თავიდანვე ავღნიშნავ რომ ეს პოსტი გავხსენი პნევმატური იარაღით ნადირობის მოყვარულთათვის. გავაჯაზოთ და ასევე სერიოზული საუბრები წარვმართოთ ამ პოსტში.
პირველი რასაც მინდა შევეხო ეს არის ყველასთვის საინტერესო ინფორმაცია:პნევმატიკაზე იქნება კონკრეტული ქვე მუხლი, მომავალ კანონ პროექტში იარაღის შესახებ.
მეორე თემა: რა ვქნათ პნევმო მონადირეებმა როდესაც უვიც ტყის მცველს (ეგერს) ან პოლიციელს (T.T.) გადავეყრებით?
საინტერესოა თქვენი ქმედებები ამ კონკრეტულ შემთხვევებში.
გთხოვთ მსგავსი შემთხვევები დაწვრილებით აღწეროთ ხოლმე ამ პოსტში.რამე თუ, ახალგაზრდა იურისტებმა აღგვითქვეს დახმარება კონკრეტულ კანონპროექტზე მუშაობის საქმეში.ასევე დაგვპირდნენ უფასო კონსულტაციებსაც.
foxi
ნამდვილად კაი თემაა. თუ პნევმატიკაზე იქნება ქვე მუხლები კარგი იქნება მაგრამ თუ იქნა ქვე მუხლი ნადირობა არ შეიზლებაო ძალიანა ცუდი... და რაც შეეხება ტყის მცველს, გუშინ წინ გადავეყარე თოფიანი კრიმინალურ პლიციას, პიკაპით დადიოდნენ და არც არაფერი უთქვამთ, უბრალოდ ჩამიარეს, ამაყოლეს ჩამაყოლეს თვალი. მეტი არაფერი ყოფილა. ასე რომ მაინცდამაინც გართულებები არ აქვთ და რავიცი,რავიცი ზოგს რა მოუვლის ტვინში. უბრალოდ საჭიროა გავიგოთ რა შეუზლიათ რომ ქნან ჩვენს საწინააღმდეგოთ
ორი დღის წინ ვნადირობდი პნევმატიკით და მომადგა პატრული, ეტყობა ვიღაცამ დარეკა!
-ბიჭო რას შვებით მოდი აქ
-რა იყო რაშია საქმე?
-რა რაშია ამხელა თოფით, რო დადიხარ ქალაქში არ იცი რომ აკრძალულია?
-რატოა აკრძალული? ჩვეულებრივი "ტირის თოფია" რომელსაც ნებართვა არ ჭირდება!!!
-ვის ასულელებ შენ რა არის ბიჭო "ტირის თოფი"!!!
-მოდი და შენ თვითონ ნახე თუ არ გჯერა!!!
ამის შემდეგ ერთი საათი თოფი ვერ გამოვგლიჯე ხელიდან, დაზდევდა მტრედებს და ყვავებს სანამ რაციით არ გამოუძახეს, ვიღაც მუტრუკები ჩხუბობენო!!!
გასაგებია რომ ამ პატრულმა არ იცოდა კანონი ნადირობის შესახებ და მითუმეტეს ის რომ ქალაქში საერთოდ აკრძალულია ამგვარი რამ, მაგრამ ყოველთვის ასე არ გამიმართლებს რათქმაუნდა!
ეხლა რაც შეეხება ეგერს ან გ.დ.ი.-ს როგორც ვიცი ამ სამსახურს ჩამოართვეს თითქმის ყველა ფუნქცია და გადააქციეს უფუნქციოთ.
გ.დ.ი.-ი როგორც ადრე ვიცოდით ეგეთი სახით არც კი არსებობს, თოფის საბუთის შემოწმების უფლებაც კი არ აქვთ. მაგათი ფუნქციები გადაეცა პატრულს, რომელის ნახვაც ტყეში ძალიან გაგიჭირდებათ, ის კი არა სპეციალურად, რომ გამოიძახო არამგონია მოვიდნენ.
ეგერი:
ეგეთი ჯიში კიდევ შემორჩა? თუ შემორჩა ეგენი მხოლოდ ტყის ჩეხვას უყურებენ და ცხოველთა დაცვასთან არანაირი კავშირი აქვთ.
მოკლედ ყველაფერი გაურკვეველია ამ ქვეყანაში და ვინ, სად და როდის რა მუხლს მოგიყენებს კაცმა არ იცის!
