ყურადღება
აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში. საქართველოს შემდეგ ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ. ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთისა, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ს რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.
ყურადღება
აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობის დროს გამოყენებული იქნას შემდეგი მეთოდები:
ა) ლერწმის, ლელისა, ისლის და სხვა ყოველნაირი შამბნარის დაწვა
ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა
გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგებისა და სხვა საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან სრული განადგურება.
დ) ცხოველთა მოპოვების მასობრივი საშუალებების ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ლიცენზირებული მოპოვების შემთხვევისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება.
ე) ნადირობის დროს დევნა ლიპ თოვლზე, ყინულზე გამორეკვით, ღრმა თოვლში, მოჭრილ ლერწამზე ან ლელზე;
ვ) ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით, აგრეთვე ნადირობა დამჯდარ (წყალზე, მავთულზე, ხე-ბუჩქნარზე) გარეულ ფრინველზე, აგრეთვე მწოლიარე გარეულ ნადირზე.
ზ) ღამით ნადირობა ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ნავებიდან და სხვა სატრანსპორტო საშუალებებიდან განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით.
თ) სტიქიური უბედურების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული (ქანცგამოლეული, ბუმბულგაცვენილი, დამშეული) ცხოველის მოპოვება, აგრეთვე მოთზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.
ი) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდენა მათი დაბოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
კ) ცხოველთა მოპოვება, სასროლი იარაღის გამოუყენებლად, ავტომანქანით, მოტოციკლით, თვითმფრინავით, ვერტმფრენით, კატარღით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით დევნის შედეგად მოქანცვამდე მათი მიყვანით.
ლ) ნადირობა წინა პუნქტში მოყვანილი საშუალებებით და იარაღის გამოყენებით.
მ) გარეულ წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთელ მოტორიანი ნავებიდან (მოპოვება დევნით).
ნ) მსვლელობით ნადირობა მწკრივად
ო) მორეკვით (ე.წ. „ნომრებში ჩაყენებით“) ყოველგვარი გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება.
პ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი შაშხანით და საფანტით.
ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და მოწყობილობებით:
ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი);
ბ) კუთხვილლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიით);
გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და კუთხვილლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით);
დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით;
ე) მწევრებით;
აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:
ა) ნებისმიერი საბრძოლო კუთხვილლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;
ბ) სნაიპერული შაშხანებით;
გ) ე. წ. „ღამის ხედვის“ მოწყობილობათა გამოყენებით
დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სნაიპერებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით;
ე) პნევმატური იარაღით;
ვ) ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება
ნადირობის შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში და აკრძალულ (მათ შორის არარეგისტრირებული და ვადაგასული რეგისტრაციის) სანადირო იარაღით, მეთოდებითა და მოწყობილობებით ითვლება უკანონო ნადირობად.
ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განცხადების საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება:
ა) იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები;
ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები
გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალი
დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ვადა;
ე) განმცხადებლის ტექნიკური და სხვა საშუალებები, რომლებიც საჭიროა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის და მათი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაიცემა განცხადების საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება:
ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები;
ბ) მონაცემები იურიდიული პირების ხელმძღვანელების ან მფლობელების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ მას ლიცენზიის მიღებისას;
გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა და პარამეტრები;
დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საორიენტაციო ვადა;
ე) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის აუცილებელი ტერიტორიების ფარგლები და საზღვრები;
ვ) განმცხადებელი იურიდიული ან ფიზიკური პირის ფინანსური, ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები;
ზ) იურიდიული ან ფიზიკური პირის წინადადებები ცხოველთა სამყაროს სარგებლობის პირობების შესახებ.
იხილე: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 19 აგვისტოს N95 ბრძანება „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე.
სამწუხაროდ ეს ძველი რედაქციითაა ფოქსი.
აქ ძირითადი კანონებია,რომელიც საინტერესოდ ჩავთვალე. ქვეპუნქტები ძალიან სწრაფად იცვლება,ასე რომ მაგეებსაც მოვაყოლებ. არ ინერვიულოთ.
foxi
აი ეს ვნახე და თუ გამოგადგება( რავიცი ახალი რედაქცია თი იცის ვინმემ რას მალავს):
ბრძანება N512
http://www.iep.gov.ge/index.php?option=com_content&view=article&id=141&Itemid=47&lang=ka
ეგაა კოდიფიცირებულია ცვლილებებით, მე ამ წუთას არ მაქვს პროგრამა კოდექსი და მერე გადავამოწმებ, ჩემი აზრით ჯობია საბოლოო ვარიანტები დაიდოს, თორე დინამიკაში თუ დადეთ კანონები თავის ცვლილებებით და პირველი ვარიანტით ცალკე ფორუმი დაგჭირდებათ, ეს ჩემი აზრით თორე ისე გადაწყვიტეთ როგორც გინდათ
მადლობა გრიგილი.
ქვემოთ მოყვანილი ლინკზე იხილეთ მეტი ინფორმაცია თევზაობა ნადირობაზე. ასევე უამრავი სხვა საკანონმდებლო აქტები,რომელნიც უშუალოდ ეხება ბუნებრივ რესურსებს.
http://www.iep.gov.ge/index.php?option=com...=47&lang=ka
P.S. ოფის შემთხვევაში ყველა პოსტი წაიშლება გაუფრთიხებლად!
foxi
არაფერს
მოკლედ, სამშაბათს ისევ მექნება წვდომა "კოდიფიცირებულზე". ასე რომ პრობლემა არ იწნება არცერთი სიახლე!
კარგით რა, დაიკიდეთ, დიდი ამბავი, ისედაც ბევრი რამე არ შეიძლება, ვინ რას დაგიმტკიცებთ სადმე რო გადაგაწყდეთ?? ან რას გზავთ??
ვიაროთ ტირში
giorgi-RW1k77X2
ეს ძველი დებულებაა გიო, პნევმოთი ნადირობა კაი ხანია დაშვებულია უკვე
აი ვიხალისე კანონიც ეგეთი უნდა ანუ საერთოდ ვერ ინადირებ ვერც გილზებს დატენი ეს რა სისულელეა ვინ ადგენს ამ კანონებს მანახა ერთი და პნევმატურით როგორ არ შეიძლება ნადირობა ვანახებდი ხო კიდე აი გაგრაში და სოხუმში კაკრას მივდიოდი სანადიროდ კანონები კი გვაქ აბა ერთი გააკონტროლონ თუ მაგრები არიან მარტო ლაპარაკი არაფერს იზამს და საერთოდ ჩვენი ბრალიც არის არ ვუფრთხილდებით არანაირ ეკოლოგიას და ბუნებას თევზაობის დიდი მოყვარული ვარ და კანონებსაც ვიცავ მემგონი ყველამ ვიცით რა შეიძლება და რა არ შეიძლება შარშან ლამის მთელი საქართველო მოვიარე კარვით და შეშფოთებული დავბრუნდი ამ ჩვენ ულამაზეს Bუნებას ვაუბედურებთ ვაჩანაგებთ და ვაბინძურებთ ნუთუ ძნელია ელემენტარული კულტურა დაიცვა და არ დაუტოვო იმ ბუნების და სილამაზის შემდეგს სტუმარს ეს ნაგავი
2005 წლის 512 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლში მითითებულია იარაღის შესახებ კანონის მე-7 მუხლში გაწერილი სანადირო იარაღის სახეები, ხოლო იარაღის შესახებ კანონის მე-7 მუხლში ერთ ერთ სახეობად მითითებულია სანადირო პნევმატური იარაღი, ცალსახა დეფინიცია არ არის სანადირო პნევმატურისა თუმცა ამავე კანონის მე-2 მუხლის ი) პუნქტში გვაქვს პნევმატური იარაღის დეფინიცია, სანამ არ არსებობს ცალკე კანონი პნევმატური იარაღის შესახებ და არც იარსებებს მაგას დაარეგულირებს სტანდარტების დეპარტამენტი იხელმძღვანელეთ ამითი ანუ ჩემი აზრით პნევმატური იარაღით ნადირობა დაშვებულია, არ მაქვს ახლა საშუალება და იქეთ კვირაში ავტვირთავ ბოლო ვერსიებს, რომ ვიცოდეთ რისი უფლება გვაქვს და ფოქსი მემგონი ეგ ძველი ვარიანტი ჯერ ამოვიღოთ ჯობია და ახლას ან მე ან გრიგოლი მოგაწვდით და ის ავტვირთოთ რომ ასეთი აჟიოტაჟი არ იყოს.
ნადირობისათვის დაშვებული იარაღები: სანადირო იარაღის სახეებია: სანადირო ხრახნივლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი, სანადირო პნევმატური იარაღი. აკრძალულია სანადირო იარაღის ზემოთ ჩამოთვლილი სახეების გარდა სხვა იარაღით ნადირობა.
http://www.gdi.gov.ge/admin/editor/uploads/files/nadiroba.pdf
giga_st
ჩემი ვარიანტი 2008 წლისაა, შენი მოყვანილი კი 2005!!!! ვერ გავიგე რომელი უფრო ძველია? თანაც მანდ იმდენი საინტერესო რამ წერია არამგონია მთლიანად ამოსაღები იყოს. ყოველ შემთხვევაში სანამ ახალს დავდებ ეს იქნება.
foxi
ერთი და იგივე დებულებაა რომელიც 2005 წელშია მიღებული, მაგ დებულებაში არის უამრავი ცვლილება, მე რაც დავწერე არის საბოლოო რედაქციით იქეთ კვირაში მოგაწვდი და გადაავლე თვალი.
http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=4241
ე ბიჯო აქ არ არის დაწერილი შავით თეთრზე :
მუხლი 7. სანადირო იარაღი
1. სანადიროა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სარეწაო, სამოყვარულო ან/და სამეცნიერო ნადირობისათვის.
2. სანადირო იარაღის სახეებია:
ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);
დ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
ე) სანადირო პნევმატური იარაღი.“.[color="#0000FF"][/color]
ყველამ ვიცით რომ პნევმოთი ნადირობა დაშვებულია,
და რაღამ გამოიწვია ეს პოლემიკა?
დავუშვათ, რომ პნევმოთი ნადირობა დაშვებულია, იმას რას ვუშვებით მერე, რომ დამჯდარ ან დაწოლილ ფრინველზე და ცხოველზე სროლა არ შეიძლება? აფრენილ იხვებს უნდა დიოთ, თუნდაც ყვავი იყოს ??? თუ ესეც შეცვლილია? რაღაცა არა მგონია მაგდენი ეფიქრათ და ეგეც შეეცვალათ.
cz80
ეგ ყველაფერი ადრე დავდე, მაგრამ ეს არის:
„იარაღის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
შენ ეს მითხარი "სანადირო პნევმატური იარაღი" რა არის და რა შუაშია ეს ცვლილება ნადირობასთან?!
კარგია, რომ ქაღალდის ჩამოკიდებულ სამიზნეზეც არ არის სროლა აკრძალული
cz80
უბრალოდ საინტერესოა, თუ რას ეწოდება სანადირო პნევმატიკა? რა პარამეტრებით განისაზღვრება? გრიგოლი მართალია. ეგ კანონი
იარაღის შესახებ არის და არა ნადირობის. მაგეებს მალე გავარკვევ.
სხვათა შორის ბევრი საინტერესო რამე რუმეებიც წერია მაგ კანონში. ასე რომ, ახალი ვერსიის გამოქვეყნებამდე მგონი არაფერი
დაშავდება ძველიც კარგად რომ შევისწავლოთ.
gregory
მანდედან მე მხოლოდ ერთი აზრი გამომაქვს ის, რომ იარაღი კი არის სანადირო პნევმატური, მაგრამ კანონში სადაც წერია თუ რა იარაღით შეიძლება ნადირობა, იქ პნევმო აკრძალულია
დარწმუნებული ვარ, რომ 10 გ.დ.ი.-ს თანამშრომელს რომ შეეკითხო, 10 განსხვავებულ "სიმართლეს" მოისმენ ადამიანი !!!
giorgi-RW1k77X2
მანდ კი წერია მაგრამ მეგობრები თავს იკლავენ რაღაც ახალ ცვლილებაზე ჰოდა იქ არ წერია თქო.
ეხლა ველაპარაკე ჩემს იურისტ მეგობარს და ვკითხე სად შეიძლება მოვძებნო მეთკი.
მირჩია http://live.codexserver.net/ რომელიც დროებით არ მუშაობს. ისეც შევეცდები გაგირკვიოო და თუ რამე სიახლე გამოჩნდება, თქვენც მოგახსენებთ.
foxi
კახუშ,მე რომ ლინკი დავდე ეგ არის ახალი ვერსია,გდი-ის საიტიდან ..
დაჟე ისიცაა ნახსენები რომ 5 კმ-იანი შეზღუდვა 500 მეტრამდეა შემცირებული..
ნადირობა აკრძალულია აკრძალულია ნადირობა დაცული ტერიტორიების გარშემო 500 მეტრიან ზონაში. აკრძალულია ნადირობა საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში და ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე. ნადირობის აკრძალული მეთოდები:
ა) მცენარეული საფარის დაწვა; ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება; დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების, ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების, სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; ე) ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით“. ვ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს; ნადირობისათვის დაშვებული იარაღები: სანადირო იარაღის სახეებია: სანადირო ხრახნივლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი, სანადირო პნევმატური იარაღი. აკრძალულია სანადირო იარაღის ზემოთ ჩამოთვლილი სახეების გარდა სხვა იარაღით ნადირობა. ნადირობა, გადამფრენი ფრინველების მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარის (დედანის) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, აგრეთვე აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში მეთოდებითა და მოწყობილობებით, ითვლება ნადირობის წესების დარღვევად და ისჯება კანონით.
ოხ რა ტყუილა ატეხეთ ეს ამბავი რო იცოდეთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ დებულებაში მითითებაა იარაღის შესახებ კანონზე, ანუ იარაღის სახეობებით რომლებიც მოხსენიებული არ არის იარაღის შესახებ კანონში დაშვებული არ არის ნადირობა, ხოლო იარაღის შესახებ კანონში პნევმატური იარაღი მოხსენიებულია, ასე რომ დაწყნარდით მეგობრებო ავტვირთავ დებულებასაც და კანონსაც რომლებიც ერთმანეთთან კავშირშია, რაც დევს ეს არის ძველი ვერსია
giga_st
იმედია. ინფო მომაწოდე და ამ თემასაც ჩავასწორებ.
cz80
ჩეზი ეგეც ძველია დაჟე შენ რაც დადე რო იცოდე
cz80
ჩემტან არ ხსნის მაგ ლინკს.
foxi
პნევმოს აკრძალვა სანადირო იარაღებიდან ამოღებულია დაახლოებით 1 წელიწადზე მეტი ხნის წინ ხალხო! ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ. ჯერ კიდევ წინა სეზონისთვის იყო ამოღებული
შესაბამისად, კანონში ჩაიწერა "სანადირო პნევმატური იარაღი" რომლის რეგისტრაციაც ჯდება 10 ლარი. უბრალოდ ვერ განმიმარტეს როცა დავრეკე რა იყო სანადირო პნევმატური იარაღი. როცა ვუთხარი მაქვს ესეთი და ესეთი ფიშტო, მითხრეს, რომ მაგით შეგიძლია ინადირო მხოლოდ 10 ლარიანი მოსაკრებლის გადახდით, რეგისტრაცია არ გჭირდებაო ნუ მაშინ არ იცოდნენ აშკარად.
ახლა როგორც ვიცით "პნევმოს ტექნიკური მახასიათებლები" უნდა ჩაიდოს კანონში, რომელიც ვერ გავიგეთ რა და როგორ არის
მოკლედ, პნევმოს აკრძალვა სანადიროდ ამოღებულია კანონიდან დიდი ხნის წინ, ტყუილად ნუ ნაყავთ წყალს ხელმეორედ და გადახედეთ კანონმდებლობის თემებს.
ეს თემა განახლდება როდესაც ბატონი გიგა, მომაწვდის უტყუარ საბუთებს ახალი კანონის შესახებ. უკვე მოვილაპარაკეთ.
მანამდე ნახეთ ესეც: http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=4241
2010 წლის ივლისის ცვლილებებია. ეს ინფო კანონმდებლობაშიც დაიდო რამდენიმე დღის წინ.
რადუნდა დიდი ვაივუი,
http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=286
აგერ პარლამენტის ვებგვერდი
bazuka
დამჯდარ-გაფრენილიც წლევანდელ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის წესებში არაა ნახსენები GDI-ს საიტზე: http://www.gdi.gov.ge/admin/editor/uploads/files/nadiroba.pdf
ძალიან სამწუხაროა რომ აქ ძირითადი ყურადღება გამახვილებული იქნა იმაზე,არის თუ არა პნევმატიკით ნადირობის უფლება.
