თითქმის ყველა პნევმატიკის მფლობელს ერთხელ მაინც უჩნდება სურვილი რაიმე ბიოლოგიურ სამიზნეზე სროლის.
ზოგისთვის ეს ნამდვილ სიამოვნებას წარმოადგენს,ზოგი სპორტულ ინტერესს მისდევს,ზოგი კი ნამდვილ მონადირეობაზე ოცნებობს.
მაგრამ რავიცით იმ ფრინველთა შესახებ რომლებსაც ვესვრით? ალბათ ძალიან ცოტა რამ. ვფიქრობ ურიგო არიქნება უფრო უკეთ ვიცოდეთ.
Columba palumbus-ჩვენებურად ქედანი,ღორ ქედანა,ტყის ქედანი.
http://www.radikal.ru
ყველაზე დიდი მტრედი. მისი წონა აღწევს-420-620 გრამსს! სხვა მტრედებისგან განმასხვავებელი ნიშნებია:ფრენის დროს თეთრი ლაქები ფრთებზე,ხოლო დამჯდარს, კარგად ეტყობა თეთრი ლაქები კისერზე.ეს ფრინველი უაღრესად ფრთხილი ფრინველია,იგი ბინადროსბს
ტყეში და ძალიან კარგად იყენებს დაბურულ ხეებს დასამალად. მისი აღმოჩენა ძალიან ადვილად შეიძლება გამრავლების პერიოდში, ამ დროს
მისი ღუღუნი მკაფიოდ ისმის ტყეში.
მტრედის ეს ჯიში გავრცელებულია თითქმის მთელ ევროპაში,აფრიკაში,აზიაში ჰიმალაის მთებშიც კი.ასევე ციმბირის რიგ რაიონებშიც.
ბუდობას იწყებს მარტში ან აპრილში. დებს ორ თეთრ კვერცხს.კვერცხებზე ძირითადად დედალი ზის.
იჩეკება 17-18 დღეში,პატარები ბუდეში რჩებიან 20 დღეს.ამხნის მანძილზე დედალ მამალი აქტიურ მონაწილეობას იღებენ მათ გამოკვებაში.
ძალიან გემრიელია.
Columba livia-მტრედი.
http://www.radikal.ru
ამ ფრინველს ყველა კარგად იცნობს,ეს გარეული მტრედია.საერთოდ ბუნებაში ყველაფერი გარეულია,უბრალოდ რიგი ფრინველ-ცხოვე
ლების,ადამიანმა მოიშინაურა.მისი წონაა-240-360 გრამი. ქედანისგან განსხვადება არამარტო წონით,არამედ ცხოვრების ნირითაც.
ცხოვრობს როგორც ტყის პირას ასევე სოფლდა ქალაქად. ტყისპირად მცხოვრები გაცილებით უფრო ფრთხილი და ძნელად მოსანადირებელია.
ქალაქის მტრედი კი, რამის ქათამს გავს,ხშირად ხელითაც კი დაიჭერთ.
ბუდობას იწყებენ მარტის ბოლოს აპრილის დასაწყისში.წლის მანძილზე ბუდობას სამჯერ ასწრებენამიტომ ნადირობა ზაფხულში დაუშვ
ებელია!
საკვებად გამოსადეგია ქალაქისგან მოშორებით მოპოვებული გარეული მტრედი.ძალიან გემრიელია.
Pica pica-კაჭკაჭი.
http://www.radikal.ru
ფრინველი რომელიც ძალიან ცნობისმოყვარეა და ხშირად ხდება ამის მსხვერპლი. ბინადრობს ტყის პირას,პარკებსა და სკვერებში.
იწონის-160-260-გრამს. მისი შეფერილობა გამორიცხავს მის სხვა ფრინველებში არევას.არის ძალიან ხმაურიანი და ამავედროს
მოხერხებული ქურდიც.იკვებება სოფლისმეურნეობისთვის მავნე მწერებით და ხოჭოებით.ასევე კენკრით,ბალახით,წვრილი
ფრინველების კვერცხებით.არ თაკილობს პატარა ბარტყების მოპარვა შეჭმასაც.ბუდობას აპრილის დასაწყისიდან იწყებს,დებს 2
5-8 მომწვანო კვერცხს.კვერცხებზე მხოლოდ მდედრი ზის 17-18 დღე. მამრი ამდროს იცავს.გამოჩეკვიდან 22-27 დღეში ბარტყები
ფრენას იწყებენ.ეს ფრინველიც როგორც მტრედი ირჩევს მხოლოდ ერთ მეწყვილეს.