ეხლა რაც შეეხება ახალ კანონოს ნადირობის შესახებ, სიმართლე გითხრათ არამგონია ეს კანონი მიიღონ ისეთი სახით როგორითაც ჩვენ გაგვაცნეს და მითუმეტეს თუ მიიღეს იმდენ ორაზროვან რამეს ჩაწერენ შიგნით, რომ როგორც უნდათ ისე მოგიდგებიან.
დასკვნა!!
უნდა გქონდეს ფრინველზე ნადირობის ლიცენზია (11ლარი ბანკში)
დანარჩენი ნა სვოი სტრახ ი რისკ
მთავარია ლიცენზია მქონდნეს და სანადირო ფართობის მაშტაბებს არ ვარღვევდე და ვერაფერსაც ვერ მიზავს. თუ უნდათ მთელი სამმართველო დამადგეს თავზე.
არც მათ აქვთ წერილობიტი საბუთი,რომ ამიკრძალონ საქმიანობა
მეც მქონდა შეხვედრა ტყეში ქვეით პატრულთან თანაც ბორჯომ-ბაკურიანის ტყეში,სახლში რომ ვბრუნდებოდი ტყიდან, მოწყურებულმა წყაროსკენ ბილიკზე გადავუხვიე და გზადაგზა გირჩებს ვესროდი.კაკრაზ იმ მომენტში გაიჩითა პატრული მიზანში რომ მყავდა ფრინველი ამოღებული.ისიც წყაროზე ყოფილა.გასროლისგან თავი შევიკავე და ვიცოდი რაღაცას მკითხავდა.როცა მომიახლოვდა მითხრა ლულა გადაკეცეო,მეც გადავკეცე და ვაჩვენე.მითხრა ბევრი გეკოზე აკეთებს და მიტო შეგამოწმეო მეტი არაფერი.ალბათ რამე რომ ენახა მოკლული სხვანაირად მოიქცეოდა რავი.
sekurifa
sekurifa
მე უმეტეს დროს ბორჯომში ვატარებ მანდ მაქ სახლი და ტყეში ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობაში არ შეილება ნადირობა შარშან ზათარს გავედი და 2 შაშვი და 3 ჩხიკვი მქონდა .. და მეზობელი მყავს ქვეით პატრულ და რო მნახა მითხრა აქ აკრძალულია ნადირობა გინდ სეზონი იყოსო ! და გირცჩევ წადიო და არავინ რომ არ გნახოს ..
sekurifa
ja_ja
არა მართლა ჩალიჩობს ხალხი გეკოზე გადაკეთებას და ძაან ბევრსაც აქვს გადაკეთებული. ეგ ჭორი და მოგონილი ამბავი არაა მე პირადად სოფელში მინახია
ეს თემა, მემგონი სამართალდამცავების, საგანმანათლებლო თემად გადაიქცევა
ეგეთ ტკბილ მოონებებზე, ლაივში რომ ელაპარაკოთ ერთმანეთს არ გირჩევნიათ? ფორუმ.ჯის სუნი ასდის ამ ფორუმსაც როგორც ვხედავ
Davitus
არაფერია ისეთი აქ რაც თვითონა არ იციან. რავიცი თუ გინდათ მივაკეტავ და ვილაპარაკოთ სახინკლეებზე და ტელეფონის ყიდვა გაყიდვებზე.
მაინც და მაინც Sweet Memories-ის თემაშI არ გადავზარდოთ და პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ აუცილებლად
foxi
მიკეტვა რა, ხომ არ შეგვეტანა შიგნით
მე ჩემს აზრს გეტყვით მეგობრებო, ტყეში თუ გადაგეყარათ მაკონტორლებელი აჩვენეთ ქვითარი და მიუთითეთ ერთ ადგილას თუ არ დაკმაყოფილდება, რაც შეეხება ჩვენი ახალი მეგობრის დაწერილს ქალაქში თუ დაგინახეს მარადიორით რო არ გაჩერებულიყვნენ და არ გადაემოწმებინათ ეგ უნდა ყოფილიყო გასაკვირი უფრო ვიდრე თქვენს მიერ ზემოთ დაწერილი დიალოგი
ნუ ნადირობა არ ვიცი, მარა ეს ნაღდად მოქმედებს:
მუხლი 9. თევზჭერისათვის აკრძალული საშუალებები და ხერხები
1. აკრძალულია თევზჭერა:
გ) ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღებით;
სხვა არანაირი შეზღუდვა კონკრეტულად პნევმატურ იარაღთან არ არსებობს!
gregory
მაგაში იგულისხმება პნევმატური იარაღი ორონდ წყალქვეშა ნადირობისთვის რომაა, ასე რომ ჩვენგან შორსაა ეგ )
მარტივი წესი როგორ განვსაზღვროთ მილდოტის საშუალებით მანძილი:
სამიზნის ზომას ვამრავლებთ 10-ზე და ვყობთ იმ მილდოტების რაოდენობაზე რომლებიც ფარავენ იმ სამიზნეს.