თითქოს სხვა უფრო საინტერესო პუნქტები ზეპირად ვიცოდეთ და ვასრულებდეთ.
საბოლოოდ რისი ხოცვა შეიძლება მტელი სეზონის მანძილზე?
მარტო ჩიტების?
მხედველობაში მაქვს ნებარტვის გარეშე ნადირობაზე
sekurifa
საქართველოს კანონი
იარაღის შესახებ
მუხლი 6. სპორტული იარაღი (2.07.2010. N3285)
1. სპორტულია იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად.
2. სპორტული იარაღის სახეებია:
ა) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი:
ა.ა) სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ა.ბ) სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ბ) სპორტული ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
გ) სპორტული პნევმატური იარაღი.
მუხლი 7. სანადირო იარაღი (2.07.2010. N3285)
1. სანადიროა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სარეწაო, სამოყვარულო ან/და სამეცნიერო ნადირობისათვის.
2. სანადირო იარაღის სახეებია:
ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);
დ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
ე) სანადირო პნევმატური იარაღი.
მუხლი 8. საკოლექციო იარაღი (27.06.2008 N 74 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
იარაღის საკოლექციოდ მიჩნევის, მისი შეძენის, შენახვისა და ექსპონირების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.
ესეც დაპირებული კანონის ახალი ვერსია. აქ მოყვანილი მუხლები ეხება ჩვენთვის საინტერესო თემებს. ასე რომ კანონის მთლიან
ვერსიას არ ვაქვეყნებ. მსურველებს შემიძლია გადაუგზავნო ვორდში დაწერილი კანონების სრული ვერსიები.
მომაწოდა ბატონმა giga_st. პირადად დიდი მადლობა მას.
foxi
ეგ უბრალოდ ჩამონათვალია იარაღების, განმართებაც არ არის... მგონი სხვა რაღაცეებიც არის მანდ და გამოტოვებულია... ამაზე უფრო მნიშვნელოვანი
Davitus
7-ე მუხლში, პირდაპირ მითითებულია სანადირო იარაღები,მათ შორის პნევმატურიც. ეს კანონი უკვე მიიღეს,მეტი რა უნდა ეწეროს?
foxi
ე.წ. "ტექნიკურ მახასიათებლებზე" რაც იმ ორგანიზაციას და შსს-ს უნდა დაემტკიცებინათ არის რამე ინფო? თორემ უკვე მეორე წელია პნევმო სანადირო იარაღებშია და გვაქვს მაგაზე ინფო. ასევე სპორტული იარაღიც დიდი ხანია არის.
მთავარი ის "ტექნიკური მახასიათებლებია".
Davitus
Power_VANO
ზემოთ დავწერე და გავიმეორებ: მთლიანი დოკუმენტაცია ძალიან ბევრ ადგილს დაიკავებს. თუ გაქვთ სურვილი მაილზე გამოგიგზავნით. იქნებ მე რამე გამომრჩა გადახედეთ და დავამატოთ.
foxi
გადმომიგზავნე აბა: powervano (ძაღლი) gmail.com
ის ტექნიკური მონაცემები მაინტერესებს ძალიან თუ დაამტკიცეს და ჩადეს კანონმდებლობაში. ანუ დასაშვები კალიბრები / ენერგია და ა.შ. რაც მანდ უნდა იყოს განმარტებული.
ერთი სიტყვით ამ კანონებში განმარტებები კონკრეტულ კალიბრზე ვერ ვნახე. ასე რომ თუ ლაპარაკია პნევმატურ თოფზე, კალი
ბრის განსაზღვრა დაავიწყდათ. საინტერესო მაინც ის არის რომ, მთავრობა თვითონვე ყიდის მისივე აკრძალულ კალიბრს.
პირადად მე ვიყიდე ერთი წლის წინ. მერე ისევ გავყიდე და ეს ყველაფერი ოფიციალურად ჩეკით და რამე.
ფორუმელებთან თხოვნა მაქვს: თუ ვინმე უფრო კონკრეტულ ინფორმაციას მოიძიებს გამოაქვეყნეთ აქ.
აღნიშნულ კანონში (საქართველოს კანონი იარაღის შესახებ 02.07.2010) ასევე წერია.
მუხლი2. ტერმინთა განმარტებანი
ი) პნევმატური იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი მიმართულ მოძრაობას იწყებს შეკუმშული, დაწნეხილი ან გამყარებული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად;
მუხლი 6. სპორტული იარაღი
1. სპორტულია იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად.
2. სპორტული იარაღის სახეებია:
ა) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი:
ა.ა) სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ა.ბ) სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ბ) სპორტული ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
გ) სპორტული პნევმატური იარაღი.
„მუხლი 141. იარაღის ტექნიკური მახასიათებლები
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ამტკიცებს სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს.“.
„მუხლი 19. იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება
ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობა და პნევმატური იარაღი, აგრეთვე სასიგნალო იარაღი (მოწყობილობა).“.
და რაც ყველაზე საინტერესოა ჩვენთვის
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამტკიცოს:
ა.ა) იარაღის რეესტრის წარმოების წესი;
ა.ბ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესი;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ დაამტკიცოს:
ბ.ა) ცივი და ცივი სასროლი იარაღის ტექნიკური მახასიათებლები;
ბ.ბ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის სახე და კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;
ბ.გ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის დამზადებისა და გადაკეთების წესი;
ბ.დ) სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები.
ეს იყო ის ძირითადი რაც აღნიშნულ კანონში ეწერა პნევმატურზე.
სხვა უნიშვნელო წვრილმანები არ ამომიკრეფია
მოგესალმებით ყველას.
მოკლედ დღეს მოვიპოვე ახალი, ამჟამად მოქმედი, საქართველოს სტანდარტების დამტკიცებული - პნევმატური იარაღის ,,ტექნიკური მოთხოვნები და გამოცდის მეთოდები". სამწუხაროდ 12 ფურცელია და ნაღდად ვერ ავკრიფავ იმხელა ტექსტს. თუ რამე დაგაინტერესებთ შემეკითხეთ და ვეცდები გიპასუხოთ
davil
დასკანერების ან სურათების გადაღების საშუალება არ გაქვს?
ამას იმიტომ გეუბნები, რომ:
არა სამწუხაროდ კომპიუტერთამ მთლად ძმაკაცურად ვერა ვარ და რა ვქნა
ეს არც ბრძანებაა და არც კანონი- ეს არის სააგენტოს დამტკიცებული სტანდარტი
davil
მოგესალმებით ! თარიღი თუ ჩანს როდინდელია?
ახალია და დღეს მოქმედი სტანდარტებია, დღეს ავიღე უშუალოს დეპარტამენტიდან. ძალიან საინტერესოა. ეხლა ვეცნობი...
სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები პნევმატური იარაღისა ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები.
ეს გვაინტერესებს.
იქნებ დააკონკრეტო, სანადირო პნევმატიკაზე მეკითხები თუ სპორტულზე. მაგალითად გეტყვი, რომ სანადირო პნევმატური თოფის კალიბრი არაა შეზღუდული, შეზღუდულია ენერგია 7,5 ჯოულიდან 25 ჯოულამდე
თქვენ მგონი ჩვენ ბიჭებს კარგათ იცნობთ და თუ შესაძლებელია გადაცეთ ვისაც აქვს საშუალება სკანერის უ არადა მე გამოგართმევთ, თუ იპოვით საინტერესოს რამეს აუცილებლად სანახავია რა არის!
(22კ) 5.5ზე რამე ცვლილება ხომ არ არის
ეს არის სანადირო პნევმატური თოფებისთვის
სად შეიძლება თქვენი ნახვა? ხვალისათვის გამოგართმევდით დავაკოპირებდი და დაგიბრუნებდით.
masteroff
ესეიგი წერია რომ 25 ჯოულამდე კალიბრი არ არის შეზღუდული
giga_st
რუსთავში
tengo
სტანდარტში გაფორმებაზე არაფერი წერია, აქ წერია რომ სანადირო პნევმატურ თოფს არ ეზღუდება კალიბრი, მაგრამ მაქსიმალური ენერგია უნდა ქონდეს 25 ჯოული. ანუ თუ 25 ჯოულზე მეტი აქვს აღარ გადის სანადირო პნევმატიკის კლასში
მაშინ გამოდის რომ 25-ჯოულის ფარგლებში ნებისმიერი კალიბრის პნევმატიკა ნებადართულია.
ასეა. ოღონდ ეს შეეხება მხოლოდ პნევმატურ თოფებს. იქვე წერია რომ 4.5 ზე მეტი კალიბრი არ დაიშვება პნევმატურ პისტოლეტებში და რევოლვერებში. ოგონდ პისტოლეტს და რევოლვერს შორის რა განსხვავებაა ეგ აღარ ვიცი
მტააკ ენერგეტიკა ასე თუ ისე ჩამოყალიბდა.
ახლა მე რა მაინტერესებს შემოწმება და ლიცენზირება ხდება თუ რით ან რა განსაზღვრავს რამდენი ენერგია აქვს კონკრეტულ ეგზემპლარს, ან მოდელს.
ანუ საქართველოში არის ბევრი მწარმოებლის თოფი, ბევრს აწერია ვთქვათ 380 მეტრ წამი, გაუთვითცნობიერებელი მომხმარებლისთვის ეს ნიშნავს რომ ყველა წონის ტყვიას ეს თოფი ასეთი დამანგრეველი ძალით ისვრის, რეალობაში კი ასეთი თოფი მაქსიმუმ 20-24 ჯოულიანია. ეს ხდება შემოქმების ხარჯზე, და გამოცდილების დაგროვების მერე. მაგრამ ისე არ მოხდეს რომ ჩვენმა კანონმდებლებმა წონა სიჩქარე და ენერგიის გამოთვლის კანონი არ გაითვალისწინონ და ეგრევე მიუდგნენ ასეთი იარაღის შემომტანებს როგორც კანონის დამრღვევებს.
მოკლედ კითხვა კონკრეტულად davil-სთან არ მაქვს, თუ იცის პასუხი გადასარევია, მაგრამ პროცედურა მაინტერესებს. ახლავე შემიძლია ვთქვა რატომ, ამ ფორუმზე ძალიან ბევრს ნერწყვები გვდის ერთერთ მოკლე პისტოლეტზე, როემლსაც მწარმოებელი უშვებს მხოლოდ 22 კალიბრში, მაგრამ რადგანაც პისტოლეტია მიუხედავად კალიბრისა ენერგეტიკა 25 ჯოულს ვერ გადააჭარბებს. შესაბამისად რაფერ მოხდება ვთქვათ ამ ერთერთი კონკრეტული ვერსიია გადამოწმება შემოტანა. აქვს ჩვენს ექსპერტიზას რაიმე ხელსაწყო? ქარხნულ მონაცემებს ეყრდნობიან თუ საბაჟოს მესვეორებივით ინტერნეტშI უნდა გაიქცნენ და რაღაც სულელური ინფორმაციები ს ამოყრა უნდა დაიწყონ...
მაგალითად საბაჟოზე ვთქვათ შემოგაქვს რაღაც იბეიზე იაფად ნაყიდი, ვიღაცას ფასი თუ დააეჭვებს ეგრეთწოდებული ექსპერტი ინტერში მიძვრება და ყველაძე ძვირი ფასი რომელ საიტზეც ადევს იმის მიხედვით აიძულებს პიროვნებას საქონელი განაბაჟოს. ასეთივე საშინელებასთან გვექნება საქმე თუ ადეკვატური შემოწმება ძალუძს ჩვენს კანონ აღმსრულებლებს?
მოკლედ კითხვები მგონი უფრო მეტი გამიჩნდა კონკრეტული საკითხების ჭრილში, პასუხს კი ალბათ აქაც ვერ ვეღირსები
giga_st
შენ კანონზე აპირებდი ჩალიჩს (ანუ ფორუმზე კანონების განყოფილებაში), აქაც გარკვეულ აქტიურობას იჩენ, შენ თუ ამ ინფოს მოიძიებ და გაიშიფრება... ნუ მოკლედ პლუმბუმის ძეგლი გვექნება შენთვის დასადგმელი, მერე კი ყველა გრიშასთან გავრბივართ და.. ნუ დალშე ქე იცით
მმმ, საინტერესოა. ეს 25 ჯოულის შეზღუდვა კიდევ არაუშავს, მარა ერთია მართლა გასარკგვევი - მაგის ზემოთ რა ხდება? გაფორმება თუ უბრალოდ აკრძალულია....
ja_ja
ეგ მართლა საინტერესოა. ნეტა რითი დაადგენენ იარაღის სიმძლვრეს. ტუ სარეკლამო სიჩქარეებს უყურეს, მაშინ ცუდატაა ჩვენი საქმე ალბათ ექნებათ ქრონოგრაფი?....
iorama
ის დროა ჩემს დისკოს ლულა შეუცვალო, სასხლეტი დავურბილო და ვიყო ბედნიერი ვინაიდან ჩემი დისკო სწორედ აფიგიტელნი 270 მწ იძლევა.
ჯაჯა მაგეებს მე აპრილიდან მივხედავ ახლა მაგის დრო სამწუხაროდ არ მაქვს მაგრამ აი თუ რუსთაველი ძმები ვერ მოახერხებე დასკანირებას და დადებას ფორუმზე ან სტანდარტებში მივალ ან შეიძლება რუსთავში ჩავიდე.
davil
როგორ მოიპოვეთ მე ვერ მომცემენ რო ამეტვირთა ჩვენთან ფორუმზე?
ესე იგი ველოდებით იორამას მეგობარი რას იტყვის. იმედია თანამდებობის პირი უკეთ გაგვარკვევს ამ საკითხში.
სრული მარაზმია სანადირო კლასის პნევმატიკის ენერგიის 25 ჯოულამდე შეზღუდვა
ან მართლა როგორ აპირებენ ამის შემოწმებას,დავიჯერო სამართალდამცავებს ქრონოგრაფით
და ბალისტიკური კალკულატორებით აღჭურავენ?
პლუს ამას სასწორებიც ექნებათ ალბათ,ტყვიის მასის გასაგებად
თფუუუ ბლდ......
აუ ეხლა გადავამოწმე და Marauder Pistol-ის ენერგეტიკა გამოდის 21-22 ჯოული. თუ .22-ზე არანაირი შეზღუდვა აღარაა მოკლედ იდეალური ვარიანტია რა.. გრიშა უნდა ავაფორიაქოთ
აი, სახლშიც დავბრუნდი. კაი მსჯელობა გამართულა. აქვე, ერთ რამესაც გეტყვით რომ მაგალითად სპორტული პნევმატური თოფების შემთხვევაში ჯოულზეც მოხსნილია შეზღუდვა და კალიბრზეც, უბრალოდ სასხლეტი და სამიზნე უნდა აკმაყოფლებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს რათა გავიდნენ სპორტულის კლასიფიკაციაში. ისე ენერგიის და სიჩქარის გაზომვის მეთოდებიც არის ჩამოყალიბებული და კიდე ბევრი რამე. მე გთავაზობთ რომ დაინტერესებული პირები შეგვიძლია შევიკრიბოთ, და ერთობლივად განვიხილოთ, იმიტომ რომ მეც ზოგ რამეში ვერ გავერკვიე. მე მგონია რომ ასე უფრო საინტერესო და ნაყოფიერი მსჯელობა გამოგვივა. მერე ფორუმზეც დავდოთ უკვე ჩამოყალიბებული და სანდო ინფორმაცია
აზრს ვერ ვხედავ რაგაცა კალიბრის დაშვებისას თუ ენერგია შეიზღუდა რა აზრი ამაში
მე რაღაც გულის სიღრმეში ჯერ კიდევ ვიტოვებ იმედს, რომ ნადირობაში ჯოულების შეზღუდვა არ იქნება. მაგის დედა ...................... 12 კალიბრის ჟაკანს 50 მეტრში 2000 ჯოული აქვს სადღაც და მაშინ აკრძალონ და არ გამოუშვან. მე აღარაფერს არ ვიძახი კარაბინზე და გეკოზე!!!
ამ ხალხს რა უნდათ რომ ნადირობის დროს მხოლოდ ვატკინოთ ფრინველს? თუ დავჭრათ და მერე მივაწყევლოთ რომ სახლში ცოცხლები არ მივიდნენ? აბა იხვი როგორ მოვკლათ ბლიად?