საჭმელად უვარგისია!
Corvus cornix-ყვავი.
http://www.radikal.ru
ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოხერხებული და საზრიანი ფრინველია.ძალიანძნელია ამ ფრინველის მონადირება. ცხოვრობს ქალაქებსა
და სოფლებში მინდორში ტყეში.თითქმის ყველგან სადაც ადამიანი საქმიანობს.მას აქვს უნიკალური ათვისების უნარი.ამიტომ
ბებერი ყვავის მოკვლა ძალიან ძნელია.ბუდობას იწყებს მარტში.3-6 კვერცხ დებს.18-21 დღე ზის მდედრი კვერცხებზე.
ამ ფრინველს განვითარებული აქვს ჯგუფურობის ინსტიქტი,რომელიც კარგად არის ორგანიზებული.ყავთ დარაჯები და მეომრები.
საჭმელად უარგისია ვინაიდან იკვებება ძირითადად ნაგვით და ლეშით.
Anas platyrhynchos-მყვირალა იხვი.
http://www.radikal.ru
იხვის ეს სახეობა ძალიან გავრცელებულია საქართველოში.მას უწოდებენ ნამდვილ იხვს,ასევე მდინარის იხვს.მისი წონა 800გრამიდან
2 კოლოგრამამდეა.როგორც ყველა იხვი ესეც მშვენივრა ცურავს,მაგრამ ნაკლებად ყვინთავს.მაგრამ თუ დაჭერით,შეუძლია ჩაყვი
ნთოს და რამოდენიმე ათეული მეტრი წყალქვეშ გაცუროს.სწრაფად დაფრინავს მისთვის დამახასიათებელი სტვენისებრ ხმით.
ამ ჯიშის იხვს მამრს ახასიათებს მუქი მომწვანო-მოლურჯო მბზინავი კისერი.მდედრი კი უფრო ყავსიფერ ფერებშია.
გადამფრენი ფრინველია.საქართველოში ძირითადად გვხვდება კახეთის მდინარეებსა და წყალსაცავებზე.ასევე დასავლეთში.ფოთი.
ძალიან გემრიელია, პნევმო იარაღით ნადირობა ჯერ არმიცდიამ.იმედია არანაკლებ აზარტული იქნება ვიდრე ცეცხლსასროლით.
Phalacrocorax pelagicus-ჩვამა. (ბაკლანა.)
http://www.radikal.ru
ამ ფრიველს ხშირად შეხვდებით მდინარე მტკვარზე,ასევე ქალაქის ნაგავსაყრელებზე.მისი 6 ნაირსახეობიდან ჩვენთან მხოლოდ ეს
ბაკლანები გვხვდება. მისთვის დამახასიათებელი შავი შეფერილობით.იწონის 1,5 - 2.00 კილომდე.ბუდობს თებერვალ მაისში.
საკვებად გამოსადეგია თუკი გავაძრობთ ტყავს და ღამე ძმაღში ვამყოფებთ. მოსანადირებლად საკმაოდ მოუხელთებელია.ძალიან
ამტანია ჭრილობაზე.
Anser albifrons-თეთრ შუბლა ბატი.
http://www.radikal.ru
Anser coerulescens-თეთრი ბატი.
http://www.radikal.ru
საქართველოში ძირითადად გვხვდება სწორედ ბატების ეს წარმომადგენლები.მათი საშუალო ზომა 2-3კილოა.ძალიან ძლიერი და ფრთ
ხილი ფრინველია.ძირითადად გვხვდება წყალსაცავებზე.ჯანდარაზე ხშირად დაინახავთ და მოისმენთ მათ ხმას, მაგრამ სასროლ მან
ძილზე თითქმის ვერასდროს მიხვალთ.ამიტომაც მასზე უპირატესად ნადირობენ ჩასაფრებით,სატყუარების გამოყენებით.
ეს ფრინველიც გადამფრენია.საკვებად უაღესად გემრიელი და ნოყიერია.
Picus virdis-მწვანე კოდალა.
http://www.radikal.ru
ყველასათვის ნაცნობი ფრინველია თუმცა საქართველოში მისი ძალიან მრავალფეროვანი სახეობებია გავრცელებული.