მაგალითი: სამიზნის ზომაა 30 სმ. რომელიც ოპტიკური სამიზნის 5 მილ დოტს იკავებს. 30 см х 10 : 5 = 60 (მიზნამდე 60 მეტრია).
ძალიან მაგარი და მოსახერხებელია თუ ვიცით სამიზნის ზომა.
პცპ_ით აზრი ააქვს წყალში თევზზე ნადირობას? უჩვეულო კითხვად მოგეჩვენებათ მაგრამ მაინტერესებს
xrincho
ჩაყვინთვით თუ ზედაპირიდან?
ყველაფერი შესაძლებელია, მე ამერიკულ ფორუმებზე წამიკითხია, რომ ჩაყვინთვით ნადირობენ თევზებზე პნევმატიკებით, მაგრამ ერთი ექპერტი ყავთ ამერიკელებს და ის უხურებდა, რომ ღრმად არ უნდა ჩახყვინთოთო, თოფში მაღალი წნევააო და რაც უფრო ღრმად ჩაყვინთავთ მით უარესია თოფისთვისო.
აი ზედაპირიდან კი ვიცი, რომ აზრი არა აქვს, ყვია წყალს შეეხება თუ არა კარგავს ყველანაირ ძალას.
xrincho
ჩვეულებრივი გაგებით პირდაპირ PCP აიღო და წყალში ჩააყუდო ... კაროჩე რა ოდესმე გინახიათ წყალში ჩადებული ცეცხლსასროლი თოფიდან გასროლილ ტყვიას რა მოსდის? მაქსიმუმ 1.5 მეტრში ჩერდება და ეს საუბარი უფრო მეტი ენერგეტიკის და სიჩქარის მქონე ტყვიაზე და ჩვენ აქვს 0.177-იან ანუ იგივე 4.5 მილიმეტრიანი კალიბრს განვიხილავთ?
ის რატომ გვავიწყდება რომ თოფით წყალში ჩაყვინთვისას ლულაშიც ხვდება წყალი, ეგ კი იმან ნიშნავს რომ ტყვიას წინ უკვე წინააღმდეგობა ხვდება, ჰაერში გასროლისას ეცემა ტყვიის სიჩქარე და პირდაპირ ასეთი შეუკუმშავი სითრე რომ აქვს ტყვიას ცხვირწინ????
ტყვიების ლულაში ჩასაპრესს მანქანაზე გვაქვს საუბარი თუ
აი არაკლასიკური გაგებით PCP წყალქვეშა ნადირობა კი უპრობლემოდ მოსული რამ არის, ანუ სპეციალიზირებულ თოფებში ტყვია არ გამოიყენება, არამედ გამოიყენება ისარი, ეგ პირველი მეთოდით გვერდის ავლა წყლის წინააღმდეგობისთვის, მეორე კი არის, ისრის შიდა მხარე და გასროლის პრინციპი, ისარი შიგნიდან წარმოადგენს თხელ მილს, ეს მილი ზემოდან ეცმება თოფის ლულას და ამ ლულას წინ აქვს ჩამკეტი და არა ლულის უკანა მხარეს, შედეგად ისრის ჩამოცმისას, ისრის შიგნით არსებული წყალი გარეთ გამოიდევნება, მაგრამ ლულაში შიგნით არ შედის. გასროლისას ჰაერი ლულის ცხვირიდან მიაწვება ისრის შიგნითა კედელს, ისარი იწყებს ლულის გარე ზედაპირზე მოძრაობას და აჩქარებას, (ანუ ლულის და ისრის შიგნით ჰაერია და წყალი არ არის როგორც შემაჩერებელი ძალა).
ბოლოს როდესაც ისარი გასცდება ლულას, გამოჩნდება ჰაერის უხვი ბუშტულები, ისარი კი აგრძელებს მოძრაობას, წინ, ოღონდ რამდენადაც ვიცი მაგასაც რაიმე სუპერ დისტანციები არ ახასიათებს.