ესეიგი აესე აწერია. ,, პნევმატური იარაღი- ტექნიკური მახასიათებლები და გამოცდის მეთოდები" ეს დოკუმენტი სამწუხაროდ არსად ინტერნეტში არ დევს დგეს ჩამომიტანეს უშუალოდ სააგენტოდან. ქმედითობა და სისწორე დამოწმებულია ორგანიზაციის ბეჭდით
davil
ja_ja
ხოო, ამას კი არ ველოდი და მართალი გულით გეუბნები ცოტა მეწყინა კიდეც, მაგრამ მაინც გეტყვი
რა კავშირი მაქ ძამიკო და ის რომ ერთი თვის წინ ვიყიდე პნევმატური თოფი და ზალიან შემაყვარა თავი. მე კიდე ისეთი კაცი ვარ რომ თუ რამე მაინტერესებს და მომწონს აუცილებლად ბოლომდე ვერკვევი. თან ფორუმზე დავრეგისტრირდი და შევატყე რომ ხალხი ერთმანეთთან საუბრობს და გამოცდილებას უზიარებს და მეც ბევრ რამეს ვიგებ და გადავწყვიტე რომ ჩემი გულით და მონდომებით პატარა წვლილი შემეტანა საერთო საქმეში, მითუმეტეს შევატყე რომ ამ ნორმატიულ აქტზე ინტერესი იყო, თორე არავინ მაზალებდა საკმაო დრო მეზრუნა მის მოპოვებაზე. ასევე ალალი გულით გითხარით რო შევიკრიბოთ და ერთად დავილაპარაკოთთქო. შე კარგო კაცო ცუდს რატო ივლებ გულში უცნობ ადამიანზე, იქნება გაცნობა მინდა წესიერი და ერთი ინტერესის მქონე ხალხის და მაგას მამადლი და ეჭვით მიყურებ?
და ეთსაც ვიტყვი - წარმოშობით მე ქიზიყელი კაცი ვარ და ქვეაზრები და ქვესაქციელები არც გენში მიდევს და არც ეგრე გავზრდილვალ ოჯახში.ავისაც და კარგისაც პირში თქმა და გაკეთება მჩვევია. მე მაინც იმედს ვიტოვებ რომ ადრე თუ გვიან შევხვდებით ერთმანეთს გავიცნობთ გემრიელად, ქართველურად ერთმანეთს და შენ თვითონ დაგწყდება გული ეგრე რო იფიქერე ჩემზე და დაწერე.
ja_ja
+1
davil
რატო გეწყინა? კაცმა თქვა საწყენად არ მიიღოთო, უბრალოდ ფრთხილობს. ამაში ვერ დაადანაშაულებ, რადგან შენ თვითონაც თქვი:
davil:
სიმართლე გითხრა ძალიან დავიბენი მონაკვეთებად რომ დებ ახალ კანონებს! ეს კანონები სადან მოიპოვე შეგიძლია მოგვწერო?
არანაირი ეჭვი არ შემაქვს შენს დაწერილში, უბრალოდ მაინტერესებს თუ ვის მიერ არის დადგენილი ეს ახალი წესები და არის თუ არა უკვე ძალაში ეგ კანონი და რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს თუ რა წერია მაგ კანონში.
როგორც ვხვდები 4.5 კალიბრშიც კი შეცვალეს სიმძლავრე ხო? მგონი იმასაც მივხვდი შენი დაწერილიდან, რომ ყველანაირი კალიბრი დაუშვეს და მანდაც შეზღუდვაა ჯოულებში. ისიც არის დაწერილი თუ როგორ შეამოწმებენ სამართალდამცავები ამას ყველაფერს. მაგრად მაინტერესებს თუ რა წერია მაგ კანონებში
კარგია რომ შემოგვთავაზე დაინტერესებულ პირებს შეხვედრა და ცალკე განხილვა მაგ აკნონების, მაგრამ ამ ფორუმზე მგონი 600 კაცია და 100% დარწმუნებული ვარ რომ ყველას ძალიან გვაინტერესებს ახალი კანონები თუ ვაპირებთ ყველა ერთად შეკრებას და განხილვას მაშინ საჭირო გახდება ერთი დიდი საქორწილო დარბაზის ქირაობა
ja_ja:
ახლა შენთან მაქვს კითხვა, თუ დაშვებულია 9მმ-ანი პნევმატიკა, რა სისწრაფეზე უნდა დააყენო რომ არ ასცდე 25 ჯოულს? რაღაც ძალიან დიდ აფსურდად მეჩვენება დაუშვა ნებისმიერი კალიბრი და თანაც მისცე შეზღუდვა ჯოულებში.
nihontoman
თქვა ერთია და რაც დაწერა ჩემთვის პირადად გულდასაწყვეტი იყო. დანარჩენი უკვე დავწერე. სიფრთხილე ზოგადად კარგია, მაგრამ განსაკუთრებით ადამიანთა შორის ურთიერთობებში.
davil
ნუ შევეცადე რამდენჯერმე დამეწერა საწყენი არაფრის თმა არ მინდა გარკევევა მინდა მეთქი, რატომ მიირე მაინც საწყენად... რაღაც თავის მართლებასავით გამომივა, მარა....
ავტობანივითაა დაშვებულია ნებისმიერი სიჩქარის მქონე მანქანის ყოლა მაგრამ,დაშვებულია მხოლოდ 110კმ-სთ ეს რატომ არავის გიკვირთ?
ilariona
მეგობარო, თავიდანვე დავწერე რომ დიდი მოცულობის ტექსტია და ვერ დავწერ სრულადთქო. იმიტომ გტხოვეთ შევიკრიბოთო, მაგრამ საპირისპიროდ გამიგეს
kaka8079
იმიტომ არ გვიკვირს, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო კანონები კიდევ უარეს ნონსენსს გვთავაზობს, ამიტომაც არ გვიკვირს. ამას ისიც დაამატე, რომ ჯერ ინფოა დასაზუსტებელი....
ilariona
გაუგებრობას მე მოვუღებ ბოლოს. ხვალ თუ შეძლებს, გამოვართმევ იმ საბუთებს,გადავკოპირებ და ჩვენთვის საინტერესო
მასალებსაც ლამაზათ გამოვაქვეყნებ. ჩემი ნომერი მივწერე. ახლა ჯერი მასზეა. ნუღარ ვიდავებთ სანამ კონკრეტული საბუთები
არ დაიდება. ასე ზერელედ ლაპარაკი ამ საკითხზე მოსაბეზრებელი და გაუგებარია.
foxi
ძალიან კარგი, ველოდებით აბა ამ კარგ საქმეს
ახლა დავრეკე 419191-ზე (შსს-ს ცხელი ხაზი იარაღებთან დაკავშირებით) და ველაპარაკე პნევმატური იარაღების ექსპერტს.
ჩამომიყალიბა ასეთი აზრი, რომ არანარი შეზღუდვა პნევმატური იარაღის კალიბრებში აღარ არსებობს და არც ჯოულებში. გაფორმებას არ საჭიროებსო ესეც დაამატა
შეუკვეთეთ სადაც გინდათო და განაბაჟეთ საბაჟოზეო ესეც მითხრა
არ ვიცი მე კიდევ ვცდილობ გადავამოწმო ჩემი მეგობრების საშუალებით და მათაც თუ დამიდასტურეს ეს საკითხი მგონი გვეშველა და ეგააა
ვაა აბა ვგულაობთ ე.ი.?
ეს რა საინტერესო ინფოა....
ilariona
ნაღდად მშვენიერი ინფოა ..
მაგრამ
ჰოოოო, ესეიგი ვგულაიობთ
ვააა ჯერ არ მჯერავს...
გრიშა სად ხარ!!!!
გმერთმა ქნას მასე იყოს და მერე ნახეთ რა იარაღები შემოვიდეს!!!!!!!
ვა რა მაგარია ანუ 5,5 დაშვებულია უკვე ?
მე უკვე ამას დავტრიალებ თავს http://www.pyramydair.com/s/m/Evanix_AR6_A..._air_rifle/2058
მშვენიერი არჩევანია ვერაფერს იტყვი....
davil
მობილით რომ გადაიღო რამოდენიმე გვერდი მაინც და დადო შეგიძლია?
ერთი სიტყვით, როგორც დავწერე ველოდები სხვა წყაროებიდან გადამოწმებულ ინფომაციას მეთქი, ახლა დამირეკეს და მომახსენეს!
კანონი ჯერ არ შემუშავებულაო ჯაჰ, შენ მართალი იყავი, ამ ცხელ ხაზზე მგონი დებილები უზით, რომ სწრაფად გაგცენ პასუხი და არც კი აინტერესებთ რას გპასუხობენ.
davil
არ ვიცი მეგობარო შენ რა ინფორმაციას ფლობ და საიდან გაქვს ეგ რაღაც ბრძანება, მაგრამ რაც არ არსებობს ჯერ ვერც გექნება. რაც ჯაჯამ შემოგთავაზა ჯობია პმ-ში მიწერო თანხმობა და დამიჯერე ბევრ რამეს გასწავლის ეგ კაცი.
პროსტა უაზრობაა უნამუსო ვიყო, როგორ შეიძლება იყოს ნადირობაში ენბადართული კარაბინი, გეკო და არ იყოს ნებადართული პნევმატიკა, და თუ ნადირობაზეა საუბარი და ჯოულების შეზღუდვაზე ერთად ეგ უფრო უაზრობაა! თუ ნადირობ ლიცენზირებულ ფრინველზე და ესვრი(ამ შემთხვევაში იხვი მაქვს მხედველობაში) მაშინ უნდა მოკლა კიდეც, ფრთა მოტეხო და აწამო, ან დაჭრა და აწამო უფრო მეტი სისასტიკეა ვიდრე ერთი სროლით მოკლა. რაც შეეხება მეტ კალიბრს მეტი ზიანის მიყენება შეუძლია, გეთანხმებით ყველას და მგონი ყველანი თანახმები არიან გაფორმებაზე.
http://www.pyramydair.com/cgi-bin/zoomed_model.pl?model_id=2299 აი ამასაც დავტრიალებ და ესეც მინდა
სამწუხაროდ ჯერ არ დაურეკია ჩემთვის.შესაბამისად არანაირი საბუთიც არ მაქვს ხელთ. მე კი მისი ტელეფონის ნომერი არ ვიცი.
იქნებ დღის ბოლომდე გამოჩნდეს. ელემენტარულად ქსერო კოპირებას რა ცოდნა უნდა არ მესმის??????
ilariona
მომისმინე მეგობარო, ჯერერთი მე არ დამიწერია რო ან ბრძანება მაქვს და ან კანონიო. ეს არის სახელმწიფო სტანდარტი ათასჯერ დავწერე და შეგიძლია ნახო. როცა არ იცი რა დოკუმენტზეა კონკრეტულად საუბარი,- მე რა მექნება და რა ვერ მექნება ხო მემგონი შენი მხრიდან მაგ დასკვნის გაკეთება არაა მთლად სწორი და კორექტული. და კიდე ერთხელ ვიმეორებ თუ ვინმეს ნამდვილად გაინტერესებთ შევიკრიბოთ და თქვენი თვალით ნახეთ, ამაზე კარგს სამწუხაროდ ვერაფერს შემოგთავაზებთ.
როცა ნორმალური საბუთები დაიდება, მერე გავწმინდავ აქაურობას.
davil
საკმაოდ საინტერესო რამეს გვთავაზობთ.
ანუ იმას იძახით, რომ თქვენ ხელში გიჭირავთ უკვე მიღებული სტანდარტი, თუ მისაღების ერთერთი ვარიანტი.
მე მზად ვარ, რომ შევხვდეთ და თუ რამეა გასარკვევი გავარკვიოთ, რაც შემდგომ დადებითად იმოქმედებს კანონზე. არანაირი პრეტენზია არ მექნება რაიმეს ავტორობაზე ან თანაავტორობაზე
მთავარია ბოლოს მივიღოთ კაი კანონი.
მარა თუ უკვე მიღებულის დისკუსიაზეა საუბარი, მაშინ მე მომიტევეთ, რადგანაც არც დრო მაქვს მაგისი და თან ვთვლი, რომ მაგის განსახილველი ადგილი, ზუსტადაც რომ ფორუმია.
მოდით მე ვეცდები გავარკვიო ეს გაუგებრობა
დღეს ვიყავი davil-თან და ვნახე ეგ სტანდარტი, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ - სტანდარტი! ეს არ არის დაშვებული და აკრძალული იარაღის ჩამონათვალი, მაგრამ ლოგიკას რომ მივყვეთ საქსტანდარტის მიერ დამტკიცებულ და გაცემულ სტანდარტში არ უნდა ეწეროს ისეთი იარაღები რაც აკრძალულია და მიუღებელია საქართველოს კანონმდებლობისთვის.
ზოგად შემეცნებითი ჟურნალი ხომ არაა, უბრალოდ დედამიწაზე რა სახეობის პნევმო იარაღები არსებობს ეგ რომ ჩაეწერათ
კი შეგვეძლო დაგვექსეროქსებინა მერე მე დავასკანერებდი და ავტვირთავდი, მაგრამ არ დაგვიქსეროქსებია, იმიტომ რომ ეგ სტანდარტი რომ იყიდა მაგ ადამიანმა ხელი მოაწერინეს საბუთზე რომ ამ დოკუმენტის გავრცელება იკრძალება, ასე დასკანერება და ატვირთვა კი პირდაპირ წინააძღმდეგობაში მოდის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებასთან
ამ დოკუმენტზე ანუ სტანდარტზე საქსტანდარტის ბეჭედი ზის გუშინდელი რიცხვით რაც იმას ნიშნავს რომ მოქმედი საბუთია.
ეხლა გეტყვით რა ხდება მაგ სტანდარტში, მანდ არის აღწერილი პნევმატური იარაღის სახეობები, ტერმინები და გამოცდის მეთოდები
ჩვენთვის საინტერესოა სახეობები. ამ სახეობებში კი სანადირო და სპორტული იარაღები
მოკლედ რომ ვთქვა სპორტული იარაღი არის რომელსაც სასხლეტი და სამიზნე ურეგულირდება და არ არის შეძღუდული კალიბრი და სიმძლავრე.
სანადირო იარაღს კალიბრი შეუზღუდავი აქვს მაგრამ სიმძლავრე იზღუდება 25 ჯოულით
კიდე სასხლეტზეცაა რაღაც შეზღუდვები. კერძოდ სანადირო იარაღს 8 ნიუტონზე ქვემოთ არ უნდა ქონდეს სასხლეტის სიმძიმე
სპორტულზე კი შეიძლება დასუსტება მაგრამ გადატანის დროს ეგეც 8 ნიუტონზე ნაკლებზე არ უნდა იყოს დარეგულირებული
პნევმატური იარაღის სახეუბებს არ ჩამოვთვლი, ყველამ კარგად იცით... ჩვენ რაც გვაინტერესებს ეგ მაინც, თორემ იქ სხვა რაღაცეებიც ეწერა, პირველად გავიგე რომ გილზიანი პნევმატური ტყვიებიც არსებობს რომელსაც კლაპანი უყენია
კიდე შენახვის წესები და სხვა წვრილმანები რაც ჩვენ არ გვაინტერესებს
მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ საქართველოში ვცხოვრობთ და არაა გამორიცხული რომ კანონი პნევმატური იარაღის შესახებ არ ცნობდეს საქსტანდარტის მიერ დამტკიცებულ ანუ სტანდარტიზირებულ პნევმატურ იარაღს
მემგონი გასაგებად დავწერე და თუ ვინმეს კიდე აქვს კითხვები ბრძანეთ
ხო... კიდე ერთი... კაცმა იწვალა და მოიპოვა ეს საბუთი, აქ დაწერა ამის შესახებ რომ თუ ვინმე დაინტერესდებოდა გააცნობდა. თუ გაინტერესებთ გაჩვენებთ საბუთსო, თუ არადა მემგონი არავისთვის დაუძალებია გინდა თუ არა მოდით და ნახეთო. ატვირთვა კიდე თვითონ არც შეუძლია და არც შეიძლება. რა არის აქ გაუგებარი?
მემგონი მონდომების დაფასების გარდა სხვა პოსტები არ უნდა ყოფილიყო...
VTEC
საერთო ჯამში კარგია, მხოლოდ ერთია გაუგებარი ,სპორტულს შეზღუდვა თუ არა აქვს ჯოულებში , სანადიროს რატომ უნდა ქონდეს.
აღარ მაქვს კითხვები, ჯერ ვკმაყოფილდები ჩემს მარადიორს 4.5 კალიბრით
ერთი ვიცი ნაღდად, ჯერ კანონი არ არის გამოსული და დაველოდოთ კანონს. საბაჟოზე ნაგდად არ გაითვალისწინებენ სტანდარტებით დადგენილ რაღაცეებს საბაჟო ვის ეკუთვნის? შსს-ს, იარაღი ვის ეკუთვნის? შსს-ს ასე რომ დაველოდოთ კეთილ ბიძიებს, იქნებ და რამე შეცვალონ.
Apprx. Trigger Pull: 0.63 lbs
ეს რამდენი ნიუტონია მეტყვის ვინმე ???
ისე არც ისაა გამორიცხული რომ ახალ სტანდარტზე მიდიოდეს ამ წუთას მუშაობა, რადგან როგორც მახსოვს აქ ვიღაცამ დაწერა რომ ინფორმაცია ქონდა თითქოსდა საქსტანდარტს დაევალა პნევმატური იარაღის შესახებ რაღაც საბუთის შემუშავება... აღარ მახსოვს ზუსტად...
