თუმცა ამ ვიდეოში ყველა ჩამოვარდა,მაგრამ დამეთანხმებით მონადირეები რომ, ყველაზე უფრო ამტანი ფრინველია მტრედი.არ მიყვარს
როცა მოსანადირებელი ობიექტი იჭრება და უკვალოდ ქრება. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება თუ ნადირობთ მტრედზე,გამოიყენეთ H/N BARA
CUDA HUNTER -ი. ამ ვიდეოში ერთ ერთ ეპიზოდში, ნაჩვენებია რა სიმძლავრე აქვს ამ ტყვიას.
საინტერესო ვიდეოა, ის ერთი 25-ნის ნასროლს გავს არ დაგიჭირონ
ვახ როგორ მაინტერესებს მაგ ტყვიის სიზუსტე. დაახლოებით რამხელა ჯგუფებს აკეთებს 50 მეტრზე სტაბილურად ხომ არ გიცდია ?
შეიძლება ვცდები კიდეც მარა ესენი რაღაც გარეულ მტრედებს არ გვანან
okela84
თოფი ყველა სტანდარტის შესაბამისია. ანუ კალიბრი 177! რასაც საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს!!!!
რაც შეეხება მანძილებს და ჯგუფებს: მაქსიმალური 100 მეტრზე ვესვრი. ეს ტყვია თავის საქმეს აკეთებს. მთავარია მსროლელი და მისი თოფი.ჯგუფებზე არასოდეს ვიციკლები.არც ქაღალდს ვესვრი. არ მაინტერესებს.
dato_janashvili
გარეული მტრედი როგორც ასეთი, პირობითია. ვიკიპედიას თუ დავეყრდნობით პირდაპირი მნიშვნელობით გარეული მტრედის განმარტებას ვერ ვნახავთ. გარეულ მტრედს ჩვენთან საქართველოში ეძახიან ყველა იმ მტრედს რომლების ცხოვრობენ სახურავებსა თუ სხვენებში. ასევე მიტოვებულ შენობებში. თუ კარგად ჩაუფიქრდები ყველა არსება გარეულია რომელსაც პატრონი არ ყავს. გარეული ღორი,გარეული ქათამი. უბრალოდ ეს ცხოველები სახეს და ათას რამეს იცვლიან ასეთ პირობებში.
არსებობს მტრედის ნაირსახეობის 150 ჯიში! მეხორცული,საფოსტო,დეკორატიულ
ი. ერთი სიტყვით, ვიკიპედია წაიკითხე თუ ძალიან გაინტერესებთ: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98_(%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98)
foxi
რა მანძილიდან ესროდი?
okela84
გასაგებია პატივცემულო . უბრალოდ ქალაქში ნადირობაა აკრძალული და არა მტრედებზე ნადირობა ხომ?
ფოქსიკ კარგი მსროლელი ხარ ნამდვილად, + ვიდეოც კარგია მშვენივრად ჩანს ყველაფერი
Der Rote Baron
გაიხარე. თავი მოგვანატრე.
dato_janashvili
ქალაქში მარტო ნადირობა კი არა თოფის უჩიხოლო ტარებაც აკძალულია!
foxi
კარგი ვიდეოა ფოქსიკ, მოკლედ მე ვერ ვიცლი სანადირო გასვლებზე და შენღა დარჩი მქონი პნევმოთი მონადირე მარტო
foxi მხოლოდ შენ შემორჩი მონადირეების წამახალისებლად და გაგვანებივრე კიდე რამე ვიდეოთი
გარეულ მტრედებზე მეც ვნადირობ ხოლმე, მაგრამ ასე შორიდან არა ისე რა მანძილია ეს. არ ჩანს კარგად
ეგ ექშენ კამერაა და გამოსახულება ცოტა შორიდან ჩანს, მგონი ესე 35-40 მეტრამდე იქნება
smekosmeko
ცოტა მეტი მგონია დაახლოებით 60-მდე.
მერე პცპ-სათვის ეგ იდეალური მანძილია მითუმეტეს მტრედისხელა ობიექტზე.
წეღან ვესროდი დაახლოებით 80 მეტრში ძალიან პატარა ჩიტს მეხუთე ცდაზე ჩამოვსვი სკვინჩა. მაგრამ მართლა შორია, მით უმეტეს 4X32 ოპტიკით
foxi
უეჭველი იცი რომ ეგ მტრედები გარეულია?
