გასწორებული ოპტიკით ნადირობა საკმაოდ ეფექტურია იქამდე,სანამ სროლის კუთხეს შევცვლით.სროლის კუთხის ცვალებადობასთან ერთად იცვლება მიზანში მორტყმის ალბათობაც. მაინტერესებს რა ვიცით ამის შესახებ და როგორ შეიძლება ამ პრობლემის სწორად გადაჭრა.
foxi
მე არ ვიცი, გადაჭრა, მაგრამ ვიცი რომ ზემოთ თუ ვესვრი ყოველთვის ვარტყავ, მაგრამ მე თუ ბორცვაკზე ვარ და ძირა მიმართულებით ვისვრი ვერასდროს ვერ ვარტყავ
ფოქს ნახე ბალისტიკური კალკულატორი და მანდ შეგიზძლია ყველაზე კარგად გაერკვე თუ როგორ უნდა დაუმიზნო ამა თუ იმ კუთხიდან.
ფოქს აი კალკულატორი და ვაზნების ბაზებიც პნევნოც ურევია მაგრამ მხოლოდ პრემიერები 10.5 http://mydisk.ge/download.php?id=umujutuha
საინტერესოა.გავეცნობი აუცილებლად მაგეებს. ისე კარგი მანძილ მზომი მინდა.
ასე გადაჭრით და ზუსტად ნამდვილად ვერავინ ვერ გეტყვის სად და როგორ დაუმიზნო, მაგრამ ყხეშად რომ ვთქვათ, თუ ზევით ესვრი ჯვრის ქვედა მილდოტებით უნდა დაუმიზნო... თუ ზემოდან ქვემოთ ესვრი, ჯვრის ზედა მილდოტებით...
ეს როცა, ჩვეულებრივ 50 მეტრზე გაქვს განულებული
რავი... მე ზემოდანაც მშვენივარდ ვარტყამ და ქვემოდანაც... მაგ პრინციპით ვსარგებლობ
Davitus
ეგ პრინციპი კი ვიცი. მაგრამ მილდოტების სწორი შერჩევაა პრობლემა. როცა სასროლი ობიექტი ზომით პატარაა კუთხის ცვლასთან ერთად მილდოტით სწორი დამიზნება ძალიან რთულია. ზდპ რომ მქონდა, მიზანს 25 მეტრზე ვასწორებდი,პცპ 50 მეტრზე მაქვს გასწორებული. აი სწორედ მაგის მერე შევამჩნიე ასეთი ცვალებადობა სროლაში. სროლის გამოცდილება მაქვს დამეთანხმები.ვფიქ
რობ სხვა მიდგომაა საჭირო ამ საკითხის გადასაჭრელად. ჯერ ვერ ვიპოვე,მომავალი გვიჩვენებს.
foxi
ამინდები რომ გამოვა მაგრად მინდა ექსპერიმენტების ჩატარება. მთელი დღე დავდგები და სიმაღლეზე სროლა, 100 მეტრზე სროლა და რავი დაბლობზე სროლა და კაროჩე რაა ყველა სანადირო პირობები უნდა გამოვცადო.
ასე რომ თუ გექნება დრო ერთად ვატაროთ ეს ექსპერიმენტები.
ჩემი აზრით ბალისტიკური კალკულატორი კი კარგია, მაგრამ რეალური პირობები სულ სხვაა.
ilariona
იდეა მისაღებია. ველით ამინდს.
ilariona
მეც მინდა ეგეთი ექსპერმენტები...
პ.ს. ის ოპტიკა არაფრად არ ვარგა... ვნახე და ბანძია... ქე იცი რაზეც გეუბნები
იქეტა კვირას კი გამოვა ამინდები და ჯანდარისკენ არ რუსთავისკენ ხომ არ ჩაგვეტარებინა ეგ ექსპერიმენტები?
kaka8079
აქეთ გამოისეირნეთ, ძალიამ მაგარი ადგილებია. სასროლიც ბევრია.
foxi
ვიცი კახა ჯან განა არ ვიცი ადგილიც კაია და ხალხი ხომ საერთოდ.მე კი მინდა მაგრამ ვნახოთ სხვები რას იტყვიან.
გაოფების ოსტატები ხართ რააა
Davitus
ჩვენ ამ ტესტების ჩასატარებელ ადგილს ვარჩევთ შემოგევლე
აბა დაგვრჩენია დაველოდოთ ამინდებს და დავთქვათ მერე ადგილი
მე რუსთავზე თანახმა ვარ. (კაკრას სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ გამისროლია რაგატკაა) ასე რომ რუსთავიი ფორევარ
Davitus
ეს ოპტიკა ჩემი გულის ტკივილია რა.
ახლა ნასოსიც ჩემი გულის ტკივილია გამიყიდა მაგნუმმა ჩემი ჰილის გადადებული ნასოსი და დავრჩი ახლა ნასოსის გარეშე.
უკაცრავად ოფიზე
დატესტვა უნდა მაგ საკითხს და ეგაა. პატარა ექსპერიმენტუსი.