ევრიკა!!! მემგონი მივხვდი!!! რადგან კანონში ნათლად არაა განსაზღვრული პნევმატური იარაღის დასაშვები სახეობები, დაავალეს საქ სტანდატს რომ სტანდარტიზირებული იარაღის მახასიათებლები მიეწოდებინათ. შეიძლება ამ სტანდარტზე დაყრდნობით უკვე ინფორმაცია გადაცემულიცაა შსს-ში და იწერება კანონი
ხო, ცუდი ინფორმაცია ისაა რომ 4.5 კალიბრის ზემოთ არანაირი პისტოლეტები და რევოლვერები არაა დაშვებული სიმძლავრისდა მიუხედავად
bazuka
2.8023796257974998 ნიუტონია
სასხლეტიო....
ვამე დედა გული ამერევა ახლა....
აი ამას ქვია უტვინობა. რაც უნდათ ისა თქვან. რა მიზეზითაა აკრძალვა ასეთ უაზრო რამეზე? უი, მგონი ვიცი - ნადირობა რაც შეიძლება არაჰუმანური რომ გამოვიდეს ალბათ....
მართლა 3.14ზდეცია, საიდანაც გინდა შეხედე.....
მაიცა ახლა მე გავრეკავ.... 8 ნიუტონ ძალა გამოდის 815 გრამ ძალა, ახლა ჩემს მარადიორზე ალბათ 200-300 გრამია დაყენებული, ესეიგი ესეც სპორტულია?
თუ ტერმინებში ავიბლანდე და რაცხა სისულელე მოვთხარე?
ნუ გადატანისას 8 ნიუტონზე მეტი.... მაგას უკვე მცველი გააკეთებს, მგონი კაი 8000 ნიუტონი დასჭირდება რომ საერთოდ მოეგლიჯოს მცველი
მარა აქ ისეთი ფორმულები წავიკითხე რომ რავიცი... იქ 20 ნიუტონი გამოვიდა აქ 2.8....
რავი ძალის კონვერტორი მაქვს ტელეფონში და მივუთითე 8 ნიუტონი რამდენიათქვა გრამებში და დამიწერა 815...
davil
მე თანახმა ვარ შეკრებაზე...
დანარჩენებიც სიაში ჩაეწერეთ და შევიკრიბოთ
bazuka
Davitus
ეჰ ყველაზე ცუდი ისაა რომ Marauder Pistol-ი პისტოლეტებში გავა და მაგის გამო არ იქნება მაგის შემოტანა შესაძლებელი არადა კანონის ავტორის შეცდომაა, ვიცი რომ მანდ გულისხმობს co2 და სხვა ეგეთი ტიპის პისტალეტებს, ანუ რეალურებს რომგავს გარეგნულად, მაგრამ გულისხმობს ერთია და წერია მეორეა
Davitus
ვაი ვაი ვაი. ხალხოოო, ხომ დავწერე, რომ დღეს ველაპარაკე ძალიან სანდო და კომპეტენტურ პირს! კიდევ ერთხელ დავწერ, კანონი არის შემუშავების სტადიაში და არა მარტო პნევმატურ იარაღის. ამ ეტაპზე განიხილება ახალი პროექტი სადაც სიაშია ყველა ტიპის იარაღი კანუკლებლად ერისა და სქესისა.
დაამტკიცებენ თუ არა ამ ახალ პროექტს და რა არის იმ ახალ პროექტში ჯერ არავინ არ იცის და სანამ შსს არ გამოაქვეყნებს და პროგრამაში არ ჩადებს იმ ახალ კანონს იქამდე არანაირი ნორმატივი არ არის ძალაში.
ეს ნორმატივი რომელიც შეიმუშავეს ნორმატივების სამსახურმა კაკრას დევს იმ ახალ პროექტში.
მოდით დაველოდოთ ახალ კანონს (თუ საერთოდ გამოვა)
ilariona
ისა და მე გავაოფებ ცოტას...
და იცით რა მაინტერესებს... სანამ კანონი არ გამოვიდა, ხო ამ ახალი დოკუმენტის მიხედვით უნდა იხელმძღვანელონ, რომელზეც აქ ვსაუბრობთ?
სწორად ვხვდები?
ახლა მათთვის ვისაც უკვირს თუ რატომ არ არის შეზღუდვა სპორტულებში და არის შეზღუდვა პნევმატურში.
ზუსტად მსგავსი სიტუაციაა რუსეთშიც, 24 ჯოულამდე რის ზღვარი კალიბრისდამიუხედავად...
და განიმარტება მაგათთან შემდეგნაირად:
პნევმატური იარაღი საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონა სანადირო თვალსაზრისით.
ამიტომ რომ არ ქონდეს მონადირეს ცდუნება ფრინველზე ან მცირე ზომის ცხოველზე მეტისა და გამოირიცხოს "პადრანკები", შეიზღუდ ენერგეტიკა.
და 24 ჯოული, სავსებით საკმარისია ფრინველზე და კურდღლისხელა ცხოველზე 4.5-შიც კი, 5.5-ზე ხო საერთოდ.
თორე რომ დაუშვან 40 ჯოული და 50 და კიდე... მოინდომებენ ტახზე ნადირობას, და იქნება ნადირის გაფუჭება...
მოკლედ სადღაც ასე, ეს ჩემი სიტყვები არ არის...
Jah
პნევმატიკით კი არა ხალხს ტახზე სანადიროთ კარაბინით ეშინიათ წასვლა. მითუმეტეს ქვეყანაში სადაც ყველაფერზე ნადირობა აკრძალულია გარდა გადამფრენი ფრინველისა მგონი სულ სისულელა ჯოულებში შეზღუდვა.
რაც შეეხება კერძო სანადირო მეურნეობებს: მანდ მინდა პნევმატიკით ვინადირებ და მინდა რაგატკით.
ისე მართალი ხარ, საბაჟოზე ვერ ხვდებიან და მოდულის შენობაში რა არის პსპ-ის პნევმატიკა და ტყეში წარმომიდგენია ეგერი რომ მოვა და დაგიწყებს რამდენ ჯოულზე გაქვს ძამა აი ფიშტო დაყენებული? ჩემი ძუძუებს გეფიცები თუ სიცილით არ მოვკვდე ადგილზევე
ერთი რა ვერ ვისწავლე იცით: აი ტექსტიდან რაღაც მონაკვეთს რომ იღებთ და იმ მონაკვეთს რომ პასუხობთ დავიტანჯე და ვერ ვისწავლე
აჰაა, ე.ი. სტანდარტულად თარგმნეს და გადმოაკატავეს სტანდარტი
და რუსეთში პისტოლეტებში კალიბრი 4.5-ითაა შეზღუდული?
მგონი როგორც ჯა_ჯა-მ დაწერა, თარგმნისასაა შეცდომა დაშვებული და Marauder Pistol-ის კლასის და ტიპის პისტოლეტები არ უნდა იკრძალებოდეს 4.5+ კალიბრში.
ისე კი, კარგია რომ კალიბრის შეზღუდვა მოიხსნება. ჯოულებს მოევლება, სასხლეტი მექანიზმებიც არაა პრობლემა - რეგულირებადია
ilariona
davil
ბიჭებო, ორივეს გარკვეული შეხება გაქვთ კანონმდებლებთან. ერთს ნაცნობობის ამბავში, მეორეს სტანდარტების ორგანიზაციასთან.
იქნებ გაარკვიოთ, ჩვენ თუ შეგვიძლია მაგ მიღებული სტანდარტის დახვეწაში მივიღოთ მონაწილეობა?
იურიდიული პირიც გვაქვს - სპიმა. ოფიციალურ დონეზე შეიძლება გაკეთდეს ყველაფერი. უბრალოდ იქნებ გაიგოთ შესაძლებელია თუ არა მაგ საქმეში მონაწილეობის მიღება.
Power_VANO
სამწუხაროდ ჩემი ინფორმაციით არანაირ ახალ სტანდარტზე არ მიდის მუშაობა. შემოიფარგლებიან არსებულით.თუ ახალი გავიგე რამე აუცილებლად დავწერ
davil
აჰაა გასაგებია. ე.ი. აღნიშნული სტანდარტი წავიდა შსს-სთან რომელმაც ეს ყველაფერი უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც გახდება საჯარო ინფო. სწორად გავიგე ხომ?
Power_VANO
წავიდა თუ არა შსს-ში ვერ გეტყვი, არ ვიცი, მაგრამ დღეს მოქმედი რო ეგაა ნამდვილათ ვიცი.
davil
ოკეი, გასაგებია.
ნუ ენივეიზ, რაც იყო აქამდე, იმასთან შედარებით გაცილებით დიდი წინგადადგმული ნაბიჯია და იმას 100%-ით ჯობია. ბევრ მხარეს გზა გაიხსნა
ვერაფერი ვერ გავიგე. გამოცანების და რებუსების ფორუმია თუ საბავშვო ბაღი?! თუ წერთ წესიერად აგვიხსენით რა კანონია,როდის იქ
ნება? ხომ არ მივახურდაოვო ეს თემა?
შარშან ზაფხულიდან ამოღებულია კანონიდან პნევმატური იარაღის კალიბრის შეზღუდვა, აღარ წერია არა უმეტეს 4.5 კალიბრისა და წერია საქსტანდარტით გათვალისწინებული ნორმებითო და ეგ ნორმები ეხლა დაუდგენიათ 25 ჯოულამდე. ვნახოთ, იქნებ შეიცვალოს რამე ჩვენს სასიკეთოთ(რაღაც არ მგონია)
soxa
დამიჯერე, ენერგიას შეზღუდვა, ყველაზე უმტკივნეულო რამ არის...
და თუ დარჩება შეუზღუდავი კალიბრი, ძალიან მაგარი იქნება.
Power_VANO
ეჰ ძალიან კი მინდა რომ მივიღოთ მაგ პროცესში მონაწილეობა, მაგრამ უკვე დაწერილიაო ეგ ყველაფერი და თანაც უკვე შსს-ში დევს განხილვაზე. ჩვენ რომ გვიარია კალიბრები უკვე დაშვებულიაო, ჯერ არაფერი არ არის დაშვებული, სანამ ოფიციალური კანონი არ დამტკიცდება და თანაც არ გადაეცემა ყველა სტრუქტურას იქამდე ეგ ნორმატივები არის მხოლოდ გულის გასახარებლად. საბაჟო არაფრის დიდებით არ გაითვალისწინებს ნორმატივებს, საბაჟო არის დამოკიდებული ოფიციალურ კანონზე.
ilariona
ოკეი და მაშინ ასეთი კითხვა მაქვს - შსს-ს აქვს მაგ სტანდარტის ჩასწორების უფლება? თუ უბრალოდ ან უნდა მიიღოს, ან უარყოს? მთავარია, კალიბრები დაუშვან, თორემ როგორც გიამ თქვა, ჯოულები ნაკლებად მტკივნეული თემაა.
მით უმეტეს, იმ ფიშტოების აბსოლუტური უმეტესობა, რაც ჩვენ გვაქვს, რეგულირებადი სასხლეტი მექანიზმებით და სამიზნეებითაა, სტანდარტის მიხედვით სპორტულში გადის, რაც არ იზღუდება.
მაგ ჯოულებს როგორ გაზომავენ ერთი მაინტერესებს, რა პატრულს ან გდის ქრონიც უნდა ეგდოს ალბათ მანქანაში და კიდე ალბათ რამოდენიმე სატესტო ტყვია აწონილი. . ალბათ რამე სტანდარტეი იქნება ზოგადი თორე ზოგი როგორ დაუმტკიცეფ, მე კლაპანი მაქ დარეგულირებული 24 ჯოულზე ან ჩემი ზამბარა დამჯდარია და ვერ ისრვრის ჩქარა. ეგრე არ იქნება შანსი არაა.
koknar
tengo
gregory
ეგ აქ ამოვიკითხე რომ 25 ჯოულამდე იქნება ლიმიტიო და ზაფხულში მეგობარი აბარებდა საბაჟოზე და იქ წავიკითხე რომ კალიბრზე აკრძალვა აღარ არის და ნორმებს ადგენს საქსტანდარტიო
მოკლეთ რა ხდება ბოლობოლო გვეშველა თუ ჯერ ფიქრობენ . დავაწვე ი.სტამბულში და წამოვიღო 5.5 ან 6.35მმ დამალვის გარეშე გადმოვიტან? ისე საზღვარზე რო გაიჩითნონ ქრონით კალკულატორით და სასწორით მაგარი იქნება
ამ ყველაფერს უცხო თვალიც კითხულობს და ვაი და რომ დაგადგნენ მერე რას იზამთ?ჩვენ თვითონ ვაკვალიანებთ ძალოვნებს თუ როგორ უნდა გვამხილონ კანონ დარღვევებში,თუ ვცდები მაშინ მითხარით რომ ცდებიო.
ხოდა თუ ეხლა კითხულობს რომელიმე ძალოვანი ცჰემგან დიდი მოკიტხვა და საერთაშორისო კანონებს გადახედონ სად როგორ ხდება
kaka8079
არ დაგავიწყდეთ რომ საქართვევოში ვცხოვრობთ,როდესაც მე 2 ლარს მიხდიდნენ საათში თურქს იგივე საქმისთვის უხდიდნენ 6 ლარს და ეს ყველაფერი საქართველოში ხდებოდა,აი ასეთია დღეს საქართველო თქვენ კიდევ ევროპული კანონები გინდათ რომ შემოიღონ.
ნუ ილანძღები ახალგაზრდა!!!! პოსტი გავასწორე.
VTEC
ეს სტანდარტი ჯერ ძალაში ვერ იქნება, რადგანაც არ გამოქვეყნებულა.
როგორც წესი სტანდარტი ძალაში შედის გამოქვეყნების შემდეგ.
მე მხოლოდ მოხარული ვარ თუ ეს ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა მაგრამ რავი რა რომც დაუშვან ნებისმიერი კალიბრი და ვაი და მერე სიჩქარეების შემოწმება დაიწყონ მერე?რა ამით რომ ნებისმიერ კლიბრს ათრევ თუ ის სიჩქარე არ გამოიყენე და ის ძალა რაც შენს შაშხანას შეუძლია?მაგარი იქნება 9mm-ში 25 ჯოული ტყვია ცხვირწინ დავარდება და იკაიფე ამით.
VTEC
კაცო გადავხედე კი არა დანახული მაქვს მაგრამ ის ფორმიანი ბიძია რომ გეტყვის რათა დადიხარ სანადიროდ სპორტული იარაღითო რას ეტყვი?თუ სპორტლი იარარით ნებისმიერი სიმაძლავრისა და კალიბრისა შეიძლება ტყეში ბოდიალი?
giga_st
bazuka
ilariona
VTEC
1- პარლამენტის ოფიციალურ გვერდს ნუ უყურებთ. ეგ ისთი სტრანნი გვერდია, რომ თუ წინ www. არ მიუწერე, გვერდს არ ხსნის.
2 - იურისტის დაქირავება საჭირო არაა. აქ ვარ მომავალი იურისტი (იმედია) და ჩემი აზრი აქ სხვა მყოფთაგან არ განსხვავდება - იდიოტიზმია ეს ყველაფერი და ტყუილად გარისკვა ჯერ-ჯერობით არ ღირს. რაც არ უნდა მართალი იყოთ, გურჯისტანში საქ2მეები როგორც ხდება ყველამ კარგად იცით. საჯარო მოსამსახურეს თუ უნდა, ადგება და იმ აქტს დაეყრდნობა, რომელიც თვითონ აწყობს - მიდი და უყარე მერე კაკალი. ეგრეა ბატონებო და მგონი არც არავის გიკვირთ.
ვისაც გინდათ 5.5 ან მეტი კალიბრის ყიდვა უნდა ქნათ შემდეგი:
1) მოიძიოთ ეს სტანდარტი
2) მოიძიოთ უახლესი რედაქცია კანონის "იარაღის შესახებ"
3) ეს ორი დოკუმენტი ერთ ფაილში ან პაპკაში ლამაზად ჩადოთ და მიხვიდეთ სანებართვოში დასაზუსტებლად.
4) ადგეთ და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ფიშტო.
5) დაელოდოთ ჩამოსვლას.
6) ჩამოსვლისას, პრობლემების შექმნის შემთხვევაში საბაჟოზე მიბრძანდეთ 1-ელ და მე-2 პუნქტებში მითითებული დოკუმენტაციით
7) ილოცოთ რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება.
ჩემი "უფასო კონსულტაცია" ეს იქნება....
უუი, სულ დამავიწყდა მეხსენებინა:
არ ვIძლევი არავიტარ გარანტიას და პასუხისმგებლობას არ ვიღებ ჩემი ნათქვამის სისწორეზე ან/და ეფექტურობაზე. თქვენ თქვენი საკუთარი რისკებით განახორციელებთ ძემოთაღნიშნულ კონსულტაციაში მოცემულ ქმედებებს. პრობლემის შექმნის შემთხვევასი, მე არ ვიქნები პასუხისმგებელი დაკარგული დროის და მატერიალური სიკეთის ანაზღაურებაზე.