ბინადრობს როგორც ფოთლოვან ასევე წიწვოვან ტყეებში. საშუალოდ იწონის 250 გრამს.არსებობს გიგანტური კოდალაც,რომელიც
600 გრამზე მეტსაც იწონის.იკვებება ხეში არსებული მატლებით და ჭიებით.ძალიან უყვარს ჭიანჭველები,რომლებცას უზომო რაოდე
ნობით მიირთმევს.
ზოგიერთი კოდალის ჯიში შეტანილი იყო წითელ წიგნში (კომუნისტების დროს.) არის გემრიელი და სასარგებლო ფრინველი.
Turdus merula-შავი შაშვი.
http://www.radikal.ru
შაშვი საქართველოში ძალიან გავრცელებული ფრინველია.კერძოდ შავი შაშვი. იგი ბინადრობს როგორც ტყეში ასევე მინდორში,სადაც
ბევრი ბუჩქნარია. იკვებება კენკრით და სხვადასხვა მწერებით.ძირითადად მიწაზე ცხოვრობს.არ უყვარს დიდი გადაფრენები.
ძალიან მოხერხებული და მოუხელთებელია მონადირისთვის.სხვა შაშვებისგან განსხვავებით შავი შაშვი ბუდეს მიწაზე, ან ამაღლებულ
ბუჩქსა თუ კუნძებზე იკეთებს. ძალიან გემრიელი და სასარგებლოა,განსაკუთრებით ზამთარში.
Galerida cristata-ქოჩორა ტოროლა.
http://www.radikal.ru
ტოროლები ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა სახეობის ფრინველი მრავალნაირია. მაგრამ მათ ერთი დამახასიათებელი თვისება აქვთ
ტოროლებს უყვართ მიწაზე ცხოვრება.მიუხედავად იმისა რომ მშვენივრად დაფრინავენ.ეს განპირობებულია მათი საკვებით.
არსებობს ტოროლის დაახლოებით 40 ცამდე ქვე სახეობა რაც განპირობებულია მისი ადგილმდებარეობით,კლიმატით და სხვა მრავალი
პირობით.ტოროლაც შეიძლება იქას გამოყენებული საკვებად.
Coturnix coturnix-მწყერი.
http://www.radikal.ru
ყველა მონადირისთვის საინტერესო ფრინველია,როგორც სანადირო თვალსაზრისით ასევე საკვებად.ბინადრობს ძირითადად
პურის ყანებში,ასევე გვხვდება სიმინდის,ჭვავის ყანაშიც.პრინციპში პნევმო იარაღით ნადირობა მწყერზე ნამდვილი მარაზმია
ვინაიდან იმდენად მშიშარა და ეშმაკი ფრინველია რომ სანადირო ძაღლის გარეშე მისი ნახვა თითქმის შეუძლებელია.გაფრენილს
კი პნევმო იარაღით ვერაფრით მოარტყავთ.
Merops apiaster-კვირიონი.
http://www.radikal.ru
ეს ფრინველი ძალიან ლამაზია.მისი შეფერილობა იმდენად ლამაზ ფერებშია რომ ერთი შეხედვით სამოთხის ჩიტი გეგონებათ.
ან რომელიმე მგალობელი.მაგრამ ამ სილამაზის მიღმა იმალება მისი მავნებლობა,კვირიონი ითვლება ნომერ 1 მტრად ფუტკრებისთვის!
თანაც რაც ყველაზე საინტერესოა კვირიონი ჭამს ფუტკრის მხოლოდ თავს!კვირიონი აფრიკაში გამოიზამთრებს და გაზაფხულზე ბრუნდე
ბა.ბუდეს იკეთებს გორის ან მთის ნაპრალში.მას შეუძლია ამოთხაროს ორმო.ამოთხრილი ორმოს მიწა ხშირად 12 კილოგრამს აღწევს.
მისი წონაა 50 - 60 გრამი.საჭმელად რამდენად გამოსადეგია ცნობილი არარი.
დამატება გააკეთა mamuka2301-მ
კვირიონი (კვირკვილი )
ძალიან ლამაზი გადამფრენი ფრინველია, გურიაში მისი გუნდები გამოჩნდება დაახლოებით ივლისის ბოლოდან, იკვებება ძირითადად მწერებით და ანადგურებს ფუტკარს.
ზომით შაშვზე ოდნავ პატარაა და ყავს ტილები. საკვებად ვარგისია და არის ძალიან გემრიელი!!!!