გუშინ თევზს მოვარტყი ტბაში თითქმის ზედაპირზე იყო ამოსული, ფარფლი წყლის ზევით ქონდა, ტყვია აშკარად მოხვდა, მაგრამ თევზმა მაინც გაცურა. ველოდე 15- 20 წუთი იქნებ ამოტრიალდეს მეთქი მაგრამ უშედეგოდ, კითხვაც მაქედან გამომდინარე დამებადა. მადლობთ ყოველი განმარტებისა და რჩევეისთვის
ja_ja
აბა ამერიკელები იტყუებიან?
xrincho
რა ზომის თევზი იყო? შეიძლება 4.5 მმ არ იყოს საკმარი რომ სასიკვდილოდ დაეზიანებინა
ja_ja გეთანხმები, გამორიცხულია ტყვიით წყალში რამის მონადირება ....
აი ამით კი ნამდვილად შეიძლება ...
საკმაოდ დიდი თევზი იყო, კერძოდ კი საზანი
კაცოუ წყალქვესა ნადირობის კადრები მაინც არ გინახავთ სად გინახიათ რომ თევზისთვის რაიმე მოერტყათ და ისიც ეგრევე მომკვდარიყო
დამანახეთ რა ეგეთი კადრები , ისარს რომ ურჭობენ თევზს იმასაც კი წინ სპეციალური გარპუნის თავი აქვს, რომ გაიაროს სხეულში და უკან გამოქაჩვისას კაკვი გაიხსნას და არ მისცეს თევზს გამოსხლტომის საშულება...
სად გინახიათ დაჭრილი თევზი რომელიც არ ხვანცალებს გადამრევთ რა გადამრევთ ქათამს რომ ტავს წააცლი ისიც კი ეზოში დაბორიალობს კაი 5 წუთი, თქვენ კიდევ თევზიო და 4.5 კალიბრი ნუ ნე ნადო რა
ja_ja ეგ პოსტი თუ მე მეკუთვნის......მე უბრალოდ არ ვიცოდი და ვიკითხე, აქაც შენი განმარტების მერე არამგონია ვინმე იმ აზრის წინააღმდეგი იყოს, რომ ჩვენი იარაღებით წყალში თევზს ვერ მოვკლავთ,ასე რომ ყველანი ერთ აზრზე შევჯერდით......ტყვიებს უაზროდ ნუ დავცლით კოლოფში
ja_ja
4.5 ლაკიბრი და მისი საწყალი ენერგიისა რა გითხრა მაგრამ მელკაშკათი ანუ ასე ვთქვათ გეკოთი 3 კილო და ზევით თევზებს კი ვკლავდით თევზსაშენ აუზში.
ერთი შეხედვით მარტივი,თევზზე სანადიროდ ესეც გამოდგება
xrincho
ეს არ გამოდგება... თუნდაც რო მოხვდეს სათანადოდ არ დააზიანებს, ისე რომ კიდე მინიმუმ 100 მეტრი არ გაცუროს და მიდი და სდიე მერე იმ დაჭრილ თევზს .... ისრები ტროსზე იმისთვის არის რო არსად გაგექცეს ის თევზი თორე დინამიტი თუ არ აუფეთქე (ბუშტი დაზიანებას, გახეთქვას რაც იწვევს) თევზი იმპულსით მაინც დაცურავს
Dave
xrincho
არ წარმომიდგენია 2 გრამიან საგანზე ტროსი რანაირად უნდა მოაბა თუ შენ შეძლებ, მსოფლიო დონის ინოვატორობას გამოკრავ ხელს
ტროსის გამობმა კი არა,ჯერ მაგ ფიშტოს გაკეთება შემეძლოს
ეს ისე მე ჩემ ვარაუდებს გამოვთქვავ, მთლად აზრმოკლებულსაც არა, თუ ტროსი არა კაპრონის ძაფი ხომ გამოებმევა
ტროსი რა აუცილებელია, ისეთი გამძლე ლესკებია რო... შავები განსაკუთრებით
ReMiNgToN
geojorjika
ხოო დამცინე დამცინე წინაზე ორი კაი მოზრდილი ლოქოსავით ქვა ჩავარდა ჩაკიდებულ ეკრანში და ისე ამოწია ხიდზე რომ არც გაწელილა. ასე ვერცერთი იაფასიანი ლესკები ვერ უძლებენ. 4.5 ლარი ღირს
მოკლედ, დღეს გულმა ვერ მომითმინა და გადავწყვიტე ასე ვთქვათ "საბრძოლო" პირობებში შემემოწმებინა ჩემი გასწორებული ოპტიკა და თვისთავად თოფიც.