ვსიო, სულ ეს იყო
რა სისულელეა!!!! თუ კანონი გამოვიდა ის საჯარო უნდა იყოს. ასე არ არის? თუ კანონი არ არის,რაის სრანდარტები?! სად ბანაობთ ხალხო? თქვენი გამკვირვებია,კანონი ნიშნავს იმას რაც დააკანონეს ხომ? ესე იგი საჯაროა და სავალდებულო.
მე თუ მკითხავთ არაფერი არ შეცვლილა და თუ შეიცვალა იმდენად უვიც მოხელეებთან გვაქვს საქმე რომ იმათთან დავას აფხასზეთის დაბრუნებაზე დავა ჯობია.
აუ აქ რა ამბავია.. მერე გადავიკითხავ
სტოპ, სტოპ, სტოპ!!!
ყველაფერს ნუ აბრალებთ პარლამენტს და კანონმდებლებს
"კანონი იარაღის შესახებ", რომლის ლინკებიც და ციტატებიც მოგყავთ, არის მიღებულ-დამტკიცებული 2003 წლის 8 მაისს, ედუარდ შევარდნაძის მიერ
მაგ კანონის ზემოთ კი არის უზარმაზარი სია, ჩასწორებების. აი მაგათ უნდა გადახედოთ. თუმცა მე უკვე გადახედილიც მაქვს და აგერ ლინკებს მოგიყვანთ:
2008 წლის 27 ივნისის შესწორება: http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=2931
აქ პირველად ჩნდება "სპორტული პნევმატური იარაღი"
2010 წლის 2 ივლისის შესწორება: http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=4241
კანონის უახლესი ვერსია, სპორტული და სანადირო პნევმოების განსაზღვრებით და პნევმოს ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრებით.
ვოტ
Power_VANO
იუ არ მართალ გაის
ვკითხულობ თემას და ვიცინო თუ ვიტირო ვეღარ გამიგია
სტანდარტი და კანონი რომ სხვა და სხვა რაღაცაა ვერ ხვდებით?
საერთოდ ხელი აწიოს ვინი იცის რა არის სტანდარტი
რა კანონის გასაიდუმლოებაზეა საუბარი? კანონი ვინმემ ახსენა?
გითხარით ადამიანურად რომ სტანდარტშI ასე წერია, რუსულ საიტზეც მოვიძიე ეგ სტანდარტი, დავდე ლინქი, მაგრამ ვინმემ ჩამოწერეთ და გააანალიზეთ?
თუ მატრო პოსტების მოსამატებლად წერთ!
ბოდიშით მაგრამ ნამეტნავად ავღელდი და შეიძლება ცოტა ზედმეტი მოივიდა...
იმდენი არის დაწერილი, მე მაპატყიეთ მაგრამ მთელი თემის წაკითხვა მეზარება...
უბრალოდ მინდა გავიგო რა არის გაურკვეველი?
კანონში არ დაიწერება არანაირი აკრძალვა თუ დაშვება... მანდ უბრალოდ დაეწერება, დასაშვებია თუ სტანდარტს შეესაბამება და აკრძალულია თუ არ შეესაბამება, და დეფაქტო ეს სტანდარტი გამოდის კანონი...
Jah
მაშ ასე ბიჭებო... თუ რამე თავშI არ დაუკაკუნა ვინმეს... მგონი შეგვიძლია უკვე 5.5-ზეც და 6.35-ზე ფიქრი...
ესაა ცუდი, რომ ლიცენზირება არ შემოიღეს პნევმოზე... ვინმე კუკუ-მ შეიძლება შეიძინოს 6.35 "ტირის თოფი" და შემთხვევით ვინმე მიაბრიდოს...
ხო და მაშIნ ნახეთ თქვენ კანონის შეცვლა... შეიძლება აირსოფტიც აკრძალონ.
ის ეს თემა დაიწყო, ნადირობასთან დაკავშირებით კანონიერ მომენტებზე როგორც ვხვდები...
არ შეიძლება რომ, ვინაიდან აქ ზოგადად იარაღის შესახებ კანონზე არის საუბარი, რომ გაიმიჯნოს თემა...?
ანუ რაც დასაწყისშია და ნადირობასთან არის დაკავშირებული ის აქ დარჩეს და ზოგადი საკითხები კანონზე გადაინაცვლოს ახალ თემაში "კანონი ჩვენი თვალით"...
არ მინდა რომ კანონი იარაღის შესახებ იყოს პირდაპირ მიჭიმული ნადირობასთან.
ნადირობა როგორც მცნება ეს იარაღის მხოლოდ ერთ ერთი მხარეა. ანუ იმის თქმა მინდა რომ იარაღი != ნადირობა... და კანონი იარაღის შესახებ, თუ სტანდარტი იქნება, არ არის მარტო მონადირებისთვის.
საინტერესოა როდის გადაეგზავნებათ ეგ სტანდარტი შესაბამის ორგანოებს მაგალითად შსს სანებართვოს რომ კონკრეტული პასუხი გაგვცენ და ასევე საბაჟოს რომ შესაძლებელი იყოს 5,5 პნევმოს შემოტანა. თორე რაც გინდა ის ეწეროს მაგ სტანდარტში უაზრობა თუ მაგ ორგანოებს არ ექნებათ და ნებას არ დაგრთავენ, როგორც ყიდვის ისევე ტარების.
ilariona-მ დაწერა, რომ გაიკითხა თავისი ნაცნობობის მეშვეობით და მისი ინფორმაციით შსს-ში უკვე აქვთ აღნიშნული სტანდარტი. სავარაუდოდ მალე შსს-ც დაა-approve-ებს
მოგესალმებით ყველას! ძალიან გამიხარდა . ბევრი სასარგებლო რამ გავიგე და საერთოდ მესიამოვნა თქვენი აღმოჩენა (რუსების მშურდა) ერთი სიტყვით გაიხარეთ ამის შემქმნელებმაა. მე ბავშვობიდან ვნადირობ და ჩემი პირველი იარაღი რუს. "კისტი" იყო (შემონახული მაქვს) შორს ვერ წავედი მარა კრალი და ჰატსანი მაქვს ახლო მომავალში რამე სერიოზულის შეძენას ვაპირებ და თქვენი რჩევების იმედი მაქვს. გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილებები(თუ არ დაგეზარებათ) მოხარული ვიქნები და ჩემსასაც არდაგზარდებით.
ისე ორი დღეა თვალს გადევნებთ კანონზე კამათობთ და ერთი აზრი გამიჩნდა ვინც ამ სტანდარტებს ადგენს შევაყვაროთ პნევმატიკით ნადირობა ადამიანები იქნებიან მაგენიც მე მგონია და დაწერონ იქნება ჩვენ რო გაგვიხარდება ისე
ანუ მაგნუმი 5.5 იან დიდ რეზერვუარიანს და LW-ს ლულიან, 80 ჯოულიან ჰაჩიკებს ჩამოიტანს1000 ლარად??
gregory
ზუსტად მასეთ ინფორმაციას ვფლობ მეც. აი ზეგ დილიდან კი საბაჟოზეც გადავამოწმებ მაგ საქმეს.
ilariona
საბაჟოზე აზრი არა აქვს: არაფრის გაგებაში არ არიან
ერთი იდეა მაქ 100% გაამართლებს უნდა რომელიმე მებაჟე ან ვინმე მაღალჩინოსანი მოვწამლოთ პნევმატური იარაღით ან რომელიმე ჩვენთაგანის სისხლი უნდა გადავუსხათ ეგება მერე მაინც გვეშველოს
ეეე დაბლა დაფრინავთ ბარემ მიშა მოვწამლოთ პნევმატიკით და ეს ხო საერთოდ შეიარაღებას გადაიყვანს .45 pcp-ზე
კი წვდომა არის და სად ავტვირთო?
gregory
ადმინმა გადაწყვიტოს ალბათ.
foxi
აი მე ეგრევე დავაგდებ და თუ რამეა ვირდის ფაილია და...
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი
რესურსების მინისტრის
ბრძანება №07
2011 წლის 6 აპრილი ქ. თბილისი
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანება „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური
დებულება
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი
წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს.
მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი
1. თევზი – წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომელთაც არა აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა, აგრეთვე კიბოსნაირები და მოლუსკები.
2. სამრეწველო თევზჭერა – წარმოადგენს სარეწაო მიზნით შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმცირეს სამასი მეტრის დაშორებით თევზის მოპოვებას შემდგომი გადამუშავების (საქართველოს კანონმდებლობთ დადგენილ შემთხვევებში ყოველთვიურად მოპოვებული რესურსის 2/3-ის) და/ან რეალიზციის მიზნით.
3. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა – არალიცენზირებადი თევზჭერა ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ხოლიხი ბადით, ჩოგანბადით და ეკრანით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება. (24.10.2011 N 216)
4. სანაპირო თევზჭერა _ წარმოადგენს სარეწაო თევზის მოპოვებას შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმეტეს სამასი მეტრის დაშორებით. სანაპირო თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ 8 მეტრამდე სიგრძის წყლის მცურავი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ან უამისოდ.
5. შიდა წყალსატევებში თევზჭერა _ წარმოადგენს სარეწაო თევზის მოპოვებას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ და გამავალ მდინარეებში, ტბებში, წყალსაცავებში, სხვა ბუნებრივ და ხელოვნურ ზედაპირულ წყალსატევებში.
6. თანჭერილი – თევზჭერის ლიცენზიით გათვალისწინებულ თევზის სახეობებთან ერთად თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრილი არასარეწი ზომის და სხვა სახეობის თევზები (სხვა ჰიდრობიონტები).
7. ქისა ბადე – ბადისერბური წყალგამწურავი იარაღი, რომელის მეშვეობით ჭერა ემყარება გარკვეული წყლის მოცულობიდან ჰიდრობიონტების მოპოვებას წყალგაწურვის პრინციპით. წარმოადგენს აქტიურ თევზსაჭერ იარაღებს. კონსტრუქციული თავისებურება – ბადის შეკრება-შეგროვება წარმოებს თევზსარეწ სატრანსპორტო საშუალებაზე ქვემო კიდიდან ,,ქისისებური ფორმით.”
8. მოსასმელი ბადე – ბადისებური წყალგამწურავი სარეწი იარაღი, რომლის მეშვეობით ჭერა ემყარება გარკვეული წყლის მოცულობებიდან ჰიდრობიონტების მოპოვებას წყალგაწურვის პრინციპით. წარმოადგენს აქტიურ თევზსაჭერ იარაღს. კონსტრუქციული თავისებურება – ბადის შეკრება-შეგროვება წარმოებს წყალსატევის ნაპირზე ზემო და ქვემო კიდეებიდან თანაბრად.
9. თევზსარეწი ტრალები – გუდისებური ფორმის აქტიური თევზსარეწი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება წყლის სატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით გაქაჩვით (ბუქსირებით) გარკვეული მოცულობის წყალგაწურვას. თევზჭერის პრინციპითა და კონსტრუქციული თავისებურებების მიხედვით ტრალები შეიძლება იყოს: (6.07.2011 N 114)
ა) პელაგიური – რომელიც შეესაბამება შემდეგ მონაცემებს:
ა.ა) ტრალის ტომარა უნდა შედგებოდეს 4 ან მეტი პლასტისგან;
ა.ბ) ტრალს არ უნდა გააჩნდეს სკვერი, გრუნტროპი, ტრალის ტომრის ქვედა პლასტი და შემკრები არ უნდა იყოს აღჭურვილი საფარველით (ფართუკით);
ა.გ) ტრალის ქვედა კიდე შესაძლებელია იყოს აღჭურვილი დამატებითი კიდით ან საძირავებით (მაგალითად, ლითონის ჯაჭვით), თუმცა ასეთ შემთხვევაში დამატებითი კიდე უნდა იყოს წარმოდგენილი ლითონის (დიამეტრით არა უმეტეს 22 მმ-ისა) ან კომბინირებული (დიამეტრით არა უმეტეს 65 მმ-ისა) ბაგირით, რომელიც მჭიდროდ უნდა იყოს მიბმული ტრალის ქვედა კიდესთან და მისი სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს ქვედა კიდის აღჭურვილი (ტრალის ქსოვილით დატვირთული) ნაწილის სიგრძეს; საძირავების საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 60 კგ-ს;
ა.დ) ტრალის ტომარის წინა ნაწილის (შემკრების გამოკლებით) ნახევარზე მეტი (ტოპენანტზე სიგრძით) უნდა იყოს წარმოდგენილი თოკისა და ბაგირის ელემენტებით შედგენილი ქსოვილით, სადაც თვლის ზომა 79 სმ-ზე მეტია;
ბ) ფსკერული – რომელიც არაა პელაგიური.
91. პლასტი – ტრალის ტომრის (შემკრების გამოკლებით) ნაწილი. პლასტების სიგანე თანაბარია ან განსხვავდება ერთმანეთისგან მაქსიმუმ 20%-ით. პლასტები ერთმანეთთან დაკავშირებულია ერთგვარი ნაკერებით. (6.07.2011 N 114)
92. ტოპენანტი – პლასტების შეერთების (ნაკერების) ადგილზე გამავალი გვარლი ან ბაგირი. (6.07.2011 N 114)
93. სკვერი – ტრალის ტომრის ზედა პლასტის (პლასტების) წინაფრა, რის გამოც ზედა პლასტი (პლასტები) ფრთების გამოკლებით უფრო გრძელია, ვიდრე ქვედა. (6.07.2011 N 114)
94. საფარველი (ფართუკი) – ტრალი შემკრების ქვედა ნაწილის მე-3 ან უფრო მეტი ფენა. (6.07.2011 N 114)
95. გრუნტროპი – ტრალის ქვედა კიდეზე სპეციალური სამაგრებით (ჯაჭვებით, გვარლით და სხვა) 0.2 მეტრზე მეტი დაშორებით ჩამოკიდებული ლითონის გვარლი, რომელზეც შესაძლოა დახვეული იყოს ლითონის მავთული ან ბაგირი, გრუნტროპი ასევე შესაძლებელია აღჭურვილი იყოს ლითონის ან რეზინის კოჭებით, ბურთულებით და სხვა საგნებით. (6.07.2011 N 114)
10. კონუსური ბადეები – აქტიური ბადისებური ან სხვა მასალისაგან დამზადებული თევზსარეწი იარაღები, რომელთაც აქვთ კონუსისებური ფორმა და გამოიყენება თევზსაჭერად სარეწაო გემიდან ვერტიკალური წყალგაწურვის პრინციპით.
11. სახლართი ტიპის ბადეები – ბადისებური თევზსარეწი იარაღები, რომელთა მეკშვეობით ჭერა ემყარება, თევზის ან სხვა წყლის ჰიდრობიონიტების აგებულებისა და ბიოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, გახლართვის და შებოჭვის პრინციპებს.
12. თევზმახეები – ბადისებური ან სხვა მასალისაგან კონსტრუირებული სტაციონარული თევზსაჭერი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება, იარაღის კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე, თევზების მასში მოხვედრასა და დაგროვებას; აღჭურვილია „ძაბრისებური”, „კონუსისებური” ან სხვა ტიპის შესასვლელებითა და თევზის სამიგრაციო გზების გადამკეტი და მიმმართველი ბადისებუროი კედლებით.
13. ჩასადგმელი იარუსები – სტაციონარული ტიპის სხვადასხვა ზომის ნემსკავებით აღჭურვილი თევზსარეწი იარაღები.
14. პარაშუტისებრი (გუმბათის ტიპის) ბადეები – აქტიური მოქმედების თევსაჭერი იარაღები, რომლებითაც თევზჭერა ემყარება წყლის სივრცეში ვერტიკალური დაფარვის წყალგაწურვის პრინციპებს.
15. ფაცერი (ე.წ. ობობა ბადე) – სტაციონარული თევზსარეწი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება გარკვეული მოცულობის ვერტიკალურ წყალგაწურვას ზემო მიმართულებით (სპეციალური ბადის ამწევი მექანიზმით).
16. ნემსკავები – რკინის ან სხვა მასალისაგან დამზადებული, მომრგვალებული ფორმის წამახვილებული დაბოლოებებით, თევზსაჭერი იარაღის კონსტრუქციული ელემენტი.
17. ანკესი – სხვადასხვა სახის პოლიმერული ან ბოჭკოვანი მასალისაგან დამზადებულ გრძივ ძაფზე, დამონტაჟებული ნემსკავებით აღჭურვილი თევზსაჭერი მოწყობილობა (სამანიპულაციო ჯოხით ან მის გარეშე).
18. სპინინგი – გასაშლელი და დასახვევი მოწყობილობით აღჭურვილი ანკესი.