Upupa epops-ოფოფი.
http://www.radikal.ru
ოფოფი ძალიან ლამაზი ფრინველია.ბინადრობს როგორც ფოთლოვან ტყეში ასევე მინდორსა და ველზე.ბუდეს იკეთებს მაღალფოთლო
ვან ხეზე.ფრენა დამახასიათებელი ტალღისებრი აქვს.იკვებება ჭიებით მწერებით.საჭმელად ვარგისია.
Sturnus vulgaris-შროშანი.
http://www.radikal.ru
ფრინველი რომელიც ძალიან ჰგავს შაშვს.მაგრამ ეს მხოლოდ შორიდან.თუ ახლოს ვნახავთ განსხვავებას მაშინვე შევამჩნევთ.
პირველ რიგში შროშანი შაშვისგან განსხვავდება ბუმბულზე არსებული თეთრი წინწკლებით,ასევე თავის,ნისკარტის მოყვანილობით.
(იხილე პოსტი შაშვი.) შროშანი საკმაოდ ბინძური ფრინველია.მას ხშირად იხილავთ ნაგავსაყრელებზე,სადაც მათი გუნდი იმდენად
დიდია რომ ლამის ცას აბნელებენ ფრენის დროს.საჭმელად გამოიყენება,იმდენად რამდენადაც თქვენ ამას გადაწყვეტთ.
Corvus corax-ყორანი.
http://www.radikal.ru
ყორანს ჩვენში ისევე როგორც ყვავს ცუდი რეპუტაცია აქვს. მაგრამ ყვავისგან განსხვავებით ეს ფრინველი გაცილებით ნაკლებია,არ
არის ისეთივე მომაბეზრებელი და ხმაურიანი. ასევე ნაკლებად ჭკვიანია რაც მის განადგურებას აშკარად ხელს უწყობს.ყორანიც გუ
ნდურ ცხოვრებას ეწევა,იკვებება ბალახეულით მწერებით და წვრილი არსებებით.
არსებობს აზრი რომ ყორანი საკვებად გამოსადეგია,ვინაიდან ლეშსს არ ჭამს.
Scolopax rusticola-ტყის ქათამი.
http://www.radikal.ru
ტყის ქათამი ითვლება ერთ-ერთ ძალიან საინტერესო სანადირო ფრინველად. მისი ბუმბულის შეფერილობა იმდენად შეეფრება გარე
მოს სადაც ის ბინადრობს რომ სრულიად შესაძლებელია გვერძე ჩაუაროთ და ვერცკი შეამჩნიოთ.ამ ფრინველს უყვარს გუნდური ცხო
ვრება.ბინადრობს მეჩხერ ტყიან მასივებსა და ველ მინდვრებზე. არის უაღესად გემრილეი.ნადირობის სეზონის დაწყებამდე მასზე
ნადირობა ისჯება კანონით!!!
Asio flammeus-ჭაობის ბუ.
http://www.radikal.ru
ბუ ღამის ფრინველია და მისი დღისით ნახვა ძალიან ძნელია. ნადირობს მღნელებზე.ითვლება მტაცებელ ფრინველად.
ძალიან სასარგებლო ფრინველია სოფლის მეურნეობისთვის. მასზე ნადირობა აკრძალულია!!! საჭმელად უვარგისი.
Passer domesticus-ბეღურა.
http://www.radikal.ru
ბეღურები ყველასთვის ნაცნობი ფრინველია.მათი ჟღურტული თითქმის განუყოფელია ქალაქისთვის.მათი პოპულაცია იმდენად დიდია
რომ მათზე ნადირობა ფაქტიურად არიკრძალება. მაგრამ რამდენად საინტერესოა მათზე ნადირობა? ჩემი აზრით ფუჭი ტყვიების ხარჯ
ვაა. მითუმეტეს რომ ბეღურები აქტიურად ანადგურებენ მავნე მწერებს.
http://www.radikal.ru
ჩხიკვი
ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. ფერად მიწითალო-რუხია, ბოლო და „ულვაშები“ შავი აქვს, ქოჩორი — შავლაქებიანი, წელი — თეთრი, ფრთაზე — ლამაზი, შავფხაჭებიანი ცისფერი ლაქა. მისი სხეულის სიგრძე 34 სმ, მასა 160 გ აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ბინადრობს შერეულ და ფოთლოვან ტყეებში. საქართველოში მობინადრეა. დებს 4-7 (10-მდე) კვერცხს. იკვებება თესლებით, კენკრით, ხილით, რკოთი და მწერებით, რომელთა განადგურებით ერთგვარი სარგებლობა მოაქვს. საკმაოდ კარგად ბაძავს სხვადასხვა ბგერებს.