piettro
ცოტა მაღლა დაწერა უკვე foxi-მ
EnDeL
მადლობა. ისე მე პირადად რამდენიმე სახეობა ვიცი, მაგრამ ასეთი ფერადები არ არიან ეგ ეგრეთწოდებული "გარეული" მტრედები,
ამიტომ გავამახვილე ყურადღება. დასავლეთში, ჩემთან სამეგრელოში ძირითადად გავრცელებულია ე.წ. "ქალაქის მრედი", ეგეთივე მოლურჯო - მოიასამნისფრო შეფერილობით,
იშვიათად თეთრი და ყავისფერი შეგხვდეს ამაზე არ ვნადირობთ ხოლმე (არ ვიცი რატომ). სანადიროდ კი დავდივართ უფრო მომცრო ზომის მტრედებზე, რომლის ფოტოც დავდე, ეგ არის ქედანი. არის ადგილობრივიც ცოტა რაოდენობით და ასევე ნოემბრის ბოლოდან თებერვლის ბოლომდე არის გადამფრენიც, რომლებიც გუნდებად დაფრინავენ ხოლმე ნაცრისფერი ან ღია ყავისფერი შეფერილობისაა და ფერთა სიმრავლით არ გამოირჩევა
საერთოდ კი, მართლაც, რაც შინაური არაა - გარეულია ეგ მტრედები კი შინაურები ნაღდად არაა
კოლუმბუსი დაარქვა მაგას მგონი დარვინმა
ქალაქთან ახლო მცხოვრებ მტრედებს მაინცდამაინც ნუ მიეძალებით ფიაა
piettro
მისტერ ხობი ,მესმის რომ ფორუმზე ახალი ხართ და ამუღამებთ, მაინტერესებს პმ-ის წაკითხვა თუ დაამუღამეთ
სალამი ყველას დღეს ვაზიანში ვიყავი ,მტრედებზე ვინადირე მართლა ბლომად არიან, სიმინდებია დარჩენილი როგორც შედიხარ პოლიგონისკენ და იქ მოდიან ,მოკლედ მაგრად გავერთე მარა ერთი რამ კი ნაღდად არ ვიცოდი, თუ ესეთი ძლიერი ფრინველი იყო გარეული მტრედი მოკლედ თავში თუ არ მოხვდა არ კვდებიან ადგილზე,,,ორი ცალი ავიყვანე.
gocha311
რა ტყვიას ესროდი? BARAKUDA HUNTER-ი საკმაოდ კარგად მუშაობს მაგათზე.
ტყვიები /EXACT HEAVY DIABOLO 0,670g/ ესენი მქონდა ,,,,,,, ჩემი ფიშტო ცო2 -ზეა და 50 ატმოსფერომდეც აღარ იტენება, სიცივე არ მოსწონს ცო2-ს და ძალაც კანეჩნო ცოტა სლაბი აქვს ,ნუ 20-30 მეტრში არაუშავს დალშე აზრიც აღარ ააქვს სროლას,,,ისე ბარაკუდა ჰუნტერი მართლა განსხვავებული ტყვიები ჩანს 0.67 გრამიანებიც ყოფილა ,გავსინჯავ ერთი სპასიბა.
რავიცი მე როცა ვესროლი მკერდში ეგრევე ვარდებოდა... ისეთი ადგილი უნდა აირჩიო დასამიზნებლად სადაც ძვალი აქვს. თუ ძვალი არ გაუტყდა წაიღებს ტყვიას. ზურგი არის ეგეთი 100% შედეგი. მკერდში დამიზნებისას ზედა ნაწილში კისერთან ახლოს. ამწუთას ვნახე ცო2-ითო დაგიწერია, ხო ალბათ ძალა არ ყოფნის მაგას თორე არაა რთული მოსანადირებელი.
gocha311
ისე ბლომად არის მტრედი?აი რამდენს ესროლე ფა შენი თოფის იმედი 100 მეტრზე რომ გქონოდა რამდენს ესროდი? უბრალოდ მეც მინდა მტრედზე სანადიროდ გასვლა და ამიტომაც ვსვავ ამდენ კითხვას.
gundebi dafrinaven .adgili unda modzebno sadac sxdebian.denis sadenebi gadis da me erti adgili vnaxe sul iq trialebdnen da jdebodnen.simagle sadgac 40metri eqneba.mokled garadoks gacsebi vazianshi da iqvea ra.telefonit ver vwer mere kargad gaswavli sadac unda mixvide dzalian didi gundebia mec gamikvirda..sheidzleba amindic egeto iyo .magrad modzrapbdnen
gocha311
ოკ მომწერე რა ძმურად კომპით რომ შემოხვალ.ან თუ აპირებ კიდევ გასვლას მეც გამომიარე,ყველა ვარიანტში მოგიწევს აეროპორტის გასვლა თუ ქალაქიდან მოდიხარ.
ეს ჩემი პირველი ნადირობა მარაუდერით და ნანადირევიც
http://postimage.org/
და რას უშვებით მერე ამ მტრედებს??? ინგლისელი ლორდები ჩვენ არ ვართ რომ მაგის საჭმელში გაშვება მიღებული პონტი იყოს....
ja_ja
სიამოვნებით მივირთმევ
ცოტა მაგარი ხორცი აქ მაგრამ იჭმევა რა:-)
ori saati wyalshi vaduge mere xaxvi davacheri wyali ro chaushra zeti davasxi da shevwvi:) mshvenieri zakuska gamovida arayze
gocha311
დიდი თხოვნაა ქართული ალფავიტი გამოიყენე, ლათინური ტექსტები არ მიირება ფორუმზე, ფორუმის წესებსაც არღვევს და ფიზიკურად წაკიტხვაც ძალიან მოუხერხებელია. მობილურში SMS-ი კიდევ ჯანდაბას, მაგრამ ტექსდატ ლათინური სიმბოლოებით ქართული ტექსტი აჭრილი ტრანსკლიპციებით კოშმარია...
მტრედს არააქს სახარბიელო ხორცი, უგემურია და მაგარი. კარგია ქედანი, გულიო, გვრიტი... ეჰჰ ბოლოს როდის ვინადირე პნევმატიკით არც მახსოვს.
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services