19. ხოლიხი – მცირე ზომის თევზმახე, რომლის ჭერის პრინციპი ემყარება „ჩიხის პრინციპს.
20. ეკრანი – 5 მეტრამდე სიგრძის ერთკედლიანი სახლართი ტიპის ბადე, რომლის მეშვეობით ჭერა ემყარება, თევზის ან სხვა ჰიდრობიონტების აგებულებისა და ბიოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, გახლართვის და შებოჭვის პრინციპებს.
21. სასროლი ბადე _ სასროლი ბაგირით აღჭურვილი ხელით საჭერი ბადე;
22. ჩოგანბადე _ სათანადო ჩარჩოთი აღჭურვილი ხელით საჭერი ბადე;
23. სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
24. სააგენტო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს _ სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტო. (24.10.2011 N 216)
თავი II
ნადირობის საშუალებები და წესები
მუხლი 3. ნადირობის წესები
1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ გადამფრენ ფრინველებზე ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე.
3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) – კანონით დადგენილ შემთხვევებში.
4. ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები განისაზღვრება ამ დებულების მე-4 დანართით.
5. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება.
6. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”.
7. აკრძალულია ნადირობა დაცული ტერიტორიების გარშემო 500-მეტრიან ზონაში.
8. აკრძალულია ნადირობა საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში და ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე, გარდა გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას.
9. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
ა) მცენარეული საფარის დაწვა;
ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, გარდა ფრინველთა აღწარმოების მიზნით სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება;
დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველების მოპოვებისას, აგრეთვე, გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას), სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ე) ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
ვ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;
ზ) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
თ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით.
მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღი
აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში.
აი ესაა:
"მუხლი 7. სანადირო იარაღი (2.07.2010. N3285)
1. სანადიროა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სარეწაო, სამოყვარულო ან/და სამეცნიერო ნადირობისათვის.
2. სანადირო იარაღის სახეებია:
ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);
დ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
ე) სანადირო პნევმატური იარაღი."
მუხლი 5. ნადირობის წესების დარღვევა
ნადირობა მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად.
თავი III
თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესები
მუხლი 6. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების მოქმედების სფერო
1. ამ თავით განსაზღვრული წესების მოქმედება ვრცელდება საქართველოს შავი ზღვის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, კონტინენტურ შელფზე და საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევზე (ტერიტორიული წ*ლები, მდინარეები, ტბები, ბუნებრივი ტბორები და წყალსაცავები), რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნენ თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების რეწვისათვის, ან/და აქვთ მნიშვნელობა სარეწაო თევზის მარაგის აღდგენისათვის.
2. იმ წყალსატევებზე და წყალსატევების უბნებზე, რომლებიც სპეციალური წყალთსარგებლობის ობიექტია, თევზჭერა წარმოებს ამ ობიექტის მფლობელის ნებართვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7. თევზჭერის აკრძალვის ვადები, ადგილები
1. თევზჭერის ვადები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. აკრძალულია თევზჭერა:
ა) ელექტროსადგურების, სათევზმეურნეო, სამელიორაციო, მაგისტრალური სისტემის მიმყვან და გასავალ არხებში;
ბ) კაშხლებთან და რაბებთან არა უხლოეს 500 მეტრისა და ხიდებთან არა უახლოეს 50 მეტრისა;
გ) კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ (თევზსავალ) არხებში;
3. აკრძალულია თევზჭერა, გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისა:
ა) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეებში, კერძოდ: ფსოუ, ხაშუფსა, ბზიფი, მჭიშთა (შავწყალა), ხიფსთა (თეთრწყალა), ააფსთა (ბაკლანოვკა), გუმისთა, კელასური, კოდორი, მოქვი, ღალიძგა, ოქუმი, ერისწყალი, ენგური (ენგურის ჰიდროელექტრო სადგურამდე), ხობი, (რიონის ჰიდროელექტრო სადგურამდე), სუფსა, ნატანები, კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჭოროხი, აჭარისწყალი და მათ შენაკადებსა და განშტოებებში;
ბ) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეთა შესართავებში და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 300 მეტრის მანძილზე; (6.07.2011 N 114)
გ) მდ. ხრამში – სოფ. ლეჟბადინიდან წითელ ხიდამდე;
დ) მტკვარი ყველა შენაკადით – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;
ე) ალაზანი თავისი შენაკადებით და იორი – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;
ვ) ზღვის ხუთმილიან სანაპირო ზონაში ქალაქ ფოთიდან ქალაქ ოჩამჩირემდე 60-მეტრიანი იზობათის ფარგლებში, ხოლო ფოთი ანაკლიის უბანზე – 120-მეტრიანი იზობათის ფარგლებში;
ზ) რიწის ტბაში;
თ) შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წ*ლებში, კონტინენტალურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში 1 მაისდან 1 ივლისამდე. ამ პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მოლუსკების აკვალანგებით ან სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობებით შეგროვება და მომსასმელი ბადით კეფალ-პილენგასის ჭერა;
ი) ფარავანი – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; ველური კობრი – 15 მაისიდან 1 აგვისტომდე;
ი1) სანტას ტბაზე–15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; (10.06.2011 N 74)
კ) ტაბაწყური – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;
ლ) ხრამის (წალკის) წყალსაცავი – 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე;
მ) თბილისის წყალსაცავი – 15 აპრილიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;
ნ) სპეციალურ განკარგულებამდე ახლად ან ხელახლად შექმნილ წყალსატევებზე;
ო) შიდა წყალსატევების გამოსაზამთრებელ ღრმულებში.
პ) პალიასტომის ტბაში: (10.05.2011 N 31)
პ.ა) კეფალი (ლობანი) – 1 მაისიდან 1 ივლისამდე;
პ.ბ) კეფალი-პილენგასი – 1 მაისიდან 1 ივლისამდე;
პ.გ) ოქროსფერი კეფალი – 1 მაისიდან 1 ივლისამდე;
პ.დ) ქარიყლაპია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე და 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ვ) შემაია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ზ) მცირე ვიმბა – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.თ) კარჩხანა – 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ი) კობრი – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.კ) ლოქო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე და 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე;
პ.ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.მ) მრგვალი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ნ) შავი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
ჟ) ყველა დანარჩენ შიდა წყალსატევებში (ზოგიერთი მაღალმთიანი ზონის წყალსატევის გარდა, რომლებზედაც სამინისტროს მიერ მიიღება ცალკე გადაწყვეტილება) – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით.
4. ყველა სხვა შემთხვევაში კონკრეტული აკრძალვის ვადებს ადგენს სამინისტრო.
5. თევზჭერის აკრძალვის ვადა ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებთან და სხვა ფაქტორებთან დაკავშირებით შეიძლება გადატანილ იქნეს არა უმეტეს 15-დღიანი განსხვავებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 8. ჭერააკრძალული თევზის სახეობები
1. აკრძალულია ჭერა (მათ შორის თანჭერილშიც და სპორტულ-სამოყვარულოშიც), რეალიზაცია და შენახვა თევზის შემდეგი სახეობების:
ა) ზუთხისებრთა – მთელი წლის განმავლობაში;
ბ) ზღვის ძუძუმწოვრების – მთელი წლის განმავლობაში;
გ) შავი ზღვის ორაგულის – მთელი წლის განმავლობაში;
დ) კალმახის (მდინარის და ტბის) – მთელი წლის განმავლობაში;
ე) ქამბალა-კალკანის – 1 მაისიდან 1 ივლისამდე; (6.07.2011 N 114)
ვ) მდინარის კიბოების – მთელი წლის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახეობები (ქამბალა-კალკანის შემთხვევაში მითითებულ ვადებში) თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ექვემდებარებიან საბინადრო გარემოში გაშვებას.
მუხლი 9. თევზჭერისათვის აკრძალული საშუალებები და ხერხები
1. აკრძალულია თევზჭერა:
ა) ნებისმიერი სახის ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებით;
ბ) ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით;
გ) ცეცხლსასროლი იარაღებით; (6.07.2011 N 114)
დ) დევნისა და ფრთხობის ხერხებით;
ე) სახლართი ბადეების გამოყენებით მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით;
ვ) წყალსატევების ხერგვითა და შრეტით:
ზ) ამოღებულია (6.07.2011 N 114)
თ) ამოღებულია (6.07.2011 N 114)
ი) მცურავი ბადეებით ქვედა სართავის გარეშე ფსკერის მცოცავი ბირთვით.
2. ამოღებულია (6.07.2011 N 114)
მუხლი 10. თევზჭერასთან და თევზის მარაგის დაცვასთან დაკავშირებული სხვა აკრძალვები
1. აკრძალულია:
ა) ჩასადგმელი ბადეების დაგება ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირიდან 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მოშორებით 1 ივლისიდან – 15 ოქტომბრამდე;
ბ) სარეწი იარაღით მდინარის ან მისი ტოტის 2/3-ზე მეტის დაკავება, აგრეთვე ბადის ჩამკეტი მოსმა მდინარის მოპირდაპირე ნაპირებიდან;
გ) ყოველგვარი სარეწი იარაღის სამუშაო მდგომარეობაში ქონა თევჭერისათვის აკრძალულ ვადებში და ადგილებში მცურავ საშუალებებზე;
დ) ამოღებულია (6.07.2011 N 114)
ე) ჩასადგმელი სარეწი ბადეების ჭადრაკულ რიგზე დაყენება;
ვ) ტრალის პელაგიური ვარიანტის ჭერილში ტიპური ფსკერული თევზების და სხვა ჰიდრობიონტების, კერძოდ: სკაროსების, ზუთხისნაირების, ქამბალასნაირების, ღორჯოსებრთა, ნემსთევზასებრთა, ზღვის მამლისებრთა, თაგვთევზასებრთა, ზღვის ფინიასებრთა, გველთევზასებრთა, სკორპენას (ზღვის ჩიქვი), ზღვის ურჩხულის, ზღვის ძროხის (ვარსკვლავთმრიცხველის), ხონთქარას (ბარაბულის), ოფიდიონის, ცხენთევზას, ზღვის ღლაბუტას, კიბოსნაირებისა და მოლუსკების საერთო წილი აღემატებოდეს 5%-ს (დათვლით).(6.07.2011 N 114)
ზ) ქისა ბადეების გამოყენება, რომელთა სიმაღლე (სიღრმე) აღემატება 300 მეტრს; (6.07.2011 N 114)
თ) თევზის რეწვა პალიასტომის ტბაზე მოსასმელი ბადის გამოყენებით, რომლის სიგრძე 200 მეტრზე მეტია, სიმაღლე 1,5 მ-ზე მეტი, თვალის ზომა არანაკლებ 22 მმ;
ი) მოსაყრელი ბადით კეფალის (ლობანი, პილენგასი, ოქროსფერი კეფალი) რეწვა პალიასტომის ტბაზე 350 მეტრზე მეტია და თვალის ზომა არანაკლებ 22 მმ;
2. შიდა წყალსატევებში ერთ სტაციონარში (ჩადგმაში) ბადის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 200 მეტრს, ხოლო სტაციონარებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 500 მეტრზე ნაკლები. (6.07.2011 N 114)
3. ერთ სტაციონარში (ჩადგმაში) იარუსის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 200 მეტრს, იარუსში ნემსკავების რაოდენობა 100-ს, ხოლო სტაციონარებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 1000 მეტრზე ნაკლები.
4. აკრძალულია სარეწი გემებიდან ჭარბად მოპოვებული ან წუნდებული თევზის ზღვაში ჩაყრა.
5. აკრძალულია თევზჭერა ყოველგვარი კონსტრუქციის დრაგის, მათ შორის, ხიჟნიაკის კონსტრუქციის და ტრალის ფსკერული ვარიანტის გამოყენებით შემდეგი კოორდინატებით განსაზღვრული ზონების ფარგლებს გარეთ: (6.07.2011 N 114)
ა) I ზონა
№ X Y
1 719019.2442 4670904.9309
2 697037.7754 4670877.8887
3 729921.4741 4641179.4795
4 707740.4720 4641915.7101
WGS = 1984.
ბ) II ზონა
№ X Y
1 727742.0535 4625744.9823
2 707216.0765 4634329.8567
3 726175.5805 4620758.1139
4 706497.6148 4631045.9888
WGS = 1984.
გ) III ზონა
№ X Y
1 719634.3215 4615174.0879
2 701907.4086 4628351.9638
3 714788.7771 4609603.5223
4 695919.6695 4621317.3775
WGS = 1984.
მუხლი 11. ბადის თვლის ზომები თევზსაჭერ იარაღებში
1. ბადის თვლის ზომად მიიჩნევა ბადის თვლის ერთი გვერდის სიგრძე ანუ მანძილი მილიმეტრებში კვანძის შუა წერტილიდან – მეზობელი კვანძის შუა წერტილამდე. ბადის თვლის ზომას განსაზღვრავს მისი გაჭიმვის სიგრძე და 11 კვანძს შორის დადგენილი მანძილის 10-ზე გაყოფით, როცა თვლის ზომა 30 მმ-ზე ნაკლებია; 6 კვანძს შორის მანძილის 5-ზე გაყოფით, როცა თვლის ზომა 30 მმ-ზე მეტია.
2. თვლის ზომები თევზსაჭერ იარაღებში განისაზღვრება ამ დებულების დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 12. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე
1. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალურ სიგრძედ მიიჩნევა უკუდისფარფლოდ, ანუ მანძილი მილიმეტრებში დინგის წვეროდან (დახურული პირის დროს) კუდის ფარფლამდე, ხოლო ქაფშიისათვის მინიმალურ სიგრძედ მიიჩნევა მანძილი მილიმეტრებში დინგის წვეროდან (დახურული პირის დროს) კუდის ფარფლის ჩათვლით. დამუშავებული, დამარილებული, გამხმარი, შებოლილი და გამოყვანილი თევზის გაზომვისას სიგრძე 4 %-ით იზრდება. (6.07.2011 N 114)
2. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე განისაზღვრება ამ დებულების დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 13. ჭერისათვის დასაშვები მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალური დასაშვები თანჭერილი.
1. თევზჭერისათვის დასაშვები მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალური დასაშვები თანჭერილის გათვალისწინება წარმოებს როგორც სამრეწველო, ასევე სანაპირო და შიდა წყალსატევებში თევზჭერისას.
2. თევზმომპოვებელი ვალდებულია იმგვარად აწარმოოს თევზჭერა, რომ ჭერისათვის დაშვებული მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილი არ აღემატებოდეს 20%-ს (დათვლით). ხოლო ქაფშიის მოპოვების შემთხვევაში მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილი არ უნდა აღემტებოდეს 40%-ს (დათვლით). ჭერისათვის დაშვებული მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილის გადამეტება ითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად. (6.07.2011 N 114)
მუხლი 14. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილი
1. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილის გათვალისწინება წარმოებს მხოლოდ სარეწაო თევზჭერისას.
2. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილი შეადგენს ქისა ბადისათვის და კონუსური ბადისათვის – 2%, ტრალის პელაგიური ვარიანტისათვის – 6%. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილის (შესაბასისად 2% ან 6%) გადამეტება ჩაითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.
მუხლი 15. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების წესი
1. აუცილებელია წყალსატევში ყოველი სტაციონარული თევზსაჭერი იარაღის ჩადება ტივტივანიშნულებით, რომლებიც როგორც მინიმუმ უნდა აფიქსირებდნენ ბადეი-არაღის განაპირა წერტილებს. ყოველი ასეთი ტივტივანიშნული უნდა შედგებოდეს ტივტივასა და მასზე დამაგრებული მცირე ზომის ალმისაგან, რომელზედაც გარკვევით უნდა იყოს წარწერილი ლიცენზიის /ნებართვის სერია და ნომერი.
2. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების წესის დარღვევა ითვლება თევზჭერის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.
მუხლი 16. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა
1. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერად მიიჩნევა თევზჭერა მხოლოდ ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ეკრანით, ჩოგანბადითა და ხოლიხი ბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება. (24.10.2011 N 216)
3. აკრძალულია:
ა) ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესის, სპინინგის გამოყენება, რომელზეც ნემსკავების რაოდენობა ერთ მოყვარულზე ზღვაში თვითსატყუარათი 12-ზე მეტია და სატყუარათი 6-ზე მეტი, ხოლო ერთ მოყვარულზე შიდა წ*ლებში თვითსატყუარათი 6-ზე მეტი და სატყუარათი 3-ზე მეტი (ორეული და სამეული ნემსკავების შემთხვევაში შესაბამისად ორად და სამად ჩაითვლება);
ბ) საქართველოს საზუთხე და საორაგულე მდინარეებში, მათ შესართავებსა და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 300 მეტრის მანძილზე N8-ზე (ნემსკავის სიგანე, მანძილი წვერსა და ღეროს შორის არ უნდა აღემატებოდეს 8 მმ-ს) მსხვილი ნემსკავების გამოყენება, ასევე აქ ორეული და სამეული ნემსკავების გამოყენება; (24.10.2011 N 216)
გ) ჩოგანბადის, სასროლი ბადის, ეკრანის და ხოლიხი ბადის გამოყენება, რომელთა დიამეტრი სფერული ფორმის შემთხვევაში, ხოლო სიგრძე/სიგანე სხვა ფორმის შემთხვევაში – 1,2 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა 20 მმ-ზე ნაკლები.