რახან ოპტიკა გასწორებული მქონდა JSB Exact Heavy-ზე, ეს ტყვიები ჩავდე კლიპში და ავედი ზღვაზე. ზღვაზე ბევრი ბოდიალი არ დამჭირდა, მალევე მივაგენი ჩვენი საყვარელი მავნე ფრინველთა ჯგუფს , რახან ვიცოდი მათი სიფრთხილის ამბავი, ახლო არ მივედი, მანქანა გავაჩერე და საბარგული ავხადე.
მანამ ამ სამზადისში ვიყავი, ძირითადი ჯგუფი გაფრინდა, მაგრამ ორი ცალი ნუ აი ძაან დიდი და ძაან შავი დარჩა. მოვამზადე თოფი და პირდაპირ მანქანის საბარგულიდან ამოვიღე მიზანში.
შესწორება ტყვიის ვარდნაზე უკვე ვიცოდი ( ბალისტიკური კალკულატორი Hawke-ის წყალობით ), პირველივე გასროლა და "მტერი" შეფართხალდა, მაგრამ აიწია და გაფრინდა... ეეეჰ, დავაცილე მეთქი რო გავიფიქრე, ამ დროს წავიდა ნელ-ნელა დაბლა და აფრენის ადგილიდან სადღაც 8-10 მეტრში ზღვაში ჩავარდა და ამის მერე არც განძრეულა. (ლა თოფია მაინცა, ლა თოფი! )
მივედი, მოვინახულე, კაი დიიიდი კი იყო, საშუალო ქათმის ხელა. ისეთი კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, რომ სურათის გადაღებაც დამავიწყდა, თუმცა, რამდენადაც მახსოვს ფორუმზე ნანადირევის სურათების დადება არ შეიძლება.
გადავწყვიტე მანძილი გამეზომა.
ნაბიჯებით გამოვიდა 116 ნაბიჯი, ჩემი სიმაღლის 186 სმ გათვალისწინებით გავიფიქრე,რომ 100 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს თქო.
სახლში რომ მივედი, გადავწყვიტე დამეზუსტებინა.
გადავზომე ჩემი ნაბიჯის სიგრძე და გამოვიდა 94 სმ, მარტივი არითმეტიკული გამოთვლის ჩედეგად მივიღე 109 მეტრი
მგონი ცუდი შედეგი არაა.
ეს იყო ჩემი პირველი Long Range Shoot-ი, მანამდე საუკეთესო შედეგი შეადგენდა 60 მეტრს.
ჩემი ნანადირევი კურდღელი ვინ შეჭამა ?
okela84
აბა კურდღელი?
pilotina
ჰოოო გილოცავ შეგრძლება ვიცი რაც არის მაგ დროს კაიხანია აღარ მიგრძვნია არადა ქე მინდა
ja_ja
მშურს პილოტინა ოპტიკა რომ მექნება მეც დავდებ ინფოებს
ბაიკერი
რა ოპტიკას ელოდები?
pilotina
იმიტომ რომ მაგ ფასად ბევრად უკეთესის გაკეთებას შეძლებ IMHO
ძალიან მომწონს ეს ფორმა
geojorjika
ვაა, მაგარია!
და ვინ აკეთებს ამაებს ? და ფორმა მარტო ასეთია, თუ არსებობს ვარიანტები?