http://www.radikal.ru
ბოლობეჭება, ანუ თეთრი ძერა (white kite). არწივის მსგავსად მასაც გრძელი ფრთები აქვს და დაბალ სიმაღლეზე ფრენის უბადლო ოსტატია.
http://www.radikal.ru
შევარდენი (falcon), რომელსაც ბრჭყალებში ნადავლი აქვს მოქცეული, როდესაც ქვემოთ ეშვება მსხვერპლის დასაჭერად, იგი 300 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. მას ვხვდებით ყველგან,ანტარქტიდის გარდა.
მტაცებელ ფრინველთა შორის ყველაზე სწრაფი შევარდენია.როდესაც ქვევით ეშვება მსხვერპლის დასაჭერად,იგი 300 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.მისი ძირითადი ნადავლია მტრედი,რომელსაც შევარდენი 15/18 მეტრის სიმაღლიდან ხედავს და უსწრაფესად ეშვება ქვემოთ მის დასაჭერად.მიმინოს მსგავსად,შენარდენიც წამიერი მოძრაობით განგმირავს მცირე ზომის მსხვერპლს.რაც შეეხება დიდ ნადავლს,მტაცებელი ნაწილ-ნაწილ მიირთმევს.
ბოლოშავა
ბინადრობს ძირითადათ მთაში, გვიან შემოპდგომაზე, როცა მთები უკვე დათოვლილია ჩამოდის ბარში, მოძრაობენ გუნდებად, შაშვზე ოდნავ მოზრდილი ფრინველია, მოსანადირებლად ზალიან იოლი და ძალიან გემრიელია. უყვარს ხურმა, კარალიოკი...
ჩხართვი
ეს ფრინველი ბევრს ერევა ჩხარტაში თავისი შეფერილობის და დიდი მსგავსების გამო, მაგრამ ეს ფრინველი ჩხარტასგან განსხავევბით ბინადრობს ძირითადად მთაში, დაბლობში გამოჩნდება შემოდგომის დადგომიდან, ყველაზე კარგი მოსანადირებელია წვიმიან ამინდში, არის ძალიან გემრიელი, ზომით შაშვზე ოდნავ პატარა
თბილისში რო მტრედებია , იჩმევა?
Axalbeda
არა არ იჭმევა
ქალაქიდან მოშორებით უნდა იყოს მონადირებული
უწერია პატივცემულ ფოქსის გარეულ მტრედზე და თუ
დააკვირდებოდი ნახავდი.
ასევე მტრედი როგორ უნდა ჭამო? ხომ იცი რომ ქალაქში
ნადირობა არ შეიძლება... ძალიან ცუდი კითხვა იყო მე თუ მკითხავ
დანაშაულია ადამიანზე მიჩვეული მტრედის მონადირება , ასევე ქალაქში
ნადირობა.
WARNer brother
ja_ja
რას პროფესორობთ ან ერთი და ან მეორე? ვინ თქვა რომ არ იჭმევა?
ჭამე და დაავადება დაგემართა რამე? მე ბევრჯერ მაქვს ნაჭამი და ცოცხალი ვარ როგორც ხედავთ.
და თუ უმის ჭამას თუ აპორებთ ეგ სხვა ამბავია, ზოგადად გარეული ფრინველი ინქება თუ ნადირი არის უამრავი დაავადების გადამტანი და ქალაქში იქნება ეს თუ სიმინდის პლანტაციაში სადაც სასუქის და სხვა პესტიციდების ნაჟურ წყალზე იზრდება.
პირველი და აუცილებელი პირობაა ნანადირევის კარგად შეწვა ან მოხარშვა, არ არის მცვრიანი და ნახევრად მოცარშულის ჭამა რეკომენდებული და არა აქვს მნიშვნელობა სად იზრდება (ნუ ჩერნობილი გამონაკლისია და კიდევ თევზებს არ ეხება ეს)
და კიდევ ნაგავზე გაზრდილი არ ნიშნავს რომ არ იჭმევა , გარეული ცხოველების და ფრინველების უმეტესობა ნაგავზე იზრდება და რადგან ამას თქვენ ვერ ხედავთ ეგ იმას სულაც არ ნიშნავს რომ გრეჩიხაზეა ქესალოში მონადირებული ქედანი გაზრდილი, რათქმაუნდა ჯანსაღ საკვებსაც მიირთმევს, მაგრამ არც ნაგავზე ამბობს უარს
geojorjika
დავუშვათ იჭმევა (დავუშვათ რა ნუ იჭმევა ესეიგი)
მაგრამ , როგორ უნდა შეჭამო?