დ) ერთი მოყვარული მეთევზის მიერ ერთზე მეტი სამოყვარულო-სპორტული ბადის გამოყენება;
ე) წყალსატევებში მუშა მდგომარეობაში მყოფი სამოყვარულო-სპორტული თევზსაჭერი საშუალებების უმეთვალყუროდ დატოვება;
ვ) ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე.
მუხლი 17. თევზდაცვის მოთხოვნები წყალამღებ ნაგებობებზე
წყალამღები ნაგებობები, წყალაღებით არანაკლებ 5000 კუბ.მ. დღე-ღამეში აუცილებელი აღჭურვილი იყოს თევზამრიდი ნაგებობა-მოწყობილობებით.
მუხლი 18. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნები (24.10.2011 N 216)
1. სამრეწველო და შიდა წყალსატევებში თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ხოლო სანაპირო თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილ თევზჭერის პერიოდში, ყოველი თვის 5 რიცხვამდე მიაწოდოს ინფორმაცია სააგენტოს განვლილი ერთი თვის მანძილზე მოპოვებული რესურსის შესახებ.
3. თევზჭერის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ხელი შეუწყოს შემოწმების პროცესში სააგენტოს კანონიერი ქმედებების განხორციელებას, მათ შორის, ჭერილის შემოწმების მიზნით მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ ამოიღოს წყალსატევიდან ის ბადე-იარაღები, რომლითაც ახორციელებს თევზჭერას.
4. თევზჭერის ლიცენზიანტი თევზჭერის განხორციელებამდე ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს განაცხადი და ინფორმაცია თავისი ლიცენზიის ფარგლებში როგორც თევზჭერის განმახორციელებელი, ასევე გადამზიდი (სატრანსპორტო) მცურავი საშუალებების შესახებ (კერძოდ, ლიცენზიანტსა და გემის მესაკუთრეს შორის დადებული ყველა ხელშეკრულების არსებობისა და ცვლილებების თაობაზე).”.
5. ლიცენზირებადი თევზჭერის განხორციელებისას თითოეული თევზმჭერი სატრანსპორტო საშუალების მიხედვით სავალდებულოა ამ დებულებით დამტკიცებული №3 დანართით გათვალისწინებული შესაბამისი სარეწაო ჟურნალის თევზჭერის განმახორციელებელი პირის მიერ წარმოება, ამ მუხლით დადგენილი ფორმითა და წესებით.
6. სარეწაო ჟურნალი წარმოადგენს თევზრეწვის მიმდინარეობის, ჭერილის შემადგენლობის და რაოდენობის ამსახველ დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და დამოწმებული თევზჭერის განხორციელების ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოს სამოქმედო ტერიტორიის შესაბამისად სააგენტოს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ.
7. სარეწაო ჟურნალის ფორმა განისაზღვრება ამ დებულების დანართი №3-ის შესაბამისად.
8. სარეწაო ჟურნალი უნდა შეივსოს შემდეგი წესით:
ა) ჟურნალში ყველა სვეტის შევსება სავალდებულოა;
ბ) პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 სვეტების შევსება წარმოებს უშუალოდ თევზჭერის ყოველი ცდის დაწყებისთანავე;
გ) მე-5, მე-6 და მე-9 სვეტების შევსება წარმოებს უშუალოდ თევზჭერის ყოველი ცდის დამთავრებისთანავე (მე-9 სვეტი ივსება არსებობის შემთხვევაში);
დ) 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის თევზმჭერი საშუალებით სამრეწველო თევზჭერისას მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის გადატვირთვამდე ან ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე;
ე) 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის თევზმჭერი მცურავი საშუალებით სამრეწველო თევზჭერისას მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე, სხვა (გარდა გასხვისების) შემთხვევაში თევზჭერის ცდის დამთავრებიდან დაჭერილი თევზის წონის დადგენისთანავე, მაგრამ თევზჭერის ცდის დამთავრებიდან არა უმეტეს 48 საათისა;
ვ) მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება შიდა წყალსატევებში თევზჭერისას წარმოებს მოპოვებული რესურსის ხმელეთზე გადმოტვირთვა-ამოყვანისთანავე;
ზ) ქისა ბადით სამრეწველო თევზჭერისას, მცურავი საშუალების საერთო ტევადობის მიუხედავად, მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე, სხვა (გარდა გასხვისების) შემთხვევაში თევზჭერის ცდის დამთავრებიდან დაჭერილი თევზის წონის დადგენისთანავე, მაგრამ თევზჭერის ცდის დამთავრებიდან არა უმეტეს 48 საათისა.
9. ყველა ჩანაწერი სარეწაო ჟურნალში წარმოებს ბურთულიანი კალმით, ჩანაწერები კეთდება მკაფიოდ, დაუშვებელია ფანქრით ან სხვა ისეთი საწერი საშუალებებით შევსება, რომელთა წაშლაც ადვილია, ასევე აკრძალულია შეტანილ მონაცემთა წაშლა ან შესწორება. თუ ჟურნალის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შესაბამის მონაცემების გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია” და ჟურნალის მომდევნო გვერდზე – ჩანაწერი აღნიშნული შეცდომის შესახებ.
10. სარეწაო ჟურნალში მონაცემთა შეტანა წარმოებს საქართველოს დროით, სახელმწიფო ენაზე.
11. სარეწაო ჟურნალის პირველ გვერდზე მიეთითება მონაცემები მოსარგებლისა და მცურავი საშუალების შესახებ, აგრეთვე ლიცენზიის სერია და ნომერი.
12. სარეწაო ჟურნალის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში თევზჭერაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, სადაც განხორციელდა მისი დამოწმება.
13. სარეწაო ჟურნალის დაკარგვა თევზჭერაზე უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.
14. ახალი სარეწაო ჟურნალის აღების შემთხვევაში ძველი სარეწაო ჟურნალი, ასევე დადგენილი წესით თევზმჭერი საშუალების შეცვლისას ან ლიცენზიის ვადის გასვლისას სარეწაო ჟურნალი წარედგინება სააგენტოს ან მის ტერიტორიული ორგანოს, სადაც განხორციელდა მისი დამოწმება.
მუხლი 19. ამოღებულია (24.10.2011 N 216)
მუხლი 20. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა
1. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. ამ დებულებით თევზჭერისათვის დადგენილი შეზღუდვები და აკრძალვები, გარდა ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „ბ”, ,,გ” და „ვ” ქვეპუნქტებით დადგენილი აკრძალვებისა, არ ვრცელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე.
მუხლი 21. პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის
ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
მუხლი 22. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.
დანართი №1 (6.07.2011 N 114)
თევზსაჭერი ბადეების თვლების ზომა მოსაპოვებელი
თევზის სახეობების მიხედვით
თევზსაჭერი იარაღები თვლის მინიმალური ზომები მმ-ში თვლის მაქსიმალური ზომები მმ-ში
მოსასმელი ბადე 12 –
თევზმახეები 12 –
ქისა ბადე 6,5 –
ტრალი 6,5 –
კონუსური ბადე 12 –
პარაშუტისებრი ბადე 12 –
მოსაყრელი ბადე (ჭილოფით, ე.წ. ლასპორი) 20 –
ფაცერი (ე.წ. ობობა ბადე) 20 –
სახლართი ბადე 18 –
სხვა თევზსარეწი იარაღები 12 –
დანართი 2
ჭერისათვის დაშვებული თევზის სახეობების მინიმალური სიგრძე
N თევზის სახეობა
ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური
სიგრძე (მმ-ში)
1 ქაფშია 70
2 ქარსალა 60
3 მერლანგი 120
4 კეფალისებრნი 200
5 კატრანი (ქიცვიანი ზვიგენი) 850
6 სტავრიდა 100
7 ხონთქარა (ბარაბული) 85
8 ღიპა ქაშაყი 110
9 შავი ზღვის ქაშაყი 170
10 სარღანი 320
11 ლუფარი 220
12 პელამიდა 250
13 სკუმბრია 150
14 ღორჯოსებრნი 110
15 ქამბალა-კალკანი 350
16 მიდია 50 (იგულისხმება ნიჟარის მაქსიმალური სიგრძე)
17 გარნელი(კრევეტი) 35 (თვალის შუა წერტილიდან კუდის ფირფიტის ბოლომდე)
18 ღლავი (ლოქო) 500
19 ფარგა 380
20 წერი (ქარიყლაპია) 320
21 სიგისებრნი 180
22 ჭერეხი 400
23 კობრი 320
24 კაპარჭინა 260
25 ჭანარი 320
26 შამაია 250
27 ხრამული ტბის 250
28 ხრამული მდინარის 220
29 ვიმბა 120
30 სხვა თევზები 200
დანართი 3
სარეწაო ჟურნალი
თევზ-ჭერის
(ცდის)
რიგითი
ნომერი თევზსა-ჭერი ბადე
იარაღის და
სახელება თევზაჭერის ყოველი ცდის ადგილი (აკვატორია სახმელეთო ორიენტირ-ებით ან გეოგ-რაფიული კოორდი-ნატებით) თევზჭერის ყოველი ცდის დაწყების დრო (წუთი, საათი, დღე,თვე, წელი) თევზჭერის ყოველი ცდის დამ-თავრების დრო (წუთი, საათი, დღე,თვე, წელი) ჭერილისა და თანჭერილის ვიზუალური შეფასება (რაოდ. სახეობე-
ბის მიხედ-
ვით კგ-ში) ჭერილის რაოდენობა სახეობების მიხედვით (კგ) თანჭერი-ლის რაოდენობა სახეობების მიხედვით, კგ-ში შენიშვნა (თევზჭე-რისას ტექნიკური შეფერხებები, ფორსმაჟო-რული ვითარება და სხვა) თევზჭერის განმახორ-ციელებე-ლი პირის ხელმოწერა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
დანართი 4
ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები
ლათინური დასახელება ქართული დასახელება ვადები გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები
სახეობები, რომლებზე ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ
წყალმცურავი ფრინველები
1 Anser anser რუხი ბატი
01.11 – 01.03 საერთო დღიური რაოდენობა 8 ცალი
2 Anas strepera რუხი იხვი
01.11 – 01.03
3 Anas crecca ჭიკვარა
01.11 – 01.03
4 Anas platyrhynchos გარეული იხვი
01.11 – 01.03
5 Anas querquedula იხვინჯა
01.11 – 01.03
6 Anas clypeata ფართოცხვირა იხვი
01.11 – 01.03
7 Fulica atra მელოტა 01.11 – 01.03
სხვა ფრინველები
8 Scolopax rusticola ტყის ქათამი 15.10 – 15.12 7 ცალი
9 Gallinago gallinago ჩიბუხა აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი
10 Coturnix coturnix მწყერი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 20 ცალი
11 Columba palumbus ქედანი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი
12 Columba livia გარეული მტრედი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი
13 Columba oenas გულიო (გვიძინი) აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი
14 Streptopelia turtur ჩვეულებრივი გვრიტი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი
ilariona
მუხლი 7. სანადირო იარაღი (2.07.2010. N3285)
1. სანადიროა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სარეწაო, სამოყვარულო ან/და სამეცნიერო ნადირობისათვის.
2. სანადირო იარაღის სახეებია:
ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);
დ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
ე) სანადირო პნევმატური იარაღი."
მარა სადაა განსაზღვრება რა არის "სანადირო პნევმატური იარაღი"? ნიგდე ნეტუ
gregory
რაც მთავარია არის ეს პნევმატური და რა მნიშვნელობა აქვს რომელია სანადირო პნევმატური. შეზღუდვა ხომ არაა და მორჩა.
უბრალოდ ის ტეხავს, რომ:
ნადირობის სეზონი გახსნასთან და ასევე პნევმატური იარაღის გარშემო კვლავ ბუნდოვანი და დაულაგებელი მდგომარეობის გამო, გადავწყვიტე ეს თემა გამეცოცხლებინა.
უკვე ისმის ფორუმზე ამდაგვარი კითხვები: სად ვინადირო, რაზე ვინადირო და ასშ...
მიუხედავად იმისა, რომ მავანმა შესაძლოა სხვადასხვა აზრი გამოიტანოს, მაინც ვთვლი, რომ ეს ინფორმაცია პნევმატური იარაღის ყველა მფლობელმა უნდა იცოდეს და ამის შემდეგ თავად გადაწყვიტოს სად და რაზე ინადიროს
მაშ ასე:
”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კ ო დ ე ქ ს ი
მუხლი 1821. პნევმატური იარაღის უკანონო ბრუნვა, პნევმატური იარაღის რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობა და დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღიდან სროლა (24.04.2012. N6058)
1. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
2. სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის ტარების წესების დარღვევა –გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
4. ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში, –გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
5. დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღიდან სროლა –გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.”
იმედია, ყველა ხვდება, რომ თბილისის ზღვა, წყნეთი, და ასშ დასახლებული პუნქტებია ...
აქვე დავამატებ(ზუსტად ვერ ვნახე ეს ბრძანება გაუქმებულია თუ არა):
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №512 2005 წლის 7 დეკემბერი
მუხლი 5. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალი
1. აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:
ა) ნებისმიერი საბრძოლო ხრახნივლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;
ბ) სნაიპერული შაშხანებით;
გ) ე.წ. ,,ღამის ხედვის” მოწყობილობათა გამოყენებით;
დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სტანდარტებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით;
ე) პნევმატური იარაღით.
მუხლი 9. თევზჭერასთან და თევზის მარაგის დაცვასთან დაკავშირებული სხვა აკრძალვები
1. აკრძალულია თევზჭერა:
ა) ნებისმიერი სახის ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებით;
ბ) ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით;
გ) ცეცხლსასროლი, პნევმატური იარაღისა და მჩხვლეტავი ხელსაწყოების გამოყენებით;
დ) დევნისა და დაფრთხობის ხერხების გამოყენებით;
ე) სახლართი ბადეების გამოყენებით მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით;
ვ) წყალსატევების ხერგვითა და შრეტით:
ზ) ყოველგვარი კონსტრუქციის დრაგით.”
დანამდვილებით ვიცი, რომ ჯერ არ ყოფილა ამ კანონისა და ბრძანების შესაბამისი ქმედებების განხორციელების არცერთი ფაქტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაუფიქრებლად და თავისუფლად ვიყენებდეთ ჩვენს ხელთ არსებულ პნევმატურ იარაღს!
იმედია გამოგადგებათ
პნევმატიკით ნადირობა ოფიციალურად დაშვებულია,მაგრამ აი რა სახის პნევმატიკით შეიძლება ამას უკვე არ იწერებიან.დავამატებ იმასაც რომ ნადირობა დაშვებულია დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრში.
ა ბატონო თუ ვინმეს არ გჯერათ აი ცინცხალი ბრძანებულება
ნადირობისათვის დაშვებული იარაღისა და საშუალებების ჩამონათვალი:
· „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7 მუხლით განსაზღვრულია სანადირო იარაღის ჩამონათვალი,
რომლითაც ნადირობა დაშვებულია.
