ყველა ფორუმელს გილოცავთ ნადირობის სეზონის გახსნას. იმედია პოსტებს გამოაქვეყნებთ ჩვენი უბადრუკი კანონების შესატყვისს.
ყველა კანონსაწინააღმდეგო პოსტები, წაიშლება განმარტების გარეშე.
სამწუხაროს გახსნაზე ვერსად ვერ მივდივარ
ისე გილოცავთ ყველა მონადირეს
ხოო მომილოცავს აბა სეზონის გახსნა + აქვე მოვაყოლებ მისალმებას, ეს ზაფხული ინტერნეტიდან შორს გავატარე. აბა სულ კაი ნადირობები ყველას, ჩემი ჩათვლით
გილოცავთ )
სანამდე გრძელდება? გუგლში რომ ჩავწერე მულტფილმი ამომიგდო ))
26 დეკემბრიდან 26 იანვრამდე რამეზე ნადირობა შეიძლება პესტების გარდა?
ლიცენზიას სად იღებთ?
მადლობა )
Ex3
ლიცენზიას ნებისმიერ ბანკში,მიხვალ და ეტყვი მინდა ქვითარი გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღების თუ რაღაც ამდაგვარს,მოკლედ ნადირობის ქვითარი თქო და მიხვდებიან,ნადირობა კი დაშვებულია გადამფრენ ფრინველზე პირველ მარტამდე,ოღონდ ყველა ფრინველზე ვერ ინადირებ ამ ვადამდე,ყველას თავისი გარკვეული დრო აქვს,ანუ თვეებს ვგულისხმობ.
kaka8079
მადლობა ) კონკრეტულად რომელ გადმფრენზე შეიძლება ნადირობა რომელიღაცა თემაში იყო თუ არ ვცდები, მოვძებნი მერე
რატო არავინ არ ნადირობს? კარგ რეპორტებს ველოდებოდი ამ სეზონზე და ჯერ არაფერია სამწუხაროდ. ყველა ხომ არ მუშაობს. მე ქედანის სეზონს რომ ვმაზავ ცუდად ვარ, არ უნდა გამეყიდა ფიშტო წელს უკვე თითქმის ყველას პცპ აქვს და მაინც პასიურია პნევმოთი ნადირობა.
წერა ეზარება ყველას
გაზარმაცდა ყველა, მხოლოდ ნადირობენ და ჭამენ მერე კი გავსებულ მუცელზე ტექსტის აკრეფა ყველას ეზარება
ისე რეპორტები მეც ოხრად მაქვს დასადები... ვიზე ვლაყბობ წავედი დავახვიე სანამ გამლახეს
ქედანი კი არა ბეღურებიც კი აღარდატოვეს ვაი მონადირეებმა! ცალკე მოწამლული ყანებიც დაუმატე და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ყველაფერი გამოჩნდება. თუ რატომ არავინ არ დებს რეპორტს. არის კიდევ ერთი მიზეზი,გაურკვეველი კანონების გამო ალბათ თავს იკავებს ხალხი წეროს იმაზე რასაც აკეთებენ ნადირობაზე.
მე მაგალითად მეზარება ხოლმე წერა, ხანაც სურათებს ვერ ვიღებ კარგს და ასე შემდეგ...
ხო უფრო ეს კანონი ატრაკებს, თან ოპტიკით ნადირობა... აიძულებენ რომ მხოლოდ გლუვით ინადიროს ყველამ. ოდითგანვა მონადირეები იყვნენ ქართველები, გამორჩეული და დღესდღეუბით არაფერი დაგვრჩა ამ დიდი დრადიციისაგან. ცოტა მონადირე შემორჩა უკვე, დანარჩენი მეხორცეები არიან.
smekosmeko
ისე შენი ნადირობის რეპორტები რატომღაც გამოკვეთილად მახსოვს სხვებისგან განსვებით, კარგად ასუქებდი ფორუმს
თუმცა რა გასკვირიც არ უნდა იყოს , foxi ვიდეომ მომწამლა ნადირობის თვალსაზრისით მარტო, სადაც ტურა გაისტუმრა საიქიოში, რაც მე დღემდე ვერ მოვახერხე ჯაჯ კი როგორ ახერხებს თავის. "ზე" უგამორჩეულესი რეპორტს გადაბიჯოს, მითუმეტეს ეხლანდელი ჩემპიონატის, არ მესმის
name
okela84
remington nitro
კამუფლაჟიანი კონდახი რო აქვს ეგ ?