უნდა მოინადირო, რაც არ შეილება...
WARNer brother
კითხვა იყო იჭმევა თუ არა , და პასუხი არის :დიახ იჭმევა
როგორ ფიქრობ ბორჯომის ირმის ხორცი იჭმევა? რათქმაუნდა იჭმევა და მონადირება აკრძალულია
geojorjika
მდააა.
Axalbeda
კი იჭმევა, მამენტ ,,ლენინგრადის" ბლოკადის დროს ვირთხებსაც ჭამდნენ, გამოდის რომ ვირთხებიც იჭმევა.
რა ვიცი აბა, ვიციიიი? აბა მე რა ვიცი
რა იყო ხალხნო გშიათ?
საჭმელად გამოსადეგია ქალაქის მტრედიც და ქათამიც. სწორედ თუ მოამზადებთ შხამიანი თევზიც ვარგისია. ბოსტნეული ზოგი ნატურალურად მოყვანილია,ზოგიც პესტიციდებით. ნათესების უმეტესობა ტექნიკური წყლით ირწყვება. მას კი გარეული ფრინველი მიირ
თმევს. ასე თუ გავყევით ღორზე საზიზღარ საჭმელს არც ერთი ცხოველი არ ჭამს. მაგრამ ყოველ ფორუმის გასვლავს ახლავს ღორის მწვადი.
Axalbeda
ვინმემ ხომ არ იცით ეს რა ფრინველია(მეგრულად ვიცი ქარტყანია ქვია :დ) მიმინოა ვითომ თუ მაგდაგვარი რამე?
SVD მიმინოს სახეობაა ჩემი აზრით. მეგრულად კი არც გამიგია ეგ სახელი
რატომ არის ეგ ფრინველი მაგ მდგომარეობაში? ეჭვი მაქვს რომ ვორნს მიიღებ ეხლა, სანადირო.ობიექტი არ არის ეგ რომ მაგაზე ინადირო
კარგია თუ ჩამოხსენი და გაუშვი , ცოტა მიჭირს ერთ სურათთ რამე ვთქვა მაგრამ მარჯანს გავს
არც მომიკვლია მე. .
დასავლეთში რო ვიყავი ისე მოდიოდნენ სახლთნ ახლოს არც ეშინოდათ იდგნენ და იყურებოდნენ ხოლმე შაშვები
ვიყიდოთ თოფები მერე გავიაროთ საჯართეზე ჟესტის ბანკები მოვაგროვოთ და ვხვრიტოთ და ვხვრიტოოოოოთ.
აღარც ფრინველი დაზარალდება
სიმინდის ყანაში რო შევდიოდი ისე ნაგლურად დაფრინავდნენ ვითომც არაფერი
კახეთში ვიყავი და ტყეში გავიარეთ მოკლეთ.
შაშვი
ჩხიკვი
ჩხარტი
სავსეა,ძალიან ბევრია მარა ახლოს არ მიშვებდნენ მეკიდე ჩემი 1377-თ შორს ვერ ვესროდი.
ერთი 10-თი ან 15-ტი კილომეტრი ისე ვიარე რო ვერაფერი მოვინადირე.
ერთი 50-თ მეტრში მაინც უნდა გესროლა.
მარა ამაოდ ვერაფერიიიიიიიიიიიიიი.
35-ტი 40-ც მეტრში კიდე შეიძლებოდა სროლა მარა არ მიშვებდნენ ახლოს.
თოფი იყო საჭირო ანუ კაი პსპ-ი.
mamukaaa
mamukaaa
პცპ-თი რომ ყოფილიყავი 100 მეტზე ახლოს არ მიგიკარბდნენ.