pilotina
ესენი არ ვიცი მარა, უკვე გაიჩითა აქაც, სხვადასხვა ზომის რუტერები რომლებიც ხეზე მუშაობს და ნებისმიერის თუ არა ეგეთი სირთულის ფორმას მიარენდერებს. მასალაც იშოვება კაკალი და სხვა რაღაცეებიც. ფანტაზიაც არ ჭირს მაიდამაინც. ასერომ ხელით ჩორკვნა აღარ მოგიწევს
pilotina
ახლა დაკარგულის ფულს დამიბრუნებენ სავარაუდოდ და აირფორსის 4-16X50ზე ვფიქრობ
სანადიროდ იდეალური ზუმია და მიზანშიც გაერთობა კაცი კაი მანძილზე. აი თვითონ ოპტიკის ხარისხი არ ვიცი როგორია ხოდა რევიუც ვერ ვნახე.ა რადა ეგ ფირმა ძალიან მხიბლავს თოფებით
ბაიკერი
koknar
ვა აბა ცოტა დაწვრილებით , ხომ იცი კონდახები ჩვენი ტკივილია
https://www.facebook.com/LogicalSystemsCompany/photos_stream
ჩემი დირეხტურის ძმა მუშაობს და მაჩვენა ხეზე ამოჭრილი ბალვანკები. იდეაში ცუდი არ იყო, მარა ზომები მაქ დასადგენი მაქსიმალური რამხელაა
koknar
გუდუნა შენ ხომ არ იცი მანდ როგორც ჯორჯიან ბიზნესს შეეფერება ისეთი ფასები უნდა დამხვდეს თუ ლოალობის პროგრამით არიან?
დღეს კარგი ამინდი გამოვიდა და გადავწყვიტე გამომეცადა პრაქტიკაზე კამერის საშუალებით ნადირობა. მინდა ეგრევე ვთქვა, რომ ბევრი არაფერი გამომივიდა, სამი-ოთხი კი ჩამოვარდა, მაგრამ გაცილებით მეტი დავაცილე...
საკმაოდ ძნელი ყოფილა ოპტიკაზე მიმაგრებული კამერით სროლა. მიზანს რომ დაინახავ, სანამ თოფს მოიმარჯვებ, სანამ კამერას ჩართავ, მერე სანამ ამ კამერით სამიზნეს მიძებნი, ხშირ შემთხვევაში ამდენს არ გელოდებიან...
თუნდაც დგელოდოს, ტოტებში ოპტიკის ბადე პრაქტიკულად არა სჩანს და დაახლოებით გიწევს დამიზნება.
მოკლედ აქ რამოდენიმე ნასროლი დავამონტაჟე, ზოგი მოხვდა, ზოგიც ასცდა, ნუ პირველი ცდა იყო და რაც გამოვიდა ეგაა...
რატომღაც პირველი კადრი თავდაყირა დამონტაჟდა
ეს ის ნადავლია რისი მოძებნაც მოვახერხე
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
ეს კი რომ ვბრუნდებოდი გზად შემეჩეხა. რა თქმა უნა ეს ნადავლი არ არის, თავად დაიჭირა თაგვი და გემრიელად შეექცეოდა, ისე რომ ყურადღებაც არ მომაქცია და საკმაოდ ახლოს მიმიშვა. მგონი კირკიტა უნდა იყოს.
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
მერე გადავწყვიტე ვიდეოც გადაუღო
მოკლედ ასეთი მცირე მიმოხილვა.
ცოტა მეტი მისტიკა და სისხლი მინდა, ტექნიკურ მხარე ნორმალურია
pilotina
კარგია რა გინდა . ძნელია მარა მიუღწევადი არა .
ივარჯიშე და უკეთეს შედეგს მიიღებ .
ვიზუალისთვის , თორემ ნადირობისთვის არა .
]ერთ ხანმოკლე ვიდეოს მეც დავდებ,
გამარჯობა მეგობრებო მაინტერესებს სანადირო ლიცენზია რომ ავიღო და სანადიროდ გავიდე გდი პრობლემას შემიქმნის????
xmaladze
ვაახ ანუ მომიწევს სახში დადება
მეგობრებო დღეს დილით ვკითხულობდიი და მინდა ეს გაგიზიაროთ რას ფიქრობთ >???? http://www.moe.gov.ge/ka/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/2016-08-15-gadamfren-frinvelebze-nadirobis-sezoni
ამ დადგენილების თანახმად შესაძლოა ანუ პნევმატურით ნადირობა ნუ რა თქმა უნდა 4.5 კალიბრით
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მე ეს მიმაჩნია პრობლემად, რომ ვერ აფორმებ.
ხოო მაგრამ რო კრძალავდეს რატომ შეიტანდნენ ჩამონათვალში
ამ,ას წინ თანამშრომელს ველაპარაკე პოლიციის და ვერაფერი ვერ მითხრა სადღაც რაღაც მიწერიაო სასცილოდ არ მეყო
xmaladze
აჰა გასაგებია ყველაფერი და უკაცრავად რომ ორჯერ დავდე არ დამადოთ ანი ამ ერთხელ მომიტევეთ ყველაფერი გასაგებია
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services