რომელ გაურკვეველ კანონზეა ლაპარაკი?
iorama
ალბათ პნევმატურით რომ აკრძალულია ნადირობა მაგაზე
მე პირადად იმ კანონზე მაქვს საუბარი, რომელიც არეგულირებს პნევმატური იარაღით ნადირობას.
თუ ვინმეს სრული ინფო გაქვთ.(უტყუარი წყაროს მითითებით. )იქნებ მოგვაწოდოს შესაბამის თემაში.
ოპტიკით ნადირობაზე. არ შეიძლება არაფრის დიდებით მარადიორით რომ ისვრი ოპტიკის გარეშე : D მეორნეობებში მგონი შეიძლება ოპტიკით ნადირობა.
okela84
gela ვშიშობ რაგატკითაც არღვევ არ ირღვევა კანონი, პროსტო დაძაბული უნდა იარო სანადიროდ და რაღაც ვერ ხარ სრულად ნადირობისათვის გაწყობილი, რადგან არც დაშვებულია და არც აკრძალული. მე გამიტრაკეს ერთხევ(პიკაპით იყვნენ პოლიციელები) ქვეყნის ვედავე, ბოლოს ჩემი მონაცემები ჩაიწერეს მანქანის ჩათვლით და გამიშვეს.
დღეს მან ჩხართვი შეიწირა 1377 ით და სიხარულით მე 9 ცაზეა , მის სოფელში ამ ფრინველს სვირინას უძახიან.სხვა ფრინველს უმიზნებდა და უცებ მასთან ახლოს დაფრინდა ეს ჩხართვი, მეორეჯერ სროლა დაჭირდა და დარწმუნდა რომ მოდიფიცირება უნდა მის 1377 ს.
ეს მე3 პირში რომ წერია , მგონი გასაგებია რატომაცაა.
Ex3
რომელი ტომიდან ხარ შენ იროკეზს არ გავხარ საუბრის მანერით
Ex3
ჩხლართვია ძნელი მოსანადირებელი? რას ამბობ უმარტივესია მიახლოება (მიპარვა) არ უნდა... თვითონ უნდა მოვიდეს შენთან : D ერთ ადგილას დგეხარ და ეგაა.
მაგარი ვიხალისე. Ex3 ისე მესამე პირის რა გითხრა და ცოტა უფრო რომ დაალაგო რასაც ამბობ, იქნებ არც წავშალო შენი ნათქვამი. თორემ მან,მას,ის,ქნან და ასეთი რამე ძალიან გვაბნევს და ჩაგვაფიქრებს.
foxi
ხო მეც რომ ვკითხულობ მეცინება , მარა სიფრთხილეს თავი არ ტკივაო რავიცი წაშალე მაშინ )
ilo
არა მაგ ფორმით ლაპარაკობენ რამე არალეგალურის გადმოცემა თუ უნდათ მაგალითად ამ ფორუმზე :
http://www.drugs-forum.com/
SWIM - Someone who isn't me , და მერე მესამე პირში ლაპარაკობენ რა, სამართლებრივად რამდენად სწორია არ ვიცი მარა მთელი ფორუმი რომ მასე ლაპარაკობს ტყუილად არ იქნება მაგი )
ბობოყვათში მოხდა ეს ამბავი )
შავგული ბერურაც(ხომ ეგაა?) ჩანს სურათზე მაგრამ უცბად გადაღებული ფოტოა ჩხართვის გადაღების მიზნით და ბეღურას აღარ მივაქციე ყურადღება.
