ექაჩებოდა და ყოველ გასროლაზე ხელით ჭირდებოდა გადატენვა. რათქმა უნდა ტყვიის სიჩქარესაც ვერ გავზომავდი თუმცა უნდა აღინიშნოს რომ როცა შუშის ბოთლი გახვრიტა 15 მეტრზე უფრო შორი მანძილიდან ძველი ბალონი მედო და გახვრეტიდან 3-4 გასროლის შემდეგ ბალონი შევცვალე რადგან როგორც ზევით დავწერე თვითონ უკვე ვეღარ ერეოდა დასატენად.
არ ვიცი ამას თუ აქვს მნიშვნელობა და საერთოთ თუ აქვს პნევმატურს ეგრედ წოდებული "ატსეჩკა", მაგრამ ამას არ ქონია სწრაფად სროლის დროსაც კი.
ეს არის რაც შემიძლია ვთქვა ამ პისტოლეტზე. სხვა რა უნდა დავწერო არც ვიცი
system 32
akgag
და რა მაინტერესებს... თუ ასე ეშლებათ ერთმანეთში ცეცხლსასროლი და პნევმატური(მართლა ძნელი გასარჩევია ზოგი მოდელი), იქნებ პოლიციელი ვარ სამოქალაქო ფორმაში და შემთხვევით გამომიჩნდა(ბევრი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი მინახავს ასე), ამ შემთხვევაში ეგრევე პანიკაში ხომ არ ვარდებიან და იარაღს ხომ არ უმიზნებენ და ხომ არ აგდებენ და სიცოცხლისთვის საშიშ ქმედებას რომ არ ჩაიდენენ? ხომ უნდა გადაამოწმონ ნორმალურად ვინაა ეს ადამიანი და რა ტიპის იარაღს ატარებს, ეს ყველაფერი პანიკის და დაფეთების გარეშე თუ მოხდება ასეთი შემთხვევები გამოირიცხება. რამდენი პოლიციელია და რამდენი დადის სამოქალაქო ტანსაცმელში, რამდენს უჩანს ხოლმე იარაღი, მაშინ ხშირად უნდა იყოს საქართველოში ასეთი შემთხვევები. ყველა თუ ყველას იცნობს რამდენიმე ათას კაცში მართლა ყოჩაღ. ალბათ მიხვდით რისი თქმაც მინდოდა.
system 32
დაიწყე პოლიციაში მუშაობა და დამიჯერე საკმაოდ იოლად ამოიწნობ გარე მაჩვენებლებით შენიან ცუგრიკას და სხვა შემოცუნცულებულ მამაძაღლს, ადამიანი ქვეცნობიერად ისე რომ არც კი იაზრებს გარკვეულ მოქმედებებს აკეთებს რაც გაწვრთნილი თვალისთვის გარკვეული მარკერებია...
მაგალითისთვის დავიჯერო არცერთი გოგოსთვის არ შეგიხედავს არ არ გაგიფიქრია - ისტერიჩკაა, სტერვაა, ნამეტანი დამჯერია....
შენთვის გარკვეული ქცევის მარკერებია მაჩვენებელი, იმათთვის სხვა, იქ იარაღი როგორ უდევს როგორ მოძრაობს... ან შეიძLება გამოუცდელს გადააწყდეს ეგ კრიმ პოლის თანამშრომელი და მაგასაც გაუხსნიან ცეცხლს
აზრი აქ ერთია, ის კაცი შესაბამის სამსახურშI მუშაობს სადაც მას თავი ყოველდღიურად გარკვეულ რისკზე აქვს გადადებული. ახლა შენს შემთXვევაში დავიჯერო შენ ეგეთი ზედმეტი რისკი ასე გიღირს???
მოკლედ ჯაჯა სწორია ამ იარაღის ტარება არ შეიძლება. იარაღის გადატანა კი შეიძლება დაშლილ მდგომარეობაში მაგალითად რუგზაკით. ბალონი მოხსნილი უნდა იყოს აბოიმა გამოღებული, ზატვორი დაცლილი და პრედახარანიწელზე შეგდებული.
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services