ძალიან საინტერესოა ისეთი გამოცდილი მსროლელის აზრი როგორიც Davitus-ია,ასევე სუპერ ზუსტი მსროლელი
kaka8079 . რომელის როგორც ცნობილია ყველა თოფიდან შესაშურ ჯგუფებს აკეთებს. გვჭირდება ასევე ქრონი და მანძილ მზომიც მაგ საინტერესო ტესტისთვის. აბა მსურველებო 30-31 აპრილისთვის გამონახეთ დრო. იმედია ამინდი და სამსახური ხელს არ შეგვიშლის. მე წინასწარ ადგილებს დავზვერავ.
foxi
geojorjika
ეჰ უმუშევრობამ იცის თარიღების არევა. მაგას შენ ვერ გაიგებ, ბედნიერი ხარ რომ სამსახური გაქვს.
Davitus
ეს თავმდაბლობა კარგია,მაგრამ უნდა წამოხვიდე აუცილებლად! გამოცდილება ბევრი გაქვს ჰოდა გაგვინაწილე.
ამ თემის გაგრძელება მინდა,ჰოდა შეკითხვა მონადირეებს და არა მარტო. საქმე იმაშია რომ ხშირმა დაკვირვებებმა ცხადყო ერთი ფაქტი: ფრინველი რომელსაც ვესვრი 50 მეტრამდე ადგილზე რჩება. მაგრამმ 50 მეტრის იქეთ ხშირია მისი გაფრენა სხვა და სხვა მანძილზე. ამ ორივე შემთხვევაში ფრინველის დაზიანება მისი უცილობელი მონადირებით მთავრდება. მაგრამმ დამეთანხმებით რომ არც თუ ისე სასიამოვნოა დაჭრილი ფრინველის ბალახებში და ბუჩქებში ძებნა. საინტერესოა ის ფაქტიც რომ ორივე მანძილზე მოხვედრილი ტყვია სხეულში არ რჩება,ანუ თოფის სიძლიერე გამოირიცხება.
მაშ რას მივაწერო ასეთი ფაქტები? რას ფიქრობთ ამის შესახებ? რა უნდა იყოს ამის მიზეზი?
გამოსვლით შეიძლება ორივე შემთხვევაში გამოვიდეს კახა, მაგრამ 50 მეტრში ჰიდრო დარტყმა უფრო ძლიერია და შინაგანი ორგანოების დაზიანებას უფრო ფატალური ძალით ახდენს, ვიდრე შორ მანძილზე, მანდ ეგ ფენომენი უფრო მოქმედებს, ჩემი აზრით...
თორემ, ტყვიის გამტანობა თითქმის ერთნაირია
Davitus
Davitus
ისე საინტერესო აზრია. მე კი მეგონა თოფის სიძლიერეზე იყო დამოკიდებული. ესე იგი სიზუსტეა საჭირო შორ მანძილზე სროლისთვის. თორემ ბევრი იკარგება მასე.
foxi
%100
სიზუსტე ბევრ რამეს ცვლის
ზემოდან სროლასთან დაკავშირებით რა გაარკვიეთ?
მე დავძებნე ფორუმებზე და მთავარია მანძილიო , ვარდნა იგივე აქვსო , ანუ არა მანძილი ლულასა და სამიზნეს შორის, არამედ ჰორიზონტალურად გადაადგილების მანძილი და არ აქვს აზრი ზემოდან ისვრი თუ ქვემოდან , მაინც იგივენაირად უნდა ისროლოო
ანუ A წერტილიდან ისვრის B ს მიმართულებით თუ პირიქით არ აქვს მნიშვნელობა, იგივენაირად უნდა დაადო crosshair(ჯვარი? ) , ამ შემთხვევაში , იგივე 40 მეტრზე რომ ესროლო ობიექტს.
და სწორად გავიგე? იმიტომ რომ მაშინ B დან რომ მართი კუთხის მიმართულებით ვისროლოთ იგივენაირად უნდა დავუმიზნოთ როგორც A ს მიმართულებით სროლისას და რომ წარმოიდგენ უცნაურია ) )
აი გუგლის სურათებშიც გადავაწყდის ასეთ ნახატს
მაგრამ დაბლა რომ არის უფრო ძნელია მსხვერპლისადმი ჰორიზონტალური გეგმილის ზომის თვალით გაზომვა , თუ კარგი ციფრები დაჯდა პითაგორათიც შეიძლება
მიზიდულობის ძალაა ელემენტარული ფიზიკა როცა ქვევით ან ზევით ისვრი ცოტა ზემოთ უნდა დაუმიზნო ჩემ შემთხვევაში ამართლებს ისე ქვევით უფრო ძნელი მოსარტყამია
როდესაც ისვრი ქვემოდან ზემოთ, უმიზნებ ქვემოთ და როდესაც ისვრი ზემოდან ქვემოთ უმიზნებ ზემოთ.
ამას ვამბობ გამომდინარე ჩემი გამოცდილებიდან, რა თქმა უნდა.
ფორუმების რა გითხრათ და ჩემი გამოცდილებიდანაც მასეა
ზემოდან ქვემოთ და პირიქით სროლისას გრავიტაციის მიმართულება უფრო თანხმვედრია ტყვიის ტრაექტორიასთან შედარებით ჰორიზონტალურად ნასროლისას
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services