აჭარაში სად და რაზე შეიძლება პნევმატიკით ნადირობა ხომ არ იცი? მას უნდა ნადირობა
გაპუტვის მერე გამოჩნდა გულ-მკერდის ორივე მხარეს ნატყვიარი , ერთი ფართო რომელიც სურათზე ჩანს და მეორე წვრილი მეორე მხარეს, მეორე ტყვია სად გავარტყი არ ვიცი. ეს სხვადასხვა ტყვიების არ იქნება იმიტომ რომ შიგ არ ქონდა ნატყვიარი და სხვაგანაც ვერ ვუნახე
Ex3
ეგ არ არის ჩხართვი , ეგაა წრიპა ანუ ჯიჯღი და საერთ არაეთიკურია ნაწლავებგადმოყრილი ნანადირევის დადება ღია თემაში
geojorjika
ნაღდად?
ესენი ერთი და იგივე არაა?
ეგეთი მეც ჩამოვაგდე ხიდან გავგიჟდი ზურგიდან ისე გავს მწყერს, მაგრამ სისინებდა თუ სვირინებდა მივხდი რო მწყერი არ იყო
ilo
ilo
, ჰოვიცი , ალბათ ძველი რუსული ფოლადის ლეგენდაც გაგებული გექნება და კიდევ ბეჟამინ ღლონტი რომ ქვებით იკვებებოდა ისიც
მწყერი ნანახი გყავს? იცი რატომ ვერ ჯდება მწყერი არა მარტო ხეზე არამედ ნებისმიერ საგანზე რაც არ არის ბრტყელი? აი ორ სურათ დავდებ ისეთი რომელიც ჯდეა ხეზე და რომელიც ვერ ჯდება და თუ მიხვდები სხვაობას, ფეხებზე დააკვირდი
მიმინო მიყვარს, მაგარი ფრინველია
ilo
არ გეჩხუბები უბრალოდ შენ ვერ იგებ , კაი ეგ არაფერი
მოკლედ "ძველი მონადირეები" ლეგენდებზე რომ არ იყო და საერთოდ დღევანდელ დღეს ლეგენდებზე საერთოდ არ უნდა იყოს ადამიანი იმიტომ რომ ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი უმარტივესად და უსწრადესად
მწყერი იმიტომ ვერ ჯდება ხეზემ ბუჩქზე, მავთულზე თუ ღობეზე რომე არ აქვს უფრო სწორედ კი ძალიან პატარა თითი აქვს ფეხზე რომელიც უზრუნველყობს მოჭერას და თავის დამაგრებას ნებისმიერ ნივთზე რომელიც არ არის ბრტყელი ზედაპირით, აი დაახლოვებით იგივე ბუნქციას ასრულებს რაც ჩვენთვის ცერა თითი, მარტივი გასაგები რომ იყოს უბრალოდ სცადე ჭიქის აღება ცერა თითის გარეშე და მიხვდები რაზეა საუბარი
რა ჩაიციკლე ამ მწყერზე შე კაცო. თუ 100 პროცენტით დარწმუნებული ხარ რომ მწყერი არ ჯდება ხეზე დაწერე ეგ.
არც მე დამიწერია რო მწყერი იყო მეთქი შევხედე და გავდა მწყერს და რა შენ ჩემზე კარგად დაინახე რა ჩამოვაგდე და რას გავდა?
ეს მაინც არ გაგიგია? <<არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი>>
ასე რომ როგორი ძველიც არ უნდა იყოს მონადირე და როგორი პატივსაცემით მწყერს ხეზე დაჯდომის საშუალება ფიზიკურად არ აქვს, ანატომია არ აძლევს ამის საშუალებას თორემ დიდი სოამოვნებით დაჯდებოდა , მისი ფეხები მოწყობილია მიწაზე სწრაფად სირბილისთვის
აჰააა მადლობა ინფოსთვის
ისე ჩხლართს იშვიათად ვხედავ ხოლმე ეს ბოლო პერიოდი, ძირითადად წრიპა დაფრიალებს. ჩხლართვი უფრო დიდია ვიდრე წრიპა, ეგ სხვაობა 50 მეტრიდანაც კი შესამჩნევია, მაგრამ არცერთი არაა სანადირო ობიექტი. ამ კლასის წარმომადგენლებში ბოლოშავა ყველაზე დიდია.