იციან მაგ ოხრებმა იარაღის ცნობა
მოკლედ რა ნახა დღეს ჩემმა თვალებმა :
ჩემს გარემოში ვიყავი და ჩემიდან 30 მეტრში ჩხიკვს მოსდევდა შაშვი გამწარებული ( იქვე ახლოს შაშვს ბუდე აქვს ) ეს ისეთი სწრაფად მოხდა ვერც ვიდეო გადავიღე და ვერც თოფი გამოვიყენე ( იმიტომ , რომ თან არ მქონდა ) მოკლედ შეიქმნა გაწევ გამოწევა ცემა ტყეპა რამდენიმე წამში შაშვმა თავი ანება და ვხედავ , ჩხიკვი ხეზე რაღაცას მადიანად შეექცევა, ვიფიქრე ალბათ შაშვს ბღარტი მოსტაცა და იმას ჭამს თქო და გამწარებულმა ქვა ვესროლე და ნადავლი პირიდან გავაგდებინე და თვითონ გაფრინდა. მივედი ახლოს და დამხვდა ჩიტის კუდიღა დანარჩენი შეუჭამია . მარა შაშვისას არ ჰგავდა ბეღურა ჩიტის ნარჩენი შემრჩა... შაშვს რაღა უნდოდა არ ვიცი
P.S. ჩემი თვალით მაქვს ნანახი თუ როგორ ჭამს ჩხიკვი რკოს ( მთლიანს ყლაპავს ) ასევე კენკრას , ბალს, თუთას. აი ჩიტებსაც თუ ჭამდა ეგ აღარ ვიცოდი . აღმოვაჩინე კიდევ ერთი მავნებელი... ვაჟა ფშაველას რომ ეს სცოდნოდა ,, ჩხიკვთა ქორწილს " ალბათ აღარ დაწერდა შეიძლება ვაჟას დროს არც იყო ჩხიკვი მავნებელი და ეხლა გახდა , რავი ბუნებაც გადაირია ალბად ჩორტ ევო ზნაეტ ...
შაშვიც მინახია მძორის მჭამელი. ეტყობა საწყალი ბეღურა ვერ გაიყვეს.
ზურა მე მგონი ეს ფრინველია მეც არ ვიცი ზუსტად რა ჰქვია
userman
ხო, რაღაც მტრედისებრთა ოჯახია ალბათ, შემოვა ჩვენი მთავარი ორნიტოლოგი და გაგვანათლებს იმედია...
გვრიტია ეგ. .
https://www.google.ge/search?q=%E1%83%92%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98&num=30&espv=2&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwiAtp-AoorOAhUGZCwKHWhNBsMQ_AUICCgB&biw=1920&bih=979#imgrc=HtQU6DtSKqMazM%3A
პრავილნა , გვრიტია
ტრანსლეიტ.ჯის მიხედვით
http://translate.ge/#search/cuckoo
შეიძლება ვიდეო ვინც გადაიღო არასწორად დააწერა სახელი...
გულგულგულგულგულ-ს შვება ხოლმე ეგ გვრიტი და მაგიტო ეძახიან ალბათ
რა გუგული კაცო, გვრიტია, ტვინს ბურღავენ ხოლმე გაზაფხულიდან, მაგ სტრანნი გუ-გუუუ, გუ-გუუუ-ს ძახილით, იმენნა ყოველ წელიწადს ჩემი სახლის აივანზე ჩალიჩობენ ხოლმე ბუდის მოწყობას და იმენნა ტვინს ბურღავენ ხოლმე რა მაგ პერიოდში
ისე ბავშობაში ამდენი გვრიტი უბანში არ მახსოვს, უფრო მეტი მერცხალი და ბეღურა იყო, ახლა კი უბანში აი ძალიან ოხრადაა მტრედები და ამ ბოლო დროს გვტიტებიც არ ჩამოუვარდებიან რაოდენობაში
თან როგორც მახსოვს ქედანზე ბევრად ნაზი ხორცი აქვს, შედარებით მალე იხარშება
მე სიმართლე გითხრათ ვერ ვჭამ ვერც ქედანს ვერც მტრედს და ვერც გვრიტს,ნადირობით კი ბევრი მომინადირებია მარა მაცივარში შევალაგებდი ხოლმე,გული არ მიმდის საჭმელად,ძნელი მოსანადირებელია ისე
SVD შაშვზე ძნელია? სხვაგან არ ვიცი მაგრამ აქ ნაძვების და კვიპაროსების წვერებზე სხედან ხოლმე და ღმუიან, თავისუფლად შეგიძლია ესროლო. რავი ალბათ გამრავლების პერიოდი თუ რაღაც რო აქვთ მაგიტომ, იმედია მერეც ესე იქნებიან
შაშვი ალბათ ყველაზე ადვილი მოსანადირებელია , თუ არ ჩავთვლით , რომ ძალზედ ფრთხილია და თან ნადირობა აკრძალულია .