· სანადიროა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან/და სამეცნიერო
ნადირობისათვის სანადირო იარაღის სახეებია:
· სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
· სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
· სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);
· სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
· სანადირო პნევმატური იარაღი.
gregory
რომელ კანონს გულისხმობ,რომელიც შენ დაწერე?თუ მაგას გულისხმობ ის დაძველდა,მე 2013 წლის კანონი თუ რაც ქვია ეგ გამოვაქვეყნე და თუ გნებავთ წყაროსაც მგაწვდით,ა ბატონო,
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&info_id=2359
kaka8079
კაია, მარა აი რომელია სანადირო და რომელია სპორტული ამას ვინ გაარკვევს ნეტა
gregory
ხოდა მაგის გარკვევას არც არავინ არ დაიწყებს სანამ გაფორმებამდე არ მივა საქმე,ასე რომ მე ვფიქრობ თავისუფლად შეიძლება ნადირობა 4.5 კალიბრით.არც ფანრით და მანოკით შეიძლება ნადირობა მაგრამ აბა დამანახეთ ერთი დაჯარიმებული მონადირე თუ ბრაკონიერი,ისე ფანრის მომხრე მეც არა ვარ მაგრამ,აი მანოკზე ცოტა სხვა აზრისა ვარ,ოჩოზე წერენ აი მანოიკი და მანოკისტები ასე და ისე,აბა ჩავიდნენ დასავლეთში და მოინადირონ იხვი მანოკის გარეშე,3 დღე ვიყავი ტYეში და რომ არა მანოკი იხვი არც კი მოგვეკარებოდა, რა შეიცვალა ამ ფრინველებში არ ვიცი,თუგინდ მწყერი ავიღოთ თუმცა მწყერზე მანოკით არასოდეს მინადირიოა,დასავლ;ეთში გადამფრენ მწყერს ან განთიადი აჯენს მიწაზე ან კიდევ წვიმა,ეს უკანასკნელი კი სექტემბერში მანდ თითქმის არასოდეს არაა,ღმერთმა არ ქნას რომ არ გათენდეს და ტენდება კიდეც მაგრამ მწყერი ისე ჩქარა მიფრინავს რომ ეგ განთიადი ან მოყწევს საქართველოში ან არა))))ბევრი ვილაქლაქე მგონი ნუ ეგ ალბატ ლუდის ბრალია.
kaka8079
ელეკტრო მანოკი რა პონტია კაკო? იხვზე პადსტავნოი იხვი უნდა გყავდეს და იმით მოიტყუე რამდენიც გინდა
iorama
მოი დრუგ ი სობუტილნიკ))) აბა რომელ პადსადნოიზეა საუბარი ღამით ტყეში,მწვადებზე მე არ გედავები შენც ნუ შემედავები კოლხეთის აბლობში ნადირობაზე,ადრე შეიძლებოდა უმანოკოდაც მშვენივრად ვნადირობდით ახლა კი იხვს დაავიწყდა კიეც თუ რა არის საღამოს პერელიოტი.
ხო, ეს ჩვენი კანონმდებლები სულ ურთიერთგამომრიცხავ კანონებს, როგორ უნდა ჩარხავდნენ.
ან კიდევ ორაზროვანს
ნადირობას რაც შეეხება, სადღაა ან მწყერი და ან კურდღელი დღეს ჩამოვედი კახეთიდან და (ყოველშემთხვევაში ჩემს სოფელში) მწყრის ხმა არ გამიგია არადა ადრე ტვინს ბურღავდნენ. ნადირობასმოყვარული ხალხიც მაგარი შეწუხებული იყო, მთელი დღე რომ იარო 1-2 მწყერი თუ აგიფრინდებაო, კურდღელი კიდევ ბოლოს როდის ვნახეთო აღარც გვახსოვსო.
ძირითადად აბრალებენ შხამ-ქიმიკატებს, რომლითაც წამლავენ სახნავ-სათეს მიწებს. მწყერზე და კურდღელზე ვინ ლაპარაკობს, ბეღურა რომ ბეღურაა ადრე თუ მავნებლების დონეზე იყვნენ, ახლა აქაიქ თუა.
მაიცა, მაიცა კაცო, ჩვენ თუ ვჭამთ და არ ვკვდებით მაგათ რა ხოცავს
მეც კახეთიდან ვარ და კურდღელი მოგონებებსღა შემორჩა, იმდენი მელია, მგელი და ტურაა ბაჭიებს გაზრდას არ აცდიან, მწყერიც არ არისო დავრეკე და ვკითხე ბიჭებს. შხამ ქიმიკატებს თუ რამე გადაურჩება ალბათ მელია და თურა შეუჭამს კვერცხებს. მაგრამ მოლო დროს მაგათზე საშინელი მტერი გამრავლდა ენოტის თუ ენოტისებური ძაღლის სახით.
ja_ja
პროპორციები ბატონო ჯაჯა,რასაც ის შეჭამს მაგაში რამდენი ქიმიკატი უნდა იყოს რომ ჩვენ მოგვწამლოს თუ შემჭამეთ მოშხამული ნადირ ფრინველი
აი მაგალითად ამას
http://radikal.ru/fp/4f0fc429d2204d4eb9c600dc159302f9
gregory
ზემოტას თუ ქვემოთას თუმცა ქვემოთა შენ რათ გინდა გაუგებრობას გამოიწვევს სახლში ასე რომ თუ მაგას დაითრევ აი ის ქვემოთ რომ არის, მაჩუქე რაა გეფიცები კამფეტებს არ მოვაკლებ
აბა აბა! აუშვით აფრები?! კანონის პატივისცემა ისწავლეთ, კანონისა!
Ex3
ახლა მე გავასწორებ შენს ლინკს და შენ კიდევ სასწარაფოდ მიცუნცულებ და კითხულობ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=68ან თუ კითხვა ნიხტ პანიმაეშ, მაშინ უყურებ აი ამ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2448
ja_ja
))
რატომღაც მთლიან ლინკს ვდებ სხვა ფორუმებზეც ))
ერთი თხოვნით მინდა მივმართო ყველა ახალბედა თუ პროფესიონალ მონადირეს, შევეცდები მოკლედ გითხრათ ჩემი თხოვნა ,,
ბავშვობიდან ვნადირობ ლაგატკით დაწყებული და კარგად ვიცი ჩვენი ქვეყნის ბუნების ასავალ დასავალი ,იყო დრო ივრის ჭალებს რომ შეუყვებოდი შაშვების ჭახჭახი ივრის ხმას ფარავდა ხოლმე ,შაშვის,ჩხიკვის და კიდე ათასნაირი ფრინველის ხმით დატკბებოდი ,,,შეიგრძნობდი ნამდვილ ქართულ ბუნების სილამაზეს და სიყვარულს,,
ეხლა გაოგნებული ვარ სოფელში ვიყავი ,ივრის ხეობაში გავისეირნე ვიფიქრე ცოტას წავინადირებ მეთქი მარა რად გინდა სადღა არიან შაშვები ან კიდე სხვა ფრინველები ,,,,,,მოდიოდნენ ბავშვები პნევმატიური თოფებით და ტრაბახით მეუბნებოდნენ გუშინ 20 შაშვი მოვკალიო გუშინწინ 30-იო ეხლა იმათ არ იცოდნენ ჩემ გულში რა ჭექა ქუხილი იყო, ყველანაირად შევეცადე რომ ამეხსნა ამ ბავშვებისთვის რომ თითოეული ადამიანის ვალია ქართული ბუნების სილამაზის გაფრთხილება და ეს ფრინველები ამ ბუნების სილამაზეა და სიმდიდრე,,,,,განა რამდენი შაშვი თუ კიდე სხვა ფრინველია საქართველოს ბუნებაში დაბადებული აბა დაფიქრდით მითუმეტეს ივნისში ,ჯერ კიდევ რომ შაშვები ბუდეებზე სხედან და ბარტყებს ზრდიან რომლებიც ელოდებიან დედა საჭმელს როდის მიუტანს,,ანუ ერთი შაშვის სიკვდილით სულ ცოტა 4 ცალი კვდება შიმშილით,,.........
თუ ამ ქვეყნის ბუნებას ადღეგრძელებთ ,თუ ეს ქართული ბუნება გიყვარს შე კაი დედმამიშვილო ცოტა ხომ უნდა იაზროვნო რომ ხვალე ყველაფერი გაქრება თუ ესე გააგრძელებ ნადირობას,,,კაი მოკალი 3- ან 4 მეტს ხომ ვერ შეჭამ მაშ რისთვის კლავ ამდენს რომ მოკლა და მერე სანაგვეზე გადაყარო ხომ!!???სიამოვნებისთვის????? ეს მე მგონი ყველაზე დიდი ცოდვაა,ნამდვილი ბრაკონიერობა და შენი ქვეყნის სიძულვილი,,
მე იმ აზრამდე მივედი რაც ვნახე იმ დაცარიელებული ხეობით რომ ყველა ვინც მომავალზე ფიქრობს უნდა შეეცადოს აუხსნათ ,გავაგებინოთ ამ ახალბედა მონადირეებს რომ უნდა გაუფრთხილდნენ ყველა ცოცხალ არსებას ,რომელიც საქართველოშია დაბადებული ,ყველამ კარგად ვიცით რა შედეგი ქონდა დენით მოთევზავე ბრაკონიერებმა რომ საერთოდ გაწყვიტეს ქართულ მდინარეებში თევზი ......... ეს საცოდავი ფრინველები დარჩა ,ამას მაინც გაუფრთხილდეთ ცოტა,,,
ვაჟა ფშაველა შვლებზე ძლიერი მონადირე იყო და მხოლოდ ამის შემდეგ როცა სინანული მოაწვა გულზე დაწერა შვლის ნუკრის ნაამბობი რითაც შეეცადა გადმოეცა რომ ყველა არსებას იგივე დედა შვილური სიყვარული აქვს როგორიც ადამიანს.
იმედია გამიგებთ და თუ ეს ჩემი ნაჯღაბნი ერთ შაშვს მაინც გადაარჩენს ღირებულა მაშინ ამის დაწერა..............
gocha311
ბატონო უცნობო! ეს პოსტი ნამდვილად წაადგება ახალბედა თუ დამწყებ მონადირეებს. იქიდან გამომდინარე თუ რამხელა მნიშვნელობა
აქვს ზოგად განათლებას. ჯერ ერთი ლაგატკა არა! შურდული! მეორე, ნადირობის სეზონი იწყება აგვისტოში!არა ივნის ივლისში! მესამე,
შაშვზე ნადირობა საერთოდ აკძალულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე!. შეცდომების თუ უმეცრების ჩამონათვალი ბევრია თქვენს
მიერ დაწერილ პოსტში. მაგრამმ, გამომდინარე იმ პათოსით, რომელიც იქნა გამოვლენილი თქვენს ენთუზიაზმში, ბუნების დაცვასთან დაკავშირებით, თავს შევიკავებ დანარჩენი კომენტარისგან.მხოლოდ თხოვნით მოგმართავთ, ნურასდროს გააკრიტიკებთ იმას,რასაც თავად სჩადიხართ!. პატივის ცემით მე.
დიდი პატივისცემით მარა კაი მთქმელს კაი გამგონი უნდაო მე კი არ უნდა გამაკრიტიკო შენი ქვეყნის ბუნებას უნდა მიხედო შენც მეც და ყველამ ვისაც მომავალი ადარდებს...
ლაგატკა და შურდული ძალიან მაგრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან,შურდულით წინაპრები მტერსაც ესროდნენ საკმაოდ მოზდილ ქვებს და ლაგატკა პატარა კენჭებს ისვრის
gocha311
წინაპრები ალბათ შურდულით მტრედზე რო ნადირობდნენ ლაგატით წინაპრების ბავშვები პატარა ქვებს ისროდენ?
კარგი რა გასაგებია რო უნდა გაუფრთხილდე ბუნებას მაგრამ თქვენი პოსტი მინიმალურ კრიტიკასაც ვერ უძლებს
პირველი
მოკლედ მაგარი დომხალია ჩვენს ქვეყანაში რა.
ვერ გაიგებ დაშვებულია თუ არა ნადირობა.
აქ წერია რომ დაშვებულია http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&info_id=2359 სანადირო პნევმატიკით,
რაც შეეხება ლიცენზიას>
იარაღზე გაიცემა თვითონ? თუ როგორაა მანდ??
temo-777
ლიცენზია გაიცემა არა იარაღზე, არამედ მაგას ჰქვია ''გადამფრენი ფრინველებიის ამოღების მოსაკრებელი'', ღირს 10 ლარი, ნებისმიერ ბანკში...
pilotina
სულ ბოლო ხაზზე დააკვირდი? მაგალითად მე,ესეთი აზრი გამომაქვს,რომ იმ თოფის ნომერი და ა.შ უნდა ჩაიწეროს იმ რაცხა ქვითარში.
განცხადებები/ტენდერები
ინფორმაცია ნადირობის შესახებ
ნადირობა
ნადირობა არის გარეულ ცხოველთა სპეციალური სარგებლობის ფორმით მოპოვება, ფიზიკური და იურიდიული პირების მატერიალური, რეკრეაციული და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
ნადირობისათვის დაშვებული ადგილები:
ნადირობა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიებზე - სამონადირეო მეურნეობებში, გარდა გადამფრენი ფრინველებისა. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა შესაძლებელია სამონადირეო მეურნეობების გარეთაც.
სამონადირეო მეურნეობაში ნადირობა დაიშვება სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, ან გენერალური ლიცენზიის მფლობელის თანხმობით.
ნადირობისათვის აკრძალული ადგილები:
ნადირობა, მათ შორის გადამფრენ ფრინველებზე არ დაიშვება:
დაცული ტერიტორიის საზღვრებში, გარდა დაცული ტერიტორიაზე არსებული სამონადირეო მეურნეობისა.
სახელმწიფო ნაკრძალების და ეროვნული პარკების გარშემო 500-მეტრიანი ზონაში;
საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის
საჭირო დოკუმენტაცია
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი), რომლის ღირებულება ანუ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებლის ოდენობა სანადირო სეზონზე შეადგენს 10 ლარს. აღნიშნული გადასახადის (10 ლარის) გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - 220 101222, ანგარიშის ნომერი №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი - 3033. სახაზინო კოდს წინ ემატება 3 და იმ თვითმმართველი ერთეულის კოდი, სადაც ხდება გადახდა, მაგალითად: თბილისის შემთხვევაში, თბილისის კოდია: 0077. შესაბამისად - 300773033, ახმეტის შემთხვევაში 300543033 და ა.შ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი
p.s. შანსი არაა ვინმემ პნევმოზე ლიცო. გამოწეროს...
კარგად დააკვირდით თარიღს,2013 წელი წერია ახლა კი 2015 მგონი)))
kaka8079
მის მერე თუ შეიცვალა რამე ნეტავ.?
ესეა,თუ ისეა,მაგ კანონით თუ ვიმსჯელებთ,არ მეშლება მგონი არაფერი.ანუ,იარაღის უსაბუთობის შემთხვევაში წესით არ გამოწერენ ლიცოს.?
kaka8079
გასაგებია რომ ახლა 2015-ია,მაგრამ 2013-ის მერე შეიცვალა რაიმე??
მაშინ მანდაც განაახლებდენენ
SCORPIONS
temo-777
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სულ დაბლა ხაზში წერია მაგი. მაღლითა პოსტს ჩამოყევი ბოლომდე და ნახავ.
SCORPIONS
აა გასაგებია.ანუ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის
საჭირო დოკუმენტაციაში გვთხოვენ შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
მე მაგალითად ისეთი აზრი მრჩება რომ უბრალოდ ჩამონათვალია.
ანუ რა არის საჭირო მაგ ფრინველებზე ნადირობისთვის.
1) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
2) სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
და ვინაიდან და რადგანაც პნევმატური იარაღია,შესაბამისად ეს მე-2 პუნქტი ვეღარ გექნება.
მოკლედ 1 კვირაში ზუსტად გეტყვით რა მომცემენ თუ არა მაგ მოსაკრებელის დედანს 10 ლარიანს
temo-777
შენ რა ბმულიც დადე ეგ ძველია უბრალოდ,მაშინ შეუძლებოდა პნევმოთი ნადირობა,წელს სეზონი 15 აგვისტოს გაიხსნა იქ კი 17 რიცხვია ნახსენები ასე რომ რომელ განსხლებაზეა საუბარი,ხოლო რაც შეეხება მოსაკრებლის დედანს მაგის მუსაღებად მხოლოდ პირადობაა საჭირო და არა შსს მიერ გაცემული ნებართვა იარაღის ტარებისათვის.
kaka8079
გავიგე რომ ძველია და მაგის მერე იყო რაიმე განახლება? მაგას ვკითხულობ.
და თუ იყო გააქვს მაგის ლინკი???
ესე 2013 წლამდე არ შეიძლებოდა ნადირობა პნევმატიკით.
გინდა თქვა რომ 2013-ში დაუშვეს და მერე გააუქმეს ისევ ?
აი მგონი ვიპოვე ახალი.მანდ არაფერია პნევმატიკაზე ნახსენები. (მგონი)
http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&info_id=3891
temo-777
სწორედ რომ დაშვებული იყი პნევმატიკით ნადირობა,ეწერა კიდეს სანადირო იარაღთა ჩამონათვალში,სანადირო პნევმატური იარაღი,აი რომელი იყო სანადირო და რომელი სპორტული,არც იცოდნენ არც იციან,და სამწუხაროდ არც ეცოდინებათ.
kaka8079
აი ეს როგორც ვიცი ძველია და ზუსტად მანდ წერია რომ არაა დაშვებული პნევმატიკა
http://hunters.ge/kanoni-nadirobis-shesaxeb/137-kanoni-nadirobis-shesaxeb.html
აკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს:
ა) ნებისმიერი საბრძოლო კუთხვილლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით;
ბ) სნაიპერული შაშხანებით;
გ) ე. წ. „ღამის ხედვის“ მოწყობილობათა გამოყენებით
დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სნაიპერებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით;
ე) პნევმატური იარაღით;
ვ) ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services