ეუფ გამიჭირდა რაღაც ამოცნობა, ეტყობა ასოების ბრალია
სურათები წაშლილია , ფოტოზე იყო ჭრელი კოდალა, რომლის მოკვლაც სასტიკად აკრძალულია როგორც კანონით ისე მორალურადაც
შენ 10% ვორნი, ბანს იმიტომ არ გადებ რომ არ იცოდი რას ესროდი და უნებლიედ მოგივიდა, თუმცა უნებლიედ მოკვლა არ არსებობს , ჯობია სანადირო ობიექტების ნუსხას გადახედო საქართველოში
და გამიჩნდა კითხვა
რა უგავს მაგ კოდალას მწყერის რომ ხმით გაგერჩია მართლა ვერ მივხვდი
მწყერს რომელიც გავდა იმისთვის ფოტო არ გადამიგია
geojorjika
10 % ვორნი რაღა იყო ისე ვერ წაშლიდი?
ilo
შე კაი ადამიანო მაინც და მაინც ამ წითელი წიგნის ფრინველებს რომ დაერიე, ყვავი ან კაჭკაჭი ვერსად ნახე? აბა მაგ კოდალას მოკვლა იქნება
geojorjika
აჰა ანუ ჯიჯღი იყო ის?ისე ძაან გავს,
აქ სვირინა არისო ზამთარში ბევრიო მითხრეს და ნეტა მაგ ჯიჯღს უძახიან სვირინას თუ ჩხართვს : |
ilo
იგივე კითხვა მექნება ) აჭარაში სად და რაზე შეიძლება პნევმატიკით ნადირობა ხომ არ იცი ? )
Ex3
ყველაფერზე რაზე ნადირობაც არ არის აკრძალული
smekosmeko
ჩხლართვს რა პონტში ეძახი? სამეგრელოშიც არ გამიგია ეგეთი მიმართვა
Ex3
სიმართლე გითხრა მე ისე დეტალურად არ ვიცი რაზე შეიძლება და რაზე არა ნადირობა.
მე ძირითადად მელაღურაზე შაშვზე იხვზე და ლისუხაზე ვნადირობ.
აგვისტო ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში იყო მელაღურა ლეღვზე და ყურძენზე მოდის, ერთერთი ყველაზე გემრიელია.
ზამთარში თოვლში შაშვი ზამთრის ხურმაზე და სუროზე მოდის.
იხვი და ლისუხა ტბებზე ჯდება ნოემბრიდან მარტამდე.
ilo
მელაღურა - არ არის სწორი ფორმა, მოლაღურს გულისხმობ ალბათ, ხალხურად "ბიჭო-გოგია"
geojorjika
წინა გვერდს გადავხედე და ის სურათიც ვნახე ძველი ნამდვილად წრიპაა ის გეთანხმები ,მაგრამ დღეს კიდე მოვინადირე და ეს არ ვიცი ჩხართვია თუ წრიპა, თითქმის შაშვისხელაა სულ ოდნავ პატარაა შაშვზე სხვა რითი შეიძლება მივხვდე , თავი კიდე ნაღდად შაშვზე დიდი აქ
Ex3
სურათი?
geojorjika
სურათის გადაღება სამწუხაროდ არ გამახსენდა : |
ისეთი ყინვა იყო,რას გამაზავდა კაცი. ჰოდა ჩვენც გავზგურეთ.მაგარი ვისიამოვნეთ. ეს პატარა ვიდეოც.
foxi
ვა... თამამ! რა სილამაზეა და რა მშვენიერი ნანადირევია. გილოცავთ !
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services