ქედანი და მისნაირნი კი მიუხედავად იმისა , რომ ფრთხილები არიან, ასევე ძალზე ამტანები არიან . ყვავი გაცილებით ადვილი მოსაკლავია , ქედანთან შედარებით ...
ნიკა
ეგ "აქ" სად არის?
geojirjika ჩავთვალე დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა და აღარ დავაკონკრეტე, კახეთში ვამბობ.
შაშვზე არ ვიცოდი, სადმე არ წერია კიდე რაზე არ შეიძლება?
მე სურათები მაქ გადაღებული თბილისში გლდანის მეტროსთანაც და სტამბულშიც.
სტამბულში სულეიმანის სასახლის პარკში იმდენი იყო პანღურს ამოარტყავდი.
ჩვენთან რომაა ქალაქის მტრედები ისე იყო მოშინაურებული ადამიანებთან.
მაგრამ ისინი პატარები არიან და ეს თითქმის ქედანის ხელა მეჩვენება ვიდეოში და კისერზეც სხვანაირი კოპლები აქვს
მონადირებულიც მყავს პერელიოტზე, მაგრამ ისიც სხვანაირი იყო. იმის სურათიც მაქვს სადღაც
დღეს მოვძებნე ეს სურათები და ბარემ დავდებ
ეს სტამბულის
https://postimg.org/image/ng941rdv7/https://postimage.org/index.php?lang=russian
https://postimg.org/image/5epz3yjub/https://postimage.org/index.php?lang=russian
ამას თავი აქვს მოწყვეტილი და ხელი იმიტო აქვს დადებული
https://postimg.org/image/5srb3k3xv/https://postimage.org/index.php?lang=russian
https://postimg.org/image/5u18wz5rn/https://postimage.org/index.php?lang=russian
ეს გლდანში გადაღებული ტელეფონით
https://postimg.org/image/682kwkpv7/https://postimage.org/index.php?lang=russian
https://postimg.org/image/eeuko5fxv/https://postimage.org/index.php?lang=russian
ჩხიკვი იჭმევა? და კოდალაზე თუ შეიძლება ნადირობა?
კოდალაზე ნადირობა არ შეიძლება. ჩხიკვი როგორც ვიცი იჭმევა
და შემთხვევით რომ შემოგაკვდეს? :დდ
შორიდან არა ჩანს.სადმე წერია რაზე არ შეიძლება?
temo-777
ამ გახსენებაზე ხომ ვერ მეტყვით ქედნის ( იგივე მტრედის ) ფიტულები სად შეიძლება შევიძინო ?
მაგნუმში არ ჰქონდათ.
შაშვი,ჩხიკვი
მაგეებზეც აკრძალულია ხო?
temo-777
ესეთი ფრინველი თუ უნახავს ვისმეს ?
userman
კირკიტაა ეს მაცებელთა ოჯახიდან. მცირეზომი რინველებით და მღეღნელებით იკვებება
jeko 15
პრავილნა უბრალოდ ეგ ამერიკული კირკიტაა
ანუ მასეთი საქართველოში არ გვხვდება ?
კირკიტა თუ სხვა რამ ინგლისური დასახელებაა American Kestrel და არა Falco tinnunculus
თანაც უფრო მომცროა ვიდრე მანდაა აღწერილი .
userman ვერ მივხვდი რა თქვი მაგრამ Falco tinnunculus არ არის ინგლისური დასახელება
ყურადღებით წავიკითხე პოსტები და ყურადღება მიიქცია ჩხართვმა 4 წლიწადია დასავლეთში კერძოდ მარტვილში დავდივარ და ეზოში ყოველთვის დიდი რაოდენობით მხვდბოდნენ ასევე ყანაში სულ მაინტერესებდა რა ფრინველი იყო თქვენ გაგახარბთ ღმერთი
გილოცავთ ბარბარობაააას მრავალს დაესწარით თემიდან გადახვევისთვის ბოდიში
მეგორებო ტარბი სანადირო ობიექტია???
თუ შეიძლება მითხარით ვიცი რომ გადამფრენი ფრინველია შავი ფერის ან ჭრელი
უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services